ეტლი 4
სანამ დანი ჩემს გვედით არ იყო,მისი სიშორე კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა.ვვარჯიშობდი არაფერს არ ვიშურებდი არც დროს ,არც ძალას ,არც ენერგიას.ყოველ საღამოს ტელეფონეზე ვეკონტაქტებოდი იყო ღამეები რომლებსაც ვათევდით საუბარში როცა დანი ერთი თვის შემდეგ სახლში დაბრუნდა ეგრევე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,მითხრა რომ მამას თუ არ გავაცნობდი ისე "შანსია არაა შენთან არ მოვალო".მეც ავდექი და მომზადება დავიწყე ამდენი ხანი ალბათ არცეთ გოგოს არ ურჩევია ტანსაცმელი.ათი სხვადასხვა კომპლექტის მოსინჟვის სემდეგ დაქანცულმა რაც პირველად მომხვდა ხელში ის ჩავიცვი.მერე მამაჩემის მანქანაში ჩავჯექი და შეხვედრის ადგილისკენ წავედი. ჩვენ იტალიურ რესტორანში გვიწევდა შეხვედრა,ვიცოდი რომდანი ყოველტვის 10 წუთით ადრე მიდიოდა ყველაგან და მამამისსაც აიყოლებდა.მანქანაში ხუთი წუთიც დავიცადე მერე ძალა მოვიკრიბე კონცენტრირება რესტორნის კარზე გავაკეთე და ამ დროს გავაანალიზე რომ ინვალკიდის სავარძელი სახლში დავტოვე როდესაც მანქანაში ჩავჯექი მისი ამოთრევა დამვიწყებია.ცივმა ობლმადამასხა ისე მინდოდა რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო ,ბოლოს და ბოლოს მისი შვილი ჩემს გამო ქორწილიდან გაიქცა და იმდენ ხალხში სირცხვილი აჭამა.ჩემი დავდომილი ფეხები გადმოვდგი დავადგი მერე დავდექი , რამდენიმე ნაბიჯი გავადგი და მივხვდი რომ მე ეს შემეძლო მარტალია მტკივნეულად მაგრამ მაინც შემეძლო.კართან ერთი ნაცნობი გოგო შემხვდა და შევეკითხე ძალიან ვკოჭლობთქო მან კი ვერაფერი შემატყო მაგდაგვარი.მე თვითონ ფეხებზე დახედვის მეშინოდა ვFიქრობდი რომ აუცილებლად წავიქცეოდი. რესტორანში შევედი და იქაურობა მოვათვალიერე,შემდეგ ადმინისტრატორი მოვიდა და მეკითხება -მაგიდა დაჯავშნული გაქვთ? -მისტერ პიტერ მაიკლსონსა და დანიელას ველოდები. -მაგიდა სამისთვის ,აქეთ მობრძანდით. ბოლოჯერ შევავლე ულში ჩემს თავს თვალი და "აუღელვებლად" გავაბიჯე ადმინისტრატორის კვალზე.შორიდან დანიმ დამინახა და თვალებიდან ცრებლები გადმოუვარდა მაგრამრომცა მამამისი გაახსენდა იმ წამსვე მოიწმინდა ცრემლები მკაცრი გამომეტყველება მიიღო.მამამისი ჩაპუტკუნებული დაბალი კაცი იყო.ეგრევე დავასკვენი რომ დანი დედამის ემსგავსებოდა.სახის გამომეტყველება ისეთი ჰქონდა რომ ფეხსმათრევინებდა. ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა რომ მისტერ პიტერიც კი საგანგებოდ იყო გამოწყობილი დანი კი კედებითა და დახეული ჯინსებით იჯდა ისეთ "დახვეწილ"საზოგადოებაში სწორედ ეს მომწონდა მასში ბუნებრივობა.ორივეს მივესალმე,პიტერს ხელი ჩამოვართვი. -გისმენ ახალაგაზრდავ-ეჭვიანი ხმით მომმართა მან.ადრიანა კი ჩუმად ფხუკუნებდა. -მე და თქვენ შვილს ერთმანეთი გვიყვარს და მინდა რომ მასთან შეხვედრის ნება დამრთოთ. -რას ამბობ?!-ცინიკურად მითხრა მან.-მე უნდა დაგრთო ნება?უკვე რამდენი ხანი ხვდებით ერთმანეთს და ჩემთვის ნება არ გითხოვია. -კი მაგრამ ჩვენ ახლა სერიოზული ურთიერთობის დაწყება გვინდა. -რას ნიშნავს სერიოზული ურთიერთობა? -ბატონო ჯერ მისთვის არ მითხოვია და თქვენ როგორ გთხოვოთ?თანაც ამის გაკეთება ცოტა ორიგინალურად მინდოდა. -გასაგებია,მაგრამ ჩემი ქალიშვილი გათხოვებას არ აპირებს. -არც არის აუცილებელი რომ ხვალესვე შევირთო,მე მოხარული ვიქნები თუ თავის სამსახურს მიხედავს. -ესეიგი"ალფონსი" ყოფილხარ. -ჩემთვის ბევრი რამ უთქვიათ მაგის გარდა.მე სამიწელია რაც უნივერსიტეტში აღარ დავდივარ ჯამრთელობის გამო.ლექციებს ვიდეო ფორმატით მიგზავნიან და სახლში ვსწავლობდი.წელიწად ნახევარში საგვარეულო ბიზნესის კიდევ ერთ ფილიალს ვუხელმძღვანელებ. -რა დაგემართათ? - რადიკალური ცვლილება მეცნო მის ხმაში. -მე დღეს პირველად დავტოვე ინვალიდის სავარძელი სახლში. -გილოცავთ ახალგაზრდავ.მაგრამ ეგ მაინც არ განთავისუფლებთ მოვალეობისგან,მე მხოლოდ ერთი გაუბმავი სიტყვა მინდა ჩემი შვილისგან და ჩათვალეთ რომ მკვდარი ხართ. -ოჰო! მამა რა დიალოგი იყო.სიცილით მიყგო დანიმ -მოგეწონა!აღფრთოვანებულმა შეეკითხა. -კი ნამდვილად ,მანდვილად უნდა დათანხმებულიყავი იმ რეჟისორის შემოთავაზებას. მისტერ პიტერი უცებ ბავშვად გადაიქცა ,ორივემ უდარდელად დაიწყეს ხარხარი.მეც მეცინებოდა როგორ ვნერვიულობდი ამ კაცთან შეხვედრისას და მისი შესანიშნავი დიალოგის მოსმენისას.ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი როგორ არანორმალურებთან მქონდა საქმე. -აბა აქ უნდა ვიჯდეთ? -მზერით გააკრიტიკა იქაურობა პიტერმა. -რადგან სემი უკვე გამოჯამრთელდა შეიძლება ავტოდრომზე წავიდეთ? -დანი მე სიჩქარისგან მომივიდა ყველაფერი. -მაშინ შენ მსაჯი იყავი,ან ცხენებით გავისეირნოთ ქალაქ გარედ,ანდაც მოიფიქრეთ რამე. -კარგი ავტოდრომი იყოს თუ რა თქმა უნდა მისტერ პიტერი არ იქნება წინააღმდეგი. -უკაცრავად რომ გაწუხებთ-მორიდებული და ნაღვლიანი გამომიეტყველებით მითხრა მისტერ პიტერმა-მისტერ პიტერი ვინ არის? ისეთ უხერხულში ჩავვარდი ნუთუ სახელი არასწორად წარმოვთქვი,ღნერთო აბა რა იყო მისი ნამდვილი სახელი? -ძალიან დიდი ბოდიშით და რა გქვიათ? -პიტერი.გდაიხარხარა მან. თავი გავაქნიე ჩემ თავს მეორედ შევახსენე რომ ასეთ გადარეულ შვილს სულ მთლად დალაგებული მამა ვერ ეყოლებოდა.ორივე მამაშვილი მტელი გზა ანეგდოტებზე ხარხარებდნენ.მე კი მათ შემხედვარე ისტერიკული სიცილი მეწყებოდა.მითუმეტეს იმ დროს როცა პიტერმა კოსტუმი გაიძრო და პერანგზე მიკი მაუსები და თევზები ეხატა. ავტოდრომზე ორივემ კლასი აჩვენა მაგრამ რაც არ უნდა გენიოსური რამ არ უნდა ჩაედინათ ისეთივე ჭკუამხიარულები დარჩებოდნენ როგორებიც იყვნენ და ზუსტად ამიტომ ვაფასებდი ამ ადამიანებს რომ ფული და პატივისცემა თავში არ აუვარდათ და იმ ადამიანებად დარჩნენ რომლებიც იყვნენ,ჩემი ოჯახისგან განსხვავებით. საღამოს მათ სახლში მიმიპატიჟეს.მთელი დღე ბეხზე ვიდექი,საშინლად მტკიოდა მაგრამ არც ერთს არ ვაგრძნობუნე სანამ დანიმ არ მითხრა რომ გადაღლა არ შეიძლება წამოწექიო.მე მეუხერხულა მაგრამ როც ჩემმა ფიზიოთერაპევტმა მიბრძანა მეც დავემორჩილე.საშინლად მრცხვენოდა რომ პირველ დღეს მომავალ სასიმამროს სახლში ტახტზე ვიყავი წაწოლილი,ტახტი ძალიან დიდი იყო მეორე მხრიდან პიტერი ამოხტა და ღამის სამამდე ვლაპარაკობდით.ბეისბოლზე,ფეხბურთზე,მანქანების მარკებზე,ქალებზე.ბოლოს დანიმ გამაგდო სახლში თორე წამოსვლასაც არ ვაპირებდი.მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი როგორი უცნაურები იყვნენ ორივე მამაშვილი და თან ძალიან მომწონდა მათი ასეთი გახსნილი და კეთილი ურთიერთობა. მომდევნო დილას ადრიანამ გამაღვიძა. -გაიღვიძე უკვე შუა დღეა,შენმაახლამა მეგობარმაც დააგვიანა დღეს სამსახურში. -მოდი ცოტა ხანს ჩემტან წამოწექი. -პიწის მოეწონე. -მასე მამაშენს ეძახი? -ხო პიწი.არ მოგწონს? -არა ორიგინალურია ისეთივე როგორც მამაშენი. -იცოდე ცხვირპირს გაგიერთიანებ,თუ მამაჩემს ჭკუა მხიარულს ან რამე მაგდაგვარს უწოდებ ,თუგინდ გულში ,მე მაინც გავიგებ. -კი მაგრამ... -იცოდე გავიგებ. -კარგი,არა მეც ძალიან მომეწონა მამაშენი მაგრამ ჩემ თავზე მეცინებოდა იმდენი ვინერვიულე. -აღარ ინერვიულო ,შენ უკვე აღარაფელი გაქვს სამაგისო. -სად წავიდეთ დღეს? -მამამ ლეკვის ყიდვის უფლება მომცა და წამომყევი რომ ავარჩიო,მერე საჭირო ნივთები უნდა ვიყიდო ,მერე ვეტექიმთან მივიყვანო . -მაგ იდეა მომწონს,რა გააკეთე ისეთი რომ ლეკვის ყიდვის უფლებას გაძლევენ? -არა ლეკვიც და კნუტიც უნდა ვიყიდო. -ვაუ,რა ხდება? -ჩემი დანაზოგი გამოვიტანე ბანკიდან. -მერე? მამაშენმა ნება თუ არ მოქცა რა აზრი აქვს? -არა მამას ალერგია აქვს ცხოველებზე და იმიტომ ვერ ვყიდულობ სანამმასთან ვცხოვრობ. -იცი თან მივხვდი რაც მითხარი თან ვერა. გაღიმებულომა ვუთხარი. -ნუ გეშინია შენთან არ გადმოვალ,დანაზოგით ბინა ვიყიდე სამსახურთან ახლოს, ქალაქის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში დავიწყე მუშაობა. -გილოცავ! ვამაყობ შენით.რა ტქვი ბინა სად იყიდე? -ჯერ არ მიყიდია ავარჩიე,მერე ავეჯზე მომიწევს წასვლა მოკლედ იმდენი საქმე მაქვს. -მედაგეხმარები,იცი სარეაბილიტაციო ცენტრის გვერდით კორბული მთლიანად მამაჩემის საკუთხრებაშია ჩაწერილი. -მერე მე რა? -რა შენ რა!არ იყიდო. -მისმინე ასე იცი რა მოხდება? -რა? -რა და შენი მშობლები მოვლენებს დააჩქარებენ. -კარგი მესმის რაზეც ამბობ.უბრალოდ როცა უნივერიტეტში დავდიოდი იქ ვცხოვრობდი,და ახლა ფილიალიც იქვე ახლოს მაქვს. დანიმ შემომხედა და ეშმაკურად გამიღიმა,მერე ამაზე სიტყვაც არ დაგვიძრია იმიტომრომ ყველაფერი გასაგები იყო. იმ დღეს სამ საატზე მეტს ვარჩევდით ლეკვს მერე კნუტს .დანის ყველა მოწონდა ზოგი ეცოდებოდა რა პატარააო,ვაიმე ამას რამხელა ცხვირი აქვს ალბათ დასცინიანო,ამას ბეწვი არააქვს და შეცივდებაო მოკლედ საბოლოო ჯამში ვიყიდეთ ინგლისური ბულდოგი დანის აზრით საოცრად ჰგავდა მამამისს ასე რომ დავარქვით პიტი.ვიყიდეთ შავი ფუმფულა კატა რომელიც მის ძიძას აგონებდა და მისივე სახელი დორა დავარქვით.მერე გაჩერდა იმ გალიასთან სადაც პანტერის არნაგობის კატა იყო - იცი ეს კატა ძალიან ლამაზია მაგრამ შენ უკვე გყავს ასეთი სახლში. -მე კატა არ მყავს ის ჩემი დის ძაღლია. -ჰო ჯერ არ გყავს მაგრამ გეყოლება. -მაგის ყივასაც აპირებ? -საერთოდ ფანტაზიის უნარი არ გაქვს,მისაყვედურა მან. -შენ ხარ ჩემი პანტერა,ნამდვილად გავხარ. -კიდევ კარგი მიხვდი. მერე პიტბულის გალიასთან მივედით ,ბევრი ათვალიერა ათვალიერა და მერე მითხრა. -იცი ეს ძაღლი რაღაცნაირად გგავს შენ.ხო ცოტა შეუხედავია შენ ჯობიხარ მაგრამ ხასიათი შენი აქვს. -რა მაქვს მე პიტბულის? -იკბინები,ანუ ხანდახან ძალიან უხეში ხარ. -ყველა ეგრეა. - არა შენ პიტბულივით ხარ უცხოს და პატროსნ ვერ არჩევ.ხომ დაგპირდი გაძღვევინებ მეტქი. ამ შედარებებზე ორივემ დიდხანს ვიცინეთ.მერე ცხოველებისთვის საჭირო ნივთები ვიყიდეთ. -დღეს სად დარჩები ამ ცხოველებთან ერთად? -ახალ ბინაში. -კიმაგრამ ის ხომ ცარიელია. -ვიცი დღეს ვეღარაფერს მოვასწრებ ასერომ კარავი მიმაქვს. -სად მიგაქვს კარავი? -ბინაში. რომ წარმოვიდგინე რომ დანი ბინეში შუა ოთახში შლის კარავს და მისი ლეკვით დაკნუტით შედის მასში სიცილი ვერ შევიკავე მტელი გზა ვიცინოდი.მერე თვითონაც ამყვა.კარავის გაშლაში მონაწილეობა მეც მივიღე. -ადგილი რომ გვქონდეს მე პიტი და ნორა დარჩენის უფლებას მოგცემდიტ მაგრამ,ადგილიც არ გვაქვს და შენმა უაზრო სიცილმა დაგვღალა. -მარტალი ხარ.ახლახანს მამაშენმა დამირეკა და ფეხბურთის ჩემპიონატის ყურებას ერტად ვაპირებთ. -ჯანდაბა! ღმერთო ! არა ! არა! -რა მოხდა?!კარგად ხარ? რა იყო? -ტელევიზორი არ მაქვს.სულ დამავიწყდა ჩემპიონატი. -მოიცა ფეხბურთს უყურებ? -რათქმა უნდა. -მოკლედ ჩემნაირისთვის იდეალური ქალი ხარ. -მისმინე ამათ მარტო ვერ დავტოვებ ასე რომ სამივე მოვდივართ. -კი მაგრამ ფეხბურთის კლუბში არ შემოგიშვებენ ცხოველებთან ერთად. -არაფერიც მისმენე ეს საწოვარა გამომართვი ეს მათი საჭმელი ჯერ პატარები არიან ვეტექიმმა პამპერსები გამოიყენე სადმე თუ წახვალო. -მოკლედ ახალგაზრდა დედა ხარ რა. -ხომ ხედავ ვემზადები. პეხბურთის კლუბში,მართლა ახლაგაზრდა მშობლებივით მივედით ოჭონდ ხელში მე ბულდოგი და დანის შავი კნუტი ეკავა და თან სათუთად შეფუთულები არც ერთს არ შეცივდესო.ალბათ ყველა დაგვცინოდა მაგრამ მე სამიმიზეზის გამო მეკიდა სხვისი აზრი. 1ცხოველები მართლაც საყვარლები იყვნენ. 2ხო მამობისთვის ვემზადებოდი. 3ყველაფერს კავაკეთებდი დანისთვის და სულ არ მადარდებდა რას იფიქრებდა სხვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.