შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედამიწიდან კოსმოსამდე


19-11-2015, 12:16
ავტორი shokoladi
ნანახია 1 607

გამწარებული გამოვვარდი იქედან,ელის ხელი დავსტაცე და სახლში წავათრიე.დღეს ჩემთან დარჩა და რასაც მოველოდი ის მოხდა.მთელი ღამე მასზე მელაპარაკებოდა.
-აუ იცი რა საყვარელია(ელა)
-კაი რა ძალიან თავში აქვთ ავარდნილი (მე)
-აუ იცი ხვალ სადილზე დამპატიჟა,სკოლის მერე და წამო რა შენც.
-არ ვიცი ვნახოთ,თან მე რა მინდა თქვენთან ერთად?!
-აუ კაი რა,ის თავის ძმაკაცს წამოიყვანს.
-ახლა მითუმეტეს არ წამოვალ ,როცა ვიცი, რომ მისი დეგენერატი ძმაკაციც მასთან ერთად იქნება.
-რას ერჩი მაგის ძმაკაცს,მშვენიერი ბიჭია სპორტული და ძალიან სიმპატიური.მითხრა
-ვერ დაინახე რა დღეში ჩამაგდო?!
-ოოჰ კაი ხო დავიძინოთ.
დილით ადრე ავდექით მოვემზადეთ და მძღოლმა მანქანით წაგვიყვანა.შუქნიშანზე ვიყავით გაჩერებული როდესაც ძახილი მომესმა ,დამაინტერესა და ფანჯრიდან გავიხედე.
-მახინჯო!(თორნიკე)ხმა არ გამიცია უბრალოდ შევხედე.
-ხო, ხო, შენ!(თორნიკე)
ძალიან გავბრაზდი, თავი შევყავი მანქანაში,ფანჯარას ავუწიე და ელას ვანიშნე გაიხედეთქო.როცა ის დაინახა გაიცინა და ეშმაკურად შემომხედა,მივხვდი რაც უნდა ეთქვა და წინასწარ ვუთხარი
-ვიცი რაც უნდა თქვა და არ გაბედო ხმის ამოღება(მე)
-აუ კაი რა,რას ერჩი მაგ ბიჭს,ნახე რა მაგარია(ელა)
-ოოჰ გაჩუმდი რა.ძლივს გავაჩუმე,ამდროს სკოლაშიც მივედით და კლასში შევედით.კლასში სულ 30 ბავშვი ვართ.ძალიან მხიარული და საყვარელი კლასელები მყავს.ერთხელ გაკვეთილი გვქონდა, პატარა ბავშვები ეზოში იყვნენ და ხმაურობდნენ,ჩემი კლასელი გაბრაზდა და ფანჯრიდან გადაყვირა
-გაჩუმდით ბავშვს ვაძინებო.მაშინ მთელუიგაკვეთილი ამაზე ვიცინოდით.ძლივს დამთავრდა გაკვეთილები და სკოლიდან გამოვედით მე და ელა, როდესაც თორნიკე და ელას ბიჭი(ლუკა)დაგვხვდა.თორნიკეს ისევ შიშველ სხეულზე ჰქონდა ტყავი მოცმული და ბაიკს იყო მიყუდებული.ლუკას კიდევ ჭრელი პერანგი ეცვა და ელას ელოდებოდა.ელას დავემშვიდობე და სახლში წავედი.ძალიან გაბრაზებული ვიყავი ელას გამო.ასეთ ბიჭთან რომ დადის,ლუკა და თორნიკე ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობენ,ამას მაშინვე მივხვდი,მე არ მომწონს ასეთი ბიჭები მაგრამ,თორნიკეს შემდეგ მგონი ტვინში ყველაფერი გადამიტრიალდა.ვიმეცადინე ,ცოტა დავისვენე და ელას გავუარე სახლში.სახლის კარი ელამ გამიღო და ეგრევე ყელზე ჩამომეკიდა.მიხაროდა მის ბედნიერ სახეს რომ ვხედავდი ,მაგრამ მაინც ვერ ვენდობოდი ლუკას.თავის ოთახში შემათრია,შოკოლადები და კოკაკოლები შემოიტანა და საწოლზე გაწვა.
-ჰე ,ახლა ამოღერღე.-დავიტანჯე მისი იდუმალი ღიმილით და შევუბღვირე.
-ვაიმე აი ძაან საყვარელია და მგონი მიყვარდება-ეს თქვა და მთლიანად გაწითლდა მე კიდევ ხარხარი დავიწყე.
-არ მესმის 2 დღის გაცნობილი ბიჭი,როგორ უნდა შეგიყვარდეს.
-რავიცი ის ძალიან თავისუფალია და მხიარული,ლაღია.
-კაი ჰო ,აღარ გააგრძელო.-ვეღას მოვუსმენდი მის ლაპარაკს,რადგან მერე მთელი ღამე აღარ დაასრულებდა.
-აუ ბარბ,უნდა მიშველო.
-რა ხდება??-უცებ შევშინდი.
-რა და დღეს ღამე რბოლაა და უნდა წავყვე.
-ელა კაი რა,ძალიან მეშინია შენს გამო,ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალე.
-ოო, მიდი რა.დედას ვუთხარი ,რომ შენთან ვრჩები.
-კაი ხო,მხოლოდ იმიტომ ,რომ მიხარია,როცა ბედნიერს გხედავ.
-აი ძალიან ძალიან მიყვარხარ-მითხრა და ჩამეხუტა.შემდეგ მძღოლმა მოგვაკითხა და სახლში წაგვიყვანა.ელა უკვე ლუკასთან იყო რბოლაზე მე და ჩემი და (ლილე) კიდე ტელევიზორს ვუყურებდით.უცებ ტელეფონმა დარეკა,ის ელას დედა იყო,ძალიან ავფორიაქდი ასეთ სიტვაციაში პირველად ვიყავი და არ ვიცოდი რა მეთქვა,თან არ მინდოდა ქალბატონ ლელასთან პრობლემები შემქმნოდა.
-ალო(მე)
-გამარჯობა,ბარბარე საყვარელო,ელის ვურეკავ და არ მპასუხობს და რას შვებით როგორ ხართ?(ლელა)
-კარგად.უბრალოდ ელას ჩაეძინა და ალბათ მაგიტო არ გიპასუხათ.
-ააჰ კარგი დედი,უბრალოდ გააფრთხილე ,რომ ხვალ 8-ზე მოვაკითხავ,ექიმთან უნდა წავიყვანო.
-კი,კი როგორც კი გაიღვიძებს ეგრევე ვეტყვი.
ძალიან გაბრაზებული ვიყავი,ელა ტელეფონს არ იღებდა და ეს ამბავი სასწრაფოდ უნდა მეთქვა,თორემ შარში გავეხვეოდით.ჩემ დას ვკითხე ,ხომ არ იცოდა სად იმართებოდა რბოლა.ყოვლისმცოდნე ლილემ კი მისამართი მომცა,მიკვირს ის ჩემზე პატარაა და ჩემზე ბევრი რამ იცის,ალბათ იმიტომ,რომ ჭორიკანაა.მოკლედ ამოვიცვი შორტები ,ბრეტელებიანი მაისური ჩავიცვი,კეტები ამოვიცვი და ბენდენა გავიკეთე კისერზე.გარეთ გამოვედი ,მაგრამ ძალიან შემცივდა და ისევ სახლში ავედი .სქელი პერანგი ,მოვიცვი და გზა გავაგრძელე.ძლივს მივაგენი იქაურობას და მოვძებნე ელა,დედამისის დანაბარები გადავეცი და სახლში წასვლას ვაპირებდი ისევ თორნიკე ,რომ შემხვდა.შეჯიბრი იწყებოდა და როგორც მივხვდი თითო ბაიკერს თითო გოგო უჯდებოდა უკან.
-ვა ,მახინჯო მომიჯდები??ირონიული მზერა მსტყორცნა
-არა მადლობა,არ მინდა.
-ვაახ,შიშის სუნი მცემს-ახლა ნამდვილად გავბრაზდი ,მაგრამ არ შევიმჩნიე.პიკი იყო,როდესაც მისმა ნაშამ დამცინდა,მე ცინიკურად გავუღიმე და მის მეტოქეს მოვუჯექი უკან.გოგოები მონაწილეებს ზურგით უჯდებოდნენ და მონაწილეს სპეციალური ქამრით ეჭიდებოდნენ,გამწარებულმა ეს ქამარი ელას გამოვგლიჯე ხელიდან და დამის(თორნიკეს მეტოქეს)მივუჯექი უკან.წასვლის წინ ბენდენა მომაძრო და ხელზე დაიხვია,თან აკოცა.ამ ჟესტმა გაოცეული დამტოვა,ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი საქციელი,მაგრამ აღარ ჩავძიებულვარ,რადგანაც სასტვენის ხმა გავიგე ,რაც რბოლის დაწყების ნიშანი იყო.ძალიან სწრაფად მივქროდით,თან პირველად ვიჯექი ბაიკზე და მთელ ხმაზე ვყვიროდი,უცებ გაისმა პოლიციის სირენების ხმა ყველა გაიქცა და მე დებილივით ვიდექი შუა მოედანზე,უცებ თორნიკემ დამავლო ხელი და ბაიკზე მომიჯინა,შემდეგ სადღაც ჩამომსვა და მითხრა მოიცადე და მალე მოვალო.ვუცდიდი როდესაც ძაღლის ყეფა გავიგე,ძალიან შემეშინდა და დაღმართზე დავეშვი,ფეხი ამისრიალდა და დავგორდი,სულ ტალახიანი ვიყავი,თან ამოსვლითაც ვერ ამოვდიოდი.ცოტა ხანში ძლივს მიპოვა თორნიკემ და ამომათრია აქედან.მის ბაიკზე დაჯდომას ვაპირებდი და უცებ შემაჩერა
-მოიცა რა შენ ესეთი ტალახიანი აპირებ ჩემს ბაიკზე დაჯდომას??-გაკვირვებულმა ამათვალიერა.
-აუ კაი რა აბა რა ვქნა ახლა ?!-სულ დამავიწყდა თავმოყვარეობა და საწყალი თვალებით შევხედე.
-კაი ხო,მიდი ეგენი გაიხადე და ჩემი ქურთუკი მოიცვი.
-კარგი მაშინ არ გამოიხედო.
-ხო მიდი სწრაფად.
მეც მოშორებით ზურგით დავდექი და გახდა დავიწყე,როდესაც მივიხედე და დავინახე როგორ მიყურებდა ,ძალიან გავბრაზდი.
-რატომ მიყურებ,ხომ გაგაფრთხილე არა!შენ შენი თავი ვინ გგონია?!
-კარგი ხო,აღარ გიყურებ.
საბოლოოდ როცა დავრწმუნდი.რომ არ მიყურებდა,ყველაფერი გავიხადე და მისი ქურთუკი მოვიცვი,როცა მივბრუნდი შევამჩნიე ბაიკის სარკიდან მიყურებდა.
-ოხ,შე ნაძირალა რა გითხარი მე.
-არა ისე ძალიან კარგი საჯდომი გქონია.
გავბრაზდი მაგრამ აღარ შევიმჩნიე.ბოლოს სახლამდე მიმაცილა,სახლის კართან ვიდექი.
-მადლობა რომ მომიყვანე
-შემიძლია ხვალაც გამოგიარო და წაგიყვანო
-ხო,ისევ პოლიცია რომ დაგვსდევდეს.-ვუთხარი ცინიკური მზერით.
შევლას ვაპირებდი,როცა მკლავი დამიწირა,მტევანი მაჯაში მოიქცია და მიმიხუტა.ხელი წელზე მომხვია,შემდეგ ცოტა ზემოთ აუყვა და ნაზად ჩამომისვა.
-შეჯიბრებისას ძალიან თამამი იყავი,მაინც ჩამიშვებ?
-კი-დაუფიქრებლად წამოვიძახე.
-ანუ დარწმუნებული ხარ.
-კი-ისევ გაბრუებულმა ვუპასუხე.
თმა გადამიწია და ყურის ძირში მაკოცა ,შემდეგ ლოყაზე,ცხვირს ცხვირი გაუხახუნა და ტუჩებზე მომაფრქვია თბილი სიო,მე დებილს კიდე თვალები დახუჭული მქონდა და თავისუფლად ვაძლევდი ნებას პირველი კოცნა მოეპარა,როცა მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
-ოხ ბარბი,ბარბი.მე ღორი ვარ,ცხოველი,უნამუსო,მაგრამ მაძლევ უფლებას გაკოცო?იცი ალოგიკული ხარ-მითხრა დამცინავი ტონით.ძალიან გავბრაზდი და პირში მივახალე.
-შენ კი ნაძირალა- მივბრუნდი და გზა გავაგრძელე.
-შენ მელოდებოდი,როდის გაკოცებდი.-გავბრაზდი და სილა გავაწანი.
-უუუუჰ,აბა ქურთუკი დამიბრუნე.-გავიხადე ქურთუკი და ფეხებთან დავუგდე.
-ცხელი ტუჩები გაქვს.ძილისწინ კოცნაზე რას იტყოდი?
-გაეთრიე აქედან-ვუთხარი და გაბრაზებულმა მოვიჯახუნე კარი.

აბა როგორ მოგეწონათ?გავაგრძელო??კომენტარები არ დაგიტოვებიათ და ვერ გავიგე,მგონი არ მოგწონთ :/



№1  offline მოდერი წითური გოგონა

სულ დიალოგებით გაქვს აჭრელებული სიახლე!
გამოასწორე და მსუყე აბზაცები ჩაწერე !
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2 სტუმარი nelii

filmi gvaqvs nayurebii zvirfasoooo:-)

 


№3 სტუმარი Nancy

Es cidan sam metrzeaa ))shenit mogepiqra ramee jobdaaa

 


№5 სტუმარი maria

kargit raa xalxo sakutari fantazia ar gagachniat?!!..tan is mainc agiare ro sheni fantaziit araa eg dawerili..yvelaferi kopirebuli gaq filmidann ! uimeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent