უდანაშაულო დამნაშავე (სრულად)
-სასამართლომ ბატონი ანრი ავალიანი დამნაშავედ სცნო. მას მიესაჯა 25წლიანი თავისუფლების აღკვეთა თორნიკე ლომიძის მკვლელობისთვის. 2თვის წინ.... - ნატალი სად ხარ? - აქ ვარ ანრი. - რა მოხდა? როგორც კი დამირეკე მაშინვე გამოვიქეცი. ანრი ოთახში შემოვიდა და კარებში გაშეშდა. - ნატალი, ეს სისხლია? რა დაგემართა? ვინ გცემა? ანრი ჩემს წინ ჩაიმუხლა, ჩემი სახე ხელებში ფრთხილად მოიქცია, რომ არაფერი ეტკინა და ცრემლები მომაშორა. - დამშვიდდი, ნუ ტირი, ისუნთქე.... გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა. თავი გულზე მივადე და ცრემლებმა იმატეს. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვისხედით ასე, მაგრამ ნელ-ნელა დავმშვიდდი, სუნთქვა გამიმარტივდა და ცრემლებიც შეწყდა. ვგრძნობდი, რომ მის გვერდით არაფერი მემუქრებოდა. მე და ანრი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. კლასელები ვიყავით. ახლა ორივე 25 წლის ვართ. ანრის საკუთარი ბიზნესი აქვს. მე დიზაინერი ვარ. გაცნობის დღიდან საუკეთესო მეგობრები ვართ. - უკეთ ხარ? - ანრიმ ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. - კი, მადლობა. - რა მოხდა? - თორნიკე იყო მოსული და ცოლობა მთხოვა. - რა? - ხო. მე ვუთხარი რომ არ მიყვარდა და ცოლადაც არ გავყვებოდი. გაბრაზდა და ... - მოვკლავ! - საწოლიდან წამოხტა და კარისკენ გაექანა - ანრი არა გთხოვ, არ დამტოვო. ჩემსკენ მობრუნდა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა. სიმწრისგან კანკალებდა. - არ წახვიდე გთხოვ. უშენოდ არ მინდა. ხომ იცნობ თორნიკეს, ასე იოლად არ დანებდება და კიდევ მოვა. ძილან მეშინია. არ ვიცი რა ვქნა. - ისევ ცრემლები მომაწვა თვალებზე. გულში რამდენჯერმე ჩხვლეტა ვიგრძენი და სხეული გამეყინა. - ჩშშშ... ნუ გეშინია. მე აქ ვარ. არ დაგტოვებ. - ისევ მომეხვია და სული გამითბა. - დარჩები ამაღამ ჩემთან? - აბა რას ვიზავ. დაიძინე შენ და არაფერზე იდარდო. მთელი ღამე შენს გვერდით ვიქნები. ერთი წამითაც არ გაგიშვებ ხელს. მის სიტყვებზე გამეღიმა. გვერდით მივიწიე, რომ თვითონაც დაწოლილიყო. თავი გულზე დავადე და წელზე მჭიდროდ ვიგრძენი ანრის ძლიერი მკლავები. (ღმერთო, როგორ მიყვარს) თვალები დავხუჭე და ანრის გულის რითმს გავყევი, რომელმაც ფერიების სამყაროში წამიყვანა... ანრი ოთახში შევედი თუ არა ნატალი დავინახე. იატაკე იჯდა და ტიროდა. ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და თვალთან ლურჯი ლაქა ეტყობოდა. გული წამით გამიჩერდა. გავშეშდი, ხმა ვეღარ ამოვიღე, მუცელში საშინელმა ტკივილმა დამიარა და თვალები დამებინდა. ახლა ჩემს მკლავებში უსაფრთხოდ სძინავს. სახეზე ღიმილი დაკრავს. ისეთი ნაზია, ისეთი დაუცველი.... მახსოვს სკოლის პირველი დღე. გახარებული ბიჭებთან ერთად დასვენებაზე დავრბოდი, როცა შევამჩნიე ატირებული გოგონა. მივუახლოვდი - რატომ ტირი? - მეშინია. - რისი? გოგონამ მხრები აიჩეჩა ჩავეხუტე და დასვენების ბოლომდე ასე ვიდექით. ვიგრძენი როგორ დამშვიდდა. - მე ანრი მქვია - ნატალი... ხელი ჩავკიდე და კლასში შევედით. ამის შემდეგ სულ ერთად ვართ. ახლაც ისეთივე უმწეოა როგორიც მაშინ და მეც სულ მის გვერდში ვარ. (ღმერთო, როგორ მიყვარს) ნატალი მოგზაურობა ფერიების სამყაროში დასრულდა. თვალები გავახილე. უკვე გათენებული იყო. - დილამშვიდობისა პატარა ქალბატონო. - დილამშვიდობისა. - თავს როგორ გრძნობ? - ბევრად უკეთ ანრი მადლობა. ანრიმ თბილად გამიღიმა. საწოლიდან ავდექი და აბანოში შევედი, მოვწესრიგდი და დაახლოებით ნახევარ საათში გამოვედი. - ნატალიიი მიდი რა რამე საჭმელი გამიკეთე ძალიან მშია. - ხელები არ გაქვს? - გთხოვ რა, მანამდე გადავივლებ. - კარგი მიდი. ანრიმ რებერანსი გამიკეთა სანამ აბანოში შევიდოდა. გამეცინა და მაცივრიდან პროდუქტები გამოვიღე. სალათის ფურცლებს ვჭრიდი, როდესაც უკნიდან ფეხის ხმა გავიგე, არადა აბანოდან ჯერკიდევ ისმოდა წყლის ხმა. მივტრიალდი და ჩემს წინ თორნიკე იდგა - ვხედავ არ მოგიწყენია ღამით. კანკალმა ამიტანა. სისხლი გამეყინა. არ ვიცოდი რა მექნა. - იცი აქ რატომ ვარ პრინცესა? გადავწყვიტე მეორე შანსი მომეცა. - უკვე გითხარი, რომ არ მიყვარხარ და ცოლადაც არ გამოგყვები თორნიკეს სახეზე ღიმილი გადაეფინა, რამაც უფრო შემაშინა. - ჰმმ... ვერც ამ ცინგლიანს გაჰყვები. - ჯიბიდან იარაღი ამოიღო და აბაზანისკენ წავიდა. გონება გამეთიშა. მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. არა, ამას არ დავუშვებ! ანრი არ მოკვდება! ხელი მაგიდაზე დაგდებულ დანას დავავლე, თორნიკესკენ გავიქეცი და გვერდში დავარტყი. იატაკი სისხლმა დაფარა. ყველგან სისხლი იყო. თორნიკეს ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ჩაქრა მის თვალებში სიცოცხლის შუქი. დანა დავაგდე, მუხლები მომეკეცა და გონებადაბინდული ჩავიკეცე. შორიდან ანრის ხმა მესმოდა - ნატალი ეს რა ქენი? ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. ნუ გეშინია. მე შენთან ვარ პატარა. არ შეგეშინდეს... დარბაზში მოსამართლის მიერ დარტყმული ჩაქუჩის ხმამ გასჭექა. ტანში მწარე ჟრუატელმა დამიარა. ცხვირი საშინელმა სუნმა დამწვა... ტყუილის სუნმა. ბადრაგებმა ანრის ხელი მოკიდეს, ფეხზე ააყენეს და გასასვლელისკენ წაიყვანეს. ანრის მზერა ჩემსას გაუსწორდა. თვალებში შიში უელავდა. შორიდანაც ეტყობოდა, რომ ერთიანად კანკალებდა. მან ჩემგამო მოიტყუა, დანაშაული თავის თავზე აიღო. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ ვერ გადავადიქრებინე. ანრი ჩემს წინ შეჩერდა. ჩემსკენ გადმოიხარა, თვალებში ჩამხედა, ჩემს ტუჩებს ხარბად დაეწაფა და შემდეგ ყურში ჩამჩურჩულა - ნუ გეშინია. მიყვარხარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.