First Love Never Die. თავი I
მოსაწვევი მივიღე.. – დაიწყო მშვიდად და დააკვირდა მეგობრის სახეს... - რა მოსაწვევი ? – ნერვიულად დასტაცა ხელი სიგარეტის კოლოფს რომელიც რამდენიმე წამის წინ მაგიდაზე იდო... - შენ არ ეწევი... - ვიცი... უბრალოდ რომ მეჭიროს რამე დაშავდება ? ! მიდი თქვი ახლა თუ ამბობ, მალე უნდა წავიდე... - ზურას და თამუნას ქორწილის... – მისი სახელის გაგონებისას გაფითრდა,მაგრამ არ შემიჩნია და ბარისკენ გადაიტანა ყურადღება. საერთოდ , სულ ასე შვება... როცა რამის მოსმენა არ უნდა, როცა რამის მოსმენა უნდა მაგრამ არ უნდა რომ სხვამ შეამჩნიოს , ყურადღება გადაქვს ნებისმიერ ნივთზე. აი ახლაც, უყურებს ბარს, მასთან მჯდომ წყვილს რომელიც ერთმანეთს თვალებში შესციცინებს, ბედნიერი, ცოცხალი და სიხარულით სავსე სახე, ცოტა ხნის შემდეგ კი ერთად აღარ იქნებიან. ნუ სულ ასე მთავრდება, ან ბიჭისთვის ხდება გოგო უინტერესო, ან გოგოსთვის ბიჭი უპერსპექტივო... რა ხდება შემდეგ ? შორდებიან... გოგო დეპრესიაში ვარდება, არის დიდი შანსი ‘’ც კი სცადოს, ოღონდ ისეთ ადგილს და დროს არჩევს, რომ ადვილი იყოს მისი გადარჩენა... ბიჭი, იკიდებს, სვავს, ეწევა, ერთობა... აღარ ახსოვს ის თუ რამდენს ნიშნავდა გოგო მისთვის... გადის, დღეები თვეები, კვირები და მერე ხვდება რომ მიქარა... - ჰეი, შენ გელაპარაკები, ნინა მომისმინე უეჭველი უნდა წახვიდეთ... – ხელი ნინას სახის წინ გააქანა .. - ჰა ? რავი ვნახოთ იქნებ არც მეპატიჟებიან ? ნუ უსწრებ მოვლენებს ლიკუუუ... –თვითონაც მშვენივრად იცოდა, რომ სახლში მისულს მოსაწვევით ხელში დახვდებოდა ქმარი და ეტყოდა რომ უნდა წასულიყვნენ... - ზურას პონტში გიტყდება ხო? - როდის აქვთ ქორწილი ? – ბანზე აუგდო ის კითხვა რომელზეც პასუხი არ ქონდა, ან ქონდა მაგრამ აღიარება უჭირდა.. - ზეგ, რა მალეა არა ?! მე ვაფშე არ მეგონა მაგათი ამბავი თუ ასე დამთავრდებოდა,მაგრამ ცოლად მოყავს,ზურას აზრზე ხარ ? საღოლ თამუნას .. - წარმატებები... მე ჩემი ცხოვრება მაქვს... - ხო წარმატებები იძახე შენ მარტო... მაგრამ ორივემ კარგად ვიცით რომ შეგეძლო ყოფილიყავი ახლა თამუნას ადგილას, თავისუფლად შეგეძლო... და ისიც ვიცი რომ უბედნიერესი იქნებოდი.. მაგრამ რა ხდება ახლა? ვზივარ აქ და ვუყურებ შენ დაძაბულ სახეს... - აუ ატანა აღარ მაქვს. სულ ყოველ დღე ამას როგორ უნდა ჩამჩიჩინებდე? არა მართლა მაინტერესებს... წავედი... დაგირეკავ ხვალ .. – თითქმის უყვირა დაქალს და წამებში მოშორდა... ალბათ იმიტომ რომ ლიკა მართალი იყო... ყველაფერი რასაც ამბობდა მართალია ნინას ტკვილის აყენებდა, სულიერად ანადგურებდა მაგრამ მართალი იყო... ბოლოს რომ ნახა 23 თებერვალი იყო, საერთო მეგობრის დაბადების დღე... არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ირაკლიმ წავიდეთო და უარი ვეღარ უთხრა. მთელი საღამო პირისპირ იჯდნენ და ერთმანეთისკენ გააპარებდნენ ხოლმე თვალს, შიგა და შიგ... ოღონდ შემჩნევლად, მაგრამ ნინა ამჩნევდა ზურას მზერას, შეხედვის გარეშე ხვდებოდა, რომ მას უყურებდა და უცნაური გრძნობა ეუფლებოდა... რასაც ნინა ჭამდა, ზუსტად იმ საჭმლის ტეფშს იღებდა ზურა, ნინა გიჟდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა... მერე თავი შეუძლოდ იგრძნო და გარეთ გავიდა სუფთა ჰაერზე... ზამთარი იყო... ციოდა მაგრამ ისე არა რომ გარეთ დგომა შეეუძლებელი ყოფილიყო... სწორედ მაშინ იგრძნო მისი ხელი მკლავზე... სხეულში 1000 ვოლტმა დაურა... შეკრთა... შეეშინდა ....არ შეიმჩნია... ხელი სწრაფად გააშვებინა და უკან დაბრუნება დააპირა, მაგრამ გააჩერა და მისი სახე ხელებში მოიქცია... წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ნინას... უბრალოდ ელოდა როდის ეტყოდა რამეს მანაც არ დააყოვნა... - შენი აზრით, თოვლის მოსვლის შანსი კიდევ არის? - არვიცი, მთელი ზამთარი არ უთოვია და რაღა ბოლო თვეში უნდა მოვიდეს თოვლი... - ხო მაგრამ შანსი არის თქო ? მიპასუხე... - არის ალბათ.. გამიშვი. - ყველაფრის შანსია ნინა, მოდი ავდგეთ და წავიდეთ .. – სასაცილოა, ამის წინა შეხვედრის დროსაც ეს სიტყვები უთხრა... ნინა მაშინაც არ დათანხმდა... - სად წამოვიდე შენთან ერთად წამოვიდე ? ქმარი მივატოვო, ოჯახში მივატოვო და შენთან ერთად წამოვიდე? შენგამო გავაკეთო ეს? - შენ ხომ გინდა. - მინდა. – უთხრა და რესტორანში შევიდა.. ზურა ელოდა ... დიდი ხანი ელოდა... შიგნით შესვლას არ აპირებდა.... დრო ისე ჩქარა გადიოდა ვერც კი ხვდებოდა, ყინავდა... მაგრამ ვერ გრძნობდა... სციოდა მაგრამ ელოდა. საათს რომ დახედა უკვე 2 საათი იყო გასული. ნელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, იუბილარს დაემშვიდობა და გამოვიდა... უკან ნინა გამოეკიდა, და უკვე მანქანასთან მისული ზურა შეაჩერა. - ძალიან მიყვარხარ მაგრამ ახლა შენთან ერთად ვერ წამოვალ... – ფეხისწვერებზე აიწია და ნაზად შეეხო მის ტუჩებს....ბიჭმა მთელი ძალით მიიხუტა საყვარელი ქალი. – - შენ თუ გინდა ხოიცი ყველაფერს დავიკიდებ, შენ თუ გინდა ხოიცი სადაც გინდა იქ წაგიყვან, შენ უბრალოდ მითხარი. მაგარი ირაკლის ცოლი რომ ხარ ახლა. აი მაგარი.. - საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ შენთან ერთად ვერ წამოვალ. არ შემიძლია. ირაკლის ვერ დავტოვებ. გააგრძელე ცხოვრება და იყავი ბედნიერი ჩემს გარეშე. გთხოვ რა. ძაან გთხოვ. - არ მოდიხარ ჩემთან ?– ზურამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა... დიდიხანი იდგა ნინა ერთ ადგილას მერე ირაკლი მოვიდა სახეზე ცრემლები მოიწმინდა... - აქ რატომ დგახარ ? – ხელი მოკიდა მიიხუტა და მანქანისკენ წავიდნენ... ******* სახლში მისულს ირაკლი და თავის ძმაკაცები დახვდნენ, მისაღებში ფრთხილად შევიდა, ყველას მიესალმა და ზრდილობის გულისთვის ირაკლის დაუჯდა გვერდით.. - სად იყავი ? – უთხრა ქმარმა და თმაზე წაეთამაშა... - ლიკა ვნახე რაიყო ? – იქ იმიტომ იჯდა ელოდა რომელიმე რამეს იტყოდა ზურას ქორწილზე. დიდიხანი არ მოუწია ლოდინი... - ზურას და თამუნას ქორწილში მიდიხართ გვრიტებო ? – თქვა თორნიკემ და ღვინის ჭიქები შეავსო... - მივდივართ აბა რა... – გაიცინა ირაკლიმ და ცოლს ხელი გადახვია,.... ნინამ ფრთხილად გაითავისუფლა თავი ქმრის მკლავებიდან, ყურში ჩასჩურჩულა ‘’შენ აალაგებ მერე ყველაფერსო’’ და საძინებელისკენ აიღო გეზი. ვერ იტანდა ასეთ სიტუაციებს, როცა ირაკლის ძმაკაცები მოდიოდნენ და ‘’სვავდნენ’’, მერე ირაკლი თვრებოდა, ნინას უწევდა ალაგება და ამით იყო უკმაყოფილო. თან მთვრალი ირაკლი ათას სისულელებს ბოდავს, ნუ სისულელებს არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ სიამოვნებს როცა ეუბნება რომ ზურა უფრო უყვარს ვიდრე ის, ან უარეს შემთხვევაში გაყრას სთხოვს, შემდეგ დილით ეს ყველაფერი არ ახსოვს და ნინაც არ ამძიმებს სიტუაციას... გვერდითა ოთახიდან დაუძახეს და გავიდა... - ნინა შენ როდის უნდა გვაჩუქო ძმისშვილი ? არ გრცხვენია იკა ? – ირაკლის შეხედა რომელსაც ძარღვები დაბერვოდა და ხელს ჭიქას უჭერდა რომელიც წუთი–წუთზე გატყდებოდა. მეუღლეს გვერდით მიუჯდა და ხელი ფეხზე დაადო. ირაკლიც დამშვიდდა, იგრძნო ის თანადგომა რომელიც ძალიან აკლდა. - შენ ტრ**აკს მიხედე თაბაგარი შენსას. – ამაზე ყველამ სიცილი დაიწყო და ის დაძაბულობა რომელიც 1 წუთის წინ ამ ოთახში სუფევდა სადღაც გაქრა. ცოტა ხანში ყველა დაიშალა , ირაკლიმ ბიჭები გააცილა და ცოლს მოუტრიალდა. - ჰა რავქნა ეხლა დავიტანჯო თუ მომეხმარები ? – დალაგება დაიწყეს ერთად, რომ მორჩნენ დივანზე მოკალათდნენ. ოთახში გამეფებული სიჩუმე ნინამ დაარღვია,. - მართლა უნდა წავიდეთ ქორწილში? უბრალოდ ამდენი ხარჯი გვაქვს ამ თვეში , ჯობია არ წავიდეთ, ჩვენ არ ყოფნას იქ ვერავინ შეამჩნევს. - შენ მართლა მაგაზე ღელავ ? კაი რა.. ნუ აფერისტობ მაინც. წავალთ, და სწორედ მაგიტო წავალთ შენ რომ არგინდა. მორჩი წუწუნს... – წამოდგა ხელი იქვე მდგომ სკამს გაკრა და ოთახიდან გაუჩინარდა. ***** 18 წლის რომ ხდებოდა ყველაზე მეტად უხაროდა... ამბობდა, ‘’პრავას’’ ავიღებ ბაბუას ნაჩუქარ მანქანაზე დავჯდები და ჩემს გოგოს აღარ შესცივდება , არც იმის შეეშინდება ვინმე არ დაგვინახოსო...თვითონ ძალიან უნდოდა ყველას გაეგო,როგორ უყვარდა ყველაზე მაგარ გოგოს მაგრამ ნინამ სთხოვა არ მინდა რომ გაიგოს ხალხმაო და მალავდნენ. ერთად მალავდნენ. ნინას სიტყვა მისთვის კანონი იყო. და ამიტომ არ ამხელდა არავისთან გარდა ძმაკაცებისა. მეგობრები მისთვის სხვა ‘’თემა’’ იყო, რაღაც განსახვევბულად ესმოდა ეს სიტყვა, რაღაც განსხვავებულად მეგობრობდა იმ სამ ძმაკაცთან რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მოჰყვებოდა. ამბობდა თქვენს გამო თავსაც გავწირავო, ოღონდ განა ისე როგორც სხვები ამბობენ და არ ასრულებენ მე ცვეტში გავწირავო,ოღონდ თქვენ იყავით კარგად და ჯანდაბას ჩემი სიცოცხლე, 10თეტრსაც რომ არავინ გადაიხდისო.... ხალხისთვის ზურა ერთი უბრალო ქუჩის ბიჭი იყო რომელიც ეროვნულ გამოცდებში ჩაიჭრა !!! გამოცდებზე იმიტომ გავიდა დედამ რომ სთხოვა თორე არ უნდოდა. განა იმიტომ რომ სწავლა არ აინტერესებდა ? არა... იმიტომ რომ სწავლა არ იყო საქართველოში, ამბობდა 2000 ლარს იხდიან და თავისი ლექტორის ისტორეებს უსმენენ მთელი წელიო, მერე იღებენ დიპლომს და სახლში უდევთ ‘’სერვანდის თავზეო’’, ან ტაქსაობენო, ხოდა დიპლომის გარეშეც ვიტაქსავებ თუ გამიჭირდაო... დედა მისთვის ნომერ პირველი იყო... ამიტომ სწავლობდა სკოლაში, ამიტომ არ ეკამათებოდა მასწავლებლებს რომ დედამისისთვის ვინმეს რამე არ ეთქვა... განა ეშინოდა? არა , უყვარდა დედა, რიდი ჰქონდა დედის. ერთხელ მეათე კლასსში იჩხუბა ნინას გამო, ის სულ ნინას გამო ჩხუბობდა, ამ ჩხუბის დროს ერთ–ერთმა მასწავლებელმა დაიყვირა ეს ‘’უპატრონო’’ ვინარისო. იმდენი ქნა იმ ქალს ბოდიში მოახდევინა განა თავისთვის ,დედამისისთვის. ამბობდა, დედიკოს ბიჭი ვარო... დედიკოს ბიჭი ეს სიტყვა სალანძღავი იყო იმ დროს. რატომ ვერ ვხდებიო ამბობდა ... რა არის იმაში ცუდი , დედა რომ გიყვარს და დედას რომ სცემ პატივსო . იმ დროს რეიდები იყო.... ვინც ქუჩაში 12 ის მერე გამოჩდნებოდა ყველა ნარკოლოგიურში მიჰყავდათ. უკეთესს შემთხვევაში უშვებდნენ მაგრამ უარესს შემთხვევაში წამალს ‘’უდებდნენ ‘’ და იჭერდნენ,... ვინ იცის რამდენი პატარა ბიჭი გააუბედურებიათ იმ ძალით პოლიციელებს. მეორე დღეს მართვის მოწმობის გამოცდაზე უნდა გასულიყო, ნია, მისი და რომ გახდა ცუდად. ეპილეფსია ჰქონდა და შეტევები ემართებოდა, წამალი აღარ ქონდათ, წინა დღეს ნიას გადაეყარა ყველაფერი, ამის გარეშეც კარგად ვარო, ღამის 3 საათი იყო.. მანქანაზე ვერ დაჯდებოდა გაფუჭებული იყო... ნოემბრის ცივი ქარი ქროდა... მოჰკიდა ქურთუკს ხელი და გაიქცა.. ერთადერთი სადღეღამისო აფთიაქი იყო ისიც 5 კილომეტრში. მირბოდა კიარა მიფრინავდა... წამალი იყიდა და ბრუნდებოდა ‘’მილიციამ’’ რომ გააჩერა. გამოკითხეს, ამანაც უპასუხა თუ რატომ იყო ღამე გარეთ, დაინახეს თუ არა ‘’ფსიქოტროპული’’ წამალი მანქანაში „ჩატენეს“, ეგეც არ იკმარეს ხელბორკილები დაადეს. ეხვეწა, ემუდარა წამალს მივუტან და სადაც გინდა იქ წამიყვანეთო.. ისინი პასუხად მარტო იცინოდნენ... - მართლა ცუდადაა, მივუტან წამალს , ხალხი არხართ ? – ყვიროდა ბოლო ხმაზე და თან ხელში წამალს თვალს არ აშორებდა. - რა თქვი ? არა გია რაღაც თქვაარა ? – სიცილით პასუხობდნენ ‘’პოლიციელები’’. - ხო ბიჭო თქვა რაღაც. რა თქვი ? - შენ დედას რომ შე***ი მე. – იყვირა ბოლო ხმაზე. დაამუხრუჭეს და მანქანიდან გადმოათრიეს. შუა ტრასაზე დააგდეს და რიგ–რიგობით ურტყავდნენ,... ზურა არ ინძრეოდა, მძლავრად მოეჭირა ხელი წამლისთვის და მხოლოდ მას უყურებდა... რო დაიღალნენ მისი ცემით განყოფილებაში წაიყვანეს. ვიღაც კაცმა რომ უთხრა ერთი ზარის უფლება გაქვსო მაშინ მოეგო გონს და უკან გაჰყვა... სწარაფად აკრიფა სახლის ნომერი. - გისმენთ. – მოესმა დედამისის ხმა... - დედა, ნია როგორ არის ? - სად ხარ შვილო? ნია კარგად არის, გამოძვრა, წამალი შოთა ძიამ მოგვიტანა, შენ რომ აღარ ჩანდი მეზობლების შეწუხება მომიწია. სადხარ? შვილო ხო კარგად ხარ.? - დედა მე კარგად ვარ. ნიას მიხედე გთხოვ რა. – დედამისის ხმამ ცოტა დაამშვიდა, იმ ამბავმა რომ ნია კარგად იყო ძალიან გაახარა და მორჩილად გაჰყვა პოლიციელს. რაღაც ბნელ ოთახში შეიყვანეს სადაც ერთი მაგიდის და ორი სკამის მეტი არაფერი ეწყო... კარი ფართოდ შემოხსნა საშუალო ასაკის მაღალმა მამაკაცმა. - გცემეს ? – შეიცხადა როცა ზურა დაინახა. - არა რა სისულელეა, მე თვითონ ვცემე ჩემი თავი. – ირონიული ხმით უთხრა გამომძიებელს. - თუ არ მეტყვი რა მოხდა ვერ დაგეხმარები... ადვოკატი არ გყავს ვინმე? თუ გინდა ჩვენ აგიყვანთ ადვოკატს, სერიოზული ბრალდება გაქვს წაყენებული... – უთხრა და მის წინ სკამზე მოთავსდა. ადვოკატი ! გაახსენდა ზურას. - კი მყავს. – გამომძიებელმა ფურცელი გამოუწოდა და ამანაც დაუწერა ნიკას ნომერი. კაცმა ოთახი დატოვა და ცოტახანში ისევ დაბრუნდა. - დავრეკე შენ ადვოკატთან და მალე აქ იქნება. ეხლა მითხარი რა მოხდა.. - დუმილის უფლებას ვიყენებ !!! – ხელები მაგიდაზე დაატყაპუნა და კაცმაც დატოვა ოთახი. ნიკა მისი საუკეთესო მეგობარი ადვოკატი იყო, დასცინოდა იურიდიულზე რომ ჩააბარა მაგრამ ახლა ყველაზე მეტად უხაროდა ეს ამბავი. 10 წუთიც არ გასულა ნიკამ რომ შემოხსნა კარი და სიცილი აუტყდა. - აე რა მოგივიდა რას გავხარ. – ჰკითხა ძმაკაცს და გადაეხვია. ზურამ მოუყვა ყველაფერი.. ნიკამ სერიოზული სახით დატოვა ოთახი და 20წუთში ბედნიერი სახით შემოვიდა. - ადე წავედით !!! – ხელი დაარტყა ზურგზე და გაუღიმა . - აე მტკივა.. – დაიყვირაზურამ და უკან გაყვა მეგობარს.. სახლში ნაცემი რომ მივიდა გადაირია დედამისი... უნდა ვუჩივლოთო ქოთქოთებდა ქალი, ამაზე კი ზურას მხოლოდ ეცინებოდა , სად უნდა იჩივლო ისეთ ქვეყანაში სადაც სამართალი არ არსებობსო? ყველაზე მეტად ნინას რეაქცისს ეშინოდა და არ ეკონტაქტებოდა, ნინას რომ დაენახა ასეთ მდგომარეობაში გაგიჟდებოდა, ახლაც გიჟს გავდა, მხოლოდ ჭორები იცოდა და სიმართლეს არავინ ეუნებოდა. რამდენჯერ სცადა ზურასთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. ხოდა ერთ დღეს ადგა და სახლში დაადგა.. კარი ნიამ გაუღო რომელიც ჯერ კიდევ სუსტად იყო, მოიკითხა ნინა და მისაღებში მოცდა სთხოვა, თვითონ ზურას ოთახში შევიდა.. ზურას ხელი ჰქონდა მოტეხილი, , წარბი და ტუჩი გახეთქილი , ცუდად გამოიყურებოდა. - მოვიდა . !!! – ოთახში გახარებული ნია შევიდა. - ვინ მოვიდა? – ჰკითხა დას და წამოჯდა. - ნინა მოვიდა. გამარჯობა! გამიხარდება თუ წაიკითხავთ და აზრს გამოთქვამთ. პირველია და შეცდომები მომიტევეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.