შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი წარსულიდან (6)


17-11-2015, 19:35
ავტორი kettaketta))
ნანახია 1 630

-ანკა! წამოდი... გთხოვ ოღონდ ახლა არ მიმატოვო... ვიცი როგორ გიჭირს ოღონდ წამოდი ძალიან გთხოვ...
-ნია... მე.... მე...
უნდა მეთქვა არ შემიძლიათქო, მაგრამ გავჩერდი, გავჩერდი, რადგან დავფიქრდი-მასაც ხომ ისევე მოექცა გიორგი, როგორც მე გოგა? მასაც ხომ თავი შეაყვარეს და მიატოვეს? მართალია ჩემი და გოგას ურთიერთობა უფრო სერიოზული იყო და დიდხანს გაგრძელდა , მაგრამ მაინც, ნიასაც ხომ ისევე უჭირდა ახლა როგორც მე?
-კარგი წავედით... ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.
მე ახლა მივდიოდი გიოსა და გოგასკენ... მაგრამ ისეთი აკანკალებული და დამფრთხალი კი არა, არამედ მტკიცე და თავდაჯერებული... ახლა მე ყველაზე ძლიერი ვიყავი...
-ნია... მადლობა რომ მოხვედი... ვიცი, ვიცი დანმაშავე ვარ... არვიიცი როგორ აგიხსნა... იცი მე შენთან გასართობად მოვედი, რადგან მომეწონე, ამიტომაც არ გამჭირვებია შენი მიტოვება როცა სხვა ვარიანტი გამოჩნდა.. მაგრამ გეფიცები არვიცი, მეც არ ვიცი რა მომივიდა... მაინც შენზე ვფიქრობდი, ნებისმიერ გოგოსთან ყოფნისას შენს სახეს ვხედავდი. არ ვიცი ეს რისი ბრალია ნია.. იქნებ ეს? იქნებ სიყვარულია?
ნია გაშეშებული იდგა და უსმენდა... ძნელი იყო იმის გაგება თუ რა ტრიალებდა ახლა მის თავში. მაგრამ არა ჩემთვის.. კარგად ვიცოდი რას ფიქრობდა ახლა ნია. კარგად ვიცოდი რომ გიოსი სჯეროდა, მის სიმართლეში მტკიცედ იყო დარწმუნებული, ახლა მისი საფიქრალი იყო გიო თუ ზურა?
მე? მე კი ზედაც არ ვუყურებდი გოგას, მიუხედავად იმისა, რომ თვალებით მჭამდა. თითქოს ის არც კი იყო იქ...
-არა ეს არაა სიყვარული!!! -ჩემდა უნებურად წამომცდა-ეს ისევ დიდი თამაშია ძმაკაცების მიერ დაგეგმილი!
-შენ ვინმემ გკითხა? მე ნიას ველაპარაკები..
-კარგად ვიცი რა მდგომარეობაშია ახლა ნია... კარგად ვიცი რომ შენი სჯერა. მაგრამ მე უკვე საკმარისი გამოცდილება მაქვს! კარგად გიცნობ შენც და შენს აფერისტ ძმაკაცსაც! კარგად ვიცი რა არაკაცებიც ხართ და როგორ შეგიძლიათ გოგოს გრძნობებზე ითამაშოთ მხოლოდ თქვენი გართობისთვის! თუ ნიამ გაპატია, რამდენ ხანს გასტანს თქვენი ურთიერთობა? ერთი კვირა? ერთი თვე? შემდეგ გამოჩნდება ნიაზე უკეთესი ვარიანტი და პაკა ნიაკო ხოომ? არა ვერ მოგართვით!
გიორგიმ ნია ცალკე გაიყვანა და ნიაც დამორჩილდა.. ახლა ის ყველაზე დაბნეული იყო...
-ანკა!!! -ამ ხმამ ძარღვებში სისხლი გამიყინა, მაგრამ მაინც მტკიცედ და ურეაქციოდ ვიდექი-შენ არაფერი არ იცი!! არც არაფერი არ გესმის და უნდდა გაჩუმდე!
-შენ? ხმის ამოღებასაც ბედავ? სინდისი არ გაქვს? თუმცა რომელ სინდისზე უნდა გელაპარაკო ბიჭს, რომელმაც ჯერ ითვალთმაქცე და გაითამაშე თბილი, გულწრფელი, მოსიყვარულე ბიჭის როლი და შემდეგ უეცრად ჩამოიხსენი ნიღაბი! მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგოს გრძნობებზე ითამაშე! შენ ხმა ამოგეღება საერთოდ? იქნებ გეყოს იმდენი კაცობა რომ შენს ძმაკაცხ ხელი მოკიდო და ორივემ დაახვიოთ აქედან!!!
-ანკა გაჩუმდი!!! შენ არაფერი იცი! ნაჩქარევი დასკვნები გაქვს გამოიტანილი და იმით მსჯელობ! - თითქოს ისევ ის გოგა მელაპარაკებოდა, გოგა რომელიც ჩემი მეგობარიც იყო და შეყვარებულიც, რომელიც ყოველთვის შესანიშნავ რჩევებს მაძლევდა და ჩემი გადაწყვეტილებების სისწორეზე მუდმივად ღელავდა.
-მე ვმსჯელობ არა დასკვნების, არამედ თქვენი ქცევების მიხედვით! მეე ვმსჯელობ გამოცდილების მიხედვით!! ყველაფერი კარგად ვიცი... ახლა უკვე ყველაფერი ვიცი და ადვილი აღარაა ჩემი მოტყუება!
-მართლა? მაინც რა იცი?
-ვიცი როგორებიც ხართ შენც და შენი ძმაკაციც... ვიცი რომ თქვენი გართობისთვის და ინტერესებისთვის შეგიძლიათ ყველა ფეხქვეშ გათელოთ!!! ვიცი რომ თვალს არ დაახამხამებთ ისე მოატყუებთ გოგოს , ისე, რომ არ დაგაინტერესებთ მას რა ზიანს მიაყენებთ ამით!! კარგად ვიცი, როგორ შეგიძლიათ ორივეს მსახიობობა, ამიტომ შეიძლება ნია დააჯეროთ თქვენს ზღაპრებში მაგრამ მე ვეღარ მომატყუებთ!
-ხომ გითხარი არაფერი არ იცი თქო? მაგრამ ახლა ბევრ რამეს ვხვდები.... ამ ერთ თვეში ბევრად ძლიერი და გაწონასწორებული გამხდარხარ!! ახლა სხვანაირი ანკა ხარ! მაგრამ მაინც შემოგრჩა ბევრი რამე ჩემი ანკასი, ის ანკასი, რომელიც მე ძალიან მიყვარდა. მართლა მიყვარდა!!! ყველაზე მეტად!!! მართალია, მე ბევრი რამ დაგიმალე, მაგრამ არასოდეს მომიტყუებიხარ!!! მე მიგატოვე, წავედი შენგან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გერეშე მაგრამ ასე იყო საჭირო... ანკაა ნუთუ ასე მიცნობ? ნუთუ ფიქრობ რომ შემეძლო ასე მოგგცეოდი? არ გიფიქრია რამდენი რამ მაქვს გაკეთებული შენ გამო? ნუთუ ამ ყველაფერს გავაკეთებდი მის გამო ვინც არაფერის ნიშნავს ჩემთვის? გახსოვს? რამდენჯერ შენს გამო ამოვსულვარ სიცივეში შენს სახლთან!! გახსოვს? როგორ გავგიჟდი, როცა მითხარი ვერ გნახავო? გახსოვს? როგორი გრძნობით გეხუტებოდი? გახსოვს? რამდენჯერ ვერ წავსულვარ შენგან? ანკა ნეტავ იცოდე როგორ მენატრებოდა შენი ჩახუტება, შენი გაღიმება, როგორ მენატრებოდა ის გულუბრყვილო ანკა რომელიც მუდამ წითლდებოდა ჩემი დანახვისას...ყოველი ჩემი მოფერებისას... არა ანკა!! გთხოვ ნუ ტირი!! ჩემს წინ ნუ ტირი ძალიან გთხოვ!! თორემ გავგიჟდები!!! შენი თითოეული ცრემლი საოცრად სერავს ჩემს გულს!!
-შენ გგონია მხოლოდ ახლა ვტირი? უკვე ჩემს ტრადიციად იქცა ტირილი შენს გამო!! როცა შენ წახვედი ჩემი ნახევარიც თან გაიყოლე!! ის მხიარული და ბედნიერი ანკა მოკალი შენს თითოეულ სიტყვაზე გულუბრყვილოდ რომ იცინოდა ხოლმე... ის ანკა მოკალი, რომელიც გენდობოდა და შენი ღრმად სწამდა... მას შემდეგ რაც წახვედი ყოველდღე და ყოველღამე ვტირი... იმ დროს მივტირი ერთად რომ ვუყურებდით ვარსკვლავებს... როცა გულისფანცქალით გელოდებოდი როდის მნახავდი... ღამით? ღამით კი ის ტკივილი მატირებდა, რომელიც სიზმრიდან რეალობაში მაბრუნებდა...
-ანკა აღარაფერი თქვა... შენი თითოეული სიტყვა გულს მიკლავს!!!
-შენ? შენ გიკლავს გულს? რომელიც თვალის დაუხამხამებლად წახვედი ჩემი ცხოვრებიდან და დამტოვე ამ ობოლი გრძნობის ამარა? არ მჯერა!! ისევე არ მჯერა, როგორც თავიდან არ მეჯერა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შეგეძლო!
-შენ ერთადერთი ხარ, რომელმაც ამოიცანი ჩემი პიროვნება, მაგრამ ბოლოს მაინც შეცდი! მე არ ვარ მატყუარა და თვალთმაქცი! მე შემიყვარდა და ამ სიყვარულის გამო ვაკეთებდი ყველაფერს! დიახ! მე შემიყვარდა ანკა ახვლედიანი, რომელიც შემთხვევით გავიცანი ამ პარკში! პირველ რიგში შენი გულწრფელობისა და გულუბრყვილობის გამო შემიყვარდი, პირველივე შეხვედრისას არაფერს რომ არ მიმალავდი და შენს აზრებს ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მიზიარებდი.. სწორედ ამან მომხობლა შენში! მართალია, მე მყავდა შეყვარებული, რომელიც არ მიყვარდა, არ მიყვარდა, მაგრამ არც მისი მიტოვება შემეძლო, არ ვიცი რატომ უბრალოდ არ შემეძო ასე მოვქცეოდი... შენ ნელ-ნელა უკეთ გაგიცანი და დაგიახლოვდი, და მივხვდი რომ შენს გარეშე არ შემეძლო და ყოველდღე ძალიან მენატრებოდი და შენი ნახვა უდიდეს სიხარულს მანიჭებდა. შენ ჩემში გარდატეხა მოახდინე... შემიყვარდი... მართლა შემიყვარდი! სწორედ ამიტომ ამოვდიოდი, შენი სახლისკენ მომავალ აღმართებს ყოველდღე და უკან მარტო ვბრუნდებოდი სახლში!!! მაგრამ იმ დღეს... მარი... ჩემი შეყვარებული, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდი... დამირეკა და მითხრა რომ სიმსივნე ჰქონდა და უნდოდა სიცოხლის ბოლო დღეები ჩემთან გაეტარებიინა... სწორედ ამან მაიძულა დამეტოვე... მაგრამ შენთან მოსვლა ვერ გავბედე, ვიცოდი ვერ დაგტოვებდი, როცა შენს სუფთა, სპეტაკ, უცოდველ თვალებზე ცრემლს დავინახავდი...
-მე კი ვიტანჯებოდი... როცა ეს გააკეთე მაშინ! ღმერთო!!! ყველაზე ცუდად ვიყავი!!
-მაპატიე! ჩემს თავს ვერც ერთ ცრემლს ვერ ვაპატიებ! ვერც ერთს რომელიც კი ჩემს გამო დაღვარე!
-მაგრამ მე ერთი რამ მაინტერესებს... მარი ხომ ახლაც ცოცხალია?
-კი მარიმ როგორც ჩანს გაიგო ჩვენზე და ჩვენი დაშორების ასეთი და საკმაოდ ეფექტური გეგმა შეიმუშავა!
-მაგრამ აქამდე რატომ არ მოხვედი?
-მე ჯერ ახლა გავიგე მარის ტყულის შესახებ... ნეტავ იცოდე რა დამემართა როცა გუშინ იმ ბარში დაგინახე, როცა სასწრაფო მოვიდა და დაგინახე რომ შენ წაგიყვანეს ხომ საერთოდ!! ადამიანს აღარ ვგავდი! მაგრამ ახლა .... ანკა ხომ მაპატიებ?
__________________________________________________________________
როგორ მოგწონთ? ნელ-ნელა ტრიუმფს ვუახლოვდებით!!! ასე მგონია საერთოდ არ მოგწონთ და არც კითხულობთ რახდება? გულს მტკენთ ძალიან, მე მთელი გულით ვცდილობ თქვენთვის რაიმე კარგი დავწეროდა თქვენ? მაგრამ მაინც მიყვარხართ ყველა! თქვენი ქეთა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent