მომავალი წარსულიდან (5)
თვალი კარგად არც მქონდა გახელილი, რომ თათას შეშლილი სახე დავინახე. შემდეგ ნელ-ნელა ნია, ვაკო, ზურა, ნიკა და მაკოც დავინახე. ყველა შეშინებული იყო. -რა მოხდა? სად ვარ?- ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს გარშემო. -იცი შენ.... გული წაგივიდა. -მე?- თავიდან დავიბენი, შემდეგ კი ყველაფერი გამახსენდა-როგორ შევედი ‘’გრილ ბარში’’ როგორ მივედი მიმტანთან და ვკითხე იყო თუ არა ადგილები, და შემდეგ როგორ მოვბრუნდი წამოსასვლელად, როცა გოგას დაბნეულ და შემკრთალ სახეს შევეჩეხე. არ მახსოვს სხვა გარემოებები, მხოლოდ ის ვიცი, რომ შეშინებული და აკანკალებული სასწრაფოდ გამოვედი ბარიდან. შემდეგ აღარაფერი არ მახსოვს. - აჰოო. ყველაფერი გამახსენდა, თქვენ მხოლოდ ის მითხარით როგორ მოვხვდი აქ-საავადმყოფოში. -როცა დაეცი ყველას ძალიან შეგვეშინდა და პანიკაში ჩავვარდით, მხოლოდ ვაკომ მოიფიქრა სასწრაფოსთვის დაერეკა. და შენც აქ მოგიყვანეს. გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი ძლიერი ნერვული შოკის გამო მოხდა. იცი ძალიან შემეშინდა ანკა...-ჩამეხუტა თათა. -კარგი ნუ ნერვიულობ. ხომ ხედავ ყველაფერი კარგადაა. ჩემებმა ხომ არაფერი გაიგეს? -არა ჯერ 10 საათია.-მითხრა ვაკომ. -ძალიან კარგი. ახლავე უნდა ავდგე და სახლში წავიდე.-ვთქვი და ადგომა დავიწყე. -არა ხომ არ გაგიჟდი!! ჯერ კიდევ სუსტად ხარ!-მომვარდა მაკო. -უკვე ვთქვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ უეცრად რომ დავინახე... მოკლედ, უნდა ავდგე და წავიდე, თუ გინდათ რომ კიდევ მომეცეს გარეთ გამოსვლის საშუალება. -კარგი, ოღონდ მანქანით გაგიყვან!-განაცხადა ნიკამ. ნახევარ საათში უკვცე სახლში ვიყავი. -დაგაგვიანდა!-კარი გაღებული არ ჰქონდა მომახალა მამამ. -ვიცი მამა! ბოდიში! უბრალოდ ანას ვეხმარებოდი და... დრო ისე გავიდა ვერც კი შევნიშნე. -ანკა ხომ იცი? თუ ასე გააგრძელე გვიან მოსვლა სახლში გარეთ ფეხს ვეღარ გაადგამ! -ვიცი მამა! მაპატიე! -ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.-ახლა შეიძლება შემოვიდე? ძალიან დავიღალე და დაძინება მინდა. -რა თქმა უნდა !! მაშინვე ჩემს ოთახში წავედი. ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული რა მოხდა დღეს ჩემს თავს. როცა ოთახში შევედი, ტანსაცმლის გახდა და პიჟამოების ჩაცმა დავიწყე, შემდეგ აბაზანაში წავედი, კბილები გამოვიხეხე, პირი დავიბანე და საწოლში შევძვერი. ახლა მხოლოდ ფიქრი მინდოდა, არც ინტერნეტის და არც სხვა რამის თავი მქონდა. ღმერთო!!! რას წარმოვიდგენდი თუ დღეს გოგას დავინახავდი? როცა მისი სახე დავინახე, ისე დამიარა ჟრუანტელმა თითქოს... რატომ მქონდა ასეთი რეაქცია? ავკანკალდი, ვიგრძენი, როგორ გამიცივდა ხელები.. მაგრამ რაც მთავარია მისი დაბნეული თვალები... ისინი რას მეუბნებოდნენ? თითქოს პატიებას ითხოვდნენ, როგორი სევდით და ამავდროულად როგორი სიამაყით იყვნენ სავსე. როგორ მენატრება... მენატრება... მენატრება... მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე არ შეიძლება, მე ახლა უნდა მძულდეს, უნდა მძულდეს, იმიტომ რომ ასე მომატყუა და მიმატოვა. როგორ უსაზღვროდ მიყვარს ღმერთო და როგორ არ იმსახურებს ამ სიყვარულს. მე -ანკა ახვლედიანი, ასეთი ხომ არ ვიყავი. ადამიანი არ მიყვარდებოდა მარტივად, მე ხომ სულ მხიარული და ხალისიანი ვიყავი, რა დამემართა, რატომ შემიყვარდა პირველივე დანახვისას, ან რატომ ვერ შევძელი მისი გადაყვარება. მართლაც, როგორ შემცვალა, როგორ გამაუბედურა, და თვითონ? ალბათ ბედნიერია. ბედნიერია, რომ მეც შევდივარ იმ გოგოების როცხვში, რომლებიც გამოყენებული და მიგდებული ყავს.... ვიცი, ვიცი, ვიცი რომ საზიზღარია, რომ მხოლოდ სიძულვილს იმსახურებს, მაგრამ მე არ შემიძლია, მე ვერ ვუღალატებ ჩვენს სიყვარულს, მე ხომ დავპირდი, რომ მეყვარებოდა და შევასრულებ.... ისევ იგივე, ისევ სიზმრები, ისევ ერთად ვართ.. ისევ ვრიგდებით... ისევ ტკივილი, რეალობაში დაბრუნებით გამოწვეული... როგორ მჭირდები... როგორ მჭირდები.. -ანკა!!! ანკა!!! -რა... რამოხდა?-შეშინებული წამოვხტი ლოგონიდან. -სკოლაში დაგაგვიანდა! -ღმერთო!!! ისევ იგივე!! რამდენჯერ გითხრა? თუ ვერ იმახსოვრებ, კალენდარს შეხედე მეთქი! შაბათია დღეს! რა საჭიროა ჩემი დილის შვიდ საათზე გაღვიძება? -აააა.... მაპატიე მეგობრობის დაიკო... -მეგობრობის კი არა გამწარების დაიკო ხარ!!! -მიყვარხარ გიჟოო ! -მეც სულელო! -კარგი ახლა დაიძინე მიდი. -კარგი...მთქნარებით ავუყევი ჩემი ოთახისკენ კიბეებს. რომ გამეღვიძა თორმეტი საათი იყო. ტელეფონს დავხედე, და ლამის გული გამისკდა... 8 გამოტოვბული ზარი ნიაგან. -ალოო! ნია რამოხდა... კი... ახლავე... უკვე მოვდივარ! არვიცი ასე სწრაფად თუ კი ჩამიცვია ოდესმე, ათ წუთში უკვე მეცვა დახეული ჯინსი, მოკლემკლავიანი მაისური, ჟაკეტი და კეტები. ჩანთაში ვნახე... 7 ლარი და 15 თეთრი. -ტაქსისთვის მეყოფა! თხუთმეტ წუთში ნიას სახლის კარებთან ვიდექი და ვაკაკუნებდი. კარი ნიამ გამიღო. -მალე, მალე შემოდი! -ნია რა ხდება? მითხარი სასწრაფოდ მოდიო. ნეტავ იცოდე როგორი დავრბოდი სახლში. -სწრაფად წამოდი ჩემს ოთახში, იქ მოგიყვები. მისაღებში ნატო დეიდა და ბესო ძია ისხდნენ, მივესალმე და შეშლილი სახით გავყევი ნიას. -იტყვი თუ არა რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? -გიორგიმ დამირეკა. ანკა დამირეკა გესმის? -და მერე რა გითხრა? -რომ ჩემთან შერიგება უნდოდა... რომ ყველაფერს ამიხსნიდა რატომაც მიმატოვა ასე უმიზეზოდ... რომ ვუყვარდი... -და შენ? შენ რა უთხარი? -არ ვიცი ანკა! მე ზურა მიყყვარს! მიყვარს მართლა მიყვარს! მაგრამ გიორგი... რომ დამირეკა გული ამიჩქარდა და ხელები ამიკანკალდა. ვუთხარი რომ საღამოს ვნახავდი, მითხარი რა ვქნა ანკა! -არ ვიცი რა გითხრა! ვიცი როგორ გიყვარდა გიო და როგორ განიცდიდი უმისობას. მაგრამ ისიც ვიცი გიო როგორიცაა. რამდენჯერ შეგირიგდა და მიგატოვა? ალბათ, ისევ დაშორდა შეყვარებულს და ნუგეში ჭირდებაა. მაგრამ მე ხომ უკვე ვეღარავის ვენდობი... უნდა ნახო... გაიგებ მაინც რა მოხდა , რატომ მიგატოვა. -მართალი ხარ! მაგრამ მარტო? მარტო არ წავალ. -ნია მე ვერ წამოვალ! არ შემიძლია! -აუუუ ! ანკა ჩემი ხათრიით! გთხოოვ! მარტო არ შემიძლია, ჩემი ხომ კარგად გესმის, თათა კი არც კი იცნობს გიოს. გთხოვ ანკა ჩემი გულისთვის! -კარგი.. მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარხარ. მაგრამ ზურა? -ზურა... ზურა... იცი მოდი ზურას ნურაფერს ვეტყვით კაი? -შენი საქმის შენ იცი ნიაკო. ვუთხარი და ლეპტოპი ჩავრთე. აბა რა ხდება ჩვენს ჩათში ნეტავ? საიტზე მაკო ნიკა და ვაკო იყვნენ შემოსულები. ვაკოს მასიჯი დამხვდა. -როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? იგივე ჰქნოდათ მოწერილი ნიკასაც, მაკოსაც და ზურასაც, ამიტომ ყველას ჩათში ვუპასუხე: -ყველაფერი კარგადაა! უკვე აღარც მახსოვს გუშინ რომ ცუდად ვიყავი. არ ვიცოდი რა მექნა. აღარც ინტერნეტი მინდოდა. ახლა მხოლოდ ძილი მინდოდა მაგრამ ვერ მოვახერხებდი ვიცოდი. -ანკა რამე ჭამე? -ნეტავ როგორ? რომ გავიღვიძე შენ დაგირეკე და მაშინვე შენთან წამოვედი. -ხოდა ძალიან კარგი! არც მე მიჭამია და ერთად ვჭამოთ! უკვე ორი ხდება და ცოტა არ იყოს ძალიან მომშივდა. შენ აქ იყავი და მე რამეს მოვიტან. -კაი. ხუთ წუთში ნია შემოვიდა ორი ფინჯანი ყავითა და ორი ნაჭერი ნამცხვრით. -კიდევ კარგი დედაჩემმა გამოაცხო. -ოოოოჰ! ეს მართლა სიურპრიზია! ნატო დეიდას საფირმო ნამცხვარი ‘’ჰარმონია’’!!! - ხალისით, ყურებამდე გაკრეჭილმა გამოვართვი ნიას ფინჯანი და თეფში, რომელზეც ‘’ჰარმონიის’’ მოზრდილი ნაჭერი იდო. -აი ასეთი ანკა მენატრება მე-მხიარული და იუმორის გრძნობით სავსე.-მითხრა ნიამ და ლოყაზე ხელი მომითათუნა. -რაღა დაგიმალო და მეც. მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც მე და გოგა დავშორდით, მაცადე, მოვალ ხასიათზე. და ხელს ნუ მითათუნებ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ!! -ეეეჰ ანკა! ერთი თვეა რაც მე და ზურა ერთად ვართ! მაგრამ გიო მაინც მენატრება, არადა ზურაც მიყვარს. -ვხვდები, ნია გაორებული ხარ! მითუმეტეს ახლა გიომაც რომ დაიგირეკა... მაგრამ ალბათ დღევანდელი საუბრის მერე უფრო დაფიქრდები და მიიღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ იცოდე ზურას გული არ ატკინო! მას ეს არ დაუმსახურებია შენგან!-ვუთხარი და ნამხვრის ჭამა დავიწყე. (ვითომ არ მშიოდა) -ვეღარ ვითმენ მინდა რაც შეიძლება მალე ვნახო გიო და გავარკვიო რა მოხდა.-და მანაც გაიქანა ნამცხვარი პირისკენ. -ნახავ, ნახავ! სად უნდა ნახო? -იმ პარკში, იმ სკამთან.... -ხოო... კარგია... მერომ დაგელოდო სხვაგან არა? -ანკა!!! გეყოფა!!! შენ ხომ ყოველდღე მაგ სკამზე ზიხარ!! -კარგი, ოღონდ არ გაბრაზდე! მოდი დავიძნოთ რაა გთხოოვ! ხუთზე გავიღვიძოთ და ნახევარ საათშ წავიდეთ... -აუუ!! მეც მეძინება! გუშინ გიომ რომ დარეკა აღარც დამეძინა ღამე... შენც ვერ დაგირეკე ვიცოდი დაღლილი იქნებოდი... -მაშ მე ვიძინებ... შენც... ჩვენ ვიძინებთ!!! გავიკრიჭე მე!! ხუთზე გიჟივით გამაღვიძა ნიამ! ადექი ექვსზე უნდა ვნახოო და დამაგვიანდებაო! მე ავდექი და თმის დავარცხნას მოვყევი, იმსიგრძე თმა მაქვს სანამ ნია პიჟამოებიდან ამოძვრა და საგარეო ტანსაცმელში ჩაძვრა მანამდე ვივარცხნიდი. -მორჩა!! წავედით!! მითხრა და გაიჭიმა ჩემს წინ. ნახევარ საათში ზუსტად სკამთან ვიყავით, მაგრამ გიო არსად ჩანდა! -ნია ხომ არ ჯობია სადმე გავიაროთ? მანამდე მოვა.. თანაც ჩვენ რომ დავხვდებით პირველები ტეხავს... -არა ანკა... აღარ მოვა... საერთოდ არ აპირებდა მოსვლას დარწმუნებული ვარ... მე კი... რა სულელი ვარ... კარგი წავედით უკან დავბრუნდეთ... უკვე ასიოდე მერი გვექნებოდა გავლილი რომ... გიორგის ხმა გაისმა: -ნია!!! ნია შებრუნდა და გიორგისკენ დაიძრა, მეც უკან გავყევი, სანამ მაღლა ავიხედებოდი, მერე კი ადგილზე გავიყინე... გიოს გვერდით გოგა იდგა... დიახ! ისევ ის გოგა, რომელმაც ერთი თვის წინ მიმატოვა და წავიდა... თვალს ვერ მისწორებდა უბრალოდ იდგა... იდგა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა, რომელიც ჩემს თვალებზე გადიოდა. ___________________________________ ესეც შემდეგი თავები! დაგვიანების გამო ორ თავს ერთად გიდებთ. ყველა მიყვარხართ მაგრამ თქვენს მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ , ალბათ მეც და ჩემი ისტორიაც თავს გაბეზრებთ და ამიტომ. ძალიან გთხოვთ მხარი დამიჭიროთ კომენტარებით <3 თქვენი ქეთა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.