შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაი ლიმონით


15-11-2015, 18:34
ავტორი salomee
ნანახია 2 034

ხანდახან მონატრება გძლევს ხოლმე ადამიანების მიმართ, ვინც არც თუ ისე კარგი კვალი დატოვა შენს ცხოვრებაში. თუმცა, ამას მნიშვნელობა ეკარგება. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არსებობს პატიება. გრძნობების განეიტრალება და წყენის ჩახშობა საკუთარ სასუნთქ არეაში. თუმცა, ხსოვნა უმიზეზოდ მარადიულია. რადგან დროს არ მიაქვს ყველაფერი. მხოლოდ საზიზღარ ტკივილის გიმსუბუქებს, შინაგან სამყაროს რომ ანგრევს ნაწილ-ნაწილ. წლები გადის და მაინც ვერ ივიწყებ ადამიანებს, საათებს, წუთებს...
***
სასამართლოში მივდიოდი. პროცესს უნდა დავსწრებოდი. იმ დროს იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება. გადაწყვეტილი მქონდა უკვე. თან არც იყო დიდი დრო დარჩენილი ჩემი არჩევანის საბოლოოდ გაკეთებაში. ყველაფერს ისიც უწყობდა ხელს, რომ მამიდაჩემი სასამართლოში მუშაობდა - ადვოკატად და პროცესზე დასწრებაზეც არასდროს მექმნებოდა პრობლემა.
ზამთარი იყო. საშინლად ციოდა. ყინვამ ძვალ-რბილში რომ გაატანა და კანკალმა ამიტანა, მივხვდი, ამდენი ფეხით სიარულისგან აუცილებლად ფილტვების ანთებას დავიმართებდი და ავტობუსში ავედი. ისე მაკანკალებდა, ყველა მგზავრის ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული.
ასეთი ცივი მხოლოდ ჩემთვის იყო თბილისი - საშინლად მცივანა ვიყავი. ალბათ, ჩვეულებრივი გამვლელისთვის რომ გეკითხათ, უბრალოდ ზამთრისთვის დამახასიათებელი სიცივე იყო, არაფერი განსაკუთრებული.
გათოშილი მივედი სასამართლოში. მამიდაჩემი გადაირია - ასეთი მცივანა რანაირად ხარო. ვერაფრით გავთბი. არადა, პროცესამდე 5 წუთი რჩებოდა. ნანუკა მეხვეწებოდა სახლში წადი და კარგად გათბი, რამეს დაიმართებო. მეც არ წავედი. ბარემ მოვედი - მეთქი.
პროცესი დაიწყო. ყველა თავის ადგილას დასხდა.
-სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, 90 მუხლოს ბ პუნქტის მიხედვით, რომელიც ადამიანის ცივი იარაღით განზრახ დაზარალებას ითვალისწინებს. გთხოვთ შემოიყვანოთ 21 წლის ბრალდებული, უკვე მეორედ წარდგენილი სასამართლოზე, ამავე ბრალდებით - გეგა ყიფიანი.
შემოიყვანეს.
მაღალი იყო, გამხდარი, შავგვრემანი. საფეთქელთან გრძელი შრამი ქონდა. შორიდანაც შევამჩნიე მომწვანო-მოცისფრო თვალები.
უცებ ქეთას წუწუნი გამახსენდა: „აუუ, ყველა მკვლელი სიმპატიური რატოააააა?“ და გამეცინა. ჩემს გვერდით მჯდომმა ქალმა ისეთი სახით გადმომხედა, ალბათ დიდი სიამოვნებით მლეწავდა სახეში.
გადავრჩი:)
ისევ მსჯავრდებულს გავხედე.
არ ვიცი მომეჩვენა, თუ რა იყო, მაგრამ წამით მე შემომხედა.
ისეთი სახით იჯდა მთელი პროცესი, თითქოს თავის თავს კი არა, მეზობელს ასამართლებდნენ.
-არანაირი გამართლება არ აქვს ამ ახალგაზრდის საქციელს. რაც არ უნდა იყოს, ადამინის დაშავება ცივი იარაღით კანონით ისჯება. მითუმეტეს რომ, პირველი შემთხვევა არაა. - იწელებოდა მოწინააღმდეგის ადვოკატი - მანანა ჭუმბურიძე.
-რამის თქმა ხომ არ სურს დამნაშავეს?
-თქვენი სახელი? - მკაცრი სახით შეხედა გეგამ ადვოკატს.
ღმერთო რა ხმა აქვს!-ვფიქრობ ჩემთვის და საკუთარ თავზე მეღიმება.
-ჩემი?? - დაიბნა ქალბატონი. - მანანა, მანანა ჭუმბურიძე.
-ქალბატონო მანანა, - სერიოზულად დაიწყო ყიფიანმა. - თუ იცით, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, ძაააააან მაგარი პრ*ჭია?
მანანა ჭუმბურიძეს ფერები გადაუვიდა სახეზე. ისეთი აღშფოთებული სახე ქონდა, კარგა ხანი ხმას ვერ იღებდა. მოსამართლეც არანაკლებ დაიბნა - ასეთ პირდაპირობას არ ელოდა. მთელს დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ვიღაცის ჩაფხუკუნება გაისმა.
-მოკლედ, - ცოტა ხანში გააგრძელა დამნაშავემ. - ეგეთი სი*ები უნდა ამოიწყვიტონ საერთოდ რა. და აღარ დაიცვათ, ხო? - მერე მოსამართლეს გახედა. - ვაფშე არ ვნანობ და კიდე იგივეს გავაკეთებდი. - კისერი გაატკაცუნა და სკამზე მოხერხებულად გადაწვა.
ხალხი შოკში იყო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-მოქალაქე გეგა ყიფიანს შეეფარდება სასჯელი, ნახევარი წლის ვადით. - ჩაქუჩი დაარტყა მოსამართლემ.
მერე ნამდვილად აღარ მომჩვენებია. მსჯავრდებულმა გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
გამაცია. არ ველოდი ასეთ ჟესტს.
სასამართლოდან მალე წამოვედი. მამიდაჩემმა სახლში მაინც გათბიო. მეც ერთი სული მქონდა მივსულიყავი და ცხელი ჩაი დამელია, ლიმონით.
***
მე და ნატა კაციტაძე მეოთხე კლასში დავმეგობრდით. ხანდახან წამოუვლის ხოლმე ისე ძალიან, ვეღარ მშვიდდება. იმდენი მეგობარი ყავს, მსგავსი რაოდენობის ადამიანებიც რომ არ მინახავს.
ურთიერთობაში კარგი გოგოა. მხიარული, ერთგული, სანდო. ერთი სიტყვით, ძალიან ახლოს ვართ.
***
1თვე ისე გავიდა, როგორც ზოგადად აბიტურიენტობისთვის არის დამახასიათებელი. ისევ ბევრი სამეცადინო, ისევ მასწავლებლები, ისევ სკოლა და ისევ ნატას წუწუნი ჩემს აუტანლად მოსაწყენ ხასიათზე:)
იმ საღამოს, ასე 10 საათისთვის, ნუცუბიძეზე, ზუსტად ჩემი ფანჯრის წინ ჩხუბი ატყდა, ისეთი, ალბათ მართლა დედა არ აიყვანდა შვილს ხელში.
ჩემს ოთახში გარკვევით ისმოდა მრავალფეროვანი გინება. მერე ერთმა ხმამაღლა იღრიალა - გეგა, შეჩ*მა, პოლიციაო. მე ფანჯრიდან გადავიხედე და კარგად დავინახე როგორ გარბოდა სამი მაღალი სხეული.
ნეტა თუ არ ეზარებათ ეს საქმის გარჩევები, საინტერესოა:)
ქართულს ვწერდი ჩემმა დამ რომ შემოაღო ოთახის კარი.
-რა ხდება, ნუც? - ვკითხე მე, მის სახეს რომ შევხედე.
-დედაა ცუდად. - სახე დაებრიცა მას. სწრაფად ავდექი და ანას ოთახისკენ წავედი.
-დე, რა გჭირს? - შემეშინდა მე.
-ვაიმე, ხალხო რა სახეები გაქვთ?! - წარბები აწია ანამ. - კი არ ვკვდები, თავი მტკივა უბრალოდ და რაღაც სუსტად ვარ. წამალიც აღარ მაქვს და გეხვეწებით აფთიაქში ჩაირბინეთ, რა.
-ხო, ჩავალ. - სწრაფად ვთქვი და ოთახის გასასვლელისკენ წავედი.
-ნუცაც წამოგყვება. გვიანია. - სიტყვა დამაწია დედაჩემმა.
-არ მინდა. იმეცადინოს.
-აუ, სალომეე, წამოგყვები, რაა.
-არ მინდა-მეთქი. წადი, იმეცადინე.
-ფული ჩანთაში მაქვს, სალომე.
-მაქვს. ზურამ მომცა დღეს.
დედაჩემს აღარაფერი უთქვამს. მეც კურტკა მოვიცვი და გარეთ გავედი.
ძალიან ციოდა, რა თქმა უნდა. დუტი ბოლომდე შევიკარი და ცხვირი შიგნით ჩავრგე. აფთიაქი გზის მეორე მხარეს იყო. ხელები მეყინებოდა. კაპიშოუნი ჩამოვიფხატე და ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე. სწრაფად გადავჭერი ქუჩა და აფთიაქში შევედი. ორი ფარმაცევტი და კიდევ სამი ბიჭი შევნიშნე. ორი ისხდა. ერთს ქერა თმა და შავი თვალები ქონდა, სახე მთლიანად სისხლიანი. მეორეს წაბლისფერი თმა და ამავე ფერის თვალები. ორივემ წამიერად შემომხედეს.
ერთი ფარმაცევტი ქერას ხელს უხვევდა, მეორე წარბთან უმუშავებდა ჭრილობას ყავისფერთვალებას.
ფარმაცევტმა როგორც კი დამინახა, წარბდაზარალებული დატოვა და ჩემკენ წამოვიდა. დაძაბული სახე ქონდა და ნაძალადევად გამიღიმა.
ის სამი იყო ალბათ, წეღან რომ გარბოდნენ-დავასკვენი მე.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ოთხი ტაბლეტი მიგ400 და 2 ცალი ნიმესილი მინდა.
მესამე ჩემგან ზურგით იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. კარგად არ მესმოდა რას ამბობდა, მაგრამ მშვიდობა რომ არ იყო ეს ფაქტია. მაღალი იყო და გამხდარი. თმა ძალიან დაბალზე ქონდა და ნაცრისფერი, თხელი, გრძელმკლავიანი ზედა ეცვა, რომელსაც აქა-იქ ეტყობოდა სისხლის კვალი. ასევე, ოდნავ ვხედავდი შრამს მის საფეთქელზე.
-7ლარი და 20 თეთრია. - მითხრა გოგომ და მეც გამოვფხიზლდი.
ჯიბიდან 10 ლარიანი ამოვიღე და ფარმაცევტს მივაწოდე. პარკი ავიღე და სანამ ხურდას ველოდებოდი, მესამე წამის მეასედით მოტრიალდა. ძალიან ღრმად ჩამებეჭდა გონებაში მისი მომწვანო-მოცისფრო თვალები. სახეზე კარგად ვერ დავინახე. კარგად კი არა, საერთოდ ვერ დავინახე, მაგრამ თვალები ქონდა ულამაზესი.
სწრაფად ავიღე ხურდა და დიდი ნაბიჯებით გავედი აფთიაქიდან.
რატომღაც მეცნობოდა ეს თვალები და გამოხედვა. ვერაფრით გავიხსენე საიდან...
ანამ წამლები დალია და მალევე ჩაეძინა. ნუცაც მორჩა მეცადინეობას და ტელეფონზე ემესიჯებოდა ვიღაცას.
-ნუც, დაიძინე.
-ცოტა ხანში.
-იცი რომელი საათია? - გავბრაზდი მე. -და საერთოდ, ვის ემესიჯები?
არასდროს მიყვარდა მის პირად ურთიერთობებში და საქმეებში ქექვა. ყოველთვის მხოლოდ ის ვოცოდი, რაც საჭირო იყო მცოდნოდა. ყოველ წამში -სად ხარ, ვისთან ერთად ხარ, ვის ემესიჯები ამდენს... და მსგავსი კითხვებით არასოდეს ვაბეზრებდი თავს, მიუხედავად იმისა, ჯერ პატარა - 15 წლის იყო.
-კლასელს, სალომე, რა იყო?!
- გვიანია და მორჩი. დაიძინე-მეთქი.
ნუცამ მობეზრებულად ჩაიფრუტუნა და ბალიში დაიდო თავზე.
მამაჩემი-ზურა, მაშინ წავიდა, როცა მე 13-ის ვიყავი, ნუცა - ათის. დღემდე არც მე და არც ჩემმა დამ არ ვიცით რა იყო დაშორების მიზეზი. დედას არაფერი უთქვამს. მოკლედ აგვიხსნა, რომ ასე იყო საჭირო. თავიდან გაგვიჭირდა, მერე შევეგუეთ რომ აღარ დაბრუნდებოდა. ორ წელიწადში სხვა ცოლი მოიყვანა. იმდენად მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო ეს ამბავი ჩემთვის, 7 თვე არ ველაპარაკებოდი. მერე ანაც მეჩხუბა მამაა, როგორ იქცევიო. მეც ბევრი ვიფიქრე და შევურიგდი. რა თქმა უნდა, მიყვარდა როგორც მამა, მიუხედავად ყველაფრისა. ისიც გიჟდებოდა ჩემზე, მაგრამ არასდროს მივდიოდი მასთან სახლში და არასდროს მოდიოდა ის ჩვენთან. ჩემთვის მისი ცოლის საკითხი იყო, ზურასთვის -ანასი. ან ვერ ბედავდა იმ სახლში მოსვლას, სადაც ამდენი ბედნიერი წელი გაატარა.
***
დილით ძლივს ავდექი. არც ნუცა დამხვდა სახლში და არც დედა.
სწრაფად ჩავიცვი და ჩანთაში რვეულები ჩავყარე. მობილურმა დამირეკა. ნატა იყო.
-სად ხარ? - ჩამკივლა კაციტაძემ.
-გამოვდივარ რა გაკივლებს?? - შევწუხდი მე.
-სკოლასთან გელოდები.
-კარგი. ტაქსით წამოვალ.
ყაზბეგზე იყო ჩვენი სკოლა. ავტობუსით დავდიოდი, მაგრამ იმ დილით მაგვიანდებოდა, თან ციოდა ძალიან. უცებ ჩავხტი ტაქსიში და 15წუთში უკვე სკოლასთან ვიყავი.
-რას შვრები? - გადამკოცნა კაციტაძემ და სიგარეტი გადააგდო.
-მცივა ძაან და მეძინება. შენ?
-შენ სულ გცივა. - გაიცინა ნატამ და თვალები გადაატრიალა. - ტიპი იმენა ივლისშიც თბილად ჩაცმული დადიხარ.
-აუტანელი გოგო ხარ! - ენა გამოვუყავი მე და სკოლაშიც შევედით.
კლასში სრული განუკითხაობა იყო. ტყუილად იდგა მათემატიკის მასწავლებელი - ნინო ჯანჯღავა და დაწყნარდითო - გაჰკიოდა.
ჩემი შეშლილი კლასელი გიორგი ნატროშვილი მერხზე იდგა და საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
მე და ნატა მთელი ბავშვობა ერთად ვისხედით. ჩვენს წინ ორი ცანცარა - ეკა მაკარიძე და მია ნიკურაძე ისხდნენ, რომელთა სალაპარაკო თემა ჩვენი კლასელი, ლილი იმნაძის შეღებილ თმის ფერს და Rihanna-ს შიშველ ფოტოს ვერ ცდებოდა.
მაგათ ყურებას, მე მაგალითად, Circle-ს თამაში მერჩივნა. მთელ აზარტში ვიყავი
-ქერა! - დამიძახა ეკამ. მეც მოვწყდი თამაშს და თავით ვანიშნე, მითხარი რა გინდა-მეთქი.
-გაიგე რა ამბებია საბურთალოზე?
ეს გოგო ცოტა დებილია:)
-რა ამბები?
-ყიფიანს გაუვლია დღეს ჩვენს სკოლასთან.
-ვაიმეეეეე, რა ამბავი ყოფილაააა. -ვიცინოდი მე. -გაიგე ნატა??
-უიმე, რა გოიმი ხარ. - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მიამ. - ამას უეჭველი არც ეცოდინება ყიფიანი. ნატა შენ მაინც ხო იცი?
-კი, ვიცი.
-ანუ გამოვიდა.
-საიდან? - დავინტერესდი მე.
-ციხიდან. დაჭ... - გაგრძელებას აპირებდა, მასწავლებელმა ეკა და მია ტვინი ნუ წაიღეთო.
-ისე, - დაიწყო კაციტაძემ, დუეტი რომ შეტრიალდა. - მაგარი ბიჭია ყიფიანი, პროსტა გიჟია ცოტა. ძაან შარიანი ვიღაცაა, მარა ტიპია რა.
-ნატა, აზრზე არ ვარ ვისზე ამბობ.
-ნუ, შენ ჩემი სახელი და გვარი ძლივს იცი და ეგ რანაირად გეცოდინება. აქ ცხოვრობს, ყაზბეგზე.
-დიდი ამბავი. - გავიცინე და Circle-ს მივუბრუნდი.
***
იანვრის 23 იყო, პარასკევი. სკოლის მერე ნატამ აიტეხა გინდა თუ არა ფეხით გავისეირნოთო. ძალიან მეზარებოდა, მაგრამ კარგი-მეთქი.
-ირაკლის დავშოდი. - მითხრა კაციტაძემ და ტუჩი დაბრიცა.
-რა? რატო??! - შევწუხდი მე.
-მგონი აღარ გიყვარვარო და რაღაც ესეთი სისულელეები. მგონი გაგიჟდა. - თავი გადააქნია ნატამ და სიგარეტს მოუკიდა.
-მეც მგონია რო არ არის ეგ სიყვარული, ნატა.
-ჰო, რავი. - მხრები აიჩეჩა და
უცებ ძალიან სწრაფად შემოატრიალა თავი. - ეხლა მარჯვნივ გაიხედე, ოღონდ ცოტა შეუმჩნევლად.
6-7 ბიჭი იქნებოდა, კორპუსის კიბეებზე ისხდნენ.
ერთი მეცნო, თან ძალიან. შრამი და თვალები იყო ძალიან ნაცნობი.
შემომხედა და გამიღიმა.
მერე ჩემმა ტვინმა გამალებით დაიწყო მუშაობა.
1...2...3...
-ეს გეგაა, ყიფიანი. - თითქოს შორიდან, ექოსავით ჩამესმა ნატას სიტყვები.
ზუსტად 3 წამში, ყველაფერი აირია და უცებვე დალაგდა.
სასამართლო...
აფთიაქი...
ნატას სიტყვები...
და გეგა ყიფიანი:)
***
-ძალიან რაღაცნაირია, სალომე, გეფიცები ასეთი ბიჭი ცხოვრებაში არ მინახავს. - მიყვებოდა ხოლმე ნატა, - შენ მაინც ხო იცი რო თითქმის კი არა, მთელ თბილისს ვიცნობ. ეს სხვაა.
გეგა ყიფიანი მართლა ისეთი ბიჭი იყო... დედა არ ჰყავდა და სხვანაირად გაზარდა მამამისმა.
სხვანაირად...
***
კაციტაძეს უნდა შევხვედროდი ყაზბეგზე. საღამო იყო. იქვე სკვერში ჩამოვჯექი და ნატას მობილურზე პასუხი მივწერე. სიცილის ხმა მომესმა. თან ძალიან გულიანის. გვერდით გავიხედე და რამდენიმე სილუეტი შევნიშნე.
სამეული ვიცანი.
გეგას ზოლიანი ზედა და მუქი ჯინსი ეცვა. ხელში სიგარეტი ეჭირა.
ჯანდაბა.
აქედან გასასვლელად მათ წინ უნდა ჩამევლო. ალბათ სირცხვლით მოვკვდებოდი.
კიდევ 5 წუთი ვიჯექი იდიოტივით. მერე მთელი ჩემი გამბედაობა მოვიკრიბე და ფეხზე ავდექი. გავსწორდი და თამამი ნაბიჯებით წავედი გასასვლელისკენ. ზუსტად იმ წამს, როცა უნდა ჩამევლო, დაბალი, საშინლად ბოხი და ხავერდოვანი ხმა გაისმა
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
არ ვიცი რატომ ჩავთვალე საჭიროდ მეპასუხა, მაგრამ ჩემი ხმა ქათმის კაკანად მომესმა, იმასთან შედარებით.
არც ის ვიცი თვითონ რატომ მომესალმა.
-...სალომე გაიგე? - გამომარკვია კაციტაძემ და ნაყინის მოზრდილი მასა იტაკა.
-ნატა, ვერაფერზე ვერ ვფიქრობ ეხლა მართლა.
-ხდება რამე? - გაუკვურდა მას.
-არაფერი... რას ყვებოდი რა ყვავილი მაჩუქაო?
***
გეგა ყიფიანი რომ ძალიან ღრმად დაილექა ჩემს გონებაში ეს ფაქტი იყო.
სულ მახსენდებოდა, სულ ველოდი რომ შემხვდებოდა. ყველგან ვეძებდი, ყველას ვამსგავსებდი.
მაგრამ არ ჩანდა ყიფიანი. არ ჩანდა და მეც სულ მეფიქრებოდა.
ამრია, ყველაფერი გადააყირავა და უბრალოდ გაქრა.
***
პირველი ეროვნული გამოცდა იყო და საშინლად ვნერვიულობდი.
-სალომე, მაინც ვერ ვხვდები რატომ არ გინდა რომ წამოგყვეთ მე და ნუცა?
-დედა გთხოვ! - სახე შევჭმუხნე მე და წყალი მოვსვი.
-კარგი, როგორც გინდა. - დამნებდა ბოლოს და ლოყაზე მაკოცა. - არ ინერვიულო, გეხვეწები, რა!
-კაი, დე, წავედი.
ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვედი. ცოტა ხანში უკვე ტაქსიში ვიჯექი. ნატამ მირჩია - სიგარეტი ნერვებს აწყნარებს სასწაულადო. მე გადავირიე - სად მე და სად სიგარეტი-მეთქი. არა, ასეთი ნერვიულობა რა მეტიჩრობაა? - ვეკითხები ჩემ თავს და ტაქსიში ჩართულ სიმღერას თავს ვაყოლებ.
ნამდვილად არ ველოდი. ჩემი ნერვიულობა არ მეყოფოდა:), ლამის გული გამისკდა. მაშინვე დაიჭირა ჩემი მზერა და ჩემკენ წამოვიდა. გადამკოცნა. ღმერთო, გიჟია ეს ბიჭი!! არც ვიცნობთ ერთმანეთს.
-პირველია ხო?
-კი. - ვფხიზლდები მე და ტუჩს ნერვიულად ვიკვნეტ.
-არ ინერვიულო. - ლოყაზე მკოცნის და თავის ძმაკაცებს უბრუნდება.
ეს რა იყო?!
***
ბოლო გამოცდაც და ჩემს ტანჯვასაც საბოლოოდ მოეღო ბოლო.
-დე, კი, კარგად დავწერე.
-მაგარი გოგო ხარ! - მობილურში გამოხატავდა ემოციებს ანა.
-წავედი. სადარბაზოში შევდივარ ახლა.
-მიდი. გკოცნი.
-მოიცა ერთი წამით, სად გარბიხარ.
მომესმა?
სწრაფად მოვტრიალდი. ჩემგან შორს იდგა და მხოლოდ ეს მამშვიდებდა.
-გისმენ. - სიმტკიცეს ვინარჩუნებდი. ვერ ვხვდებოდი რატომ მაბნევდა ეს ბიჭი ასე ძალიან.
-მოკლედ გეტყვი, ხო? - სადარბაზოს კარს ეყუდება და თვალებში მიყურებს.
-გისმენ. - თუთიყუშივით ვიმეორებ მე.
-არაფერ ზედმეტს არ გპირდები. შენც ხო იცი რო არაფერი ისეთი არ ყოფილა?
-ვერ ვხვდები რას ამბობ. -თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ.
-ვიცი რომ ჭკვიანი და კარგი გოგო ხარ.
- არ მიცნობ. - ოდნავ მეღიმება. რაზე? არ ვიცი.
-მე მინდა შენთან ურთიერთობა, ოღონდ შეყვარებულები და facebook-ზე პოსტები და ვაცისკროვნებ შენზე და ვგიჟდები - არა. გესმის რას გეუბნები?
მე - ვჩუმდები. ვფიქრობ რომ ამ ადამიანს ჩვეულებრივად აკლია.
-ისედაც ვხვდები, რომ გიჟი ხარ, და სურათის უფრო დამძიმება აღარაა საჭირო.
-მე კიდევ ვხვდები, რომ მოგწონვარ.
ეს სიტყვები მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის. ისე ამიხურდა ლოყები, ეჭვი მეპარება, სიმხურვალე არ ეგრძნო.
-ესე დარწმუნებულიც ნუ იქნები. - ვცდილობ არ დავიბნე და კიდევ ერთხელ ვაჯოლდოვებ ჩემი ღიმილით.
-ძალიან საყვარელი გოგო ხარ. - ისიც მიღიმის.
-ეჭვი არ მეპარება.
ღმერთო რეებს ვამბობ?:)
- მინდა რომ ჩემზე იფიქრო და იმაზე რაც გითხარი.
სწრაფად ავირბინე კიბეები და სახლში ქოშინით შევვარდი.
-მოგზდევდა ვინმე? - შემომეგება ნუცა.
-პრივეტ ელენიკო. - მივესალმე ჩემი დის დაქალს და ოთახში შევედი.
საწოლზე პირდაპირ გავიშოტე.
2წუთის წინ მომხდარი გამახსენდა და...
მე ისედაც ვფიქრობ შენზე,გეგა:)
***
-ვაიმეეეეე - მესმის დილით ნუცას კივილი და გიჟივით ვხტები საწოლიდან.
-რა მოხდა?! - ვეკითხები და თან ხალათის ქამარს ვიკრავ.
სანამ ჩემი და მიპასუხებს, უცებ თავს ვწევ და თავბრუსხვევას ვგრძნობ. მგონია რომ ყველაფერი არარეალურია და უბრალოდ მეჩვენება.
-”ყველაზე საყვარელს” - ხმამაღლა კითხულობს ნუცა. - ფაქტია ჩემი არ არის. - ეშმაკურად იღიმის და წარბებს წევს ის.
-რა იცი??! იქნებ შენია?
-ვიცი. - სწრაფად მაჩეჩებს ფურცელს და ოთახისკენ გარბის.
მთელი შემოსასვლელი იასამნებით და გვირილებითაა სავსე.
ავტორის ვინაობას ვხვდები და საშინლად მიჩქარდება გული. უნდა რომ გამაგიჟოს.
პრინციპში, უკვე მოახერხა:)
***
-ვაიმე, სალომე, უთხარი იმ ვიღაცას შეწყვიტოს ეს ყველაფერი, თორე ადგილი აღარ არის, ყველგან ყვავილებია.
ზუსტად ერთი კვირა ყოველ დილით იგივე სიტუაცია იყო.
ბოლოს გადავწყვიტე დაველაპარაკები-მეთქი.
ყაზბეგზე ვიყავი. ბაღთან ჩავიარე. სპეციალურად, რა თქმა უნდა. მართლა იქ იყო. ბიჭებთან ერთად. სიგარეტის კოლოფს ხსნიდა და რაღაცაზე მთელი გულით იცინოდა.
ძალიან შემრცხვა. არ ვიცოდი რა მექნა. არადა, აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი.
შემამჩნია.
სიგარეტის კოლოფი ნელა ჩაიდო ჯიბეში და ბიჭებს რაღაც გადაულაპარაკა. მერე ყველაზე დახვეწილი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიხვრა-მოხვრით წამოვიდა ჩემკენ.
-ყაზბეგისთვის დიდი პატივია. - ღიმილით მეუბნება და ტუჩებს ჩემს ლოყას ახებს.
-რაღაცის გარკვევა მინდა. - პირდაპირ სათქმელზე გადავდივარ ნერვიულობა რომ არ დამეტყოს.
-რისი? - ძალიან გაკვირვებული სახით მიყურებს.
-იცი რისიც.
-ვიწინასწარმეტყველო ეხლა თუ იტყვი ოდესმე?
-ყვავილები. სახლში ყველგან ყვავილებია უკვე.
-ვა, ვისგან? - წარბი აწია და სკეპტიკურად შემომხედა.
-მეც მაგის გარკვევას ვცდილობ.
უცებ ძალიან გულიანად გაიცინა.
ღმერთო, როგორ უხდება!
-არ მითხრა რო ჩემგან გგონია.
-არა. - წყნარად ვპასუხობ მე და თვალებში ვუყურებ. - უბრალოდ იმის გარკვევა მინდოდა, რომ შენგან არ არის.
-ჩემგან არ არის. - ღიმილით იმეორებს და ისიც თვალებში მიყურებს.
გული მწყდება მაგრამ არ ვიმჩნევ.
-ძალიან კარგი.
წამებში იხრება თავზე მკოცნის და ყურში მეუბნება
-ძალიან საყვარელი ხარ-მეთქი გითხარი?
-მითხარი. - ვუღიმი, თვალს ვუკრავ და მივდივარ.
***
-რა ქაჯივით გამომივიდა აზრზე ხარ?!
-ხო, პროსტა ძაან უცნაურად დაემთხვა ეხლა მაგ ლაპარაკის მეორე დღეს ყვავილები, რა. - ჩემს დამშვიდებას ცდილობს ნატა.
-მაგიჟებს. ძალიან უცნაურია
-ძალიან მაგარია. - თვალს მიკრავს და ყავას ასხამს ის. - ვერასდროს წარმოვიდგენდი... -ღრმად მიდის ფიქრებში კაციტაძე. - დონეა ეგ ბიჭი.
***
ყვავილები ჩემი და გეგას ერთად ყოფნისთანავე გაქრა. ვერაფერს მივხვდი. ვისგან, საიდან, ან საბოლოოდ რატომ შეწყვიტა, რატომ არ გამოჩნდა. მაგრამ ეს ძალიან, ძალიან, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა. მაინტერესებდა ისე, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მყავდა გეგა ყიფიანი და ეს ყველაზე მთავარი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ორწლიან ურთიერთობაში ერთადერთხელ კიდევ შევეხე ამ თემას:
-ვერ ვხვდები, რატომ არ ეჭვიანობ იმ ყვავილების ავტორზე.
-რატო შემჭამე, სალომე?!! ძაან გინდა ვიეჭვიანო? მოგწონს თუ რა ხდება?
-გაგიჟდი, ხო???? - ცეცხლი წამეკიდა მე.
-აბა რა არი, გაატ*აკე ყვავილები, ყვავილები, ყვავილები.
-იმიტომ, რომ არავისზე არ ეჭვიანობ, არც მეკითხები და საერთოდ არაფერი. ხო იცი, არ მიყვარს ისტერიჩკა გოგოები ყველაფერზე რო შეყვარებულს უჩიჩინებენ, მაგრამ რაღაც უნდა გაინტერესებდეს. ყველაფერი გკიდია, ჩემი ჩათვლით.
-ეხა ადი სახლში და საერთოდ აღარ დამენახო, გაიგე?! - იმხელაზე მიღრიალა, გული გამისკდა.
მეც უსიტყვოდ შევტრიალდი და წავედი. ყველაფერ წვრილმანზე ნერვები ეშლებოდა და მერე ისე აგრძელებდა ურთიერობას ვითომ წინა დღით საერთოდ აღარ დამენახოო არ ეთქვას. გენდობიო ყოველდღე მიმეორებდა ამ სიტყვას და ალბათ ეს იყო ყველაფრის გასამართლებელი მიზეზი. იმიტომ, რომ მართლა არავისზე ეჭვიანობდა. მე - ვგიჟდებოდი, ვერავის ვერ ვიტანდი მის გვერდით და ეს ძალიან კარგად იცოდა. ძალიან მიყვარხარო ამითი მამშვიდებდა. ამ სიტყვას ყოველთვის ისე ამბობდა, შეუძლებელი იყო შენც არ გყვარებოდა. არ გყვარებოდა სიგიჟემდე, ყველაფერზე მეტად, მთელი გულით...
ხოდა მეც მიყვარდა. ზუსტად ასეთი სიყვარულით.
არავის არ გავდა და ამას ხშირად ვამბობდი. ნატას მილიონი შეყვარებული ყავდა. მილიონი შეყვარებულიდან ყველა ერთმანეთს გავდა რაღაც თვისებით მაინც. გეგა ყიფიანი არაფრით - არავის. ყველაზე მეტად სიყვარული განასხვავებდა ყველასგან. არანორმალური სიყვარული იცოდა და ალბათ ამ სიყვარულის მოტანას ცდილობდა ჩემამდე, რაც ვერ მოასწრო.
საერთო ძალიან უცნაური აღმოგვჩნდა - ლიმონიანი ჩაი. ორივე ვგიჟდებოდით.
გეგას სულ საქმე ქონდა და სადღაც დადიოდა. ყოველდღე ჩხუბობდა. ერთხელ დაიჭირეს კიდეც. მიუხედავად მისი ძმაკაცების დიდი მცდელობისა ეს ამბავი დაემალათ, მაინც გავიგე. ერთ კვირაში გამოუშვეს. მეორე მეორედაც დაიჭირეს. ამჯერად ერთი თვით. რა თქმა უნდა, მამამისის კავშირების დამსახურება იყო ყველაფერი. ბოლოს მკაცრად გავაფრთხილე, გეგა, გეყოფა, საერთოდ დაგშორდები-მეთქი. სერიოზულად არ მიუღია. და სწორედ მანდ შეცდა.
იმ დღეს მამამისმა დამირეკა, რამაც ძალიან გამაკვირვა. რა თქმა უნდა ვიცნობდი, მაგრამ მისგან ზარს არ ველოდი. შემხვდიო-მთხოვა. რა პრობლემაა-მეთქი და ლექციის მერე ერთ-ერთ რესტორანში შევხვდით. გადამკოცნა და მომიკითხა. რას შეუკვეთავო, ტრადიციული კითხვა დამისვა. მერე პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-მოკლედ, ძალიან კარგი გოგო ხარ. მეგონა შენთან ურთიერთობით მაინც ისწავლიდა ჭკუას, მაგრამ. გთხოვ, ისტერიკები და ტირილები არ გვინდა. - მაშინ მივხვდი ვისაც გავს ასე ძალიან:) -სასიკვდილოდ დაჭრა ვიღაც, რომელიც ძლივს გადაარჩინეს სულ რაღაც 10 წუთის წინ, მარა გეგა დაიჭირეს სულ ცოტა 3 წელს მაინც მიუსჯიან. მე არ დავეხმარები. მინდა ჭკუა ისწავლოს.
ყურები საგრძნობლად დამიგუბდა. იმ დღეს მერე რაც მოხდა ბუნდოვნად და ცუდად მახსოვს. ვერ ვიყავი კარგად და იმიტომ. მასთან წაყვანა ვთხოვე. მაშინვე დამთანხმდა.
გეგა ძალიან ცუდად იყო-მეთქი, რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. საერთოდ არანაირი ემოცია არ ეწერა სახეზე.
-მომენატრე. - გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა.
-რა დროს ეგ არის, გიჟი ხარ? - ავენთე მე.
-აბა რისი დროა?
-გშორდები. - ვუთხარი და სკამზე გავსწორდი.
-სალომე, შემომხედე, 3 თვეში გამოვალ.
-არ მაინტერესებს.
-1 თვეში.
-სულერთია.
-ესე უნდა დამტოვო და ვსო? ეგ არი სიყვარული?
-მე გითხარი! - ვუყვირე და გულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი. - გთხოვე!
- და რო მიყვარებდი და თავსაც მაყვარებდი ხო იცოდი ვინც ვიყავი????!! - აყვირდა ისიც. - გეკითხები, ხო იცოდი?!
-არ ვაპირებ გავაგრძელო ისეთი ურთიერთობა, სადაც ჩემი აზრი და საერთოდ ჩემი ყველაფერი ფეხებზე კიდიათ.
-ფუ შენი!! რას აიკვიატე ეს სისულელე????? ვისაც შენ ეკიდო იმ...
-გეყოფა გეგა. - გავაჩუმე მე და ფეხზე ავდექი.
-ძალიან მიყვარხარ. - მითხრა და გამიღიმა. მთელი ძალით ჩავეხუტე და ძალიან მაგრად ვაკოცე.
-მეც ძალიან მიყვარხარ.
მერე წამოვედი. არ ვაპატიე და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.
გეგას 4წელი მიუსაჯეს.
***
2 წლის მერე გავთხოვდი. საბა ძალიან კარგი ბიჭი იყო. მზუნველი, ყურადღებიანი, კეთილი, საყვარელი. მოკლედ, ნამდვილად ყველაფერი ქონდა იმისთვის რომ ნებისმიერი გოგოსთვის შეეყვარებინა თავი. ყველასთვის - ჩემ გარდა. მან ეს კარგად იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა გეგა ყიფიანზე ლაპარაკი, ზუსტად ვიცოდი მასზე და ჩვენს ურთიერთობაზე ყველაფერი იცოდა. ძალიან განათლებული და ყველასთვის მოსაწონი ბიჭი იყო. ანა გიჟდებოდა ისე უყვარდა, მაგრამ მაინც არ მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება გათხოვებაზე. ჩქარობო - მეუბნებოდა. მე კიდევ ასე არ ვფიქრობდი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე საბამ და მეც ვის უნდა დავლოდებოდი? ხოდა, ავდექი და აი ასე, გავთხოვდი.
ჩვენი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში მისი სამსახური საფრანგეთში გადასვლას მოითხოვდა. რა თქმა უნდა მეც უნდა წავსულიყავი. ყველაფერი მოაგვარა და მალევე წავედით. თითქმის ყოველდღე შეხვედრებზე დავყვებოდი.
სულ, როცა სარკეში ვიყურებოდი მახსენდებოდა ძველი არაფრით გამორჩეული გოგო და ვერ ვხვდებოდი რამ შემცვალა ასე. ვუყურებდი 22 წლის უკვე გათხოვილ ქალს და მიკვირდა, რა უცებ მოხდა ყველაფერი.
გეგაზე ვიცოდი რომ გამოუშვეს. მამამისმა ბოლომდე ვერ გაიმეტა. მე და ნატამ ერთადერთხელ ვილაპარაკეთ ამ თემაზე და ისიც ეს ამბავი მითხრა. ყველაზე მეტად გამეხარდა.
***
23ის რომ გავხდი ჩემმა ქმარმა მანქანა მაჩუქა. ყველანაირად მანებივრებდა, ყველაფერს აკეთებდა და ყველაფერს მაძლევდა, რისი მოცემაც შეეძლო. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საკმარისი კი არა, ჩემთვის საერთოდ არაფერი არ იყო, არაფერს ნიშნავდა, იმიტომ რომ სადღაც, ჩემგან შორს, არსებობდა ადამიანი რომელიც ჩემი ნაწილი იყო.
***
იმ საღამოს საბა ცოტა ნასვამი იყო, მაგრამ მაინც უნდა დავლაპარაკებოდი. პარიზის სილამაზე მალევე მომბეზრდა. ასე აღარ შემეძლო. ვიხრჩობოდი და შველა მჭირდებოდა.
-საბა, გამარჯობა. - მისაღებში ჩავედი და ნერვიულად გავუღიმე.
-პრივეტ. - ჩემკენ წამოვიდა ის. ტუჩთან ახლოს მაკოცა და ხელები მომხვია. - ხდება რამე?
-ვეღარ ვჩერდები აქ. სახლში მინდა დაბრუნება.
-ჯერ ერთი წელიც არ არის რაც...
-საბა, საქართველოში მინდა. - მაშინვე გავაწყვეტინე მე.
-კარგი. წადი. - მითხრა და მომშორდა.
-მადლობ. - სწრაფად ვუთხარი და ოთახში ავედი.
მეორე საღამოს საწოლში ვიწექი და ტელევიზორს ვუყურებდი. სინამდვილეში, უბრალოდ მივშტერებოდი ეკრანს , ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. უფრო სწორად სხვასთან:)
კარზე ჩემმა ქმარმა დააკაკუნა.
-შეიძლება?
-მოდი. - გავუღიმე და წამოვჯექი.
-ბევრი ვიფიქრე გუშინ, რაც მითხარი. მეც დიდი ხანია მინდა შენთან ლაპარაკი. ძალიან კარგი გოგო ხარ, სალომე. ეს წლები რაც შენთან გავატარე მართლა კარგი იყო. უბრალოდ, ვერ შემიყვარე და ამაში არ გადანაშაულებ. მინდა გავშორდეთ. აქ ფულია, და ბილეთი - საქართველოში დასაბრუნებლად. ნურაფერს მეტყვი. მინდა ბედნიერი იყო. ხვალვე დავიწყებ გაყრის საქმის მოგვარებას. საბუთებს გამოგიგზავნი.
კონვერტი მაგიდაზე დამიდო და გავიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ტვირთი მოვიშორე, თითქოს ამოვისუნთქე და თითქოს ის ხელი ყელიდან მომშორდა რაც მახრჩობდა. იმ ღამით ჩვენს ოთახში არ შემოსულა. დილითაც წასული დამხვდა და არც საღამომდე გამოჩენილა. ალბათ ასე ამჯობინა. მე უკვე ყველაფერი ჩალაგებული და ტაქსიც გამოძახებული მყავდა. წერილი დავუტოვე:
”მინდა ყოველთვის ბედნიერი იყო. მადლობა ყველაფრისთვის.”
***
თბილისში ჩაფრენა ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო. ღამის სამი საათი იყო ჩემი სახლის კართან ვიდექი. გაუჩერებლად ვრეკავდი ზარს. რამდენიმე წუთში კარი ხალათმოცმულმა, აშკარად ნამძიმარევმა ანამ გამიღო.
-ვაიმე, დე!! მეჩვენები, ხო????
იმდენად ემოციური დიდი ბედნიერება იყო დედაჩემის დანახვა, იმდენად მომეძალა ყველა ემოცია ერთად, რომ ამეტირა. მთელი ძალით ვეხუტებოდი დედაჩემს. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იყო. ჩაის ვსვამდით და დილამდე ვლაპარაკობდით. ნუცა არ გამიღვიძებია. დედასთან ერთად ჩახუტებულმა დავიძინე. ნეტა როგორ გავძელი ამდენ ხანს.
დილით ნუცას კივილმა გამომაღვიძა.
-ვაიმეეეეეეე!!!!!! ვაიმე!! სალომე არ მჯერა!!!!!!!! შენ ხარ?!!! ვაი, მიშველეთ!! - მეხუტებოდა და კიოდა ის.
-აუ, ჩემო სიცოცხლე, ძალიან მომენატრე. რა ლამაზი ხარ, ნუც.
-შენც ძალიან! აუ, რა მაგარიაა. საბა?
-დავშორდით.
-სწორი გადაწყვეტილებაა. - სწრაფად მიპასუხა მან. - არასოდეს არ გყვარებია.
-ხო, ვიცი.
-ნატას დაურეკე? -
გადაიტანა თემა და ლოყაზე მაკოცა.
-ვაიმე არა და დავურეკო თორე მომკლავს. მერე მამაც უნდა ვნახო.
- ხო გუშინ მეუბნებოდა ჩასვლას ვაპირებ, ძალიან მომენატრაო. აღარ მოუწევს, თავად ეახლე.
-აუ ნუც, როგორ მომნატრებიხარ
***
მე და ნატა ყაზბეგზე ვიყავით. სადღაც გავყევი და მერე უბრალოდ ვსეირნობდით. გული ისეთი ძალით მიცემდა, ძლივს დავდიოდი. ყველგან მელანდებოდა, მაგრამ არ ჩანდა ყიფიანი. ჩემთვის ასე აჯობებდა, და ალბათ მისთვისაც.
უცებ წამიერად თავბრუ დამეხვა. ორჯერ დავხუჭე და გავახილე თვალები, მაგრამ არაფერი შეცვლილა და არც გამქრალა.
ვუყურებდი ზუსტად ისეთ გეგა ყიფიანს, რომელსაც ვიცნობდი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა.
გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
ღმერთო, ისევ იგივეს მიკეთებს. ისევ მრევს, მაგრამ თავს ვერ ვერევი.
რომ შემომთავაზოს, ალბათ, დავლევ ჩაის ლიმონით, გეგა ყიფიანთან ერთად.
ის არ ჩერდება და ღიმილით მოდის ჩემკენ.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან კარგი იყო,მომეწონა.თუმცა შეცდომები გქონდა,გააგრძელე და ეცადე შეცდომები აღარ დაუშვა

 


№2  offline წევრი salomee

ლორელაი
ძალიან კარგი იყო,მომეწონა.თუმცა შეცდომები გქონდა,გააგრძელე და ეცადე შეცდომები აღარ დაუშვა

მადლობა დიდი, მაგრამ კონკრეტულად რა შეცდომები იყო??

 


№3 სტუმარი რიტა

კარგია გააგრძელე. რაც შეიძლება მალე დადე რაასაინტერესოა ძალიან

 


№4  offline წევრი salomee

რიტა
კარგია გააგრძელე. რაც შეიძლება მალე დადე რაასაინტერესოა ძალიან

აღარ აქვს გაგრძელება:) სრულად იყო. მადლობა რომ წაიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent