შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 4 )

14-11-2015, 11:13
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 770

ძველებურად ისევ ისე ,გოჩას სამსახურში დახლთან იდგნენ და ყინულიან ვისკს ნება- ნება სვამდნენ.გარეთ საშინელი წვიმა და ქარი იყო მიუხედავად იმისა,რომ უკვე აპრილი იწურებოდა.
_ და მერე იტყვი სიტყვის კაცი ვარო_ ბარს იდაყვებით ჩამოეყრდნო და მონატრებულ მეგობარს გვერდულად ახედა.
_ რა გინდა ხომ გნახე სამი თვის უკან?_ თავადვე ეღიმებოდა საკუთარი თავის მართლებისას.
_ ჰო კი,როგორ არა,ეგეც მე ჩამოვედი,წელიწადი და 4 თვეა ფეხი არ ჩამოგიდგამს,რა გაწყენინეთ ასეთი ბატონო_ ხელები განზე გაშალა და წარბები გაკვირვების ნიშნად აზიდა.
_ ნუ აქცევ ახლა ტრაგედიად,ხომ იცი როგორი გრაფიკი მაქვს,სულ გადარბენა,თურმე რას უძლებდა საცოდავი მამაჩემი,ახლა ეს თხილის ბიზნესი აიტეხა,ზაფხულში ტყუილა ხომ არ ვიქნებიო,რა ჯანი ერჩის გადამრია,რო კითხო ავადაა გული აწუხებს_ მის კუთვნილ ჭიქას დაწვდა და მოწრუპა.
_ თქვი აბა რამ ჩამოგიტყუა აქეთ?
_ გიორგი უნდა დავითანხმო ჩემთან გადმოვიდეს სულ საცხოვრებლად.
_ სულ გინდა წახვიდე?_ დანანებით ჩაილაპარაკა.
_ არა სულ არა,უბრალოდ სულ მარტოა აქ,მეცოდება,მეც მარტო ვარ და…..
_ ხოდა რატომ ხარ მარტო? თუ ჯერ არ შეხვედრილხარ შენი სულის ნაწილს მეორედ_ თმებში შეუცურა თითები და დალაგებული თმა აუბურდა.
_ რატომ მაჭერ მტკივნეულ ადგილზე?_ ეს ხუმრობა აშკარად არ ესიამოვნა.
_ კარგი რა თემო,მას მერე რა დრო გავიდა? თათიას უკვე პატარაც ჰყავს 6 თვის სანდრო.
_ მართლა?_ დანანებით ჩაილაპარაკა_ ბედნიერია?
_ ასე ამბობს,ალბათ ბედნიერია,ნინი უფრო ნახულობს,მე იშვიათად,ისე მართლა ასე ძალიან მოგწონდა,ამდენ ხანს,რომ დაგრჩა გულში?_ თითქოს ახლაღა შეამჩნია მეგობრის დასევდიანებული სახე და თვალები.
_ მართლა_ თავი დახარა და ჭიქის პირზე თითები აასრიალა_ არ ვიცი მომნუსხა,მომაჯადოვა,რამდენჯერ მიფიქრია,რა იქნებოდა,რომ არ ყოფილიყო ის ბიჭი? ან მე,რომ მეცადა ყველაფრის მიუხედავად ბედი? მაგრამ ახლა ყველაფერი წარსულია_ ხელი უმისამართოდ აიქნია და ჭიქა მთლიანად ჩაცალა.
იქვე დადებული მისი ტელეფონი აწკრიალდა,დახედა,გიორგი რეკავდა.
_ ხო მამაჩემო_ მხიარულად ჩასძახა.
_ გვიანია შვილო უკვე,თან ცუდი ამინდი,მოდი დროულად სახლში_ შეევედრა.
_ რა ეჭვიანი ცოლივით მირეკავ მამაჩემო,მოვალ….და ეს ხმა…..რაღაც შენი ხმა არ მომწონს_ უცებ დაუსერიოზულდა სახე და ფეხზე წამოდგა.
_ ცოტა შეუძლოდ ვარ,მოდი აწი შვილო_ მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა.
_ ნუ შეშინდები გიორგი,მოვდივარ უკვე_ წაშლილი სახე ჰქონდა, დახლზე მიგდებულ გასაღებს დაწვდა და გოჩას მიუბრუნდა_ გავიქეცი ხვალ გნახავ,მამაჩემია შეუძლოდ.
_ ხომ არ წამოგყვე?_ გულთან მიიტანა მისი მდგომარეობა.
_ არა,ძმა ხარ,არ მინდა.
_ დამირეკე მაშინ ხო?
_ ოკ_ უკვე ლამის კარიდან მოაძახა.
ლიფტს აღარ დალოდებია,სირბილით ჩაირბინა 20 სართული,მანქანაში ჩაჯდა,ღვედი გადაიჭირა და ცენტრალურ გზაზე გავიდა.საშინელი თავსხმა იყო,საწმენდი ჯოხები საქარე მინის გაწმენდას ვერ ასწრებდნენ.თემოს საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა,ისევ მობილურს დაწვდა,მამამისის ნომერი აკრიბა.
_ აბა,როგორ ხარ?
_ არამიშავს შვილო,შენ არ იჩქარო_ იმედიანად უპასუხა.
_ კარგი პავლოვიჩ მალე მოვალ_ უცებ მობილური ხელიდან ჩაუსრიალდა და ფეხებთან ჩაუცურდა_ ფუ,შენი…._ შეიკურთხა და გვერდულად ხელი ჩააცურა,რომ მობილური ამოეღო,ვერ მიწვდა,თან ცალი ხელით საჭე ეკავა,ისე გაიწელა,ვეღარც გზას უყურებდა და ვეღარც მობილურს,წამიერად მოესმა უკნიდან მკვეთრი დამუხრუჭების ხმა,მთელი ინერციით შემოასკდა ტოიოტას ჯიპის მანქანა მის პეჟოს,ასე გაწელილმა ვეღარ დაიმორჩილა საჭე და საპირიპირო მიმართულევით მომავალ მანქანას ზედვე შეეჯახა.ძლიერი რყევისაგან თავი მთელი ძალით საჭეს დაარტყა,წარბი გადაუსკდა და სისხლი თქრიალით წამოუვიდა,მაგრამ გონება არ დაუკარგავს,ოდნავ შეირხა,იგრძნო,რომ გაჭედილი არ იყო,იდაყვით კარს ძლიერად მიაწვა,გაიღო,გაშლილი ხელის მტევანით სახიდან სისხლი მოიწმინდა,თან იგრძნო,როგორ ამოსდო ვიღაცამ იღლიებში ხელები და გარეთ გაქაჩა.ყურები საშინლად უწიოდა და ღებინების შეგრძნება კლავდა.მის ირგვლივ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი,მიუხედავად ასეთი ამინდისა,წვიმამ სულ ჩამობანა სახე. სისხლისაგან.რაღაცას ეკითხებოდნენ მაგრამ არაფერი ესმოდა.დაბნეულმა ფეხზე წამოდგომა სცადა,მისივე მანქანას დაეყრდნო და არემარეს თვალი მოავლო,ჯერ უკან მიიხედა,მანქანა კარგად შელანძღული იყო,მაგრამ სავარაუდოდ მძღოლი ცოცხალი გადარჩა,ახლა წინ მიატრიალა თავი,ლურჯი ოპელი,როგორც ხელსახოცი დაკუჭულ_ დაჭმუჭნული იყო,გული გადაუქანდა,ბარბაცით გასწია მისკენ,გვერდიდან მოუარა,მძღოლი სულ სისხლიანი უსულოდ იყო გადმოკიდებული ფანჯარაში.ამის შემხედვარემ ღმად ამოიგმინა და გულზე მიიკრა მარჯვენა ხელი,მერე ხმაც ჩაესმა,ხალხი ყვიროდა:
_ იქ ქალია,ალბათ დარტყმისას გადმოვარდა_ ახლა თავი იქეთ მიატრიალა და ხმას გაჰყვა ტორტმანით.ძირს მისვენებულ ქალს,ხალხი ეხვია გარს,ხელის მსუბუქი ბიძგით მიმოფანტა ვინც წინ ეღობებოდა და დაზარალებულისაკენ გულისფანცქალით მიიწევდა.ქალი ტროტუარზე იწვა,გეგონებოდათ სძინავსო,ხელები გარდი_ გარდმო გადაეყარა,თმაც ჩამოერეცხა მისი სახიდან წვიმას,უფრო ახლოს მიიწია და გულის ფანცქალით დააკვირდა
იმის იმედად,რომ ის მაინც ყოფილიყო ცოცხალი.თითქოს მეხი დაეცა,ძლიერად შეტორტმანდა ადგილზე,მთელი სხეული მოეკუნტა,გულზე მჭიდროდ მოიჭირა ხელი,რაღაც ხავილისმაგვარი თუ ყმუილისმაგვარი აღმოხდა,მუხლებზე მოწყვეტით დაეცა და ქალივით აქვითინდა.ახლა მის წინ ერთხელ ნაპოვნი სულის ნაწილი თათია ესვენა.
……..
გონზე დილით მოვიდა,როგორც კი თვალი გაახილა მაშინვე თათია და მისი ქმარი იკითხა მის ექთანთან.
_ მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა,ქალი კი კომაშია_ დამწუხრებული სახით აცნობა.
_ უნდა ავდგე_ მტკიცეთ თქვა და საწოლიდან წამოიმართა,თუმცა იგრძნო,როგორ ატკივდა შუბლი და მხრები.
_ ჯერ არ შეიძლება, მთავარმა ექიმმა უნდა მოგცეთ ამის უფლება_ ისევ უკან უბიძგა მკაცრი გამომეტყველებით.
_ კარგი_ დათანხმა იმიტომ,რომ იგრძნო საშინლად სტკიოდა ყველაფერი_ ჩემთან არის ვინმე?_ ისევ ექთანს მიუბრუნდა,საწოლის საზურგეს მიეყრდნო,დაწოლილი ტკივილებისაგან სუნთქვა უჭირდა.
_ კი,მამათქვენი და მეგობარი.
_ ხომ შეიძლება შემოვიდნენ?
_ ახლავე_ ჩაილაპარაკა და პალატიდან გავიდა.
მალე შემოაღო დაფეთებულმა და ნირწამხდარმა გიორგიმ პალატის კარი და აკანკალებული ხელებითა და ცრემლიანი თვალებით მის ერთადერთ შვილს ჩაეხუტა.
_ რას მიშვებოდი შვილო,მარტო მტოვებდი?_ ქალივით აქვითინდა გიორგი,გოჩა კი იქვე საწოლის ბოლოში თვალცრემლიანი იდგა.
_ კარგი მამა დამშვიდდი,ხომ ხედავ ცოცხალი ვარ_ ნაძალადევად გაიღიმა,არადა მის გულში ცეცხლი ტრიალებდა.
_ შენ ხარ შვილო.მადლობა უფალს,მაგრამ იმ ბიჭის მამამ რა თქვას_ გულმოკლულმა ამოიოხრა.
_ ბიძია გიორგი….._ საუბარში გოჩაც ჩაერთო.
_ ყველაფერი ვიცი,ყველაფერი_ ისე ამოიოხრა,რომ მთელი სული და გული ამოაყოლა თემომ_ ძალიან ვწუხვარ გოჩა,გული მტკივა,სული მტკივა,ნეტა მე მომკვდარიყავი და თათია არ დაქვრივებულიყო,ან ის პატარა არ დაობლებულიყო_ ბევრი ეცადა მაგრამ ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
_ ამას ნუ ამბობ შვილო_ ვედრებით გადმოხედა იქვე სკამზე მისვენებულმა გიორგიმ.
_ რას ამბობენ რა ხდება?_ ეცადა მამის ტკივილი შეემსუბუქებინა და საუბარი სხვა საკითხზე გადაიტანა.
_ შენ ვინც დაგეჯახა ნასვამი ყოფილა,არსად გაიქცა,მისი ნებით ჩაბარდა პოლიციას_ დამწუხრებული სახით უყვებოდა გოჩა.
_ გოჩ ბავში? ბავშვიც ხომ არ იყო მანქანაში?_ მისივე სიტყვები გაიაზრა და სუნთქვაც კი შეეკრა ისე ეტკინა სული და გული,იმის წარმოდგენით,რომ ბავშვსაც დაუშავდა რამე_ დაძაბული ორივე ხელით საწოლის კიდეს ჩააფრინდა და მეგობრისკენ გადაიხარა.
_ არა,არა,მადლობა უფალს,პატარა ლია დეიდასთან იყო სახლში,გიგი და თათო ბანკეტზე ყოფილან,თათოს კლასის ბანკეტზე,ჰოდა ახლა ერთი ამბავი აქვს გიგის ოჯახს,ხომ იცი გამწარებულ ადამიანს საღად აზროვნება უჭირს,მაგას,რომ არ წაეყვანა ახლა ცოცხალი იქნებოდა გიგიო გაჰკივის დედამისი.
თემომ ღრმად ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.ამდენ ტკივილსა და დარდს ვეღარ უძლებდა მისი გული.
………….
კვირის ბოლოს დაასაფლავეს გიგი.თემომ ვერ მოახერხა მოს გასვენებაში წასვლა,ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვა.გარდაცვლილის ოჯახი ყველაფერს ჯერ კიდევ კომაში მყოფ თათოს აბრალებდნენ და ასე უპატრონოდ ჰყავდათ მეზობლების და მეობრების ამარა მიტოვებული გამწარებული მძახალი,უბედური რძალი და დაობლებული შვილიშვილი.
10 დღის შემდეგ თემო გამოწერეს,მაგრამ საავადმყოფოს მაინც არ შორდებოდა,გული ეწვოდა ლიას საცოდაობით.ქალს არანაირი საშუალება არ ჰქონდა აპარატზე შეერთებული შვილი შეენახა.თავიდან სასტიკი უარი თქვა თემოს ფინანსურ დახმარებაზე,მაგრამ მერე,როგორღაც დაიყოლია ვაჟმა.მითუმეტეს გაიგო,რომ იცნობდა მის ქალიშვილს და გოჩას მეგობარი იყო,თავადაც ამ ავარიის მსხვერპლი. მასთან ერთად აღამებდა და ათენებდა საავადმყოფოში ისიც და გოჩაც ოჯახით.ორი კვირა იყო გასული,რომ ერთ დილით,ლოდინით გატანჯულ დედას თათოს მკურნალმა ექიმმა მის კაბინეტში შესვლა,რომ სთხოვა.ქალი გულგახეთქული წამოვარდა ფეხზე და ცუდის მოლოდინით სახე დაემანჭა,ცრემლები თავისთავად გადმოუცვივდა.
_ მეც შემოვალ ლია დეიდა_ შეემუდარა თემო,ქალი არ შეწინააღმდეგებია,დღეს,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მისი შვილი და სუნთქავდა სწორედ ამ ბიჭის დამსახურება იყო.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კაბინეტისაკენ გაუძღვა.
ლია ისეთი დაბნეული,განადგურებული და უნუგეშო იყო ,რომ მის შემხედვარეს გული აგიდუღდებოდათ.
ექიმის წინ აკანკალებული და დაბნეული იჯდა და თვალებს ისე აცეცებდა,თითქოს მხსნელს ეძებდა,საბრალო ქალს მისიანი აღარავინ ჰყავდა,სიძის ხალხმა თათიაზე განაეყენებულმა და გაბოროტებულებმა კი ზურგი აქციეს და ასე უმწეოდ უარესის მოლოდინში დაძაბული შესცქეროდა შუახნის ასაკის ექიმს.თემოს გული მორწურა მის შემხედვარეს,წარმოიდგინა მისი დედა,რომ ცოცხალი ყოფულიყო ისიც ასე დაიტანჯებოდა,მისი ასაკშეპარული მომჭკნარი ხელები მის მარჯვენაში მოიქცია და როგორც შვილი დედას სწორედ ისეთი თანაგრძნობით შეანათა მისი სევდიანი თვალები,ხელი ნაზად მოუჭირა,ამით აგრძნობინა,რომ მის გვერდით იყო,ქალმა ცრემლჩამდგარი მადლიერი თვალებით ამოხედა და საწყლად გაუღიმა.
_ თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს_ ექიმის სახეს,როგორც იქნა ნათელი მოეფინა,თემომ შვებით ამოისუნთქა,თითქოს ოთახში სუფთა ჰაერის უწყვეტი ნაკადი შემოუშვესო,სიხარულისაგან თვალებში ინედის სხივი აუკიაფთა,ლიასკენ შებრუნდა და ხელზე უფრო მაგტამ მოუჭირა,ქალი მოულოდნელობისაგან დამუნჯებული იჯდა_ მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა გვაქვს_ ისევ დაუსევდიანდა სახე ექიმს.
_ რა ექიმო?_ ისევ თემომ იკითხა,მიღებული ემოციისაგან ლიას ჯერ კიდევ არ შეეძლო ხმის ამოღება.
_ არაფერი ახსოვს.
_ ეგ როგორ?_ სუნთქვაც კი შეწყვიტა დაძაბულობისაგან.
_ ამნეზია აქვს_ დანანებით ჩაულაპარაკა ექიმმა.
_ მოგუკვდეს დედა_ ახლაღა ამოიგმინდა ქალმა და ხელები სახეზე აიფარა.
_ ექიმო_ ძალა მოიკრიბა თემომ_ ტა დონეზეა,არაფერი ახსოვს?
_ აბსოლუტურად არაფერი,არც მისი სახელი,არც დედა,არც შვილი,არც ის ავარია რათქმაუნდა,სრული ამნეზია აქვს.
_ და რა ეშველება?_ სლუკუნებდა ქალი.
_ ვერ გეტყვით როდემდე გაგრძელდება ეს,შეიძლება ხვალვე გაახსენდეს ყველაფერი ან არასოდეა.
_ ღმერთო_ სახეში შემოიცხო ხელი გამწარებულმა დედამ_ ჩემი საბრალო შვილი,ჩემი საბრალო სანდრიკო.
_ რას გვირჩევთ ექიმო?_ გული გამალებით უცემდა ნერვიულობისაგან და დაძაბულობისაგან კაცს.
_ ჩემი რჩევაა,რომ აბსოლუტურად მოარიდოთ ის გარემოება,სადაც აქამდე იყო,უმეტეს შემთხვევაში ასეთ დროს უმჯობესია ძველ გარემოს დაუბრუნდეს მაგრამ თათიას შემთხვევაში საპირისოიროა,მას ქმარი დაეღუპა,შვილი ჰყავს,ამ ყველაფრის ერთბაშად გაგება მისთვის წარმოუდგენელი სტრესი იქნება და შეიძლება ფატალურად დასრულდეს,მეორეც მას კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება სჭირდება.ასე რომ ჩემი რჩევაა აბსოლუტურად ყველას მოარიდოთ,წაიყვანოთ აქედან თუნდაც ერთი წელი და მერე მკურნალობის პარალელულად ნელნელა შეაპარებთ მის მდგომარეობას,ასე ერთბაშად არ შეიძლება.
_ ვაიმრ შვილო_ ლია ერთიანად წაიშალა_ სად წავიყვანო ექიმო,ან რა საშუალება მაქვს? სიძის ოჯახმა ზურგი გვაქცია,მე კი არავინ გამაჩნია.
_ მე წავიყვან_ მტკიცედ წარმოთქვა თემომ_ მე წაგიყვანთ.
_ არა,არა შენ ისედაც ბევრ რამეზე შეგაწუხეთ,არა შვილო_ იუარა ლიამ.
_ ნუ გავამხრლთ,რომ თათიას ამნეზია აქვს,ვთქვათ,რომ სამკურნალოდ წაიყვანეთ სულ ერთია,ან გერმანია ან ისრაელი,მე კი ჩემთან წაგიყვანთ თბილისში,შენ თათიას და პატარას,მხოლოდ მე და მამა ვცხოვრობთ,გთხოვ უარს ნუ მეტყვი_ ლამის მუხლებში ჩაუარდა.
_ არა,შვილო არ შემიძლია_ მაინც თავს იკავებდა.
_ ვფიქრობ უნდა დაეთანხმოთ,ძალიან კარგი ვარიანტი შემოგთავაზეს თან თბილისში ვიცნკბ ერთ კარგ სპეციალისტს,იქვე იმკურნალებს_ საუბარში ჩაერია ექიმი.
_ და რა ვუთხრათ თათოს სად მიმყავს,ან შენ ვინ ხარ,ან ეს ბავშვი?
_ ყველაფერი მე მომანდე_ მიღწეულით კმაყოფილმა ღრმად ჩაისუნთქა მთელი ოთახის ჰაერი.
……..
P.s.
ვფიქრობ ამას არ ელოდით.და მაინც ველი თქვენს კომენტარებს

№1 სტუმარი nino k.b.

სანდრიკო მეცოდება ძალიან. მალე დადე და ცოტა დიდი თავი. ძალიან საინტერესოა.

№2  offline წევრი kora

მდაა, ვითარების ასე მობრუნებას არ ველოდი, ცოტა გული დამწყდა, ცოტაზე მეტადაც კი. მართალია თემო ძალიან მომწონს და მეცოდებოდა, მაგრამ მისი ბედნიერებისთვის ამ გოგო ცხოვრების დანგრევა ცუდად მომხვდა გულზე. ბედნიერი იყო, უყვარდა, ჰყავდა შვილი და ახლა თემომ რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ ეს ყოველივე აუნაზღაუროს?!
ჯობია ისტორიას როცა დაასრულებ მერე წავიკითხო ერთიანად ყველა თავი, იქნებ მერე შემეცვალოს აზრი გარემოებებზე.
პ.ს. საოცრად წერ და ისე აღწერე ყველაფერი ასე მეგონა ჩემი თვალით ვუყურებდი ყველაფერს, ცრემლებიც ვერ შევიკავე...
--------------------
kira.G

№3  offline მოდერი ლილიანა

kora

ამ ისტორიით სხვა საწყისი მინდოდა დამენახვებინა,ასეც ხდება ხოლმე,ღუმცა არსად გამომიკვეთია,რომ რადფან ასე მოხდა თემო ამის მის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს,პირიქით,რომ უყვარს უნდა,რომ დაეხმაროს.შენი ნებაა როგორ და რა დროს წაუკითხავ❤❤❤❤❤,მე ისევ გავაგრძელებ წერას ❤❤❤❤ თუნდაც ჩემთვის ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№4  offline წევრი kora

ლილიანა

უიი, საყვარელო ვატყობ ცუდად გამიგე, არც მიფიქრია რამე საწყენად თუ დავწერდი, ხომ იცი როგორ დადებითად ვარ განწყობილი შენდამი ❤❤❤ უბრალოდ ძალიან ემოციური ვარ და თუ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას მერე მთელი დღე მაგაზე მეფიქრება, ვატყობ რომ ძალიან მძიმე ისტორიაა ჩემი ემოციური ფონი კი ვერ გაუძლებს... წაკითხვით აუცილებლად წავიკითხავ, მაგრამ დალაგდეს ჯერ ვითარება ❤❤❤
--------------------
kira.G

№5  offline მოდერი ლილიანა

ცუდად არ გამიგია გენაცვალე❤❤❤❤ ეს ჩემი სტილია მძიმე და ტრაგიკული.მოდი დსველოდოთ მოვლენების განვითარებას,ხომ არ ვიცით ივინ უკეთესია თათიასათვის.❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6 სტუმარი Marusia_maro

Saerdot ar velodi jer axal tavs :) minda gitxra gaocebyli davrchi sxvanairad megona moxdeboda yvelaferi :)) mdzime tavi iyo cota davitrgune :( magram vici yvelaferi kargisken shetrialdeba :*** magari gogo xar <3 guli damwyda gigize amas jobda avganetshi gardacvliliyo temos didi dzalisxmeva schirdeba tavi rom sheayvaros tatos :** ro gaixsenebs yvelafers ar vici mere ra iqneba

№7  offline მოდერი ლილიანა

Marusia_maro

მართალი ხარ დიდი ძალისხმევა სჭირდება,ვფიქრობ ასე უფრო საინტერესო იქნება სიუჟეტი ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№8  offline წევრი მეამეა

რა კარგია იინ, რა კარგი. მელოდრამაში დრამა ჩემი სტილია და მომეწოა განვითარებაც :) დარწმუნებული ვარ, როცა გამჟღავნდება, აღმოჩნდება რომ ტატია არ იყო ამპარტავან და ეჭვიან გიგისთან ბედნიერი და თემოს სიყვარული გაათბობს ;) ველოდებიიი <3

№9  offline მოდერი sopiko

მეამეა სრულიად არ გეთანხმები, რას ნიშნავს ბედნიერი არ იყო, მაშინ ნუ გათხოვდებოდა და დაეჯერებინა დედისთვის. გიგი მოკვდა და მორჩა!ასე ფიქრობთ? თუ უყვარდა თათიას მაშინ ვერ დაივიწყებს, თემოს სიყვარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, კაცმა რომელმაც ფუნდაც შემთხვევით მოუკლა ქმარი როგორ უნდა შეიყვარო? ან მასთან ერთად როგორ უნდა იცხოვრო? მე ასე ვფიქრობ და სანდრო ხომ ცალკე საკითხია... თემოს დახმარებასაც კი ვეღარ აღვიქვამ, ისე როგორც საჭიროა, რადგან ყველა გმირზე გული ამიცრუვდა. ისე ემოციურად გადმოეცი მათი გრძნობები რომ მეც განვიცადე მაგრამ ჩემდა გასაკვირად სულ სხვა შედეგი გამოიღო ამ ყოველივემ. მეც კორას არჩეულ გზას დავადგები და ისტორიას დასრულების შემდგომ წავიკითხავ ♥

№10  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
რა კარგია იინ, რა კარგი. მელოდრამაში დრამა ჩემი სტილია და მომეწოა განვითარებაც :) დარწმუნებული ვარ, როცა გამჟღავნდება, აღმოჩნდება რომ ტატია არ იყო ამპარტავან და ეჭვიან გიგისთან ბედნიერი და თემოს სიყვარული გაათბობს ;) ველოდებიიი <3

შენ ხარ ვინ იცი? ❤❤❤ ჩემი მეორე მე ,ჩემი არაბიოლოგიური ტყყპისცალი,სულ ამას არ გვეუბნებიან? ❤❤❤❤❤ მადლობა,

sopiko

ჰაჰაჰაჰაჰ,ყველა გაიქცა ❤❤❤❤ ცხოვრებაში ასეც ხდება და ისეც,ყველაფრრი არც მარტივად მოდის და არც ძნელად,ასე რომ ..........
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№11  offline წევრი teddy))

Tatia, mecodeba... Dzalian borotuli saqcieli mkonda roca gavige rom kmari mokvda gamegima. Imdenad mindoda temos da tatias ertad yofna. Ragacnairad ki sopikos komentars vetanxmebi...

№12  offline მოდერი sopiko

teddy))
Tatia, mecodeba... Dzalian borotuli saqcieli mkonda roca gavige rom kmari mokvda gamegima. Imdenad mindoda temos da tatias ertad yofna. Ragacnairad ki sopikos komentars vetanxmebi...

შენ არ იცნობდი გიგის პერსონაჟს. იქნებ მას სიცოცხლე და ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერება უნდოდა? ავტორმა მხოლოდ ცალი მხრიდან დაგვანახა წარმოდგენილი მდგომარეობა, ამიტომაც გაგეღიმა გიგის სიკვდილზე, თუმცა ამ შემთხვევაში მე უძლური ვარ, რადგან სადავეები ლილიანას ხელშია. ცუდად არ გამიგოთ ოღონდ... ისე ვარ ჩართული ლილიას ყველა ისტორიაში რომ... :-D

№13  offline მოდერი ლილიანა

ერთი მხრივ ძალიან მსიამოვნებს ასე რომ გადარდებთ და გულთან მიგაქვთ ჩემი გმირების მდგომარეობა,მეორე მხრივ კი ცოტა დავიძაბე,ვიცი რომ სიუჟეტის განვითარება ზოგს მოგწონთ,ზოგს კი არა.მე გიგის მხსრესაც წარმოვაჩენ,ვინ და როგორი იყო.საერთოდ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე,ისე ხდება,რომ კარგი ადამიანებიც და ცუდი ადამიანებიც კვდებიან და მის ირგვლივ ხალხი მაინც განაგრძობს ცხოვრებას და არსებობას,ეს ბუნების წესია ასეთი.ისიც ცხადია,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებიც დაქორწინებამდე სხვაა,მერე კი სხვა.ან სახლში სხვაა გარეთ კი სხვა,ან თუნდაც შეყვარებულობისას მაწსიმალურად აყავს თავი ხელში მერე კი დუნდება.ისიც ვიცით,რომ სიყვარულმა არ იცის ასაკი და თუ დაგაბრმავა მტრისას,შედეგად ბევრს ქალს თუ კაცს უნანია მისი არჩევანი.ასე,რომ ვნახოთ რა იქნება აწი,ზოგჯერ ძლიერ სიყვარულს,ისევ ძლიერი სიყვარული თუ დაგვავიწყებს.
მე მესმის თქვენი,მაგრამ დამიჯერეთ რაც უფრო გაიზრდებით( ვფიქრობ 20 წლამდე ხართ) მით უფრო დაინახავთ. ,რომ ბედნიერებისათვის მხოლოდ სიყვარული არ კმარა,მას პატივისცემა,ნდობა და მზრუნვრლობა უნდა ახლდეს.❤❤❤❤❤ ეს ისე " ჭკვიანური აზრი " ჩემგან ❤❤❤❤:):):):):):):)):
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Dzalian shemecoda tatia temoc im momentshi tatia rom dainaxa warmomidgenia ras igrdznobda sawyali gigi (boroti guli ar makvs magram cotati gamixarda sul cotati :-D) ra moxdeba win shens garda aravin icis liliana ♥ kargia kargad ikceva temo magram yvelaferi rom gaaxsendes da temo daadanashaulos an ravici sulmoutkmelad velodebi shemdegs es wina istoriaze chaxlartuli da chamtrevia ragac momentshi temos da uchas saerto tvisebebsac vamchnev tu me mechveneba ase magram orive sauketesoebi arian magram imatze uketesi shen xar ♥ patara sandro me es bavshvi ukve miyvars jer patara romaa mere tatias shvili vfikrob temosic gaxdeba da me tviton chkua meketeba patara bavshvebze ♥♥♥

№15  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia

მადლობა გვანციკო❤❤❤❤ ხო რაღაც ერთი ბუნების გამომივიდა ეს თემო და ის უჩა❤❤❤❤ მეც უზომოდ მიყვარდა ბავშვები და ახლა მითუმეტეს ,რაც საკუთარი მყავს❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ტკბილო აქ რა ამბები დაატრიალე რა ქენი ეს? ამის მერე იწყება შენი სეპირებული ტკბილობები? აუ გიგი სიკვდილისთვის შემეცოდა ისე ძალიან ზუსტად გაქვს გადმოცემული გიგის ახლობლების პოზიცია ხშირად არის ასეთი სიტუაციები რძალს რომ ადანაშაულებენ ყველაფერში... თემო ძალიან შემეცოდა რაღა მისი მანქანის დაჯახებამ გამოიწვია გიგის სიკვდილი? ძალიან ძალიან მომწონს თემი და რა გავაკეთო? შევამჩნიე რომ შენს ისტორიებში ჩემი ოცნების მამაკაცის პროტოტიპები გყავს მთავარ გმირებად... მოკლედ ტკბილი ხარ და მალე დადე ახალი თავი კაი?

№17  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ

ჩემი პოზიტივი გოგო❤❤❤ხო ტკბილობები და მურაბობები აწი უნდა დაიწყოს წესით ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№18  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

არ ველოდი თუ ასე ცუდად თუ შემოატრიალებდი ვფიქრობდი რომ გიგი ცუდი ქმარი იქნებოდა და თათია მასთან ცხოვრებას აღარ მოინდომებდა და მერე თემოს შეიყვარებდა. რავიცი რავიცი გააგრძელე და მერე უკეთ გამოჩნდება შენი სათქმელიი და პოზიცია. <3 წარმატებები love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№19  offline მოდერი ლილიანა

teofine15
არ ველოდი თუ ასე ცუდად თუ შემოატრიალებდი ვფიქრობდი რომ გიგი ცუდი ქმარი იქნებოდა და თათია მასთან ცხოვრებას აღარ მოინდომებდა და მერე თემოს შეიყვარებდა. რავიცი რავიცი გააგრძელე და მერე უკეთ გამოჩნდება შენი სათქმელიი და პოზიცია. <3 წარმატებები love

მადლობა ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№20  offline წევრი მეამეა

sopiko
teddy))
Tatia, mecodeba... Dzalian borotuli saqcieli mkonda roca gavige rom kmari mokvda gamegima. Imdenad mindoda temos da tatias ertad yofna. Ragacnairad ki sopikos komentars vetanxmebi...

შენ არ იცნობდი გიგის პერსონაჟს. იქნებ მას სიცოცხლე და ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერება უნდოდა? ავტორმა მხოლოდ ცალი მხრიდან დაგვანახა წარმოდგენილი მდგომარეობა, ამიტომაც გაგეღიმა გიგის სიკვდილზე, თუმცა ამ შემთხვევაში მე უძლური ვარ, რადგან სადავეები ლილიანას ხელშია. ცუდად არ გამიგოთ ოღონდ... ისე ვარ ჩართული ლილიას ყველა ისტორიაში რომ... :-D

ლილიანა
მეამეა
რა კარგია იინ, რა კარგი. მელოდრამაში დრამა ჩემი სტილია და მომეწოა განვითარებაც :) დარწმუნებული ვარ, როცა გამჟღავნდება, აღმოჩნდება რომ ტატია არ იყო ამპარტავან და ეჭვიან გიგისთან ბედნიერი და თემოს სიყვარული გაათბობს ;) ველოდებიიი <3

შენ ხარ ვინ იცი? ❤❤❤ ჩემი მეორე მე ,ჩემი არაბიოლოგიური ტყყპისცალი,სულ ამას არ გვეუბნებიან? ❤❤❤❤❤ მადლობა,

რა თქმა უნდა ჩემო ტკბილო, ადამიანს მხოლოდ ფიზიკურად მსგავსი ორეულები არ ჰყავს ამ ქვეყნად :* :* მე მიხარია რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ;)

sopiko
მეამეა სრულიად არ გეთანხმები, რას ნიშნავს ბედნიერი არ იყო, მაშინ ნუ გათხოვდებოდა და დაეჯერებინა დედისთვის. გიგი მოკვდა და მორჩა!ასე ფიქრობთ? თუ უყვარდა თათიას მაშინ ვერ დაივიწყებს, თემოს სიყვარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, კაცმა რომელმაც ფუნდაც შემთხვევით მოუკლა ქმარი როგორ უნდა შეიყვარო? ან მასთან ერთად როგორ უნდა იცხოვრო? მე ასე ვფიქრობ და სანდრო ხომ ცალკე საკითხია... თემოს დახმარებასაც კი ვეღარ აღვიქვამ, ისე როგორც საჭიროა, რადგან ყველა გმირზე გული ამიცრუვდა. ისე ემოციურად გადმოეცი მათი გრძნობები რომ მეც განვიცადე მაგრამ ჩემდა გასაკვირად სულ სხვა შედეგი გამოიღო ამ ყოველივემ. მეც კორას არჩეულ გზას დავადგები და ისტორიას დასრულების შემდგომ წავიკითხავ ♥

ყველა ყოველთვის ვერ დაგვეთანხმება სოფიკო, ყველა ინდივიდია და განსხვავებული შეხედულებები აქვს ყველასა და ყველაფერზე. შეურაცხყოფას არანაირად არავის მივაყენებ, მაგრამ ეტყობა ასაკით ხარ პატარა და ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე მხოლოდ იმაზე ფიქრი რომ რაკი გიყვარს ყველაფერზე თვალები უნდა დახუჭო და ესეც საკმარისია, სხვა უფრო ღირებული რამეები არსებობს, რაც ქალს გათხოვების შემდეგ მეტად სჭირდება რომ ნამდვილი ქალური ბედნიერება განიცადოს, რაც ჩემი აზრით აკლდა თათიას გიგის ხელში, იყო მასთან, რადგან შვილის მამა იყო და სულაც შესაძლებელია ამხელა დათმობაზე, რომ ოჯახი არ დაანგრია, შვილის გამო წავიდა, ბევრი დედა ვიცი, ვინც შეცდომებს უშვებს ოჯახის შექმნის დროს გადადგმულ ნაბიჯზე და მერე თავმოყვარეობის ან სხვა რაღაცეების ფასად ხდებიან მსხვერპლი და იტანენ ამ ყველაფერს. მოკლედ, მე ვინ ვარ რაიმე დაგარიგო, მაგრამ ბევრი გამოვცადე ამ ცხოვრებაში და მინდა გითხრა, რომ ბედნიერი ქალი ვარ, რასაც ყველა ქალს ვუსურვებ.
ჰაჰაჰაჰაჰ,ყველა გაიქცა ❤❤❤❤ ცხოვრებაში ასეც ხდება და ისეც,ყველაფრრი არც მარტივად მოდის და არც ძნელად,ასე რომ ..........

№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს სანდრიკა ვინ იყო მაინც ვერ გავიგე. რაღაც ახალი სახელი მომხვდა თვალში და ლიამ თავის შვილს სანდრიკა რატომ უწოდა, როცა თათიაა მისი შვილი. ეს ვერ გავიგე...
მაგრამ როგორ შემაზანზარა ამ ფაქტმა ვერ წარმოიდგენ, თან ეს იმის მერე წავიკითხე რაც ფეისბუქზე შენ დამბლოკე, მაგრამ მაინც შემაჟრიალა კითხვისას და ვერ მოვთოკე გრძნობები.
მტკივა... ამ ისტორიისგანაც და შენგანაც.
ხო მართლა, რატომ დამბლოკე? what request
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent