ჩამკიდე ხელი (3)
დილით მხიარულად წამოდგნენ გოგონები,ლიკა ისეთი აჟიტირებული იყო ადგილზევე ცქმუტავდა და ყოველ წუთში ქალის ბაგეებს აგემოვნებდა. -შენ არც კი იცი,როგორ მაბედნიერებ,ანი,მიყვარხარ,ყველაზე,ყველაზე მეტად მიყვარხარ...ანის აბედნიერებდა ეს პატარა გოგო,თანაც როგორ.მთელი მისი ცხოვრების მანძლზე უამრავ გოგონას შეხვედრია,მაგრამ ეს პატარა გოგონა,რომლის პირველი კოცნაც კი ანის ეკუთვნის,მთლიანად ისაკუთრებს ამხელა ქალის გულს.მისი ერთი ღიმილი მთელს სამყაროდ უღირს.თანაც ისეთი საყვარელია.ახლაც ისე აღფრთოვანებული დაფრინავს ოთახიდან ოთახში,რომ ანის სურვილი უჩნდება ის ლამაზი,ღვინისფერი ტუჩები მთლად მოაჭამოს ლიკას.როგორც იქნა დილის პროცედურებს მორჩნენ და მას შემდეგ რაც ყავა მიირთვეს ძაღლთა თავშესაფრისაკენ გასწიეს.როგორც კი შენობაში შეაბიჯეს,ლიკამ ერთი ძლიერად შემოჰკრა ტაში და აკისკისებულმა ძლიერად აკოცა ანის ლოყაზე.დიდიხანს არ დასჭირვებიათ იქ ყოფნა.მალე ლიკამ ერთ საკმაოდ მოზრდილ ლეკვს დაადო თვალი,რომელსაც სახე უღიმოდა და გოგონებს თვალს არ აშორებდა. -ანი,აი ის ძაღლი,ნახე რა საყვარელია,როგორ გვიღიმის...საყვარლად მიმართა ანის გოგომ და მუქი კრემისფერი,სკმაოდ მოზრდილი ძაღლისაკენ გაახედა. -ქალბატონო,ის ძაღლი ჯერ მხოლოდ ორი დღის მოყვანილია.ჯერ მისი წაყვანა რეკომენდირებული არ არის...დაბნეული ტონით მიუგო კაცმა გოგონებს და მხრები აიჩეჩა. -რეკომენდაცია არ არის საჭირო,ის გვინდა...მტკიცედ განაცხადა ანამ და გოგონას ღიმილით გადახედა. -ანი,აი ყველაზე მეტად მიყვარხარ,ყველაზე,ყველაზე...კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას ლოყებზე ლიკამ და ჩაპასკენ გაემართა.აშკარად ცოტა დასაბანია და უკვე ულამაზესი არსება იქნება.ახლა ხომ არის და მერე წარმომიდგენია. -ბიჭია თუ გოგო?...ინტერესით იკითხა ანიმ. -მემგონი ბიჭია...სხარტად გასცა პასუხი ლიკამ და გაუღიმა. -ჩვენს ოჯახში ერთად-ერთი ბიჭია...სიცილიტ წარმოსთქვა ანიმ და მხოლოდ მაშინ გაიაზრა თავისი სიტყვები გოგონას აცრემლებულ თვალებს რომგადააწყდა. -შენ თქვი,ჩვენს ოჯახშიო ანი...ამოისრუტუნა ლიკამ და ბედნიერი ღიმილით გადახედა ქალს. -ხო ჩვენი ოჯახი,ლიკუ,ჩვენ ყველაზე სრულყოფილი ოჯახი გვაქვს და იცი რატომ?!,იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს! არა! ძალიან გვიყვარს!...ღიმილით წარმოსთქვა ბოლო სიტყვები და ხელსახოცით მოსწმინდა ლიკას ლამაზი თვალებიდან ცრემლები...კაი ახლა ნუ ტირი,თორემ ჩაპა დაგცინებს...ქალის სიტყვებზე ორივეს გაეცინა.ყველაფერი მოაგვარა ანიმ და ოც წუთში უკვე ბინაში ყავდათ ცუგრუმელა. -ნახე რა საყვარელია,სულ იცინის...ასევე სიცილით მიუგო ლიკამ ანის და ძაღლის ფერება განაგრძო. -მართალი ხარ,მეც შევამჩნიე რომ იცინის,მაგრამ ეგ სხვებს რომ ვუთხრათ უსათუოდ გიჟებად ჩაგვთვლიან...ღიმილით მიუგო ანიმ ლიკას.ჯერ აბანავეს,შემდეგ კი ცუგოსთან ერთად ისადილეს.გემრიელად მიირთმევდნენ პიცას და ზედ კოკა-კოლას აყოლებდნენ.უბედნიერესია ლიკა.ვერც კი იფიქრებდა სახლიდან წამოსვლის,უფრო სორედ სახლიდან გამოგდების შემდეგ ასეთი ბედნიერი თუ იქნებოდა.მაგრამ არცაა გასაკვირი,როცა გვერდით ისეთი ადამიანი გყავს როგორიც ანია,ყველაფერს მარტივად გადაიტან. -ლიკ,ხვალიდან სამსახურში მომიწევს გასვლა...დანანებით წარმოსთქვა მათი თანაცხოვრების ერთი კვირის თავზე ანიმ და გოგონას ყურის ბიბილოს კბილები წაატანა...მე მართლა არ მინდა მაგრამ,ხომ იცი არა როგორი უფროსი მყავს. -არაუშავს,ნუ ღელავ მე არაფერი მომივა,თან ბავშვებიც ხომ ჩემთან ერთად არიან არა?!,მათ გვერდით ვერავინ მოიწყენს...ღიმილით წარმოსთქვა ბოლო სიტყვები და თვალწინ გიგის სახე დაუდგა როდესაც მისი და ანას კოცნას შეესწრო. -მემგონი ვერც დიკოს გამოფენაზე ვერ წამოვალ...დანანებით წარმოსთქვა ანიმ. -კარგი არაუშავს,დიკო გაგიგებს.ხომ იცი როგორი უცნაურია,შეიძლება გაუხარდეს კიდეც...სიცილით დააყოლა ბოლოს და თავი უკეთესად მოაკალათა ანის მკერდზე.ეს საღამო განსაკუთრებულად ვნებიანად გაატარეს,ვინაიდან და რადგანაც შემდეგ დღეებში უფრო იშვიათად ნახავდნენ ერთმანეთს.მთელი გრძნობით ეფერებოდა ანი ლიკას სრულყოფილ სხეულს და მისი არომატით ივსებოდა.ეს პატარა გოგო აგიჟებს და ალბათ საერთოდ გადაიყვანს ჭკუიდან.როგორ შეუძლია იყოს ერთდროულას ასეთი გულუბრყვილო და ბავშვური,და ამავე დროს გამოცდილი,ვნებიანი და ველური.ამ პატარა გოგონაში ორი პიროვნება იყრის თავს და ორივე მათგანი ერთმანეთის ურთიერთსაპირისპიროა.მაგრამ სწორედ ეს უყვარს მასში ანის.დილით პატარა,გამოუცდელი და სპეტაკი გოგონაა,ღამით კი ვნებიანი ქალბატონი,რომელიც ყველაფერს ავიწყებს ანუკის.დილით ვნებიანი კოცნით გააღვიძა ლიკამ ანი. -ანუკ,დაგაგვიანდება და ბატონი ლევანი მე მცემს მერე. -აუ,ჩემი ლამაზთვალება,კიდევ ხუთი წუთიც და ავდგები...მუდარა შეინიშნებოდა ანის ხმაში. -კარგი ყავას მოგიმზადებ.შენ კი როგორც კი ადგები სააბაზანოში შედი და მოწესრიგდი,საუზმესაც მოგიმზადებ...კიდევ ერთხელ დააკვდა ქალის ბაგეებს და ფეხზე სწრაფად წამოდგა.ცოტა ხანში ანიც გამოვარდა ოთახიდან,კლასიკური სტილი საოცრად უხდებოდა მის ლამაზ სხეულს.თან ფეხსაცმელს იცვამდა თან საყურეს იკეთებდა.მერე კი ყავის ფინჯანი ერთიანად მიიყუდა,ლიკას ბაგეეგბს ვნებიანად დაეწაფა და დამაგვიანდას ძახილით დაეშვა კიბეებზე.უკან კი ლიკას კისკის გაიყოლა,რომლმაც აივნიდან ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ტრფობის ობიექტს,და შემდეგ ჭორიკანა მეზობელს შეუკურთხა რომელმაც სრულიად შეუფერებელი კომენტარი გააკეთა წყვილზე.როგორ ვერ იტანს მასგავს სიტვაციას.ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ვარდება.უწმაწურ სიტყვებს არც კი ხმარობს და გიგისაც არაერთხელ წაუთაქა თავში ასეთი საქციელის გამო,მაგრამ ეს ხალხი იძულებულს ხდის რომ მათ აგინოს.მთელი დღე უხასიათოდ დაიარებოდა ოთახიდან ოთახში.მისი უხასიათობა ჩაპამაც შენიშნა და სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა.ფილმსაც უყურეს ორივემ ერთად.ბოლოს მობეზრდა სახლში ყოფნა დაავლო ჩაპას ჯაჭვს ხელი და გარეთ გავიდა.ცოტა სუფთა ჰაერს მაინც ჩაყლაპავს.დიდხანს ისეირნეს და ბოლოს ნაყინის საჭმელად შეჩერდნენ.საღამოს დაბრუნდნენ სახლში და ის იყო უნდა ევახშმა რომ სახლში ანი შემოვიდა.ქალიხ მა რომ გაიგო,სიხარულით გაემართა კარისაკენ და ქალს ფეხსაცმლის გახდაც არ აცადა ისე ეტაკა ტუჩებზე.ანის ფაფუკ თმებში შეაცურა თავისი თლილი თითები და კოცნა უფრო გააღრმავა.რა ქნას უკვე ვეღარ უძლებს უმისობას.იმდენად მიეჩვია მასთან დილიდან საღამომდე განცხრომაში ყოფნას რომ მთელი დღე სამყაროში ერთადერთ ადამიანად მიაჩნდა თავი.ახლა კი უჭირს თავის შეკავება,მაშინ როცა როგორც იქნა თავისთან ახლოს დაიგულა ტრფობის ობიექტი. -კარგი,პატარავ,კარგი თორემ ასე გავიგუდები...სიცილით უთხრა ანიმ ლიკას და ამჯერად თავად წაეტანა გოგონას კისერს....ასე ძალიან მოგენატრე?...ჰკითხა ბოლოს,როგორც კი ასე თუ ისე ერთმანეთის მოისიყვარულეს. -და შენ არ მოგენატრე?...ჰკითხა ანის ლიკამ და მისი პასუხის მოლოდინში გაინაბა. -ისე როგორც არასოდეს არვინ მომნატრებია,ჩემო ლამაზთვალება,მიყვარხარ ლიკუ,ჩემი პატარა ხარ შენ...კიდევ ერთხელ ვნებიანად აკოცა გოგოს და მის მინაბულ თვალებზე ჩაეღიმა...იცი სამსახურში ახალი გოგონები არიან,ერთერთი მათგანი,ევა,ისეთი სექსუალური კინაღამ პირი დავაღე როცა დავინახე...ეშმაკურად აცნო ახალი ამბავი ლიკას,თან მალულად ჩატეხა ტუჩის ხუთხე. -მართლა?,ესეიგი ძალიან სექსუალურია არა?!...იკითხა გაბრაზებულმა,მაგრამ ხმაში მაინც იგრძნობოდა ეშმაკური ჩანაფიქრის ტონი.ღიმილითაც ოდნავ შეფარულად ჩაიცინა...და იმ ევას შეუძლია ასე გასიამოვნოს?...სავარძელზე მოკალათებულ,მომღიმარ გოგონას მიუახლოვდა და სველი კოცნა დაუტოვა ჯერ ყურის ძირში,შემდეგ კი კისერში.ბოლოს ბაგეებსაც მიადგა და კბილებს შორის მოაქცია ისინი.ხელი ფრთხილად შეუცურა პერანგის ქვეშ და მისი წელის შესწავლა დაიწყო.მოხერხებულად დაიწყო ცალი ხელით ღილების შეხსნა და ბაგეებით ტკბობა არ შეუწყვეტია.მარტივი და სწრაფი მოძრაობით ბაგეებიდან მკერდზე გადაინაცვლა და ფაქიზად დაუწყო მოფერება...აი რა განსხვავებაა დილის ლიკას და საღამოს ვნებიან ლიკას შორის.ამ პატარა გოგონამ მთლიანად მოსწყვიტა სამყაროს ანუკი. -მართალი ხარ,ევას ასე არ შეუძლია,შენ საუკეთესო ხარ,შეუდარებელი,ჩემი პატარა,ჩემი ლამაზთვალება...საალერსო სიტყვების კორიანტელი და გოგონათა სიმოვნების წამოძახილებით დაირღვა ოთახში გამეფებული სიჩუმე.ამ შემთხვევაში სხვა ვინმე ნამდვილად ზედმეტია.ჩაპაც კი მიხვდა ამას და სამზარეულოში გაიძურწა.შეიძლება ეს იმიტომაც გააკეთა რომ ლიკას სამზარეულოს მაგიდაზე ძეხვის საკმაოდ დიდი ნაჭერი დარჩა.მაგრამ ხომ გავიდა არა?...ცოტა ხანი კიდევ ტკბებოდნენ გოგონები ერთმანეთით,მერე ერთმანეთს დღის ამბები გამოკითხეს და სავახშმოდ გავიდნენ სამზარეულოში.სამწუხაროდ ვახშმობა ძეხვის გარეშე მოუწიათ,ჩაპას კი ტკბილად ეძინა მისთვის განკუთვნილ ბალიშების საწოლზე.სარამოს რომატიულ მელოდრამას უყურეს და ტკბილ ძილს მიეცნენ.დილით ორივე გასასვლელია.ანი სამსახურში უნდა წავიდეს,რაც შეეხება ლიკას დიანას გამოფენას ესტუმრება და ხელოვნების სამყაროში იმოგზაურებს.დღესაც ლიკა ადგა ადრე,მოწესრიგდა და საუზმე მოამზადა,არც ყავა დავიწყებია,მხოლოდ მას შემდეგ გააღვიძა ანი და ახალგაღვიძებულს გამობურცულ ბაგეებზე აკოცა. -რას აკეთებ ლიკუ,ჯერ კბილებიც კი არ გამიხეხავს...ამოიზმუვლა გოგონამ და წარბები შეკრა. -გინდა დღესაც დაგაგვიანდეს სამსახურში?,იცოდე უფროსი რომ მოგკლავს ევას თვალში შერცხვები...უთხრა ეშმაკურად და კიდევ ერთხელ აკოცა ანის. -ერთი მაგათი დედაც...ამოიბურტყუნა და გვერდი იცვალა. -ასე არა?...თავისთვის ჩაილაპარაკა ლიკამ და ხმამაღლა დაიძახა ჩაპას სახელი.ძაღლიც წამში საწოლზე იყო შემხტარი და გაოცებულ ანის სახელს საყვარლად ულოკავდა.მის უკან კი ლიკა კისკისებდა,და სადაც იყო გონებას დაკარგავდა. -ასე არა?!მოდი აქ...სწრაფად დააგდო ისიც საწოლზე და მსუბუქად შეუღიტინა გვერდებში.კისკისებდა და კისკისებდა ლიკა.მისი კისკისი კი ანის მთელ მსოფლიოს ერჩივნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.