შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 15)


19-11-2015, 02:57
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 072

დრო ისე სწრაფად გადიოდა ვერც ამჩნევდნენ , ანდა უბრალოდ იმდენად იყვნენ სიყვარულში გადაკარგულნი რომ დროის შეგრძნება ჰქონდათ დაკარგული.
ინგას გამოჯანმრთელების საქმეები სწრაფად მიიწევდა წინ, ოპერაციიდან 1 კვირაში სიარულის ნება დართეს, 2 კვირაში გულ-სისხლძარღვთა ვარჯიშები დააწყებინეს, 3 კვირაში თავს ჩიტივით გრძნობდა.სავადმყოფოდან გაწერეს მაგრამ კვირაში ორჯერ საჭირო პროცედურებზე უწევდა სიარული .
დემეტრე და სესილი დღის ძირითად ნაწილს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში ატარებდნენ, მაგრამ იმდენად ბევრი და აუციებლად სანახავი "პროგრამა" ჰქონდათ შედგენილი ვაითუ იქ ყოფნის პერიოდში რომს ვერ გასცილებოდნენ.
პარასკევი დღე იყო, ინგა და ლიუდა საავადმყოფოსთან ჩამოსვეს სადაც რამოდენიმე სათი უნდა გაეტარებინათ, თვითონ ქალაქის ცენტრს მიაშურეს მანქანა რომელიღაც ჩიხში გააჩერეს და რომის მოძველებულ უბნებს ისევ ფეხით დაუყვნენ.
-რომის საძირკველთან ვდგევართ. გასაოცარია. აღტაცებეას ვერ მალავდა დემეტრე.
"მაქსიმუსის ცირკთან" იდგენენ და ღიმილით გადაჰყურებდნენ მწვანე მინდორს რომელსაც საუკუნეების განმალობაში მყოფი არენა დაეკავებინათ.
- დაუჯერებელია იმის წარმოდგენა, რომ აქ ოდესღაც ეტლებით რბოლა და მთელი რომის იმპერიაში პოპულარული სხვადასხვა გასართობი თამაშები იმართებოდა.
პირღია გაჰყურებდა სესილი მწვანე მინდორს სადაცც რომაელი გოგოები და ბიჭუნები ახლა ფეხბურთს თამაშობდნენ და გაკვირვებას ვერ მალავდა.
-აი იქით გაიხედეე. ხელით ანიშნა სესილიმ დემეტრეს, მანაც დაუყოვნებლივ გააბრუნა თავი
-აი იქ, ხედავ სოფლისმსგავსი დასახლება რომაა? ლეგენდის თანახმად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში რომულუსი ცხოვრობდა. ამაყად ჩაილაპარაკა და მობილურში აჭიკწიკებულ GPS-ს დახედა.
კოლიზეუმის თვალიერებაში და მისი მიდამოს დაზვერვაში რამოდენიმე საათი თვალის დახამხამებაში გაილია, სახლში წასვლამდე კაფეში დაჯდნენ, იმ ჩიხთან ახლოს სადაც მაქნანა ეყენათ, თითქმის მოცარიელებულ უბანში, ქუჩის შუაგულში პატარა ლითონის მაგიდები რბილი სავარძლებით და დიდი ქოლგებით გაწყობილიყო, მრავალსართულიანი შენობის ძირში ვვიტრინებიდან ამაზი იტალიური მუსიკის ხმა გამოდიოდა, გარეთ ერთი-ორი ტურისტი იჯდა, შიგნით ერთი-ორი ადგილობრივი მცხოვრები.
კუთხის სავარძლებში ჩაჯდნენ ,დემეტრემ ხელი მოხვია და თავისკენ დაქაჩა მონატრებული სხეული, ცხელი ტუჩები ფრთხილად ჩამოუსვა სესილის მოშიშვლებულ მხარს . გოგონას გააჟრჟოლა მამაკცის შეხებაზე თუმცა ეცადა არ დასტყობოდა.
-როგორ ფიქრობ, ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი იყო თუ ბედი გვქონდა ასეთი.
რომში ყოფნა მამაკცის ფილოსფიური იდეებისკენ მიდრეკილებას უფრო ამძაფრებდა
-მე ვემხრობი იმ აზრს, რომ სამყარო საათის მექანიზმივით გამართული, მოწესრიგებულ ნაწილაკთა ერთობლიობაა და რომ მასში შემთხვევითად არაფერი ხდება.. დემეტრეს თითებში ახლართა თავისი და თავი მხარზე ჩამოადო. ისეთი სიმშვიდე იგრძნო როგორც არასდროს, თავს დაცულად გრძნობდა, არ ეგონა სეთ კმფორტს ვინმე თუ მოუწყობდა ცხოვრებაში, პირველად დაფიქრდა ნამდვილ ოჯახზე, საღამოს ქმრის მოსვლის მოლოდინზე, დილით ბავშვების სკოლაში გაგზავნაზე "ბევრი შვილი მინდა" ტვინმა უეცრად წამოჭრა აზრი, ვერც მიხვდა ისე დაიმორცხვა,ლოყები აუწითლდა, მაგრამ მალევე 25 გრადუს სიცხეს გადააბრალა და ფიქრებიც თავიდან მოიშორა.
საღამოხანს, დედასდა დეიდას მიაკითხეს საავადმყოფოში და ერთად დაბრუნდნენ სახლში. რადგან მთელი დღე სახლში არავინ იყო შესაბამისად ვახშამის არ ჰქონდათ მომზადებული ამიტომ სესილი სწრაფად დაფაცურდა, დედა და დეიდა მისაღებში დატოვა და სამზარეულოში შესვლა "აუკრძალა ", დემეტრეს ხელი ცაჰკიდა და ის წაიყვანა დამხმარედ
-შენ თუ საჭმლის კეთებაც ისე კარგად გეხერება როგორც ჩემი გაგიჟება საბოოლოოდ გადამრევ ჭკუიდან ახლაია. ორივე ხელი შემოჰხვია წელზე და მსუბუქად აიტაცა ჰაერში გოგონას სიფრიფანა სხეული, ტკბილად ჩაუკოცნა ორივე ტუჩი და მერე ისევ ჩამოსვა ,თუმცა ხელები არ შეუშვია
-ბატონო ქურციკიძე ესე თუ გააგრძელებთ უვახშმოდ დარჩებით. თვალი ჩაუკრა და სწრაფად დაუსხლტა მკლავებიდან, უჯრიდან ორი წინსაფარი ამოიღო, ერთი თვითონ მოირგო მეორე დემეტრეს გაუწოდა.
-ჩემო სექსუალურო შეფ მზარეულო რის გაკეთებას მიბრძანებთ. ამჯერად უკნიდან აეკრო ფქილის გადანაწილებაში გართულ სესილის და მსხვილი ხელები მის მუცელზე აასრიალა.
-სწრაფი ,გემრიელი და მარტივი.. პიცა. კისერი ოდნავ შემოაბრუნა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე მერე მამაკაციც დაასაქმა და 45 წუთში ცხელი პიცის ნაჭრებით მისაღებში გავიდნენ.სესილიმ ახლადგაკეთებული "ლიმონჩელო" სინიზე შემოაწყო და ისიც მისაღებში , დაბალ მაგიდაზე დააწყო
-როგორ მოგისსწრია ყველაფერის სწავლა, შენ შემოგევლე. ლიდა დეიდამ დისშვილის ხელი თავისაში მოიქცია და სითბოთი აღსავსე თვალებით მიაჩერდა.
ერთად მოალაგეს ლიუდამ და სესილიმ სამზარეულო ,თეფშები დარეცხეს და მისაღებში დაბრუნდნე სადაც ამასობაში ინგას და დემეტერს ყველაფერზე მოესწროთ საუბარი
-ჩემი წასვლის დროა.. სიტყვებს მთელი სინანული ამოაყოლა დემეტრემ. ინგა და ლიუდა გადაკოცნა და სესილისთან ერთად ჰოლისკენ გაემართა
-ტკბილიძილი ჩემო ანგელოზო. შუბლზე აკოცა და მძიმედ გააბიჯა სახლიდან. სესილი კედელს აეკრო, ტავი უკან გადაწია და ღრმად ამოიხვნეშა.
-ელოდა რომ წაყვებოდი. თბილად გაუღიმა ინგამ და სახეზე ხელი დაუსვა
-დეე, არ მინდა რომ დაგტო..
-დროა შენ თავზეც იფიქრო ჩემო პატარავ. მიდი გაიქეცი, დაეწია შენს სიყვარულს. სიტყვა გააწყვეტინა შვილს, იმხელა სითბო იღვრებოდა და მზერიდან, სახის ყოველი ნაკვთიდან და მიმიკიდან, შეუძლებელი იყო ამ ქალთან საერთო ენის არ გამონახვა, შეუძლებელი იყო ის არ გყვარებოდა,. ვერც გაიაზრა, დედას ორივე ლოყა დაუკოცნა, ჰოლიდანვე გასზახა სამზარეულოში მოფუსფუსე დეიდას
-დეი, ღამემშვიდობისა-ო. და სირბილით გავიდა სახლიდან
-ნელა არ დავარდე ჩურჩუტო. კარებიდან გასძახა ინგამ და სესილის ხმაზე გამოსულ დას შეხედა
-ბოლო ოცნებც ამიხდა დაიკო, ჩემი შვილი ისეთი ბედნიერია როგორც არასდროს. შუბლი დის ფუმფულა ლოყას მიადო და ღრმა ამოსუნთქვას დაგროვილი ნახშიროჟანგი ამოაყოლა.
*
დემეტრე სწრაფი ნაბიჯით მიაბიჯებდა ჩაბნელებულ ქუჩებში და მოზღვავებულ ენერგიას გრძნობა, იცოდა სესილის გარეშე ვერ დაიძინებდა, იცოდა მისი თმების სურნელს თუ არ სეისრუტავდა თვას ვერ მოხუჭავდა, მის გლუვ კანს ხელის გულით თუ არ იგრძნობდა დილას მთელი ღამის ნათევი შეხვდებოდა, თუმცა საყვარელი ქალის უსიტყვოდ ესმოდა, ისიც იცოდარომ სესილიც იგივეს გრძნობდა, რომ მასაც ისეთივე ენერგიით და სიძლიერით უყვარდა.ამიტომ მშვიდად იყო, მსოფლიო თავისი ეგონა, ეგონა რომ მზე მხოლოდ მათთვის ამოდიოდა, მთვარე მხოლოდ იმისთვის ანათებდა რომ მთვარის შუქზე სესილის პრიალა კანს ბრწყინვალება შეჰმატებოდა, რომ კიდევ ერთხელ ენახა, ნაცრისფერ უსიცოცხლო მთვარისგან წმაოსული ბრჭყვიალა მუხტები ქალის სხეულზე.. დედამიწის ღერძი ეგონა თავი.. ეგონა რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებდა.
სასტუმროს ოთახის კართან შეჩერდა, გასაღები მოარგო და შესვლისთანავე გაანათა ჩაბნელებული ოთახი. უცნაური სიცივე იგრძნო.. მარტოობის სიცივე და სინანულით გახედა საწოლზე გადაჭიმულ თეთრეულს..
უკნიდან მსუბუქი შეხება იგრნო, მზერა მუცელზე შეაჩერა სადაც თლილ თითებს წააწყდა და ხელის გულში მოიქცია..
ფრთხილად შემობრუნდა, ცალი ხელი მის ლოყაზე მოათავსა მეორეთი მოშიშვლებულ მხარს შეეხო, თავი დახარა, ისე რომ სუნთქვა გაუერთიანდათ, ცხვირი ცხვირზე შეახო და თვალები დახუჭა.
-კარი მიხურე, თორემ იფიქრებენ გიჟები არიანო. ჩაიხითხითა სესილიმ და ოთახში გააბიჯა, მობილური მაგიდაზე დადო და დემეტრეს შემოსვლას დაელოდა. არც დაუყოვნებია.
უკნიდან აეკრო სესილის სხეულზე, ვნება გაუტოლდათ, ვერცერთი გრძნობდა ვერაფერს გარდა ერთმანეთისა, გარდა სხეულის სითბოსა, ორივემ დკკარგა აზროვნება როდესაც ტუჩები შეახეს ერთმანეთს. იმდენად ნაზი იყო დემეტრე , იმდენად სათნო, ცდილობდა ყვენალაიარად ნაზად მოქცეოდა მის წინ მდგარ ვნებისგან მოდუნებულ სხეულს.
ერთი ხელის მოსმით გაანთავისუფლა მუხლამდე ფრიალა კაბისაგან და ვნებიანი თვალებით შეათვალიერა მის წინ სექსუალურ ბიკინიში გამოწყობილი ქალბატონი, სესილიმ თლილი თითები მის კლეტჩატ პერანგზე ჩამოატარა, მერე ფეხის წვერებზე აიწია და ზედა ტუჩი მის ქვედას შეახო, ისე რომ თიტები არ შეუშვია პერანგის ღილებისათვს, კოცნით გაჰხადა მაისური და ხელის ბიძგით წაიყვანა საწოლისაკენ.
ღამის 2 საათი იყო, ერთმანეთზე აკრულები იწვნენ და ფანჯრიდან სემომავალი მთვარის შუქს უყურებდნენ, დემეტრე მოქნილ ხელებს სესილის მოშიშვლებულ ზურგზე ასრილებდა, სესილი თლილი თიითებით მამაკცის კუბიკებზე რვიანებს ხაზავდა.
ოთახში გამეფებულ სიმშვიდეს წყვილი გულსიცემა არღვევდა ხოლმე..
-მინდა რომ ყოველღამით ჩემზე აკრულს გეძინოს, რომ გიგრძნო არამარტო სულიერად არამედ ფიზიკურადაც..
-ახლა და აქ.. მსოფლიოს მარადიულ ქალაქში.. ვგრძნობ რომ მზად ვარ მთელი ცხოვრების შენთან გასატარებლად.. მეც მინდა სულ გგრძნობდე, სულ მაკლიხარ როცა ჩემთან არ ხარ.. დემ.. სიგიჟემდე მიყვარხარ.. ისე ამოიჩურჩულა არც შეუხედავს მისთვის.საპასუხოდ მამაკაცმა ტუჩები დაუგემოვნა ქალს და ყურთან დაუჩურჩულა
-მეშინია ერთდღეს გაღვიძებულს უშენობა რომ დამხვდება. სულ ჩემთან იქნები ჩემო ანგელოზო? ისეთი ტონით თქვა ვინმეს მისი 28 წელი რომ არ სცოდნოდა იტყოდა 18 წლის ბიჭუნა ლაპარაკობოს.. რომეოს სიგიჟემდე შეუყვარდა ჯულიეტა..
-უჩემობას ვერასდროს იგრძნობ გპირდები.. დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და შიშველი სხეულით ზედ აეკრო...
4 საათი ხდებოდა ქალის ჩუმი ღიღინი რომ ისმოდა
-Попроси у облаков
Подарить нам белых снов
Ночь плывет и мы за ней
В мир таинственных огней..
(სთხოვე ღრუბლებს, გვაჩუქობს თეთრი სიზმრები, ღამე მიცურავს და ჩვენც მასთან ერთად, მსოფლისო საიდუმლო ნათებებში.)

*
როგორც უთხრა ისეც მოიქცა, ლიზი თავისთან წაიყვანა ოთომ, მიუხედავად ბავშვის ცრემლების და წინააღმდეგობისა სალომემ ვერ შეძლო ოთოსათვის წინააღმდეგობა გაეწია, გული საშინლად დასწყდა როდესაც ამწვანებულ ბუნებას თვალი გაუსწორა და გაახსენდა თუ როგორ ელოდა ლიზი სალომეს დედულეთში მოხვედრას..
-ის მამაა და სანამ სესილი არ გადაწყვიტავს რა ქნას ჩვენ ვერაფერს ვეტყვით, ამ ეტაპისთვის ასე იყოს სალ. სესილი რომ ჩამოვა დანარჩენი შემდეგ განვიხილოთ. ეხლა გაიღიმა პატარავ , ნუ ხარ ასე მოწყენილი.
ორი რამ ანუგესებდა, ის რომ მთელი წლის უნახავ დედ-მამას გულში ჩაიკრავდა და ის რომ ლევანისთან ერთად მიდიოდა.
იცოდა რომ პატარა აღარ იყო, რომ დრო იყო უკვე სერიოზულად ეფიქრა ცხოვრებაზე მაგრამ არ იცოდა როგორ შეხვდებოდნენ მშობლებლი ლევანის, ეშინოდა "ვაითუ არ მოეწონოთ-ო" თუმცა მათმა შეხვედრამ იმაზე ბევრად უფრო კარგად ჩაიარა როგორც სალომე ელოდა.
სახლის უფროსმა ვახომ ,მარნიმ ახლადდამზადებული საუკეტესო ღვინო ამოარჩია, შვილის რჩეულისათვის, ნელი სწრაფად დაფაცურდა, ხაჭაპურები გამოაცხო, ქართული ტრადიცული სუფრა გაიშალა, სადღეგრძელოებით დალოცვით, ბოლოს კი ცალ-ცალკე ოთახებში მიძინებული წყვილით..
ერთი კვირა მთლიანად განტვირთვას დაუთმეს, კაკლის ხის ჩრდილში იჯდნენ და ერთმანეთს ეჭურჭუტებოდნენ ლევანის მობილური რომ აწკრიალდა, დემეტრეს საზღვარგარეთის ნომერი რომ დაინახა გული სიხარულისგან გაუსკდა.
-ვახ ჩემი რომაელი ძმაკაცი , როგორახარა ძმა? სესილი როგორაა? მთელი შემართებით მოიკითხა ძალიან მონატრებული მეგობარი და სიხარულით აღსავსე თვალები სალომეს მიანათა, რომელიც მეგობრად ქცეული დემეტრეს ზარით არანაკლებ გახარებული იყო..
-კარგად ვართ, თქვენ როგორ ხართ? ლიზი როგორაა? როგორ ისვენებთ? ჩამოარაკრაკა უცებ დემეტრემ და ინგასთან ერთად მჯდომ სესილის გადახედა კოლიდორის ბოლოდან
-რაგვიჭირს, კახეთში ვართ ვტკბებით ცხოვრებით, გადაიხარხარა ლევანიმ. ლიზი ჩვენთან არაა ძმა, მამამისმა არ გამოგვაყოლა. ხმაში სინანული გაერია ლევანისაც, ამ ერთ კვირაში ძალიან მონატრებოდა პატარა ჭორიკანა.
-ბიჭო, ხომ გთხოვეთ თქვენ იყოსო. რაუნდა იმასთან.
-მამამისია, ორი წუთით სიყვარული გამორთე და გონება ჩართე და მიხვდები რომ უძლური ვარ ამ სიტუაციაში, სანამ სესილი ხმას არ ამოიღებს მე ვერაფერს ვიღონებ.
დემეტრე რომ დაფიქრდა მიხვდა რომ ძმაკაცის სიტყვები სიმართლისკენ იხრებოდა.
-მომისმინე ეხლა , თბილისში დაბრუნდებით თუ არა ყიდულობთ სამ ბილეთს რომისაკენ, მე აეროპორტში დაგხვდებით, სესილის მაგრად ენატრება ბავშვი და სალომმე, არ გაუტეხოთ, სიურპრიზი მინდა მოვუწყო. ლიზის დედის თანხმობა დასჭირდება, ჯონი ამირეჯიბი, ხომ გახსოვს, იურისტია დაგეხმარება, სესილის ხელმოწერა სალომემ ზეპირად იცის. მოკლედ ამ კვირის ბოლოს აქ გელოდებით, ერთი კვირა ვიქნებით და იქით კვირას ყველა ერთად დავბრუნდებით.
-როგორც ინებებ ძმაო. ძმაკაცის იდეა მასაც მოეწონა და ფრიად ნასიამოვნები გამმოემშვიდობა, მერე სალომეს მოუყვა გეგმების შესახებ და რამოდენიმე საათში აბარგებაც დაიწყეს.
-ძლივს ჩამოხვედი დედამ გენაცვალოს სად გეჩქარება. დამწუხრდა ნელი
-იტალიაში მივდივართ სესილისთან ქალბატონო ნელი, თორემ არ წაგართმევდით ქალიშვილს არაფრისდიდებით. მორიდებით ჩაილაპარაკა ლევანიმ
-წადი შვილო, აბა შენს ასაკში უნდა გაიარ-გამოიარო, მსოფლიო ნახო თორე ჩემხელა რომ გახდები მერე რაღათა გინდა. შვილს თითები დაუკოცნა და ლოცვა ლოცვით გააცილეს გზაზე.
გზაში სალომე გეგმებს აწყობდა თუ როგორ უნდა დაეთანხმებინა ოთო ბავშვის წამოყვანაზე.
-რამდენიი ღამეა გიჟივით ვარ არ მძინავს შენ რომ არ ხარ ჩემთან. სახლში მისულმა დაიჩურჩულა და სალომე საძინებლისაკენ გაიყვანა.. მონატრებულ ტუჩებს დააცხრა და ორივე ხელით ზედ აიკრო სიფრიფანა სხეული.
მეორე დღეს დილიდანვე დაურეკა ოთოს და შეხვედრა სთოხვა.
-მეც მოვდივარ. ისე თქვა ლევანიმ უარი არ მიირებოდა, ამიტომ მანქანის კარი გაუღო და თვითონაც თავისი ადგილი დაიკავა
-არ მესმის რატომ ნერვიულობ ასე, დიდი მონსტრი არ ჩანს ეგ ოთოც ასე რო შეეშინებინე. სიცილით თქვა ლევანიმ და სალომეს გაბრზებულ მზერას რომ შეხედა დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია.
ცოტახანში მანქანა ელიტარული მაღალსართულიანი კორპუსის წინ გაჩერდა. ნაკარნახევი მისამართით ლიფტს გამოუზახეს და მერვე სართულზე ავიდნენ.
ბინა იმაზე კეთილმოწყობილი აღმოჩნდა ვიდრე სალომეს ეგონა.
-ჰმ! ოდნავ სესამჩნევად დაიჩურჩულა და მათკენ წამოსულ ოთოს "მიეგება".
-პირდაპირ საქმეზე გადავალ, სესილისთან მივდივართ იტალიაში, როგორც ხვდები ბავშვის გარეშე ვერ წავალთ. ყველაფერი მოგვარებული გვაქვს ფრენა ხვალ დილითაა, შენი ტანხმობა გვჭირდებოდა როგორც მამის. სერიოზული ინტონაციით ჩამოარაკრაკა ლევანიმ და ოთოს დაჟინებით შეხედა
-არა. ისე სწრაფად თქვა ძნელად გააგრჩიეს მისი წამოძახილი, თუმცა დაძაბული სიტუაცია ოთახში შემოფარფატებულმა წითურმა ბავშვმა განმუხტა
-სალო დედა როგორ მომენატრე. წითელი კულულები უკან გადაიყარა და სალომეს კალთაში ჩაუხტა, ცალი ხელით ლევანის მიესალმა და გადაკოცნა
-ვიცი სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა მაგრამ შემთხვევით მომესმა ,მართლა მივდივართ დედასთან და ბებიასთან? სიხარული ვერ დამალა ბავშვმა და უფრო მაგრად მოეხვია ქალს.
-სალომემ პასუხის ნიშნად თავი აუქნია და შუბლზე მიაწება ტუჩები
-მომისმინე თუ გინდა რომ მომავალში ბავშმა ამ სახლში ათასში ერთხელ მაინც ირბინოს ჯობია ცოტა დაფიქრდე, სესილის თანხმობა მაქვს, სრულიად საკმარისია ბავშვს ხელი მოვკიდო და წავიყვანო , ეს უბრალოდ კაცობის საკითხია, რადგან შენ მამახარ იმიტომ გეკითხები, თორემ სასხვათაშორისოდ რომ იცოდე არანაირი იურიდიული უფლება არ გაქვს ბავშვზე.
ხმადაბალი ტონით უთხრა ბავშვს რომ ვერ გაეგო და მერე ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა მშვიდი სახით..
საქმე მოთავებული იყო.. საღამოს უკვე ჩემოდნებს კრავდნენ დილის რეისისათვის.

---------------
ესეც ასეე. ნუ მოკლედ იტალიას ვერ მოვწყდი <3 მიყვარხართ ძალიან



№1  offline წევრი Ce Ce

აი მომკალი და ნერვებს მიშლის ეს "ძალით მამა" ოთო
ახლა გაახსენდა შვილი? აქამდე სად იყო?
არა რა ვერ ვიტან ასეთ ხალხს
აი ჩვენი გვრიები კი რა საყვარლები არიან ვგიჟდები ამათზე თან ოთხნი
მიყვარხარ დიკინაა love love request

 


№2 სტუმარი tiko

Kargia zaan,velidebi shemdegsss....

 


№3  offline წევრი NataShka()()()

მმმ მოვლენები,მოვლენები ..:D :D love ოთოო ვითომ მზრუნველი ,,მამიკო'' :@ ..ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად <3 კარგია ძალიან , <33
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№4 სტუმარი გვან ცი

აი დღეს წავიკითხე ყველა თავი და დამთავრება არ მინდოდა... ძალიან მომწონს, ძალიან მაგარია... და ძალიან მაგარი ხარ შენ, ასე მაგრად რომ მწერ.. ასე მგონია მეც იქ ვარ და გვერდიდან ვუყურებ ამ ყველაფერს.. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის, შენი ნაწერები რომ მგვრის... ასე განაგრძე... ♡♥♡

 


№5  offline წევრი Dikunadiko

Ce Ce
აი მომკალი და ნერვებს მიშლის ეს "ძალით მამა" ოთო
ახლა გაახსენდა შვილი? აქამდე სად იყო?
არა რა ვერ ვიტან ასეთ ხალხს
აი ჩვენი გვრიები კი რა საყვარლები არიან ვგიჟდები ამათზე თან ოთხნი
მიყვარხარ დიკინაა love love request


ოთოს პერსონაჟი ნამდვილია, :) არაფერი მოგონილი არაა ამ პერსონაჟში. შეიძლება დადებითი ან უარყოფითია მაგრამ ნამდვილია.
მეკიდე შენ მიყვარხარ ძალიან, <3

NataShka()()()
მმმ მოვლენები,მოვლენები ..:D :D love ოთოო ვითომ მზრუნველი ,,მამიკო'' :@ ..ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად <3 კარგია ძალიან , <33


მმ <3 ძალიან დიდი მადლობა

tiko
Kargia zaan,velidebi shemdegsss....

დიდი მადლობა :*

გვან ცი
აი დღეს წავიკითხე ყველა თავი და დამთავრება არ მინდოდა... ძალიან მომწონს, ძალიან მაგარია... და ძალიან მაგარი ხარ შენ, ასე მაგრად რომ მწერ.. ასე მგონია მეც იქ ვარ და გვერდიდან ვუყურებ ამ ყველაფერს.. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის, შენი ნაწერები რომ მგვრის... ასე განაგრძე... ♡♥♡

დიდი მადლობა შენ აზრის გამოთქმისთვის, უზომოდ მახარებს თქვენი კომენატრები :*

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magaria

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

mmmmm magarii iyooo dzalainn dzalainn male dadee axalii taviiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent