ბოლო ამოსუნთქვა!
ცხოვრება დაუსრულებელი რომ არაა ეს იცის, მაგრამ ნაადრევად გაწყვეტა, იმ სამყაროში ყოფნის, არსებობის საშინლად თრგუნავს მის სხეულს. ყველაფერი ძველებურადაა ის ისევ წიგნს კითხულობს, მთელი არსებით მასშია ჩაძირული და არც აპირებს ამოყვინთოს, რადგან წიგნი მის ცხოვრებაზე საინტერესოა. რბილ საწოლზე, გულაღმა მწოლი, რუდუნებით მიჰყვება ყოველ წინადადებას ლურჯი თვალებით, როდესაც სიყვარულს აწყდება შიში იპყრობს, ფერმკრთალი ხურავს წიგნს და ჭერს აშტერდება, გონებაში უბრუნდება, თუ როგორ ნატრობდა ვინმეს სიყვარულზე, მაგრამ ახლა “აკრძალული ხილია“ მისთვის ეს გრძნობა. ტანჯული სახიდან ცრემლის გორგალი უვარდება, ცხარე, თანაც საშინლად, მისი ლოყა გრძნობს ცრემლის სიცხარეს. ცდილობს ისე იცხოვროს, თითქოს არ უცხოვრია, ივიწყებს, რომ მალე მოკვდება და სხვებს აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგადაა. უნდა ცოტაოდენი დრო ფუჭად არ გამოიყენოს. თვალებდაღლილი ხურავს წიგნს და სხეულის ყველა ორგანოს ხმაურით დგება საწოლიდან, მისი ფეხის თითები, ყოველი ნაბიჯის დადგმაზე ტკაცუნობს, თითქოს საცაა უნდა მოსწყდესო. იგი მხრებში გამართული და ფერმკრთალი მიაბიჯებს ჰოლისკენ, სადაც დედამისი, და და ბებიამისია. - რატომ ადექი? - მის დანახვაზე შეშინებული დედამისი ეკითხება - თუ რამე გინდოდა დაგეძახა. - მომწყინდა ოთახში - მიუგო მან - ცოტახნით სუფთა ჰაერზე გავალ, გთხოვ - შეევედრა - ვიოლეტა! - ხმაში სიმკაცრე შეეპარა, არ უნდოდა დაყვირება, მაგრამ ვეღარ მოითმინა, - შეუძლებელია, - რბილად მიუგო და შვილის რეაქციას დაელოდა - ცოტახნით - აგრძელებდა იგი - შემოდგომის ჰაერი მჭირდება, გემუდარები, ნუ გეშინია არაფერი მოხდება, მე კარგად ვარ - მიუახლოვდა დედამისს და ხელები მოხვია წელზე - დამრთე ნება, სულ ცოტახნით, ისედაც მოვწყდი სამყაროს - უთხრა თვალებამღვრეულმა. - ეკა გაუშვი, ძალიან უნდა ხომ ხედავ - ჩაერთო ბებიაც - რატომ უშლი? - მარინე, ნუ ერევი ძალიან გთხოვ - შეევედრა ქალი - ვერ ხედავ ცუდადაა, სად გავუშვა. - სულ სახლში ხომ არ გამოკეტავ - გაოცებულმა ჰკითხა შვილს - აცადე იქნებ რატომ უნდა გარეთ გასვლა, შენ არ გაქვს აკრძალვის უფლება - ვიოლეტა მოხუცებულს მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დადგა - მადლობ, რომ ჩემი გესმის - ლოყაზე ეამბორა და ისევ წამოდგა - როგორც ჩანს დედაჩემი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ მალე მოვკვდები - მისმა სიტყვებმა ქალს თავზარი დასცა, სხეული საშინლად ასტკივდა და თავბრუ დაეხვა. ნაცრისფერ თვალებში ცრემლები ჩაუდგა, მაგრამ ეს ვიოლეტას არ შეუმჩნევია, მხოლოდ გარეთ გასვლაზე ფიქრობდა. მისი დისთვის არც კი მიუხედავს, რომელიც დივანზე იჯდა და უხმოდ აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. ვიოლეტა სახლიდან წავიდა, მაგრამ საშინელი დარდი, შიში დატოვა, რომელიც დედამისს მთელ სხეულს უღრღნიდა, როგორ არ იცოდა, რომ შვილს რამდენიმე თვეში გამოემშვიდობებოდა, მაგრამ ამასთან შეგუება არ უნდოდა. ვიოლეტა გარეთ გასვლისთანავე შეიპყრო საოცარმა შეგრძნებებმა, ხარბად ისრუტავდა ჰაერს, თითქოს მთელი განვლილი ცხოვრება უჟანგბადო ჰქონდა. მშვიდი, აუღელვებელი ნაბიჯებით მისეირნობდა ტროტუარზე და აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს, მისი დაჟინებული მზერა ბევრს აღიზიანებდა, მაგრამ მასე ეს სრულებითაც არ ანაღვლებდა, უნდოდა და უყურებდა. ცოტახნით ერთ - ერთი მაღაზიის ვიტრინასთან შეჩერდა, სადაც ტკბილეული ელაგა, თანაც ძალიან მადისაღმძვრელი, მანაც ვერ მოითმინა და შიგნით შევიდა, იმის და მიუხედავად, რომ არ შეეძლო ტკბილეულის შეჭმა. ხარბად აკვირდებოდა ნამცხვრის ნაჭრებს და შოკოლადის ფილეებს, მის კუჭში კი ცარიელი უზარმაზარი ნერწყვის ბურთულები ეშვებოდნენ. დიდხანს უყურა და საბოლოოდ გადაწყვიტა ეკლერი ეყიდა, რომელზეც მთელი ბავშვობა აფანატებდა და დედამისს მაღაზიაში იმ იმედით უშვებდა, რომ ეკლერს მოუტანდა. - გემრიელად მიირთვით! - უთხრა გამყიდველმა, როდესაც ნამცხვარი გაუწოდა, ვიოლეტას კმაყოფილი სახით გაეღიმა - გმადლობთ! - მიუგო და გამოართვა თუ არა მაღაზიიდან გავიდა. ეკლერის ჭამით გაუყვა გზას, იმდენი იბოდიალა მოსაღამოვდა კიდეც, აცივდა, სუსხიანი შემოდგომის საღამო იყო. ცაზე შავი ღრუბელი გამოჩნდა, აშკარა იყო შემოდგომის წვიმას აპირებდა. იგი არ ჩქარობდა, ვერც დაღლას გრძნობდა, სურვილიც არ გასჩენია სახლში წასულიყო. საშინლად ციოდა და წვიმაც წამოვიდა, თუმცა მაინც არ მიბრუნებულა სახლისკენ, ისევ აგრძელებდა გზას, როდესაც საშინლად ასტკივდა გული და სუნთქვა გაუჭირდა, მოიკუნტა და ერთ - ერთი შენობის კედელს მიეყრდნო, ხელები მუცელზე შემოიხვია და ასე ცდილობდა საშინელ ტკივილს გამკლავებოდა, უკვე თავბრუც ეხვეოდა. კედელს მარჯვენა ხელისგულით დაეყრდნო და ისე გააგრძელა გზა. მისი გული ნახევრად ცემდა და საშინელ ტკივილს გასცემდა მთელ სხეულში. ქალს, თითქოს გული სთხოვდა უკან დაბრუნებას, მაგრამ მისი წყურვილი, გარეთ ყოფნის, იმდენად დიდი იყო, რომ ტკივილსაც კი ებრძოდა. - დაგეხმაროთ? - კედელზე ნახევრად გონზე მყოფი მიყრდნობილიყო, როდესაც ვიღაც მიუახლოვდა, წვიმისგან სულმთლად დასველებული, ვიოლეტას ხელი მოჰკიდა, რომ არ დაცემულიყო - ცუდად თუ ხართ სახლში წაგიყვანთ - ვიოლეტა შეცბა, გონება მოიკრიბა და უცხოს ხელი გააშვებინა, მაგრამ ძალიან უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა, როდესაც ისევ მოჰკიდეს ხელი. - წაიქცევით - მიუგო მამაკაცმა და ძლიერად მოჰკიდა ხელი. - შემეშვით, - მავედრებელი ხმით მიუგო ვიოლეტამ, - მე კარგად ვარ. - ჩემი გეშინიათ? - მიუგო მამაკაცმა - არა, დახმარება არ მითხოვია - არ გითხოვიათ, მაგრამ ვხედავ, რომ გჭირდებათ - გაღიმება სცადა, მაგრამ მიხვდა, რომ უადგილო იყო და პირი მოკუმა. - რადგან არ იშლით - თითმის შეწუხებულმა თქვა და მამაკაცს დაეყრდნო. ასეთი სიახლოვე აქამდე არ ჰქონია საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან და ცოტა შიშსაც გრძნობდა. - რატომ კანკალებთ გცივათ? - ჰკითხა მოგვიანებით მამაკაცმა - სრულიად სველია ჩემი მოსასხამი, თორემ მოგცემდით - თქვა დანანებით. - თქვენისთანა თავაზიანი ადამიანები კიდევ არსებობენ? - გაკვირვებულმა ჰკითხა - ჩემი მეგობარი სულ იმას წუწუნებს, საქართველოში თავაზიანობა დაავიწყდათო. - ეტყობ თქვენს დაქალს თავაზიანად არ მოქცევიან, რაც ძალიან სამწუხაროა. - რა გქვია? - ადრიანე - გაუღიმა - თქვენ? - ჰკითხა თავაზიანად - ვიოლეტა - მიუგო მან და თავადაც გაეღიმა - ადრე არასოდეს მივცემდი, ვინმეს ასე ახლოს მოსვლის უფლებას - ახლა რა შეიცვალა? - დაინტერესდა ადრიანე. - ძალიან ბევრი რამ, რასაც შენ ვერასოდეს გაიგებ - სიმწრის ღიმილი გაუკრთა ბაგეზე. - რატომ? - ეს უბრალოდ დაუშვებელია, ისიც საკმარისია ამის მცოდნე რამდენი იტანჯება. - ანუ? - ანუ ვერაფერს გეტყვი - არ დაგაძალებ, შენი ნებაა, მაგრამ იმედს დავიტოვებ ოდესმე ღირსი გავხდები მაგ საიდუმლოს ცოდნის. - ვშიშობ, რომ იმედი გაგიცრუვდება - სარკასტულად ჩაიღიმა - თანაც არ მომიცია უფლება იმედი გაგჩენოდათ - რა პათეტიკური ხარ - ღიმილნარევი ხმით მიუგო ადრიანემ, - სახლში წასვლა არ გინდა? - რა იცი? - გეტყობა, არ ჩქარობ, წვიმს, ძალიან გინდა დასველდე? - მიყვარს წვიმა - გაეღიმა, თანაც უნებურად და მორცხვად დახარა თავი, თმა უკვე წვიმით იყო გაჟღენთილი და წვეთები შუბლზე ჩამოუცურდა. სამოსიც არანაკლებ სველი ჰქონდათ, სციოდათ კიდეც, მაგრამ არ იმჩნევდნენ. - შენ რატომ არ მიდიხარ სწრაფად? - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ ვიოლეტამ და ფეხებზე დააკვირდა. - მე შენ მოგყვები, რა სიჩქარითაც წახვალ ისე გამოგყვები - რომ გავიქცე? - გაეცინა გულიანად. - გამოგეკიდები - მის ნათქვამზე კმაყოფილმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს მართლაც გასაქცევად ემზადება. - შენ რა მართლა აპირებ? - ჰკითხა ადრიანემ, მაგრამ შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან ვიოლეტა უკვე მირბოდა, უზომო სიხარულით მოცული. ანდეას არ დავიწყებია თავისი ნათქვამი და თავადაც გაეკიდა. პატარა ბავშვებივით მირბოდნენ წვიმაში, სანამ ფეხი არ გაუსრიალდა ვიოლეტას და ასფალტზე მწარედ დაეცა, თუმცა ტკენით მადლობა ღმერთს არაფერი უტკენია, ადრიანე კი ძალიან შეშინდა და ქალის დასახმარებლად გაიწია. ხელი გაუწოდა, რომ წამოდგომაში დახმარებოდა, ვიოლეტა კი სიცილით კვდებოდა, ადრიანემ ვერ მოითმინა და თვითონაც აჰყვა. ორივე გიჟივით იცინოდა და უსაზღვრო ბედნიერებას განიცდიდა. - სულ სველი ხარ - მიუგო ადრიანემ - შენც - ასევე ვიოლეტამაც - რა უცნაურია, დიდი ხანი არაა რაც გიცნობ - და უცნაური რატომაა? - წარბები შეეჭმუხნა მამაკაცს - უცნაურია, რადგან ისე ვერთობი შენთან, როგორც ძალიან ახლო ადამიანთან - მერე ეს ცუდია? - არ ვიცი, მგონი არა - გაეცინა - ძალიან კარგად ვარ. - მეც, მაგრამ გავცივდებით, თანაც ღამეა, წვიმა არ შეწყდება, წამოდი ცხელ ჩაიზე გეპატიჟები - არა შინ წავალ - უხერხულად შეიშმუშნა და თავისი მარჯვენა მტევანი, რომელიც ადრიანეს ეჭირა, მოაცილა. - იმედია ჩვენი ნაცნობობა ამ ერთ დღეში არ დასრულდება - არა, რა თმქა უნდა, - ლოყაზე აკოცა - მითხარი შენი ნომერი და მოგწერ - ადრიანემაც უკარნახა მობილურის ნომერი და თბილად დასცილდნენ ერთმანეთს, ორივე უსაზღვრო ემოციებში იყო. როდესაც ვიოლეტა სახლში დაბრუნდა, სულ მთლად სველი და დაქანცული, ეკა საშინლად გაბრაზდა, მაგრამ შვილს ვერაფერი უთხრა. - წავალ გამოვიცვლი და დავწვები - უთხრა ძლივს გასაგონად მან დედამისს და სწრაფად შევიდა საძინებელში, ყველაფერი გაიხადა და აბაზანაში შევიდა, ცხელი წყლით აავსო და ჩაწვა. ცხელი წყალი ძალიან ესიამოვნა, წვიმით გაჟღენთილ და გაყინულ სხეულზე. რამდენი წარმოიდგენდა ადრიანეს სახეს უნებურად ეღიმებოდა და ეს ღიმილი საშინლად სასიამოვნო შეგრძნებებს აღუძრავდა. აბაზანიდან, როდესაც გამოვიდა ტელეფონზე შეტყობინება დახვდა. “ვიოლეტ ადრიანე ვარ, მაპატიე, მაგრამ უკვე მომენატრე“ ვერ მიხვდა რატომ მოწერა ასეთი შინაარსის ტექსტი, მაგრამ გრძნობა მონატრებას, რომ მიხვდა, ბედნიერებისგან სუნთქვა შეეკრა. “მიპატიებია“ მიწერა და ტელეფონი ტუმბოზე დადო. სანამ ტანი გაიმშრალა და ჩაიცვა კიდევ მოუვიდა შეტყობინება. “ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი“ “მეც“ “ასე მოკლე პასუხებს რატომ მწერ, არ გცალია?“ ვიოლეტა დაიბნა, მაგრამ საკუთარ განცდებს დასცინა და მისწერა. “მცალია, მაგრამ რაც მომდის თავში იმას გწერ“ თავის ნაწერზე გაეცინა, არ იცოდა რატომ, მაგრამ ძალიან ამშვიდებდა ადრიანესთან საუბარი, მთელ დაღლას და სტრესს უხსნიდა. “კარგი, გვიანია ჯობია დავიძინოთ“ - ბოლო შეტყობინება იყო რაც იმ ღამეს ვიოლეტას ადრიანესგან მოუვიდა და სახე გაბადრულს მალევე დაეძინა. დილით მშვიდი ამინდი იყო, ნაწვიმი ქუჩები, რომლის გაშრობასაც მზე ცდილობდა. საწოლში გემრიელად გაიზმორა და ფინიასავით მოიკუნტა, თითქოს ვიღაც უღიტინებსო, ცოტახანს კიდევ გასტანა საწოლში და მერე წამოდგა, სწრაფად ჩაიცვა და სახის დასაბანად აბაზანაში შევიდა, როდესაც საქმე მოათავა და ძლივს მოიცალა ტელეფონისთვის, რამდენიმე შეტყობინება დახვდა. “დილამშვიდობის“ - ბედნიერების ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე და მისწერა “ახლა გავიღვიძე“ “მომენატრე“ - ოხ ეს მონატრება, როგორ აუმღვრევს ხოლმე გულ - მუცელს და ჩაეღიმება - “დღეს გნახავ“ - არ დასცალდა წერილის გაგზავნა მან ისევ მოსწერა. “რატომ?“ - უხერხულად შეიშმუშნა “ხომ გითხარი“, - “მომენატრე ქალბატონო“ ცოტათი დაბნეული საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნუ თუ ასე მარტივად ენატრებათ ადამიანებს ერთმანეთი, აღარ იცის გაუხარდეს თუ ეწყინოს, ასე ხშირად ნათქვამი “მომენატრე“, ეშინია, რომ ადრიანე მის ნდობას ცუდად გამოიყენებს, თუმცა მას ხომ დიდი დრო აღარ დარჩა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარაფერს აქვს. გადიოდა დრო და ისინი უფრო უხშირებდნენ ერთმანეთის ნახვას. დღე, საათი წუთი, წამი არ გასვლია ვიოლეტას ადრიანეს გარეშე და ადრიანეს ვიოლეტას გარეშე, ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს არ იყო უბრალოდ მეგობრობა, მათ მეტი რამ აკავშირებდათ, მათი ძაფები ძალიან მტკიცედ იყო ერთმანეთში გადაბმული. დადგა დრო, როდესაც ვიოლეტას უკვე აღარ შეეძლო ადრიანეს ნახვა, მისი სიცოცხლე უკვე წამებს ითვლიდა. არასოდეს უთქვამს მისთვის ამის შესახებ და თავს საშინლად გრძნობდა , იმის გამოც, რომ მამაკაცს მისი შეყვარების უფლება მისცა, ის ხომ სიკვდილს უყვარდა უკვე. მთელი სანათესაო მისი საწოლის გარშემო იყო შეკრებილი და გლოვა ჰქონდათ გამოცხადებული, ვიოლეტა კი უღონოდ იწვა და ადრიანეზე ფიქრობდა, მათ გრძნობებზე ფიქრობდა და ტუჩები უკანკალებდა, უმანკო ჯერაც ქალწული ბაგეები უთრთოდა და ადრიანეს მოლოდინში სიცოცხლეს იხანგრძლივებდა. - გადით - ძლივს აღმოხდა მომაკვდავ ქალს და თვალები მწარედ დახუჭა - ცოტახნით - ყველა გავიდა, ოთახში მხოლოდ ვიოლეტა და მისი ფიქრები იყო. ტელეფონი ხელის კანკალით აიღო ტუმბოდან და ამღვრეული თვალებით მისწერა ადრიანეს. “დამირეკე“ - მის შეტყობინებას მალევე მოჰყვა ზარი. - ვიოლეტ! - აღელვებული ხმა გაისმა ყურმილში, - რა დაგემართა, რატომ მიმატოვე? - ჰკითხა ნაწყენი ხმით. - მოდი გთხოვ, - ამღვრეული ხმით მიუგო ქალმა, - ვკვდები. - რებს ლაპარაკობ, სულელო - ნაძალადევად გაეცინა მამაკაცს - მოდი და ამაში თავად დარწმუნდები. - და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, უკვე მისი დაჭერის ძალაც აღარ შესწევდა. ადრიანე სასოწარკვეთილი გაიქცა საყვარელი ქალის სანახავად და, როდესაც იხილა იგი, ძლივს მოიკრიბა ძალა, რომ ფეხი გადაედგა, ახლოს მისულიყო ფერმკრთალ სხეულთან და ხელი შეეხო, ისევ ეგრძნო მისი კანი, მაგრამ ამჯერად ცივი, როგორც ყინული. მისი სახე შეშლილს დაემსგავსა. - ადრე რატომ არ მითხარი, - მისი გაყინული ხელი ხელებში მოიქცია, ეგონა გაათბობდა, მაგრამ ის ისევე ცივი იყო. - მაპატიე, - ცრემლები წამოუვიდა - რომ გცოდნოდა ასე აღარ შემიყვარებდი - მამაკაცმა სისუსტე ვერ დაძლია და თვითონაც ატირდა, მისი გული თითქმის აღარ ცემდა. - გაჩუმდი, - საჩვენებელი თითი ბაგეზე მიადო, - გული საშინლად მტკივა, უშენობა ბოლოს მომიღებს მე, გემუდარები არ მიმატოვო. - ჩემი ნება არაა, - ამოილუღლუღა ვიოლეტამ და მთელი სხეული აუკანკალდა, - მაკოცე გთხოვ - ადრიანე მისკენ დაიხარა და გაყინულ ბაგეს შეეხო, ორივემ იგრძნო ძლიერი სიყვარული და ცხარე ცრემლები ერთმანეთში შეერია, როდესაც ადრიანე ვიოლეტას ტუჩებს მოსცილდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ქალმა ბოლო ამოსუნთქვა ადრიანეს ტუჩებს შეატოვა. * * * ვიოლეტა დაავადებული იყო გულის სიმსივნით და ოცდახუთი წლის ასაკში გარდაიცვალა, დატოვა უსაზღვრო სიყვარული ადრიანესთვის. მისთვის ეს ერთადერთი ღირებული რამ იყო მის სიცოცხლეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.