შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (13 ნაწილი)


20-10-2015, 20:46
ავტორი ანკა
ნანახია 4 398

-ნიტა, როგორ ხარ? - დემეს ხელზე შეხებამ ერთიანად გამომაფხიზლა.
-რა? - თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე... თეთრ პალატაში ვიწექი. - სად ვარ?! - განერვიულებულმა წამოწევა დავაპირე, თუმცა დემემ ისევ უკან დამაბრუნა.
-გაჩე... იწექი... - მითხრა დაუყოვნებლად.
-დემე რა ხდება ამიხსენი! - ვუთხარი ხმამაღლა, ძალიან დაბნეულმა და შეშინებულმა.
-ავარიაში მოყევი - მიპასუხა დასევდიანებულმა.
-რა? მოიცა... - ეს ვთქვი და გამოვფხიზლდი.
-პატარა, კარგად ხარ? - შეშინებულმა დემემ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში დაკვირვებით შემომხედა.
-ამმ... - რეალობაში გამორკვეულმა იქეთ-აქეთ მიმოვიხედე და შემდეგ ისევ დემეს შევხედე.
-წავიდეთ რა... - მაშინვე ფეხზე წამოვხტი და კარს მივაშურე.
-ნიტა, რა გჭირს? - უკან გაკვირვებული დამედევნა. - რამდენიმე წუთი გეძინა მარტო...
-არაუშავს... წამოდი, ჩემოდნები ჩავიტანოთ - ოთახში დავფაცურდი და უშველებელი ჩემოდნების აწევა ვცადე.
-მოიცა, გაჩე... ხო ხვდები რო ვერ წევ - დემე სიცილით მომიახლოვდა, ჩემოდნები აიღო და გარეთ გავიდა.
-ვახო და თოკო სად არიან? - ვკითხე ინტერესით.
-იმაზე მალე ჩამოვლენ ვიდრე გვეგონა. - უნდა მეკითხა საით წავსულიყავით, როდესაც ეზოში მანქანების ხმა გაისმა. ორივემ ჭიშკრისკენ გავიხედეთ. დემე ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მე კიდევ კინაღამ იქვე გული წამივიდა, როდესაც ნაცნობი მანქანიდან მამაჩემი გადმოვიდა. მეორე მანქანიდან 3 შავებში ჩაცმული კაცი გადმოვიდა და ჩვენკენ წამოვიდნენ.
-დემე... - შეშინებულმა ხელი მოვკიდე და გაფართოებული თვალებით შევხედე.- მამაჩემია.. - ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
-ნიტა! დროზე, მანქანაში ჩაჯექი! - დამიყვირა მამაჩემმა მკაცრად.
-მამა...
-დროზე!!! - იღრიალა ისევ და დემეს განრისხებული თვალები მიაპყრო. დემე ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და მგონი ჯერ კიდევ შოკში იყო. - ეს ვინაა?!
-არ მინდა წამოსვლა! დემესთან ერთად მინდა! - ცრემლები წამომივიდა. დემეს ხელი ძლიერად მოვკიდე და ხელზე ჩამოვეკიდე.
-აბა მე მკითხე მინდა თუ არა! - აცეცხლებული თვალებით შემომხედა და ჩემკენ დაიძრა.
-არა! - ვიკივლე შეშინებულმა და უკან დავიხიე.
-წამოდი! - მიყვირა და ხელი ჩამავლო, თუმცა დემე წინ გადაუდგა.
-წასვლას ნუ აძალებთ! სადაც უნდა იქ იქნება! - ხელი გააშვებინა და თავის ზურგს უკან მომიქცია.
-ოჰ! როდიდან მოახერხეთ ერთი ერთმანეთის შეყვარება! დაცვა! დროზე მოათავეთ ახლა საქმე და წავედით! - თქვა და უკან გაბრუნდა. სამივე კაცი ჩვენკენ დაიძრა.
-ნიტა... მომისმინე, გაყევი... - ყურში სასწრაფოდ ჩამჩურჩულა.
-დემეე... - ატირებულმა ავხედე და თვალებში დავაკვირდი.
-კარგი - მიპასუხა მშვიდად და წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. კუთხეში ავეყუდე და როდესაც დავინახე როგორ დაარტყა დემემ ერთ-ერთს მაშინვე შიშისგან შევკივლე. ის პირველი დაბარბაცდა და უკან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია, თუმცა დანარჩენმა ორმა დემე გააკავა.
-წავედით... - მომიახლოვდა პირველი დაცვა და ხელი ძლიერად ჩამავლო.
-არა!!!
-ხელი გაუშვით!! - ღრიალებდა დემე. გაცეცხლებული იყო და ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ერთ-ერთ დაცვას მუცელში წიხლი დაარტყა და მეორეც მოიცილა, შემდეგ იმას მივარდა მე რომელიც მიჭერდა, თუმცა დანარჩენებმა დაიჭირეს და კედელზე მიანარცხეს.
-ააა!!! - შიშისგან ვიკივლე და დაცვას გავუძალიანდი, თუმცა ვერაფერი ვერ მოვახერხე. კიბეებზე სულ ძალით ჩამიყვანა და მამაჩემთან მიმიყვანა. ძალით ჩამსვა მანქანაში ისე რომ ვერ დამენახა გარეთ რა ხდებოდა, მაგრამ მაინც დავინახე როგორ დაარტყეს რამდენჯერმე დემეს. სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა, თუმცა მე უკვე ვეღარაფერს გავარკვევდი. მამაჩემმა მაშინვე მანქანა დაძრა. მე უკან ვიჯექი და გვერდზე ერთი კაცი მეჯდა, რომელსაც გაკავებული ვყავდი ხელი რომ არ შემეშალა მისთვის. მეორე მანქანა უკან მოგვყვებოდა. გამოვედით თუ არა ეზოდან თოკოს და ვახოს მანქანა დავინახე. ცოტა დავმშვიდდი, რადგან დემესთან ისინი მივიდოდნენ, მაგრამ იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ ბევრის გაანალიზებას ვერ ვახერხებდი.
-ეს ვისი მანქანაა?! - იკითხა მამაჩემმა. უკვე დამშვიდებული იყო. ეტყობოდა კმაყოფილი იყო თავისას რომ მიაღწია და ახლა აღარ ღრიალებდა. მე ხმა არ გამიცია. ისტერიულად ვტიროდი. სახე ხელებში მქონდა ჩამალული და მთელს ხმაზე მოვთქვამდი. - გაჩერდი ახლა! გეყოს ტირილი! - მითხრა მკაცრად, თუმცა მას წესიერად არც ვუსმენდი. - ვინაა ის ლაწირაკი?! მეორე შენნაირი უტვინო! სად იპოვეთ ერთმანეთი ორმა განუვითარებელმა!
-მას დემე ქვია! - ვუყვირე ბოლო ხმაზე.
-აჰაა, ანუ დემე... - მიპასუხა დაფიქრებულმა. საერთოდ არ გაღიზიანებულა ჩემს ტონზე. - მაგ დემეს უთხარი რომ თავი დაგანებოს, თორემ მწარედ ვანანებ. გასაგებია?
-არა! მას თავს არ დავანებებ!
-მაგასაც ვნახავთ... - მიპასუხა მშვიდად. შემდეგ კი დავინახე როგორ აებნა საჭე და როგორ ჩაბნელდა ყველაფერი...

.................დემეს მონაყოლი.............
-ამის დე**ც მო****ნ!!! - ვიღრიალე ბოლო ხმაზე - ნიტაა!!! - დავიყვირე ისევ. მეც არ ვიცი რატომ ვყვიროდი, უბრალოდ მინდოდა ის ტკივილი დამეიგნორებინა, რაც შიგნიდან მთლიანად მანადგურებდა. სულ არ მადარდებდა ის, რომ ტუჩი მქონდა გახეთქილი, არც ის, რომ ნაცემი ვიყავი... სულ ფეხებზე მეკიდა! მე ნიტა წამართვეს იმ ახ**ებმა! გავიდა თუ არა ეზოდან ორი შავი მანქანა, უკან მთელი ჩემი იმედიც წაიყოლეს. უღონოდ ჩავცურდი კუთხეში და თვალები მაგრად დავხუჭე. ვიცი, არ უნდა მეტირა, მაგრამ რა მექნა! ასე ადვილი არაა ყოველთვის უემოციოდ ყოფნა. უგრძნობი მარტო უსულო საგანია. ნათქვამია, კაცი მხოლოდ ორჯერ ტირისო. ერთხე, როცა დაიბადება და მეორედ, როცა კვდებაო... მე იმ მომენტში მოვკვდი. როგორ მოვახერხებდი ნიტას უკან დაბრუნებას წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ეს რომ თითქმის შეუძლებელი იყო ნამდვილად ვიცოდი.
-დემე! - ფიქრებიდან თოკოს ხმამ გამომიყვანა.
-რა ხდება! ნიტა სადაა?! - ახლა თათიას ხმა გავიგე და მას გავხედე დაბინდული მზერით.
-რა გჭირს შე***ა, ხმა ამოიღე! - ახლა ვახომ შემანჯღრია.
-გა*ჯვით! - დავიყვირე გაღიზიანებულმა.
-ეეეე! მომისმინე! ადექი ახლა, გამოფხიზლდი! მერე კიდევ მოყვები ყველაფერს! - თოკომ და ვახომ ფეხზე წამომაყენეს და სახლში შემიყვანეს, შემდეგ სახეზე წყალი შემასხეს და „ფეხებზე მ*იკია“ განწყობიდან გამომიყვანეს. მალევე მოვყევი რა როგორ მოხდა და გზას დავადექით. ნახევარსაათიანი სიარულის შემდეგ გზაზე ნაცნობი მანქანა დავინახე.
-ეე, გააჩერე! - ვუთხარი თოკოს და მანქანიდან გადმოვედი. ორი მანქანა გადმოტრიალებულიყო და ერთმანეთზე იყო შემსკდარი...


............
ესეც შემდეგი თავი... შემიფასეეთ!



№1 სტუმარი Tatulikoo

Magariaaaaaaa... male dade shemdegi tavi

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რამდენი ხანი ველოდი ამ ისტორიას... ვაიმე ახლა ნიტას რამე არ მოუვიდეს და დემეს არ დაშორდეს და არ მინდა მეყი არაფერი ნიტას მამა და მცველები ეშმაკსაც წაუღიათ იქვე ამოძრობიათ სული... მალე დადე რა ახალი თავი ავნერვიულდიიიიი...

 


№3 სტუმარი nino k.d.

იმედია გოგოს მამა ჩაძაღლდება

 


№4  offline მოდერი ანკა

Tatulikoo
Magariaaaaaaa... male dade shemdegi tavi

შევეცდები საყვარელოოო <3 <3 <3 love love love
უცნობი ქ
რამდენი ხანი ველოდი ამ ისტორიას... ვაიმე ახლა ნიტას რამე არ მოუვიდეს და დემეს არ დაშორდეს და არ მინდა მეყი არაფერი ნიტას მამა და მცველები ეშმაკსაც წაუღიათ იქვე ამოძრობიათ სული... მალე დადე რა ახალი თავი ავნერვიულდიიიიი...

აჰაჰჰა wink არ ინერვიულოო <3 love love love
nino k.d.
იმედია გოგოს მამა ჩაძაღლდება

ვაიმე :დდდ ვნახოთ, ვნახოთ... love love love

 


№5  offline წევრი sayvareloooo

მალე დადე რა ახალი გთხოვ

 


№6  offline მოდერი ანკა

sayvareloooo
მალე დადე რა ახალი გთხოვ

როგორც კი მოვახერხებ დავდებ <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent