შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 11 (დასასრული)


15-11-2015, 11:24
ავტორი sopiko
ნანახია 2 823

ჯულია
პირდაღებული არაფერს... უკაცრავად, ვერაფერს ვამბობ... ვხვდები... ის ჩემი ''გამიღიმეა'', პერსონაჟი ჩვენ ისტორიაში, რომელიც უხილავი ხელით ყოველთვის გვაშორებდა მე და ლაზარეს. ''გამიღიმე'' და ''მელანქოლიკი''. ოჰ, როგორ უხდებიან ერთმანეთს.
-ლაზარე, შენ ჩემი ბედნიერება ხარ! ფრთაშესხმული ბედნიერება!
ვფიქრობ, ეს სიტყვები სიყვარულზე ბევრად მეტია. ლაზარეს თვალებიც ამას მამცნობენ. წუთები გადის... მე კი მინდა სულ ასე ვიყოთ. ერთმანეთთან შერწყმულები... ჩვენ ხომ ულამაზესი გრძნობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ქალღმერთები კი თავს დაგვტრიალებდნენ და სტვირზე მშვენიერ, სასიამოვნო მელოდიას უკრავდნენ.
უეცრად ლაზარე სევდიანდება და ტუჩების კვნეტას იწყებს. ვხედავ როგორ ნერვიულობს და რაღაც საშინელის მოლოდინში ვისუსები.
-ჯულია... მე... ლაზარე არ ვარ!
გულის რევის შეგრძნება მიპყრობს. ლაზარე ლაზარე არ არის... ის ''გამიღიმეა''... ანდაც იქნებ ''გამიღიმეც'' არ არის... სიყვარული გულს მიკუმშავს. ნდობა არ მიქრება და ეს ძალიან მიკვირს... ალბათ იმიტომ რომ მიყვარს!
-არც ჩარკვიანია ჩემი გვარი! მე თორნიკე ფილფანი ვარ! ჩემი ბიზნესი მაქვს... საერთაშორისო ურთიერთობები და მსგავსი სისულელეები, მოკლედ რა ვიცი რა... თავიდან ისე უბრალოდ, უნებურად მოგატყუე. არ მქონდა ჩაფიქრებული ასე მოქცევა, მაგრამ არ მინდოდა მამიდაშენისთვის დაგერეკა და...
-ეს რას ნიშნავს? მამიდას არ გამოუგზავნიხარ?-საუბარში ვეჭრები მე.
-იცი... მთლად ასეც არ არის! მართლაც დედაჩემთან მუშობდა ქალბატონი ნაია და შენზეც ცნობები მან მომაწოდა, მაგრამ არაფერი არ უთხოვია. თავად შემებრალე და საქართველოში ჩამოსვლის უდიდესი მიზეზი შენ იყავი. ეს შეცოდებაც არ იყო... ამას იქიდან ვხვდები, რომ... არ ვიცი როგორ აგიხსნა... ყველაზე დიდი სიმართლე ის არის, რომ მიყვარხარ!
-მე მჯერა რომ გიყვარვარ, ლაზა... თორნიკე!-ვასწორებ სასწრაფოდ და ვიღიმი.
-ჩემი ღიმილის ანგელოზი ხარ, ჯულია! არადა როგორ მეშინოდა...-შუბლზე სველ კოცნას მიტოვებს თორნიკე და ნერვიულად იცინის.
-ტყუილად ღელავდი, ვაჟბატონო! შენ ''მელანქოლიკს'' არ იცნობ?
თორნიკე ხელებს შლის და მზადაა ხმამაღლა იყვიროს რომ ბედნიერია. ამას უთქმელადაც ვატყობ.
-ბედნიერი ხარ!
-ბედნიერი ვარ!
პალატიდან ექიმი გამოდის და ხალათის სწორებით გვიახლოვდება.
-ექიმო, როგორ არის მამაჩემი?-ვკითხულობ აფორიაქებული.
-მამათქვენი ძლიერი ჯამრთელობის აღმოჩნდა, ახლა კარგად არის. მდგომარეობა სტაბილურია. სუიციდის შემთხვევაა და...
-რა? სცადა?–პირზე ხელს ვიფარებ და ტუჩებს ვბუშტავ. უფალს მადლობას ვუხდი, რომ მამა გადამირჩინა. მისი ნების გარეშე ხომ არაფერი ხდება.
-დიახ, სამწუხაროდ, თუმცა საბედნიეროდ მან ყველაფერს გაუძლო და თქვენ დატოვებას არ აპირებს!-ტუჩის კუთხეში ჩაეცინა ექიმს.
-ამას მართლა ვერასდროს ვაპატიებდი!-ვამბობ და ვხვდები, რომ ჩემი წარსული უკვე ვაპატიე.

თორნიკე
ექთანმა მითითებები მოგვცა და მე და ჯულიამაც გადავწყვიტეთ სუპერმარკეტში წავსულიყავით საჭირო პროდუქტების საყიდლად, ხოლო აფთიაქში მისთვის და მამამისისთვის წამლები გვეყიდა.
ჯულია გამუდმებით კისკისებს, რაც იმაზე მიმანიშნებს, რომ მიზანს მივაღწიე. მე ის ბნელი სამეფოდან გამოვიყვანე და სილაღე შევმატე... გავაბედნიერე... მან კი იმხელა სიყვარული მაჩუქა, მისი ვალიდან ვერასდროს ამოვალ. აღარც ჩემი სამსახური მახსოვს. მერე რა რომ ორი მილიონი წყალს გავატანეთ, მთავარია ჯულია მყავს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ნამდვილად არ მინდა იმ არაკაც ნიკოლოზთან იაროს და მის მოსახიბლად ყველაფერი იკადროს. სხვა რომ ყოფილიყო, პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ ისეთი სუფთა და ხელშეუხებელი არსება, როგორიც ჯულიაა, უგულო უნდა იყო, თვალთმაქცობისთვის და აფერისტობისთვის რომ გაიმეტო, თუნდაც უზარმაზარი თანხის გამო. არც ვაპირებდი მასთან ამ თემაზე საუბარს. მართალია ვატოს ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ_მეთქი, მაგრამ თუ ასე დარდობს, თავად ითავოს ეს საქმე, მე აღარ ვაპირებ თამაშს და ცირკის მასხარობას, იმისთვის რომ მდიდარი და გამოჩენილი პიროვნება ვიყო. ადრე სულ სხვა ოცნებები მქონდა, ახლა კი თითოეულ სურვილს და გატაცებას, ჯულიასთან მივყავარ.
სიცილით შევდივართ მაღაზიაში და ჯულია კალათს იღებს. თაროზე დადებულ ნაირ-ნაირ მაწვნის ქილებს ინტერესით ათვალიერებს და არაჟნის ყუთზე მიმითითებს.
-ეს ავიღო თუ ეს?
-რომელიც შენ გინდა...-ვერთვები ამ სასიამოვნო საქმიანობაში და ვფიქრობ, როგორი ცოლ-ქმარი ვიქნებით მე და ჯულია. რა თქმა უნდა არც ჩვენი მომავალი პატარა დამვიწყებია, რომელიც იდეაში უკვე არსებობს.
-ჯულია, პირველი გოგო გინდა თუ ბიჭი?-ვეკითხები და ლამისაა ყელი გამოვუწიო, რომ მალე მიპასუხოს.
-შენ მართლა გაბავშვდი ხომ იცი...-არასერიოზულად უყურებს ამ საკითხს და მეც სახე მეღუშება.
-რას ნიშნავს გავბავშვდი?
-ხო, ბავშვი ხარ და შვილი შენთვის ჯერ ადრეა!-თითებით მიჩვენა თუ როგორი პატარა ვიყავი. მე კი უფრო ვიჭიმები მხრებში, თითქოს ჩემი ''დიდობა'' სიმაღლით განისაზღვრება.
-სირცხვილია, ჯულია! სირცხვილია! ასეთ მხარ-ბეჭიან ყმაწვილზე რომ იტყვი, ბავშვიაო.-დაუფიქრებლად ვიღებ რძის ბოთლს და კალათში ვდებ. ჯულია ყელში მკოცნის და მეც წყენა მივლის.
-ისე როგორ გაიგე ''მელანქოლიკი'', რომ მე ვიყავი?-ვითომ დიდად არ აინტერესებს, ისე მეკითხება, არადა მის მიმიკებზე ვხვდები, რომ ამ კითხვის დასმა არ უნდოდა და წამოსცდა.
-ნეტავ, ის როგორ გავიგე რომ შავი და სქელი თმა გქონდა?-მრავლისთქმელად ვკითხულობ და ისიც წამში იმორცხვებს.-ტელეფონი უადგილო ადგილას არ უნდა დატოვო და შენ პირად მიმოწერასაც ვერავინ წაიკითხავს, ვერც ჩემნაირი ცნობისმოყვარე!
ვატყობ, ამოცანა ამოხსნილია. ალმაცერად მიყურებს და თითს მიქნევს. უკნიდან ვეხვევი და ვბუტბუტებ:
-ღიმილი ძალიან გიხდება, ჯულია...
***
ამას რომ წაიკითხავ მინდა გაიღიმო, უბრალოდ გაიღიმო...
მინდა ღიმილი გასწავლო...
მინდა გაიღიმო როცა გათენდება... სიცოცხლეს გაუღიმო...
მინდა გაიღიმო როცა წვიმის წვეთი ცხვირზე გაკოცებს...
მინდა გაიღიმო როცა ვარსკვლავი თვალს ჩაგიკრავს ან მზე გაგიცინებს...
გაიღიმო მაშინაც კი როცა ტუჩები იბუტებიან,

როგორ? - თვალებით...

მინდა დღეში ასჯერ, არა ათასჯერ გაიღიმო, არა აქვს მნიშვნელობა ვისთვის ან რისთვის,

უბრალოდ გაიღიმო... იქნებ გათბე...

მინდა წარსული მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდეს და შენ არ ცხოვრობდე წარსულით...

მინდა ბედნიერება დაინახო იმ ცხოვრებაში რომელშიც ცხოვრობ!

...............................................................
გაიღიმეთ ჩემო კარგებო! გაიღიმეთ, რათა სხვებიც გააღიმოთ! დაიმახსოვრეთ, რომ ღიმილი ძალიან გიხდებათ! ეს ისტორიაც ჩავამთავრე და რაღაც სრულყოფილება ვიგრძენი. იმედია მოგეწონათ და კმაყოფილები დარჩით. ეს მოთხრობა ეძღვნება ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, ჯულიას...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი teddy))

Dzalian, dzalian magari tavi iyo. Ici rogorii?! Ai sul, rom gagimebuli waikitxav. Sasiamovno wasakitxi iko. Dzlivs ar egirsa julias bedniereba?! Ratqmaunda es chveni tornikes damsaxurebaa... Ise, megona rom julia gaubrazdeboda... Veli shens axal motxrobas! Warmatebebi sopikoo!

 


№2  offline წევრი Firefly

კარგი იყო ძალიან♥ შენი ყველა იატორია რომელიც წამიკითხავს ყველა გამორჩეულად მიყვარს და კიდევ გელოდები ახალი ისტორიით
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი sopiko

teddy))
Dzalian, dzalian magari tavi iyo. Ici rogorii?! Ai sul, rom gagimebuli waikitxav. Sasiamovno wasakitxi iko. Dzlivs ar egirsa julias bedniereba?! Ratqmaunda es chveni tornikes damsaxurebaa... Ise, megona rom julia gaubrazdeboda... Veli shens axal motxrobas! Warmatebebi sopikoo!

♥მარიამი♥
კარგი იყო ძალიან♥ შენი ყველა იატორია რომელიც წამიკითხავს ყველა გამორჩეულად მიყვარს და კიდევ გელოდები ახალი ისტორიით

დიდი მადლობა ჩემო ტკბილებო ♥

 


№4  offline წევრი blue jeans

ძალიან მომეწონა მაგარი იყო <3

 


№5  offline მოდერი sopiko

blue jeans
ძალიან მომეწონა მაგარი იყო <3

გმადლობ!♥

 


№6  offline ახალბედა მწერალი -venus-

მომეწონა მარა ძალიან მალე განვითარდა მოვლენები და მალე დასრულდა :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent