შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირების აკადემია (თავი 2)


18-11-2015, 19:47
ავტორი lelachka87
ნანახია 3 663

ეშვების მოახლოებასთან გულმა ბაგაბუგი დამიწყო.ერთდროაულად ამიტანა შიშმა და მოუთმენლობამ, რომელიც განსაკუთრებით მძულდა მგარამ ვერაფერს ვუხერხებდი.ამ სისუსტეს ვერ ვერეოდი.ეშვები ღრმად ჩამესო და ტკივილისგან წამოვიყვირე თუმცა შემდეგ ტკივილი არაჩვეულებრივმა ოქროსფერმა სიამოვნებამ შეცვალა რომელიც სხეულში ჩამეღვარა.ეს სიამოვნება მეტი იყო ვიდრე რომელიმე სასმელისა ან ნარკოტიკისგან მიიღბდი.სექსსაც კი სჯობდა-უფრო სწორად ჩემი წარმოდგენით სჯობდა რადგან არასდროს მქონია.წმინდა სრულყოფილი სიამოვნების საბურველში ვეხვეოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დედამიწაზე სრული სიმშვიდე ისადგურებდა.ეს უსასრულობას ჰგავდა.ლისას ნერწყვის შემადგენლობა ჩემს სისხლში ენდროფინს გამოყოფდა და სრულ თავდავიწყებაში გადავყავდი.მერე სამწუხაროდ დასრულდა.ერთ წუთსაც არ გაგრძელებულა.ლისა გაიწია ტუჩები ხელით მოიწმინდა და დამაკვირდა:-კარგად ხარ?
-მე..... ჰო-სისხლის დაკარგვის გამო თავბრუ მეხვეოდა ამიტომ ლოგინზე მივწექი-უბრალოდ გამოძინება მინდა.კარგად ვარ
ნეფრიტისფერი თვალებით შეშფოთებული მიყურებდა.მერე ფეხზე წამოდგა.
-წავალ რამე საჭმელს მოგიტან.
არ მინდოდა წასულიყო მაგრამ ოთახიდან გავიდა.კბენით გამოწვეული სიამოვნება მაშინვე შეწყდა როცა ლისამ ეშვები მომაშორა.თავი მივაბრუნე და ოსკარს ავხედე.
-აზრზე არ ხარ რამდენს კარგავ-ვუთხარი კატას.
თუმცა ოსკარის ყურადღება რაღც სხვას მიეპყრო.მოკუნტული იწვა კუნაპეტი ბეწვი აჯაგროდა.მერე კუდი დაგრიხა.ტუჩებიდან ღიმილი გამიქრა და გაჭირვებით წამოვდექი.ფანჯარასთან ბორძიკით მივედი.კატამ ფრთხილად გადმომხედა ოდნავ გვერდით მიიწია და ინტერესის ობიექტს დააკვირდა.პორტლენდური შემოდგომისთვის უჩვეულო თბილმა ნიავმა თმა ამიფრიალა.ჩაბნელებულ ქუჩაზე სიმშვიდეს დაესადგურა.სახლი რომლის ერთ ერთ ოთახში ბოლო რვა თვის განმავლობში ქირით ვცხოვრობდით ქუჩას გადაჰყურებდა რომელზეც ძველი სახლები ჩარიგებულიყო.
დავინახე კაცი რომელიც მიყურებდა.
შევკრთი და უკან დავიხიე.ფიგურა მოშორებით იდგა ეზოში.ისეთ მანძილზე იყო რომ მესროლა მოვარტყამდი.ჩრდილები ისე ფარავდა რომ ჩემი გაუმჯობესებული ტვალითათ ძნელი იყო მისი ნაკვთების დანახვა.მაღალი იყო.ძალიან მაღლი.უკან დაიხია.სხვაც დავინახე რომელიც გვერდით ამოუდგა შემდეგ ორივე სიბნელემ შთანთქა.ოსკარს ისინი არ მოეწონა .მას არც მე მოვწონდი.მაგრამ ახლა ფაქტი იყო რომ საფრთხეს გრძნობდა.სხეულში ძრწოლამ დამიარა და ლისას კბენისგან მოგვრილი ნეტარება გამიქარწყლა.ჩემი დალისას პალტოებს და საფულეს დავავლე ხელი ფეხი პირველსავე ფეხსაცმელში გავყავი და ოთახიდან გავვარდი.
ლისა ქვემოთ სამზარეულოში ვიპოვე.მაცივარს ჩხრეკდა.
-არ უნდა ამდგარიყავი.
-უნდა წავიდეთ...........ახლავე
თვალები გაუფართოვდა და მალე მიხვდა რაც ვუთხარი.
-შენ რა..... მართლაა?დარწმუნებული ხარ?
თავი დავუქნია . ჯერემიმ მეზობელმა რომელიც ყავას მიირთმევდა ცნობისმოყვარეობით შემოგვხედა- რა მოხდა?
-ლის მანქანის გასაღები გამოართვი.
ჯერემი გვიყურებდა.
- რას???
- ლისა ბიჭს მიუახლოვდა.ჩვენი ტელეპათიური კავშირით მისი ღელვა გადმომეცა მააგრამ ვგრძნობდი რომ ვასილისა მენდობოდა, სჯეროდა ყველაფერს მოვაგვარებდი.
ლისამ ბიჭს გაუღიმა და თვალებში ჩახედა.ჯერემი დამორჩილდა.
-გვათხოვე შენი ,მანქანა.-ნაზი ხმით უბრძანა ლიზამ-გასაღები სად გაქვს?
ჯერემიმ გაიღიმ .ჰიპნოზის მიმართ მაღალი გამძლეობით გამოვირჩეოდი მაგრამ მაინც მოქმედებდა ჩემზე.გამაჟრჟოლა.ჯერემიმ ხელი ჯიბეში ჩაიყო და გასაღების დასტა მიაწოდაა.
-გმადლობ-უთხრა ლიზამ-სად გიყენია?
-ქუჩის ბოლოს-კუთხეში ბრაუნთან.
ეს ოთხი კვარტლის იქით იყო.
-გმადლობ როგორც კი გავალთ სწავლას დაუბრუნდი.დაივიწყე რომ გვნახე.ჯერემიმ თავი დაუქნია.
-წავედით უნდა ვიჩქაროთ.ქუჩაში ტავბრუ მეხვეოდა და სისწრაფით ვერ ვმოძრაობდი.შიშს არ ვიმჩნევდი.
- როუზ რა უნდა ვქნათ რომ დაგვიჭირონ?-მკითხა ჩურჩულით.
-ვერ დაგვიჭერენ-ამის უფლებას არ მივცემ ლის
მაგრამ თუ გვიპოვეს...
ვერ გვიპოვნიან ახლა რკინიგზის სადგურთან მივალთ და ლოს ანჯელესში გავემგზავრებით.ლისას აღარაფერი უთქვამს ის მე მენდობოდა.
საბავშვო ბაღიდან მოყოლებული მე და ლისა მეგობრები ვიყავით. 5 წლის ბავშვებს აიძულო სწორად დაწერონ ვასილისა დრაგომირი და როზმარი ჰეთეუეი სისასტიკედ მიმაჩნდა ამიტომ მასწავლებელს წიგნი ვესროლე და ფაშისტი ვუწოდე.
-გესმის?
- უნდა გავიქცეთ-
-მაგრამ შენ არ შეგიძლია..
ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვა დამჭირდა გული რომ არ წამსვლოდა.წინ ჯერემის მწვანე ჰონდას მოვკარი თვალი.მაქანამდე მცურე მანძილი იყო. შევჩერდით ლისას ხელი ჩავავლე და ზურგს უკან მოვიქციე.ის იყო.მოთვალთვალე სილუეტი.ორი მეტრი ან უფრო მაღალი იქნებოდა.გზაზე რომ არ გადაგვღობებოდა სიმაპატიურია მეთქი ვაღიარებდი.განიერი მხრები უკან მოკლედ შეკრული თმა და მუქი თაფსლიფერი თვალები ჰქონდა.მდევარი დაგვეწი.ღმერთო!!!ჩვენს დასაბრუნებლად 12 მცველი გამოუგზავნიათ!
- ამას თავი დაანებე_ვუღრიალე-ხელი არ ახლოთ ვასილისას.



№1  offline წევრი nini ko

sheni dawerilia? *~*

 


№2 სტუმარი Eto

Auuu gaagrdzele ra

Albat imito shewyvite rom es sheni dawerili araa es aris pilmi vampirebis akademia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent