შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაქმნა 10


15-11-2015, 10:23
ავტორი Aunt B.
ნანახია 2 035

***

რამდენიმე წამით ვერც კი გაიაზრა ნიას მხარეს ცარიელი ადგილი, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და როცა ისევ აღიდგინა ფეთქვის რეფლექსი ბექას უკვე სააბაზანოს კარი გამოეღო და ნიას ხელუხლებელ ნივთებს მიშტერებოდა, თითქოს ოდნავ მოეშვა, რადგან აბაზანაში ვერ იპოვა ანუ ცუდად არ გამხდარა და ყველაფერი დროებით მაინც იქნებოდა კარგად.. მაინც გიჟივით გამოვარდა გარეთ და ამჯერად ნაპირის მიმართულებით დაიწყო თვალების ცეცება. გახშირებული სუნთქვა და დაბერილი ძარღვები მაშინვე დაუმშვიდა მის მოფრიალე ყვავილებიან კაბას და წელამდე ჩამოშლილ ქერა თმას რომ მოკრა თვალი. ნია ყვითელ ქვიშაში ჩამჟდარიყო და ლიანებით გვირგვინებს უკეთებდა რამდენიმე ფერადკანიან პატარა გოგონას, რომლებიც მის ირგვლივ ჩამომსხდარიყვნენ და თმას უწნიდნენ. მისი ტუჩების მოძრაობაც კი გაარჩია და საშინლად მოუნდა გაეგო რას ელაპარაკებოდა პატარებს მაგრამ შორი მანძილი და ოკეანეს ტალღების რიტმული ღელვა ბგერებს ახშობდა და ამის საშუალებას არ აძლევდა. ფრთხილად მიუახლოვდა და მათ უკან გაჩერდა, იცოდა ნიას რომ დაენახა აუცილებლად გაჩერდებოდა მას კი ავადმყოფურად სურდა გაეგო საყვარელი წკრიალა ხმა. წარბები გაკვირვებით აზიდა ბგერებმა მისკენ რომ მოაღწია და ლაპარაკის ნაცვლად სმენას გოგონას სიმღერა მისწვდა, ზუსტად იმ მელოდიას ღიღინებდა მაშინ, რამდენიმე წლის წინ როიალზე რომ უკრავდა მის სახლში სულ რამდენიმე დღის გადმოსული რომ იყო. მის გრძელ თმაში პატარების მოსრიალე ხელები და ნიას გაცისკროვნებული ღიმილი, რომელიც ყვავილებში საქმიანად ხლართავდა ნატიფ თითებს, ისეთ საოცარ სანახაობას ქმნიდა მანამდე არასდროს რომ არ ენახა. მისი დაჟნებული მზერა მალევე იგრძნო ნიამ და ღიმილით გაიხედა იმ მხარეს სადაც ბექა იდგა, პატარებს კიდევ ერთხელ მოეფერა, დროებით დაემშვიდობა და მისკენ დაიძრა, ნებივრად მოექცა ფართოდ გაშლილ მკლავებში და ღრმად შეისუნთქა საყვარელი მამაკაცის სურნელი.
- სასწაული ხარ ! - არ დავიწყებია აღნიშვნა და მისი პოვნით ძლივსდამშვიდებული დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს. ნიამ სიცილით შეაჩერა და სწრაფად მოშორდა მოშორდა, ჩემი პატარა მეგობრები უნდა გაგაცნოო გამოუცხადა , ხელი ჩაკიდა და პატარებისკენ წაიყვანა დარცხვენილები რომ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს და თვალს ვერ აშორებდნენ ნიას გრძელ, მოფრიალე თმას.
სიცილს ძლივს იკავებდა პატარებთან მოთამაშე ბექას რომ უყურებდა, რომელიც ხან რომელ გოგონას აიტაცებდა ხელში ჰაერში ხან რომელს. არაფერი იყო მათ გამაყრუებელ ჟრიამულზე უფრო სასიამოვნო მოსასმენი, წამით წარმოიდგინა როგორ ათამაშებდა ბექა მათ პატარა გოგონას, მათი სიცილიც კი ჩაესმა და მაშინვე ჩაეღვარა მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო, მაგრამ მალევე შეასენა საკუთარმა მდგომარეობამ თავი, ეჭვმა გაუელვა, რომ ვერასდროს შეძლებდა წარმოდგენილის რეალობად ქცევას.. ამ ფიქრმა იმდენად შეძრა რომ საგრძნობლად გაუჭირდა სუნთქვა, თავბრუსხვევაც რომ გაუძლიერდა სასწრაფოდ ქვიშაზე დაჯდა და ქვემოდან ახედა მოთამაშეებს. ბექამ ადვილად ამოიკითხა მის მზერაში განგაშის სიგნალები, პატარა გოგონა სასწრაფოდ ჩამოსვა და მასთან გაჩნდა..
- ცუდად ხარ! მოდი ჩემთან! - ხელში აიტაცა და წყალში გამავალი ბილიკისკენ დაიძრა. ნიამ მხოლოდ ის მოახერხა რომ დამშვიდობების ნიშნად პატარებისთვის ხელი დაექნია. ტირილი მოუნდა ფრთხილად ბექამ დააწვინა საწოლზე და შეშფოთებით შეათვალიერა მისი გაფითრებული სახე.
- ძალიან გტკივა? - რთული იყო გეცნო მისი ჩამწყდარი ხმა.
- არაფერი არ მტკივა ბექა დამშვიდდი .. - შეევედრა გოგონა და მეტი დამაჯერებლობისთვის მთელი გულით გაუღიმა გაუღიმა.
- ცუდი ფერი გაქვს .. არ დამიმალო იცოდე! თუ რამე გტკივა უნდა ვიცოდე ! - არაფრით არ იშლიდა თავისას..
- გეფიცები არაფერი მტკივა უბრალოდ მზეზე დიდხანს ვიყავი მგონი და ძალიან დამცხა.. - გუში საკუთარი თავი შეაქო ასეთი დამაჯერებელი ტყუილისთვის და მერე ამაზე გაეცინა..
- არც გიჭამია.. დაისვენე და გავიდეთ.. უნდა ისაუზმო ! - შვებით ამოისუნთქა ბექას ხმა რომ დაუმშვიდდა.. - სად იპოვე ის პატარები ? - თბილად გაუღიმა და ნაზად ჩამოკრა ცხვირზე თითი..
- თვითონ მიპოვეს .. დილით მზის ამოსვლას ვუყურებდი და ყვავილები მომიტანეს - თვალები ბედნიერად აუციმციმდა და მკლავებით ფრთხილად შემოეხვია კისერზე..
- კინაღამ გავგიჟდი დილით ჩემ გვერდით რომ ვერ გიპოვე.. - გულწრფელად აღიარა ქმარმა და მის თმაში თითები აათამაშა.
- სხვა დროს აღარ ვიზავ ! - პირობის ნიშნად ბექას ცხვირწინ ორი თითი გადააჯვარედინა და უფრო ლაღად გაუცინა.
- სხვა დროს ისიც გაითვალისწინე, რომ ასეთი ვნებიანი ღამის შემდეგ არ უნდა გამეპარო ხოლმე! - მოუთმელობა გაერია ხმაში და მის ფეხზე ხელი მთელ სიგრძეზე აასრიალა. არაფერს შეეძლო ნიასთვის ეიძულებინა მის შეხებაზე, ალერსზე უარი ეთქვა, არასდროს ჰქონდა უნარი შეჭინააღმდეგებოდა საყვარელი მამაკაცის ნებას.. მორჩილად აყვა მის ფერებას და რამდენიმე წამში არცერთს ახსოვდა ნიას ფერდაკარგული სახე და მისთვის „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ საუზმე...

შეუძლებელი იყო ოდესმე კუნძულზე გატარებული ორი კვირა დავიწყებოდათ.. თითოეული სიყვარულითა და უსაზღვრო ბედნიერებით სავსე დღე ყველაფერ ცუდს აუფერულებდა. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ნიასთვის ალბათ აკვალანგით ყვინთვა იყო, სერფინგის გასაოცარ ხელოვნებასაც კი დაეუფლა მაგრამ სპორტი იმდენად დიდ ენერგიას ართმევდა ბექამ კატეგორიულად გააპროტესტა მისი გატაცება. აქედან ცოცხალი მინდა ჩაგიყვანოო გამოაცხადა და ნიაც აღარ შეწინააღმდეგებია. საოცარი იყო ტროპიკული სამოთხე და ბექა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა თითოეული დღე მისთვის ახალი დადებითი ემოციებით ყოფილიყო სავსე, მაგრამ თავიანთი ახალი სახლი ისე ენატრებოდა ბექამ ვერაფრით დაითანხმა დარჩენილი დღეების ტიბეტის მთებში გატარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, ახლა მისი უმთავრეს მოთხოვნილებას თავიანთი ხალი სახლი წარმოადგენდა.. ტასოც ისე მონატრებოდა დარეკვისას მისი ხმა რომ გაიგო თვალები სასაცილოდ აუცრემლიანდა.. ბექას გულიანად ეცინებოდა მის ჭირვეულობებზე მაგრამ ცდილობდა არაფერი შეემჩნია.. ნია ხომ ყოველთვის ახერხებდა მის გაოცებას თავისი უცნაური განცდებით, რომლებიც ყველაზე სუფთა, საყვარელი და მგრძნობიარე იყო.
თბილისში დაბრუნებულებს აეროპორტში რეზოსთან ერთად ნიკა და ტასოც დახვდნენ. ყველაფერი იმდენად იდეალური იყო ნია სიტყვებს ვერაფრით უყრიდა თავს სიტყვებს ბექასთვის როგორ გაემხილა თავისი შიშები.. თავს ცუდად გრძნობდა , ღამით განსაკუთრებით აწუხებდა ჰაერის უკმარისობა და სუნთქვა უჭირდა.. ცხვირიდან სისხლდენაც გაუხშირდა და აღარც ენერგია ყოფნიდა საქმეს დაბრუნებოდა და ფოტოსესიებში ისევ ისეთი აქტიურობით მიეღო მონაწილეობა ბექა რომ ვერაფერს მიმხვდარიყო როგორღაც თავს ძალას ატანდა და არაფერს იმჩნევდა.. საშინელი პასუხის მოლოდინში ვერც ექიმს ეკითხებოდა რამეს და როგორღაც ცდილობდა ყველაფრისთვის გაეძლო...

__

ცხვირიდან სისხლდენა ძლივს შეიჩერა და უკვე ნაცნობი სისუსტე იგრძნო ბოლო პერიოდში ასე რომ შემოჩვეოდა მის ისედაც სიფრიფანა სხეულს. გაყინულ ფილებზე ჩამოჯდა და თავი კაბინის დანამულ მინას მიაყრდნო. უკვე მერამდენედ ცადა ბექასთვის ეთქვა მაგრამ ვერაფრით აბამდა სათქმელს თავს, ძალიან ცდილობდა არაფერი შეემჩნია და ჩვეული რიტმით გაეგრძელებინა მასთან ერთად თანაცხოვრება. ზუსტად ამის გამო თავი აიძულა წამომდგარიყო და მისაღებში ნიკასთან მოსაუბრე ბექას ღიმილით შეერთებოდა. ბექამ მაშინვე მოხვია წელზე ხელი და გვერდით მოისვა, თბილად გაუღიმა და ნაზად მიადო საფეთქელზე ტუჩები. კინაღამ აეტირა.. ვერაფრით მოიშორა საყვარელი ადამიანის მოტყუებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა და მას რომ არაფერი შეემჩნია ნიკასთან გააბა საუბარი.

--

ერთ საათიანმა ფოტოსესიამ მთელი ენერგია წაართვა და ისე დაიღალა ვერაფრით შეძლო გაგრძელება. ანას თხოვა რომ მეორე დღისთვის გადაეტანათ დარჩენილი სამუშაო და ძალაგამოცლილი წავიდა გასახდელისკენ. ბექას გულში გადაუხადა მადლობა ზედმეტი კითხვების გარეშე რომ გაუღო მანქანის კარი და მზრუნველად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა. მანქანაშივე ჩაეძინა და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს ბექამ რომ გააღვიძა წამლის დასალევად. მეორე დღეს უკვე 12 საათი იყო დაწყებული რომ გამოეღვიძა, უჰაერობა რომ მოეშორებინა ფრთხილად წამოდგა და ვერანდაზე გასასვლელი კარი ფართოდ გამოაღო, სუსხიანმა სუფთა ჰაერმა ფილტვები სასიამოვნოდ აუწვა და განაბულმა ზამთრის მზეს სახე თვალდახუჭულმა მიუფიცხა.
- ოჰო ! ინებეთ ქალბატონო გაღვიძება? - სასიამოვნოდ დაურღვია მყუდროება სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული ბექას გამოსვლამ, რომელიც მაშინვე მისკენ დაიძრა და მთელი სხეულით ჩაიხუტა. უსაზღვროდ ესიამოვნა მისი ნოტიო კანის შეხება და ცხვირი ბექას ყელში ჩარგო უფრო ღმად რომ შეესუნთქა მისი თავბრუდამხვევი სურნელი, ყელზე ტუჩები მიადო და ხელები მის კისერზე აათამაშა. ბექა მაშინვე ტუჩებზე დაწვდა და თითები საღამურის ქვეშ შეუსრიალა. ფრთხილად ჩაუყვა ტუჩებიდან მკერდამდე მის სხეულს და საწოლისკენ დაიძრა. ნიამ ძლივს მოახერხა მისი შეჩერება. მისი ალერსი ამქვეყნად ყველაფერს ერჩია მაგრამ უპასუხისმგებლოდ ვერ მოიქცეოდა. ძლივს დაუსხლტა ხელიდან მისი უარით გაოგნებულ ბექას, სააბაზანოში შეიკეტა და თავი თბილი წყლის ჭავლს შეაფარა როგორმე აუტანელი სიცივე რომ მოეშორებინა.
აბაზანიდან გამოსულმა სასწრაფოდ გადაინაცვლა სამზარეულში და კოპებშეკრულ გაბუსხულ ბექას მისი საყვარელი საუზმე მოუმზადა, ლეპტოპის გვერდით დაუდო ლორიანი სენდვიჩები მაგარ ყავასთან ერთად და ცხვირწინ ეშმაკური ღიმილით ჩამოუსკუპდა იმის შიშით არ გამიბრაზდესო. ბექამ გულიანად გადაიხარხარა მის „შემრიგებლურ“ ქმედებაზე, ხელი დაავლო, კალთაში ჩაისვა და ისე მიიხუტა ნიას სული შეეხუთა.
- საშინელი ვინმე ხარ ! ყველაზე გემრიელი ეშმაკუნა! - ხმაურით დააგემოვნა მისი ყელი და ისევ თავის ადგილზე დააბრუნა.
- დღეს კიდევ მაქვს გადაღებები - დღის გეგმა გააცნო ნიამ და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში.
- მიდი მერე გაემზადე და მე წაგიყვან .. მანამდე ერთ ადგილას უნდა გავიაროთ ! – თვალი ჩაუკრა ბექამ და მადიანად ჩაკბიჩა ნიას მომზადებული სენვიჩი.
- საად? - ინტერესით იკითხა გოგონამ.
- რომ მივალთ ნახავ.. მიდი წამოხტი - უჩვეულოდ დასერიოზულდა ბექა, ლეპტოპს მიუბრუნდა და საქმიანად აათამაშა კლავიატურაზე თითები. ვერაფრით მიხვდა ნია რამ ააფორიაქა ასე ძალიან, სასწრაფოდ გამოიცვალა და უკან დაბრუნებულს უკვე ბექაც წასასვლელად გამზადებული დახვდა. ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია ბექას, მანქანის კარი გამოუღო და ღვედი თავისი ხელით შეუკრა, ნიას სახე ხელებში მოიქცია და მთელი სახე დაუკოცნა. მერე ინტერესით დააკვირდა მის თვალებს და ცხვირზე წაეთამაშა.
- კარგად ხარ? - მისმა შეკითხვამ ისე დააბნია ნია რამდენიმე წამით ენა გადაყლაპა.
- კი.. რატო მეკითხები? - ძლივს მოუყარა კითხვას თავი და ბექას წამიერად გამკაცრებულ მზერას თვალი ვერაფრით გაუსწორა.
- მაინტერესებს როგორ ხარ.. ამ კითხვას პირველად არ გისვამ ! - პასუხის გასაცემად ხმა ვერ დაიმორჩილა და სიმკაცრე უკვე მის ხმაშიც რომ გაისმა ნიამ კინაღამ ტირილი დაიწყო. ბექამ კიდევ რამდენიმე წამს უყურა, შემდეგ კი შუბლშეკრულმა დაიკავა თავისი ადგილი და მანქანა უჩვეულოდ სწრაფად მოწყვიტა ადგილს.
- რამე დავაშავე? - ბექას კინაღამ გული გაუსკდა მისი ტირილნარევი ხმა რომ მოესმა.
- არაფერი .. - ოდნავ შეარბილა ტონი, მის ხელს დაწვდა და ფრთხილად დაუკოცნა. ნიას აღარაფერი უკითხავს და ბექაც ჯიუტად არ არღვევდა დუმილს, მანქანა ზომაზე მეტი სისწრაფით მიყავდა და ნიას ხელს არაფრით უშვებდა თავისას. გოგონას კინაღამ გული გაუსკდა მანქანა საავადმყოფოს შესასვლელთან რომ გაჩერდა, ბექამ ფანჯარა ჩაწია და სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი პირდაპირ ნიას მიმართულებით გამოუშვა. გოგონამ სასწრაფოდ აიფარა ცხვირზე ხელი და თვალებგაფართოებულმა ძლივს ამოთქვა:
- ბექა.. რას აკეთებ გაგიჟდი ? არ შეიძლება ჩემთვის - ნია ისე გაღიზიანდა სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა.. ყოველთვის მის უსაზღვრო მზრუნველობას მიჩვეულს ბექას გაუფრთხილებლობა საშინლად ეუცხოვა.
- ასე უფრთხილდები შენს ჯანმრთელობას? - ირონიულად ჩაეცინა ბექას და საჭეს მთელი ძალით მოუჭირა ხელი.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ - შეშინებულმა ამოთქვა ნიამ და სიწითლე მის სახეზე წამებში გადაიქცა სითეთრედ .
- შენ თუ ვერ ხვდები მე ვხვდები რომ ცუდად ხარ, ვხვდები როგორ მიიპარები ჩუმად აბაზანაში და ერთი საათი ცდილობ როგორმე ცხვირიდან სისხლდენა შეიჩერო! ვხვდები რომ საერთოდ აღარაფრისთვის გყოფნის ენერგია და სუნთქვაც კი გიჭირს.. არც წესიერად გძინავს იმიტომ რომ მე არ გავიგო რომ ცუდად ხარ! თავს მაჩვენებ თითქოს არც ფოტოსესიები გღლის და არც გულისრევა გაწუხებს.. ვხვდები რომ დილით იმის ძალაც არ გაქვს ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა .. ყველაფერს ვხვდები ნია მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე .. მე თუ მიფრთხილდები .. ამ ყველაფერს თუ იმიტომ მიმალავ რომ არ ვინერვიულო მაშინ შენმა ექიმმა მაინც რატომ არაფერი იცის? - უმოწყალოდ ღრიალებდა ბექა და არაფრით ინდობდა აგონიაში მყოფ ნიას, რომელსაც მზერაც კი გაყინვოდა და სახეზე ენითაღუწერელი ტანჯვა ეწერა.
- ცუდად არ ვარ! - მტკიცედ განაცხადა და გაყინული მზერა ბექას გაავებულ თვალებს გაუსწორა - ნუ ყვირი და სიგარეტი გადააგდე გთხოვ - მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით ჩაილაპარაკა და გვერძე გაიხედა. ბექა ცოტა ხნით კიდევ ვერ მოეგო გონს, ავტომატურად გადააგდო ფანჯრიდან ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი და ისევ ნიას მიუბრუნდა..
- შენ თუ გგონია რომ კარგად ხარ გეგონოს არ გიშლი.. თუ მაინც არ მეუბნები აქ ზუსტად მაგიტომ ვართ! ექიმთან ავალთ და ყველაფერს ვეტყვით - შედარებით მშვიდად გააცნო გეგმა და როცა მის მოცახცახე მხრებს შეხედა წამში ინანა რამდენიმე წამის წინ საკუთარ თავზე დაკარგული კონტროლი.. ეგონა ასე მაინც გამოტეხავდა ნიას მაგრამ პირიქით უფრო გაანერვიულა.
- სახლში წამიყვანე რა .. - ფიზიკურად მტკივნეული იყო გოგონას ათრთოლებული და ჩამწყდარი ხმა. უპასუხოდ დაქოქა მანქანა და ამჯერად ჩვეული სიჩქარით დაიძრა სახლისკენ.

---

მთელი საღამო ხმა არცერთს ამოუღია. ნია ოთახიდან ოთახში დადიოდა და მოუთმენლად აპარებდა ბექასკენ თვალებს, რომელიც მისაღებში იჯდა და კვლავ რაღაცას ბეჭდავდა ლეპტოპში. ვეღარაფრით მოითმინა, ფრთხილად მიუახლოვდა, მის ფეხებთან ჩაიმუხლა და მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო მის ავისმომასწავებლად გამკაცრებულ სახეს. ბექა სავარძელში გადაწვა და თვითონაც ინტერესით დააკვირდა ნიას დამნაშავედ მომღიმარ სახეს..
- უნდა დამშორდე? - სრულიად მოულოდნელი რამ იკითხა ნიამ და ტუჩები სატირლად მოამზადა. ბექას ერთიანად დაემსხვრა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნებული სიმკაცრე და თბილად გაეღიმა. უკვე ატირებულ ნიას ხელები მოხვია და მაგრად მიიხუტა.
- თუ წახვალ და დაიძინებ არ დაგშორდები - იხუმრა და თმა აუჩეჩა.
- შენ არ გეძინება? - სრუტუნით კითხა გოგონამ.
- ხვალ დილით ახალი პროექტის პრეზენტაცია გვაქვს და საქმე მაქვს.. შენ დაწექი და მეც მალე მოვალ - დაამშვიდა ბექამ და თვალით ანიშნა უნდა ვიმუშაოო.
მძიმედ დაიძრა ოთახისკენ და ატირებული ჩაწვა ფუმფულა ლოგნში.. ტესა ჩაიხუტა და ნერვიულად დაუწყო ფერება. იფიქრა ახლა მივალ და ყველაფერს გავუმხელო მაგრამ ბექას ნაბიჯების ხმა მალევე გაისმა. ცრემლები სწრაფად შეიმშრალა, ჩაძინებული ლეკვი მიიხუტა და თავი მოიმძინარა. მოუნდა ხმამაღლა ეყვირა ბექას ხელები თავის წელზე რომ ვერ იგრძნო. როცა დარწმუნდა ძინავსო ფრთხილად წამოდგა, ჩანთიდან ვარდისფერი კოლოფი ამოიღო და ბექას თავთით - ტუმბოზე დადო, სასწრაფოდ დაბრუნდა თავის ადგილას, თვალები დახუჭა და თავი აიძულა როგორმე დაძინებოდა. ემოციებისგან დაღლილი მალევე მოეშვა და როგორც იქნა ჩაეძინა.
დილით გაღვიძეულს ბექას ადგილი ცარიელი, ვარდისფერი კოლოფი კი -ხელუხლებელი დახვდა. სწრაფად წამოხტა ფეზე, თავბრუსხვევისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გაქანდა მისაღებში და გული კინაღამ გაუსკდა ლარნაკებში გუშინდელი ვარდები რომ დახვდა. ამ ტრადიციის დარღვევით ბექამ ყველაფერი უთხრა! მიხვდა რომ საყვარელ მამაკაცს თავისდაუნებურად ძალიან აწყენინა და ცრემლები ნიაღვარივით ჩამოედინა. სასწრაფოდ შებრუნდა ოთახში და
ხელში რაც მოხვდა ის ჩაიცვა, ბექასთვის განკუთვნილ კოლოფს დაწვდა და გარეთ გიჟივით გამოვარდა. დავითს სთხოვა რაც შეიძლება მალე მიმიყვანეთ ბექასთანო და უკანა სავარძელზე შემცივნული მოიბუზა. ყურადღება არ მიუქცევია მოხუცის შეშინებული მზერისთვის, რომელიც მორიდების გამო ვერაფერს ეკითხებოდა, მანქანიდან გადასვლისას არ დამელოდოთო დაუბარა და შესასვლელისკენ რაც შეეძლო სწრაფად გაიქცა. სულს ძლივს ითქვამდა ფლიგელში რეგოსტრატორს რომ კითხა ბექა გავაშელი სად შეიძლება ვნახოო. მდივანის ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შეაღო საკონფერენციო დარბაზის კარი და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო მისი მიმართულებით ოცამდე წყვილი თვალის მზერა რომ იგრძნო. ბექამ საუბარი შეწყვიტა და გაცეცხლებული მიბრუნდა კარისკენ იმის გასარკვევად თუ ვის გაებედა მისთვის ხელის შეშლა მაგრამ ხელთ აქოშინებული, ფერწასული და მოტირალი ნია რომ შერჩა კინაღამ გაგიჟდა.
- ნია.. რა მოხდა? - მთელი არსებით შეძრა გოგონას მდგომარეობამ, უზარმაზარი დარბაზი რამდენიმე ნაბიჯით გადაკვეთა და წაქცევის პირას მისული გოგონა ხელში აიტაცა. სასწრაფოდ წაიყვანა თავისი კაბინეტისკენ და ტყავის სავარძელზე ფრთხილად ჩამოსვა.
- შემომხედე ნია.. გესმის ჩემი ? - პანიკის ზღვარზე მისულიყო და მთელი ძალით ცდილობდა მის დახმარებას.
- კარგად ვარ.. უბრალოდ.. მოვრბოდი.. და.. - ძლივს ამოთქვა გოგონამ და გაიღიმა.
- წყალს მოგიტან არ გაინძრე! - უბრძანა და წამებში დაბრუნდა უკან. გოგონამ როგორც იქნა სული მოითქვა და ცრემლები მოიწმინდა.
- რაღაც უნდა გითხრა.. - დაიწყო გაუბედავად და გასამხნევებლად ერთი ყლუპი წყალი კიდევ მოსვა..
- იცოდე არ შემაწყვეტინო ! - კატეგორიულად მოითხოვა და ბექას კიდევ რომ არ დაესვა კითხვები მაშინევე დაამატა.. - ცუდად არ ვარ, ორსულად ვარ.. გულიც ამიტომ მერევა სულ და გთხოვ არ გაბრაზდე რა.. მართლა არაფერს ვუმაავ ექიმს. ყველაფერი ვუთხარი.. - საყვარლად იმართლებდა თავს და მთელი ძალით ცდილობდა რაც შეიძლება მეტი რამის თქმა მოესწრო ..

რთული იყო ბექასთვის ახლა ემოციების არ შემჩნევა, ისეთი საყვარელი იყო ახლა უკვე ფეხმძიმე ნია რომ არც ერთი წამით განუხილავს მისთვის სავედურის თქმა ან გაბრაზება.. ძალიან მაგრად ჩაიხუტა გოგონამ სათქმელი რომ დაასრულა და დამნაშავედ ამოხედა. უფრო მეტი სიხარულის განცდა უბრალოდ არ შეეძლო ან რ სურდა, სრიალა თმაში ხლართავდა თითებს და უკვე სამომავლო გეგმებსაც კი სთავაზობდა გონება..
- აქამდე როგორ არ მითხარი, ჩემო პატარა.. ნია ისეთი ლამაზი ხარ.. - უკვე გაურკვევლად ისროდა ფრაზებს და ბედნიერ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან..
- გეფიცები დამალვა არც მიფიქრია.. მინდოდა ისე მეთქვა რომ სულ გხსომებოდა.. - ისევ თავის მართლებაზე გადავიდა ნია.
- უკეთესად ვერც გამოგივიდოდა! - გაეცინა ბექას მაგრამ როგორც კი მისი სიმპტომები გაახსენდა მაშინვე დასერიოზულდა.. - ნია დარწმუნებული ხარ რომ ჩვენი პატარა კარგადაა ?
- კი ძალიან კარგადაა.. ეს მე ვიკითხო არაფრის თავი რომ აღარ მაქვს .. - მთელი არსება იცინოდა ნიაში, ბექა კი ბედნიერებისგან კინაღამ გაგიჟდა..
- გულისრევა და თავბრუსხვევა გასაგებია მაგრამ სისხლდენა რატომ გაქვს ცხვირიდან? - მაინც ვერ იშორებდა ეჭვებს და უმიზეზო ფორიაქს.
- გეფიცები არაფერია უბრალოდ წნევა მაქვს მაღალი და ამიტომ - ისე გაიღიმა ნიამ თითქოს ამაზე კარგი ამბავი არ არსებობდა.
- დღევანდელ საქციელზე მოგვიანებით ვისაუბროთ - გამაფრთხილებლად დაუქნია ბექამ საჩვენებელი თითი და მუცელზე ნაზად აკოცა.
- მაპატიე რა.. არ მინდოდა სხდომა ჩამეშალა.. უბრალოდ გუშინდელი ვარდები რომ დამხვდა ვიფიქრე ძალიან გავაბრაზე თქო და გამოვიქეცი.. - ისევ დაიძაბა გოგონა და თავი ბექას კისერში ჩამალა.
- ეგ არ მიგულისხმია! ძლივს სუნთქავდი.. ასე რამ გარბებინა ნია? - მაინც უსაყვედურა ბოლოს და მისი მდგომარეობის გახსენებისას კიდევ ერთხელ შეიპყრო პანიკამ.
- აუ ნუ მიბრაზდები რა ..- სატირლად გაემზადა ნია და სახეზე ხელები აიფარა.
- არ გიბრაზდები, მაპატიე... - მაშინვე დანებდა და გააანალიზა ისედაც საშინლად პრეტენზიული ხასიათი ახლა კიდევ უფრო მეტად რომ შეეცვლებოდა და ისევ ჩაიხუტა პატარა სხეული.


გვიან გაახსენდა პატარა კოლოფი ნიამ ხელში სწრაფად რომ შეაჩეჩა, ფრთხილად გასნა და ძალიან პატარა, ვარდისფერი წინდების დანახვისად ჯერ გაეცინა, მერე უკვე ჩაძინებულ ნიას გადახედა და პირველად იგრძნო რაღაც აუხსნელი, შეუდარებელი რამ , რომელსაც სახელი ვერ მოუძებნა მაგრამ მიზეზმა კიდევ ერთხელ ჩაუღვარა მთელ სხეუში სითბო. არაფერია იმაზე უფრო საოცარი ვიდრე თავი იგრძნო ძალიან მნისვნელოვან ადამიანად.. იცოდა, რომ ახლა ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული, იცოდა, რომ ნიას გაუჭირდებოდა მაგრამ რატომღაც სჯეროდა, რომ ეს იყო შემთხვევა, როცა მართლა ყველაფერს დაძლევდნენ, ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა იმედი, რომ ყვეაფერი კარგად იქნებოდა, რომ მისი პატარა ოჯახი შეძლებდა ერთად დაემარცხებინათ ნიას ავადმყოფობა..



№1 სტუმარი darina

Rogor miyvars es ori, iseti tbili da tkbili tavi iyo mec gavtbi, imedia yvelaferi kargad iqneba da nia ar mokvdeba.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent