ჩემს ქორწილში შენ იქნები პატარძალი! -6-
საღამო არაჩვეულებრივად გავატარეთ,მიშოს ძმა ბექაც გავიცანი.ნეტავ განახათ ერთმანეთს როგორგ ჰგავს ეს ორი გარეგნობით.ხასიათებით კი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,მიშო უფრო გაწონასწორებულია ხოლო ბექა უფრო ხალისიანი.საოცარი სითბოთი დამმუხტა მათან გატრებულმა საღამომ.სულ არ მახოვდა როგორ ვითრევდი ფეხს და არ მინდოდა წამოსვლა.საღამოს ყველა ჩვენ-ჩვენ ოთახებში გაგვანაწილეს.ჩემს ნივთებზე უკვე ეზრუნა ნათლიაჩემს.ღიმილით შევაღე ჩემთვის განკუთვნილი საძინებელიდა სახე გამებადრა როცა საწოლზე ჩვეულებისამებრ დამხვდა უზარმაზარი თაიგული. ამჯერად ბარათი არ იდო.გავბრაზდი,თანაც ძალიან!მართალია მსიამოვნებდა ეს ყურადღება,ვარდები,ბარათები თუმცა მაინც მერჩივნა მცოდნოდა თუ ვინ იყო ამ ყველაფრის თავიდათავი. სააბაზანოში ვიყავი,ცხელი წყალი ერთგვარი თერაპია იყო ჩემი გადაღლილი გონებისთვის.ვინც არუნდა ყოფილიყო ავტორი ვარდებისა,მან არ იცოდა რომ მე მიშოს აგარაკზე ვიყავი... -ჯანდაბა!ეს აქამდე რატომ არ მოვტვინე?იქნებ მიშო მიგზავნის ვარდებს??-ვეკითხებოდი ჩემს თავს.გამწარებული ვეცი ჩანთას,ჯიბეში ჩაჩურთული ბარათები საწოლზე დავაწყვე გამოგზავნის დღის მიხედვით. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი თითოეულს შინაარსს თუმცა ამაოდ.გონების დასაწმენდად თავი გავაქნიე და ბარათები საწოლიდან გადმოვყარე.თავი ხელებში ჩავრგე და ისევ მიშოზე დავიწყე ფიქრი.მისი საქციელიდან გამომდინარე არაფერია თვალშესაცემი.თუმცა მასზე მხოლოდ იმიტომ ავიღე ეჭვი რომ მის სახლში ვარ დაა....ისევ ამერია გონება.საწოლიდან გაცეცხლებული წამოვდექი და ბოლთის ცემას მოვყევი,ვერასოდეს ვიტანდი გაურკვევლობას,არმიყვარს იდუმალება ვცდილობ ჩემი ცხოვრება ზედმეტი სიურპრიზებისგან შორს იყოს. -მორჩა ახლა დავიძინებ და არაფერზე აღარ ვიფიქრებ!-გავამხნევე ჩემი თავი ხალიჩასთან დავიხარე რომ ბარათები ამეკრიფა.ერთერთ ბარათზე რაღაც ინიციალები შევამჩნიე,ტატუს მსგავსი იყო.დიდი ხანი ვატრიალებდი ხელში მერეკი საწოლში ჩავწექი და დავიძინე. **** ძილბურანში გახვეულს ყრუდ ჩამესმოდა ჩემი სახელი.უკმაყოფილომ შევუშმუშნე გვედი ვიცვალე და თავზე ბალიში ჩამოვიცვი.ნელ-ნელა მეღვიძებოდა ჰმ!მაკმა მთელი ძალისხმევით გავეღვიძებინე.დანებების ნიშნად საბნიდან გამოვძვერი და საწოლზე წამოვჯექი. -რამოხდა?-თვალების სრესვით ვკითხე ნათლიაჩემს. -სწრაფად ადექი ლაშქრობაში მივდივართ-მახარა და ოთახიდან გაიძურწა.უკმაყოფილო ბუზღუნით წამოვდექი საწოლიდან წყალი გადავივლე და ლაშქრობისთვის მოვემზადე.ნათლიაჩემს ყოჩაღ რა!ყველაფერზე როგორ უზრუნია.ჯინსის ვიწრო შარვალი, უბრალო თეთრი მაისური და სქელი ნაცრისფერი ჟაკეტი მოვიცვი.ფეხები კედებში ჩავაცურე და ოთახი დავტოვე.თურმე ყველა მე მელოდებოდა,მაკამ თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ გამაქანა.ნუ გაგიკვირდებათ,ნათლიაჩემი 27 წლის არის და დაქალივით არის ჩემთვის. ნინო დეიდა და მაკა წინ მიდიოდა თან ერეკლე ბიძიას ესაუბრებოდნენ.ბექა და მიშო ერთად რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.ყველაზე ბოლოს მე მივჩანჩალებდი,დაღლილი ხის მორზე ჩამოვჯექი.თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ვცდილობდი ეს კუთხე საქართველოზე შემედარებინა.საკუთარ ფიქრებზე სულელივით გამეღიმა. -აი სად ყოფილხარ-უეცრად მიშო ამესვეტა წინ. -დავიღალე-განწირულმა ამოვიკვნესე. -ცოტა დავისვენოთ და განვაგრძოთ-თვალის მომჭრელად გამიღიმა,მეც მონუსხულმა დავუბრუნე ღიმილი.არაფერზე არ ვლაპარაკობდით.მე ხის მორზე ვიჯექი ზურგუთ კი ხეს ვეკვროდი თვალდახუჭული,რაღაცნაირად მიფართხალებდა გული არ ვიცი,ეს მიშოს სიახლოვს გამო იყო თუ,თუ უბარლოდ არაფერი და მხოლოდ თავდაცვისთვის ვეძებდი ჩემი გულის აფართხალების მეორე ვერსიას.თვალები გავახილე და მწვანედ ახასხასებულ ბალახზე გაწოლილ მიშოს გავხედე. -წავიდეთ ხო?-ჩიტების ჭიკჭიკი მიშოს ხმამ გადაფარა.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე. -მოიცა-გამაჩერა მეც მიკენ შევბრუნდი. გამეღიმა.პაწაწინა ლურჯთვალა ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი თავისი ხელით დამადგა თავზე...ვეღარ ვითვლი უკვე,გახარებულმა რამდენჯერ გადავუფრინე პლანეტებს.გახარებულმა ემოციების დამალვა ვცადე და აწითლებული ლოყები რომ არ დაენახა თავი ჩავხარე."მადლობა"-თქო ჩუმად ჩავილაპარკე და გზა განვაგრძე თუმცა არ გამომპარვია მისი ჩუმი ჩაცინება. გზა თანდათან მაღლდებოდა,ვინ მოსთვლის უკვე რამდენჯერ დამიცდა ფეხი აღმართზე ასვლისას.ჩემთვის,ჩუმად ვბუზღუნებდი და წვალებით მივყვებოდი მიშოს რომელსაც,სულაც არ ეტყობოდა რომ სიარული უჭირდა. -ევა!-გამომაფხიზლა მისმა ხმამ და მივხვდი რომ შუაგზაში ვიდექი და სულელივით მივშტერებოდი მიშას.-დავიღალე-სიტუაციის გამოსწორება ვცადე მე. -ვხედავ როგორ გიჭირს სიარული-არ დააყოვნა მისმა პასუხმაც.ნელ-ნელა ჩემსკენ დაიძრა და მოულოდნელად მის მკვლავებში ავღმოვჩნდი. -რას აკეთებ ?-ამოვილაპარაკე გაკვირვებულმა. -გიჭირს სიარული თან მაღლობია ფეხი რომ დაგიცდეს და რამე იტკინო ჩემი ბრალი იქნება თან,ზეგ კონცერტი გაქვს-ღიმილით ჩამოარაკრაკა და გზა გამაგრძო. -კიმარამ უხერხულია,მრცხვენია-ამოვიჩურჩულე დაბალ ხმაზე და ხელები მოვხვიე რომ უფრო კომფორტულად ვყოფილიყავი მეც და მიშოც.არ გამომპარვია კისერზე შეხებისას გამოწვეული ელექტრო დენი ჩემს სხეულში და მიშოს აჩქარებული გულისცემა. მიშო თავისი ბავშვობის სასაცილო მომენტებს მიყვებოდა და მეც ძალიან ვხალისობდი მანამ სანამ მის კისერზე ტატუს არ შევამჩნევდი.გაოცებულს თვალები გამიფართოვდა მისი ტატუ ასლი იყო ბარათზე დატნილი ინიციალებისა.... ესეც შემდეგი თავი.იმედია მოგეწონებათ და გამიზიარებთ თქვენს აზრს ...მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც თბილ სიყტვებს არ იშურნბთ და თქვენს აზრს მიზიარებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.