ღამის ზმანება (18 ნაწილი - დასასრული)
მეორე დილას დაღლილს გამეღვიძა. პირველ სართულზე ჩავფრატუნდი და მოფუსფუსე მოსამსახურეს მივესალმე. ეს ქალი დედამ მას შემდეგ აიყვანა, რაც თვითონ კომპანიის საქმეებით დაკავდა. მსუბუქად ვისაუზმე და წასასვლელად გავემზადე. დემე უნდა მენახა და შევთანხმებულიყავით როგორ და როდის გვეთქვა დედაჩემისთვის ჩვენზე. ჩემი ნება რომ ყოფილიყო საერთოდ არ ვეტყოდი ჯერ-ჯერობით, მაგრამ გიორგი დიდ პრობლემებს შემიქმნიდა და ამიტომ საჭირო იყო რაც შეიძლებოდა მალე გაეგო დემეზე. მარტივად, მაგრამ ლამაზად გამოვეწყვე, საფულეს ხელი დავტაცე და სახლიდან გამოვედი. დაცვას ვუთხარი, რომ თათიასთან მივდიოდი და ტაქსით ჩემით წავიდოდი. დემეს სახლთან მალე მივედი. არ მითქვამს რომ მასთან მივიდოდი, ამიტომ ეს სიურპრიზი იყო. მოუთმენლად ავირბინე სადარბაზოს კიბეები და მის კარზე დავაკაკუნე. დემემ გაღება ცოტა დააყოვნა. აჩეჩილი თმებითა და წელსზემოთ შიშველი გამომეცხადა და კინაღამ იქვე ჩავიკეცე. ჩემს დანახვაზე თვალები გაკვირვებულმა ჭყიტა, შემდეგ კი გახარებულმა ამიტაცა ხელებში და დამაბზრიალა. -აა! დემე დამსვიი!! - ავტეხე წივილ-კივილი და ერთი ამბავი. რამდენიმე წრის შემდეგ ძირს დამსვა, ტანზე ამიკრა და ტუჩებზე დამეწაფა. გახურებული სხეულით მეკვროდა და თავ-გზას მიბნევდა. არა რაა!.. ასეც არ შეიძლება, სად შემიძლია ამდენის გაძლება. -ძალიან მომენატრე - ჩამჩურჩულა ყურში, როდესაც კოცნით გული იჯერა და კისერში ნაზად მაკოცა. მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. აჩქარებული გულისცემის შენელებას ვცდილობდი, თუმცა არ გამომდიოდა. -დემე, გამიშვი - ამოვიჩურჩულე აკანკალებული ხმით. ემოციებისგან სულ მთლად შემცვლოდა. - და ჩაიცვი.. - დავამატე რამდენიმე წამში კედელთან მიმწყვდეულმა. ჩემს ასეთ ტონზე გაეცინა და ცოტა მომშორდა, თუმცა მაინც იმდენად ახლოს იყო, რომ განძრევას ვერ მოვახერხებდი. -ისეთი ტკბილი ხარ შემომეჭმები - მითხრა და თვალებში ჩამხედა. მეც თვალებში მივაშტერდი და ხმა აღარ ამომიღია. დემემ ხელი სახესთან მომიტანა, ოდნავ მომეფერა, შემდეგ კი შუბლზე მაკოცა. -მგონი ჯობს მართლა ჩავიცვა, თორემ შენზე ცუდად ვმოქმედებ - ჩაიცინა და თავის ოთახში შევიდა. მე დარცხვენილი მივყევი უკან და კართან ავიტუზე. -გაგაღვიძე ხომ? - ვკითხე და გავიცინე. -არა, მეღვიძა, უბრალოდ ჯერ საწოლში ვგორაობდი - მიპასუხა მშვიდად. - აბა მე შენ უნდა გამოგცადო - მითხრა მხიარულად. -როგორ აბა? - ვკითხე ინტერესით. -რანაირი დიასახლისი ხარ ახლა ვნახავთ. იქნებ არ ხარ ოჯახში შემოსაშვები - მითხრა მხრების აჩეჩვით. -ეგრე ხო? მაშინ არ ვყოფილვარ ოჯახში შემოსაშვები - ვუპასუხე უკმაყოფილოდ და ზურგი ვაქციე. -გამებუტე? - მკითხა დამთბარი ხმით და მომიახლოვდა. ხმა არ გამიცია, უფროსწორედ ვერც შევძელი, როდესაც მთელს ზურგზე მისი სხეული ვიგრძენი. ხელები მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. სულ ეკლებმა დამაყარეს და გული ამიჩქარდა... სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე. დემემ კისერში რამდენიმე კოცნის კვალი დამიტოვა, შემდეგ კი ტუჩები ყურთან მოიტანა და ჩამჩურჩულა - შევრიგდით? - საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე, შემდეგ მისკენ მივბრუნდი, ტუჩებში მსუბუქად ვაკოცე და გავუღიმე. -საჭმელს შენით იმზადებ - ვუთხარი და ჩავიცინე. -კარგი - ტუჩის კუთხე ჩატეხა, შემდეგ კი ხელი წელზე მომხვია და სამზარეულოში გავედით> პატარა სახლი ჰქონდა, თუმცა მყუდრო. მე მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი, დემე კი საჭმლის კეთებას შეუდგა. ჩუმად ისაუზმა, ერთი-ორი ლუკმა მეც მოვპარე თეფშიდან, შემდეგ კი მის საძინებელ ოთახში გამოვედით. საწოლი გავასწორე და კომფორტულად წამოვწექი, დემეს გვერდზე მომიწვა და თავი კალთაში ჩამიდო. თითებით მის თმებში თამაში დავიწყე, თითქოს საუბრის დაწყებას ვწელავდიო. -დედაშენს უნდა ვუთხრათ ხომ - მითხრა ბოხი მშვიდი ხმით. -აჰაამ - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ისევ მისი ფერება განვაგრძე. ძალას ვერ ვპოულობდი თვალებში შემეხედა და პირდაპირ მელაპარაკა. -მეც მინდა რომ მალე გაიგოს და ის გიო მოშორდეს აქედან - თქვა უკმაყოფილოდ. მის ეჭვიანობაზე ჩამეღიმა და თვალებში შევხედე. ჩემს რეაქციაზე თვითონაც გაიღიმა. -ეჭვიანობ? - ვკითხე და წარბი ავზიდე. -რატომ უნდა ვეჭვიანობდე. მე უბრალოდ არ მინდა რამე ზედმეტი მოუვიდეს, თორემ მისი ცემა მომიწევს და შარს ავიკიდებ - მხრები აიჩეჩა უპრობლემოდ. -აღიარე რომ ეჭვიანობ! - ჩავაცივდი და ავკისკისდი. -ნწ... - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. -აუუ... ვიცი რომ ეჭვიანობ - გავუმეორე ისევ. -კარგი ხოო... ვეჭვიანობ, თან ძალიან, მაგრამ იცოდე რომ ეგ შენი ბრალია - თითი გამაფრთხილებლად ასწია და თვალებში შემომხედა. -ჩემი რა ბრალია! - მხრები ავიჩეჩე გაკვირვებულმა. -ზედმეტად ლამაზი ხარ და მაგიტომ - ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და შემდეგ თავი ისევ ჩემს კალთაში დააბრუნა. -დემეე... - ჩავიჩურჩულე დარცხვენილმა და მზერა ავარიდე. -მიყვარხარ - მითხრა და ხელით სახეზე მომეფერა. -მეც - ვუპასუხე და თბილად მომზირალ თვალებში შევხედე. -შენი აზრით დედაშენს რა რეაქცია ექნება? - მკითხა ჩაფიქრებულმა ცოტახანში. -ამმმ... დადებით არ ექნება, მაგრამ რამდენად არ მოეწონება არ ვიცი... - ჩავილაპარაკე დანანებით. -მოდი უბრალოდ გავრისკოთ კარგი? - საწოლზე წამოჯდა, სახე ახლოს მომიტანა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა. -რა იქნება თუ ყველაფერი ისე არ ჩაივლის ჩვენ როგორც გვინდა? - ვკითხე იმ იმედით, რომ რამე გამოსავალი იარსებებდა. -არ ვიცი, მაგრამ იცოდე, რომ ვერ დაგვაშორებს ვერავინ - მიპასუხა მყარად. აღარაფერი მითქვამს, ხელები კისერზე მოვხვიე და ნაზად ვაკოცე. კოცნაში თვითონაც ამყვა, საწოლზე გადამაწვინა, ხელები წელს ქვემოთ შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა. როდესაც ალერსით გული იჯერა, გვერდზე მომიწვა და გულში ჩამიკრა. თვალები დავხუჭე და მოვდუნდი... როდესაც გამეღვიძა მოსაღამოვებული იყო. დაფეთებული წამოვხტი საწოლიდან და საათს დავხედე. საბედნიეროდ ჯერ საღამოს 7 საათი იყო. დემესთან მივედი და დავეჯაჯგურე. -დემეე... გაიღვიძე.. - რამდენიმე წუთი ვეხვეწებოდი გაღვიძებოდა, საბედნიეროდ 5 წუთიანი ნჯღრევა საკმარისი აღმოჩნდა. -რა ხდება - თვალები ზანტად მოიფშვნიტა და ირგვლივ მიმოიხედა. -სახლში უნდა წავიდე უკვე - ვუთხარი და ფეხზე ჩავიცვი. -აუ უკვე? ცოტახანს კიდევ დარჩი რა.. - ხელი მაჯაზე მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა. -ვერაა - გამეცინა და გავუძალიანდი. -მოდი, მოდი... - სულ არ მომისმინა. ერთი ხელის მოსმით მიმწია თავისკენ, ორივე ხელი მომხვია და ისე ჩამეხუტა კინაღამ გამგუდა. -დემეე! ვეღარ ვსუნთქავ გამიშვი! - ხელ-ფეხის ჰაერში ქნევა დავიწყე და საბოლოოდ მაინც დავუსხლტი ხელებიდან. -უნდა დაგსაჯო ქალბატონო! - მითხრა და თითი გამაფრთხილებლად ასწია. -როგორ? - ვკითხე იმ იმედით, რომ ცუდისთვის ვერ გამიმეტებდა. -როგორ და შენს სახლამდე ფეხით წავალთ და გავისეირნებთ. -უჰჰ... არაა პრობლემა - ვუპასუხე სიცილით და ფეხზე წამოვხტი. - ადე ახლა ჰე! - წაქეზება დავუწყე რომ მალე ამდგარიყო. სახლიდან ძლივს გამოვაღწიეთ და საბოლოოდ ქუჩას დავადექით. ნახევარი საათი მივდიოდით თბილისის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები. ხანდახან ხელში ამიტაცებდა, დამაბზრიალებდა და დამსვამდა ხოლმე, რასაც ჩემი კივილი მოჰყვებოდა, შემდეგ კი მისი კოცნით ჩემი გაჩუმება. სახლამდე მხიარულად მივედით. ეზოს შესასვლელთან შევჩერდით და ღრმად ამოვისუნთქე. -ყველაფერი კარგად იქნება - ჩამჩურჩულა ყურში, შემდეგი ლოყაზე მაკოცა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. იქეთ მაწყნარებდა, როდესაც წესით მე უნდა მოვქცეულიყავი ასე. უხმოდ მივბრუნდი და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა თითქოს. ეს ჩვენი საბედისწერო მომენტი იყო, რადგან შეიძლებოდა მეორედ ვეღარ შევხვედროდი. იმის იმედიღა მრჩებოდა, რომ დედაჩემი ჩემი ბედნიერების გამო გარკვეულ პრინციპებს დათმობდა. ვიცოდი, რომ დემე არ მოეწონებოდა, მაგრამ არ ვიცოდი რამდენად შეძლებდა ჩემი გრძნობების წინა პლანზე დაყენებას. დაცვამ გაკვირვებულმა შემოგვხედა. ხელები გვქონდა ჩაკიდებული და უხმოდ მივდიოდით წინ. შემდეგ კარი შევაღე და სახლში შევედით. -შემო.. - ჩავიჩურჩულე ძლივსგასაგონად, შემდეგ კარი დავხურე. -ნიტა შენ ხარ? - გაისმა დედაჩემის ხმა. -კიი... - ვუპასუხე ლამის ხმის კანკალით. - აუ დემე მეშინია... - დემეს მივუბრუნდი ანერვიულებული და ყურში ჩავჩურჩულე. -მშვიდად... - მიპასუხე ჩურჩულითვე, კისერში მაკოცა და მიბიძგა დედაჩემთან ოთახში შევსულიყავი. აღარ შევწინააღმდეგებივარ, ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ ოთახში შევაბოტე. -დე, ვიღაც უნდა გაგაცნო - ვუთხარი და გაოცებული ერთ ადგილას შევდექი, როდესაც გიორგიდა მისი მშობლები დავინახე - ამმ... - უცბად ენა ჩამივარდა და ვეღარ მივხვდი რა მომემოქმედებინა. -შემოდი ნიტა, ვინ უნდა გამაცნო? - მკითხა დედაჩემმა ინტერესით. ოთხი წყვილი თვალი მე მიყურებდა და ჩემგან პასუხს ელოდნენ. ახლა უკვე უკან დახევის გზა აღარ იყო, მაგრამ ხმის ამოღებასაც ვეღარ ვახერხებდი. თვალებგაფართოებული ვათვალიერებდი ყველას და ვერ ვიაზრებდი თუ რა პასუხი შეიძლებოდა გამეცა. -გამარჯობათ - ზურგს უკან დემეს ბოხი ხმა გავიგე და ტანში სულ ჟრუანტელმა დამიარა. მის შემოსვლაზე ყველას გაოცებული შეძახილები აღმოხდა. დემე გვერდზე დამიდგა და მარცხენა ხელი ჩამჭიდა. არ ვიცი მართლა ნერვიულობდა თუ არა, მაგრამ სახე საოცრად მშვიდი და თავდაჯერებული ჰქონდა. მის თვალებში გამოსავლის პოვნის იმედით მეც მას მივაჩერდი... -გაგიმარჯოს... - უპასუხა დედაჩემმა, თან წარბი აზიდა და ფეხზე წამოდგა. -ეს დემეა, გაიცანი - ვუთხარი ძლივსგასაგონად, თუმცა ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევდა, ასე რომ ყველამ გარკვევით გაიგო თუ რა ვთქვი. -ნიტა, ვინ არის ეს ყმაწვილი? - მკითხა მკაცრი ტონით. აშკარად არ მოეწონა მომავალი სასიძოს წინაშე ასეთი სცენა. მე კი ცოტა მიხაროდა კიდეც, იქნებ ჩემზე გული აცრუებოდათ და თვითონვე ეთქვათ უარი... -მისი შეყვარებული ვარ - უპასუხა დემემ, როდესაც ჩემმა პასუხმა საგრძნობლად დაიგვიანა. ამის გაგებაზე გაოცების ტალღამ თავიდან გადაუარა ოთახს. -კი, მაგრამ... - თქვა გიორგის დედამ და პირზე ხელი აიფარა. -ნიტა ამიხსენი ახლავე ვინაა ეს ახალგაზრდა! - მითხრა დედაჩემმა და დემეზე მანიშნა. -ჩემი შეყვარებულია, მე ის მიყვარს! - ვუპასუხე და ამჯერად მთელი სითამამე მოვიკრიბე. -რას ნიშნავს შეყვარებულია... - ფეხზე გაბრაზებული გიორგი წამოიჭრა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა. -გიო.. - ვუთხარი გაჩერების მიზნით, თუმცა არც მომისმინა. -გამო გარეთ აბა - უთხრა დემეს და მის მოქმედებას დაელოდა. -გიო, ეს შენ არ გეხება და ნუ ერევი! - შეპასუხება დავასწარი და წინ გადავუდექი. -არა, მოიცა... ვნახოთ რა უნდა - თქვა დემემ, ნაზად გამწია გვერდზე ისე რომ გიო გამოეტარებინა და კარს მიაშურა. -არ იჩხუბოთ! დედა, რამე უთხარი! - დავიყვირე შეშფოთებულმა და შემდეგ დედაჩემს გავხედე. -შენი შეცდომა უნდა გამოასწოროს! - მიპასუხა დედაჩემმა მკაცრად. აღარ მომისმენია მეტს რას მეუბნებოდა, სირბილით გავვარდი გარეთ და დავინახე როგორ დაარტყა გიორგიმ დემეს. ეს და ჩემი კივილი ერთი იყო. მათკენ გადავდგი ნაბიჯი, თუმცა ადგილზევე გავხევდი დემეს ხმის გაგებისას. -არ მოხვიდე! - იღრიალა გაავებულმა და გიოს ისე გაარტყა, რომ ძირს დააგდო. ამასობაში გარეთ მშობლებმაც იკადრეს გამოსვლა. -ახლა ორივე გაჩერდით, თორემ პოლიციას გამოვიძახებ! - დაიყვირა დედაჩემმა. გიორგი მაშინვე შეშინებული კრავივით გახტა გვერდზე, შემდეგ კი ჩემთან მოვიდა, ხელები წელზე მომხვია და ტუჩებზე მეცა. იმდენად ძლიერად მიჩერდა, გათავისუფლება ვერ მოვახერხე, თუმცა ალბათ ვერც მოვასწრებდი. რამდენიმე წამში დემეს ღრიალი გავიგე და ვიგრძენი როგორ ერთიანად მოსწყდა ჩემს სხეულს სიმძიმე. -რა უფლებით ეხები ჩემს შეყვარებულს!!! მეორედ მასთან მიახლოებულიც კი არ დაგინახო! - სანამ ცხვირიდან სისხლი არ წამოუვიდა, მანამდე არ მოეშვა. -საკმარისია რა სცენებიც ვიხილეთ! - ხმა ამოიღო გიორგის მამამ. - ჩვენ წავალთ, თქვენ კი გადაწყვიტეთ ვინაა ამ ბავშვის შეყვარებული და საქმრო! -არსადაც არ მოვდივარ! ნიტა ჩემთან ერთად მოდის! - თქვა გიომ და სისხლის მოწმენდა დაიწყო. ამასობაში მე დემეს მივვარდი, ხელები ხელზე მოვხვიე და ტანზე ავეკარი. მასაც ჰქონდა დალურჯებები და მძიმედ სუნთქავდა. ცალი ხელი ჩემზე ჰქონდა მოხვეული და ისე აანალიზებდა სიტუაციას. -ნიტა შენ არასდროს გამოგყვება. ამას მე არ დავუშვებ - უპასუხა წყნარად. ასეთ პასუხზე გიორგი ისევ დასარტყმელად წამოიმართა, თუმცა მამამისმა შეაჩერა. -გეყოთ! რა მუშტი-კრივი გამიმართეთ აქ! - იყვირა სიბრაზისგან გაწითლებულმა. -ნიტა! დროზე მოშორდი ახლავე მას! და მეორედ არ მიეკარო! - დაიკივლა დედაჩემმა. -უკვე გვიანია - ვუპასუხე მშვიდად - ორსულად ვარ - ვუპასუხე რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ. ყველა გაოცდა, დემემაც კი გაკვირვებულმა ჩამომხედა, თუმცა შემდეგ ხელი მოვუჭირე და მიხვდა საქმე საითაც მიმყავდა. -ღმერთო ჩემო! ახლა ცუდად გავხდები - დედაჩემმა გულზე ხელი მიიდო და კიბეებზე ჩამოჯდა. -მარიკა... - მივარდა გიორგის დედა და მიშველება სცადა. -დალი! დროზე წავედით აქედან! აქ უკვე აღარაფერი გვესაქმება! - დაიგრგვინა ოჯახის უფროსმა და მანქანისკენ გაემართა. ყველა წავიდა. მხოლოდ მე, დემე და დედაჩემი დავრჩით. დედაჩემი ისევ კიბეზე იყო მისვენებული. დემეს თვალებში შევხედე და თითქოს ნებართვა ავიღე რომ მოვშორებოდი. -დე... - ვუთხარი ფრთხილი ტონით და მისკენ წავედი. -ეს რა გამიკეთე! რას ფიქრობდი საერთოდ ამიხსენი! ასე გაგზარდეთ? - მკითხა ძალაგამოლეულმა და ცრემლები ჩამოუგორდა. მეც ტირილი მომინდა, თუმცა თავის შეკავება მოვახერხე. -მე ის გიორგი არ მიყვარს. დემე მიყვარს და მასთან ყოფნა მინდა! თავს მოვიკვლავ ასე თუ არ იქნება! - ვუთხარი მყარად. -კი მაგრამ... სხვა დროს მაინც მოგეყვანა. ახლა რა გვეშველება... სახალხოდ შევრცხვებით... -დედა, არ შერცხვები.. - გავაწყვეტინე გოდება. -კი, როგორ არა... - მიპასუხა ირონიულად -მოვიტყუე... ორსულად არ ვარ... - ვთქვი ლამის ჩურჩულით. -რრ..რააა..ააა?? - მკითხა ენის ბორძიკით. -არ ვარ ორსულად - გავუმეორე კიდევ ერთხელ. ამასობაში დემეს მოსვლა გადაეწყვიტა. ჩემს უკან დადგა და ხმა არ ამოუღია. -თქ..თქვენ ნორმალურები ხართ? რა თამაში გამიმართეთ აქ - ამოიოხრა ღონეწახდილმა. -უბრალოდ გთხოვ ცოტა ჩემზეც იფიქრო. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ მომცე უფლება ვიყო იმასთან, ვისთანაც მინდა. მგონი ვიმსახურებ ამ ერთი თხოვნის შესრულებას.- ჩემს ამ ნათქვამზე დედაჩემმა მძიმედ ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. -იმსახურებ... - მხოლოდ ეს მითხრა და სახლში შევიდა, მე კიდევ გაოცებული შევტრიალდი დემესკენ და მთელი ძალით ჩავეხუტე... ............. ვიცი რომ ძალიან დავიგვიანე და ამიტომ რომ აღარ გაწვალოთ ვარჩიე მალე დამესრულებინა. შემდეგ ისტორიას მანამ არ დავდებ, სანამ მთლიანად არ მექნება დაწერილი. იმედია მაპატიებთ და დროებით გემშვიდობებით... ყველანი მიყვარხართ და იმედია გამახარებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.