შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 22)

18-11-2015, 22:23
ავტორი chica sol
ნანახია 4 657

-განგა-
აქ საიდან მოხვდა? როგორ მომაგნო?
ზღურბლზე მდგარ ცოტნეს მივაშტერდი. ემოციების ქარიშხალმა ხელი დამრია. აქამდე სადღაც გამოკეტილი ჩემი გრძნობები და ემოციები ამომიტივტივდა. ცოტნეს დანახვამდე, ჩემთვის სულ ერთი იყო რას გამიკეთებდა ლადო. თუნდაც მოვეკალი, არ მადარდებდა. მოვედი ლანასთვის, მაგრამ ლადოსთან პირისპირ დარჩენილს, ყველაფერი ადაიანური დამავიწყდა. არ მინდოდა სუნთქვა, ბედნიერება, გაღიმება... არსებობა არ მინდოდა.
მაგრამ ახლა, როცა ჩემს წინ ცოტნეს ვუყურებდი, წამის წინ ნაფიქრი ყველაფერი გადამავიწყდა, სუნთქვა და არსებობა მომინდა... ვიგრძენი როგორ ამიჩქროლდა სისხლძარღვებში სისხლი. როგორ ამიძგერდა გული. როგორ ამიმუშავდა ფილტვები და ჰაერის ნაკლებობამ როგორ შემაწუხა. იმედის წვეთები ამიზვირთდა და სხეულს სისხლთან ერთად დაურბინა. ვუყურებდი ცოტნეს თვალებში და ერთდროულად, შვებას და ბრაზს ვხედავდი. წამით სახეზე ღიმილმაც კი გადაურბინა, მაგრამ ლადოს დანახვაზე, მაშინვე წარბები შეკრა და სახლში შემოვიდა.
ადგილიდან ვერ ვიძვროდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ისეთი დაძაბულობა და სიჩუმე გამედა ოთახში, სუნთქვასაც ვეღარ ვბედავდი. რამე უნდა მომეფიქრებინა, ცოტნე და ლადო ერთ ოთახში არ უნდა ყოფილიყვნენ. არც ლადო და არც ცოტნე არ იძვროდნენ ადგილიდან, ერთმანეთს თვალმოუშორებლად უბღვერდნენ. ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ მეგონა საუკუნე იყო გასული.
ცოტნესკენ წავედი. სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშირებდა ერთმანეთს. მოვუახლოვდი თუ არა ლადოსგან მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-წავიდეთ.-ვედრებით დავიჩურჩულე და ხელზე ხელი მოვკიდე. უძრავად იდგა, ამიტომ ხელით ოდნავ გასასვლელისკენ მოვქაჩე.
სახეზე დამაჩერდა. თავისუფალი ხელით წუთის წინ დარტყმისგან გახურებულ ლოყაზე ჩამომისვა, რომელზეც ისევ ვგრძნობდი ლადოს ხუთ თითს. ისევ შეყარა წარბები.
-აქ მოდი განგა.- ლადოს მუქარით სავსე ხმა მომესმა. გავხედე ჩემს უკან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა ხელებდამუშტული.
თავი უარყოფის ნიშნად გავიქნიე.
-განგა.- გაცეცხლებულმა ლადომ ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა. ცოტნემ ხელზე მომქაჩა, უკან დამწია და წინ ამეფარა. ჩვენს ჩორის ჩამდგარმა ვერც კი დავინახე, როგორ მოიქნია ხელი და წამის შემდეგ ლადო იატაკზე დავარდა.
-მანქანაში დამელოდე.-ხელში გასაღები მომაჩეჩა და გასასვლელისკენ მიბიძგა. თვითონ კი შებრუნდა და იდაყვზე წამოწეულ ლადოს ისევ დაარტყა.
-გაჩერდი.-ხელზე წავავლე ხელი. არ მინდოდა ეს, რაც ხდებოდა. არც ამის ყურება მინდოდა და არც ამ სიტუაციის არსებობა. უბრალოდ წასვლა მინდოდა. მინდოდა ცოტნეს აქედან წავეყვანე, სხვა არაფერი.
მკლავზე ხელი მომკიდა და გარეთ გამომიყვანა. გეზი მანქნისკენ აიღო და მეც გვერდით მივყავდი. ყოველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ საშინელ სახლს გვაშორებდა, მაწყნარებდა. მანქანის კარი გააღო და წინ მგზავრის ადგილზე დამსვა. შემდეგ ჩემსკენ დაიხარა და ხელზე ხელი მომკიდა.
-მაპატიე, მაგრამ შენ ეს არ უნდა ნახო.- კარი მომიხურა თუ არა ჩხაკუნის ხმა მომესმა, მაგრამ იმდენად ვიყავი ნერვებს აყოლილი, ყურადღება არ მიმიქცევია.
მხოლოდ წუთის შემდეგ მივხვდი, რომ ცოტნემ მანქანაში ჩამკეტა. მაშინვე კარს ვეცი, მაგრამ ვერ გავაღე. ახლა მძღოლის მხარეს გადავიწიე და ისიც მოვსინჯე. დაკეტილი იყო... რა თქმა უნდა.
-არა, არა, არა!-ვბუტბუტებდი აწრიალებული.
უკანა სავარძელზე გადავძვერი და სახლს გავხედე. ცოტნე არ ჩანდა. ალბათ სახლში შებრუნდა. რა ხდებოდა იქ? რომელინე რომ დაშავდეს? ან იქნებ უარესი...
პანიკამდე ძალიან ცოტა მაკლდა. გაუჩერებლად ვაწვალებდი ხან ერთ კარს ხან მეორეს, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. რამე ცუდი რომ მოხდეს, ჩემი ბრალი იქნება, ისევ და ისევ... გაუჩერებლად ვაგდებ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში. ეს როდის დამთავრდება?
გულის რევის შეგრძნება გამიმძაფრდა. ბავშვობაში ბებო სულ მარიგებდა, რომ ასეთ დროს თავი მუხლებთან უნდა მიმეტანა. ამ მდგომარეობაშიც კი არ დამვიწყებია. უკანა სავარძელზე მოვიკუნტე და თავი მუხლებზე ჩამოვდე. სუნთქვა პირღიამ დავიწყე. ნელ-ნელა გადამიარა.თუმცა არ ვიცი რამდენი დრო დამჭირდა ამისთვის. რაც უფრო მივლიდა ეს საშინელი შეგრძნება, მით უფრო მემატებოდა ემოციები და ცრემლები.
სირენების ხმამ მომიყვანა გონს. თავი წამოვწიე.უკვე საკმაოდ ბნელოდა. თუმცა ვარჩევდი ყველაფერს რაც მანქანის გარეთ ხდებოდა.
პოლოციის ორი მანქანა გაჩერდა სახლის წინ და ოთხი კაცი სწრაფად სახლში შეიჭრა. ისევ ავწრიალდი. ნერვიულობამ პიკს მიაღწია. მთელი სხეული მიცახცახებდა. ნეტავ რა ხდებოდა სახლში?
გავიდა 10 წუთი, მაგრამ არაფერი მომხდარა, სახლიდან არავინ გამოსულა. კიდევ 20 წუთი-მაგრამ ინფორმაცია ისევ ნული. გაგიჟებას ცოტა მაკლდა. ასე რატომ გაგრძელდა ეს ყველაფერი? იქნებ ლადომ ცოტნეს რამე დაუშავა? იქნებ არც ის დაინდო? ან იქნებ პირიქით მოხდა ყველაფერი?
არა... ეს არ მოხდებოდა... არ შეიძლებოდა მომხდარიყო...
სასოწარკვეთილი ისევ კარს ვეცი, მაგრამ რომ ვერ გავაღე, ხმამაღლა ვიკივლე. ცოტაც და გავგიჯდებოდი.
სახლს გავხედე. კარი გაიღო და სახლის ზღურბლზე ცოტნე გამოჩნდა. სიბნელე და მანძილი ხელს მიშლიდა მისი სახე და მდგომარეობა კარგად დამენახა, მაგარამ მიუხედავად სიბნელისა, აღნაგობაზე ადვილად ვიცანი. სიხარულით ავქვითინდი. ფეხზე იდგა და სუნთქავდა... ცოცხალი იყო. სახლიდან ვიღაც გამოჰყვა. ერთად მოუყვებოდნენ გზას და საუბრობდნენ. ცოტნე მალ-მალე მანქანისკენ იყურებოდა. ალბათ ხედავდა ჩემს ფანჯარაზე აკრულ სხეულს, მაგრამ ახლა თავს ვერ ვთოკავდი, თვალს ვერ ვაშორებდი. სადღაც გაქრა ჩემი თავშეკავება.
მანქანას დაახლოვებით ათი ნაბიჯი აშორებდა. ისევ საუბრობდა უცნობთან. მე კი გულაჩქარებულმა სხეული დავუთვალიერე. მგონი არაფერი ჰქონდა ნატკენი. მუქი პერანგი, ჯინსის შარვლიდან ამოსჩეჩვოდა და ახლაღა ისწორებდა. როგორც სჩანს კარგად იყო და არაფერი უჭირდა..
შვებით ამოვისუნთქე და ახლა სიხარულის ცრემლები მოვიწმინდე. უცნობს დაემშვიდობა და ჩემსკენ შემობრუნდა. მასზე მიშტერებული, კიდევ ერთხელ დავეჯაჯგურე კარს და იმით გაბრაზებულმა, რომ კარი ისევ არ გაიღო, მინას ხელი მივარტყი.
წამის შემდეგ ნაცნობი ჩხაკუნის ხმა მომესმა და კარის სახელურს წავეტანე. კარი დაიღო. მანქნიდან გადმოვხტი და ცოტნესკენ გავვარდი. მის წინ გავჩერდი და თვალებში მივაჩერდი. ისე ახლოს ვიდექი, მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. ხელები ნელა წამოიღო ჩემსკენ, ერთი თავზე მომკიდა, მეორე კი წელზე და ნელა მიმიზიდა მისკენ. წამიც და მის კისერზე ვიყავი ჩამოკიდებული. ცხვირი მის ყელში ჩავრგე და უარესად ავტირდი.
-ჩუუ, ჩუუუ...- ხელს თმაზე მისვამდა.- მორჩა, მორჩა ყველაფერი. ვეღარასოდეს შეგეხება, გეფიცები განგა. ჩუმად...-მეჩურჩულებოდა. მე კი სრუტუნით ისე ვუქნევდი თავს, რომ მის თბილ სხეულს არ ვშორდებოდი. თუმცა მერე ისევ სწარფად მოვშორდი და შევათვალიერე.
-კარგად ხარ?- ვიკითხე, სახე და ხელები მოვუსინჯე. მგონი არაფერი სჭირდა. -რამე გტკივა?
-არა, კარგად ვარ.-თავი დამიკრა. ისევ მიმიზიდა და მომეხვია.-ასე აღარასოდეს წახვიდე, გაიგე? ასე აღარ მოიქცე.-ხმაში სიმკაცრე გამოერია. თავი ისევ დავუქნიე. წასვლა არც მე მინდოდა...

-ცოტნე-
სახლის კარი ფეხის კვრით შევაღე. განგა ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შედგა. როგორც სჩანს სახლიდან გასვლა უნდოდა. მის უკან კი ის დავინახე, ლადო...ადამიანი, რომლის საკუთარი ხელით მოხრჩობის სურვილი, ბოლო სამი თვე არ მასვენებდა. მომინდა ვცემოდი და სიცოცხლეს გამომესალმებონა, მაგრამ ჩვენს შორის განგა იდგა.მისმა დანახვამ შვება მომგვარა, ჩამაცხრო.
თვითონ კი იმედიანი მზერით შემომყურებდა. თვალებში უზარმაზარ სითბოს იტევდა... სითბოს და იმედს. ჩამქრალი თვალები თითქოს აენთო. წამით გამეღიმა. მისმა აციმციმებულმა თვალებმა ის განგა გამახსენა, რომელიც ჯონის მოცემული სურათიდან მიმზერდა ყოველ საღამოს.
განგა ჩემსკენ წამოვიდა. ამან ისეთი ბედნიერება მომგვარა... ეს თითქოს არჩევანი იყო ჩემსა და ლადოს შორის, მან კი მე ამირჩია...მომიახლოვდა, სახეზე სიწითლეს მოვკარი თვალი და დასარწმუნებლად ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი. მხოლოდ გაწითლებული კი არა, ლოყა გახურებული ჰქონდა. ისევ შეეხო ეს ნაბი*ვარი, ისევ იძალადა მასზე.
შევეხე თუ არა განგას ლადო მაშინვე ჩვენსკენ წამოვიდა, მაგრამ გოგონა უკან დავწიე და მათ შორის ჩამდგარმა ლადოს ძლიერად დავარტყი. დაბლა მოცელილივით დავარდა. განგას მივუბრუნდი და ხელებში მანქანის გასაღები მივაჩეჩე და გასასვლელად ვუბიძგე, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.
ლადოს კიდევ ერთხელ დავარტყი და სანამ ის გინზე მოსვლას მოასწრებდა, განგა მანქანაში ჩავსვი და კარი ჩავუკეტე. არ მინდოდა ენახა ეს ყველაფერი. უკან შებრუნებულს, ლადო იატაკზე იჯდა და ტუჩიდან სისხლს იწმენდდა.ხელი მოვავლე ფეხზე ავაყენე და ოთახში გავათრიე. მისაღებში შევედით. სავარძელი შემოვაბრუნე, წინ სკამი დავდგი და ლადოს დასაჟდომად ვკარი ხელი.
-მოიცადე.-გავაჩერე სანამ დაჯდებოდა. გავჩხრიკე მაგრამ იარაღი არ ჰქონდა რამაც ძალიან გამაოცა. სამაგიეროდ ბორკილები ჰქონდა ქამარზე მიმაგრებული. მოვხსენი და სავარძელში დაჯდომისას გვერდით დავიდე. გული მიგრძნობდა, გამომადგებოდა.
თვალებში შევხედე. სანამ მოთმინება მყოფნიდა და იმის ძალა მქონდა, რომ ადგილზე არ მომეკლა, იმედია მოვიდოდა პილიცია.
-მოგეწონა ჩემი ცოლი ხომ?-ამაზრზენი ხმით მითხრა. -მითხარი...
-მოკეტე.-თვალი არ მომიშორებია.ვგრძნობდი, შიგნიდან როგორ ვფეთქდებოდი. ვგრძნობდი, მრისხანება ლავასავით როგორ მითუხთუხებდა და ამოფრქვევას ელოდა.
-მიდი, მითხარი...-გაიღიმა და სისხლით დასვრილი კბილები გამოაჩინა.- იწექი მასთან? მოგეწონა?
-მოკეტე, შენი დედაც... ნაბი*ვარო...-სავარძლიდან წამოვვარდი და ვეცი.
ესეც აფეთქება, ვერ ვჩერდებოდი. ლადოს სხეულს მომჯდარი ვუყავი და იქამდე ვურტყამდი, სანამ არ გაითიშა.
წამოვდექი და ისევ სავარძელში ჩავჯექი. ბორკილები ავიღე და ლადოს მივაგდე. სულ ტყუილად მეგონა რომ დამჭირდებოდა. აბაზანა მოვძებნე და სისხლიანი ხელები დავიბანე.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ლადო გონს მოვიდა. სახის მარცხენა მხარეს ხელი გმინვით ჩამოისვა და გამომხედა. ისევ სავარძელში ვიჯექი.
-ხმა არ ამოიღო, აღარ მინდა იგივე გავიმეორო.შემდეგ ჯერზე აუცილებლად შემომაკვდები. მე კი შენნაირი სი*ის გამო არ ვაპირებ ციხეში გავატარო წლები.- პირი გააღო თუ არა, მაშინვე ჩავაგდებონე ხმა.- ახლა კი მითხარი, სად წაბრძანდა ვახტანგი, აქ რომ არ ბრძანდება? მასთანაც მაქვს პატარა საქმე.
პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ ისევ მე გავაგრძელე.
-იცი თავიდან ვიფიქრე, რომ განგაზე ძალადობას არ გავამხელდი, რა თქმა უნდა განგას გამო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ გახმაურდეს ეს ფაქტი და მხოლოდ სამართალ დამცავებმა იცოდნენ, არაა რთული მოსაგვარებელი. სხვანაირად განგას ბრალი დაედება მკვლელობის თანამზრახველობაში. ხო მართლა, იცი რისი თქმა დამავიწყდა? ჩემი და გახსოვს? თიკო... აი ის, მანქანით რომ დაეჯახე და მომაკვდავი გზაზე მიატოვე... ცოცხალია.
-რა?- ისედაც შეშინებულს სახეზე შეძრწუნება გამოესახა, თუმცა მალევე მოეგო გონს და ემოვიების დამალვა სცადა.-თუ ეს მართლა ასეა, მითხარი აქ რატომ ვარ? რას ელოდები?
-ახლა მოგაკითხავენ და იქ წაგათრევენ, სადაც შენნაირი არაკაცების ადგილია. ციხეში... -ვახარე.
-შენი და თუ ცოცხალია ბრალი რაში მედება ვერ ამიხსნი?-საღი წარბი ზევით წამოწია და ნიშნისმოგებით გადმომხედა.
-ნარკოტიკების შემოტანა გაყიდვაზე რას იტყვი? შენი აზრით ისეთი იდიოტი ვარ, შენთან ისე დავიჭერდი საქმეს, რომ არაფერს გავარკვევდი? ძალიან ცდები.-ჩავიცინე მე, მას კი ნარკოტიკების ხსენებაზე სახე შეეცვალა.-ვახტანგს კი შენი დახმარების გარეშეც მშვენივრად ვიპოვი და იმას მიიღებს რასაც იმსახურებს.
-შენი დედაც... ვერაფერს დაამტკიცებ... -მხოლოდ ეს ამოიბუტბუტა.
-დარწმუნეული ხარ? -ირონიას ვურევდი ხმაში.-თუმცა მართალი ხარ. ხვალამდე ვერაფერს დავამტკიცებ. ხვალ კი, როცა შენს ხალხს დაიჭერენ, ყველაფერს ნათელი მოეფინება. შენ ამ ოპერაციის ჩატარებამდე, დარეკვის უფლებას არ მოგცემენ, ამაზე მე ვიზრუნებ...
სირენების ხმა მომესმა. წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. რამდენიმე წუთში კი სახლში პოლიციის თანამშრომელი შემოვიდა. მათგან ერთ-ერთი მიშო იყო. დაკავებული დამნაშავე ზარ-ზეიმით გადავეცი ბიჭებს და მე მიშოსთან განვმარტოვდი. დღესვე უნდა მომეგვარებინა განგას ამბავი. ძალიან არ მონდოდა ეს ამბავი კიდევ ვინმეს სცოდნოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, სხვა შემთხვევაში განგას ბრალს დასდებდნენ თანამზრახველობაში. მიშო დამპირდა რომ ყველაფერს მოაგვარებდა და ეს საქმე დახურულ კარს მიღმა წარიმართებოდა.

მანქანაში განგა მელოდა. ალბათ ნერვიულობდა. გარეთ გავედი და მიშოც უკან მომყვებოდა.
-უბრალოდ, სანამ მათ არ აიყვანთ, არ მისცეთ დარეკვის უფლება. თუ გაფრთხილება მოახერხა, მორჩა ყველა გაგვისხლტება ხელიდან.-უკვე მეათასედ ვუმეორებდი მიშოს.
-კარგი რა ცოტნე, დებილი ხომ არ ვარ, მერამდენედ მეუბნები? შენი გაფრთხილების გარეშეც მოვიფიქრებდი ამას.-მოიქუფრა მიშო.
-ხომ ხვდები არა, პატარა შეცდომაც რომ გაიპაროს...-თვალი მანქანისკენ გამექცა. განგა უკან გადასულიყო და ფანჯარას მიკრობილი მოგვშტერებოდა მე და მიშოს
-ვიცი ცოტნე, ვიცი. -ამოიხვნეშა პოლიციელმა.
-თიკოს საქმე როდის გაირკვევა? სახლში გაჩერება ძალიან უჭირს.-თემა შევცვალე. მიშო და თიკო მეგობრობდნენ. მაგრამ „ვაი“ ამ მეგობრობას. მიშოს თიკო უყვარს. ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ არა მიშოსგან. მისი და ჯონის საუბარს მოვკარი ყური, რამდენიმე თვის წინ, სანამ ეს ქარბორბალა შემოიჭრებოდა ჩვენს ცხოვრებაში. მაშინ არაფერი ვუთხარი, რადგან მეგონა თვითონ მომიყვებოდა ყველაფერს, მაგრამ იმის მერე იმდენი რამ მოხდა...
-მაგაზე უკვე ველაპარაკე ვისაც საჭიროა. ყველა პრობლემა რომ მოგვარდება, გაგაგებინებთ.-თავი დახარა მიშომ.- წავალ პატივცემულ ლადოს ვეახლები, მეშინია არ მოიწყინოს. -თემა შეცვალა.
-აბა შენ იცი. ახლა შენს იმედზე ვარ.-მხარზე ხელი დავარტყი, გამოვემშვიდობე და წასულს თვალი გავაყოლე.
მანქანისკენ შევბრუნდი.სუსტ განათებაზე განგას სახე გავარჩიე. ანერვიულებული იყო, ხელი ფაბჯარას მოარტყა. კარი გავაღე თუ არა, განგა მანქანიდან გადმოხტა და ჩემთან მოირბინა. ჩემს წინ გაჩერდა. თავი ვეღარ შევიკავე, მისი ჩაწითლებული თვალების ყურება არ შემეძლო. ხელები მოვხვიე და მივიხუტე. მთელ სხეულზე დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა. ატირდა. მე კი ვეფერებოდი და ვაწყნარებდი. მისი ცრემლები მკლავდა. გულს მიდუდგავდა, შიგნიდან მანგრევდა... თვითონაც მეხუტებოდა და ეს უარესად მათბობდა. უცებ მომშორდა და შემათვალეირა. სახე და ხელები მომისინჯა. განგა ჩემზე ნერვიულობდა. ჩემზე ზრუნავდა... ეს იმდენად მსიამოვნებდა, რომ სიამოვნებით შევბრუნდებოდი ისევ იმ სახლში, თუნდაც ტყვიას მივუშვერდი მკერდს, თუ შემდეგ ასეთი თვალებით შემოხედვას დავიმსახურებდი განგასგან.
-ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება განგა. სულ ცოტაც მოითმინე და გპირდები, რომ ლადოს მინიმუმ 20 წელი ვეღარ ნახავ. მხოლოდ სასამართლო დარჩა და ყველაფერი ცუდი უკან დარჩება.
თვალებში მიყურებდა და ცრემლების შეკავებას ცდილობდა. თუმცა მაინც გადმოუვარდა ერთი ცრემლი და ლოყაზე კვალი დაუტოვა. დავიხარე და ცრემლიან ლოყაზე ვაკოცე. შეცბა, მაგრამ არ შეშინებია, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე. შემთხვევითაც რომ შევხებოდი, მაშინვე განზე ხტებოდა და თვალებში უზარმაზარი შიში უდგებოდა. დღეს მე ამას ვერ ვხედავდი. და ეს მახარებდა...
მანქანის კარი გავაღე და ჩავსვი. მეც ჩავჯექი და სახლისკენ წავედი.ორივე უხმოდ, ჩაფიქრებულები ვისხედით. ჩემი ტელეფონი ზუსტად მაშინ აწრიალდა, როცა საუბრის წამოწყება გადავწყვიტე. ჯონი იყო.
-ჯონი!
-ცოტნე, სახლიდან დამირეკეს. ლანა სახლშია. შენ როგორ ხარ? -მომესმა ჯონის ხმა.
-მართლა? კარგია.-შვებით ამოვისუნთქე.- ყველაფერი რიგზეა. სახლში მივდივართ მე და განგა.-განგას გავხედე. ფანჯრიდან შენობებს მიშტერებოდა.- მიშომ დაგირეკა?
-კი დამირეკა. სახლში მოვდივარ და ვილაპარაკოთ.
-მოაგვარეთ შენ და ბაჩანამ რაც გითხარით?
-კი ყველაფერი რიგზეა. ახლა მხოლოდ ვატოს ვეძებთ. -მითხრა ჯონიმ.
-ამაზე სახლში. -მოკლედ მოვუჭერი და გავთიშე.
ისევ სიჩუმე. განგა ჩაფიქრებული იყო, მაგრამ გადავწყვიტე მყურდოება დამერღვია. ძლივს გადავდგით ერთმანეთგისკენ ნაბიჯი და არ მინდოდა აქ დამთავრებულიყო.
-ლანა სახლშია განგა.-გავუღიმე როცა შემომხედა.
-ვიცი, ლადომ მითხრა.-ისე დაიჩურჩულა, ძლივს გავიგე.-ახლა უსაფრთხოა ჩემს სახლში გადასვლა?
მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა. თვალებში მივაშტერდი. მინდოდა იქიდან ამომეკითხა სიმართლე. ნუთუ მართლა უნდოდა წასვლა?
-გზას უყურე.-შეშინებულმა წამოიძახა.
მივხვდი რაც გაახსენდა, ავარია... აკანკალდა. მანქანა მაშინვე გზიდან გადავიყვანე და გავაჩერე.
-წასვლა გინდა? წეღან ხომ მითხარი, რომ არ წახვიდოდი?-ბრაზიანად ამოვილაპარაკე.
დაბნეული მიყურებდა. ნუთუ ვერ ხვდებოდა რა მინდოდა? ნუთუ ვერ ხედავდა რა მჭირდა? რას მმართებდა? სახეზე სიბრაზისგან ცეცხლი მომეკიდა. ჯერ ჩემიც არ იყო და უკვე მიდიოდა.
-კი მაგრამ...-დაბნეულმა აახამხამა წამწამები.
-რა მაგრამ, განგა? ნუთუ ვერაფერს ხვდები? მინდა რომ იქ იყო, სადაც ხარ. არ მინდა ამ სახლიდან გადახვიდე. არც შენ, არც ლანა და ქეთი.
-რა? რატომ?-თვალებს აცეცებდა... ისეთი საყვარელი იყო... მინდოდა კოცნით მომეხრჩო.
ფიქრები თავიდან მოვიშორე თავიდან. დღეს ჩემი თავისა და ემოციების კონტროლი ძალიან მიჭირდა და ეს საუბარი სასწრაფოდ უნდა დამესრულებინა, სანამ რამე გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებდი.
-ამაზე მერე ვილაპარაკებთ.-ვთქვი და მანქნის ძრავა გავაცოცხლე.
-როდის?
-უბრალოდ ერთი თხოვნა შემისრულე კარგი? სასამართლოს დასრულებამდე ჩემს სახლში დარჩით და მერე ვისაუბრებთ დანარჩენზე. კარგი?
-კარგი. -ამოილაპარაკა და ისევ ფანჯარას გახედა.

***

ჩემო უსაყვარლესებო და უთბილესებო.
ისევ და ისევ დაგვიანებული თავით მოვედი. უსასრულობად მექცა ეს ისტორია, იმედია მაპატიებთ. მთლად სიყვარულის ისტირია არ გამომივიდა, მაგრამ... რა ვიცი თქვენ შემიფასეთ რა არის ეს...
ველი ამ თავის შეფასებას თქვენგან. და ბოდიშს გიხდით მემილიონედ დაგვიანებისთვის.
მიყვარხართ ძალიან. თქვენი მარიამი.

№1  offline წევრი kora

როგორ გამიხარდააა ახალი თავიიი. ახლავე წავიკითხავ და შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებ
--------------------
kira.G

№2  offline მოდერი chica sol

kora
როგორ გამიხარდააა ახალი თავიიი. ახლავე წავიკითხავ და შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებ

ჩემი საყვარელი გოგო love
დაველოდები მე შენს შტაბეჭდილებებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი აზრი ხომ იცი?.. love

№3  offline წევრი kora

მოკლედ, მეც ბუნებრივია ვიზიარებ ცოტნეს აზრს, არ მინდა განგა იმ სახლიდან წავიდეს და არ მინდა ზოგადად ცოტნეს ცხოვრებიდან წავიდეს...
ლადომ დაიმსახურა ის რა დღეშიცაა ახლა... ერთს ვერ ვხვდები როგორი უცნაური გამოვლენის სიყვარული სცოდნია მაგას, მეგონა ლანას რამე დაუშავებდა, საბედნიეროდ შევცდი, თუმცა ლადო ბოლომდე მაინც ვერ შევიცანი.
ცოტნეზე მაბოდებს და შენ ხო საერთოდ საოცრება ხარ! <3
პ.ს. ზედმეტად ნამდვილად არ გაგიგრძელდა, იმდენად სასიამოვნო წასაკითხია ყოველი თავი თავისი ემოციურობით დაძაბულობით და ჯერ კიდევ სიტყვებით არ გახმაურებული ჩუმი სიყვარულით, რომ მე პირადად დადებითი ემოციებით ვიივსები და დიახაც, სიყვარულით გაჟღენთილია ეს ისტორია და ნუ ფიქრობ რომ მთლად სიყვარულის ისტორია არ გამოგივიდა. <3
--------------------
kira.G

№4  offline მოდერი chica sol

ჩემი გოგო ხარ რა... როგორ გამათბე, ამავსე და გამახარე რომ იცოდე შენ...
მადლობა თბილი სიტყვებისთვის და მიყვარხარ love

№5  offline წევრი vikipiki.

უუუფფ ძლივსს,წავედიიი წავიკითხოო და დავბრუნდებიი :*

№6  offline მოდერი chica sol

vikipiki.
უუუფფ ძლივსს,წავედიიი წავიკითხოო და დავბრუნდებიი :*

ჩემი ვიკა❤❤❤❤
ვიცი დავაგვიანე ცუდი გოგო ვარ

№7  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
უუუფფ ძლივსს,წავედიიი წავიკითხოო და დავბრუნდებიი :*

ჩემი ვიკა❤❤❤❤
ვიცი დავაგვიანე ცუდი გოგო ვარ

- უფ რა კარგი თავი იყოო..კი დააგვიანე მაგრამ ამად ღირდაა..პატარა იყოო არრ მეყო და რაა ვქნა :( ♥♥♥ მიყვარხარ ძალიან და წარმატეებები ჩემო გოგო <3 love

№8  offline მოდერი chica sol

ვეძებდი შენს კომენტარში ამ სიტყვებს"პატარა იყო არ მეყო" და აი ისიც...:D
მიყვარხარ და დიდი მადლიბა

№9  offline წევრი vikipiki.

- ამდენი ლოდინის შემდეგ მართლა არრ მეყო :( ♥♥♥

№10  offline მოდერი chica sol

მჯერა.სყლ ცოტაც მოითმინე და მალე დავასრულებ, ნუ ვეცდები... შემდეგ ისტორიას მაშუნ ავტვირთავ რიცა დავასრულებ ასე რომ არ გამიგრძელდეს❤❤❤❤

№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ეს ისეთი მაგარი თავი იყო დაგვიანებაზე ხმას როგორ ამოვიღებ... მოვლენები ასე რომ განვითარდა რაააც ქვია გულზე მომეშვა... როგორც იქნა ცოტნე თავის თავს გამოუტყდა განგას მიმართ გრძნობებში... ახალი პერსონაჟი მიშოც მომეწონა ძალიან ვფიქრობ ის და თიკო კარგი წყვილი იქნებოდა... რაც შეეხება ლადოს გულს ისე ესიამოვნა მასზე მიყენებული ყოველი დარტყმა რომ თავი მაზოხისტი მგონია თუმცა ისე ვარ გახარებული ამ თავით ამაზე არც ვინერვიულებ... ახალ თავს ველოდები მოუთმენლად... ძალიან მომეწონა მოვლენები ასე რომ განვითარდა და ზედმეტად არ გაიწელა ძალიან სუფთად და ლაკონურად მოაგვარე სიტუაცია და ეს მიხარია...

№12  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ

ჩემი უცნობი ნაცნობი❤❤❤❤
დილა ისეთი ბედნიერი კომენტარით დამეწყო აწი მეხიც რომ დამეცეს ხასიათს ვეღარ გამიფუჭებს. დიდი მადლობა ამისთვის❤❤❤❤

№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რას ამბობ შენ რომ მეხი დაგეცეს მერე შენს ერთგულ მკითხველს რა პასუხს გაგვცემ... არ დაგავიწყდეს შენი თავი მარტო შენ კი არ გეკუთვნის ის იმ მკითხველთა საკუთრებაც არის ვისაც ასე აბედნიერებ შენი ისტორიებით ასე რომ ორმაგად უნდა გაუფრთხილდე თავს...

№14  offline მოდერი chica sol

ვაიმე,რა კარგი ხარ. ვერ გეუბნები როგორ მახარებთ და მაბედნიერებთ. უბრალიდ არ მყოფნის სიტყვები სიხარულის გადმოსაცემად. უბრალოდ მიყვარხართ ასეთი კარგები რომ ხართ...❤❤❤❤

№15  offline მოდერი chica sol

Salo me
Zustad es momwons am istoriaahi rom Mxolod siyvarulze ar aris. Piriqit es dzalian kargia upro saintereso da sasiamovno sakitxavia. Gamorcheulia da amitom velodebi xolme moutmenlad. Darwmunebuli var win Saintereso finali gvelodeba

ვაიმე, ჩემო კარგო. გამახარე ძალიან. მიხარია რომ მოგწონს. ისე მახარებთ და იმხელა პოზიტივს მაძლევთ... დიდი მადლიბა ამისთვის. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ❤❤❤❤

№16  offline მოდერი tsn

რა კარგი იყო, ღირდა ლოდინად :-*

№17  offline მოდერი chica sol

ცირა ნინიაშვილი
რა კარგი იყო, ღირდა ლოდინად :-*

შენ გაიხარე ჩემო კარგო. მიხარია რომ მოგწონს❤❤❤

№18 სტუმარი Likuna

Eseigi am saitis ertguli mkitxveli va ukve 2welia bevri asaintereso istoria ma wakitxuli magram irvelad vwer komentars ar vici ra gitxra super gogo xar ai sul minda vikitxo sheni istoria amfdeni xani velodebodi rodis dadebdi wuxel ro davinaxe sixarulisgan gavreke mgoni dgesac samjer wavikitxe magram ver davkmayofildi moculobit magari gogo xar da male dade raa chem das asec nu gaimeteb tore gushin ro vnaxe iyo axali tavi xtunva daviwye da ar minda vanerviulo chemi da gagijdaoooo

№19  offline მოდერი chica sol

Likuna

იცი ახლა შენ მე რა მიყავი? შუა რუსთაველზე გაბადრული დავდუვარ. ისე გამახარე... მინდა უდიდესი მადლობა გითხრა ამ გამონაკლისისთვის. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მართლა...
შენს დას უთხარი რომ უსაყვარლესი ჰყავხარ, თუნდაც იმიტომ რომ დღეს ერთი ადამიანი გააბედნიერე ჩემი სახით.
დიდი მადლობა❤❤❤

№20  offline წევრი Crystal

ძალიან გამახარე ,აი მიყვარს რა ეს დაძაბულობები და ინტრიგები :დ სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარია <3

№21  offline მოდერი chica sol

Crystal
ძალიან გამახარე ,აი მიყვარს რა ეს დაძაბულობები და ინტრიგები :დ სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარია <3

ოხ მადლობა დიდი ჩემო კარგო love

№22  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან თბილია ეს ოხერი ისტორია. ვერ აგიღწერ როგორ მსიამოვნებს კითხვა. თან ასე ეტაპობრივად რომ მიდის ყველაფერიიი ძალიან მომწონს <3 <3
love უკვე ვასრულებ თითქმის, მაგრამ არ მინდა რომ დამთავრდეს. უბრალო სიყვარულის ისტორიას უფრო ვერ დავუდებდი გულს და ვერ წავიკითხავდი ვიდრე ასეთ მაგარა ისტორიას <3 <3 love ძალიან კარგი გოგო ხარ.
ინტრიგები გაქვს გადასარევად ჩაყრილი და ახლა დაიწყება სიყვარულის ისტორიააც და ძალიან მომწონს რა. ეს სასამართლო და ყველაფერი ისე გაქვს აღწერილი შენზე მცოდნეს შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი და ბევრი იცი ნამდვილად... love საოცრებაა ისტორიააა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№23  offline მოდერი chica sol

ერკე
ძალიან თბილია ეს ოხერი ისტორია. ვერ აგიღწერ როგორ მსიამოვნებს კითხვა. თან ასე ეტაპობრივად რომ მიდის ყველაფერიიი ძალიან მომწონს <3 <3
love უკვე ვასრულებ თითქმის, მაგრამ არ მინდა რომ დამთავრდეს. უბრალო სიყვარულის ისტორიას უფრო ვერ დავუდებდი გულს და ვერ წავიკითხავდი ვიდრე ასეთ მაგარა ისტორიას <3 <3 love ძალიან კარგი გოგო ხარ.
ინტრიგები გაქვს გადასარევად ჩაყრილი და ახლა დაიწყება სიყვარულის ისტორიააც და ძალიან მომწონს რა. ეს სასამართლო და ყველაფერი ისე გაქვს აღწერილი შენზე მცოდნეს შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი და ბევრი იცი ნამდვილად... love საოცრებაა ისტორიააა <3

ჩემო ერკე, როგორი ბედნიერი სახით ვკითხულობ შენს თვითოეულ სიტყვას ვერ გიღწერ. დიდი მადლობა ჩემი გახარებისთვის❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent