შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე... (4)


19-11-2015, 19:16
ავტორი Genius))
ნანახია 3 324

დილით ადრე მომიწია ადგომა რადგან დილით წასვლა გადაწყვიტეს
ჩანთა გუშინ ჩავალაგე
შორტი და მაისური ჩავიცვი ფეხზე კედები და სოფოსთან ერთად ნიკას სახლისკენ წავედი
ყველა იქ იყო მხოლოდ მეტრეველი არ ჩანდნენ
-აუ ამ დილაუთენია რა წასვალა იყო? - საყვედურით მივუახლოვდი ბავშვებს
-ბოდიშით ძილი რომ არ გაცადეთ (ძიმკა)
-შენ სულ როგორ მკბენ ჰა? - ვუთხარი და ძმაკაცას გადავეხვიე
-მიყვარს რომ მიბრაზდები ხომ იცი - ბარგი ლუკას მანქანაში ჩააგდო
-მე ვის მანქანაში ვარ? - ვიკითხე და ლუკას გავხედე
-ჩემთან ჩაჯექი - თავი გადმოყო ნიკუშამ თავისი მანქანიდან
ჩანთა ნიკას მანქანაში ჩავაგდე და ბავშვების მივუტრიალდი
-ვის ველოდებით? - თავი გავიშტერე
ჩემს კითხვაზე სოფოს გაეცინა
-მეც ნიკას მანქანაში ჩავჯდები - თქვა სოფომ
არა რა ეს რომ არ მყავდეს
-ეე რას მაიგნორებთ - ლუკასკენ წავედით - ვის ველოდებით
-მეტრეველებს - გამცა პასუხი და გამიღიმა - როგორ ხარ შენ გუშინ შეუძლოდ იყოო
-ეხლა უკეთ ვარ - გავუღიმე მაგრამ საშინლად არ მომწონდა მათ რომ ვატყუებდი და ერთი კვირა კარგი გოგოს როლი უნდა მეთამაშა - და ამდენი ხანი სად არიან? მათ არ ეხებოდათ ადრე ადგომა?
ჩვენს წინ მანქანა გაჩერდა
-აქ ვართ - მანქანიდან თავი გადმოყო გიორგიმ , მზის სათვალე ოდნავ ჩამოიწია და გამიღიმა
მეც გავუღიმე
მაგრამ აი ამ მზერაში ორივეს მზერაში ნათქვამი იყო "არ უნდა წამოსულიყავი" და ორივემ კარგად ვიცოდით რომ ერთმანეთის მტრები გავხდით
-------
მანქანაბში გავნაწილდით
მე სოფო ნიკა და ძიმკა ერთად
ძიმკამ მანქანაში სიმღერა ჩართო
-აუუუ ძუმკუ დაუწიე ცოტა რა - ვთხოვე და მის მაგივრად ჩემი თხოვნა ნიკამ შეასრულა
გამეღიმა
იმაზე უფრო თუ როგორ გადახედა ძიმკამ ნიკას
რაღაც იეჭვა , ნუ მათ ხომ ეგონათ რომ ნიკუშას მოვწონდი და არც გამკვირვებია
ხმა არ ამოგვიღია მხოლოდ ძიმკა თუ ილაპარაკებდა რაღაც სისულეებს
ჩვენ თავს დავუქნევდით და მერე ვიცინოდით
ერთ საათში ბეთანიაში ვიყავით
უზარმაზარი სახლი ქონდა ნიკას , აგურებით ნაშენი შიგნიდან ძველებურად იყო მოწყობილი და ეს უფრო ალამაზებდა გარემოს
ყველაფერი მაგრად დაიწყო მაგრამ ერთადერთი რაც მაშინებდა ის იყო რომ გიორგის რამე სისულელე არ გაეკეთებინა
-ბასეინი გაქვთ აქ? - სახლში შესვლის თანავე ვიკითხე
-კი სახლის უკან
-ვაიმეე რა მაგარია - იყვირა სიხარულისგან სალომემ
ნიკას გავუღიმე
-ოთახებს არ გავანახებ?
-მეორეზე ადით კარგი ? შენ და სოფო ერთად და ანი და სალომე ერთად
-რა პრობლემაა - ვუთხარი და გოგოებთან ერთად ნიკას ზემოთ გავყევით
ოთახები გვერდიგვერდ იყო , ჩემი ოთახის წინ კი ნიკასი ხოლო მის გვერდით რატომრაც გიორგის , ბიჭების ოთახებიც იქვე იყო
გიორგი ან თავის დას არ შორდებოდა ან უკვე ძალიან მაგარი გეგმა ჰქონდა ჩემს გასანადგურებლად
მე და სოფოს ოთახი ძალიან მოგვეწონა , ჯერ საწოლზე დავხტოდით მერე კი ტანსაცმელი ამოვალაგეთ
-როგორ გგონია გიორგი რას იზავს? - მკითხა სოფომ და გვერდით მომიწვა
-თუ სიმართლე გაინტერესებს მგონია რომ აქედან ან მე გავიქცევი ან ის
-კაი რა ნიკამ არამგონია ზედმეტი გააბედინოს
-ნიკა რა შუაშია? გიორგი სხვებთან არაფერს იზავს
-აბა შენ მარტო ვერ დაგიჭერს
-გოგო კი არ მეშინია , არ მინდა რამე ზედმეტი გამიბედოს მე შენ ხო დაგპირდი განახებ ბიჭს როგორ ვცემთქო - გამეცინა და სოფოს ლოყაზე ვაკოცე
-წამო ჩავიდეთ
-ცოტახანში ჩამოვალ რა მეძინება მე
-კაი მიდი თუ რამე აქვე ვართ
გავუღიმე და კარი მიხურა
რატომღაც ნიკუშაზე დავიწყე ფიქრიდა გამეცინა
არა ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის , თან შანსებიც აქვს
ის მე და ნიკუშა კაი წყვილი ვიქნებით
გამეცინა მაგრამ სახე ამელეწა როდესაც ოთახში შემოსული გიორგი ვნახე , რომელსაც ხელები გადაჯვარედინე ჰქონდა და მიყურებდა
ვინანე რომ სოფოს არ გავყევი
-ოთახი შეგეშალა მგონი - დავუბღვირე
-შენ გიჟი ყოფილხარ - ისე მიყურებდა აშკარად ვეცოდებოდი
მაგრამ ამის შესაცოდი რა მჭირდა?
-გიჟობის რა შემატყვე?
-რავიცი მარტო ხარ და იცინი - გაეცინა
-გაეთრიე!
-რა მითხარი? - ჩემსკენ წამოვიდა
-კარს ხომ ხედავ? - ხელით კარებისკენ ვანიშნე - ჰო და გაეთრიეთქო!
-შენ ვინმე........ - სიტყვა შუაზე გააწყვეტინა კარის ხმამ
ორივემ კარს გავხედეთ
-რა ხდება აქ? - ოთასი შემოყო თავი ნიკამ
და ამ მომენტში უზომოდ მადლობელი ვიყავი მისი
-არაფერი დამტენი მინდოდა მაგრამ როგორც ჩანს არაა აქვს მარიამ - გამიღიმა - მე შენ მოგივლი - მიჩურჩულა და ოთახიდან ღიმილით გავიდა
ნიკას აშკარად არ მოსწონებია ეს სიტუაცია
-რა უნდოდა? - მკითხა როგორ კი გავიდა
-დამტენი ხომ გითხრა - მხრები ავიჩეჩე
-იცი რა შეშინბული სახე გქონდა რომ შემოვედი?
-შეშინებული ? - ნაძალადევად გავიცინე - კაი რა
-ხო შეშინებული - მითხრა და წინ დამიჯდა
-არა რაღაც მოგეჩვენა
-არ მომწონს ეს გიორგი მარიამ
-მართლა დამტენი უნდოდა
-რატომღაც არ მჯერა
-ორი ადამიანი გეუბნება და შენ არ გჯერა?
-რა ტელეფონის დამტენი უნდოდა
-სამსუნგის
-და დღეს გიორგის ხელში აიფონი რომ შევამჩნიე?
-ალბათ წამოიღო მეორე რა მერე
-აჰა - თავი გააქნია - წამოდი ქვემოთ ბასეინზე გავდივართ
-ვაიმე - ღიმილით გავხედე ნიკას - გამოვიცვლი და ჩამოვალ
ნიკას გავხედე და როგორც კი კიბეებზე ჩავიდა მაშინვე გიორგის ოთახისკენ წავედი
იქ დამხდა
ყირსასმენები ეკეთა და რაღაცას უსმენდა
მივედი და ყურსასმენები გამოვგლიჯე
დაფათებულმა ამაომხედა
-შენ გოგო გაგაიჟდი? - მიკვირა და ყურსასმენები ხელიდან გამომგლიჯა
-რის მიღწევას ცდილობ? - თვალებიდან რემლები წამომივიდა
ვნახე როგორ შეეცვალა სახე , თითქოს რაღაც ეტკინა , ხელები აუკანკალდა
-გიორგი გეკითხები! - ვუყვირე და ჩემმა ხმამ რელობაში დააბრუნა
ისევ ის სახე , ისევ ის დამცინავი მზერა
-განახებ მაგას!
-დამშვიდდი რა უკვე ხვდებიან რომ რაღაც ისე ვერ არის!
-ვინ ნიკუშა? - ნიკუშა ისე დამცინავად ახსენა სისხლის ამიდუღდა
-ნიკუშა შენ მაინც არ გგავს , შენნაირი უზრდელი არ არის! - შევეცადე გამეღიმა
სახე აელეწა , ნესტოები დაებერა , სხეული დაეჭიმა
ჩემსკენ წამოვიდა და ხელი მაგრად ჩამავლო
ხელს ვეღარ ვგრძნობდი
-გამიშვი გიორგი! - ტკივილისგან ძლივს წარმოვსთქვი ეს ორი სიტყვა
-არ გაბედო და მეორეჯერ უზრდელი არ დამიძახო!
-უზრდელი ხარ!
ხელი უფო მაგრად მომიჭრა
-არ გაბედო მარიამ!
-მტკივააა! - ვიკივლე და ხელი გამიშვა
უკან დაიწია და თავი დახარა
-გაეთრიე! - მიყვირე და ოთახიდან გამოვედი
გამოვედი არა უფრო გამოვიქეცი
ჩემს ოთახში ტირილით შევედი
ესემესის ხმა გავიგე
სოფო მწერდა "ჩამოდი"
აბაზანაში შევედი და სახე მოვიწმინდე , ხელზე ბენდენა შემოვუხვიე ძალიან მქონდა ჩაწითლებული და არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია თორემ მერე რისთვის დამებრალებინა
გამოვუცვალე , თხელი მოსცმელი მოვიცვი და ბვშვებთან ჩავედი
გიორგიც იქ იყო
დამშვიდებული და ძიმკას ბიჭებს რაღაცაზე ელაპარაკებოდა
ნიკა იყო მარტო რაღაცას წერდა ტელეფომში მასთან მივედი და გვერდით მივუჯექი
გამიღიმა
-მარიამ ჩამოდი წყალში - გამომძახა ანამ
ეხლა წყალში რომ ჩავსულიყავი ბენდენა უნდა მომეხსმა და მერე ცუდად წამივიდოდა საქმე ამიტომ თავი გავაქნიე და ნიკას გვერდიდან არ მოვშორებივარ
-რა იყო გოგო ბენდენებით სიარული დაიწყე? - დამცინა ძიმკამ
-დავაი რა - ვუთხარი და წყლია ბოთლი ვესროლე
თავი დავხარე და თვალებიდან ცრემლები ჩამომივარდა
ლუდის ასაღებად წავედი არავის რომ არ შეემჩნია
ლუდი მოვსვი და თავში თითქოდ რაღაცა დამარტყეს
ერთს მეორე მოყვა , მეორეს მესამე , ბიჭები ლუდს აღარ მასმევდნენ არ შეიძლება ამდეი შენთვისო
არა სასმელი არ ამკიდებია , უბრალოდ იმ ტკივილს აქრობდა წუთით მაინც რასაც ვგრძნობდი
ყველაზე მეტად კი იმაზე მეშლებოდა ნერვები რომ გიორგი იჯდა ასე მხიარყლად და მომხდარი ეკიდა
ცოტახანი ბავშვებთამ გავატარე მაგრამ ბოლომდე მაინც ვარ გავძლებდი
-სოფ ავედი მე რა და კარი ჩაკეტილი მექნება
-აუ კაირა იყავი
-გთხოვ - სოფო მიხვდა რომ რაღაც კარგად არ იყო
-მოვდივარ მეც
-არა შენ ცოტახანში ამოდი გთხოვ
ბავშვები თვალს როგორც კი მოეფარნენ ტირილი დავიწყე
ყველაფერი მტკიოდა განსაკუთრევით გული
ასე არავის არ დავუმცირებივარ ცხოვრებაში
ოთახში ტირილით შეევვარდი საწოლზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე
ვანანებ ! ვანანებ! თან ვჩურჩულებდი
მერე გამახსემდა რომ კარი არ ჩამიკეტავს და კარებისკენ წავედი
მაგრამ კარი საპირისპირო მიმათულებით გაიღო
-ხელზე რა გჭირს? - გავიგე ნიკუშას ხმა და ადგილზე გავქვავდი
-არაფერი - ვუთხარი და კარის მიზურვა ვცადე მაგრამ ნიკუშა ოთახში შემოვიდა
-ხელი მაჩვენე - ხელი გამოწია და მაგრამ უკან დავიხიე
-ვერ გაიგე რა გითხრი ნიკა?!
-მანახე ხელი მარიამ
-არაფერი არ მჭირს! - ვიყვირე
-დამიმტკიცე
-ნიკუშა ცოტახნით თავი რომ დამანებო არ გინდა? მარტო მინდა ყოფნა
-დებილი კი არვარ ვხვდები რომ რაღაც გჭირს და თუ არ მოუარე იმ ხელს გაგირთულდება - ჩემსკენ წამოიწია
-აუ ნუ თამაშობ მზრუნველი მეგობრის როლს და მარტო დამტოვე! - ვუყვირე და ხელით ვანიშნე ოთახიდან გასულიყო
-კაი - ჩაიცინა , თავი გააქნია და გავიდა
ეს რა გააკეთე მარიამ რა?
საწოლზე ცდავჯექი და ერთ წერტილს მივაშტერდი
-მარიამ რა ხდება? - ოთახში გიჟივით შემოვარდა სოფო - შენი ყვირილი გარეთაც ისმის
-ბავშვებმა გაიგეს? - ვიკითხე უემოციოდ
-არა არაფერი გაუგიათ მე ამოვდიოდი უკვე არ მეტყვი რა ხდება? - აშკარად ნერვიულობდა სოფო
-გიორგი! გიორგი ხდება! - ვუთხარი და ხელზე ბენდება მოვიხსენი
ხელზე რომ დავიხედე მე თვითონ შემეშინდა
თვალები გამიფართოვდა და ცრემლები წამომივიდა
-მიშველე.. სოფო.. გთხოვ! ასე მგო..ნია ამ ბიჭს... ხელში შე..ვაკვდე...ბი! - ვკანკალებდი , სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი
-დამშვიდდი ჩემო სიცოცხლე ოღონდ შენ არ ინერვიულო ხვალვე წავალთ მე და შენ აქედან - მომეხვია და თავზე ხელებს მისვამდა
-არა! არა სოფ... არსად არ წავალთ!
-აქ ვერ დავრჩებით მარიამ!
-ის წავა!! მე აქ გასართობად მოვედი! და... მას მოუწევს წასვლა!
-მარიამ ვერაფერს ვერ იზავ!..
-ასე არავის არასდროს არ დავუმცირებივარ გესმის? ასე არავინ არასდროს მომპყრობია - ხელზე ვანიშნე - და ავდგე და წავიდე? ასე უბრალოდ წავიდე? სოფო ყოველთვის ვამბობდით რომ ზედმეტს არავის არ გავაბედინებდით და ეხლა მე დავნებდე? არარსებობს სოფ! არვიცი როგორ მაგრამ ვანანებ! მის სუსტ წერტილს გავუგებ და ვანანებ!
-ხომ იცი ყველგან და ყველაფერში შენს გვერდით ვარ მაგრამ ეს კარგი აზრი ნამდვილად არ არის მარიამ
-მასაც რაღაცა უნდა ჩემსგან რა არვიცი მაგრამ რაღაცას აპირებს... თავს არ დამანებებს გესმის მე კი გაქცევას არ ვაპირებ - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე
-წამოდი ხელი დაგიმუშავო - ხელი მომკიდა და აბაზანისკენ წამიყვანა - არვიცი ეს სილურჯე როგორ დავფაროთ...
-ტონალური არ დაფარავს?
-უყურებ? ხელი ლურჯი კი არა შავია , როგორ გიშველო ისიც არვიცი
-დედაშენს დაურეკე
-და რა ვუთხრა ხო იცი ინერვიულებს?
-ჩემზე არ უთხრა , ვითომ ვიღაცამ ხელი დაარყა რამეს და გაუშავდა და როგორ ვუშველოთქო
-კარგი მოიცა
სოფომ ტელეფონი ამოიღო და დედამისს დაურეკა , დედამისიი ექიმია და ყველაფერი ისიც ასერომ მასთან დარეკვა ჯობდა ჩვენს მაიმუნობებს
თხუთმეტი წუთი უხანიდა რაღაცას და შემდეგ მე შემომიტრიალადა
-რაღაც მალამო გვინდა სახელი ვერ დავიმახსოვრე და მომწერს - მითხრა სოფომ და ხელს დახედა - მოვკლავ რა
-კარგი წავიდეთ და ვიყიდოთ მაქვს ფული
-როგორ წავიდეთ? ბიჭები ხომ იცი ყველაფერს გამოგვკითხავენ
-სოფო უნდა წავიდეთ
-ნიკუშას თხვე მანქანა
-არა ვერა ცუდად ველაპარაკე ნაწყენია - თავი დავხარე
-რატომ?
-წამოდი რა ყველაფერს გზაში მოგიყვები - ხელი მოვკიდე და თან წავიყვანე
ბიჭები ტელევიზორთან იჯდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ , გიორგიც იქ იყო და თავი ძლივს შევიკავე ჩხუბისგან
-ლუკა - გავძახე ლუკას მშვიდად
-ჰოუ - ღიმილით გამომხედა
-მანქანა მათხოვე რა
-სად მისიხართ?
-წყნეთში ჩავალთ და ამოვალთ ცოტახანში
-წყნეთში რა გინდათ? -მკითხა ინტერესით
ყველამ ჩვენსკენ შემოიხედა გიორგიმაც
-ერთი მეგობარი მყავს და ვნახავ რა
-ხვალ ვერ ნახავ? შვიდი ხდება უკვე
-ჩადის ხვალ თბილისსში - გავუღიმე
-ამოვიდეს აქ
-ლუკა მანქანას მათხოვებ?
-კაი - გასაღები მესროლა
-მიყვარხარ - გავძახე და მანქანისკენ წავედით
საჭესთან სოფო დაჯდა , ეგრევე წავედით
-აუ მაგრად გადავრჩით სალომემ რამე რომ არ თქვა ან წამოსვლა არ მოუნდა - თქვა სოფომ
-აუ ეგ დებილი კი არაა ხვდება ყველაფერს და ამასაც მიხვდა - გამეღიმა
-შენ რა იცი? - მკითხა ინტერესით
-თვალი ჩამიკრა და მანიშნა არაფერზე ინერვიულოთო
სოფოსაც გაეღიმა და მე გადმომხწდა
-მოგწერა დედაშენმა?
-კი ჩავიდეთ და ვიყიდოთ მაგრამ ხელს მაგრად უნდა გაუფრთხილდე , ქეთიმ კარგი იქნება საავადმყოფოში თუ მიიყვანთო
-არა რა საავადმყოფო არ მინდა ბიჭებმა რამ გაიგოს
-ჰო მეც ვუთხარი რომ არ უნდათქო და მაშინ ხელი ძალიან არ დათვირთოსო , მალამოს რომ წაგისვავ შეხვეული უნდა გქონდეს
-კი კი , გრძელმკლავიანებით ვივლი
-მარიამ წავიდეთ რა
-ნიკაზე არ გაინტერესებს? - სხვა თემაზე გადავიტამე საუბარი
-მიდი მომიყევი - თავი გააქნია სოფომ
ყველაფერი მოვუყევი და მანაც არ გაამართლა ჩემი საქციელი , ა რა იყო აქ გასამართლებელი ადამიანი ჩემზე ზრუნავდა და მე? მე უხეშად ველაპარაკე
-მიდი და ბოდიში მოუხადე ნიკუშას რომ ავალთ
-ჰო ეგრე ვიზავ - ვუთხარი და სოფომ მანქანა გააჩერა
აფთიაქში შევედით და წამალი ვიყიდეთ , ბინტიც და კიდევ რაღაც წამლები
აფთიაქში მყოფ ექთან ჩემი ხელის დანახვისას შეეშინდა
-შვილო რა მოგივიდა? - მკითხა გაკვირვებულმა
-არაფერია რაღაცას მივარტყი - ნატკენი ხელით დავმალე
მაგრამ ექთანი ჩემთან მოვიდა და ხელს დახედა
-ეს მირტყმულს კი არა უფრო ადამიანის ნამოქმედარს გავს
-ადამიანის არა ცხოველის - ვუთხარი და აფთიაქიდან გავედი
სოფო იდგა და იმ ექთანს ელაოარაკებოდა
დიდხნიანი საუბრის შემდეგ ძლივს გამოვიდა
-რა გითხრა?
-რაღაც რჩევები მომცა - მანქანაში ჩავსხედით - წავედით?
-წავედით
ნახევარ საათში სახლში ვიყავით , ბავშვები ისევ ტელევიზორთაბ იჯდნენ
-ვა მოხვედით? - გადმოგვხედა ლუკამ - ნახე დაქალი?
-კი მადლობა - მანქანის გასაღები ვესროლე - ოთახში ვართ ჩვენ
ოთახში ავედით და კარი ჩავკეტეთ
სოფომ ხელი დამიმუშავა
თითოეული შეხება ისეთ ტკივილს იწვევდა მეგონა მთელი სხეული დამიჩეხეს და ეხლა ვიღაცა ჩემს აწყობას ცდილობდა
-მოვრჩი - მითხრა და ნაგავი ყუთში ჩაყარა - გადი ეხლა ნიკასთან და შემდეგ დავისვენოთ რა
-კარგი - ვუთხარი და ნიკას ოთახისკენ წავედი
ოთახიდან შუქი გამოდიოდა ამიტონ კარი გაბედულად შევაღე
შევიხედე მაგრამ ნიკა არსახ ჩანდა
-მე მეხებ? - გავიგე ნიკას ხმა და შიშისგან შევხტი
-ხო
-დაგჭირდი? - მკითხა და გამიღიმა
-ნიკა მისმინე ბოდიში რა ვიცი ცუდად მოვიქეცი
-მე უბრალოდ შენი დახმარება მინდოდა
-ვიცი ვიცი და ბოდიში რა ,მართლა არ მინდოდა უბრალოდ მაშინ ცუდ ხასიათზე ვიყავი და... მოკლედ ბიდიში რქ - ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი
-დაიკიდე უბრალოდ მინდა იცოდე რომ თუ რამე დაგჭირდა აქ ვარ - დამეწია მისი სიტყვები
გამეღიმა
-მადლობა ნიკა... და მართლა არაფერი არ მჭირდა არ მომიტყუებიხარ - არადა ისევ ვატყუებ
-კარგი წადი დაისვენე
-დღეს არამგონია კიდევ გნახო ამიტომ ტკბილი ძილი - გავუღიმე და ოთახისან გავედი
სოფო საწოლზე დამხვდა და ვიღაცას წერდა
გამოვიცვალე და გვერდით მივუწექი
-ვერ წერ?
-ვერ მოვიშორე რა - გაეცინა
-არადა კარგი ბიჭია ბექა
-აუ რა ბექა გოგო
-თან უყვარხარ
-რაო ნიკამ ? - თემა შეცვალა და გამეცინა
-რავი თუ რამე დაგჭირდა აქ ვარო
-კაი ბიჭა ნიკა
-დავაი რა - გამეცინა და ბალიში ჩავარტყი
კიდევ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ , მაგრამ ამ საუბარში არცერთს არ გვიხსენებია "გიორგი" ,არც იყო საჭირო , შეიძლება ვიცინოდი მაგრამ ორივემ ვიცოდით რომ გული ძალიან მტკიოდა
სადღაც პირველი საათი იქნებოდა რომ ჩაგვეძინა
მაგრამ მე მალევე გამეღვიძა
სახეზე ხელი მოვისვი და ოფლიანი ვიყავი
ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოაკენ ავიღე გეზი , წყალი უნდა დამელია , ყელი გამომშრალი მქონდა
კიბეებთან ტელეფონით უნდა გამენათებინა გზა მაგრამ... ვერაფერი ვერ მოვახერხე
რაც მახსოვს ისაა რომ ვიღაცამ ხელი მკრა
მერე თავის ტკივილი რაც ძლიერმა დარტყმამ გამოიწვია
მერე მხოლოდ სიბნელე და აქაიქ თეთრი წერტილები....



№1 სტუმარი კაირა

აუარადა გიორგი კაიივარიანტია და მთლად სადისტი ნუგახადე :D

 


№2  offline წევრი გაიღიმე

ნიკოლოზიი !! გიორგი არ გამაგონო:D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent