შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ წავალ (1)


14-11-2015, 14:12
ავტორი stewart
ნანახია 1 652

თბილისი,24 ოქტომერი 2014 წელი.
დარბაზში შესვლისთანავე ქეთას უნებურად მოეჭუტა თვალები მკვეთრი განათების გამო და ღრმად ჩაისუნთქა. ამ ადგილთან არც ისე კარგი მოგონებები აკავშირებდა, ყველაფრის გახსენებაზე გული უცნაურად შეეკჯუმშა,მაგრამ როგორც კი მისკენ მომავალი ჭაღარა მამაკაცი შენიშნა საკუთარი შეგრძნებები დათრგუნა და გულღიად გაიღიმა.
-ქეთევან,ჩემო კარგო! როგორ მიხარია რომ მოხვედი. მეტისმეტად ხმამაღალი და უდარდელი ხმით მიეგება მამაკაცი და არც კომპლიმენტები დაიშურა მის გარეგნობაზე. ქალმა საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა,იმ წამს მოსულ მიმტანს ლანგრიდან ერთი ბოკალი წითელი ღვინო ააცალა და ხალხში გაერია. ნაცნობი თუ უცნობი ადამიანის მზერას კარგად გრძნობდა და ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად მაინც გარკვევით ჩაესმოდა ყურში რას ლაპარაკობდნენ მასზე. „ერთი წელია არსად ყოფილა“ „სამაგალითო ოჯახი იყო“ „სისულელეა ასეთი ქმრის დაკარგვა“ ბუტბუტებდა ორი ქალი და თან ვითომ მალულად აპარებდნენ თვალს ქეთასკენ. ქალი ყურადღებას ვერაფრით იკრებდა ამიტომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ღიმილით დაემშვიდობა და ცალკე დადგა, დარბაზში იმ წამს შემომავალი ქმარი, უფრო სწორად ყოფილი ქმარი დაინახა და გაუხარდა,, გაუხარდა იმიტომ რომ ვერაფერი იგრძნო მის მიმართ-ვერც წყენა,ვერც ზიზღი ვერც იმედგაცრუება. სიყვარულს კი ისედაც დიდი ხანი იყო რაც აღარ გრძნობდა. ფანჯარასთან მივიდა და ღვინო მოსვა, მაშინაც სწორედ ასე დააგვიანეს,ქეთას მაშინაც შავი კაბა ეცვა და მაშინაც ისევე არაფერს გრძნობდა ქმრის მიმართ,როგორც ახლა...
თბილისი, 11 ოქტომბერი 2013 წელი.
ქეთა ისე გაერთო ახალ პროექტზე მის პარტნიორებთან საუბრით რომ ვერც შეამჩნია როდის მოსცილდა გვერდიდან ქმარი. აქეთ-იქით მოიხედა და მოსაძებნად წავიდა. გარეთ გამოსულმა მარტივად შეამჩნია ანდრია, რომელიც ვიღაც ახალგაზრდა გოგოს ნერვიულად ელაპარაკებოდა. ვერაფრით გაიხსენა ეს გოგო საიდან ეცნობოდა ამიტომ მტკიცე ნაბიჯებით წავიდა მათკენ, თუმცა წყვილი ისე იყო კამათში გართული მისი მოახლოება არც შეუმჩნევიათ.
-ანდრო! რაც შეეძლო რბილად მიმართა ქმარს და გაფითრებულ გოგოს გაუღიმა
-ქეთა! რა ხდება? სწრაფად მოაბრუნა თავი არანაკლებ შეშფოთებულმა ანდრიამ და ქალს წელზე ხელი მოხვია.
-ერთმანეთს არ გაგვაცნობ?
-ჰო,ჰო რა თქმა უნდა. დაბნეული ალუღლუღდა ანდრია. ეს ნატალი კილაძეა, ჩვენი პიარ მენეჯერი, ნატალი ეს კი ჩემი ცოლი
-ქეთევან ამირეჯიბი. ქმარს დაასწრო ქეთამ და ღიმილით გაუწოდა ხელი დაბნეულს გოგოს. ნატალი,გამიხარდა შენნი გაცნობა. ანდრია, თუ შეიძლება მალე შემოდი, ჩემს ახალ პარტნიორებს შენი გაცნობა ძალიან უნდათ. ღიმილით დააბოლოვა სათქმელი და სწრაფად გაეშურა შენობისაკენ. გზაში ტელეფონი ამოიღო და საჭირო ნომერი აკრიფა, ქეთა მეტისმეტად ჭკვიანი იყო იმისათვის რომ დაეჯერებინა,ახლა ის გოგო და მისი ქმარი პიარ ტექნოლოგიებზე კამათობდნენ.
-გოგა,ჩემო საყვარელო როგორ ხარ? მხიარულად ჩასძახა ქალმა ტელეფონში.
-მშვენივრად ქეთა, თავად როგორ გიკითხოთ?
-კარგად, თუ არ ჩავთვლით იმას რომ შენი დახმარება მჭირდება. ხვალ დილით ჩემთან კომპანიაში შეგიძლია მოხვიდე?
-მუდმივად თქვენს სამსახურში მიგულეთ. ტელეფონში გაეღიმა გოგას და დაკიდა. ეს ნამდვილად თანხმობას ნიშნავდა. ქეთამ სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა და თავი აიძულა ახალი ქალაქის მშნებელობაზე გადართულიყო და მისი ქმარი, თავისი პოტენციური საყვარლითურთ გონებიდან ამოეგდო.
მეორე დილით გოგა შეპირებისამებრ მოვიდა ოფისში და ქეთასგან ახალი დავალება-მისი ქმრისთვის თვალთვალი მიიღო. ზუსტად ორ დღეში ქეთას ნატალი კილაძის სრული დოსიე და მისი ქმრის და ქალის საკმაოდ უხერხული ფოტოების მთელი ალბომი ჰქონდა. ქეთამ ყველა ფოტო გადაათვალიერა,გოგა უხმოდ იჯდა და თავოს აწევას ვერ ბედავდა.
-გოგა, ისე უნდა გააკეთო რომ ეს გოგო არც ერთ სხვა კომპანიაში არ მიიღონ, ამისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი. არც ფული დაინანო,არც მუქარა. შეძლებ ამ ყველაფერს? გაბზარული ხმით ძლივს ამოთქვა ქალმა და სურათები კონვერტში ჩააბრუნა.
-როგორც თქვენ იტყვით. თავი დაუქნია გოგამ და უხმოდ გაიძურწა კაბინეტიდან. ქეთამ იგრძნო როგორ მოაწვა დამცირების,წყენის და იმედგაცრუების ცრემლები ერთად და ატირდა. საათს დახედა, ანდრია წესით უკვე სახლში უნდა ყოფილიყო ჩამნთას ხელი დაავლო და სწრაფად გამოვიდა შენობიდან.
სახლში მისულს ქმარი მართლაც შინ დახვდა,საკმაოდ უდარდელ განწყობაზე იყო და ტელევიზორს მისჯდომოდა. ქეთამ ტელევიზორი გამორთო და დივანზე მის პირდაპირ დაჯდა.
-მოხდა რამე? წარბები შეჭმუხნა ანდრიამ და პულტი ხელში აათამაშა. ქეთამ ჩანთიდან სურათების დასტა ამოიღო და მთელი ძალით დაახეთქა დაბალ მაგიდაზე.
-ქეთა... ანდრიას გამომეტყველება შეეცვალა და სწრაფად წამოიმართა თუმცა ქალმა სიგარეტს მოუკიდა და სიტყვა შეაწყვეტინა.
-შენ იცოდი... ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოთქვა ქალმა და ღრმა ნაპასი დაარტყა, შებნ იცი რომ მე ბევრი რამის მოთმენა და პატიება შემიძლია, შენ იცი როგორ მიყვარხარ, როგორი ძვირფასია ჩემთვის ეს ქორწინება მაგრამ შენ ისიც იცი რომ ერთადერთი რასაც არასდროს გაპატიებ ეს ღალატია.
-ქეთა გთხოვ...
-არა, ჩაალაგე შენი ნივთები და წადი. ამ ხნის მანძილზე პიორველად გაუსწორა თვალი და ქალის თვალებში იმხელა ზიზღი დაინახა ანდრიამ,შეკამათება არც უცდია. მორჩილად ადგა და გარდერობი გამოაღო.
-ყველაფერი წაიღე თორემ იცოდე გადავყრი. მშვიდად წამოდგა დივნიდან ქეთა და გეზი უახლოესი ბარისკენ აიღო.
თბილისი, 24 ოქტომბერი 2014 წელი.
ქეთა ანდრიას და მასპინძელის შეხვედრის ყურებით ისე გაერთო რომ ვერც კი შეამჩნია როგორ ამოუდგა გვერდით ვიღაც. თუმცა როგორც კი მის ყნოსვას კაცის სუნამოს სუნი მისწვდა გაეღიმა და გვერდით შემოტრიალდა.
-ალექსანდრე...
-ქეთა... ღიმილით დაუკრა თავი ახალგაზრდა კაცმა და წითელი ღვინით სავსე ბოკალი გაუწოდა. შევამჩნიე რომ ღვინოს სვამდით.
-სწორედ რომ დროზე მომისწარით. გაეცინა ქალს და ხელში უკვე ცარიელი ჭიქა აათამაშა. ალექსანდრე დევდარიანი ქეთას კოლეგა იყო და უკვე მთელი წელია ქეთას მოხიბვლას ცდილობდა,რაც უნდა აღინიშნოს რომ არც თუ ისე წარუმატებლად გამოსდიოდა. ქალს ართობდა მასთან ფლირტი თუმცა ამაზე შორს არასდროს წასულან. მთელი ერთი წელი ყველასთან ყოველგვარ ურთიერთობას გაურბოდა და მისი ცხოვრება ძირითადად სკუთარი კომპანიის გარშემო ბრუნავდა. ალექსდსანდრე, 6 წლით ქეთაზე პატარა და მასზე უფრო მგრძნობიარე და ემოციურად დატვირთული იყო. მექალთანის სახელი არასდროს ქონია, ქეთა სამ წელზე მეტი იყო რაც კაცს იცნობდა და მხოლოდ სამი თუ ოთხი ქალი გაიხსენა ვინც მის გვერდით უნახავს.
დანამდვილებით არ ვიცი რისი ბრალი იყო იმ საღამოს ქეთას სითამამე, რამდენიმე ჭიქა ღვინის თუ იმის გააზრების რომ საბოოლოდ გათავისუფლდა ქმრისგან მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია რომ იმ ერთმა საღამომ ქეთას მთელი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
-ერთი იდეა მაქვს. მაცდურად გაიღიმა ქეთამ და ფეხის წვერებზე აიწია რომ ალექსანდრეს ყურს მიწვდენოდა. სახლში წადით ალექსანდრე, დამიჯერეთ ასე აჯობებს
-კი მაგრამ რატომ? დაიბნა კაცი. წვეულება ხომ ახლახანს დაიწყო?
-ვინ იცის, იქნებ მეც შემოგიერთდეთ?! დღიმილით ჩაუკრა ქალმა თვალი და სწორედ იმ წამს მოსული მეგობრისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მშვენიერი იყო საყვარელო!
გააგრძელე აუცილებლად!
ძალიან გამიხარდა ქეთა ჩემი სეხნია რომ აღმოჩნდა love
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent