გატაცება. თავი 7.
ჯანდაბა! საკუთარ ბედს ვიწყევლი! გაქცევა მინდოდა? არაფერი გამოვიდა. სიკვდილი მინდოდა? არაფერი გამოვიდა. რაც არ უნდა მინდოდეს, არაფერი გამოდის. ეს მაგიჟებს! -როგორც ხედავთ მოვიყვანე.-თქვა პოლიციელმა და მანქანასთან ერთად დავდექით წრეზე. ულვაშიანს ხელით ვეჭირე, მაგრამ ალბათ რომც გავეშვი აღარ გავიქცეოდი. ყველაფერი ამაო იყო, სისულელე. -აი ეს 5 000 და დარჩენილს მალე მიიღებ.-თქვა ულვაშიანმა და ბიჭს ანიშნა ფული მიეცა. ეს ბიჭი ალბათ ერთ-ერთი ნიღბიანი იყო რომელიც აქეთ-იქეთ მატარებდა. ახლა ნიღაბი არცერთს ეკეთა. ბიჭმა პოლიციელს თანხა კონვერტით გადასცა. -ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ-თქვა პოლიციელმა. -მართალი ხარ, მაგრამ არც რაიმეზე შევთანხმებულვართ. ფულის დაკარგვის გეშინია? სად წავალთ? შენ ისედაც გეცოდინება სად გვყავს გოგონები.არ გადაგაგდებთ, ჩვენ სიტყვას ვასრულებთ.-თქვა ულვაშიანმა და ფურგონისკენ წამიყვანა. გავყევი. -და როდის შეძლებთ დანარჩენის მოცემას?-გამოგვძახა პოლიციელმა. -1 კვირაში. -უთხრა ულვაშიანმა და ფურგონში ჩამაჯინა. პოლიციელს გამოვხედე და სანამ ულვაშიანი კარებს დაკეტავდა დავუძახე: -ამისთვის აუცილებლად დაისჯებით. შეიძლება თქვენნაირების ხელში ამ ქვეყანაზე სამართალი არ არის, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად დაისჯებით, ყველაფერზე პასუხს აგებთ!-ვთქვი და ულვაშიანმა თან კარებიც დაკეტა. თვითონაც ჩემს წინ დაჯდა და დავიძარით. ველოდები როდის მცემენ, როდის მიყვირებენ... არ ვიცი, რაღაცას ველოდები, თუმცა არაფერი ხდება. -ლადო სად არის?-ვკითხე ულვაშიანს. უკვე აღარც მისი მეშინოდა. -თუ ლაპარაკს დაიწყებ პირს აგიკრავ! გასაგებია?! -მიპასუხა ულვაშიანმა. გავჩუმდი და ვფიქრობ იმაზე რა მომელის. იმაზეც ვფიქრობ ნიკა და გიორგი უკვე წამოსულები იქნებოდნენ ბათუმში. მე კი ვერც დავურეკე და ვეღარც ვნახავ მათ. ვერ მიპოვიან. აწი აზრი აღარ ჰქონდა. აღარაფერს ჰქონდა აზრი. -კარგად ისეირნე? -თქვა ულვაშიანმა. მე მომშტერებოდა, თითქოს ეშინოდა კიდევ არ გავსხლტომოდი სადმე. არაფერი მიპასუხია. გზას ვუყურებდი და ვცდილობდი რაიმე დამემახსოვრებინა. იქნებ კიდევ მქონოდა შანსი გაქცევის. ან იქნებ ცოტაც და ჩემს მოკვლას აპირებდნენ... მეშინოდა? სულაც არა. არაფრის მეშინოდა. მთავარია მალე მოვეკალი და უმტკივნეულოდ. -დალიე, ალბათ გწყურია. -თქვა ულვაშიანმა და ბოთლით წყალი გამომიწოდა. -თქვენი აზრით, იმდენად სულელი ვარ, რომ დაგიჯეროთ და დავლიო? -გავიკვირვე მე. -არ ვიცი. ხაარ??-ცინიკურად გაიკვირვა კაცმაც. -აცადე მამა, იმატრაკვეცოს.-საჭესთან მჯდარმა ბიჭმა გამოსძახა კაცს. როგორც ჩანს თამაშში მთელი ოჯახია ჩართული.ალბათ ლადოც ამ კაცის შვილი იყო და ამ ბიჭის ძმა. ხმა არ გამიცია. ჩუმად ვიყავი. -თავს სუსტად გრძნობ?-მკითხა ულვაშიანმა. გაკვირვებულმა გავხედე. ის ჩემით დაინტერესდა და მე ამან გამაკვირვა. რათქმაუნდა სუსტად ვიყავი, მაგრამ არ ვიმჩნევდი და არც თქმას ვაპირებდი. -არა.-ვთქვი ჩუმად და წინ გზას გავხედე. მანქანა ნელა მიდიოდა, წვიმის წვეთებს მინაზე ახეთქებდა. საშინლად მციოდა რადგან თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი. კანკალმა ამიტანა. ტელეფონის ხმა გაისმა. ულვაშიანმა მანტოს ჯიბიდან ამოიღო და დახედა. -რა იყო?-იკითხა როცა ტელეფონი აიღო.-მალე მოვალთ. უკვე ყველაფერი მოგვარდა. ჩვენთანაა.-თქვა კაცმა.მერე ცოტა ხნით ტელეფონში მოლაპარაკე ხმას უსმენდა და გათიშა. -ლადო იყო?-ვიკითხე მე. -ნახე უკვე როგორ ცნობს...-ჩაიცინა საჭესთან ბიჭმა. -კი ლადო იყო. -თქვა ულვაშიანმა სერიოზულად. -სწორედ მასთან მიგვყავხარ შენ. ამას არ გავაკეთებდი, რომ არა მასთან დადებული ერთგვარი ხელშეკრულება. ეს რომ არა შენ ეხლავე მკვდარი იქნებოდი.-თქვა კაცმა და გაჩუმდა.-შეგიძლია წყალი დალიო. დღეიდან შენზე ლადო იმეთვალყურევებს. ასე რომ შეთანხმების გამო მე ვერაფერს დაგიშავებ და შესაბამისად, არც რაიმეს გიწყობ უბრალო წყალით. -მომეცით. -ვთქვი და ხელი გავუწიე. კაცმა ბოთლი მომაწოდა. მე წყალი ბოლომდე გამოვცვალე და კაცს შევხედე.-დაე თუ რამე მომივა მომივიდეს. მაინც არ გენდობით.დავაყოლე მე და ბოთლი გვერდით მოვისროლე. ისევ გზას გავხედე. ხელები მტკიოდა რომელზეც ნაკერები სულ ახალი დადებული მქონდა. არაფერს ვიმჩნევდი.მინდოდა უშიშარი გამოვჩენილიყავი და სულ არ ვიმჩნევდი კაცის თვალებსაც რომელიც მე მიმზერდა. -უშიშარი ხარ...-თქვა თითქოს თავისთვის. -შესაძლოა-ვთქვი მე ისე რომ მისთვის არც შემიხედავს. -რისი გეშინია? -არაფრის. -ვთქვი ცივად. -ყველას ეშინია რაღაცის...-მხრები აიჩეჩა კაცმა.. -ჰო შეიძლება... -ვთქვი და ისევ გავჩუმდი. მართლა არაფრის მეშინოდა, ან კი რა უნდა ყოფილიყო, ყველაფრის შემდეგ რაც იყო, საშიში??? ბიჭი მანქანას მართავდა და მე უხმოდ ვიჯექი ადგილზე. ულვაშიანი ისევ მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. ბიჭმა ჩაბნელებულ ადგილას გადაუხვია. უკვე ვეღარაფერს ვხედავდი. ვეღარც შენობებს, მანქანებს... მხოლოდ ხეები და მანქანის ფარების შუქზე გამოსახული გზა ჩანდა. შემდეგ შენობაც გამოჩნდა. ბიჭმა მანქანა გააჩერა და მე და ულვაშიანი მანქანიდან ჩამოვედით. შენობაში შევედით და აი ისიც. კეთილი იყოს ჩემი ჯოჯოხეთში დაბრუნება. ოდნავ ჩაბნელებულ კორიდორებს მივყვებოდით. მე წინ, ულვაშიანი უკან. ბევრი გადავუხვიეთ გადმოვუხხვიეთ და ერთ-ერთ კარებსაც ავეტუზეთ ბოლოს. ულვაშიანმა კარები გაღო და შედიო მითხრა. ისევ კამერების ოთახში ვარ, სადაც ზურგით ისევ ლადო ზის. კარების ხმაზე მობრუნდა და ჩემს დანახვაზე ფეხზდე წამოდგა. ველი გალანძღვას, ყვირილს, ცემას, მაგრამ ჩახუტებას არა. ლადომ მაგრად მომხვია ხელები და მანიშნა მეც გამომეჩინა მცირედი სითბო მისდამი. ულვაშიანმა კარები დაკეტა. გაშეშებული ვდგავარ და ველოდები როდის გამიშვებს ხელს, რადგან შეწინააღმდეგებას ვერ ვბედავ განვითარებული მოვლენების გამო. - როგორ შემაშინე? -თქვა ჩუმად და მისი ცხვირი ჩემს კისერში ჩაყო. -ხელი გამიშვი!-ვთქვი როცა დავრწმუნდი რომ არაფერი მემუქრებოდა. გაბრაზებას არ აპირებდა, არც ყვირილს და ცემას მითუმეტეს. ამიტომაც გავთამამდი. -კმაყოფილი ხარ? უკან დამაბრუნე... კმაყოფილი ხარ?- ვიყვირე მე. -ახლა შენ არ უნდა იყო გაბრაზებული. -თქვა ლადომ და უკან დაიხია. ისე იდგა გეგონებოდათ არც სუნთქავსო. იდგა და მომშტერებოდა მისი შავი თვალებით მკაცრად. მაინც არ მეშინოდა. მისი არ მეშინოდა. -მინდა რომ თავი დამანებო!! არ მინდა შენი დანახვა!! ზედმეტად ნუ მეკარები!! გასაგებია?-ვიყვირე მე. ლადომ მკლავებში ხელი ჩამავლო. სკამისკენ წამიყვანა სწრაფად და დამაგდო. ხელები სახელურებზე დააყრდნო და მომიახლოვდა. -ეხლა კარგად მომისმინე. დღეიდან ისე იქნება როგორც ვიტყვი. დღეიდან ზედმეტს არ ილაპარაკებ. ზედმეტად არც გაინძრევი. ხომ არ გგონია რაც გააკეთე იმაზე არაფერს ვამბობ და არც გეტყვი?? -რა უნდა მითხრა? რომ გავიქეცი დავაშავე რამე არა?? -დიახაც! -და ვინ არ გაიქცეოდა ამ წყეული ადგილიდან?? -შენ ვენები გადაიჭერი ნია!! -ამაზე ნაკლებს რას აკეთებთ აქ?!-ვიყვირე ბოლო ხმაზე. -მე გითხარი შენ არაფერი მოგივათქო! და შენ შენს ჭკუაზე უნდა გააკეთო ყველაფერი! -დიახ! ასეა! შენ არ დაგემორჩილები! მე ვარ ჩემი თავის პატრონი და შენ არავინ ხარ! და არც არასდროს იქნები! -გაჩუმდი! მაინც ისე იქნება როგორც ვიტყვი! -მართალი ხარ. ჩემს ყველა საქციელს ეტყობა რომ გიჯერებ.-ვთქვი ცინიკურად. -დამიჯერებ! გაიძულებ რომ დამიჯერო!-თქვა მკაცრად. -არასდროს დაგიჯერებ! მირჩევნია მომკლა.-ვთქვი გესლიანად.ლადო გაჩუმდა, უკან დაიხია და ნაწყენმა ამოიხვნეშა.ალბათ მიხვდა ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა. გამცილდა და ეკრანს ახედა. -მე შენს გამო ჩავეფლე ამ ნაგავში.-თქვა ჩუმად. -მეც შენს გამო ჩავეფლე ამ ნაგავში.-გავიმეორე მისი სიტყვები. ლადოს არაფერი უპასუხია. იდგა და ეკრანს მიჩერებოდა. წამოვდექი და მეც ეკრანებს შევხედე. იქნებ რამე ახალი გამეგო. -სუსტად ხომ არ ხარ? დაისვენებ? -მკითხა ლადომ. -არაფერი მინდა. შენი არაფერი მინდა. -ბოლოს ეგ რომ მითხარი კინაღამ მოკვდი. მოდი დაისვენე. წავიდეთ. -არსად არ მინდა წასვლა. ვერ გაიგე? -ვთქვი უხეშად. -კარგი მაშინ დაჯექი მაინც. ჯერ კიდევ სუსტად ხარ.-თქვა ლადომ თბილად. 1წუთში მოლბა. სკამი მომიწია და დაჯექიო მანიშნა. არ დავმჯდარვარ. ეკრანებს ვუყურებდი ახალი არაფერი იყო... ლადოც იგივეს აკეთებდა. მეტი ხმა არ გაუცია ჩემთვის და არც მე მითქვამს რაიმე. მერე დავიღალე. მართლა სუსტად ვიყავი, უბრალოდ არ ვიმჩნევდი. რომ ვეღარ გავძელი, სკამზე ჩამოვჯექი. დაღლილობისგან ჩამეძინა. ... ჩემს აყროლებულ მატრასზე გავიღვიძე. ჩემს ოთახში ვიყავი. წამოვდექი და ოთახი მოვათვალიერე. ოთახში არაფერი იყო,მაგრამ ახალი რაც შევამჩნიე კამერა იყო. როდის მოასწრეს დაგება? თანაც პირდაპირ ჩემს საწოლს უყურებდა. ავდექი და აბაზანაში გავედი. ყველაფერი მოვათვალიერე იქაც ვეძებდი კამერას. ისევ ვერაფერი ვიპოვე. "თუ რამეს დავგეგმავ მალულად, აქ შეიძლება."-გავიფიქრე მე და ისევ ოთახში გავედი. საწოლზე დავჯექი და კამერას ავხედე. დიდხანს ვუყურებდი და ვფიქრობდი ნეტავ ამ კამერას ტელევიზორშიც თუ აჩვენებდნენ? ან რაღაც საიტზე ინტერნეტში? იქნებ გაიგეს უკვე რომ დამიჭირეს. მაგრამ ისინი ბათუმში იქნებიან. იმედი მომეცა რომ შესაძლოა ვინმემ გვიპოვოს. ნიკა და გიორგიც მეძებდნენ ალბათ. პოლიციაში თუ ოტყოდნენ, რომ ბათუმში ვართ არავინ დაეხმარებოდა. ნეტავ ცოდნოდათ რომ ამ ყველაფერში პოლიციაც იყო გარეული. დროს აღარ დაკარგავდნენ და თვითონ მომძებნიდნენ... ოთახის კარები გაიღო და ფიქრი გამაწყვეტინეს. გავიხედე და ოთახში ლადო შემოვიდა. -თავს დამანებებ?-ამოვიხვნეშე მე. ლადომ არ შეიმჩნია ჩემი ნათქვამი. -იცი? გუშინ მე გადმოგიყვანე აქ. მთელი 1 დღე გეძინა. დილის 10 იყო რომ ჩაგეძინა გუშინ. -დიდი მადლობა-ვთქვი მკვახედ.-და ეხლა რომელი საათია?? -ეხლა 12.-თქვა მან. -ფრიად სასიამოვნოა.-ვთქვი ცინიკურად.-და რა გინდა?? -ვიფიქრე სუფთა ჰაერზე გაგიყვანდი. -მოწყალება არ მჭირდება. -მოწყალება არ არის. შენთვის უკეთესიც იქნება. -არ მინდა! -მე მინდა!-თქვა მკაცრად და ჩემთან მოვიდა და წამომაყენა. -ძალით წამიყვან? -თუ დამჭირდა კი! -ხოდა ჩათვალე გჭირდება. მე არ მოვდივარ!! -კარგი.-ლადომ ჩემი მუხლებისკენ დაიხარა. ხელები ჩამავლო და ბეჭზე გადამიკიდა. -ეხლავე დამსვი თორემ თავს გაგიტეხავ!!-ვიყვირე მე. ზურგზე დავუწყე ხელების რტყმევა მაგრამ აზრი არ ქონდა.კორიდორში გამათრია ბევრი მატარა და ბოლოს გასასვლელის კარებთან დამსვა. -თუ გგონია ამით თავს შემაყვარებ ძალიან ცდები!!-ვიყვირე მე. არაფერი უპასუხია, ჯიბიდან ბორკილი ამოიღო. ერთი თვითონ გაიკეთა, მეორე მე გამიკეთა. -ჩვენ რა ფილმში ვართ?-ირონიულად ავღნიშნე მე. -არა. წავედით. -თქვა და გარეთ გავედით. ნამდვილად მიტოვებულ ადგილას ვიყავით. პირდაპირი მნიშვნელობით არა. უბრალოდ ირგვლივ ხეების მეტი არაფერი იყო. ხეებს შორის პატარა ბილიკი გამოყოფილიყო მანქანის ბორბლებით და სულ ეს იყო. უკან უზარმაზარი შენობა. -სად ვართ?-ვიკითხე მე. -სადღაც. -რას ვაკეთებთ? -ვსეირნობთ ნია! -შეიძლება ანუ კითხვები დაგისვა არა?? -ვთქვი მე და გავხედე. როგორც ყოველთვის მშვიდი იყო. -ისეთს თუ დამისვამ რაზეც პასუხს ვერ გამცემ, იცოდე არ გიპასუხებ. -მაწყობს, მაგ ყველაფერს მაინც ჩემით გავარკვევ.-ჩავიცინე მე. ლადოს გაეცინა. -ეჭვიც არ მეპარება რომ მაგას გააკეთებ. -რა მოელის გოგონებს?-ვტკიცე პირველი კითხვა. -ერთის გარდა ყველას სიკვდილი. რით ვერ გაიგე ეს თამაშია. -მე? -შენ მასში აღარ მონაწილეობ. უკვე ოფიციალურად მკვდარი ხარ. გამოგაცხადეთ კიდეც. -რა? როდის? -ჯერ კიდევ სანამ გაიქცეოდი.-თქვა ლადომ. დავფიქრდი. თუ მანამდე მკვდრად გამომაცხადა, მე ხომ ნიკას ველაპარაკე რამოდენიმე საათის შემდეგ? არ დაიჯერებდა!! მიხვდებოდა რაშიც იყო საქმე. გადავწყვიტე ეს ლადოსთვის არ მეთქვა. არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა, მე კი არ მინდოდა ჩემი ძებნის იმედი დაეკარგა გიორგის, არც მე მინდოდა. -ამ ყველაფერში პოლიციაც გარეულია არა? -კი. მაგრამ მხოლოდ ერთი საპატრულო. -და მე მაინც და მაინც იმ საპატრულოში მოვხვდი არა?? -ხო. არ გაგიმართლა.თანაც როგორ იფიქრე, რომ ჩვენ არ გავითვალისწინებდით გაქცევის შანს და იმას რომ პოლიციას გააგებინებდი ყველაფერს?? რათქმაუნდა ეს გაქცევამდე მოგვარდა ნია. -აწი თუ გავიქცევი მეცოდინება რომ პოლიციასთან არ უნდა მივიდე.-ვთქვი ირონიულად მე. ლადომ გამომხედა. -შემდეგი ნამდვილად არ იქნება ნია! ოთახში კამერა ნახე არა? -კი ვნახე. ასე მხოლოდ მე მაკვირდებით ხო? -კი, რადგან ერთადერთი ხარ ვინც გაქცევა მოიფიქრა. სხვებმა ვერც გაბედეს. ისე რაღაც მხრივ შენი ასეთი ხასიათი მომწონს.-თქვა ლადომ და გაჩუმდა. გზას მივყვებოდით. უბრალოდ ვსეირნობდით. მიწას ჯერ კიდევ ეტყობოდა წვიმის კვალი. ამჯერად კარგი ამინდი იყო. მზიანი ამინდი. სიცივე კი მაინც იგრძნობოდა. მე ისევ სპორტიულები მეცვა, რაც პირველ თამაშზე დაგვირიგეს. გაჭუჭყიანებულიყო, მაგრამ ამას ვინ დაეძებდა საერთოდ? უბრალოდ სიცივემ ამიტანა. ლადოს კი თბილად ეცვა. გრძელი შავი მანტო ეცვა. ბორკილებიანი ხელი გადმოყოფილი გვქონდა ორივეს ჯიბიდან. მეორე, თავისუფალ ხელს კი ჩვენსავე ჯიბეებში ვმალავდით. ხელის კანკალით რომ მიხვდა, რომ მციოდა, გაჩერდა. -გცივა? -არა საიდან მოიტანე-ისევ ირონიულად ვაგრძელებდი ლაპარაკს. -აქამდე არ მიფიქრია, თორემ ამ მანტოს მოგაფარებდი. -თქვა ლადომ და ბორკილებიანი ხელი აწია რომ უთქმელად ეთქვა, ამ ბორკილების გამო ვერ გაიხდიდა. -მერე და გახსენი ბორკილი და მომაფარე. არსად გავიქცევი არ იდარდო.-ვთქვი მე და ირგვლივ გავიხედე.-გასაქცევი არსადაა. თანაც დამიჭერ-ლადომ ერთხანს იფიქრა და შემდეგ ჯიბიდან პატარა გასაღები ამოიღო. ჯერ თავისუფალი ხელიდან გაიხადა მანტო, შემდეგ გასაღებით თავისი ხელის ბორკილი გააღო და ჩემი დაიჭირა. მეორე ხელიდანაც გაიძრო მანტო და ბორკილი ისევ ხელზე დაიმაგრა. -ისე ბორკილი უხეშია ხელზე. პირდაპირ ყელზე გამოგება საყელური და ძაღლივით მატარებდი. სხვა სტატუსი მაინც არ მაქვს. -დავძინე მე. -ასე არ არის. ჩემთვის, თუ ვერ შეამჩნიე, ბევრს ნიშნავ.-თქვა და მანტო მომახურა. -ხო ამიტომაც მაწამებ ასე ცხოვრებით არა? ლადომ არაფერი მითხრა. გზა გავაგრძელეთ. -ასე როდემდე უნდა ვიყო? -ეგ შენი მორიგი კითხვაა?? -დიახ. -არ ვიცი. მოვიფიქრებ რამეს. -ამ კაცის და ბიჭის რა ხარ? ისინი ვიცი რომ მამა-შვილი არიან. -ეგ საიდან იცი??-გაიკვირვა ლადომ. -მათი ლაპარაკიდან გავიგე გუშინ. -ჩემი მეგობარია გოგა. -აჰა, ესეიგი მას გოგა ქვია... ლადოს ტელეფონი აწკრიალდა. -გისმენ... კარგი, მოვდივარ. -თქვა ლადომ და ყურმილი დაკიდა. -რაო გიძახებენ?-ჩავიცინე მე. -ჰო. უკან უნდა დავბრუნდეთ. სხვა დროს გავაგრძელოთ.-თქვა და ლოყაზე მიჩქმიტა. -და რაუნდა გააკეთო ეხლა იქ? -ჩვენ მორიგეობით ვუყურებთ გოგონებს. ისინი მთავარ ოთახში არიან. ცალკე ოთახებში არ გაგვყავს, რადგან პირდაპირ ეთერში უყურებს ხალხი და ასე უკეთესია. ჩემი ცვლა დამთავრებულია, მაგრამ გოგას რაღაც საქმე აქვს და მის მაგივრად უნდა ვიმორიგევო.-თქვა ლადომ და უკან სვლაზე ფეხი აუჩქარა. -რამდენჯერ ხარ მორიგე?-ვიკითხე მე... -რატომ მეკითხები? -რა დღეებში გეცლება მაინტერესებს რომ კიდევ გამოვიდეთ გარეთ. ძალიან სასიამოვნოა სუფთა ჰაერი იმ სიბინძურის შემდეგ.-ვთქვი მე. სინამდვილეში კი მოვატყუე. მინდოდა მეტი გამეგო, რომ ისევ მომეფიქრებინა აქედან გაქცევის გეგმა, რადგან ეხლა ძალიან ბევრი ვნახე და ძალიან ბევრი ვიცოდი. -კვირაში სამჯერ. მართლა მოგეწონა? ნია ჩემთან მოგეწონა?-მკითხა ლადომ და შეჩერდა. მიყურებდა და პასუხს ელოდა. -ნურაფერს ელოდები.-ვუპასუხე ცივად რომ არაფერი შემმჩნეოდა. -არაფერს დაგაძალებ, მაგრამ უნდა დაიმახსოვრო რომ ჩემგან ვერ წახვალ. -მაინც ძალადობა გამოდის -ვთქვი მე. -კარგი ნია წავიდეთ. უნდა დაისვენო. დიდხანს ფეხზე ნუ იდგები. -მაინც ჩემს ოთახში დასვენების დიდი საშუალებაა...-ჩავიცინე მე. -გინდა? ჩემს ოთახში დაიძინე. ტელევიზორიც მაქვს, სითბოც და საჭმელიც. -დიდი მადლობა მირჩევნია გავიყინო და შიმშილით მოვკვდე.-ვთქვი მე და ლადოს მოვექაჩე რომ წავსულიყავით. ლადომ ფეხი გაანძრია და შენობისკენ წავედით. არ მინდოდა მზის სხივებთან დამშვიდობება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ან კი აქედან რომ წავსულიყავი რა მომავალი მქონდა?რას ველოდებოდი?? გიორგიმაც არ მიპასუხა. უნდოდა კი ჩემი დაბრუნება? შენობაში შევედით და კამერების ოთახში წავედით. ლადომ მხოლოდ მაშინ მომხსნა ბორკილი როცა კამერების ოთახში შევედით. მე სკამზე მოვკალათდი. გოგა უკვე წასული იყო. ლადოც მთავარ სკამზე მოკალათდა და გოგონების დაკვირვება დაიწყო. მეც ვაკვირდებოდი გოგონებს. ლინდას ვეძებდი. კუთხეში მარტო იჯდა და არავის ელაპარაკებდა. თავი მუხლებში ჩაერგო და არ ინძრეოდა. -ბოლოს როდის ჭამეს?-ვიკითხე მე, რადგან ძალიან მეცოდებოდა ლინდა. არამარტო ლინდა. ყველა გოგონა, ვიცნობდი თუ არ ვიცნობდი მას. -არ ვიცი. გუშინ შეიტანა მგონი საჭმელი გოგამ. -გთხოვ დღესაც ვაჭამოთ. შეუტანე რაიმე გთხოვ.-ლადომ გაკვირვებულმა გამომხედა. -არ შემიძლია. -გთხოვ ვინ რას გაიგებს?? -ნუ მთხოვ ნია. არ შემიძლია. -ვინ რას გაიგებს? აქ ჩვენს მეტი არავინაა. ლადო შეყოყმანდა და ამოიხვნეშა. -არამგონია შენ ჭკვიანად მოიქცე, რომ დაგტოვო. -გპირდები. თუ გინდა ისევ რაიმეზე მიმაბი.-გავიცინე მე. ლადომ ამოიხვნეშა. -წამოდი. -მითხრა და ოთახიდან გავედით. -სად მიგყავარ? -ჩემს ოთახში. -იქ რა მინდა? -მხოლოდ იქ ვერ გააფუჭებ ვერაფერს.-თქვა და გაეცინა. -რა სისულელეა. რომ მდომოდა აქამდეც გავაფუჭებდი რამეს. -აქ დამელოდე.-თქვა და ერთ-ერთი ოთახის კარები გააღო. შუქი გარედან აანთო და შიგნით შემიყვანა. -მალე დავბრუნდები. არაფერი გააფუჭო.-მითხრა და კარები ჩაკეტა. ოთახში მარტო დავრჩი... ოთახი კეთილმოწყობილი იყო. ფუმფულა საწოლი, ტელევიზორი, გამათბობელი, მკვეთრი შუქი, და პატარა სამზარეულო, პატარა მაცივარით. მაინც რამხელა იყო ეს შენობა? მაინც რამდენ ოთახს იტევდა ის? პირველი რაც გავაკეთე ტელევიზორი ჩავრთე და არხებს გადავყევი. საინფორმაციოს ვეძებდი იქნებ რამე ახალი გამეგო. ტელევიზორში არაფერი იყო და სამზარეულოში გავედი. მაცივარი გამოვაღე და ლუდის ბოთლები დავინახე ჩამწკრივებული, ცოტაოდენი ბოსტნეული და სოსისიც. საყინულეში ქათმის ბარკლები. ეხლა კარადების დათვალიერება დავიწყე. პურიც ვიპოვე, საპურედან ამოვიღე და ჩამოვტეხე. ძალიან მშიოდა... ცარიელი პურის ჭამა დავიწყე. ტელევიზორთან გავედი და საწოლზე ჩამოვჯექი. შემცივდა. ეხლა კარმა ჩავრთე. ნამდვილად კომფორტი ჰქონდა ლადოს ოთახში. ჩვეულებრივი 2 პატარა ოთახი ჰქონდა. მაგრამ მე რას ვაკეთებდი აქ? ნუთუ მისგან ეს ყველაფერი უნდა ამეღო? პურს დავხედე და ლუკმა მძიმედ გადავყლაპე. სხვა გოგონებს როგორ შიოდათ ალბათ, მე კი ამ კომფორტში ვიყავი. ამტკივდებოდა თუ არა რამე იმწუთას ლადო მომირბენინებდა საჭმელს, წამლებს, თბილ ადიელას. და მათ რა ჰქონდათ? არაფერი. თანაც მე უკვე სიცოცხლე დავიზღვიე, არაფერი მემუქრებოდა. გოგონებიდან კი მხოლოდ 1 გადარჩებოდა. რა ნამუსით უნდა მეცხოვრა თუნდაც ლადოსთან ტყვეობაში, თუნდაც აქედან გაღწევის შემთხვევაში?როგორ უნდა გამეგრძელებინა ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება? რამხელა დაღი დამედო ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი. ალბათ ის კუნთმაგარი გოგო მართალი იყო. შეიძლება არ ვიყავი ამ მკვლელებთან ერთად, მაგრამ უკვე ვხდებოდი მათიანი. და რა ჩემი ბრალი იყო?? (ჩემს თავში წინააღმდეგობას ვუწევდი ყველა ჩემს ფიქრს.) განა მე ავირჩიე ასეთი ცხოვრება? განა ლადოს რაიმეს საბაბი მივეცი?? ან იქნებ მივეცი? პური სამზარეულოში გავიტანე. აღარც მისი ჭამის სურვილი მქონდა. არ შემერგებოდა. არ ვიქცეოდი სწორად უკან დავბრუნდი და საწოლზე დავჯექი. "აუცილებლად უნდა გავიდე აქედან"-გავიფიქრე მე. "აუცილებლად გავარკვევ ყველაფერს და თუ შევძლებ გოგონებს გადავარჩენ. ლადოს თავს მოვაჩვენებ თითქოს მაინტერესებს. ყველაფერზე დავთანხმდები ზედმეტობის გარდა. გავარკვევ რა დღეებში მორიგეობს მარტო რომ შევძლო რაიმეს გაკეთება, იქნებ სადმე ტელეფონია? ან გოგონებს საჭმელი მაინც რომ წავუღო ესეც კარგი იქნება. თანაც იოლად დავითანხმე ლადო საჭმლის გატანაზე დღეს. იქნებ და რომ შეხედოს რომ მის მხარეს გადავედი უფრო მეტ რამეზე დამეთანხმოს? აუცილებლად უნდა ვცადო. იქნებ და რამე გამომივიდეს"-ვფიქრობდი მე და კედლებს მივშტერებოდი. სხეული გამითბა, ჩემმა კანმა ფერი მიიღო რაც კარგა ხანია სიცივის გამო არ მქონდა. თანაც გუშინ საშინლად დავსველდი და ტანსაცმელი ტანზე შემაშრა. ლადოსთვის ახალი ტანსაცმელი უნდა მეთხოვა, თანაც იქნებ შხაპიც მიმეღო სადმე, უარს არ ვიტყოდი. "ნეტავ გიორგი რას აკეთებს ეხლა?"-გავიფიქრე მე. -"ალბათ ბათუმშია და მეძებს. იმედია არ დაიჯერა რომ მოვკვდი. არ უნდა დაკარგოს ჩემი პოვნის იმედი. ასე მეც დავკარგავ მას. მისი დაკარგვა არ მინდა. ცოტა ოდენი ჩემი თავის იმედი შემომრჩა და მისი. ამის დაკარგვას ვერ გადავიტან... ამდენს ვეღარ გადავიტან. მაინც ყველაფერი საშინელება მე რატომ მემართება?"-ავტირდი მე და საწოლზე გულაღმა დავემხვე. სახეზე ხელებით ნაიარევები შევამოწმე. დიდი ხანია სარკით არ მინებივრია. ალბათ სილურჯეები კიდევ მექნებოდა. მერე ხელებზე დავიხედე. შეხვეული ხელები გადავიხსენი და ჩემს ნაიარევს დავხედე. გაკერილი იყო და არც ისე საშინლად გამოიყურებოდა. მუცელი ამიწრიალდა. მშიოდა. მე კი პური ნამუსის გამო დავაგდე. ან კი ჩემ ადგილას ვინ შეხედავდა ნამუსს? ავდექი ისევ სამზარეულოში გავედი. პური ავიღე და ჭამა გავაგრძელე. მერე მაცივრიდან ბარკლები, სოსისი და ბოსტნეული გამოვიღე. კარადა გამოვაღე, ჯამი ვიპოვე და ბარკლები შიგ ჩავყარე რომ გამღვალიყო. შემდეგ ქვაბიც ვიპოვე და სოსისი შოგ ჩავყარე, ნიჟარაში წყლით ავავსე და ქურაზე შევდგი. ეხლა ბოსტნეულის ჯერი იყო. უნდა დამეჭრა. დანა? ნუთუ აქ დანა იყო? ეს აქამდე ვერ მოვიფიქრე... ყველა კარადა და უჯრა გამოვაღე და აი ისიც. მხოლოდ ერთადერთი დანა ვიპოვე. ეს რომ ამეღო მის გაქრობას ლადო შეამჩნევდა. ალბათ სწორედ ამიტომაც ჰქონდა ერთი დანა ოთახში. დანა ხელში დავატრიალე და რაღაც საშინელება გავიფიქრე. ლადო მომეკლა. ჩემმა ერთმა მემ მეორეს წინააღმდეგობა გაუწია. -"ვერ შეძლებ! თანაც მკვლელი არ უნდა გახდე! მათნაირი არ გახდები!"-თქვა პირველმა მემ. -"ასე აქედან გააღწევს!"-შეეპასუხა მეორე მე. -არა, ვერ მოვკლავ! მკვლელი არ გავხდები!-ვთქვი მე და ბოსტნეულის დაჭრა დავიწყე. სალათა უნდა გამეკეთებინა. კიტრი რომ დავჭერი, უკნიდან ლადოს ხმა გავიგონე. -რას აკეეთებ?-თქვა შეშინებულმა. მე უკან გამოვიხედე. ლადო მიყურებდა და ჩემს ხელებლი დანას აკვირდებოდა. -ვერ ხედავ? სალათას ვჭრი.-ვთქვი მე და დანა სპეციალურად შევათამაშე ხელში, რომ შეშინებოდა. -დანა სულ დამავიწყდა! ეხლავე მომეცი!-თქვა მკაცრად. -იცი ლადო? ძალიან გულმავიწყი ხარ. ჯერ იყო და მანტო, ეხლა კი დანა... -ჩავიცინე მე და მისკენ გავიწიე. ლადომ უკან დაიხია. -გეშინია???-ვიცინოდი მე და ლადოს სახეს ვაკვირდებოდი. -არა, მომეცი!-ეხლა ჩემსკენ მოიწია ლადომ. მე ადგილიდან არ დავძრულვარ. -კარგი. -ვთქვი ხალისით და მისკენ წავედი. თამაშს აღარ ვაპირებდი და დანა გამოწეულ ხელში ჩავუდე. ლადომ გაკვირვებულმა გამომხედა. ალბათ არ ელოდა ჩემს ასეთ საქციელს. -სალათა დაჭერი, სოსისი რომ მოიხარშება გადმოიღე თეფშზე და შემდეგ ბარკლები გალღვება და ისიც შედგი გაზზე.-მხრები ავიჩეჩე მე და სამზარეულო ლადოს ჩავაბარე. მე საწოლისკენ წავედი და მოვკალათდი. ლადო მობრუნდა, კარგა ხანს მიყურა გაკვირვებულმა და რომ დარწმუნდა რომ ყურადღებასაც არ ვაქცევდი და არც გაქცევაზე ვფიქრობდი ჩაეცინა, მიბრუნდა და თვითონ გააგრძელა სამზაეეულოში ფუსფუსი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.