გაკოცებ შემოდგომისფრად 3
-საცოლე? ვაა ძაან მაგარია დაა მაშინ ეხლა აქ რაგინდა? (მე) ვეცადე დაძაბულობა, ნერვიულობა და დაბნეულობა არ შემემჩნია -მინდოდა შენთვის მადლობა მეთქვა (გიორგი) მშვიდი სახით იჯდა და ვგრძნობდი თან როგორ გამომხედავდა ხოლმე, მე კი ჯიუტად წინ ვიყურებოდი და ღრმად ვსუნთქავდი. ‘’ესეთი იდიოტი როგორ ხარ ამხელა გოგო ელენა’’ (ვფიქრობდი გულში და ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა) -და რატომ თქვი რომ მათ ჩემი თავი გაგაცნეს და ნეტავ აქამდე ვეცემეო ?? (უკვე რას ვამბობდი მეთვითონაც არ ვიცოდი) -კარგია ესეთი ადამიანის გაცნობა როგორიც შენ ხარ . (გიორგი) ისევ მშვიდად საუბრობდა -მაშინ დაურეკე შენს საცოლეს და მოგხედავს და საერთოდ რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ ? (მე) ნერვებმოშლილი წამოვხტი და უცებ დავაფიქსირე როგორი გაღიმებული და გამარჯვებული სახით დავტოვე ჩემი ამ მეტად იდიოტური საქციელით, ცალკე ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები -მშვენიერი დაბადებისდღე მაქვს !!! მშვენიერი (მე)სწარაფ მოსიარულემ რომელიც ჯერ კიდევ 15მეტრზეც არ ვიყავი ვაჟბატონს დაშორებული უცებ ვიყვირე და ფოთლებს ფეხი გავკარი. *** ის საოცრად ლამაზი იყო, ქარში თმები აფრიალებოდა და გაბრაზებული მიაბიჯებდა ქუჩაში, შევატყვე როგორ იეჭვიანა ამ პატარა ანგელოზმა და გულში უფრო და უფრო ჩამივარდა, ახლა კი რაო? ნუთუ დაბადების დღე აქვს, მაშინ დღეს ჩვენი ნახვა ამით არ დასრულდება. *** უკან მივიხედე და დავინახე როგორ მოაბიჯებდა ნელა, თან კი მეძახდა -მოიცაა რაა (გიორგი) მისკენ წავედი რადგან შემეცოდა, ისედაც მისუსტებულს ამდენს რომ დავატარებ -გისმენ (მე) ამაყად ავუწიე თავი და თვალებში ჩავაშტერდი -სახელი? შენი სახელი ? (გიორგი) -ელენა (მე) ლოყები ამიწითლდა და ჩემი სიბრაზე და სიამაყე სადღაც მიიმალა -დაბადების დღეს გილოცავ ელენე (გიორგი) ჩემსკენ მოიწია, ოდნავ დაიხარა და ლოყაზე მაკოცა, მთელს სხეულში გამაჟრჟოლა, ვიცი ეს მანაც იგრძნო და ამაზე უფრო ავწითლდი -მადლობა (მე) თავი ძირს დავხარე და გავინაბე -როგორ გიხდება სიმორცხვე (გიორგი) -შენი საცოლე არ გეხმიანება ხოლმე? თუ არც აინტერესებ? დაურეკე მოგაკითხოს და მოგხედოს (მე) ისევ ვერ დავმალე ჩემი ემოციები და შემდეგ ჩემს თავშეუკავებლობაზე მე თვითონ გავბრაზდი. -ჯერ მე გამომყვები, სადღაც უნდა დაგპატიჟო (გიორგი) -დაკავებულ მამაკაცთან ნაღდად არ მინდა რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება. (მე) -გაგიმართლა რომ ნაცემი ვარ (ამაზე თვითონვე გაეცინა)თორემ მე თვითონ წაგიყვანდი (გიორგი) -ძალადობა შენი ჰობია? (მე) -არ მომყვები? თუ შენთან დავიპატიჟო თავი? (გიორგი) ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სახეზე ისევ ის ღიმილი აიკრო -ჯანდაბას შენი თავი, წამოდი წავიდეთ ჩემთან (მე) ნელნელა მივუყვებოდით ფოთლებით დაფენილ ქუჩას, სადარბაზოში შევედით თუარა ეგრევე წვიმამ დაიწყო თქეშით დედამიწაზე ვარდნა. -მოვასწარით (მე) -მოვასწარით? რას? (გიორგი) -ვერ ხედავ როგორი წვიმა დაიწყო? (მე) -წამოდი (გიორგი) ხელი მტაცა და გარეთ გავედით. -დავსველდებით გიორგი რასაკეთებ(მე) ვყვიროდი და თან ვიცინოდი მის ამ საქციელზე -რომელი საათია? (გიორგი) -რეებს მეკითხები, წამოდი შევიდეთ იქ გეტყვი (მე) გავუძალიანდი მაგრამ მკლავში აქვს ძალა მისტერ ‘’ნაცემს’’ ასერომ ვერ დავუსხლტი ხელიდან -რომელი საათია? (გიორგი) გამიმეორა კითხვა ისევ მშვიდად -საკმაოდ გვიანია. (მე) -ელენა საათი მითხარი (გიორგი) უკვე დასერიოზულდა -12აკლია წუთები (მე) -ანუ ჯერ კიდევ 15 ნოემბერია (გიორგი) -მერე რა? სულ დავსველდით, წვიმაც იმატებს წამოდი გიორგი რა შევიდეთ (მე) წასვლა დავაპირე როცა მისკენ მიმატრიალა და ბაგეებზე შემეხო, ეს არნახული გრძნობა იყო, თუმცა ვიცოდი რომ ესე არ შეიძლებოდა, შემდეგ ნელა ჩამომშრდა და თვალებში ჩამხედა, მე ვერ ვუყურებდი თვალებში, ეს არასოდეს განმიცდია და მრცხვენოდა. -ეს რატომ..(მე) ბლუყუნით ვამბობდი როცა გაეცინა და ლაპარაკში ჩამერთო -ნუღა ნერვიულობ საცოლე არ მყავს ელენა, გეხუმრე, უბრალოდ აღიარე რომ ისე იეჭვიანე ლამის მოკვდი (გიორგი) -რა?? (გაოცებული ვუყურებდი, თან ვბრაზობდი მასზე და თან ძალიან ბედნიერი ვიყავი -წეღანდელზე კი არაფერი მკითხო, უბრალოდ ძალიან მინდოდა ეს გამეკეთებინა, არ გეგონოს რომ პროსტა გავაკეთე, მისმინე ძალიან დაბნეული და ამასთანავე ძალიან კარგად ვარ, ამიტომ მოდი არ მეჩხუბო კაი? (გიო) დაბნეული მიხსნიდა -შევიდეთ (მე) სადარბაზოში შევედი და უკან გამომყვა, კიბეები ნელა ავიარეთ და სახლშიც შევედით. -სულ სველი ხარ(მე) -შენც(გიორგი) -მე აქ ვცხოვრობ და გამოვიცვლი (მე) -მარტო ცხოვრობ? (გიო) -კი, სიბრალულის გრძნობა ჯერ კიდევ მაქვს ასერომ იქ ყველაზე დიდი თეთრი ხალათია, სააბაზანოში შედი, ხოდა სასტუმრო ოთახში დაიძინებ. (მე) -ესე რატომ მენდობი ? (გიო) -არ გენდობი (მე) ვუთხარი და ჩემს ოთახში გავეშურე დაახლოებით 1 საათში ოთახის კარზე დამიკაკუნა, სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი ხალახი შევისწორე და კარი გავაღე -მოგიხდა თეთრი ხალათი (მე) -ძაან ლამაზი ხარ (გიორგი) -რამე გინდა? განახო სად უნდა დაიძინო? (მე) მისი ნათქვამი თითქოს ვერ გავიგე ისე გავაგრძელე საუბარი,თუმცა გული ლამის გამსკდომოდა -არა, უბრალოდ შეიძლება შემოვიდე? (გიორგი) -აქ? რატომ? (მე) ნახევრად გაღებული კარის ზღურბლზე ვიდექი -ელენა შენი გულისცემა აქაც მესმის (გიორგი) ისევ ეს მისი გამარჯვებული სახე -ჩემი გულის ცემა? (მე) უცებ ძალიან დავიბენი მივხვდი სახეზე ცეცხლი მეკიდა, ტემტერატურამ უფრო მომიმატა როდესაც გიორგი ჩემსკენ დაიძრა... ველოდები თქვენს შეფასებაას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.