ნაკვალევი (9-10 თავები)
მეცხრე თავი ჩემი ოპტიმისტური განწყობა სამწუხაროდ მეორე დღესვე შეიცვალა. გვანცას დავუკავშირდი, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი მითხრა. - სალომემ ბინის შეცვლის შემდეგ ჩემთან შეწყვიტა კონტაქტიო. ანალოგიური პასუხები მითხრეს მისმა ყოფილმა კლასელებმაც. სამოქალაქო რეესტრის იმედი მქონდა. საინფორმაციო პროგრამებსა და ბაზებზე, როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენელს წვდომა მეც მქონდა. თუმცა ამისთვის საჭირო იყო სამსახურში დროულად გავსულიყავი. თბილისში ჩემი დაბრუნების შესახებ მალევე გაიგეს. შინაურები თუ გარეულები სანახავად მოდიოდნენ. რამდენიმე დღე ჩემს ოჯახში სუფრა იყო გაშლილი. უკვე მაღიზიანებდა ამდენი ხელოვნური სახის დანახვა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არ ჩანდნენ. აღარ მყავდა მეგობრები და აღარ მყავდა სალომე. ისე ვიყავი გაღიზიანებული, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ნაძალადევად ვიღიმებოდი, დაღლილობას და უძილობას ვიმიზეზებდი და სტუმრებს ვეპარებოდი. როგორც იქნა სამსახურში გასვლის დღეც მოვიდა. უკვე ნაცნობმა მძღოლმა დილიდანვე მომაკითხა. გამიხარდა ნაცნობი სახის დანახვა. ერთმანეთს ძველი მეგობრებივით შევხვდით. - როგორც მითხრეს თქვენთან ვიქნები მომაგრებული. ასე რომ როცა არ უნდა დაგჭირდეთ. ოცდაოთხი საათის განმავლობაში თქვენს სამსახურში მიგულეთ. - იმედია ოცდაოთსაათიანი რეჟიმი არ გვექნება. - გამეცინა მე. პიკის საათში გვიწევდა მოძრაობა, გზა დილიდანვე გადატვირთული იყო. ჩვენც ნელ-ნელა მივყვებოდით ავტომობილების კოლონას. სხვადასხვა თემებზე საუბრით ვირთობდით თავს. ჩვენი ყურადღება ფოლცვაგენის ფირმის ჟუკმა მიიყრო. მკვეთრი წითელი ფერის ჟუკი მოხერხებულად ძვრებოდა ავტომობილებში. თავხედურად, არც მარჯვნიდან გასწრებას მოერიდა და წინ ჩაგვიდგა. - ამაზე ნაკლები არ უნდა იყო. ვითომ ჩვენზე მაგარი ბიჭია? - გავბრაზდი მე. - რას ერჩი, დრო ხომ მოიგო? ასე მარჯვნიდან შემოძრომით თითქმის ათ ავტომობილს მოუჭრა გზა. - თბილად გაეღიმა მძღოლს. - ასეთი გამოხტომები არ გაღიზიანებს? - რომ გავღიზიანდე აზრი აქვს? ყოველი მეორე თითქმის ასე მოძრაობს. მიუხედავად ჟუკის ასეთი თავხედობისა, უნდა ავღნიშნო, რომ საბოლოოდ მაინც ჩვენ გავისწარით. ინტერესით გადავხედე მძღოლს და ძალიან გამიკვირდა, როცა ჩვენი ძველი თანამგზავრი შევიცანი. - დაინახე ავტომობილს ვინ მართავდა? - გაოცებულმა გავხედე მძღოლს. - ვიცი, მისი ავტომობილია. დიდი ხულიგანი მძღოლია. რამდენიმეჯერ გავაფრთხილე ასეთი მოძრაობა სახიფათოა მეთქი, მაგრამ გისმენს? ჯიუტია. - იცინოდა ის. - ჯიუტი კი არა თავხედია, ან იქნებ სულელიც?. - შემდეგი შეხვედრისას შენით კითხე. - ეშმაკურად გამომხედა მან. სწორედ ამ დროს იმ ქარხანას მივუახლოვდით უცნობი გოგონა, რომ მუშაობდა. ჩვენი ყურადღება გზაზე შეკრებილმა ხალხმა მიიპყრო. სამოქალაქო პირებში რამდენიმე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანიც დავინახეთ. შეკრებილები აშკარად დაობდნენ. როგორც შორიდანცე დავინახეთ ავტო-სატრანსპორტო შემთხვევასთან გვქონდა ადგილი. დაზიანებული იყო ერთი სამხედრო პიკაპი და ოპელი. ჯიპს დაზიანების კვალი არ ემჩნეოდა, სამაგიეროდ ოპელი ოყო გვარიანად დაზიანებული. ჩვენც გავჩედით და მოკამათეებთან მივედით. - შვილო, ასე როგორ მელაპარაკები? - ორმოცდათხუთმეტ წლამდე, ოდნავ სრული, ულვაშებიანი კაცი სამხედროს ფორმიან ბიჭს საკმაოდ გაღიზიანებული რაღაცას უხსნიდა. - მე გამოძახებაზე მივდიოდი, ვერ გავჩერდებოდი. გზა უნდა დაგეთმო. - ჯიქურ აწვებოდა სამხედრო. - რას ქვია დამეთმო?! შე მამა ცხონებულო, ფეხით რომ ვყოფილიყავი ზედ გადამივლიდი? გზაზე რომ გამოდიოდი არ უნდა გამოგეხედა? ამ დროს გოგონაც მოგვადგა მისი წითელი ჟუკით. ავტომობილი გზის ნაპირზე გააჩერა და გადმოვიდა. ამკერად ჯინსებში იყო გამოწყობილი. საზაფხულო ჩექმებში შარვალი ცხენოსანივით ჰქონდა ჩატნეული. მისი სრულყოფილი ტანი ყურადღებას იქცევდა. - შენ გაიხარე, ჩემო გოგო, როგორ გამიხარდა შენი დანახვა! რამე მიშველე. - შესჩივლა დაზარალებულმა გოგონას. - რა ხდება? - გვკითხა მან, თუმცა რადგან ჩვენც არაფერი ვიცოდით პასუხიც ვერ გავეცით. მე მის შავ თვალებს მივჩერებოდი. მეტყველების უნარი დავკარგე. ჯარისკაცმა მისი თვალიერება ფეხებიდან დაიწყო, ქვემოდან - ზემოთ. მზერა თავხედური და გამომწვევი ჰქონდა. - გამოძახებაზე მივდიოდი, როცა თქვენი ნაცნობი შემომივარდა! - შემოგივარდათ? - ირონიულად იკითხა ქალიშვილმა - საინტერესოა, ავტომობილს გვერდულად, უკნიდან აქვს დარტყმული, შემოვარდნა როგორ მოახერხა? - გეუბნებით, შემომივარდა მეთქი! ეხლა კი ცდილობს ფული გამომძალოს! - უკან არ იხევდა ბიჭი. - ხომ იცი, რომ ეს ავტომობილი კომპანიის საკუთრებაშია? ჩემი რომ იყოს ასე არ ვინერვიულებდი. სად მაქვს ამის გაკეთების თავი? - წუწუნებდა კაცი. - მომისმინეთ, ყმაწვილო. - გოგონას ხმის ტონი ცივი და მკაცრი გაუხდა - ამ საგზაო ნიშანს ხედავთ? - დიახ. - გამომწვევად დაეთანხმა ვაჟი. - მერე, ცნობა იცით? ნუ მაიძულებთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოვიძახო. დარწმუნებული ვარ, არა მარტო ავტომობილის ღირებულების, საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდაც მოგიწევთ. - არაფერიც არ მომიწევს. თანამშრომელი ვარ, ასე როგორ მელაპარაკები? - ზუსტად ისე გელაპარაკები, როგორც იმსახურებ! - ზიზღი გაურია გოგონამ. - გამოვიძახებ ეკიპაჟს და სიმართლეს ის დაადგენს. თქვენ ადგილზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი. არამგონია პირად საქმეში ადმინისტრაციული ჯარიმა გაწყობდეს. ბიჭს აშკარად ნირი წაუხდა. ეს გოგონამაც შეამჩნია და უფრო მიაწვა: - საგზაო ნიშნები ყველას ეხება, თუ გამოძახებაზე იყავი სირენა მაინც უნდა გაჩერთო. - გოგო, შენ მე როგორ მელაპარაკები? - გაცხარდა უცებ ბიჭი. - თავი მოთოკეთ. მე თქვენთვის შენობით არ არ მომიმართავს! - კბილებში გამოცრა ქალმა. - გიორგი დაწყნარდი, მართალს ამბობს ეს გოგონა. -ჩემი მძღოლი ბიჭის დამშვიდებას ცდილობდა. - არ გინდა სიტუაციის გამწვავება. შეაკეთე ავტომობილი. ბევრად იაფი დაჯდება. - შეგაყოვნე სალომე, როგორ უხერხულად ვარ არ იცი! - ეუბნებოდა დაზარალებული გოგონას. - არაფერია, თქვენ მაგ საკითხზე ნუ ღელავთ. - გოგონამ ტელეფონით სადღაც დარეკა - აქვე ვარ შემოსასვლელში. ადმინისტრატორი გააფრთხილეთ. - სალომე? - თითქოს ყურებს არ ვუჯერებდი. - მისი სახელი მომეჩვენა? - მოკლედ, ასე მოვიქცეთ, თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მოგვეცით. ყმაწვილი ყველაფერზე იზრუნებს და დროულად შეაკეთებს ავტომობილს! - ჩავერიე მე. ბიჭს აშკარად შეეტყო, რომ ჩემი სიტყვები არ ესიამოვნა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გამიბედა. - პირობას თქვენ დებთ? - გაოცდა ქალი. - ასე გამოდის. - მეგობრულად გავუცინე. - სალომე, შვილო, რამე შარში არ გამრიონ! - შეეშინდა მძღოლს . - თქვენი საკონტაქტო მონაცემები მომეცით. - უკან არ ვიხევ მე. ქალი აშკარად დაიბნა. უხერხულად შეიშმუშნა. - კარგით, იყოს თქვენებურად. რაც არის არის! - უხალისოდ ამბობს ის- ჩემს სავიზიტო ბარათს მოგცემთ. თქვენ კი გაყევით და ავტომობილი მექანიკოსამდე მიიყვანეთ. სრული ხარჯთაღრიცხვაც წარმომიდგინეთ. ამ ბატონს მე გადავცემ. იმედია თქვენს ნომერსაც დაგვიტოვებთ? - ამაყად, გამომწვევად მითხრა მან. - ჯერჯერობით მობილური არ მაქვს. თუმცა მოძებნა არ გაგიჭირდეთ. მე თემურ წიკლაური ვარ. სახელითა და გვარით ნებისმიერ დროს მომაგნებთ. - შეძლებისდაგვარად თბილად ვამბობ მე. გოგონა აშკარად შეცბა, ხელში მომარჯვებული სავიზო ბარათი ჩანთაში ჩააბრუნა. სახეზე აჭარხლდა, მის რეაქციას ყურადღებით ვაკვირდებოდი. ჩემთვის საინტერესო კითხვაზე პახუსი უკვე მქონდა. ჩემს წინ სალომე იდგა, ჩემი სალომე. - თქვენს ადგილზე სავიზიტო ბარათს არ შევინახავდი. - ოფნავ ირონიულად ვიღიმებოდი- არც მე გამიჭირდება, თქვენი პოვნა სახელითა და გვარით. თვალები ცრემლებით აევსო. არაფერი უთქვამს. სავიზიტო ბარათი ხელის კანკალით მომაწოდა. ოქროსფერი ასოებით მუქ ცისფერ ფონზე ამტვიფრული იყო: „სალომე დანელია. კომპანია „ARTIS“-ის იურისტი“. - დაველოდები თქვენს ზარს. - ყრუდ მომაძახა და ჩქარი ნაბიჯით ტერიტორიაზე შევიდა. მეათე თავი საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ბედისწერამ მისით მიმიყვანა სალომემდე. ღმერთმა არ გამწირა. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეიდან აღარ დავკარგავდი. ღმერთის გწამთ? მე იმ დღეს ვიწამე. მის გამოჩენას სასწაულად ვთვლიდი, მხოლოდ ღვთისგან მოვლენილ სასწაულად. საღამოს სახლში დაბრუნებისას სალომეს ავტომობილი ისევ სადგომზე შევნიშნე. მძღოლს ჯიპი გავაჩერებინე და გადმოვედი. ადრე თუ გვიან ხომ გამოვიდოდა? მინდოდა მენახა, მასთან საუბარი მსურდა. წვიმას აპირებდა, მე კი არ მაღელვებდა. ნელ-ნელა უკვე ცრიდა. არც ხეები ჩანდა, რომ შევფარებოდი. ვიდექი ობოლი ბავშვივით მის ავტომობილთან და ველოდებოდი. ალბათ, საათზე მეტხანს ვიცადე. საღამოს ცხრა საათი ხდებოდა, უკვე კოკისპიროლად წვიმდა. დიდი ქოლგით ხელში ისიც გამოჩნდა. სუნთქვა შემეკრა. ბნელოდა, მაგრამ მაინც ვხედავდი თვალები როგორ უციმციმებდა. შორიდანვე შემამჩნია და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა. რამდენიმე წუთით ჩუმად ვიდექით. - ვიცოდი, რომ მოხვიდოდი! - სევდა ნარევი ხმით მითხრა მან. - არ გიხარია ჩემი ნახვა? - ეჭვით ხმა გამებზარა. - რა თქმა უნდა, მიხარია! - ავტომობილი გახნა და სალონში ჩავჯექით. - მაგრამ, არ უნდა მოსულიყავი! - მომისმინე, სალომე! - მისკენ დავიხარე. თვალებში ვუმზედრი. მიუხედავად იმისა რომ ქოლგა ეფარა, წვიმის წვეთებისგან თმა მაინც დასველებოდა და სიბნელეში ბზინავდა. - არ მოგცემ უფლებას ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე! - არ მომცემ? - ირონიულად გაეღიმა მას. - შენ ეტყობა არ იცი.... - არც მაინტერესებს. - სიტყვა შევაწყვეტინე. - ვისაც რა უნდა ის თქვას, მიყვარდი და მიყვარხარ! ჩემთვის არაფერი შეცვლილა. წლობით ვნატრობდი, როდის გნახავდი. ღამეები გამითენებია ეჭვიანობაში, რომ შეიძლება ვინმე შეგყვარებოდა. გაოცებულმა შემომხედა: - უცნაურია, სიყვარულზე მესაუბრები, არადა ვერ მიცანი, ერთმანეთი ვერ ვიცანით. ეს ნორმალური გგონია? ბავშვები ვიყავით. ალბათ, ერთმანეთის მიმართ რაღაც გრძნობაც გვქონდა. ჩვენ კი სიყვარული გვეგონა. -ცნობა რა შუაშია? - შევიცხადე მე- წლები გავიდა. ბოლოს როცა გნახე ისევ ბავშვი იყავი. ეხლა კი... - სიტყვებს თავი ვეღარ მოვუყარე. - ეხლა ულამაზესი ქალი ხარ! - როგორც იქნა ამოვღერღე. სახე შეეფაკლა: - უკან, სავარძელზე პლედი მიდევს, სველი ხარ. შემოიხვიე არ გაცივდე. - თემის შეცვლა სცადა მან. - სალომე, მომისმინე. - მუდარაზე გადავედი - გთხოვ, შემიცოდე. - ჩემი შესაცოდი რა გჭირს? - გაეცინა მას- საკუთარ თავს შეხედე. შენ საუკეთესოს იმსახურებ. არ მინდა ჩემს გამო... სიტყვის დასრულება არ ვაცადე, დავიხარე და საკოცნელად მივიზიდე. წინააღმდეგო არ გაუწევია. პირიქით. ვნებიანად, გრძნობით მკოცნიდა. ის ტიროდა. მკერდში ძლიერად ჩავიკარი. - რამდენიც არ უნდა მთხოვო, არ გაგიშვებ. - იმედია სანანაბელი არ გაგვიხდება! - ჩუმად მითხრა მან. - მე არ ვინანებ, შენ? - ეჭვი გაკრთა ჩემს ხმაში. - სულელი ხარ! - უფრო ძლიერად ჩამეხუტა - მიყვარხარ! ბედნიერი ვიყავი, არაფერზე არ ვფიქრობდი. მხოლოდ ალერსი მწყუროდა. მის ვნებიან ტუჩებს ვეღარ ვწყდებოდი და ორმაგად მიხაროდა, რადგან ვგრძნობდი, რომ სალომეც იგივე ვნებით ილტვოდა ჩემსკენ. წინააღმდეგობას არ მიწევდა. ხელები მისით მიცურავდა მაისურს შიგნით, მისი შიშველი სხეული მინდოდა შემეგრძნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.