შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმიური მუხტი [2]


13-11-2015, 11:41
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 974

- ჰეიი, ბელა _ თვალწინ ხელებს უთამაშებდა ლიკა.
- ჰო, ჰო _ გამოფხიზლდა.
- დიდი ხანია გღვიძავს-მეთქი?
- არც ისე _ გაუღიმა.
- დანარჩენებს?
- არ ვიცი, ილიას ღვიძავს და ლელას ძინავს, მეტი არ ვიცი.
- გასაგებია, წამო მერე ქვემოთ, რა გინდა აქ.
- რა ვიცი, წამო _ მხრები აიწურა.
- დილა მშვიდობის _ ხმაურიანად შევიდა ოთახში ლიკა და ბელაც შეიყოლა.
- ოჰ, რამ გაგაღვიძა ასე ადრე? _ გაუცინა ლუკამ.
- შემცივდა _ უკმაყოფილოდ დაიწუწუნა.
- მცინავა. შენ როგორ გეძინა ბელა? _ გაუღიმა.
- კარგად, მადლობა.
- ყავას რომელი გააკეთებთ? _ წარბების თამაშით იკითხა ლეომ.
- მე მეზარება _ გაიკრიჭა ლიკა.
- მე გავაკეთებ _ მშვიდად ჩაილაპარაკა ბელამ. _ ყველას გინდათ?
- კი ბელკა, ყველას ენდომება, ხუთი ჭიქა.
- წამომყევი რა, არ ვიცი რა სად დევს.
- წამო, წამო _ გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდნენ.

ოთახიდან გამოსვლისას, ხელმარჯვნივ , დერეფნის ბოლოში იყო სამზარეულო. სამზარეულოში შესვლისთანავე, ხელმარცხნივ ძველებური სამზარეულოს კარადა იქცევდა ყურადღებას. მოპირდაპირე მხარეს ნიჟარა იყო ჭურჭლისთვის. კედელთან, ფანჯრის ქვემოთ მაგიდა იდგა. კარადის გვერდით პატარა გაზი, ე.წ. დასატენი ბალონი. მომზადებული ყავა მაგიდაზე დააწყო. ორი ფინჯანი ლიკას გაატანა, ორი თვითონ წაიღო და ისევ შებრუნდა სამზარეულოში მეხუთეს წასაღებად. მაგიდაზე მდგარი ფინჯანი აიღო, შემობრუნდა და სიმწრისგან შეჰკივლა. მის უკან თურმე ილია იდგა, მკვეთრად შემობრუნებისას ბიჭს შეეჯახა და ყავა ხელზე გადაექცა, ილიასაც მიექცა ცოტა ტანზე, მაგრამ სწრაფად მოიშორა მაისური და დაწვას გადარჩა. ბაიას ხელს კი ვერაფერი უშველიდა. ფინჯნის ნამსხვრევები იატაკზე ეყარა, ბელა აცრემლებული დაჰყურებდა ხელს და ცდილობდა ხმამაღლა არ ეტირა. ილია კი შეშინებული მზერით ხან სახეზე აკვირდებოდა, ხან ხელზე. სწრაფად მოიქცია მისი ხელის მტევანი საკუთარ თითებში და სული შეუბერა. ასე უბერავდა 2-3 წუთი. ამასობაში ყველამ სამზარეულოში მოიყარა თავი, ყველა ცალ-ცალკე კითხულობდა რა მოხდა.

- წამო, წამო _ ნიჟარასთან მიიყვანა, იქვე მდგარი სათლიდან წყალი ამოიღო და ხელზე გადაავლო. შემდეგ წყლით სავსე ჯამში ჩააყოფინა ხელი და მაგიდასთან ჩამოსვა. ბელა ინსტიქტურად დაჰყვებოდა, ცრემლებიც თავისთავად სდიოდა სიმწრისგან.
- ბელკა _ გვერიდით მიუჯდა ლიკა _ არ იტირო რა..

ლანამ ცოცხი მიიტანა, ნამსხვრევები მოგავა, მოწმინდა კიდეც და სხვებს დაუცაცხანა.

- ბევრნი ხართ აქ, არ უნდა ამდენი ხალხი, ტყუილად ნერვებს ვუშლით. ვინც ვერ ვეხმარებით გავიდეთ. _ ლელაც ბელას გვერდით იჯდა აცრემლებული. ლელაც გაიყვანეს და სხვებიც გავიდნენ.
- ბელო ბოდიში რა _ გვერდით მიუჯდა ილია, როცა გოგოები გავიდნენ.
- მე უნდა გიხდიდე ბოდიშს _ თვალები დახარა _ კინაღამ დაგწვი.
- რას ამბობ? შენ დაიწვი ხელი, ისევ ისე გეწვის?
- მეწვის.
- რა გიშველო? რაიმე მალამო ექნება ნანის და წაგისვამ.
- მადლობა, გოგოები მომხედავენ, ნუ წუხდები.
- მე დაგწვი და მე მოგხედავ და კიდევ, არ ვწუხდები.

ქოთქოთით შეიჭრა სამზარეულოში ნანი ბებოც.
- შენ გენაცვალოს ბებო, როგორ მოგივიდა ჩემო ლამაზო.
- ჩემი ბრალი იყო _ დანაშაული აღიარა ილიამ.
- შე ყალთაბანდო, როგორ მოახერხე?
- კარგი რა, აღარ მინდა ლანძღვა.
- ჯერ სად ხარ, რას ერჩოდი ბავშვს?
- არაფერსაც არ ვერჩოდი.
- მისი ბრალი მართლა არ ყოფილა, შემთხვევით მოხდა _ ბებიას ახედა ბელამ.
- ნუ აფარებ ხელს, ბავშვობიდან ასეთი მავნეა ეს _ გაეღიმა ბელას.
- ჰა ამიწიე ყურები, დავდგები კუთხეში და აღარ მეჩხუბო _ წინ დაუდგა ილია, ბელამ ჩაიფხუკუნა, თუმცა სიცილის სურვილმა მაშინვე გადაუარა, ხელს რომ დაჰხედა.
- კი ხარ ღირსი. დამეკარგე აქედან _ დაუცაცხანა.
- მალამო არ გაქვს დამწვრობის? წავუსვამ და მოუშუშდება მალე _ სამზარეულოდან გასვლას არ აპირებდა ილია.
- მე მივხედავ, გადი!
- კარგი, კარგი, ნუ მეჩხუბები ნანიკო რა _ მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და გავიდა.
- სულ ასეთი მოუსვენარი იყო _ თავი გადააქნია ქალმა _ ძალიან გეწვის შვილო?
- ისე ძალიან არა, კიდევ კარგი პირდაპირ მადუღარიდან არ გადავიქციე, სულ ოდნავ მაინც მოასწრებდა შეგრილებას _ აწითლებულ ხელზე დაიხედა.
- ახლა მალამოს წაგისვამ, დამწვარს შეხვევა არ უყვარს, ასე ღიად დაიტოვე და ხელი აღარ გაატოკო. _ მალამო ფრთხილად გადაუნაწილა ხელის ზურგსა და თითებზე _ წადი ახლა ბავშვებთან და ფრთხილად იყავი.
- იცით, მე ფინჯანი და თეფში გავტეხე _ გაპარული ხმით ჩაილაპარაკა.
- შენი ჭირიც წაუღია ბებო, მაგაზე არ იდარდო, გადი ბავშვებთან.
- მადლობა და ბოდიში _ ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან. ოთახში შესულს ყველა გარს შემოერტყა.
- როგორ ხარ?
- კიდევ გეწვის?
- მალამო წაისვი?
- არ შეიხვიე?
- კარგად ვარ _ მშვიდად ამცნო ყველას და ტახტზე ჩამოჯდა.
- მართლა აღარ გტკივა? _ გვერდით მიუჯდა ილია.
- ცოტათი მტკივა.
- ბოდიში რა _ მწუხარე ხმით ჩაილაპარაკა.
- მიღებულია _ მშვიდად გაუღიმა.
- რატომ ხარ ასეთი?
- როგორი ასეთი?
- რაღაცნაირი, ძალიან კეთილი _ ბელას ჩაეღიმა.
- რა ვიცი, მადლობა.
- რას ღუღუნებთ მანდ? მოგვაქციეთ ყურადღება _ ლეოს ხმა გაისმა, გოგონა კვლავ აჭარხლდა.
- არაფერსაც არ ვღუღუნებთ _ მაშინვე შეუღრინა ილიამ _ რა გინდათ?
- რამე გავაკეთოთ რა, მთელი დღე ასე ხომ არ ვისხდებით.
- და რა გავაკეთოთ?
- რა ვიცი, ან ვითამაშოთ რამე, ან წავიდეთ სადმე.
- მოიფიქრეთ და ვითამაშოთ, ან მოიფიქრეთ და წავიდეთ.
- თუ თამაში გინდა, ისეთი მოიფიქრეთ, რომ ყველამ ვითამაშოთ.
- ჩანჩქერზე წავიდეთ _ იდეა წამოაყენა ლუკამ. _ გავგრილდებით, თქვენ სურათებსაც გადაიღებთ _ ლიკას გადახედა _ თან კარგი ადგილია რა.
- წავიდეთ, მაგრამ თქვენს ერთ მანქანაში რამდენი ჩავეტევით?
- რა ჩატევა გვინდა, მე და ერთი წინ დავსხდებით..
- და ხუთი უკან? გაგიჟდი? _ აღარ დაამთავრებინა ლიკამ.
- კარგი, მაშინ მისმინე, ილო დაჯდება საჭესთან, მე წინ, შენ დაიკო კალთაში ჩამისკუპდები, ლეო, ლანა, ლელა და ბელა კი ჩაეტევიან უკან.
- ჭკუის კოლოფი გვყავხარ რა _ გაიცინა ლანამ.
- აბა როგორ, მოთბეს ცოტა და წავიდეთ.
- და მანამდე?
- მანამდე რავი, ჯერ ვისაუზმოთ და მერე სანამ დავლაგდებით შუადღეც მოვა რა.
- დავლაგდებით კი არა, დალაგდებითო უნდა გეთქვა _ ენა გამოუყო ლანამ _ თქვენ ჭურჭლის რეცხვით თავს არ მოიკლავთ.
- ხაჭაპურს შევათბობ და წვენი მივაყოლოთ, საუზმისთვის საკმარისია _ ფეხზე წამოდგა ლიკა და სამზარეულოსკენ წავიდა.

