მე მომინდა ..4
უკვე ცრემლმორეულმა მემილიონედ დახედა ტელეფონს, ასე არასდროს მოქცეულ ირაკლი, არასდროს დაუგვიანია, ყოველთვის აფრთხილებდა სულ ყოველთვის, მაგრამ ახლა გაფრთხილება კი არა ტელეფონსაც არ ირებს, გაბერილ მუცელზე ხელი დაისვა და წამოდგა, დაღლა არ უნდოდა ბავშვის გამო მაქგრამ იცოდა ვერ დაიძინებდა, აღარც კატოსთან დარეკვა უნდოდა იცოდა ინერვიულებდა და ასე გვიან მისი ქუჩაში სიარულისაც შეეშინდა, საწოლზე წამოწვა და ისევ ლოდინი გააგრძელა მაგრამ ირაკლი გამთენიისას მოვიდა არასასურველ მდგომარეობაში. - ჩემი პატარა - გაუღიმა არეული სახით ირაკლიმ და ელენეს მოეხვია, გული კინაღამ აერია მის სიგარეტსასმელმოსაწევსუნამონარე სუნზე, აცრემლებულმა ახედა და სწრაფად დატოვა ოთახი. .................................................. - ვაა ჩემი კუსა მოვიდააა- ხმაურით შეეგება აუდიტორიაში შესულს გეგა. ატომ ღიმილით აკოცა გაკრეჭილ ბიჭს და მასზა და ნინას შორის დაიკავა ადგილი. - ოფ რავარც იქნა მევიდა ბაღანა?- აწარული კილოთი იკითხა გიორგიმ და ნინას დაუკუბდა გვერდით. - რავა ხარ ბიჭოვ ?- გახედა კატომ ღიმილით. - რავარც მკითხულობ .. ეგ კი არა კონსპექტები მინდა .. - აუფ კიდევ რა გინდა ?- გადახედა ნინამ. - მომავალი ცოლი არ იყო მე ვიცი მე შენ - წარბები შეუკრა გიომ. - ნეტა რა ეშველებათ ამათ?- გახედა კვლავ მომღიმარ გეგას. გეგა, გეგა ოთხი თვე რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა, ნინა გაიცნო კარგად ნინას გაცნობას კი გიორგის გაცნობა მოყვა რომელიც ნინას პირველივე დღიდან მომავალ ცოლს ეძახის, გეგა კი გიორგის ძმაკაცი აღმოჩნდა, თავიდანვე დაუახლოვდა, მეგობრებიარიან მაგრამ ყველამ იციან რომ რაღაც უფრო სხვანაირად, ცოტა ისე. ხანდახან ეპარება ნიკაზე ფიქრები მაგრამ ექვსი თვეა არ გამოჩენილა ასე რომ გეგა ფარავს ა ყველაფეს თავისი მუდმივი ღიმილით, სიგიჟით და ათასი სისულელით რასაც ის აკეთებს. ...................................................... ბევრი ითმინა მაგრამ ვერ შეკავა ტირილი, ირაკლი რომ არ გამოყვა მიხვდა იმდონემდე იყო გათიშული ელენეს ცრემლებზეც კი არ ჰქონია რეაქცია, ინანა, პირველად ინანა ეს ნაბიჯი რომ გადადგა ირაკლისთან და რაღაც ჩასწყდა, სიკვდილივით ეშინია რომ ირაკლი ისეთი აღმოჩნდება როგორიც სხვებისთვისაა და მისთვის განსაკუთრებული მხოლოდ მისი ირაკლი ილუზია აღმოჩნდება, დიდი სიამოვნებით ადგებოდა და წავიდოდა ახლა მაგრამ არსად აქვს წასასვლელი ირაკლის გამო მშობლებმა უარი თქვეს, სხვას კი ვერავის დააწვება კისერზე. გაბერილ მუცელს დახედა და გაიღიმა ამ ღიმილს კი ცრემლები მოყვა, ბავშვისთვის ყველაფერი კარგი უნდოდა ირაკლი კი ... - ელე- მოისმა ირაკლის ბოხი ხმა- ელენე .. - რა ?- ყველანაირად სცადა ჩვეულებრივი ხმით ეპასუხა. მაგრამ მაინც დაიჭირა კობახიძემ ელეს ხმა და უფრო დასერიოზულებულმა დაუძახა. - მოდი აქ .. ელენე ძლივს წამოდგა ცრემლები შეიმშრალა და ოთახში შევიდა სადაც ირაკლი იწვა,საწოლზე წამოჯდა კობახიძე და გაბერილი ელენე აათვალიერა, ჩაწითლებულ თვალებზე და აკანკალებულ ხწლზე შეაჩერა მზერა ცოტახანს და სისხლი გაეყინა როცა დაინახა როგორ ცდილობდა ელე მაისურზე თითების მოჭერით კანკალის დამალვას. - მოდი ჩემთან - ხელი გაშალა ირაკლიმ და ელენეს დაეხმარა საწოლზე ამოსვლაში, ფრთხილად მიიხუტა და თავზე აკოცა, თავლებდახუჭულმა ჩარგო სახე ირაკლის ყელში და ისევ დაუბრუნდა ჩვეული სიმშვიდის გრძნობა, ისევ ის სითბო იგრძნო და უფრო მიეხუტა ირაკლის- მაპატიე ელე - ამოიჩურჩულა და პატარა ცოლს დახედა ზემოდან. - ესე აღარ მომექცე გთხოვ- ტირილით ამოილაპარაკა და ირაკლის ახედა. მაგრად დააჭირა წამწამები ერთმანეთს კობახიძემ და ელენეს მტელი ძალით მოხვია ხელი, რომ წარმოიდგინა შვიდი თვის ორსული ცოლი როგორ ანერვიულა საკუტარი თავი შეზიზღდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.