შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Heart (სრულად)


17-11-2015, 23:32
ავტორი Tay194
ნანახია 9 260

15 ოქტომბერი

ანა ხომ არ დაგავიწყდა დღეს გიო ჩამოდის და უნდა დახვდე.მაშინვე მომახსენა დედაჩემმა როცა ფურცელზე ჩამოწერილი გეგმა დაინახა
_უი გიო სულ დამავიწყდა.დანანების ნიშნად მსუბუქად შემოვირტყი ხელი შუბლზე და სასოწარკვეთილმა ტუჩისნაწილი მოვიკვნიტე
_ვიცოდი ,რომ დაგავიწყდებოდა. შვილო აბა გამაგებინე შენი ძმის ჩამოსვლა როგორ უნდა დაგავიწყდეს.დედამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და სამზარეულოში შემოსულ მამას ლოყაზე აკოცა
_კარგი რა დეე,წავალ აბა რას ვიზამ!ოსტატურად დავაელამე თვალები იმ იმედით, რომ დედას გავაცინებდი, მაგრამ არა ,შენც არ მომიკვდე, ისევ ისეთი უკმაყოფილო სახე ქონდა.უცებ დავჭყანე ჩემი სანაქებო სახის ნაქვთები და მამას კარგი ძმაკაცივით გადავხვიე ხელი
_ზურა გამიყვან დღეს აეროპორტში გიოს რომ დავხვდე?!ხმა დავიბოხე და თვალებში ჩავაშტერდი მამას,რომელიც თბილად მიღიმოდა და დედას გამომცხვარ ნამცხვარს გემრიელად მიირთმევდა
_ვინ არის გიო?!გაკვირვებულმა შემომხედა ბატონმა ზურამ
_ახლა არ თქვა, რომ საკუთარი შვილის ჩამოსვლა დაგავიწყდა!უცებ დავიწყე ჩემი აფერისტული სპექტალის დადგმა მამაჩემის წინააღმდეგ.მეტი დამაჯერებლობისთვის ხელები გადავიჯვარედინე და ისეთი სახე მივიღე თითქოს ასეთი დაუჯერებელი რამ ჩემი ცხოვრების მანძილზე მამაჩემს არაფერი ეთქვა
_კარგი ახლა დედაშენს არ უთხრა ,გაგიჟდება ხოიცი..
_20 ლარი!
_შე საზიზღარო ახლად გამოჩეკილო წიწილა, აიღე ჩემს საფულეშია!სიცილი დაიწყო და მაშინვე მაგიდაზე დადებული საფულისკენ მანიშნა.მეც მეტი რა მინდოდა, მაშივე გავიქეცი და ოცი ლარი კმაყოფილმა მოვათავსე შარვლის ჯიბეში_დღეს ეს თანხა ნამდვილად არ მეყოფა!ჩუმად ჩემთვის ვთქვი და დედასკენ გადავინაცვლე
_დეე აბა მამას რა დაავიწყდა ისეთი რაც შენ არ იცი?!ნაწყენმა, გულმოკლულმა ავხედე გაოცებულ დედას და ობოლი ცრემლი უცებ მოვიშორე.ღმერთო ზოგჯერ მეც მიკვირს ამდენს როგორ ვახერხებ
_რამოხდა ანა?მითხარი გისმენ
_მომე 10 ლარი და გეტყვი
_ოხ 20 იყოს შემაიმუნო!მალევე გამომიწოდა დედამ ოცლარიანი, მეც გამოვართვი და მეორე ოცლარიანიც მოვათავსე ჩემს ჯიბეში
_გიოს ჩამოსვლა დაავიწყდა
_ანააა!უცებ მომესმა მამაჩემის ყვირილი.მალევე ჩავიცვი ჩემი თვალისფერი, ცისფერი მანტო, იმავე ფერის შარფიც მოვირგე ყელზე და სიცილით დავტოვე სახლი.ყოველთვის ასე იყო ერთი პატარა სპექტაკლი და შემეძლო სკოლაც კი გამეცდინა.ერთხელ მახსოვს მთელი ორი თვე დამრიგებელს როგორ ვატყუებდი ექიმთან უნდა ვიარო, სახლში გვიან დავბრუნდები და სწავლას ვერ მოვახერხებთქო.ისიც უცებ დატრიალდა, დაბზრიალდა და ყველა მასწავლებელს მოახსენა ჩემი ამბავი.მეც რასაც ქვია ვგულაობდი. არავინ არაფერს მეკითხებოდა, თან ვინ შეიტანდა ეჭვს ისეთ ბავშვში რომელიც მუდამ მომზადებული მიდიოდა სკოლაში და შესანიშნავადაც სწავლობდა.ისე უნდა ვაღიარო,რომ კარგი განტვირთვა მოვუწყე საკუთარ თავს.ახლა აბიტურიენტი ვარ, ცისფერთვალება ანა ჩვიდმეტი წლის, ყველა ასე მეძახის.ჩვეულებრივი გოგო ვარ, ყავისფერი თმით, ცისფერი თვალებით და ბუნებრივი ცხვირით.შესანიშნავი გარეგნობა არ მაქვს მე ასე ვფიქრობ, თუმცა ბევრი მეუბნება რომ ლამაზი ვარ.თაყვანისმცემლების რიცხვს არც ვუჩივი, თუმცა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.არ მაინტერესებს ალბად იმიტომ,რომ თავისუფლება სასტიკად მომწონს. ისე სასტიკად რომ ვერც წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაში მეორე ვინმე. სხვა რომელიც რაღაცას შემისწორებს, ჭკუას დამარიგებს ან რაღაცის ახსნას მომთხოვს.ჰოდა მეგობრებო ამიტომ ვარ რომ დღემდე არავისთან მქონია სერიოზული ურთიერთობა.როგორც ამბობენ ფლირტის ოსტატი ვარ,მაგრამ როცა საქმე ცოტა დასერიოზულდება მაშინვე სრულდება ურთიერთობაც, რადგან გაგარძელება აღარ მსურს.უცებ შევაღე საკლასო ოთახის კარი და ჩემი ისტორიის მასწავლებელს ხელი ოსტატურად ავუწიე მისალმების ნიშნად.მანაც გამიღიმა და მანიშნა დაჯექიო
_დათო მას მართალია,რომ გულისცემის კავშირი არსებობს?უცებ წამოყო თავი ოცბიჭგამოცვლილმა ნინამ და კევის გამაღიზიანებელი ღეჭვით გადმოაფრქვია თავისი სიბრძნე.საინტერესოა რატომ უნდა დასვა ეს შეკითხვა ისტორიის გაკვეთილზე.ჩუმად გავიცინე და მასწავლებლის პასუხს დაველოდე
_რათქმაუნდა არსებობს!მტკიცედ გამოაცხადა პატივცემულმა
_ამბობენ ძალიან თუ გიყვარს მაშინ გაიგებ მისი გულის ბაგაბუგსო!უცებ დაიყვირა ნიკამ და თავის გოგოს ხელი მაგრად გადახვია
_ ღმერთო რა ამაზრზენია !უცებ გავიფიქრე, ერთი ამოვიოხრე და მერხზე დავდე თავი, ნამდვილად აღარ მსურდა ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ მაინც მესმენინებოდა_ჯანდაბა ეს ყურსასმენებიც მაინცდამაინც ახლა დამრჩა სახლში!ჩემთვის ჩავიბურტყუნე და უკმაყოფილოდ დავმანჭე სახე
_საინტერესოა იმაზე კარგს რას მოისმენდი ყურსასმენებით რასაც ახლა ჩვენ ვსაუბროვთ ცისფერთვალებავ!უცებ წამომადგა თავზე დათო მასწავლებელი და თბილად გამიღიმა
_ეს ხომ არარეალური და ამაზრზენია!როგორ შეიძლება გაიგო მისი გულისცემა მაშინ როცა ის შენს გვერდით არ არის!უცებ წამოვიძახე და დავინახე როგორ გაეცინა მასწავლებელს
_შენ რა იცი,შენ ხომ არასოდეს გყვარებია!უცებ გაწელა სიტყვები ნინიმ
_ვინ დამიტოვა გენაცვალე?ჯერ მარტო შენ ოცი გყავს!მალევე დაიწყეს ბავშვებმა სიცილი და ნინის გადახედეს.ნინის სახის დანახვისას წამით ვინანე ჩემი ნათქვამი,მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევწყვიტე
_ოჰ !ცხვირაბზუებულმა ამათვალიერა და ისევ მიუბრუნდა დავითს
_ანა ბევრს უყვარს, მაგრამ ანას არავინ არ უყვარს!თბილად გამიღიმა ნიკამ ამ სიტყვებით კი მიმახვედრა,რომ თავის უბანში გაჩითულ ჯაან ძერსკ ძმაკაცს ვახოს ისევ ვუყვარდი
_ნურასვიზამთ.მეც არ დავაკელი და რასაცქვია ყურებამდე გავუღიმე.მესამე გაკვეთილზე წამოვედით ყველა
_აი ამიტომ არის მეთორმეტე კლასი კარგი.როცა გინდა წამოდი სკოლიდან ვინ რას დაგიშლის.გვერდით ამოვუდექი ლიკას და ლოყაზე ვაკოცე
_ნეტა შენ ბედნიერებას..ლიკამაც მაკოცა და თმა ამიჩეჩა
_წამო აქვე კაფეში საქმე მაქვს.თბილად გავუღიმე ლიკას და ხელი მოვკიდე.ლიკა ჩემი საუკეთესო დაქალია.ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, მიყვარს ეს დამპალი ისე მიყვარს როგორც და, და რომლის ყოლაც ყოველთვის მსურდა, ლიკა კი ასე შეაზლებისდაგვარად მისრულებდა ჩემს ოცნებას
_დღეს გიო ჩამოდის.წვენი მოვსვი და ლიკას გადავხედე მისი რეაქცია მაინტერესებდა
_კარგია..
_არ გამომყვები?დაწვრილებული თვალებით გავხედე ლიკას, რომელიც დენდარტყმული წამოხტა სკამიდან
_გაგიჟდი ხო ანა?გაკვირვებულმა შემომხედა და თვალიდან ცრემლი მაშინვე მოიშორა
_არ შეგიძლია უბრალოდ აღარ მიაქციო ყურადღება?!შეეშვი რა, არ ღის მის გამო ,ჩემი ძმაა და ვიცნობ ლიკა..შენ კიდე ჩემი და ხარ!არმომწონს მოწყენილს, რომ გხედავ!მეც წამოვდექი და წინ დავუდექი აცრემლებულ ლიკას.ყველა ცრემლი სათითაოდ მოვაშორე მის ლამაზ სახეს და გულში ჩავიკარი ჩემი დაიკო
_კარგი წამოვალ..უცებ მომხვია ხელები და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.ლიკას გარდა კიდევ მყავს მეგობრები.ელენე, მიშკა, გოჩა და საბა.ესენი ის ადამიანები არიან რომლებიც ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს განაგებენ.გოჩა ცოტა განსხვავებული ბიჭია, უბანში საქმეების რჩევით არის დაკავებული. გაირჭობს თავის სანაქებო სიგარეტს პირში და ქუჩაში აღამებს.სულ იმას ვეჩხუბები ესეთი ბიჭები არ მომწონს და მაინც და მაინც შენ რატომ ხარ ასეთითქო, მაგრამ რას ვიზამთ ესაა მისი ცხოვრება სადაც ძალიანაც, რომ გინდოდეს ზედმეტად ვერ ჩაერევი.გოჩა გიოს ძმაკაცია. ჩემმა ძმამ როცა რუსეთში წავიდა მას ჩააბარა ჩემი თავი და რასაც ქვია სისხლი გამიშრო. მამაჩემი არ მაკონტროლებს ისე როგორც ეგ. აი ახლაც მას ველაპარაკები მობილურზე, ამასაც თუ ლაპარაკი ქვია
_ანი სად ხარ!
_იქნებ ჯერ მომესალმო რა იყო?
_მეჩქარება, მე გამოგივლი მანქანით და გიოს ერთად დავხვდეთ!უცებ გამომიცხადა და იმის მოსმენის შემდეგ თუ სად ვიყავი ხუთ წუთში მოვიდა.გაბრაზებულმა შევათვალიერე მისი ჩაცვენილი, გადაღლილი სახე და გაბრაზებულმა გამოვგლიჯე მანქანის სახელური
_კიდე მოწიე ხო?ვეღარ შეიგნე, რომ არ შეიძლება ან როგორ ეწევი იმ შხამ რაღაცას.მაშინვე დავუწყე გოჩას დარიგება და პირში გარჭობილი სიგარეტი მანქანიდან ნაგვის ურნაში მოვისროლე
_რა იყო რა ცოფებს ყრი დილიდან!უცებ დამიღრინა და სიგარეტი ისე ამოიღო
_წავიდეთ მალე რა..ლიკამ სახე დამანჭა და მე მანიშნა გეხვეწები შეეშვიო.მეც გავჩერდი და მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია
_მიდი თქვენ წადით მე მაღაზიაში შევალ და მოვალ!
_მეც წამოვალ რა..მალევე აედევნა გზად მიმავალ გოჩას ლიკა. მივხვდი, რომ ჩემს ძმას გაურბოდა ამიტომ აღარ შევეწინააღმდეგე და თანხმობის ნიშნად თავი მსუბუქად დავუქნიე.როცა შევედი მაშინვე მომხვდა თვალში ბიჭების ჯგუფი, რომლებიც ერთად იდგნენ და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ.ჩაცმულობიდან გამომდინარე ალბად სპორცმენები იყვნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ.უცებ მოვაშორე თვალი ჯგუფს და ჩემი ძმის ძებნა დავიწყე.მაშინვე გამიბრწყინდა სახე როცა ჩემსკენ მომავალი მაღალი სილუეტი შევნიშნე.მივხვდი, რომ გიო იყო რადგან როცა დამინახა ზურგი მაქცია..სწრაფად გავიქეცი და სწრაფი მოაძრაობით მოვხვიე ხელები
_არ გამოგივიდა ეს თამაში!სიცილით ვუთხარი და მკერდთან მივადე თავი ჩემზე ორითავით მაღალ აყლაყს,რომელიც გაშეშებული იდგა.ვიგრძენი როგორ მომხვდა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე,შემდეგ კი ყურთან
_თუ გინდა სხვა თამაში ვითამაშოთ!გამომწვევად მომიტანა ტუჩები და ჩემი ყურის ბიბილოს ცხელი მოადო.მაშინცე გავშეშდი, გავშრი.სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა.სირცხვილით ლოყები ამიწითლდა და ორივე ხელი ნელა ავიფარე სიწითლის დასაფარად.არმინდოდა თავი ამეწია და ამეხედა, რადგან ვიცოდი ვიღაც უცხო შემრჩებოდა ჩემი ძმის მაგივრად
_კიდევ დიდხანს ვიდგეთ ასე?!უცებ ისევ მოწვდა ჩემს სმენას მისი ბოხი ბარიტონი
_ბოდიში.ხელები გავუშვი და დენდარტყმული გავიქეცი იქვე მდგომი გოჩასკენ, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა
_შემეშალა გიო არ იყო!დარცხვენილი ამოვუდექი ხელებდამუშტულ გოჩას და ვანიშნე ჩემი ბრალი იყოთქო.მანაც ხელი გადამხვია და გიოსკენ წამიყვანა.უცებ გავექანე მონატრებული ძმისკენ და მთელი ძალით ჩავეხუტე.მიუხედავად იმისა, რომ ძმის ფერებით ვიყავი გართული მაინც დავინახე უცნობი, რომელიც იმ ხმაურიან ჯგუფს შეუერთდა.უცებ გამისწორა მზერა ,მთელი სახეზე ისევ ავწითლდი და თვალი მოვაშორე.ახლა ნამდვილად მინდოდა სახეზე ცივი წყლის შესხმა.ბიჭებს ვუთახრი მალე მოვალთქო და სასურველი ობიექტისკენ წავედი, რადგან აწითლებული ლოყები დამეფარა
_გოგონავ!შემაჩერა მისმა ბოხმა ხმამ, მეც გავჩერდი და მივბრუნდი.დავინახე როგორ გამოეყო მოხარხარე ჯგუფს და ჩემსკენ წამოვიდა
_მაპატიეთ მე..
_არაუშავს მე მომეწონა ჩახუტება, ალბათ აღარც დამავიწყდება!ირონიულად შემომხედა ტუჩისკუთხე ჩატეხა და თვალებში ჩამაშტერდა
_არაუშავს სამაგიეროდ მე დამავიწყდება!გაღიზიანებულმა გამოვუცხადე და ჩემს გონებაში უკვე ყველაზე თავხედ ბიჭად შევრაცხე უცნობი
_ვერ დაგავიწყდება!უცებ გაიცინა და უფრო მომიახლოვდა
_რატომ?გაკვირვებულმა შევხედე უცნობს რომლეიც ხარბად დასქეროდა ჩემს ცისფერ თვალებს და ადგილზე მაქვავებდა
_იმიტომ,რომ ამბობენ ერთხელ თუ მოისმინე მისი გულისცემა, აღარსოდეს დაგავიწყდებაო!კატეგორიულად გამომიცხადა და ლოყაზე მიჩმიტა
_ზედმეტად ბანალური ხარ!უცებ მოვიშორე მისი ხელი და სწრაფად დავტოვე ადგილი.სახეზე შევისხი ცივი წყალიდა ჩემს წინ ამაყად მდგარ სარკეს შევხედე,საიდანაც ლოყებაწითლებული ანა მიყურებდა_ღმერთო ანა რა დაგემართა, ეს როგორ მოგივიდა, ვიღაც სულელს როგორ ჩაეხუტე.ჩემთვის ხმადაბლა ვბუტბუტებდი და ჩემს ანარეკლს გაშტერებული ვუყურებდი.გული ისე სწრაფად მიცემდა ორივე ხელი ძლიერად მივაბჯინე მფეთქავ ადგილს, რომ გულისცემა როგორმე დამერეგულირებინა.ძალაუნებურად დამიდგა თვალწინ ის მომენტი როცა უცნობს ვეხუტებოდი და გამეცინა.შემდეგ ჩემი გაშეშებული სხეულიც გამახსენდა და ხმამაღლა დავიწყე სიცილი_არა ყოველთვის რატომ ვარ უხერხულ სიტუაციაში რატომ,ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მე არ გადამხდეს რაიმე უცნაური.არა არა არაფერი მეშველება
_თქვენს თავს ელაპარაკებით?გაკვირვებულმა ავათვალიერე გვერდით მდგომი გოგო, რომელიც მაკიაჟის კეთებით იყო დაკავებული.უცებ დაიხარა, ჩანთიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოიღო და მაღალი, სუსტი ფეხები უცებ მოათავსა შიგ
_სხვისი ლაპარაკის მოსმენა, რომ არ შეიძლება არ იცით?გაბრაზებულმა ვკითხე გოგოს, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ჩემი პასუხი.უცებ ჩამოვიდა მაგიდიდან, უსწორმასწოროდ გადმოყრილი ქერა თმა ყურებთან გადაიწია, აწეული კაბა ქვემოთ ჩამოქაჩა და თავისი ფეხსაცმლის წყალობით ფეხისმტვრევით გავიდა გარეთ.არა ისე ამისგან რაღა მინდოდა.მალე მოვშორდე აქაორობას სანამ სულ გავგიჟდი.მაშინვე დავტოვე ადგილი და გარეთ გიოს და გოჩას დავუწყე ძებნა.დავინახე მანქანასთან როგორ იყო აყუდებული ჩემი ძმა და ლიკას რაღაცას უხსნიდა.ლიკას გარტყმული ხელის ხმაც კარგად მოხვდა ჩემს ყურს თუმცა დავაიგნორე, მაგრამ როცა გოჩასთან მდგარი ნაცნობი გოგო დავინახე რომელთანაც ორი წუთის წინ არც თუ ისე სახარბიელო დიალოგი მქონდა, თვალები შუბლზე ამივიდა.მაშინვე ნელი ნაბიჯებით წავედი მათკენ რათა უფრო კარგად დამენახა ნაცნობი
_ანა მოდი, ეს ვიკაა!ჯერ არ ვიყავი მისული როცა გოჩამ თავისი მორიგი სიცოცხლე გამაცნო
_ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს,გამარჯობა ანა.მაშინვე თბილად გამიღიმა და გოჩას უფრო აეკრო სხეულზე
_ვა საიდან იცნობთ ერთმანეთს?!გოჩამ ინტერესით შემომხედა, მაგრამ არვიცოდი რა უნდა მეთქვა
_არც ისე სახარბიელო სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი!პასუხის გაცემა არ დამაცადა ისე მივარდა გოჩას, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა ჩემს ალეწილ სიფათს
_ისინი რას შვებიან?შევეცადე თემა შემეცვალა ამიტომ ლიკაზე და ჩემს ძმაზე ვანიშნე, რომლებიც აშკარად ვერ იყვნენ კარგად
_როგორც ყოველთვის ჩხუბობენ!ხელით გასრისა გოჩამ სიგარეტი და განრისხებულმა გახედა გიოს_მანქანაში ჩაჯექით, მეც მალე მოვალ!გვიბრძანასავით ვაჟბატონმა.შემცივდა ამიტომ მალევე დავყევი მის ნებას,მანქანაში და ჩავჯექი. წინ ქერა დაჯდა, მე კი უკან დავიკავე ჩემი ადგილი.ხუთ წუთში გოჩაც დაბრუნდა და გიო და ლიკაც მოიყვანა.იმისმიუხედავად, რომ გიორგის ვუთხარი მშობლები როგორ ელოდნენ მაინც აიჩემა ბარში წავიდეთო და ისე მოხდა, რომ საღამომდე იქ ვიყავით.ბოლოს ძლივს შევაგნებინე, რომ დედა გამწარებული ელოდა მონატრებულ შვილს და ბარი დავატოვებინე.მანქანაში არავის არაფერი გვითქვამს.ჯერ ლიკა მივიყვანეთ სახლში.როდესაც მანწანიდან გადადიოდა თვალებით ვანიშნე ხვალ ვილაპარაკოთქო, მანაც მოწყენილმა თავი დამიქნია და სახლში შევიდა.ჩემს ძმას გავხედე ,მაგრამ რეაქცია ნული.ყოველთვის ასე იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო გიორგის სახეზე არაფერი ეტყობოდა,არც ქცევებზე.ყველაფერს გულში მარხავდა რაც ისევ მას უბრუნდებოდა ცუდად.ლიკას სახლთან ახლოს ვცხოვრობთ ამიტომ შინ მალე მივედით.გოჩას ყელში ხმაურიანად ვაკოცე და ქერას დამშვიდობების ნიშნად მეგობრის ხათრით შეძლებისდაგვარად გავუღიმე.მანაც გამიღიმა,მაგრამ დიდად არ მომწონებია მისი ღიმილი. თვალი გავუსწორე და ისე დავიწყე გონებაში არსებული კითხვებისთვის პასუხების მოპოვება
_რას მიშტერებიხარ გოგო,წამოდი გავიყინე.გიოს ჩუმმა ნათქვამმა გამომაფხიზლა და ქერასაც მოვაშორე მზერა.ხელებჩაკიდებულებმა ავირბინეთ კიბეები და კარზე ზარი დავრეკეთ
_დედა გენაცვალოს, დედის ერთადერთო სიცოცხლე, როგორ მომენატრე შვილო.გულში იკრავდა დედაჩემი მონატრებულ სხეულს და მთელ სახეს უკოცნიდა.ჩემი ძმაც გატრუნული უსმენდა დედას და მის გადამეტებულ ფერებას კმაყოფილი იფერებდა
_გამოდი თეა ვნახო ჩემი ბიჭი!კართან აყუდებულმა მამაჩემა წყენით უსაყვედურა დედას,რომელიც ჩემს ძმას არ უშვებდა.ბედნიერი ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი როგორი ბედნიერი ვიყავი მათ გამო.როგორი სავსე ვიყავი მათი სიყვარულით,მზრუნველობით და უსაზღვრო ბედნიერებით.წამით ისიც ვიფიქრე რაღათ მინდოდა მეორე ნახევარი როცა ასეთი ოჯახი მყავდა, მაგრამ ჩემი ფიქრების მეთვითონ გამიკვირდა.ვერ მივხვდი ეს რაღაც მეორენახევარი ახლა რატომ გამახსენდა ან საიდან მოვიტანე.გაკვირვებულმა შევაღე ჩემი ოთახის კარი.ცხელი აბაზანის შემდეგ უფრო მოვითენთე, თბილპიჟამოებში გამოწყობილი,გათიშული შევძვერი საბნის ქვეშ და თავი ჩემს ფუმფულა ბალიში ჩავრგე.
დილით როგორც ყოველთვის ჩემი ძმა შემომივარდა ოთახში.თავისი გიტარა ეჭირა და ძალით უბრახუნებდა ,რომ გავეღვიძებინე.ღმერთო ოცი წლის ბიჭია და თავში ტვინი არ აქვს.მობეზრებულად გადავატრიალე თვალები და საბანი ზემოთ ამოვქაჩე სახის დასაფარად, მაგრამ რად გინდა.უცებ გამოექანა ჩემი ძმა და ზემოდან მომექცა
_იდიოტო დამაძინე, გიო გადი რა!ნუ მიღუტუნებ დამპალო!ხმამაღლა ვიცინოდი და გიოს ძლიერი კლანჭებიდან ვცდილობდი თავის დახსნას
_შე მელაკუდა, გოჩამ მითხრა ვიღაც ბიჭს ეხუტებოდაო.დაწვრილებული თვალებით შემომხედა ჩემმა ძმამ და პასუხის მოლოდინში გაინაბა.უცნობის გახსენებისას ხმამაღლა დავიწყე სიცილი და გიოს ყველაფერი მოვუყევი
_რა სულელი ხარ გოგო, რა გეშველება.იცინოდა ჩემი ძმა, თან შუბლზე მკოცნიდა
_აუ გადი რა.ხელი ვკარი და მეორე მხარეს გადავაგდე ჩემზე ორჯელ მეტი წონის სხეული
_ანი საქმე მაქვს შენთან..დაიწყო ჩემმა ძმამ.მივხვდი, რომ ლიკაზე მეტყოდა რამეს ამიტომ გავჩუმდი და მოვუსმინე
_ლიკა მიყვარს!უცებ გამომიცხადა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.გახარებული წამოვხტი და ოთახში გიჟივით დავიწყე სიარული
_მაგარია!აღფრთოვანებულმა დავიყვირე და გიოს გაბრწყინებული თვალებით გავხედე
_მგონი მას აღარ ვუყვარვარ..ვიცი წავედი და დავტოვე, მაგრამ ასე იყო საჭირო.ვიცოდი შეიძლება ახლა ცუდს რამეს ვაკეთებდი, მაგრამ აღარ შემეძლო ლიკას მოწყენილი სახის დანახვა და მისი ტყუილევის მოსმენა, რომ მუცელი სტკიოდა,ან გაციებული იყო, ან თავის სტკივილით იყო შეწუხებული.თან ახლა როცა გიოსგანაც გავიგე, რომ უყვარს და გიომ საკუთარი პირით მითხრა ესყოველივე, მგონი ღირს სიმართლის თქმა, ისევ მათი ბედნიერებისთვის რათქმაუნდა
_გიო ლიკას ისევ უყვარხარ, მაგრამ ძალიან არის ნაწყენი..ამის მოსმენისას ისეთი გახარებული წამოფრინდა ჩემი ძმა უცხოსავით ავათვალიერე იმის დასამტკიცებლად ჩემს წინ მართლა გიო იდგა თუ არა.მთელი ძალით მომხვია ხელები, ლოყაზე მაგრად მაკოცა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ დამითანხმა იმაზე ,რომ მე და ლიკა სკოლის შემდეგ ბარში მივიდოდით
_ანი ვერ გავიგე გოჩას ეგეთი რა საქმე აქვს, რომ კატეგორიულად გამოგიცხადა ბარში მოდითო?რვეული ჩადო ჩანთაში ლიკამ და ჩემს პასუხს დაელოდა
_არვიცი ლიკა არაფერი მითხრათქო ხომ გითხარი?ჩანთა ავიღე და ლიკას უკან გავყევი
_ეგ თუ გიოზე აპირებს საუბარს და იმის ახსნას, რომ მისი წასვლა საჭირო იყო არ მოვუსმენ ,მაშინვე წამოვალ!წინ ამესვეტა ლიკა და კატეგორიულად გამომიცხადა.
_სხვა საქმე ექნება!მოკლედ მოვუჭერი და ტაქსი გავაჩერე.ათ წუთში ბარში ვიყავით და თვალებით გოჩას კი არა გიოს ვეძებდი ,მაგრამ არსად არ ჩანდა..გუნებაში კარგად გამოვლანძღე ჩემი ძმა და ლიკას თბილად გავუღიმე
_ლიკა ბარში შევალ და მალე დავბრუნდები.დავინახე როგორ დაჭყანა სახე
_არვიცი შენ და გოჩა რა ჯანდაბას ჩხლართავთ, მაგარმ ამ საქმეში გიო თუა გარეული ხმას არ გაგცემ ანი!
_არა რა გიო, წავალ და მალე მოვალ.გაბრაზებული მოვშორდი ლიკას და ბარში შევედი.უცებ წავედი მაგიდასთან აყუდებული მაღალი სილუეტისკენ და ზურგს უკან დავუდექი
_შენს გამო ისტორიას,უნარებს და ქართულს ვაცდნენ, შენ კიდე აქ დგახარ!სულ გაგიჟდი?!მასთან მდგომი ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ იმდენად ვიყავი გაბრაზებული ახლა ნაკლებად მაინტერესებდა უცხო ხალხის გაოცებული მზერა, რომელიც აშკარად ჩემს მიმართ იყო მომართული_ახლავე წამოდი და უთხარი,რომ გიყვარს!უცებ ჩავკიდე ხელი ისე,რომ ზედაც არ შევხედე მაღალ სილუეტს და გარეთ გავიყვანე.ლიკა და გიო რომ დავინახე ბევრი გულის ბუშტებით ერთად გავშრი, ადგილზე გავიყინე.უცებ ამეკრო მაღალი სილუეტი და თავი ჩემს ყელში ჩარგო.მაშინვე მომხვდა მისი ცხელი სუნთქვა და კანი მთლიანად ამიწვა.აქეთ იქით ვაცეცებდი თვალებს და ვლოცულობდი ჩემს ძმას არ დავენახე.ნელა გადავწიე თავი უკან და ჩემს უკან მდგომი მამაკაცი დავინახე, რომელსაც მაგრამ მოეხვია თავისი ძლიერი ხელები.თავი ჩემსკენ დაწია, გაიცინა და შუბლზე მომადო ცხელი ტუჩები.მთელი სხეული მაშინვე გამითბა და წამით ვინატრე მისი ტუჩების კვლავ შეხება
_უკვე ისე მოგენატრე, რომ ძალით მიგყავარ?!ირონიული სიფათი აიკრა სახეზე და ყურის ბიბილოს მიადო ცხელი ტუჩები
_მე...რაღაცას ვლუღლუღებდი ჩემთვის, მაგრამ გამაჩერა
_აბა დამავიწყდებაო?!ნელა გადმოაცოცა ჩემს სახეზე ტუჩები.ვგრძნობდი მის ყოველ შეხებას და ადგილზე ვშეშდებოდი.სულ ავწთილდი სახეზე.დავინახე როგორ გაიცინა, მისმა საოცარმა ღიმილმა კი სულ დამაბნია.უცებ დაეწაფა ჩემს სიცივისგან გამობურცულ ბაგეებს ჩემი უცნობი და მთლიანად ამიკრა სხეულ.
პირველი იყო დიახ პირველი კოცნა. უცნობი მთელი გრძნობით მიკოცნიდა ტუჩებს,მეკი გაშეშებული ვიდექი და ადგილიდან არ ვიძროდი, უფროსწორად არ კი არა ვერ.თითქოს გავშეშდი და ძალა გამომეცალა.აღარ შემწევდა იმის უნარი,რომ წინააღმდეგობა გამეწია უცნობისთვის.ცივი ჰაერის შეხებამ მომიყვანა გონს.თითქოს უცბად მოვშორდი სასიამოვნო სხეულს რომელიც დიდ სითბოს ასხივებდა.ჩემი უცნობი იქ აღარ იდგა.მაშინ ვერ გავაცნობიერე რა მოხდა ისე უცბათ დაეწაფა ჩენს ბაგეებს, მაგრამ ახლა, ახლა ყველაფერს გავიღებდი იმის სანაცვლოდ რომ კიდევ ერთხელ შევხებოდი მათ.რატომ ვინ არის ასეთი, რომ თავგზა ამიბნია ან რაუნდა, რატომ გამომეცხადა სულ იქ რატომაა სადაც მე ვარ,უამრავ კითხვებს ვუსვამდი ჩემს თავს და თან ძალიან ვბრაზობდი.რატომღაც მთელი ჩემი სანაცნობის სახეები წარმოვიდგინე ჩვენი ერთად დანახვისას ასეთ სიტუაციაში და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ყველას და ყველაფერს ვუღალატე.უცებ გავიქეცი გიო და ლიკასკენ და ორივე გულში ჩავიკარი.მათი ბედნიერი სახეების დანახვისას დიდი სითბო ჩამეღვარა გულში და მთლიანად ბედნიერებით ავივსე.უცებ ისევ გამახსენდა უცნობი და სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე.ვეძებდი მაგრამ ამაოდ ..იქ აღარ იყო..იმის შემდეგ ხშირად ვეძებდი მაგრამ აღარ მოსულა,არ გამოჩენილა აი ასე წავიდა და მხოლოდ ერთი კოცნა დამიტოვა,კოცნა რომელიც სულს გულს და მთლიანად ანის დარჩა..

31 დეკემბერი..

ცივა,ისე ცივა ლამის გავიყინო,მაგრამ ფეხების ჩქარი მოძრაობა მაძლევს უფლებას სულ მთლად არ გავშეშდე..არა ღირსი ვარ!უნდა ჩამეცვა ბებოს მოქსოვილი თბილი წინდები და ის თბილი მანტო დედა, რომ მეუბნებოდა კარგად გაგათბობსო,მაგრამ რაღაცას ,რომ ავიჩემებ აბა როგორ შეიძლება გადავთქვა?რისი ანივარ თუ ის არ გავაკეთე რაც მე მსურს.ჰოდა ამისგამოა,რომ ახლა ვიყინები.ისევ ჩემი თხელი ლურჯი მანტო მაცვია და ძლივს ვმალავ გაყინულ თითებს მის ჯიბეებში
_ათი წუთიც და სახლში ვიქნები!ამ მასწავლებელასაც რომ ღამის ათ საათზე მოუნდა გაკვეთილების ახსნა თან ახალიწლის წინა ღამეს.ხმამაღლა ვწუწუნებდი და პირიდან გამოსული ცხელი ჰაერით ვცდილობდი ჩემი გაყინული თითების გათბობას
_არ გცივა?
_უკაცრავად?უცებ მოწვდა ჩემს ყურს ბოხი ბარიტონი.მეცნო ხმა, მეცნო, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, ვერ ვიჯერებდი,რომ ის იყო. ლამპიონის შუქი ოდნავ ანათებდა მის სახეს ამიტომ სახის ნაქვთებს კარგად ვერ ვარჩევდი.ერთ სიცოცხლედ მიღირდა,ახლა მისი ჩახუტება, მისი სურნელის შეგრძნება, მაგრამ როცა მახსენდებოდა მისი წასვლა და უცბად გაუჩინარება,მაშინვე იკარგებოდა ეს სასიამოვნო სურვილი
_გცივა!ისევ თვითონ უპასუხა თავის დასმულ კითხვას და ჩემს წინ დადგა. თავისი კურტკა გამომიწოდა.ინსტიქტურად გამოვართვი კურტკა და ხელში დავიჭირე.მუქი ჯინსი ეცვა.შავი ფერის ზედა და ამავე ფერის ფეხსაცმელი.მისი სუნამოს სურნელი სასიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში და თითქოს თავისკენ მიზიდავდა.როცა გაკვირვებული დავინახე უცებ მოვაშორე მზერა და დამშვიდებული ხმით ვუთხარი
_რა მნიშვნელობა აქვს.ირონიული სიფათიც ავიკარი და ახლა უკვე მის ჩასისხლიანებულ თვალებს სულელივით დავაშტერდი
_ჩემთვის აქვს!მოკლედ მომიჭრა და მზერა ჩემი გაყინული თითებისკენ გადაიტანა.უცებ მომკიდა ხელი და ჩემი გაყინული თითები თავის ხელებში მოიქცია.გაკვირვებულმა გავაყოლე მზერა,მის ტუჩებს რომელიც ჩემს ხელებს მიადო და თითების ყველა გაყინული ადგილი თავისი ცხელი ტუჩებით გამითბო.სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.არ მჯეროდა რასაც აკეთებდა.მინდოდა,მეკითხა რატომ წავიდა მაშინ არ რატომ არ გამოჩნდა აქამდე,მაგრამ ვერ ვკითხე.ან როგორ უნდა მეკითხა როცა მისი სახელიც კი არ ვიცოდი,თვითონაც არაფერს ამბობდა და ამაზე უფრო მწყდებოდა გული
_მასწავლებელი ამ დროს აღარ დაგიბარებს,ამის შემდეგ ხუთზე მიხვალ და რვაზე წამოხვალ!ისე მითხრა არ გაუშვია ჩემთვის ხელი
_შენ რა იცი?გაკვირვებულმა გავუსწორე მზერა მის კუპრივით შავ თვალებს და მისი დაჟინებული მზერის გამო უცებ ისევ მოვაშორე
_ვიცი!
_მაგრამ მე მითხრა სხვა დროს არ მცალიაო..
_ნუ ბურტყუნებ მოდი ჩემთან!გაიცინა იმ სიცილით გაიცინა მე,რომ სასწაულად მიყვარს მასში_ახალ წელს გილოცავ!ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა.ვგრძნობდი მის სითბოს და უბედნიერესი ვიყავი.მონატრებაც ვიგრძენი,სიყვარულიც,ყველაფერი რაც კი შეიძლება ბედნიერმა ადამიანმა იგრძნოს.მეც მაგრად მოვხვიე ხელები ჩემზე ორი თავით მაღარ სილუეტს.თავი გულთან მივადე, თვალები დავხუჭე და მისი გულისცემის მოსმენა დავიწყე

_ანა აქ რატომ დგახარ? გიჟივით ვჭყიტე თვალები ჩემი ძმის ხმა, რომ გავიგე.მეგონა უცნობთან ერთად მნახა,მაგრამ უცნობი აღარ იყო.გულში რაღაც მძიმედ ჩამწყდა როცა გავაცნობიერე,რომ ისევ წავიდა_გოგო არ გესმის?ჩემს წინ გიო იდგა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა ჩემი გამოგხიზლების მიზნით
_კი მესმის
_წამოდი მანქანაში ჩაჯექი ორ საათში ახალი წელია..ლიკაც ჩვენთან შეხვდება.თბილად გამიღიმა ჩემმა ძმამ და ჩემს კურტკას დახედა
_ახალია?
_რაზე მეკითხები?
_კურტკაზე..როდის იყიდე?
_უი დღეს ვიყიდე..დაბნეულმა გავეცი პასუხი და ცხვირი კარგად ჩავრგე უცნობის კურტკაში მისი სურნელის შესაგრძნობად.მივხვდი ჩემი ლურჯი მანტო აღარ მეცვა, მაგრამ გიოსთან არ შევიმჩნიე.სახლში დედას უკვე გაეწყო სუფრა.ლიკაც ჩვენთან იყო.გიო ისეთი სიყვარულით უყირებდა რომ გენახათ თქვენც ადგილზე დადნებოდით.ახალი წელიც დადგა ძველიც წავიდა ..შეძლებისდაგვარად ვიმხიარულეთ.ბევრი სქჩუქარი მივიღე, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც უცნობის ჩახუტება იყო..კოცნასთან ერთად ახლა ჩახუტება დამიტოვა და ისევ სადღაც გაუჩინარდა..ამის შემდეგ მასწავლებელთან ადრე მივდიოდი.არაფერი მიკითხავს თვითონვე მითხრა სხვა ბავშვებს გადავუტანე და ამ დროს ივლიო..

8 მარტი

ყველაზე საშინელი შეგრძნებაა მონატრება.გკლავს.ხვდები რომ ყოველდღე სუსტდები და სიცოცხლის უნარს კარგავ.მონატრება ყველას ერთნაირი როდი აქვს,ყველას სხვადასხვანაირად შეიძლება მოენატროს.ზოგს ტკბილად ზოგს მწარედ.მე მაგალითად მწარედ მენატრება მაგრამ ამავდროულად ტკბილადაც.ტკბილი მოგონება მისი კოცნა და ჩახუტებაა,მაგრამ მწარე მისი ვინაობის არცოდნა და უცებ გაქრობა.ყოველდღე იმაზე ფიქრი გჭამს რომ გამოგიყენა და წავიდა,მაგრამ ამავდროულად იმაზეც ფიქრობ,რომ ერთი კოცნით და ჩახუტებით ვერავის გამოიყენებ.ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ იქნებ უნდოდა შევყვარებოდი და გული ეტკინა ჩემთვის მაგრამ ვერვხდები ეს ჩემთვის რატომ უნდა გაეკეთებინა.მოკლედ ბევრო აზრი ტრიალებს თავში მაგრამ ფაქტია რომ ეს უკვე უბრალო მონატრება აღარ არის.ჩემს თავზე ვბრაზდები რომ ასე ვენდე იმაზეც ვბრაზდები რომ ჩავეხუტე და არ გავაგდე იმაზეც ვბრაზდები რომ ჩემს თავს მასზე ფიქრის უფლება მივეცი.მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებ და ვხვდები რომ ეს ყველაფერი დღითი დღე ბოლოს მიღებს
_აბა რას შვები რვა მარტია დღეს?ლიკა გვერდით მომიჯდა და გაბრწინებული თვალები შემომანათა
_რას უნდა ვაპირებდე?
_გუკა დღეს ყვავილებს გჩუქნის შენს ძმას უთხრა უნდა ვაჩუქო და რამე პრობლემა ხომ არ გექნებაო.ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა ლიკამ და მე დამელოდა
_მაჩუქოს მერე
_ჰოარა?ადრე რომ გაჩუქა ნაგვის ურნაში მოისროლე
_მაშინ თორმეტის ის ვიყავი კარგი რა ..უბრალოდ გამოვართმევ ზრდილობისგამო
_არ მოგწონს?
_არა!გაბრაზებულმა ვუთხარი ლიკას და კლასიდან გავედი.მთელი გაკვეთილები ხმა არ გაგვიცია ერთმანეთოსთვის.ვიცოდი ლიკას უამრავი კითხვის დასმა უნდოდა იმის გასაგებად თუ რა მჭირდა ამ ბოლო დროს ამიტომ თვალს ვაშორებდი,რადგან აზრი არ ქონდა საუბარს.მესამე გაკვეთილის შემდეგ უსიტყოდ დავტოვე კლასი და ლიკას დაუმშვიდობებლად გამოვედი გარეთ.მაშივე შემხვდა გუკა.სათვალეები შუბლზე გადაეტანა და სიგარეტს ეწეოდა.ყვავილები მაჩუქა და როცა სიტყვით გამოთქმა დაასრულა უემოციოდ ძალით გავუღიმე,მადლობა გადავუხადე და წამოვედი.გზაში ვუყურებდი ულამაზეს თაიგულს და მინდოდა გამეპუტა.ყვავილები ყოველთვის მომწონდა მაგრამ არვიცი რა დამემართა.ალბათ მინდოდა ყვავილები უცნობს მოეტანა და არა გუკას.გზად მომავალ მოხუცს თაიგული გავუწოდე და თვალზე მომდგარი ცრემლი ხელით მოვიშორე.სახლში შევედი დედას გზად ნაყიდი იების თაიგული გავუწოდე და ჩავეხუტე
_დედი მიყვარხარ!
_მეც მიყვარხარ დე.თბილად გამიღიმა დედამ და შუბლზე მაკოცა.უცებ მომშორდა,მაგიდაზე არსებული კონვერტი გამომიწოდა და კითხვის ნიშნიანი თვალები მომაპყრო.მხრები ავიჩეჩე და დედას გაკვირვებულმა შევხედე.ჩემი ოთახისკენ წავედი და როცა შევედი ისეთი სილამაზე ვიხილე ლამის გამოვშტერდი.გაოცებული ვუყურებდი იებს რომელსაც მთელი ჩემი ოთახი დაეფარა.სასიამოვნო სურნელი იყო ოთახში თითქოს გაზაფხული მეფობდა და ჩემი ოთახიც ყვაოდა.კონვერტი გავხსენი და ყველაზე დიდი ბედნიერებაც აი მაშინ შევიგრძენი როცა ერთი,პატარა წინადადება წავიკითხე

_პატარავ, შენი გულიც ბაგაბუგობს!

15 აპრილი

_პრინცესა!უკნიდან მომხვია ხელები და ტუჩები ყელზე მომადო
_მოხვედი..
_მოგენატრე!
_არ მომენატრე..სწრაფად მოვიშორე ცრემლი და გზა გავაგრძელე
_ იტყუები პატარა!
_იდიოტი ხარ!
_ვიცი!
_საზიზღარიც!
_ეგეც ვიცი!
_რატომ აკეთებ ამას?
_იმიტომ
_არ შეგიძლია ნორმალურად მიპასუხო?!
_არა
_ვერ გიტან
_ისევ იტყუები
_წადი, წადი და აღარ მოხვიდე
_არა
_რატომ?
_იმიტომ რომ არ გინდა რომ წავიდე!გაიცინა
_მინდა!
_როცა მოგენატრები ჩემს გულს მოუსმინე!
_როგორ მოვუსმინო როცა მოდიხარ და შემდეგ უცებ ქრები,როგორ მოვუსმინო როცა აქ არხარ,როგორ მოვუსმინო როცა ყოველთვის მიდიხარ.ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ხალხის დაჟინებულ მზერას ყურადღებას არ ვაქცევდი
_მე სულ შენთან ვარ,მთავარია შენ იგრძნო ეს პრინცესა!
_ტყუილია
_გგრძნობ
_იტყუები,მგონი საერთოდ მანიაკი ხარ?
_მანიაკი?ხმამაღლა დაიწყო სიცილი
_მანიაკი შეიძლება არა მაგრამ საზიზღარი ნამდვილად ხარ!
_მოდი ჩამეხუტე პატარავ!
_არ მინდა
_რატომ კი მაგრამ
_იმიტომ,რომ ისევ წახვალ მე კიდე მხოლოდ შენი ჩახუტება დამრჩება.ვეღარ დავმალე ცრემლები და უცებ გადმოცოცდნენ ჩემს სახეზე.ჩემი ცრემლების დანახვისას დავინახე როგორ შეეცვალა სახე უცნობს
_ნუ ტირი!
_შენთვის მარტივი სათქმელია
_არაფერს მეტყვი?!უცებ მომაშორა ცრემლები და სახე ხელებში მოიქცია
_კიდევ მე უნდა ვთქვა რამე?გაოცებულმა ვკითხე
_ანი მიყვარხარ!
_მე..
_ახლა წადი სახლში და როცა მოვალ მაშინ შენ სიტყვას დაველოდები..გაოცებული ვუყურებდი..ამავდროულად სასიამოვნოდ გაკვირვებულიც.დავინახე როგორ მომშორდა,როგორ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი,მინდოდა მეთქვა მაგრამ ენა ჩამივარდა.გზად მიმავალი უცებ მოტრიალდა და თბილი,დამშვიდებული ხმით მითხრა

_პრინცესა,ის ბიჭი გუგა,შენთან ახლოს აღარ დავინახო!პრინციპში შენც ვეღარც დაინახავ!

2 წლის შემდეგ..15 ოქტომბერი

ამ დროს პირველად შევხვდი უცნობს,პირველად ჩავეხუტე.პირველად შევიგრძენი.ბოლოს კი 15 აპრილს ვნახე.აღარ გამოჩენილა.იმის შემდეგ აღარ მოსულა მე კი ყოველდღე ველოდები.ველოდები რომ მოვა.19 წლის ვარ.წესით ახლა უნდა მიხაროდეს ცხოვრება მაგრამ მე ვკვდები.ჩემი ცხოვრებაც უკან მიდის.აღარ ჩანს არსად აღარ ჩანს.ნეტა ერთხელ მოვიდეს მხოლოდ ერთხელ რადგან ვუთხრა,რომ ტკივილამდე მენატრება და მთელი არსებით მიყვარს
_ანა ახალი მეზობელი გადმოვიდა ჩვენთან და ჩვენთან დავპატიჟე.დედაჩემმა უცბად მახარა ახალი ამბავი და ნამცხვრის მომზადებას შეუდგა
_კარგია დე..ახალგაზრდა გოგოები ყავთ?
_არა შვილო,ერთი ქვრივი ქალია შვილი,ახალგაზრდა შვილი მოუკვდა 2 წლის წინ ..
_უი რა ცუდია
_რომ მივა შენც იყავი და გაგაცნობ,ძალიან კარგი ქალია დედი..თბილად გამიღიმა დედამ და თავის საქმეს დაუბრუნდა.შვიდ საათზე ყველა ველოდით მეზობელს.ზარის ხმაზე ყველა დედა კართან მივიდა და სტუმარი შემოიპატიჟა.ოთახში ახალგაზრდა მაგრამ სევდით სავსე ქალი შემოვიდა.კუპრივით შავი თვალები ქონდა.ყველა გავეცანით სტუმარს და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ
_ჩემი შვილიც შენხელა იქნებოდა შვილო,რამდენის ხარ?უცებ მომიბრუნდა ახალი მეზობელი და თბილად გამიღიმა
_ცხრამეტის..მეც თბილად გავუღიმე და მის სევდიან თვალებს თვალი ავარიდე
_ის ოცდაერთის იქნებოდა..
_დედამ მითხრა ნანა დეიდა ძალიან ვწუხვარ.თანაგრძნობის ნიშნად ხელები მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე
_მადლობა შვილო
_ბოდიშით რომ გეკითხებით მაგრამ როგორ დაიღუპა ნანა დეიდა?
_აეროპორტიტან გამოვიდა შვილო,ძმაკაცებთან ერთად იყო და ავარია მოუხვდათ.15 ოქტომბერს..აი ზუსტად ამდროს..შვილი დავკარგე,ჩემი ბიჭი დავკარგე.გავიგე მაგ დღეს ვიღაც გოგოს ჩაეხუტაო.ალბათ შეყვარებული იყო,მე კი არაფერი ვიცოდი არაფერი.დაჰიპნოზებული,წყნარად გამოვედი ოთახიდან.ჩუმად დავტოვე სტუმარი.დედას ვუთხარი ლიკასთან მივდივართქო.მეტროში ჩავედი,ჩავედი და წყნარად დავდექი ერთ ადგილას
_პრინცესა!მონატრებული ხმა მომესმა და ბედნიერებისგან სახე გამიბრწყინდა
_ყველაფერი ვიცი ნიკა
_და მაინც მოხვედი?!
_კი მოვედი
_მოგენატრე?!
_მომენატრე!
_ჩამეხუტები?
_ჩაგეხუტები!
_ჩემო პატარა პრინცესა,გამომყვები?!
_ნიკა!
_გისმენ პატარავ!
_შენი გულიც ბაგა ბუგი გავიგონე!

ამის შემდეგ იყო ხალხის განწირული ყვირილი..ადამიანების უამრავი ცრემლი,უმარავი სევდა მაგრამ უზომო უსაზღვრო სიყვარული იქ მაღლა ღმერთთან ახლოს!

ამ ისტორიის მცირე ნაწილი მქონდა დადებული ამიტომ გადავწყვიტე მისი დასრულება და სრულად დაწერა..დაგისრულეთ ისტორია ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გული გამიჩერდა,ეს რა იყო ა?

 


№2  offline წევრი KGB

Va i me!!es ra iko!!kovel cams velodebodi rom mividoda da ucbad boom
Movkvdi tirilit martla
Saocreba iko arvici ver avgcer iseti magari

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა კარგი იყო, ბრძოლა წესების გარეშე აღარ აგრძელებ?

 


№4  offline წევრი maridb

ძალიან ძალიან კარგი იყო<3ყოჩაღ love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

ბევრი შეცდომა გქონდა!
"კურტკაზე" ხომ გავგიჟდი!
ბარბარიზმის გამოყენება მოთხრობაში არასასურველია!
პუქტუაციური შეცდომებიც გქონდა!
7ქულიანი ნამუშევარი იყო!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline წევრი KGB

წითური გოგონა
ბევრი შეცდომა გქონდა!
"კურტკაზე" ხომ გავგიჟდი!
ბარბარიზმის გამოყენება მოთხრობაში არასასურველია!
პუქტუაციური შეცდომებიც გქონდა!
7ქულიანი ნამუშევარი იყო!

შინაარსისთვის და კრეატივისთვის რომ მიგექცია ყურადღება კარგიბიქნებოდა))))შეცდომებს ყველა უშვებს და მითუნეტეს შინაარსი ისეთი ქონდა სულ არ მიმიქცევია ყურადღება ბარბარიზმებისთვის

 


№7  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარი იყო მომეწონა თავიდან სხვანაირს ველოდებოდი რო ის ბიჭი გამოჩნდებოდა და რაღაც მარა სულ სხვანაირად მოხდა და ძაან მაგარი იყო love love love

 


№8  offline წევრი Indigo

არ მოველოდი ასეთ დასასრულს მაგარი იყო, ყოჩაღ!!! <3
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№9  offline წევრი დადუ♥♥

Ai cudad var :'( es ra iyos movkvdi :'( exac vtirivar :'( ai saswauli iyos dzaan momewona :'( vaime vaime :'( sityvebi armyofnis :'( cremlebi momdis exac :'( ♥♥♥♥✔

 


№10  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

აი რავიცი ძაან მაგარი იყო და ცუდად გავხდი ბოლომდე რო წავიკითხე. ძაან მაგარი იყო მაგრამ გული დამწყდა
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№11 აქტიური მკითხველი uchveulo

vaime es ra iyo yochag guli gamivherda :X :((

 


№12  offline წევრი nataodishelidze

ვეღარ ვსუნთქავ ,ძაან მ
აგარია

 


№13 სტუმარი ani

gmertooo❗️

 


№14 სტუმარი naswia

ძალაინ კარგი იყო... არველოდი ასეთ დასასრულს :დ

 


№15  offline წევრი tkk

ძალიან მომეწონ

 


№16  offline ადმინი ano23

ki iyo raagac shecdomebi,magram zogadad istoria momewona,tumca dasasruli naklebad :-/ arafrit ar velodi aset dasrulebas.... gasagebia,rom is bichi uyvarda,magram 19wlis adamiani ukve imxela kia,imaze rom ifiqros tavis ukan ojaxi sabsayvareli adamianebi rom dgas,romlebsac am windauxedavi nabijit udides da sashinel tkivils rom ayenebs... mokled istoria momewona,magram adamianebis msgavs saqciels arafrit vamartleb

 


№17 სტუმარი Guest baby girl

ვაიმეეე :( მოვკვდები ეხლა ტირილით რა იყო ეს sob sob sob სინამდვილეში არ გვყოფნის სიკვდილი და ახლა ისტორიებშიც დაისადგურა ადგილი?! sob

 


№18 სტუმარი tatia

Magari iyo dzaaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent