ქიმიური მუხტი [3]
- სად არის ბელკა ამდენ ხანს? წავალ დავუძახებ _ ლოდინისგან შეწუხდა ლიკა. - მე დავუძახებ ლიკუნა, იყავი შენ _ წამოდგა ილია. ეზოში მოათვალიერა, მაგრამ ვერსად შენიშნა. მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს აუყვა. როგორც კი აივანზე ფეხი დადგა, მაშინვე დაინახა ბოლოში, კუთხეში მიდგმულ ხის ტახტზე ჩამომჯდარი ბელა. ფეხები აეკეცა, ხელები შემოეხვია და თავი მუხლებში ჩაერგო. - ბელო, აქ ყოფილხარ _ გვერდით მიუჯდა. _ სად დაიკარგე ამდენი ხანი? გოგოებმა საჭმელი გაამზადეს, სუფრაც გაშალეს და შენ გელოდებიან, შენ კი არსად ჩანდი, ეზოშიც არ იყავი, აქ მოკალათებულხარ მარტო. რა გინდა აქ? - მარტო მინდოდა ყოფნა _ ჩაწითლებული თვალებით ახედა. - ბელო რა გჭირს? _ შეშფოთებულმა შეხედა. - არაფერი, უბრალოდ მარტო მინდოდა ყოფნა, ჩამოვალ. - ბელო, წეღან ალბათ ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა, მე არაფერი ვიცოდი, თუ ესაა მიზეზი.. - შენ არაფერ შუაში ხარ, არაფერი იცოდი, მოვწესრიგდები და ჩამოვალ _ სწრაფად წავიდა ოთახისკენ და კარები მიხურა. მართლაც-და ილია რა შუაში იყო, უბრალოდ მშობლების ყოველი გახსენება ზედმეტად მტკივნეული იყო, ჯერ კიდევ ვერ შეჩვეოდა, ვერ შეგუებოდა. ყოველთვის ცდილობდა თავი შეეკავებინა, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ხანდახან იყო მომენტები, როცა უბრალოდ აღარ შეეძლო, როცა უბრალოდ ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა, ტირილით გულს რომ იჯერებდა, მშვიდდებოდა და ისევ ძველი ბელა ბრუნდებოდა. ოთახიდან რომ გამოვიდა, ილია ისევ აივანზე დახვდა. მისი გამოსვლისთნავე ადგა ტახტიდან. - აბა, წავედით? - წავიდეთ _ კიბეებისკენ წავიდა. - სად დაიკარგე ბელკა? _ შევიდა თუ არა ოთახში, იკითხეს გოგოებმა. - ზემოთ ვიყავი _ მშვიდად გაუღიმა და თავისი ადგილი დაიკავა. სუფრა აალაგეს გოგონებმა, ბელას ისევ არაფერი გააკეთებინეს, ამიტომ ეზოში, მწვანე ბალახზე მოკალათდა, აკვირდებოდა მწვანე მთებს, მოკრიალებულ ცას, სოფლის ხმაურობას და აბედნიერებდა ეს ყველაფერი. სახლიდან გასვლისთანავე შენიშნა გოგონა, არც დაფიქრებულა ისე გაემართა მისკენ, მაქსიმალურად უხმაურობ მიუწვა გვერდით, ხელები მუცელზე დაილაგა და ცას ახედა. - თუ სულ მარტო უნდა იყო რა აზრი ჰქონდა აქ წამოსვლას? - გაწუხებთ? - არანაირად. - აბა რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები, ხან მარტოობა უნდა ადამიანს, ხან ხალხთან ერთად ყოფნა. - არ გინდა მომიყვე? - რა უნდა მოგიყვე? - ის, რაც გაწუხებს, მომიყევი შენს ცხოვრებაზე. - საოცრად უინტერესო ცხოვრება მაქვს, ვფიქრობ არ ღირს სალაპარაკოდ. - მაგრამ მე მაინც მაინტერესებს. - კარგი, როგორც გინდა, მყავს ბებია და ბიძა, ლელას იცნობ ისედაც, მშობლები ოთხი წლის წინ დამეღუპა.. მეტი მართლა არაფერია მოსაყოლი. - მე ოჯახური მდგომარეობის შესახებ არ მიკითხავს, მე შენს ცხოვრებაზე გკითხე. - ესაა ჩემი ცხოვრება, მშვენიერი და სიხარულით სავსე ცხოვრება ოთხი წლის წინ დავასრულე, მას შემდეგ ერთფეროვანია. - არ გიცდია გაფერადება? - სურვილი არ მქონია. - მთელი ცხოვრების გატარებას ასე აპირებ? - ჯერ-ჯერობით, - ეს არ არის სწორი. - ძალიან გთხოვ, შენ არ მიცნობ იმდენად, რომ განსაზღვრო რა არის ჩემს ცხოვრებაში სწორი და რა არა. - არაფერს არ განვსაზღვრავ ბელო, მართალი ხარ, ეს შენი ცხოვრებაა, მაგრამ რადგან ლიკამ აქ წამოგიყვანა, მას შენთან მეგობრობა უნდა, ყველას უნდა შენთან მეგობრობა, ყველას უნდა შენი ცხოვრების გაფერადება და უნდა მოგვცე ამის საშუალება. - თუ ჩემს ცხოვრებაზე დაგელაპარაკები ეს მიშველის? - არა, ეს ვერ გიშველის _ ჩაეცინა _ უბრალოდ მე უფრო მეტი მეცოდინება შენს შესახებ. - ბოდიში, მაგრამ მართლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი ახლა, ოდესმე იქნებ გითხრა კიდეც. - კარგი, როგორც გინდა _ გაუღიმა. - ბავშვებო არ შემოხვალთ? _ ლიკუნას ხმა გაისმა. - მოვდივართ ლიკუნ _ გასძახა ილიამაც _ წამო _ თვითონ ადგა და ბელასაც ხელი გაუწოდა დასახმარებლად. გოგომაც დაუფიქრებლად ჩაკიდა ხელი და ფეხზე წამოდგა. _ აბა, რატომ დაგვიძახეთ? _ ოთახში შევიდნენ. - რამის თამაში გვინდა და მოფიქრება გვჭირდება. - ამდენმა ერთად რა უნდა ვითამაშოთ? _ ახალგაზრდებს გადახედა ბელამ. - მაგალითად ქალაქობანა _ წამოიძახა ლანამ. - ოო, არ მინდა _ იდეა დაიწუნა ლეომ. - აბა ჯოკერი? თქვენ ითამაშოთ და ჩვენ გიყუროთ? _ ტუჩები უკმაყოფილოდ დამანჭა. - რატომაც არა _ მოეწონა ლუკას. - და შვიდმა როგორ ვითამაშოთ? - როგორ და მაგალითად მე და შენ ერთ მოთამაშედ ჩავითვლებით, კიდევ ორი ერთად და ასე. - მე არ ვიცი კარგად, ამიტომ არ ვითამაშებ, ერთი მოთამაშე გამოგაკლდათ _ გაიღიმა ბელამ. - ოო, მასე არ გვინდა _ ისევ აწუწუნდა ლეო. - ბავშვებო ისეთ თამაშს მაინც ვერ ვიპოვით ყველამ რომ ვითამაშოთ, ან მაშინ უნდა ვცადოთ დაჭერობანა, დახუჭობანა და რაღაც ასეთი. - აი დახუჭობანა მშვენიერი იდეაა _ თვალები გაუბრწყინდა ლეოს. - კარგი რა ლეო, რა დახუჭობანა _ მაშინვე დაიბღვირა ლუკა. - ოო, არაფერი თქვენ არ გინდათ, ასე ვერ შევთანხმდებით _ გაბრაზდა ლანა. - სულ რომ არ ვითამაშოთ? _ გაუცინა ბელამ. - აბა ასე როდემდე ვისხდეთ? რამე ხომ უნდა გავაკეთოთ? - ავდგეთ და „ბირჟაზე“ გავიდეთ, მოსაღამოვდა უკვე, ახალგაზრდობა იქნება და ჩვენც გავერთობით რა. - ამაზე უკეთესი იდეა ჯერ არ დაგბადებია _ გაეკრიჭა ლიკა ძმას. _ წავიდეთ, აქაური „ბირჟა“, ჩვენი მოპირდაპირე სახლის ეზოშია, ყველაზე მეტი ახალგაზრდა იქ ცხოვრობს და იქ იკრიბება ყველა. - მაშინ გავემზადოთ და წავიდეთ. - რა გამზადება გინდათ, უნდა გამოიპრანჭოთ? _ უკმაყოფილოდ იკითხა ლეომ. - ცოტა უფრო თბილად ჩავიცვამთ და ცოტას გავიპრანჭებით კიდეც _ თვალი ჩაუკრა ლანამ და წამოდგა. _ წავედით გოგოებო. ოთახში აიკრიფნენ. მოსაცმელები შემოიცვეს და ეგ იყო, გამოპრანჭვაზე არც ერთს უფიქრია. ქვემოთ ჩავიდნენ და ბიჭებთან ერთად მოპირდაპირე სახლის ეზოში გავიდნენ. - რეზო _ ჭიშკრიდანვე დაიძახა ლუკამ. - მობრძანდი, რომელი ხარ? - ლუკა ვარ _ შევიდნენ ეზოში. - ლუკა, როდის ჩამოხვედი? _ ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა _ მობრძანდით, მობრძანდით. - გუშინ ჩამოვედით, გაიცანი ჩვენი მეგობრები ბელა და ლელა, დანარჩენებს ყველას იცნობ _ გაუცინა. - სასიამოვნოა _ გაუღიმა ბიჭმა, დანარჩენებიც გადაკოცნა და შიგნი შეიწვია. _ მოდით, მოდით, გაიცანით ბეჟანი და მინდია, დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან მალე. ცეცხლის ანთებას ვაპირებდით ახლა, დასხედით, მოთავსდით სადაც გინდათ, ჰამაკში, მიწაზე, კუნძებზე. ლიკა, ლანა და ლელა კუნძებზე მოთავსდნენ, ცეცხლთან ახლოს ვიქნებითო, ბელა ჰამაკში მოკალათდა, ამაზე უკეთესად ვერსად ვიქნებიო, ბიჭებიც მიწაზე ჩამოსხდნენ, ილია კი ჰამაკს მიუახლოვდა და ბელას გაუღიმა. - შეიძლება? - კი _ მაშინვე მოხერხებულად ჩაჯდა ჰამაკში და ოდნავ გააქანავა. - იცი რა ბელო? მე მაინც ვერ ვისვენებ, ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს, თანაც ვფიქრობ შესანიშნავი საღამოა გულწრფელობისთვის. - კარგი _ გაეცინა _ მაგრამ საზოგადოებაში ჩურჩული არაა მიღებული, მე კიდევ სულაც არ მინდა ყველამ იცოდეს ჩემი ცხოვრება. - დაივიწყე ეს ეთიკის ნორმები და მეჩურჩულე შენს ცხოვრებაზე. - კარგი, დამითანხმე. - გისმენ ინტერესით. - არ ვიცი საიდან დავიწყო _ ისევ გაეცინა. - თავიდან. - დავიბადე ამა და ამ წლის, ამა და ამ თვის, ამა და ამ რიცხვის მთვარიან ღამით-მეთქი? _ გაუცინა. - თუნდაც. - მოკლედ, დაბდებიდან თბილისში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, ჩემი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ლელა გაჩნდა. თხუთმეტი წელი ბედნიერად ვიცხოვრეთ ყველამ ერთად. მერე კი, ერთ ზამთრის თოვლიან საღამოს, როცა სოფლიდან ქალაქში ვბრუნდებოდით, ავარიაში მოვყევით. გზა მოყინული იყო და მანქანა მოსრიალდა. მშობლები წინ ისხდნენ, ჩვენ უკან. ასე გამოვიდა, ისინი დაიღუპნენ, ჩვენ საავადმყოფოში მოვხვდით, არც თუ მსუბუქი დაზიანებებით, მაგრამ ორივე გადავრჩით. იცი? მათ დაკრძალვასაც ვერ დავესწარი _ თვალებში ცრემლები აუკიაფდა. _ რომ გამოვიღვიძე უკვე აღარ იყვნენ, სულ გამქრალიყვნენ _ თვალის კუთხიდან ერთი ცრემლი ჩამოუგორდა. - არ იტირო რა _ მუდარით უჩურჩულა _ აღარ გააგრძელო თუ გინდა და საერთოდაც, არც უნდა დაგეწყო, ესეც ჩემი ბრალია. - არა, რადგან გავბედე და დავიწყე, ბოლომდეც მივალ. მერე საცხოვრებლად სოფელში გადავედით, ბებოსთან. დეპრესიულ მოზარდად ვიქეცი, არავინ და არაფერი მინდოდა, თუმცა დავძლიე, ისევ ბებოს დახმარებით შევძელი, სწავლაც გავაგრძელე, სკოლა სოფელში დავამთავრე, ჩავირიცხე კიდეც, დანარჩენი შენც იცი. - ლელა? - ლელასაც უჭირდა, ძალიან, მაგრამ შევძელით.. თუმცა ეს ტკივილი ისევ თან მდევს, მათ ყოველ გახსენებაზე მინდება ვიტირო, ხან ვახერხებ, ხან ვერა, ალბათ ოდესმე შევძლებ იმ დონემდე მისვლას, როცა მათი გახსენება ტკივილს აღარ მომიტანს, მაგრამ ახლა ამის ძალა არ შემწევს. - თბილისში ბებოსთან ერთად ხართ? - არა, ბებო სოფელს ვერ ტოვებს, ბიძაც იქ ცხოვრობს, ჩვენ მარტო ვართ აქ. - ძალიან მაგარი გოგოები ხართ _ გაუღიმა და ცრემლები მოწმინდა. _ ხომ არ შეგცივდა? მივიდეთ ცეცხლთან. - არ მცივა, შენ მიდი თუ გინდა. - არც მე მცივა. კიდევ უფრო მეტად მოეწონა ეს გოგო, უკვე აღარც ეუცნაურებოდა, ხვდებოდა მისი ჩაკეტილობის მიზეზს, უბრალოდ თავის ტკივილს არავის ახვევდა თავს, გულში იტევდა და ზედმეტად არავის აწუხებდა. ზემდეტად ძლიერი იყო, ბევრი ვერ შეძლებდა ცხოვრების დანგრევის შემდეგ მის თავიდან აშენებას. როგორ უნდოდა როგორმე გაემხიარულებინა, ის ტკივილი დაევიწყებინა. ახლა კიდევ უფრო მეტად იზიდავდა ეს გოგო. ახალგაზრდები ცეცხლის გარშემო შეკრებილიყვნენ, რეზომ სახლიდან გიტარა გამოიტანა და სასიამოვნო მელოდია გააჟღერა. - შეიძლება? _ სიმღერა რომ დაამთავრა, ილია მივიდა. - რა თქმა უნდა _ გიტარა ათხოვა. სიმებს შეეხო და პირველივე აკორდებმა გამოიწვია ბელას ღიმილი. „Beauty and the beast”-ის მუსიკა სასიამოვნოდ იფანტებოდა ჰაერში. ბელა ტუჩების მოძრაობით, თავისთვის მღეროდა და ბედნიერი ღიმილით შესცქეროდა სიმებზე მოთამაშე ილიას თითებს. დაკვრა რომ დაამთავრა, ისევ ჰამაკს დაუბრუნდა. - არ მეგონა თუ უკრავდი. - რატომ? _ გაეცინა. - არ ვიცი, უბრალოდ რატომღაც ვერ წარმომედგინა. - ახლა ხომ იცი. - ჰო, ძალიან კარგი იყო, თან ეს სიმღერა.. - ჰო _ გაუღიმა. - ცეცხლთან მივალ _ ჰამაკიდან წამოდგა _ ლელა მიიწიე რა ცოტა. - მოდი ბელკა _ დას გვერდით მიუჯდა და მიეხუტა. - რა კარგია რომ წამოვედით ხომ? _ უჩურჩლა ლელამ. - ჰო, კარგია, კარგია _ გაეღიმა. _ მეძინება.. - რა დროს ძილია ბელა, მოიცა რა. - ლიკაა _ ჩუმად დაუძახა. - გისმენ ბელკა.. - აუ მეძინება, რომ წავიდე ბებო ხომ სახლში იქნება? - კი, კი სახლში იქნება. - კაი, გავიპარე მე _ გაუღიმა, წამოდგა და ჭიშკრისკენ გაემართა. ჯერ გასულიც არ იყო, ბიჭი რომ წამოეწია. - საით გაგიწევია? - მეძინება და სახლში. - კარგი, წამო. - შენ რაღატომ მოდიხარ, დარჩი. - წამოვალ, გაგაცილებ. - კარგი, როგორც გინდა. _ ეზოში შევიდნენ, ბელა პირდაპირ მეორე სართულისკენ წავიდა, ილიაც მიჰყვა. _ როგორ ბნელა _ უკმაყოფილოდ დაიწუწუნა. - აანთებ შუქს და განათდება. - ლოგიკურია _ გაეცინა. _ მაგრამ სანამ აანთებ? - სანამ აანთებ, მანამდე სიბნელე იქნება, გეშინია? - ძალიან. - მართლა? _ გაკვირვებულმა შეხედა. - მართლა, ბავშვობიდან _ გაეცინა. - რა მშიშარა ყოფილხარ, ძილისას შუქი გინთია? - კი, პატარა სანათური, ყოველთვის როცა მარტო ვარ. - გინდა დავრჩე სანამ დაგეძინება? - არა, არა, არაა საჭირო. - ბელო შეჭმას კი არ გიპირებ, რამ შეგაშინა _ გაიცინა, ბელა კი ისევ გაწითლდა. - აი, აინთო _ შუქის ჩამრთველს მიაჭირა თითი. - ჰო, მადლობა. - კარგი, წავალ, ძილინების ბელო.. - ძილინების ილია _ პირველად მიმართა სახელით.. კარები დახურა, ლოგინი გაშალა, მოწესრიგდა და დაწვა. გააჟრჟოლა, ცივი იყო, საბანი ეფარა, მაგრამ ახლა მაინც სციოდა. ნელ-ნელა შეეპარა სითბო მის ეკალდაყრილ სხეულს, გათბა, მაგრამ ვერ იძინებდა. ბევრი იწრიალა და მაინც ვერ მოისვენა. ლოგინზე წამოჯდა და განათებულ ოთახში მიმოიხედა. მისი შიშის გამო თითმის არასდროს იყო მარტო, გამუდმებით ვიღაცასთან ერთად ეძინა. ხშირად მშობლებთან ერთადაც, უფრო ხშირად ლელასთან. ახლა უკვე შეეგუა მარტო ყოფნას, მაგრამ სინათლე მაინც სულ ანთებული ჰქონდა. იცოდა, რომ ნანი სახლში იყო, სინათლეც ენთო, მაგრამ მაინც ვერ იძინებდა, მაინც აშინებდა ეს მარტოობის შეგრძნება, რომ ვეღარ და ვეღარ მოისვენა, მოსაცმელი მოიცვა და საღამურებითვე გავიდა აივანზე, მოსაცმელი იმ სიგრძე იყო, ხალათივით ჰქონდა, ასე რომ სირცხვილის გრძნობასაც არ შეუწუხებია. აივანზე გავიდა და გაოცებული დარჩა. ტახტზე მოკალათებულიყო ილია. ხმაურზე მანაც გამოიხედა. - ვერ დაიძინე? - შენ აქ რა გინდა? - ჯერ მე გკითხე. - ჰო, ვერ დავიძინე, შენ აქ რა გინდა? _ კითხვა გაუმეორა. - ვიფიქრე შეიძლება შეეშინდეს-მეთქი და დავრჩი. - შენ უკვე პრინცად ქცეული ურჩხული ხარ? _ გაუცინა. - შეიძლება ასეც ითქვას _ სიცილით უპასუხა. _ რატომ ვერ დაიძინე? - მეგონა მარტო ვიყავი და ვერ მოვისვენე. - ხედავ? მე უკვე შენს ფიქრებსაც კი ვხვდები, შენ კი ერთი კედლის იქით ვერ იგრძენი ჩემი აქ ყოფნა. - ეს როგორ დამემართა _ სინანულით წარმოთქვა და აფხუკუნდა. - გიხდება