შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 25


16-11-2015, 20:36
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 389

მთელი ღამე ლადოს მკლავებში გახვეულმა გავატარე, არ მეძინებოდა მას კი მშვიდათ ეძინა ჩემს თმაზე, არ ვიცი რატომ მაგრამ მშვიდად ვგრძნობდი თავს მასთან ყოფნისას, მინდოდა მეც მისთვის იგივე გრძნობით მეპასუხა, მაგრამ არ შემეძლო, თორნიკე მახსენდებოდა თუ არა მაშინვე ტვინი მეთიშებოდა და მის გარდა ვერავიიზე ვერ ვფიქრობდი.
დილით ლადომ გამაღვიძა თავის ჭკუით თმაზე მეფერებოდა ან მობეზრდა მოფერება და მოწიკვნა დამიწყო
-რას აკეთებ?.- უკმაყოფილო სახით გადავბრუნდი მისკენ და შევბღვირე
-უი გაგეღვიძ?
-უი სულ შემთხვევით.- მისმა ვითომ გაკვირვებულმა სახემ გამაცინა
-უი მოდი აბა გაკოცო მოგირჩება
-უი და რო არ მომირჩეს
-მოდი ვცადოთ.- თავზე მკაოცა და შემომხედა
-უი არ მომირჩა.
-ახლა ასე ვცადოთ.- ზემოდან მომექცა და ტუჩებზე დამაკვდა, მერე ყელს ჩაუყვა, მე განაბული ვიწექი
-ახლა მოგირჩა
-ცოტა მტკივა კიდე
-მაგის წამალიც ვიცი.- ისევ კოცან გააგრძელა.
ჩემს სხეულზე ნებივრობის შემდეგ გვერდით მომოწვა, ხელი მომხვია და თავზე მაკოცა, ცოტახანი ასე ჩუმად ვიყავით, საათს გავხედე და ცხრა ხდებოდა, რამდენი ხანია ასე ადრე არ გამიღვიძია, დაახლოებით საავადმყოფოში წოლის მერე, ნეტა თორნიკე იყო იქ მოსული, არასდროს არ მიკითხავს, ერთი პირობა დავაპირე ლადოსთვის მეკითხა, თავი ავწიე და მის მზერას რო წავაწყდი გადავიფიქრე სხვას ვკითხავ მეთქი
- ავეჯის საყიდალად მინდა დღეს წასვლა და შენც უნდა წამოხვიდე
-რად გიდნა ავეჯი
-მართალია მე ავეჯი სულ არ მინდა მაგრამ, ახალ სახლში იატაკზე ვერ დავიძინებ, სიბერეში მაინც
-ააჰ ხო, ეგ სულ დამავიწყდა, რომელზე მივდივართ?
-რაც მალე მით უფრო კარგი.

***
ავეჯი და ჭირი ამას ისევ იატაკზე მეძინა სჯობდა, იმდენი ვიარეთ და ვიწუწუნეთ, თუმცა კარგი ის იყო რომელი საწოლიც მომეწონებოდა ვკოტრიალობდი, ბოლოს როგორც იქნა ავარჩიეთ რაც გვინდაოდა, ლადომ გადაიხადა და წამოვედით, მერე განათების საყიდლად წავედით, ბედნიერება იყო მარტო რო ვარჩევდი და არ მერეოდა არჩევნაში. ყველაფერი 2 საათისკენ დამთავრებული გვქონდა, მანქანაში ჩავჯექი თუ არა ფეხების ბჟუალი ვიგრძენი
-საშინლად დავიღალე და მშია.- აჰა ლაპარაკითაც ძლივს ვლაპარაკობ
-მეც მშია
-თამროსთან ავიდეთ რამე ექნება, ან ჯერ ნატას გავუაროთ
-გავუაროთ
-კაი ხარ.- ჰაეროვანი კოცნა გვუგზავნე და ჯიბეში ტელეფონი მოვნახე
-შენ მაინც სხვა გიყვარს.- ამ სიტყვებმა ერთ ადგილას გამაშეშა რა საჭირო იყო ახლა ეს
-ლადო ასე მგონია ჩემი საერთოდ არ გესმის ხან, შენ გგონია კიდე მინდა მიყვარდეს, ვერ ვივიწყებ უბრალოდ
-ვიცი მონიკა, ეს ისე ვთქვი
-გთხოვ ისეც ნუ გამახსენებ.- მის პასუხს არ დაველოდე ისე მივიდე ტელეფონი ყურზე და ნატას მთელი ხმით ჩვყვირე
-ნატააააააა.- და მაშინვე ლადოს შეშინებულ სახეს წავაწყდი
-მოკოოოოო.- იმანაც არ დამაკლო
-რას აკეთებ?
- რავი ნინას ველოდები გამოგივლიო მარა არ ჩანს
-კაი ნინას უთხარი აღარ მოვიდეს, მე და ლადო გამოგივლით
-აუ რა კაია, გელოდებით.- სიხარულით ჩამძახა მობილურში და გამითიშა
-გიჟია რა ეს გოგო ნამდვილად
-არ მიკვირს დას გავს.- ეშმაკურად გამოაპარა მზერა აინტერესებდა რას ვეტყოდი
-ვამაყობ მერე.- ამაზე საერთოდ როხროხი აუტყდა
-რა გაცინებს.- გამწარებულმა ხელზე ვუჩმიტე
-აუ მეტკინა.-სიმწრისგან შეყვირა და უცბად დასეროზულდა. ახლა იცინოს მონიკა ნაცვლიშვილზე ლადო ბერიძემ, ამის სუსტი წერტილი ვიპოვე, ახლა გავუშრობ სისხლს, უნივერსიტეტიდან ნატამ აიტეხა თამრო დღეს წვნიანს აკეთებდა და მაკდოალდში წავიდეთო, ლადოც აყვა
-როგორც ჩანს გველი გამიზრდია უბეში.- დამარცხებულმა ამოვიგმინე და მალევე გავჩუმდი. იქიდან თამროსაც გავუარეთ, თან ჩემი დათვი წამოვიღე და წამოვედი, ასეთი საჩუქარი ბიჭისგან პირველად მივიღე და მიხაროდა პატარა ბავშვივით, ყოველთვის ვოცნებობდი თინეიჯერობის ასაკში და ახლა ამიხდა
-მიყვარს ეს დათვი
- ჰო ფუმფულა შენსავით
-რაა? მე ფუმფულა ვარ, გინდა მითხრა რო მსუქანი ვარ? 55 კილო ბევრია? გავგიჟდებია ახლა.- ერთ ადგილას ავცქმუტდი, ეს რა მაკადრა, "ბოლოს ფუმფულა არასდროს ვყოფილვა"
-კარგი გოგო გეხუმრე, გამხდარი ხარ
-რატო დამცინიხარ
-საყვარელი ხარ რო ნერვიულობ.- ენა გამომიყო და ლოყაზე პატარა ბავშვივით გამეთამაშა
-სადისტი ხარ, ჩემნაირი სუსტი არსების ნერვებზე თამაშობ, გიჩივლები
-ვაიმე ამხადა თავი.- სანამ სახლამდე მივედით ტვინი შევუჭამე...
-მომისმინე ახლა დედაჩემი სახლშია და რო შეხვალ მიესალმე ყველაფერი მოუყევი რაც დღეს მოხდა და ისე შემოდი ოთახში
-რაა?- გამწარებულმა გავხედე, მან კი ხელი მკრა და მისაღებში შემაგდო, მეც სხვა რა გზა მქონდა დავჯექი, მივესალმე და ყველაფრის მოყოლას რო ვაპირებდი, დედამისმა გამაჩერა
-ლადო უბრალოდ გეხუმრება შვილო.- სიცილით მითხრა და მხარზა დამისვა ხელი, მთელ სახეზე ალი მომედო. გაბოროტებული თვალებით ავხედე ლადოს რომელიც სამაგიეროს მიხდიდა და იცინოდა
-არ გაპატიებ.- ფეხზე მუშტებშეკრული ავდექი და საძინებელში გავედი, საწოლზე პირქვე დავემხე, თავის აწევა არ მინდოდა საგნებისაც მრცხვენოდა ასე როგორ მომატყუა, ფეხის ხმა გავიგე, მაგრამ თავი არ ამიწევი, ვიცი ლადო იყო და მისი სახვის დანახვა არ მინდოდა
-მო
-...
-გამიბრაზდი?
-ჰმ.- წავიბურტუნე
-ძალიან?.- ლოგინზე ჩამოჯდა და ხელი გადამისვა თავზე
-ჰო და ხელი გაწიე ნუ მეხები და ნურც მელაპარაკები
-შენი დათვი მოგიყვანე
-დადე და გადი, არ მინდა შენი დანახვა
-მასე ვერ ისუნთქებ და მოკვდები
-გადი
-კაი რა ბავშვივით ნუ იქცევი.-გვერდებში თითებით დამიწყო ღუტუნი,თავი ვერ შევიკავე და ერთ ადგილას ავფართხალდი თავზივით, თან მეცინებოდა ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი და ბრახ ერთი სახეში მოხვდა ლადოს და მაშინვე გაჩერდა, რაზეც უარესად ამიტყდა სიცილი, მივედი და ლოყაზე ვაკოცე
-ჩემო პატარა ხო არ გეტკინა?
-კარგი ნუ დამცნიხარ, დედაჩემი გელოდება გამოვიდეს სერიალს ვუყუროთო.-ახლა ისე სერიოზულად თქვა კიდე დავიჯერე და გავდიოდი
-ჰო წყალი წამოაყოლე, ვფიქრობ მალე მოგიწევს შემოსვლა
-კარგი.- მაინც გავედი და უკან მალევე დავბრუნდი წყლის ბოთლით ხელში და რათქმაუნდა შიგნით წყალი არ იყო
-ჰა მოგიტანე
-დიდი მადლ... რა არის ეს
-წყლის ბოთლი.- შუბლზე დებილი ბავშვივით ვაკოცე და ლოგინზე გადავგორდი
-ოხ, ახლა ასე უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს
-შენ დაიწყე
-აღარ მინდა, მერე ისევ გაიბუტები.- ბოთლი კარებთან ისროლა და ლოგინზე გადაწვა
-როგორც გინდა.- მეც დავეთანხმე და მისკენ მივიჩოჩე კნუტივით,თავი კერდზე დავადე და გავიყუსე, თან დაღლილობამაც თავისი ქნა და ჩმეძინა...

- და აი მეც დავბრუნნდი, როგორც შეგპირდით ორშაბათს დავდებ მეთქი დავდე იმედია პატარა არ არის, და ცოტა სახალისო თავიც გამოვიდა..ველოდები თქვენს კომენტარებს



№1  offline წევრი lamazmani

კაი თავი იყო მომეწონა მაგარი იყო გაზრდილიც იყო ძაან მომწონს ეს ისტორია სახალისოა და საყვარელი არ მინდა რო დამთავრდეს ლადო ძაან მომწონს მაგარი გოგო ხარ love

 


№2 სტუმარი Tamo

Tornikes Ras upireb exla. Arada es ladoc kai tipiaa

 


№3  offline წევრი Tiiko ^.^

Tamo
Tornikes Ras upireb exla. Arada es ladoc kai tipiaa

me winaze davwere rom am istoriis meore nawils vaketeb da iq iqneba tornikeze yvelaferi

 


№4  offline მოდერი bibo

Am istoris damtavrebas velodebi ramdeni xania ar megirsaaaaa ux mere daviwyeb ar minda daumtavrebelis wakitxvaaa :D :D :D yoveldge velodebi da ar dasruldaa morcheba da uceb wavikitxav ar gagitydes ubralod ar miyvars es lodiniii mirchevnia ertiana chavatavroooo :* rac wavikitxe magaria

 


№5  offline წევრი Tiiko ^.^

bibo
Am istoris damtavrebas velodebi ramdeni xania ar megirsaaaaa ux mere daviwyeb ar minda daumtavrebelis wakitxvaaa :D :D :D yoveldge velodebi da ar dasruldaa morcheba da uceb wavikitxav ar gagitydes ubralod ar miyvars es lodiniii mirchevnia ertiana chavatavroooo :* rac wavikitxe magaria

რა უნდა მეწყინოს პირიქით :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent