ფერადი დღიურები (IV თავი)
მთელი ღამე ბორგავდა, ვერ ისვენებდა, სულ ბარბარაზე ფიქრობდა, მის ღიმილზე, თვალებზე, სიცილზე, სულ მისი სახე ედგა თვალწინ, განვლილი საათები ახსენდებოდა და იღიმოდა, შემდეგ კი უცებ იმალებოდა საბნის ქვეშ პატარა ბიჭივით, თითქოს ვინმე დაინახავდა მის ღიმილს, თითქოს არ ქონდა ღიმილის უფლება, მან ხომ თავის თავს აუკრძალა ღიმილი და საერთოდ სიცილი და მხიარულება, თუმცა ბარბარასთან შეწინააღმდეგება კარგს არაფერს მოუტანდა, ასეც იყო ეს გოგონა ისეთი ჯიუტი, თამამი, გაუწონასწორებელი და პირდაპირი იყო რომ ვერავინ გაუძლებდა და უარს ვერ ეტყოდა ვერაფერზე, ამ ფიქრებში იყურებოდა აივნიდან საიდანაც ღამის თბილისი მოჩანდა, როგორი ლამაზი იყო თბილისი ღამით, ხალხის გარეშე, ყოველგვარი ყალბი ღიმილისა და ტყუილი სიყვარულის, იმედგაცრუებების გარეშე, მაგრამ ბარბარა სხვა იყო, არც მატყუარა იყო, არც ყალბი,მისი ღიმილი ხომ ნამდვილზე ნამდვილი იყო და ყველას შეაყვარებდა თავს, ღმერთმა გამოუგზავნა პატარა ანგელოზი ბარბარას სახით, უბედნიერესია, პირველად შეუყვარდა და საბოლოოდ, როგორ ეთაყვანებოდა დედ-მამის სიყვარულს, სულ ფიქრობდა რომ არავის შეეძლო ისეთი სიყვარული როგორც მის მშობლებს, ახლა მიხვდა რა იყო ის სიყვარული, რომლითაც გიორგი ეთაყვანებოდა ულამაზეს ელიზას, ბარბარაც ასეთივე ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი, მისი ქათქათა კანი ქერა ხუჭუჭა თმა და ცისფერი თვალები ნებისმიერს შეაყვრაებდა თავს და საბოლოოდ მოიმწყვდევდა მის მკლავებში, სიგარეტს ბოლო ნაფაზი დაარტყა და ოთახში შებრუნდა, ისე ჩაეძინა ვერც მიხვდა. დილას თვალები როცა გაახილა ისევ მის სახეს შეეჯახა, იფიქრა მეჩვენებაო ან მესიზმრებაო, მაგრამ როცა ბარბარა კიდევ უფრო მიუახლოვდა მერე მიხვდა, რომ რეალობა იყო და დაფეთებული ადგა საწოლიდან -აქ რას აკეთებ?-გაოცებულს აღმოხდა -რა იყო არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?-უთხრა გოგონამ თან არტისტულად ვითომ ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან -აარა, უბრალოდ გამიკვირდა-დაიბნა ბიჭი -ჰმ, კაი მე საუზმეს მოვამზადებ მანამდე შენ მოწესრიგდი-უთხრა და თან ბიჭის პრესს ააყოლა თვალი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. ბიჭმა შემაჩნია ეს და ნერწყვი ძლივს ხმაურიანად გადაყლაპა, შემდეგ მაისური აიღო და უცებ გადაიცვა -ხო კარგი, გამოვალ გოგონამ თავი დაუქნია, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და ოთახიდან გავიდა. ბიჭი მოწესრიგდა და სამზარეულოსში გავიდა, გოგონას მოესწრო საუზმის მომზადება და სუფრას შლიდა -უი მოხვედი? ახლავე გავშლი სუფრას და მივუსხდეთ -კარგი-თბილად გაუღიმა -ყავა თუ ჩაი? -ყავა გოგონამ მოამზადა ყველაფერი და ბიჭს დაუძახა, საუზმე ჩუმად მიირთვეს, გოგონა აღელვებული ჩანდა, ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ენახა და გაუკვირდა, თუმცა არაფერი ჰკითხა, იფიქრა თვითონ მეტყვისო. გოგონამ საუზმის შემდეგ აალაგა სუფრა და ჭურჭელს რეცხავდა, დემეტრე კი გამშრალებაში ეხმარებოდა, თან უყურებდა გოგონას, რომელსაც მის სამზარეულოში ტრიალი ძლიერ უხდებოდა. შემდეგ კინოსაც უყურეს, თუმცა დაძაბულობა ისევ იგრძნობოდა, შუა კინოს ყურების პერიოდში გოგონა წამოხტა და ბიჭის გაკვირვებაც გამოიწვია -რამე მოხდა?-თან ტელევიზორი გამორთო -ამ არა..-უფროსწორად კი-რაღაცა უნდა გითხრა -კარგი გისმენ-აღელვება არ შეიმჩნია ბიჭმა -1 თვით მივდივარ ინგლისში-უცებ წარმოთქვა მთავარი სათქმელი, დემეტრემ იგრძნო მწვავე ტკივილი მარცხენა მხარეს, ეს იმედგაცრუება და უკვე მონატრება იყო -ვაა მართლა? კარგია-ყალბად გაუღიმა დემეტრემ -ხო კარგია- სიჩუმე ჩამოწვა -იცი ჯობია წავიდე, უნდა მოვემზადო გასამგზავრებლად და..