სიცილი _ საოცრად გულსწრფელი იყო. - მადლობა _ სიცილი მაშინვე შეცვალა მოკრძალებულმა ღიმილმა. - არ შეგცივდეს ბელო. - არ მცივა. - კარგი ღამეა არა? - ჰო, სავსე მთვარე, უამრავი ვარსკვლავი.. - და შენი თვალები? - რაა? _ რეპლიკას ვერ მიუხვდა, თუმცა ლოყები შეეფაკლა. - არაფერი, არაფერი, ნუ აწითლდი _ გაეცინა. _ მართლა ძალიან სასაცილო ხარ ასე აწითლებული. - იცინე მერე _ შეუბღვირა და ტახტისკენ წავიდა. - აუუ, სულ რატომ იბუტები? _ ისევ გაეცინა. - არ გავბუტულვარ, იცინე თუ გინდა. - არა, სულ არა _ გვერდით მიუჯდა. ბელა სივრცეში იყურებოდა. _ ბელო _ რეაქცია არ ჰქონია. _ წავალ ახლა _ დაემუქრა ვითომ. - ნახვამდის _ გაუღიმა. - მართლა წავალ. - მართლა წადი. - შეგეშინდება. - არ იდარდო. - კარგი, წავედი _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და კიბეებს დაუყვა. გაბუსხული ბელა კი აივანზე დატოვა. ახლა აქეთაც რომ გაებუტა, თვითონ დასცინის და ისევ თვითონ იბუტება. იყოს გაბრაზებული, ბელა რა შუაშია, საერთოდაც რას მოაღო პირი და მოუყვა ყველაფერი, ასე როგორ ენდო ორი დღის გაცნობილ ადამიანს. ახლა უკვე საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, ყველაფერი გაუმხილა, მთელი ცხოვრება ტკივილით და ემოციებით. მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა, უკვე თქვა და სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა. ფიქრი ეზოდან მომავალმა ხმაურმა შეაწყვეტინა. ეზოში ახალგაზრდები შემოლაგდნენ ხმაურით, კისკისით. ბელასაც გაეღიმა, გულში სითბო ჩაეღვარა დის ბედნიერი სახის დანახვაზე. მხოლოდ ამისთვის ღირდა აქ წასვლა. სანამ ისინი კიბეებზე ავიდნენ, ბელა ოთახში შევიდა და ლოგინში მოკალათდა. ფეხაკრეფით შეიპარა ლელა და მღვიძარე და რომ დაინახა, მაშინვე ამოიდგა ენა. - რატომ არ გძინავს? - რავი ვერ დავიძინე, კარგი იყო? - აუ ძალიან, შენ რომ წახვედი კიდევ ვიმღერეთ, ძალიან კარგი ხალხია _ აჟიტირებული იყო. - ძალიან კარგი. - გადაწყვიტეს, რომ ხვალ ერთად ვიქეიფოთ ყველამ, გაცნობა აღვნიშნოთო, ლიკუნა უთხრა ჩვენთან გავშალოთო, ისინიც დაეთანხმნენ და ხვალ აქ მოვა ყველა. რა კარგი იქნება არა? - ჰო ლელ, ჰო, კარგი იქნება _ გაუღიმა. _ დავიძინოთ მაშინ ახლა, რომ ხვალ გოგოებს მივეხმაროთ გამზადებაში. - კარგი, ძილინების ბელკა _ დას აკოცა და თვითონაც მოემზადა დასაძინებლად. _____________ ესეც ესამე თავი.. უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მიზიარებთ ემოციებს.. აღარ გადამიმოწმებია და შეცდომებისთვის ბოდიში.. ამჯერადაც ველი შეფასებას და კრიტიკას.. მიყვარხართ შოკოლადებო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.