შემთხვევითობა არ არსებობს (5)
ცოტახანში სასტუმროს გასცდნენ და გეგამ საუბარი წამოიწყო. -შესანიშნავად გამოიყურები. გიხდება ეს კაბა, მაგრამ მე არ მომწონს.-უთხრა მარიამს და გვერდიდან გახედა. -რას უწუნებ ჩემს კაბას?-იკითხა მარიამმა და კაბას დახედა. -იმას, რომ შენს საუკეთესო ნაწილებს ფარავს.-ჩასჩურჩულა ყურში ვნებიანად. მარიამს ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -რამდენი წლის ხარ?-თემა შეცვალა სწრაფად მარიამმა. მაგრამ მარტო ამ მიზნით მისთვის ასაკი არ უკითხავს, მართლა აინტერესებდა. გეგა კი ამ შეკითხვას არ ელოდა და თვალებმოჭუტულმა გახედა გოგონას. -28-ის. რა იყო?-თქვა და ამაყად გაიმართა მხრებში. -რაა?-გაოგნებისგან პირი დააღო მარიამმა. მინდა გითხრა, რომ ასაკი საერთოდ არ გეტყობა.-უთხრა მარიამმა გულახდილად. -შენ რამდენი წლის ხარ პატარა ქალბატონო?-ჰკითხა ღიმილით ბიჭმა. -და რა იცი, რომ პატარა ქალბატონი ვარ?!-უთხრა და წარბაწეულმა გახედა. -აბა დიდი ხარ?-იკითხა სიცილით გეგამ. -30 წელი პატარა ასაკი გგონია?-გაბრაზებით გადახედა ბიჭს და მისი სახის დანახვისას გემრიელად სიცილი მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა. -მართლა? არც შენ არ გეტყობა ასაკი.-თამამად უთხრა და კიდევ ერთხელ აათვალიერა მისი უნაკლო სხეული. გაუხარდა მარიამს როდესაც ბიჭიას ამ სიტყვებში გულახდილობა დაინახა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ასაკის მიუხედავად გეგას მაინც მოეწონებოდა. -იმედია რამე პრობლემა არ გაქვს შენზე უფროს ქალთან ურთიერთობაზე.-გადახედა მარიამმა სერიოზულად. -ჩემთვის მსგავს საკითხებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ აქამდეც მიხვდი, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების წესს მივდევ. ჩემთვის მთავარია პარტნიორთან კარგი ურთიერთობა მქონდეს და მთავარი მის მიმართ დადებითად ვიყო განწყობილი. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.-გულწრფელად უპასუხა გეგამ. -და ჩემს მიმართ როგორ ხარ განწყობილი?-ჰკითხა მარიამმა ეშმაკური ღიმილით. -სიმართლე გითხრა შენ ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი ხარ. შენს ადგილზე, რომ სხვა ყოფილიყო ალბათ გუშინდელი ღამის შემდეგ მალევე დავშორდებოდი. სიმართლე გითხრა ასეც ვაპირებდი.-მარიამს გადახედა ღიმილით და მისი გაბრაზებული სახე როგორც კი დაინახა მაშინვე აუხსნა.-გეხუმრე. ასე სერიოზულადაც ნუ მიიღებ. -უთხრა სიცილით. -აჰაჰა. რა სასაცილოა-უთხრა სიცილით და სწრაფადვე დაისერიოზულა სახე.-იცოდე ამ ხუმრობისთვის დღეს დაისჯები.-უთხრა ვნებიანად. -მზად ვარ ყოველდღე ასე ვიხუმრო თუ სათანადოდ დამსჯი.-თამაშში აჰყვა გეგაც. -კი კი სათანადოდ დაგსჯი.-მიუგო ჩაფიქრებულმა მარიამმა. -არ გამანდობ ჩემი სასჯელის შესახებ?-ეშმაკუი ღიმილით ჰკითხა ბიჭმა. -სასტუმროში წავიდეთ და იქ გაიგებ ყველაფერს-თვალი ჩაუკრა და სასტუმროსკენ აიღო გეზი. გეგაც სიცილით მიჰყვა უკან. .... მთელი დღე და ღამე ერთად იყვნენ მარიამი და გეგა. უკვე ორი კვირა გავიდა რაც ამ სასტუმროში არიან და ამ დროის მანძილზე ძალიან დაახლოვდნენ. ყოველ ღამეს ერთ საწოლში ატარებდნენ. ხანდახან საუბრობდნენ, ფილმებს უყურებდნენ. ზოგჯერ სხვა საქმეებითაც იყვნენ დაკავებულნი. მარიამი ძალიან შეეჩვია გეგას. მასთან მხოლოდ ვნება არ აკავშირებდა. ის მისი მეგობარიც გახდა. ხშირად ჩასძინებია მასთან საუბრის დროს მის მკლავებში. თუ აქამდე პრეტენზია ჰქონდა ამ ქალაქში დარჩენაზე ახლა არარ უნდოდა აქედან წასვლა. რატომღაც ეგონა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე დაკარგავდა გეგას და მერე ვეღარც ნახავდა. გეგაზე ბევრი არ იცოდა არაფერი. ისე გამოდიოდა ხოლმე, რომ ან მარიამი ლაპარაკობდა სულ ან და საზოგადო თემებზე საუბრობდნენ ხოლმე. გოგონა თავს ისევ 32 წლის ქალად ასაღებდა, მაგრამ გეგას წამითაც არ გაუმახვილებია ამ საკითხზე ყურადღება. მისთვის ასაკი უმნისვნელო იყო, რადგან ამ ქალის მიმართ ძალიან დიდი სიმპატიებით იყო განწყობილი. მის მიმართ განსხვავებული გრძობა ჰქონდა. გეგასთვის უცხო იყო სერიოზული ურთიერთობები და ერთი და იგივე ქალთან რამდენიმე ღამის ურთიერთობა. ის მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობებით შემოიფარგლებოდა. ბევრი საუბარი არ უყვარს მითუმეტეს საკუთარ თავზე, ამიტომაც მარიამთან ძალიან ცოტას ლაპარაკობდა საკუთარ თავზე. უმეტესად გოგოებს მასში მისი მატერიალური მდგომარეობა მოსწონდათ. გეგა საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი არის საქართველოში, მაგრამ მარიამმა მის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, ის ხომ რუსეთშ ცხოვრობდა. ამიტომაც არ იყო კარგად გარკვეული საქართველოში მიმდინარე პროცესებში. გეგას ყველაზე მეტად აშინებდა ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მარიამიც ისე დაეკარგებოდა, როგორც ნემსი თივაში და მასთან შეხვედრის შანსი ერთი პროცენტიც აღარ ექნებოდა. მაგრამ სანამ აქ მოუწევდა გაჩერებას მანამდე ყველანაირად ეცდებოდა მარიამშიც ის გრძნობები გაეღვივებინა რაც მარიამმა გააღვივა მასში. ..... მარიამი მობილურზე დედამისს ესაუბრებოდა და ამშვიდებდა, რომ მალე ჩავიდოდა თბილისში. როდესაც საუბარს მორჩა მაშინ მარტო შეამჩნია ოთახში შემოსული გეგა. -ანუ სულზე ხარ როდის წახვალ აქედან?-უთხა ჩაფიქრებულმა გეგამ. -იცი.. მე ეს არ მიგულისხმია. უფრო სწორად მინდა, რომ წავიდე, მაგრამ თან არ მინდა.-უთხრა ბლუყუნით მარიამმა და დარცხვენილმა ჩახარა თავი. -ხო კარგი კი არ გიბრაზდები. რა მოხვდა . მეც კი მინდა აქედან წასვლა.-უთხრა ჩვეულებრივი გამომეტყველებით გეგამ. მარიამს ძალიან წყინა მისი სიტყვები, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. -ხო, თორემ უკვე ძალიან გაგვიგრძელდა აქ ყოფნა.-უპასუხა გოგონამ. -ხო მართლა. სწორედ ახლა ვაპირებდი კაპიტანთან შეხვედრას და იმის გაგებას თუ კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევდა აქ დარჩენა. ხომ არ წამომყვები?-ჰკითხა გეგამ და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში. უნდოდა მარიამის თვალებში დაენახა ის, რისი დანახვაც ასე უნდოდა და შეამჩნია თუ როგორ მოიცვა გოგონას სხეული ჯერ წყენამ, შემდეგ კი ბრაზმა და იმედგაცრუებამ. -კი დიდი სიამოვნებით გამოგყვები.-უპასუხა მარიამმა და წინ წავიდა, რათა მისი აცრემლებული თვალები როგორმ დაემალა. კაპიტანი მათ სასადილოში შეხვდა. მოიკითხა მისი მგზავრები და შემდეგ კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ამ ყველაფრისთვის. -კაპიტანო გვაინტერესებს კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს აქ დარჩენა. -უთხრა გეგამ და მალულად მარიამის განერვიულებულ სახეს დააკვირდა, რომელიც მოუთმენლად ელოდა პასუხს. -ალბათ მალე შევძლებთ აქედან წასვლას. დაახლოებით ოთხ დღეში შეგვეძლება უპრობლემოდ დავტოვოთ აქაურობა.-მარიამს გულში რაღაც ჩაწყდა. არ უნდოდა აქედან წასვლა. აღიარებდა. აღიარებდა, რომ უჭირდა გეგასთან განშორება, მაგრამ ბიჭის ქცევები საშინლად სწყვეტდა გულს. გეგას კი მოლოდ ის უნდოდა, რომ მარიამის გრძნობებში დარწმუნებულიყო. -ძალიან კარგია. დიდი მადლობა კაპიტანო სასიამოვნო ამბისთვის.-უთხრა გეგამ, რომლისთვისაც არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა აქ დარჩებოდა თუ არა, რადგან უკვე გაიგო ის რისი გაგებაც უნდოდა. მარიამიც გამოერკვა ფიქრებიდან და თავისთვის ჩაიბურტყუნა რაღაც მადლობის მსგავსი. შემდეგ კი ზრდილობის გულისთვის დაემშვიდობა კაპიტანს და ოთახისკენ გასწია. გეგა კი იქ დატოვა. უკვე საღამოს ათი საათი იყო. დღეს ცოტა არ იყოს შეუძლოდ გრძნობდა თავს, ამიტომაც გადაწყვიტა აბაზანა მიეღო და საწოლში თბილად ჩაწოლილიყო. …. ძილშიც კი საშინლად გრძნობდა თავს. როცა გამოიღვიძა თავი ძლივს წამოწია საწოლიდან. საათი შეამოწმა და ღამის 3 საათს უჩვენებდა. ირგვლივ მიმოიხედა და ოთახში არავინ დახვდა. შეეშინდა ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ძალა ეცლებოდა. -გეგააააა...-ყვიროდა მთელი ძალით, მაგრამ არავინ უპასუხა. თავი საშინლად უმწეოდ იგრძნო. გულში რაღაც ჩაწყდა. ეს პირველი ღამე იყო, რომელსაც გეგას გარეშე ატარებდა. მისი ნომერიც არ იცოდა, რადგან გეგას ერთი წამითაც არ მოშორებია. ფეხზე წამოდგა და მისი ოთახისკენ აიღო გეზი. ძლივს მოძრაობდა. ნელ-ნელა გაჰყვა კედელს და მის ოთახამდეც მიაღწია. კარის სახელური ჩამოსწია და შიგნით შევიდა... .... მოგესალმებით ყველას. მინდა ბოდიში მოგიხადოთ დაგვიანებისთვის. ვეცდები ხშირად დავდო ხოლმე. მადლობთ, რომ კითხულობთ. მიყვარხართ ძალიან და ველი თქვენს შეფასებას. გთხოვთ იაქტიურეთ რა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.