არაკაცებო, გეძლევათ შანსი.. (4)
თავი 4 რამდენიმე დღემ ისე ჩაიარა არათუ ერეკლე არ მინახავს, არამედ მის შესახებაც კი არაფერი გამიგია. საინტერესოა რატომ? რამდენჯერმე ის გოგონა დავინახე მაღაზიიდან მომავალმა კარზე როგორ აბრახუნებდა.. ვცდილობდი არ შემემჩნია , მაგრამ თვალები უნებურად გამირბოდა მისკენ. -არ გამოჩენილა?!-ერთხელ გაბედა და მკითხა. -არა. -საერთოდ არა? -გინდა შემოხვიდე?-გულმა სწრაფად ფეთქვა დაიწყო, ისე წამომცდა ეს სიტყვები არც კი გამიაზრებია, მაგრამ კარგიცაა, მეძლევა შანსი იმისა, რომ გავარკვიო რა ხდება და რას აკეთებს ერეკლე. -თუ შეიძლება, კი.. სახლის კარი ფართოდ გავაღე და შიგნით შევატარე. -ყავას ხომ დალევ? -კი, მადლობა. -თუ გინდა ყველაფერი მომიყევი, გპირდები მოგისმენ და გაგიგებ. -ასე მარტივად?! -ჰო, ასე მარტივად..მე სამზარეულოში გავალ და მანამდე დაალაგე აზრები. - თავის ფიქრებთან მარტო დავტოვე, ყავა გავუმზადე, ფუდმარტში სხვადასხვა ნამცხვრის ნაჭრები მქონდა ნაყიდი ჩემი მსუნაგობის გამო , ისინი ლამაზად დავალაგე თეფშზე და სტუმართან გავიტანე. *** -პირდაპირ მოგიყვები, არ მინდა შესავლები კარგი? მოკლედ, მე ელენე ვარ, ერეკლე 2 თვის წინ გავიცანი გამოფენაზე, ზუსტად არ მახსოვს ვისი გამოფენა იყო, იმდენად გავერთე მასთან საუბარში ნახატებისთვის ყურადღება თითქმის არც კი მიმიქცევია. ნახატს ვაკვირდებოდი, რომ მომიახლოვდა და ძალიან ჩუმად მითხრა "ლამაზი ხარ"-ო და ნახატის თვალიერება განაგრძო. მე გაოცებული ვუყურებდი და შემდეგ გამომელაპარაკა. გვქონდა ერთნაირი გემოვნება, აზრები... მალევე სიყვარულიც ამიხსნა, სამეგობრო წრე გამაცნო.. მოკლედ ძალიან დავუახლოვდი რა.. აქაც ხშირად ამოვდიოდით.. ბოლოჯერ, რომ ამომიყვანა აქ, ზუსტად ის ყელსაბამი მეკეთა, წარწერით "ელენე", იმ დღეს მაჩუქა.. მოკლედ.. მეგონა, რომ ჩვენ.. ჩვენ ვიქორწინებდით.. ჰოდა.. მოხდა.. ჩვენს შორის.. მოხდა .. ისა...- ენა დაება და ტირილი აუტყდა. -კარგი დამშვიდდი, ვსო.. არ იტირო, არ არის ასეთი ადამიანი შენი ცრემლების ღირსი.. -ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო. -დილით როგორც კი გაიღვიძა გამიცინა და მითხრა, შეგიძლია წახვიდეო.. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა.. მერე გავიაზრე. ვეკითხებოდი, ვემუდარებოდი ყველაფერი აეხსნა და მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა: "შენნაირები ამას იმსახურებენ"-ო.. მერე კი იცი რაც მოხდა.. -ვერაფერი გავიგე, რატომ გაგიკეთა ასეთი რამ.. რა მოხდა.. რა უნდოდა? -არვიცი.. -ისევ ცრემლები წამოცვივდა და უკვე წყლის გარეშე გამიჭირდა მისი დამშვიდება. -მისმინე ელენე, რაც იყო იყო.. ვერაფერს შეცვლი. მთავარია ხაზი გადაუსვა ამ ყველაფერს და ერეკლეს მსგავს ადამიანებს არ ენდო. ერეკლესაც შეეშვი, ნუ დაუწყებ დევნას. ხომ ხედავ?! კარგს არაფერს აკეთებს.. -ვიცი, ვიცი.. მაგრამ მიზეზი მაინტერესებს.. რატომ , რატომ? რაიმე დავაშავე?! ცუდი ვარ? -არ ხარ ცუდი, ძალიან კარგი ხარ. თვითონაა საშინელი. ამოშალე ის ორი თვე შენი ცხოვრებიდან. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ უნდა შეძლო გესმის? თუ რაიმე დაგჭირდეს შენს გვერდით ვარ.. -მადლობა, ბოდიში სახელიც კი არ მიკითხავს.. ისე შეგაწუხე პრობლემებით.. -ტატიანა მქვია. -აწი მეცოდინება-გამიღიმა. მობილური გამოვართვი და ჩემი ნომერი ჩავუწერე. *** ელენეს წასვლის შემდეგ არვიცი თავს როგორ დავატანე ძალა, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ერეკლეზე არ მეფიქრა. რა საშინელებაა, ეს ყველაფერი ხომ ამაზრზენია?! რატომ აკეთებს ამას?! რას ერჩის?! ან თავად თუ მაინც იცის რა უნდა?! ვფიქრობდი და კარზე კაკუნმაც არ დააკლო, როგორღაც გავფანტე ეს ფიქრები და ფეხების "ჩლატუნით" (ვიცი უაზრო სიტყვაა, უბრალოდ ძალიან მიყვარს :დ)გავედი შემოსასვლელში. კარი გავაღე და ფიქრების ავტორი გაცეცხლებული ამესვეტა წინ.ხელის სწრაფი მოძრაობით გამწია უკან, კარები მიიხურა და კედელზე ამაკრა. -ელენეს აქ რა უნდოდა?!- ჩვენი ტუჩები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ერთი არასწორი ბგერაც და შეეწებებოდნენ... -გეძებდა..-უფროდაუფრო ვწითლდებოდი ვხვდებოდი.. -მერე შენ რა უთხარი?-კიდევ უფრო ახლოს მოსწია სახე და ლოყაზე სიტყვების კვალი დამატყო.. -რომ არ მინახავხარ..-ლამის კრუტუნით ამოვთქვი.. -ძალიან კარგი..-ნაზი კოცნის კვალი ლოყის ქვემოთ, ყბაზე დამამჩნია და კიდევ უფრო გამაწითლა მისმა საქციელმა.. -გთხოვ გაიწიე.. - ვედრებით წარმოვთქვი სიტყვები და სიტყვების საწინააღმდეგოდ ყელი მივუშვირე "საშინელ" ადამიანს.. ყელში კოცნის შემდეგ ჩაცინება ვიგრძენი და მთელ სხეულზე ხორკლებმა დამაყარა. თურმე რას ქვია ვნება.. გონებამ მკაცრი სიგნალები გამოსცა და ხელის კვრით მოვიშორე ერეკლე.. -ბოდიში, არ მინდოდა. თავი ვერ შევიკავე..-თავი იმართლა მაშინვე.. - გეხვერწები წადი.. -კარი გავაღე და სახლიდან გავუშვი.. ღმერთო, ეს რა იყო?! ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამას ვერა .. ახლა რა ვქნა?! მთელი ღამე კართან ვიჯექი ჩაკეცილი ფეხს ვერ ვიცვლიდი .. მთელი ღამე ერეკლეს შეხება მახსენდებოდა და ჟრუანტელი მივლიდა.. მთელი ღამე ისიც , ჩემს მსგავსად, იჯდა და მელოდა. მელოდა, როდის გავაღებდი კარს და რამეს ვიტყოდი.. მაგრამ არ შემეძლო.. ვერაფერი მოვიფიქრე.. რა უნდა მექნა აღარ ვიცოდი.. ეს ყველაფერი რას ნიშნავდა?! ნუთუ შეიძლება ასეც მოხდეს?! "მორჩა, დღეის შემდეგ, ერეკლესგან თავს შორს დავიჭერ. აღარ ვიფიქრებ.." *** ასე, იატაკზე მჯდარს ჩამეძინა.. დილით მუდმივმა მაღვიძარამ, დედამ გამაღვიძა. ამბობენ გვიან ღამით მიღებული გადაწყვეტილები გათენებისთანავე ძალას კარგავენო.. მართალია?! დედასთან საუბრის შემდეგ კარისკენ წავედი, მთელი ძალით გამოვგლიჯე ისე , რომ გარეთ არც გამიხედავს და წინ ასვეტებული "ეკეს" დანახვაზე გავშეშდი.. რა თქმა უნდა , მართალია! ერთი ნაბიჯი გადავდი და მთელი ჩემი ძალითა და ღონით ჩავეხუტე.. პ.ს აი რა მოხდება შემდეგ თავში ხვალ იხილავთ. კიდევ დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც კითხულობს, ძალიან კარგები და თბილები ხართ. მიყვარხართ, ვინც კომენტარებს წერთ , კიდევ უფრო მეტად მიყვარხრათ <3 დიდი მადლობა! პატივისცემით, "პოეტის ცოლი" ავტ: ანა ბლიაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.