-სიჩუმე დაარღვია ბარბარამ -როდის მიდიხარ?-თავჩაღუნულმა იკითხა ბიჭმა და შემდეგ მისი მწვანე აწყლიანებული თვალები შეანათა, გოგონას გული მოუკვდა ბიჭის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე, თითქოს დიდი ხანია არც იცნობდა და ახლა საუკუნით უწევდა მისი დატოვება, მართალია 1 თვე არც ისე ბევრი იყო თუმცა მათთვის 1 საუკუნეს უდრიდა, ბიჭს უხაროდა გოგონას წარმატება, როგორ არ უხაროდა ამაყობდა ბარბარათი, მაგრამ რა ექნა ისე შეაყვარა პატარა ქალბატონმა თავი რომ მის გარეშე უკვე წამითაც არ შეეძლო გაეძლო, უყვარდა, იმ სიყვარულით უყვარდა რომლის შესახებ ლეგენდები იწერებოდა, იმ სიყვარულით ყველაფერს რომ გაუძლებდა, იმ სიყვარულით მის დედ-მამას რომ უყვარდათ, იქნებ უფრო მეტადაც კი, სიყვარული უზომოდ დიდია, იგი ყველა გრძნობას იტევს, და მონატრება კი ყველაზე უფრო მძიმეა.ბარბარასთვისაც ბევრს ნიშნავდა დემეტრე ავალიანი, იმდენად ბევრს რომ დილით მისი სახის დანახვას ყველაზე მეტად ნატრობდა, დემეტრე მუდამ ჩაფიქრდებული მარტოსული პიროვნება იმდენად ღრმად იყო მასში გამჯდარი, უკვე გულის ატკიებამდე უნდოდა მასთან ყოფნა, და მართლაც რამხელა გრძნობებს იტევს ნამდვილი სიყვარული , ის სამუდამოა და ჩვენში გამჯდარი..გრძნობების გასაკონტროლებლად გოგონამ თავი მეორე მხარეს შეაბრუნა, ბიჭის წყლიანი თვალების დანახვა არ სურდა, ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა -ხვალ, ღამით-სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები -კარგი-გულისტკივილით წარმოთქვა- ბედნიერ მგზავრობას გისურვებ-გულწრფელად წარმოთქვა და თავი გაატრიალა დემეტრემ -მადლობა... კარგი უნდა წავიდე, კარგად-ბიჭმა არაფერი უპასუხა, არც გაუცილებია, ბარბარას მისმა ასეთმა საქციელმა კიდევ ერთხელ აუტკია გული, მსოფლიოში ყველაზე საშინელი ადამიანი ეგონა საკუთარი თვი, არ შეიმჩნია ბიჭის ასეთი საქციელი და წავიდა. დემეტრე ისევ მარტო დარჩა, ისევ ფიქრებში გართული, მის „შავ-ბნელ“ ფიქრებში როგორც ამას გოგონა ეძახდა, ისევ გოგონა გაახსენდა, გაახსენდა მისი ყოველი მოქმედება, ღიმილი, სიცილი და გული შეეკუმშა, თითქოს რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა და ისევ განაგრძო ძლიერი დარტყმა, გულის ხმა უკვე ყურებში უწიოდა, ნერვები აეშალა, თვალებში სისხლი მოაწვა, ყველაფრის დანგრევის სურვილმა აუვსო გული, სურვილი შეასრულა, დაამტვრია დალეწა, მაგრამ არანაირი შვება არ უგვრძნია თითქოს კიდევ უფრო გაუასმაგდა ტკივილი. არ გაუცილებია, ან რა აზრი ქონდა გაცილებას, მონატრება უფრო გაუმძაფრდებოდა, უფრო ატკივდებოდა ისედაც ატკიებული გული, რომელიც სულსაც უნადგურებდა, არ იცოდა ასეთი რთული თუ იქნებოდა სიყვარული, მაგრამ მაინც ბედნიერი ეს სანუკვარი, ყველასთვის სანუკვარი გრძნობა რომ გამოცადა, ახლა მისი გული მთლიანად სავსე იყო გრძნობით რომელსაც სიყვარული ერქვა, ღამის პირველზე ბარბარას რეისი იყო, არ გაუცილებია მაგრამ ვერ გაძლო და აეროპორტში წავიდა, თვალებით გააცილა, გოგონა უკვე თვითმფრინავში ადიოდა, გარემოს ათვალიერებდა გარშემო, ბოლოს დაღონებული შევიდა თვითმფრინავში, ბიჭმა ერთი დაიჩურჩულა მიყვარხარო და ცრემლებს მისცა გზა გაეკვლიათ მის სახეზე... გამარჯობა ბავშვებო, ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ, ცოტა სევდიანია ეს თავი, თუმცა მალე გაგახარებთ ახალი თავით მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.