თხუთმეტ წუთში უკვე ყველას თითო ნაჭერი ხაჭაპური და წვენის ჭიქა ეკავა ხელში და მადიანად შეექცეოდნენ. ასევე სწრაფად აალაგეს და ლანა და ლიკა სამზარეულოს მოსაწესრიგებლად გაეშურნენ.

- ლელა, შეგიძლია მოხვიდე? _ დაბალ ხმაზე დაუძახა მისგან მოშორებით მჯდომ დას.
- რა ხდება? _ იქიდანვე დაინტერესდა ლელა.
- დახმარება მჭირდება.
- მე ვერ დაგეხმარები? _ ღიმილით ჰკითხა ილიამ.
- არ ვიცი.
- რა გინდა?
- მოსაცმელის გახდა, მაგრამ მარჯვენა ხელს საერთოდ ვერ ვიყენებ ჯერ.
- რა პრობლემაა _ ტახტიდან ადგა _ მოდი _ ჯერ ჯანმრთელ ხელზე გახადა, შემდეგ მეორეზე ორივე ხელით მაქსიმალურად გაწელა მოსაცმელის მკლავი, რომ ხელის მტევანზე არ შეხებოდა გახდისას, მაგრამ ასე „სუფთადაც“ ვერ მოახერხა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია გოგონამ უეცარი ტკივილისგან რომ არ წამოეკივლა. _ გატკინე? _ შეშფოთებული დაეკითხა.
- არაუშავს _ სიმწრისგან თავისთავად აცრემლებოდა თვალები.
- ბოდიში, ბოდიში _ სასწრაფოდ შეუბერა სული.
- არაუშავს მართლა _ მოსაცმელი გამოართვა და ოთახიდან გავიდა. კიბეებს ფრთხილად აუყვა, მოსაცმელი დაკეცა და ლოგინის კიდესთან დადო, თვითონ მეორე ლოგინზე მიწვა, რატომღაც განმარტოება მოუნდა. გრძნობდა როგორ უმძიმდებოდა თვალები, მერე თავითავად დაეხუჭა და აღარაფერი იყო, გარდა ბუნდოვნებისა.
შეხებამ გააღვიძა. ნელა გაახილა თვალები, დას გაუღიმა და წამოჯდა.
- დამძინებია.
- ჰო, წასვლის დროა უკვე და იმიტომ გაგაღვიძე.
- კარგი, ჩამოვალ _ ლელა გავიდა, თვითონ თავი მოიწესრიგა და პირველი სართულისკენ წავიდა, ახალგაზრდები უკვე ეზოში ისხდნენ, ბიჭები ცალკე იცინოდნენ, გოგონები იქით ლაპარაკობდნენ. _ მოვედი _ მიუახლოვდა გოგოებს და გაუღიმა.
- წავედიით _ გასძახა ლიკამ ბიჭებს და მანქანისკენ დაიძრა. უკვე დადგენილი გეგმით დანაწილდნენ და მანქანაც დაიქოქა.

ისევ უსწორმასწორო გზა და ისევ ჯაყ-ჯაყი, ამჯერად უფრო ცოტა ხნით და ბიჭებთან ერთად, უფრო მხიარულადაც. ყველა ლაპარაკობდა, ხან ცალ-ცალკე, ხან ერთად. მხოლოდ მძღოლის უკან სავარძელზე მოკალათებული ბელა იყო ჩუმად. სარკიდან აკვირდებოდა ილია მის ნაზ ღიმილს, თვითონაც ეღიმებოდა და ყურადღება ისევ სხვებზე გადაჰქონდა. მანქანა ჩანჩქერთან ახლოს გააჩერა.

- დანარჩენი ფეხით უნდა ავიაროთ მეგობრებო _ გაუცინა ლუკამ და ჩანჩქერს გახედა _ „პროსტა“ რა ლამაზია.
- მართლა რა კარგია _ აღფრთოვანებული იყო ბელა.
- აუ ამან რაღაც თქვა, ამას რას მოვესწარით _ ხმამაღლა გაიცინა ლეომ.
- ბიჭო _ მაშინვე შეუბღვირა ლიკამ.
- ოჰ, კარგი რა, ბელას არ სწყენია, დაა _ კარგი ძმაკაცივით გადახვია ხელი და გაიკრიჭა. _ ჰე ახლა, დიდხანს ვიდგეთ ასე? გამზადებულები ვართ ფოტოსთვის და „ჩაგვაკარტოჩკეთ“ ვინმემ რა.
- შენ და შენმა სურათებმა რა _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ლიკამ და ტელეფონი მოამზადა.
- ნუ ბუზღუნებ ლიკუნა, შენთანაც გადავიღებ _ გაუცინა.
- ვისთან არ გადაიღებ შენ _ გამოეხმაურა ლუკა და ბელას მეორე გვერდიც დაუმშვენა _ მიდი დაიკო, ერთიც გადაიღე.
- მოიცა მე „ჩამტეხეთ“? _ სამეულის უკან დადგა ილია _ მიდი ლიკუნა ერთიც რა.
ბელა უხერხულად იდგა მთელი ამ დროის განმავლობაში. უკვირდა ბიჭებისგან ამხელა თავისუფლება მასთან მიმართებაში, მაგრამ უკმაყოფილო არ იყო, მოწონდა ეს მეგობრული გარემო და დამოკიდებულება.
- მორჩით ახლა პოზიორობას, წავიდეთ _ დაიწუწუნა ლანამ.
- ჰო, ჰო წავედით _ ოთხეულს გამოეყო ლეო და წინ წავიდა.
ნელა მიიწევდნენ წინ, ქვებზე სიარული განსაკუთრებით რთული და საფრთხილო იყო. ცალი ხელით კაბის ბოლო აეწია ბელას, დამწვარი ხელი კი გაშლილი ჰქონდა და წონასწორობას ინარჩუნებდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ჩანჩქერს, მით უფრო მაღალ ხმაზე უწევდათ საუბარი. წინ მიიწევდნენ, შხეფები უკვე ხვდებოდა მათ სხეულზე და კიდევ უფრო მეტი ხალისით ავსებდა, სამაგიეროდ, სველ ქვებზე სიარული კიდევ უფრო ძნელდებოდა.
- უნდა გავჩერდე _ ღრმად ამოისუნთქა ბელამ და პირით სუნთქვისგან გამომშრალი ტუჩები მოილოკა.
- რატომ? ხომ კარგად ხარ? _ მაშინვე დააყარა კითხვები ლიკამ.
- კი, უბრალოდ დავიღალე და ფეხიც მისრიალებს, ახლა კიდევ რამის მოტეხვაღა მაკლია.
- აქ გაჩერება როგორ შეიძლება _ გაუცინა ილიამ _ წამო, წამო დაგეხმარებით.
- ვეღარ მოვდივარ, წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს, თან ფეხი რომ ამისრიალდეს, ხელსაც ვერ მივაშველებ ვიცი და _ ჩაიბურტყუნა.
- წამოო _ მიუახლოვდა _ მომე ხელი.
- რა?
- მომე ხელი და დაგეხმარები..
- ეს ხელი მტკივა..
- მეორე ხელი..
- მეორე ხელით კაბა მიკავია..
- ვაიმე _ გაიცინა _ გაუშვი მაგ კაბას ხელი, დასველდეს, არაუშავს _ კაბაზე ხელი გააშვებინა და თვითონ ჩასჭიდა.
- არა, არა, ასე უფრო ვერ ვივლი, კაბა ხელს შემიშლის.
- ცოტა რომ დაგემოკლებინა ეგ კაბა ურიგო არ იქნებოდა.
- მე თვითონაც კარგად ვარჩევ კაბის სიგრძეს _ გაბრაზებულ-ნაწყენი ტონით ჩაილაპარაკა და ხელი გააშვებინა.
- კარგი ჰო, ბოდიში, ნუ იბუტები.
- აღარ მოდიხართ? _ უკვე მოშორებით მყოფმა ლუკამ დაუძახა.
- მოვდივართ ჰო _ გასძახა ილიამაც. _ მოდი ასე მოვიქცეთ, ცალი ხელით დაიჭირე მაგ კაბის ბოლო _ დაემორჩილა ბელაც. დამწვარი ხელის მაჯა თვითონ დაუკავა და მეორე ხელიც წელზე მოხვია. თვითონაც კი იგრძნო ბელამ, როგორ აწითლდა, ერთი ახედა უდარდელი გამომეტყველების მქონე ბიჭს, მაგრამ ილია იმდენად თავისუფლად იქცეოდა, იფიქრა ახლა ხელის გაშვება უბრალოდ ქაჯობა იქნებოდა და მის ნებას დაჰყვა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებოდნენ ქვებს და ჩანჩქერამდეც ააღწიეს. აღფრთოვანებული შესცქეროდა ბელა კლდიდან გადმომავალ-ჩამომავალ წყლის ნაკადს.
- არ დასველდებით? _ წყალთან ახლოს მდგომმა და შხეფებით უკვე სულ დასველებულმა გასძახა ლეომ დანარჩენებს.
- მე მოვდივარ _ გამოეხმაურა ლუკა.
- მეც _ ილიაც წავიდა.
- მე არ მინდა _ გოგოებს გადახედა ბელამ.
- არც ჩვენ გვინდა, გიჟები კი არ ვართ _ გაუცინა ლანამ.
- გაცივდებით თქვენ და „აიკიდებთ“ ფილტვების ანთებას _ ლიკამ დაუცაცხანა ბიჭებს _ მე თქვენი მომხედავი არ ვარ.
- აგერ ლანა მოგვხედავს _ თვალი ჩაუკრა ლეომ.
- იოცნებეთ, იოცნებეთ.
- ბელა მაინც არ გაგვწირავს _ სიცილით გასძახა ლუკამ. ბელას ჩაეღიმა, არაფერი უთქვამს.
- თუ ბელაც არა, ლელა გვყავს იმედად _ ახალი ალტერნატივა წამოჭრა ილიამ.
- თუ მაინცდამაინც ყველამ სასიკვდილოდ გაგვიმეტეთ, ნანიკო აქ არის, ის მაინც იზრუნებს.
- კი, როგორ არა _ დაიჭყანა ლიკა და კიდევ ერთი კადრი დააფიქსირა.
- აუ ბიჭო მგონი მართლა გავცივდებით, ყინულივითაა _ ტუჩები გალურჯებოდა სიცივისგან ლეოს.
წყლიდან რომ ამოვიდნენ, კანკალებდნენ, სიცივისგან ეკალი აყრიდათ, გოგონებს ეცინებოდათ. არც პირსახოცები წაუღიათ, მზეზე გავშრებითო, ისე გადაწყვიტეს, თითქოს ზღვისპირეთში ყოფილიყვნენ დასასვენებლად, ჰოდა ახლა სველები და გაყინულები ჩამომსხდარიყვნენ ქვაზე და ელოდნენ როდის გააშრობდა მზე, თუმცა როგორც ჩანს, თავად მზე სულაც არ ჩქარობდა მათ გათბობას.
ასე გაყინულები ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ სახლისკენ. მივიდნენ თუ არა, ყველამ ოთახს მიაშურა, გამოიცვალეს, თბილად ჩაიცვეს და ისევ მისაღებში ჩამოლაგდნენ პირველ სართულზე.

- აუ გვშია რა ლიკუნ _ ხვეწნით ჩაილაპარაკა ლუკამ.
- ახლა ცხელი წვნიანი მოგიხდებათ, ნანიკოს ვეტყვი და გააკეთებს რამეს.
- აუ რა წვნიანი _ უკმაყოფილოდ დაიჭყანა ლეო.
- ხმა არ გავიგო! ცხელი წვნიანი, ცხელი ჩაი, თორემ რომ გაცივდებით აღარ მოგხედავთ.
- კარგი ჰო _ დაიბუზღუნა და გაჩუმდა. სიჩუმე ილიას დაცემინებამ გაფანტა. ნიშნისმოგებით გადახედა ლიკამ.
- ხომ ვამბობდი..
- ოჰ, ეს რა ნაზიკოც გვყავს არ იცოდეთ ვითომ _ გაიცინა ლუკამ.
- დაბალი იმუნიტეტია ეგ _ გაუღიმა ბელამ.
- ერთხელ დავაცემინე და მაინცდამაინც გაციებას ნუ დააბრალებთ _ უკმაყოფილოდ გადახედა ბიჭმა მეგობრებს.
- კარგი, გავაკეთოთ რამე, მივირთვათ და მერე სახლში თბილად მოვიფიქროთ რამე.
- მოგეხმარებით _ წამოდგა ლელა.
- კარგი წამო, ბელკა შენ დარჩი აქ _ გამაფრთხილებელი ტონით მიუთითა ლანამ გოგოს, რომელიც უკვე ფეხზე ამდგარიყო.
- ლანა კარგი რა..
- ბელკა ხელი გაქვს დამწვარი და გტკივა, სამი გოგო მივხედავთ როგორმე სუფრას, დაისვენე შენ _ გაუცინა და ოთახი დატოვა.
- ბელა სულ ჩუმად რატომ ხარ? დაგველაპარაკე, გვითხარი რამე _ გვერდით მიუჯდა ლეო.
- ზოგადად სულ ჩუმად ვარ და რაც გაინტერესებთ, გიპასუხებთ კითხვებზე _ ოდნავ გაუღიმა ბიჭს.
- ოო მასე არ მინდა _ დაიბუზღუნა.
- აი შენ სულ რატომ ბუზღუნებ? _ გაუცინა.
- იმიტომ რომ ბუზღუნაა, ჩვენი ბალუა _ ლეოს ნაცვლად ილიამ უპასუხა.
- აქამდე რატომ არ გიცნობდი? _ ახალი კითხვით გამოვიდა ლუკა.
- ალბათ იმიტომ, რომ ლიკაც არ მიცნობდა.
- და ლიკა რატომ არ გიცნობდა? ხომ კურსელები ხართ?
- ჯერ ერთი რომ კურსზე 200 ბავშვია, მეორეც ძალიან არაკომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ალბათ ამიტომ.
- სულაც არა _ გააპროტესტა ლეომ _ ძალიან კარგი გოგო ხარ.
- მადლობა _ გაუღიმა.
- არც გინდა რომ კომუნიკაბელურუ გახდე? _ უღიმოდა ილია.
- მგონი ამ ნაბიჯით დავიწყე ცვლილებები, ყველაფერს ეშველება ალბათ.
- ჰო, ზოგადად ყველაფრის საშველი არსებობს _ გაიცინა. _ თან პატარა ხარ ჯერ.
- ასაკით არ განისაზღვრება აზროვნება, მთავარი განვლილი ცხოვრება და გამოცდილებაა _ თავდახრილმა ჩაილაპარაკა და იატაკზე ერთ წერტილს გაუშტერა თვალი. ყოველთვის, როცა ეუბნებოდნენ რომ პატარა იყო, გული სტკიოდა. უნდოდა ბავშვობა, თუმცა არასდროს ჰქონია, მშობლების დაღუპვისთანავე გაიზარდა, 15 წლის მოზარდი ჩამოყალიბებულ პიროვნებად იქცა, ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მთელი თავისი ძალებით გვერდში ედგა ბებოს, ლელას, ბიძას. თვითონაც ვერ მიხვდა ისე გაქრა ბავშვობა, ისე სწრაფად, დამახსოვრებაც რომ ვერ მოასწრო.
- და ასეთი რა გამოცდილება გაქვს? _ ფიქრი ილიას ხმამ შეაწყვეტინა.
- საკმაო, ბოდიში მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს _ დინჯი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
- რა ვუთხარი ახლა ასეთი? _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.
- უთხარი ალბათ, ამ დებს მშობლები არ ჰყავთ, ალბათ რამე მათთან დაკავშირებული გაახსენე და გააქციე გოგო _ გაბრაზებული ტონით უპასუხა ლუკამ.
- ეე, მე რა ვიცოდი, გეთქვა თავის დროზე მერე.
- რომ გავიცანით მაშინვე მეთქვა, იცით რა მშობლები არ ჰყავთ-მეთქი?
- კარგი ჰო, არ ვიცოდი და რა ჩემი ბრალია, აწი აღარაფერს ვეტყვი ისეთს.
- სუპი მზადაა _ საზეიმო ტონით გამოაცხადა ოთახში შესულმა ლიკამ. _ ბელკა სადაა? _ მიმოიხედა.
- გავიდა.
- სად გავიდა?
- რა ვიცით ლიკა ჩვენ, გავიდა.
- კარგი, გავშლით მაშინ და მოვა ბელკაც.
_______
ესეც მეორე თავი.. უღრმესი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, მათბობთ და მახარებთ..ახლა უკვე, როგორც კი თავისუფალ დროს ვნახულობ, კალამს ვიღებ ხელში და ვცდილობ ვწერო.. რა გამოომდის თქვენ უნდა შეაფასოთ.. როგორც ყოველთვის ველი შეფასებებს და კრიტიკას.. ძალიან ძალიან მიყვარხართ.. მივხვდი რაც მაკლდა იმ დღეების განმავლობაში, როცა სიახლეებს არ ვტვირთავდი, თქვენი პოზიტივი მაკლდა და ერთიანად შევივსე ახლა.



№1  offline წევრი სტიქია

რა თბილობა რაღაცაა love

 


№2  offline მოდერი ლილიანა

გემრიელობა იყო ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი nino k.b.

მმ კაი იყო მალე დადე

 


№4  offline მოდერი მარრიამი

სტიქია
რა თბილობა რაღაცაა love

ლილიანა
გემრიელობა იყო ❤

nino k.b.
მმ კაი იყო მალე დადე

თქვენც თბილები და გემრიელები ხართ <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

როგორი საყვარელია ბელკა ^_^ და როგორი ტკივილი ჩანს მის პიროვნებაში ზოგადად. ტკივილი, რომ ბავშვობა არ ჰქონია, ტკივილი მშობლების არ ყოლის გამო და მართლა გული მომეწურა ამ თავში, როცა ბოლომდე ჩავედი...
ეე, ყველანი ასე კარგები რატომ არიან? :დდდ ბიჭების ჩათვლით. ვინმე მაინც იყოს ცოტა ავარდნილი ტიპი :დდ რავიცი უფრო საინტერესო იქნებოდა აქ უარყოფითი პერსონაჟის გამოჩენაც... რომელიც აშკარად არ იქნება მოსაწონი.
ისტორია ძალიან კარგია და ყველაზე მეტად მაინც ბელკა მომწონს, ვგიჟდები ამ გოგოზე მე <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ადმინი ano23

ჩემი ნიჭიერი და ტკბილი გოგო ხარ შენ. ისტორია კიდევ ძალიან ძალიან კარგი და თბილია.. ველი ახალ თავს და მოვლენების განვითარებას მერცხალო love

 


№7  offline მოდერი მარრიამი

ErckeMydass25
როგორი საყვარელია ბელკა ^_^ და როგორი ტკივილი ჩანს მის პიროვნებაში ზოგადად. ტკივილი, რომ ბავშვობა არ ჰქონია, ტკივილი მშობლების არ ყოლის გამო და მართლა გული მომეწურა ამ თავში, როცა ბოლომდე ჩავედი...
ეე, ყველანი ასე კარგები რატომ არიან? :დდდ ბიჭების ჩათვლით. ვინმე მაინც იყოს ცოტა ავარდნილი ტიპი :დდ რავიცი უფრო საინტერესო იქნებოდა აქ უარყოფითი პერსონაჟის გამოჩენაც... რომელიც აშკარად არ იქნება მოსაწონი.
ისტორია ძალიან კარგია და ყველაზე მეტად მაინც ბელკა მომწონს, ვგიჟდები ამ გოგოზე მე <3 <3

მადლობა ^_^ არ ვიცი, არ მემეტება ჩემი ისტორია უარყოფითი პესონაჟებისთვის :D
ano23
ჩემი ნიჭიერი და ტკბილი გოგო ხარ შენ. ისტორია კიდევ ძალიან ძალიან კარგი და თბილია.. ველი ახალ თავს და მოვლენების განვითარებას მერცხალო love

ჩემო ტკბილო <3 მადლობა ^_^

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

მარრიამი
ErckeMydass25
როგორი საყვარელია ბელკა ^_^ და როგორი ტკივილი ჩანს მის პიროვნებაში ზოგადად. ტკივილი, რომ ბავშვობა არ ჰქონია, ტკივილი მშობლების არ ყოლის გამო და მართლა გული მომეწურა ამ თავში, როცა ბოლომდე ჩავედი...
ეე, ყველანი ასე კარგები რატომ არიან? :დდდ ბიჭების ჩათვლით. ვინმე მაინც იყოს ცოტა ავარდნილი ტიპი :დდ რავიცი უფრო საინტერესო იქნებოდა აქ უარყოფითი პერსონაჟის გამოჩენაც... რომელიც აშკარად არ იქნება მოსაწონი.
ისტორია ძალიან კარგია და ყველაზე მეტად მაინც ბელკა მომწონს, ვგიჟდები ამ გოგოზე მე <3 <3

მადლობა ^_^ არ ვიცი, არ მემეტება ჩემი ისტორია უარყოფითი პესონაჟებისთვის :D
ano23
ჩემი ნიჭიერი და ტკბილი გოგო ხარ შენ. ისტორია კიდევ ძალიან ძალიან კარგი და თბილია.. ველი ახალ თავს და მოვლენების განვითარებას მერცხალო love

ჩემო ტკბილო <3 მადლობა ^_^

ცოტა ინტრიგა და ბოროტობებიც საჭიროა :დდ ცხოვრება ზღაპარი არ არის მაინც და :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

მოიისფროსავით თბილი ჩანს,მაგრამ გირჩევდი,რომ ილია ასე მალეც არ დაგეთბოს,თავიდან ასეთი არ ჩანდა და..

 


№10  offline მოდერი მარრიამი

ErckeMydass25
მარრიამი
ErckeMydass25
როგორი საყვარელია ბელკა ^_^ და როგორი ტკივილი ჩანს მის პიროვნებაში ზოგადად. ტკივილი, რომ ბავშვობა არ ჰქონია, ტკივილი მშობლების არ ყოლის გამო და მართლა გული მომეწურა ამ თავში, როცა ბოლომდე ჩავედი...
ეე, ყველანი ასე კარგები რატომ არიან? :დდდ ბიჭების ჩათვლით. ვინმე მაინც იყოს ცოტა ავარდნილი ტიპი :დდ რავიცი უფრო საინტერესო იქნებოდა აქ უარყოფითი პერსონაჟის გამოჩენაც... რომელიც აშკარად არ იქნება მოსაწონი.
ისტორია ძალიან კარგია და ყველაზე მეტად მაინც ბელკა მომწონს, ვგიჟდები ამ გოგოზე მე <3 <3

მადლობა ^_^ არ ვიცი, არ მემეტება ჩემი ისტორია უარყოფითი პესონაჟებისთვის :D
ano23
ჩემი ნიჭიერი და ტკბილი გოგო ხარ შენ. ისტორია კიდევ ძალიან ძალიან კარგი და თბილია.. ველი ახალ თავს და მოვლენების განვითარებას მერცხალო love

ჩემო ტკბილო <3 მადლობა ^_^

ცოტა ინტრიგა და ბოროტობებიც საჭიროა :დდ ცხოვრება ზღაპარი არ არის მაინც და :დ

:დ ეგ ვიცი :D ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები :D
drunkinlove
მოიისფროსავით თბილი ჩანს,მაგრამ გირჩევდი,რომ ილია ასე მალეც არ დაგეთბოს,თავიდან ასეთი არ ჩანდა და..

მადლობა ჩემო კარგო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent