შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყევლა 11 (ბედნიერების ამოძახილი სულიდან)


13-11-2015, 22:18
ავტორი blue jeans
ნანახია 1 590

სასახლში ისე მივედით ჩემთვის ნერვები არ მოუშლიათ არტური დამიმეგობრდა და ბევრიც მაცინა ხოლო ყავისფერთვალება რაც შეიძლება მეტად მიბღვერდა და სულ უფო და უფრო იბღვირებოდა.
უკვე თენდებოდა როცა სასახლეში დავბრუნდი.

რა ხდებოდა იქ?? სრული ქაოსი იყო ვერ ვხვდებოდი ჩემს დანახვაზე რატომ სუნთქავდნენ თავისუფლად მერე ალექსის გაბრაზებულ სახეს წავაწყდი და ცოტა დავშინდი რადგან მის ღვთაებრივ სახეს ეს სიბრაზეც კი ძალიან უხდებოდა
-მოდი უნდა ვილაპარაკოთ
შემომიბღვირა და მის ოთახში მიხმო.
მაქციები რომლებიც გვერდში ამომიდგნენ ძალიან უკმაყოფილოები ჩანდნენ.
-წადით
ვუთხარი გაქვავებული სახით
-დავრჩებით თუ გინდა
მითხრა შეცბუნებულმა არტურმა
-არა საჭირო არ არის
-სულ ასე გექცევა??
მიჩურჩულა ცოტა მხიარულად
-ძალიან ბრაზიანია
ვუჩურჩულე მხიარული სახით და ორივემ გამოვაჩინეთ ჩვენი 32 კბილი
ალექსი ალბათ მალე აფეთქდებოდა ისეთი სახე ჰქონდა რომ გამეღიმა ამან კიდევ უფრო გააცოფა და შემახსენა რომ გავყოლოდი.
-რაზე ფიქრობ??
დამიღრიალა გამწარებულმა.
-რა მოხდა??
ვთქვი ოლიმპური სიმშვიდით
-რა მოხდა არა?? მთელი დღე სახლში არ ყოფილხარ და არც ღამე, გვეგონა რაღაც დაგემართა.იმდენი ვინარვიულე და გეძებეთ რომ... არსად იყავი არსად გვეგონა მაქციებმა გიპოვეს...
-კარგი გაჩერდი მივხვდი თავისუფლად სიარულის უფლებაც კი არ მაქვს არა?
-ეგ არაფერ შუაში უბრალოდ გვითხარი სად მიდიხარ
ტუჩები გაულურჯდა სიბრაზისგან
-ანგარიშს არ ჩაგაბარებთ
კიდევ უფრო გამაბრაზა მისმა კატეგორიულამა ტონმა
-უნდა ჩამაბარო რადგან ვალდებულებები გაკისრია
-მე არავის წინაშე არ მაქვს ვალდებულებები არც სამეფოს წინაშე
-ჩემს წინაშე გაქვს
მითხრა მგზნებარედ და მომიახლოვდა წელზე ხელი ნაზად მომხვია და ტუჩებზე ხარბად დამაცხრა.სუნთქვა გამიხშირდა და უფრო მეტად მივეკარი ამან კიდევ უფრო გაახელა მაგრამ ცდილობდა რომ არაფერი დაეშავებინა ჩემთვის.
იქვე მდგარი სარკე მთლიანად დაიმსხვრა ლარნაკებიც ძირს დაიყარა და გატყდა.
შემდეგ მომშორდა და კმაყოფილი სახით შემომხედა ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
მე უკმაყოფილოც კი დავრჩი თუმცა აღარ უკოცნია ნელი ნაბიჯით გავიდა და კარები მოიხურა.მე კი გულაჩქარებული და სუნთქვაგახშირებული დამტოვა. საწოლზე ჩამოვჯექი და ხელი გულზე დავიდე
-ეს რა მიქენი ალექს
ჩავიჩურჩულე ჩუმად.
შემდეგ ეს სიამონების ჟრუანტელი გამახსენდა და უსაიმოვნო გრძნობა დამეუფლა
შემდეგ კი დღიურსი ჩავწერე ამის შესახებ ვიცი სასაცილოა მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მან პირველად მაკოცა.
შემდეგ მეღიმება დიახ ამ სხეულში პირველად მაკოცა.
ამ დღეს ჩემს ოთახში მყოფი რამდენიმე დღის ამბებს ვწერ დღიურში თუ როგორ შევხვდი მაქციებს და რას ვგრძნობ და უამრავი რამ რამაც ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია ან პირიქით (ყავისფერთვალებასთან დიალოგი)
მეორე დილით კაიუსს შევხვდი მანაც გამკიცხა იმის გამო რომ არ დავბრუნდი და ისევ ამ სამეფოს მმართველობის ჩემთვის გადმობარებაზე მესაუბრა. მაგრამ ნურას უკაცრავათ სანამ შურისძიება მინდა ამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვერ ავიღებ რადგან ვიცი არასწორი ნაბიჯიც რომ გადავდგა მარკუსი იქვე იქნება და გამანადგურებს.
გადავწყვიტე მგლებს შევხვედროდი (ჩემიანებს)
თან არტურის ხუმრობები ძალიან მენატრებოდა და სიცილი მინდოდა.
როდესაც გავდიოდი ალექსმა მითხრა რომ შეკრება უნდოდათ და სხვაგან იკრიბებოდნენ მე დრო მქონდა ასე რომ თავისუფლად წავიდოდი
ტყის სიღრმეში როგორც კი შევედი არტური გამოჩდა ვიღაც გოგოსთან ერთად.
-ჰეიი ენჯი
-მიცანი??
-შენ?? რა თქმა უნდა შენ ხომ ჩვენი გადრეული გოგო ხარ
მე გულიანად ვიხარხარე და არტურმაც. ჩვენი ხმის ექომ ტყეს გადაურბინა.
-აბა ეს გოგო გამაცანი
ვკითხე და მათ შორის თვალების ცეცება დავიწყე.
-ოოო არა არა ის..ის..ის უბრალოდ..უბრალო გვეხმარება
-აჰა როგორ არა
თვალი ჩაუკარი ყურებამდე გაწითლებულ არტურს.
-მაქციაა არა??
ვკითხე მე რადგან დარწმუნებული არ ვყოფილვარ. რა იცი რა ხდება
-იცი... არა ის ჯადოქარია
სულ არ გამკვირვებია
-ვაუ ის გეხმარებათ??
-კი ის და ორნი რომლებიც ჩვენი ხროვის შემადგენელი ნაწილები არიან
-როგორ თუ ხროვის??
-იცი... მოდი მერე მოგიყვები
-კარგი
ყველას ისე მივესალმე თითქოს დიდი ხანია ვიცნობ მხოლოდ ყავისფერთვალება ბიჭი დავტოვე ისე რომ მხოლოდ გამარჯობა ვუთხარ მისი თვალების დანახვისას ხომ საერთოდ გადამინდა გამარჯობის თქმა თუმცა უზრდელობაში მეთვლებოდა.
მერე მე და არტური ცალკე გავედით
-იცი გუშინ საიდუმლო ბოლომდე არ გვითქვამს (არტური)
-აბა გისმენთ (მე)
-მოკლედ ყველაზე ძლიერები ვიკრიბებით გუნდში და ახალგაზრდები და ისინი ვინც თანხმობა გვითხრა ერთ ხროვაში ყოფნაზე.უხუცესები ვეღარ არიან ისეთი ძლიერები როგორც ახალგაზრდობაში ამიტომ ხროვას დაცვა სჭირდება ხოლო რამდენიმემ უარი თქვა
-კარგი ვინ ვართ ხროვაში?
-ცოტანი კი ვართ მაგრამ ყველაზე ძლიერები.ერთი ის გოგო ჩემთან ერთად რომ იყო მას ლილიანი ქვია მეორეც ჯადოქარია მას ემა ქვია ხოლო მესამე ჯადოქარი ლუკია, მე,შენ,ჯეიკი,ირინა,ლიამი და ბელი სულ ცხრანი ვართ შესაძლებელია სხვებიც შემოგვიერთდნენ დროთა განმავლობაში
-და სხვები არ დათანხმდნენ?? (მე)
-ხროვაში ისედაც ცოტა თინეიჯერია ზოგს კი არ მოსწონხარ.
-აჰა და ის შენი მეგობარი ჯგუფში არ იქნება ხომ??
-როგორ არა (ის ყავისფერთვალება)
ისევ ის სარკაზმი
-ხისთავიანი
ჩემს ჭკუაში ვიჩურჩულე მაგრამ ორივემ გაიგო.
აჰა ესეც ასე ამ ბიჭის სახელიც გავიგე ჯეიკი კარგი სახელია თუმცა ალექსს ვერ შეედრება.
ღმერთო ენჯი რაზე ფიქრობ??მათ ერთმანეთს ადარებ??
-კარგი როგორც ვატყობ გულზე არ გეხატები (ჯეიკი)
-ვაუ როგორ მიხვდი??შენი აკადემიური მოსწრების დონე პირდაპირ მანცვიფრებს.
შენ გაგახარა ღმერთმა არც ის ჩამომრჩა
-აბა მე მკითხე მე ხო გულზე მეხატები.
აქ ხროვაში სულ სხვანაირი ვარ ვიცინი ისე რომ ჩემი ხმა ტყეს ექოდ ურბენს და ჩემი ბედნეირების ამოძახილს სულიდან ვერ ვაკავებ.ალბათ იმიტომ რომ აქ იმხელა საზრუნავი არ მაქვს რამხელაც სამეფოში.
იქ მაგრძნობინებენ რომ მე რაღაც დიადი ვარ რაც სულ არ მომწონს ხოლო აქ მე ჩვეულებრივი მაქცია ვარ ჩემი საოცრად მეგობრული ხროვით.
-------------------------------------------
ესეც შემდეგი თავი.იმედია ვინც კითხულობთ მოგწონთ.
ძალიან გთხოვთ იქნებ კომენტარები დამიტოვოთ თქვენი შეფასება სტიმულს მაძლევს და როცა ვხედავ რომ კომენტარები არ არის მგონია რომ არ მოგწონთ და შეიძლება არც გავაგრძელო
გავაგრძელო??



№1 სტუმარი mashka

woow gaagrdzele

 


№2  offline წევრი blue jeans

მადლობას გიხდი იმისთვის რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent