შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყანჩაველი...


13-11-2015, 20:39
ავტორი pon_chiki
ნანახია 2 247

არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა მაგრამ , რომ გავიღვიძე უკვე თორმეტჯ ხდებოდა. საღამურები გამოვიცვალე და ჩავიცვი მიკლე შორტი და მაიკა რომელსაც F**K ეწერა, ქვემოტ ჩავედი და სახლი ცარიელა დამხვდა - ესენი თუ სტუმარს მეორე დღეს მარტო ტოვებენ , მაშინ ზედმეტად სტუმართ მოყვარეები ყოფილან - ჩავილაპარაკე და მერე გამახსენდა დილით ანაბელმა რაც მითხრა. სამზარეულოში შევედი და საშინელი სცენა დამხვდა , გაბრიელს ვიღაც გოგო ყავდა მაგიდაზე შემოსმული და გამწარებული ცხოველივით კოცნიდა , ცოფახანში გახდაც დაიწყეს , ეს უკვე ჩემმა თვალებმა ვერ გაუძლო და ჩავახველე. პირველი გოგომ გამომხედა მერე კი ცხოველმა , გოგომ რაღაც გადაუჩურჩულა გაბრიელს მაგიდიდან ჩამოხტა და ხმამაღლა თქვა
- ამის შემდეგ , როცა მართლა მარტო იქნები და სახში და არა საყვარლებთან ერთად მერე დამიძახე - დაამთავრა და ოთახიდან გავიდა. გაბრიელის მწველ მზერას ვგრძნობდი მაგრამ არ ვიმჩნევდი, ბოლოს ხმა პირველად მან ამოიღო
- შეგიძლია ცოტა გრძელი შორტიც ჩაიცვა - მითხრა სერიოზული ხმით და კედეკს მიეყრდნო
- არაფერს არ ვაპირებ , ვისაც არ მოსწონს სულ ნუ მიყურებს - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
- ახვალ და გამოიცვლი , ბევრს ნუ მალაპარაკებ , ერთს რო გეტყვიან გაიგე ტო - მითხრა და ხელების ქნევა დაწყო. - ტო, ტო , ტი , ეგ შენი ტო , კაცობს არ ნიშნავს ძმა - ვუთხარი და თვალებში შევხედე
- შენგან კაცობა ნამდვილადარ მესწავლება - მითხრა ირონიით
- ცნობისთვის გაბრიელ ირონიით უფრო გოგოები ლაპარაკობენ, და ნუ მაფიქრებინებ , რამე ამდაგვარს შენზე
- ახვალ და გამოიცვლი - ბოლოს უკვე იღრიალა. - არამეთქი გასაგებად გითხარი უკვე და ღრიალს მოეშვი - კედელს ხელი მაგრად მიარტყა და სადაც გავარდა.
ექვსი საათი იყო , როცა ანაბელი , აკაკი , ნანა და სანდრო დაბრუნდნენ. მათი სახეებით თუ ვიმსჯელებდი ზედმეტად დაღლილები უნდა ყოფილიყვნენ.
- ვაიმე როგორ დავიღალე!.. თქვა ანამ საწყალი ხმით. - თათი , წამო ჩემ ოთახში ვილაპარაკოთ არ გინდა ? - მკითხა და ზემოთ წამათრია , არადა რო გეკითხათ დაღლილი იყო. ოთახდი შევედით და პირდაპირ ლოგინზე დავეხეთქეთ. ანამ საღამურები აიღო და ჩემს წინ გამოიცვალა
- ხო რავი ჯერ ექვსი საათია და შენ უკვე საღამურები ჩაიცვი? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- დიახაც. გაბროს საიდან იცნობ? - მკითხა მოულოდნელად და ინტერესიანი თვალები მომანათა. - გუშინ გამიტანა მარჯანიშვილზე , ბოდიშიც მომიხადა , მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ კარგი ნერვოპათოლოგი სჭირდება - ვუთხარი ბოლოს
- არადა ადრე სულ სხვანაირი იყო . გაბრიელის დედ-მამა საზღვარგარეთ მუშაობენ უკვე ორი წელია ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ნაირად ცხოვრობენ მაგრამ არაფერი არ აკლიათ, იმ დღეს გაბრო დედ-მამას აცილებდა აეროპორტში, იქიდან გამოსულს ვიღაცამ შეატყობინა, რომ მისი ძმაკაცი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის ბრძოლობდა . იქ მისულს უკვე მკვდარი დახვდა. იმ დღის შემდეგ ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ბიჭი გახდა მთელ თბილისში - მითხრა და გვერდით გაიხედა. ცოტახანი კიდე ვილაპარაკეთ და მერე ჩემ ოთახში შევედი წყალი გადავივლე ისევ ის ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი იქ კი ასეთი სურათი დამხვდა სანდრო და გაბრიელი ერთმანეთს ბალიშებს ურტყავდნენ, ანა აშველებდა , აკაკი და ნანა კი სამზარეულოში იყვნენ.



№1  offline წევრი pon_chiki

Bavshvebo ik mesame tavi unda ikos mititebuli ubralod ro vchkarobdi gamomrcha

 


№2  offline წევრი Eka Eka

Dzan magrad shemiyvarda es motxrobaaaaaaa <3

 


№3 სტუმარი nino k.b.

ეეე რა ციცქნა იყო? მალე დადე და თავები გაზარდე .

 


№4 სტუმარი tikacho

ვაიმეე რა კარგია :* დიდი თავებიი :* Yოჩაღ კაიი ხარრ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent