ჩემს ქორწილში შენ იქნები პატარძალი! -7-
გზა თანდათან მაღლდებოდა,ვინ მოსთვლის უკვე რამდენჯერ დამიცდა ფეხი აღმართზე ასვლისას.ჩემთვის,ჩუმად ვბუზღუნებდი და წვალებით მივყვებოდი მიშოს რომელსაც,სულაც არ ეტყობოდა რომ სიარული უჭირდა. -ევა!-გამომაფხიზლა მისმა ხმამ და მივხვდი რომ შუაგზაში ვიდექი და სულელივით მივშტერებოდი მიშას.-დავიღალე-სიტუაციის გამოსწორება ვცადე მე. -ვხედავ როგორ გიჭირს სიარული-არ დააყოვნა მისმა პასუხმაც.ნელ-ნელა ჩემსკენ დაიძრა და მოულოდნელად მის მკვლავებში ავღმოვჩნდი. -რას აკეთებ ?-ამოვილაპარაკე გაკვირვებულმა. -გიჭირს სიარული თან მაღლობია ფეხი რომ დაგიცდეს და რამე იტკინო ჩემი ბრალი იქნება მითუმეტეს,ზეგ კონცერტი გაქვს-ღიმილით ჩამოარაკრაკა და გზა გამაგრძო. -კიმაგრამ უხერხულია,მრცხვენია-ამოვიჩურჩულე დაბალ ხმაზე და ხელები მოვხვიე რომ უფრო კომფორტულად ვყოფილიყავი მეც და მიშოც.არ გამომპარვია კისერზე შეხებისას გამოწვეული ელექტრო დენი ჩემს სხეულში და მიშოს აჩქარებული გულისცემა. მიშო თავისი ბავშვობის სასაცილო მომენტებს მიყვებოდა და მეც ძალიან ვხალისობდი მანამ სანამ მის კისერზე ტატუს არ შევამჩნევდი.გაოცებულს თვალები გამიფართოვდა მისი ტატუ ასლი იყო ბარათზე დატნილი ინიციალებისა....გონებაში ყველაფერი ამერია,ჩვენი გაცნობისმომემტი,მისი თვალისმომჭრელი ღიმილი,ვარდები...მიკვირდა,ოღონდ მართლა მიშო წარმოსადეგი ახალგაზრდაა და ჩემი თავი რამ მოაწონა?ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,მართალია სულ მეუბნებიან კპლიმენტებს და თაყვანისმცემლებიც მრავლად მყავს მაგრამ რატომღაც ვერ წარმომიდგენია მიშო და მე!მე და მიშო! ისე კარგი წყვილი იქნებოდით ამოისისინა ჩემმა მეორე მემ და ჩემი გაღიზიანებაც გამოიწვია. ვერაფრით დავიჯერები იმას რომ მიშო იყო ჩემი ვარდების ავტორი,ალბათ სულელ გოგონად ჩამთვლით მაგრამ მართლა ვერ წარმოვიდგენდი მიშოს ჩემს თაყვანისმცემლად.თავს იმით ვინუგეშებდი რომ შეიძლება როგორც მოცრკვავე ისე მოვეწონე და ამიტომ მიგზავნიდა ყვავილებს.... მოკლედ,ათასი სისულელე მოვჩმახე რომ თავი დამერწმუნებია რომ ის ტატუ არაფერს ნიშნავდა ან რამე შეცდომა იყო! *** დიდი წვალების შემდეგ გავედით მინდორში.წვალებით რათქმაუნდა მიშო გაწვალდა ჩემი ტარება რომ მოუწია თორემ მე მშვენივრად. ვგრძნობდი თავს მის მკლავებში. -ბოდიში რომ შეგაწუხე-ვუთხარი მიშოს და ტელეფონი მოვიმარჯვე რომ ფოტო გადამეღო.ძალიან მომწონდა ჩემი ლურჯთვალა ყვავილების გვირგვინი რომელიც მიშომ გამიკეთა.ეგოისურად მომინდა ეს წუთები ღრმად შემომრჩენოდა გონებაში ამიტომაც ვცდილობდი ყველაფერი ფოტოებზე აღმებეჭდა.სანამ ჩვენებს მივუახლოვდებოდით ბევრი სელფი გადავიღეთ.მინდოდა სულ გვევლო და გზა არ გაჩერებულიყო,არ მაინტერესებდა რამ გამოიწვია ჩემი ასეთი მიჯაჭვულობა მიშოსთან თუმცა ფაქტი ერთია მე მიშოსთან მინდოდა! -აი ისინიც მოვიდნენ-ღიმილით გადმოგვხედა ნინო დეიდამ და სუფრის გადაფაება დაიწყო.მეც მათ შევუერთდი და ვეხმარებოდი. -გიხდება-მაკამ მიმაშნა გვირგვინზე და უცნაურად გამიღიმა. -მადლობა -შევიფერე მეც. დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა.ბევრი ღიმილი,სითბო და სიხალისე შეგვატა ყველას.დაღლილი შევედი ჩემს ოთახში და გულში რაღაც ჩამწყდა...აღარ დამხვდა ჩემი ვარდები...გუნება წამხდარმა მივიეღე აბაზანა და ცივ საწოლში შევგორდი... არაფრით მომეკარა რული...წრიალი დავიწყე მოსვენება დამეკარგა,ტუმბოდან ტელეფონი ავიღე,ყურსასმენები მოვირგე და მუსიკა ჩავრთე,მერე ვითომ შემთხვევით შევედი გალერეაში და დღევანდელი ფოტოების დათვალიერებას შევუდექი. ერთერთი ფოტო ძალიან ,ძალიან მომეწონა.თავიდან დამიარა ჟრუანტელმა როცა მისი მხურვალე კოცნა გამახსენდა.დაუფიქრებლად ჩამოვისვი ლოყაზე ხელი და გავინაბე. დილით ისევ მაკამ გამაღვიძა.ნახევრად მძინარემ ჩავუჯექი მანქანაში მიშოს.წინ მაკო დავსვი მეკი უკან მოვკალათდი.საშინლად მეძინებოდა,როგორც ყოველთვის ახლაც მუსიკას ვუსმენდი და სულ არ მესმოდა რაზე საუბრობდა მიშო და ნათლიაჩმი. არვიცი რამდენი ხანი მეძინა,თვალები ნელა გავახილე და მიშო ვნახე სასწრაფოდ დავხუჭე.როგორც მივხვდი არ გამაღვიძა და თავად ითავა ჩემი ნომერში აყვანა.საწოლზე დამაწვინა პლედი დამაფარა.ვიფიქრე ახლა გავა მეთქი თუმცა სახეზე ვიგრძენი მისი ხელები.ნაზად ჩამომისვა თბილი ხელები,მერე შუბლზე მაკოცა... კარების ხმაზე თვალები გავახილე,გარემო მოვათვალიერე და ამეტირა... ბალიშთან იდო ერთი,სისხლივით წითელი ვარდი... დიდიიი ბოდიში ასეთი გაუმართავი და პატარა თავისთვის...არვიცი რამჭირს თუმცა ვერ ვწერ.აბაა იმედია გამამხნევებთ და მეტყვით რა მოგწონთ და არ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.