შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი რამ,რისიც მწამდა


19-11-2015, 21:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 237

იმ დღესაც არ მინახავს სიზმარი, ის, თითქმის არასდროს მსტუმრობს, ამიტომ ამ ფაქტისთვის ხაზის გასმა არც არასდროს მიწევს.

საწოლიდან წამოვიწიე და საათს დავხედე, ექვსიც კი არ იყო, უკმაყოფილოდ შევიშმუშნე და ხელები მაღლა ავწიე. ცოტა ხნით რეალობას მოვწყდი და სადღაც შეუცნობელში წავედი, ასე ხშირად მემართება. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ძალები სიმშვიდეს ხშირად მირღვევენ.

მხოლოდ შმორის სუნმა დამაბრუნა რეალობას, თვალები მეორეჯერ გავახილე და ვნახე, რომ ოფლში ვცურავდი, სულ ასე მემართება. აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ ვიტან ზაფხულს.

ფეხზე წამოვდექი და სიფრიფანა ჩითის პერანგი გავიძვრე. არ მინდოდა საკუთარი სხეულის დანახვა, მაგრამ მომიწია. ყველაფერი ჩემ წინ დაკიდებული სარკის ბრალია. ადამიანს სარკეც რომ შეგზიზღდება მერე რაღაზეა საუბარი. მეტყვი მერე მიდი და ჩამოხსენიო, მაგრამ ეს უკვე ვცადე. ვცადე, მაგრამ გადავიფიქრე. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ლანდი ერთადერთია, რაც ამ სამყაროსთან მაკავშირებს, ისიც რომ ვერ დავინახო, არ ვიცი რა დამემართება.

* * *

დიახ, ჩემი ლანდი ერთადერთი ადამიანის მსგავსი არსებაა, რომელსაც ვხედავ ამ ვეებერთელა სამყაროში. საკუთარი თავის ანარეკლს თვალებით რომ ვერ აღვიქვამდე, ალბათ, გავარღვევდი ამქვეყნიურობის ზღვარს და სადღაც წავიდოდი, შეიძლება რამეს ჩავენთქე კიდეც. ამის თან მეშინია, მაგრამ თან ისე მაინტერესებს, როგორც არაფერი, თან მინდა და თან არა, მაგრამ არას ვირჩევ. რას იზამ - ცხოვრება ხომ სურვილთა ბრძოლაა.

ისევ დავინახე გადასერილი კისერი და ისევ ვიგრძენი როგორ დამეხუთა სული. “ეს არ უნდა გამეკეთებინა“ - გავიფიქრე და სახეზე მტევნები ავიფარე.

ეს როდის მოხდა, რომ მკითხო, ვერ გიპასუხებ. წამიერად დავიბნევი და ემოციებად დავიშლები. ალბათ, ისე დავიბნევი, როგორც დიდი ხნის წინ მათემატიკის გაკვეთილებზე მემართებოდა.

დიდი ხანია თავი დავანებე რიცხვებს და უებარი სიტყვებით დავიწყე ყველაფრის საზღვრა.. ყველა, ბევრი, ცოტა, არაფერი, ყველაფერი... ახლაც ვიტყვი, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა.

* * *

- ეს გინდოდა, არა? - ვეკითხები ვიღაცას, რომლის სახესაც ფანჯრის მიღმა ვხედავ და კბილი ენაზე მეჭირება. “არა, გარეთ არავინაა, ჩემ მიყრუებულ სახლთან ახლოს ვინ უნდა იყოს“ - თავს ვიმშვიდებ და ფანჯარას ფართოდ ვაღებ.

ჩემ ოთახშიც აღწევს რაღაც უცნაური სუნი. სუნი, რომელიც ყოველთვის მკვდარი იის მეგონა. მახსენდება დედაჩემის სიტყვები, ყველაზე ლამაზი იმ იის სურნელია, რომელიც პირველად ხედავს დედამიწასო და ხასიათი ისე მიფუჭდება, გეგონება ჩემი ია წვიმის თქეშმა დაასველაო.

„ნუთუ, ისევ მენატრება დედა?“ - საკუთარ თავს ვიჭერ გულაჩუყებულობაში და ვცდილობ ნოსტალგიის სინდრომი ჩავკლა. მას ასე თავად დავარქვი. გაგიკვირდება, ეს ვერააო, მაგრამ ჩემ ადგილას რომ იყო, ნამდვილად მიხვდებოდი რას ნიშნავს იყო სურვილების ამრჩევი პროფესიის მსხვერპლი. ესეც უცნაური სახელია, მაგრამ დამიჯერე, რომ მიცნობდე, ასე არ იტყოდი.

* * *

მთელი დღე სულელურ ფიქრებში გადის. დავდივარ და ვამბობ, მივაპობ რუტინის ძლიერ ტალღებს - მეთქი და პირში ახლადდაკრეფილ ბოსტნეულს ვიტენი. საღამოს ისევ მიპყრობს აკრძალული ფიქრები. მგონია, რომ წარსული მენატრება, წარსული, რომლის საკუთარი თავიდან გამოდევნას დიდი ხანია ვცდილობ.

დილანდელივით ვეხვევი მატყლის საბანში, ისევ გაუხდელად ვწვები. ათი საათია და ძილი არ მეკარება. “ადრეაა“ - თმებს ვიჩეჩ და თვალებს ბალიშს ვაჭერ. მგონია, ასე უფრო დამეძინება. ალბათ, ბავშვობიდან გამოყვა ეს თვისება - მეთქი - ვფიქრობ და ყურებზე ხელს ვიჭერ. ალბათ, მგონია, რომ ასე გავექცევი აკრძალულ ფიქრებს.

მაგრამ ზოგჯერ სურვილს ვერ ვარჩევთ - მეთქი - თითქოს რაღაც მეძახის გულიდან და საწოლიდან ვიწევი.

* * *

იმ საბედისწერო დღეს სახლიდან წამოვედი. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ წამოვედი და ეს მხოლოდ ფაქტი არაა - ეს გაცილებით მეტია.

ყოველთვის მინდოდა რაღაც შეუცნობელი შემეცნო, ცხოვრების ახალ სიტკბოებას დავწაფებოდი. ზოგჯერ ცხოვრების არსი ჩემთვის ფრენა იყო, მინდოდა, ჰედონიზმში ჩავძირულიყავი და რეალობისთვის ზემოდან მეჭვრიტა, ზოგჯერ კი ისეთი სევდა შემომაწვებოდა, რომ ყველაფერი ამაოებად მესახებოდა.

იმ დღეს მე დას, საკუთარ, დას თავში დამტვრეული სკამის ფეხი ძლიერად ჩავარტყი. მახსოვს როგორ უმწეოდ მიყურებდა ანია. მახსოვს როგორ შეეცვალა ფერი. ვიცოდი, რომ ტკიოდა, ვიცოდი, რომ ცუდად ამ საქციელისთვის კიდევ რბილი ნათქვამია, მაგრამ მაინც არ მეკუმშებოდა გული. მას მე დამნაშავედ ვთვლიდი.

ის მე არაფრად არ მაგდებდა, ყოველთვის ცდილობდა დავეჩრდილე, ყოველთვის ზემოდან მიყურებდა. იმ დღეს ჩაის ადუღებაზე უარი ვუთხარი და ისე გაცოფდა და ისეთი სიტყვები მეძახა, რომ ამას დღესაც კი ვერ ვპატიობ.

გამოვტყდები, რომ დღესაც არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. ვერ ვცნობ თავს დამნაშავედ.

ვიცი, რომ ის დღეს კარგად იქნება, მას არაფერი მოსვლია ჩემი ძალადობით, მაგრამ მე... მე ის ტკივილი, რომელიც მან მომაყენა მუდამ მემახსოვრება. ალბათ, ამასაც ვერ გაიგებთ, მაგრამ არაუშავს...

* * *

კომუნიკაბელური არასდროს ვყოფილვარ. ცვალებადი ხასიათის პატრონი ვიყავი, აფექტის მდგომარეობაში თვითკონტროლს ვკარგავდი, გულქვაც ვიყავი და მგრძნობიარეც, მაგრამ საკუთარ მდგომარეობას სახელს ვერ ვუძებნიდი.

ვცდილობდი ყველასგან თავი შორს დამეჭირა. სიმართლე რომ ვთქვა, გული არავისთან გადამიშლია. საკუთარ მშობლებთანაც კი მხოლოდ კისა და არას ვამბობდი, მეტ ვერაფერს. არ შემეძლო, რომ ადამიანი ჩემთან ახლოს მომეშვა. არ შემეძლო, რომ მეგობარი და მეტიც ახლობელი მეწოდებინა.

მუდამ ოთხკედელში მოქცეული დიდსათვალეებიანი გოგონა ვიყავი, გოგონა, რომელსაც კითხვა ძალიან უყვარდა.

* * *

„ეს, ალბათ, საბოლოო დარტყმა იყო“ - დილას ისევ წარმომიდგა ის დღე თვალწინ და ისევ ფიქრთა ლაბირინთში გადავეშვი.

ისევ ვიგრძენი, რომ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, ვიგრძენი, რომ რისიც მჯეროდა არაფერი აღმოჩნდა რეალური.

* * *

გლეხს წვიმის სჯერა, მეცნიერს იმ საგნის, რომლის გარშემოც მუშაობს, ავადმყოფი შვილის დედას შვილის გამოჯანმრთელების სჯერა... მე კი ორი რამის მჯეროდა. ორი რამის, რაც სინამდვილეში მხოლოდ ერთი იყო, მაგრამ ფრთებს ორგან ისხამდა - რეალობასა და ილუზიაში.

* * *

ის ჩემი მეზობელი იყო, უფრო სწორედ მისი და ცხოვრობდა ჩემ მეზობლად, ის კი მას ხშირად სტუმრობდა ხოლმე.

უკვე მისი პორტრეტიც კი მიიჩქმალა ჩემში. ისიც კი არ მახსოვს მაღალი იყო თუ დაბალი, ლამაზი ღიმილი ჰქონდა თუ უბრალოდ შთამბეჭდავი, შავად ანათებდა მისი თვალებიდან წამოსული შუქი თუ სხვა ფრად.. არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ერთ დროს ამან ძლიერ მომხიბლა.

* * *

დიახ, მე გრძნობის მჯეროდა, ჯერ კიდევ შეუცნობელისა და მართლის... ეს იყო გრძნობა, რომელიც დღითიდღე თავიდან მიპყრობდა.

მგონი, ამ გრძნობამ გამხადა პატარა პოეტი და თავადვე დამაწერინა „გრძნობის ქარტეხილში“, მგონი, ასე ერქვა.

არ მჯერა, რომ მეხსიერებაც მერთმევა.

ახლა მხოლოდ ის მასულდგმულებს, რომ ის ბოლომდე წავა, იქნებ სრულიად შეძვრეს გამოქვაბულში. თუ შევა ვიცი, რომ მივალ და გამოსასვლელ კარებს მოვუსპობ.

მერე ხომ აღარ გამახსენდება წარსული.

სულ დამავიწყდება.

ალბათ, მერე ერთმანეთს ვაქცევთ ზურგს.

და რა იქნება შემდეგ?

* * *

ის ჩემზე გაცილებით უფროსი უნდა ყოფილიყო, რადგან მახსოვს, რომ ეს იყო ერთ - ერთი, რაც მისკენ მიმავალ გზას მიღობავდა.

მახსოვს მაშინ რაღაც უცნაურად მოძრაობდა, მაშინ, როცა პირველად ვნახე...

ვიფიქრე - ისაა - მეთქი, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი...

ვგრძნობდი, რომ უცნაური იყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ეს ანდამატისებური ძალა..

იქნებ ყველამ საკუთარი უნდა მიიღოს - მეთქი - გავიფიქრე და თვალები გამიბრწყინდა.

მაშინ მეგონა, რომ ნახევრად არაფერი დადიოდა დედამიწაზე, მაგრამ ვცდებოდი.

ეს მე ვიყავი, ნახევარი - მე.

* * *

ერთწლიანი თვალისდევნებისა და გამარჯობა - ნახვამდის მერე, გადავდგი პირველი ნაბიჯი. არ მახსოვს რა მოხდა მერე, არ მახსოვს ჩვენი საუბრები, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც დავწერე, რაღაც, რამაც ეს ყველაფერი შემოინახა...

შეიძლება ახლაც მივაგნო მას, იმ ჩანაწერებს, თუმცა ამის სურვილი არ მაქვს.

იქნებ შეუცნობელი და არგაგებული სჯობს გაგებულსა და მოტკბოს...

* * *

მგონი, ახლაც მეშინია, რომ მიზანი მის გემოს აუფერულებს. “როცა აღწევ, აღარ გინდება..“ - ისევ ის დღე გამახსენდა, ის დღე, როცა მის საწოლში გამომეღვიძა და ჩემ გარშემო ყველაფერი ბრუნავდა. მხოლოდ ეს მახსოვს, მეტი არაფერი.

მგონი, ვუყვარდი. არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ასე მეუბნებოდა.

არ ვიცი, მე ხომ ყველაფერი ბუნდოვანზე უარესად მახსოვს.

მხოლოდ ერთი რამე ვიცი, იმ დღეს ჩემმა გრძნობამ ფასი დაკარგა, სულ აღარ მაინტერესებდა ის, მისდამი სიყვარული დამრჩა, მაგრამ ის აღარ მინდოდა.

მახსოვს როგორ გავურბოდი მისი სახის დანახვასაც კი...

ალბათ, სჯობს არაფერი შეიცნო, მაგრამ, რადგან ეს ცხოვრება ახლის შეცნობაა, სჯობს არ იცხოვრო..

ალბათ, ეს ვიფიქრე იმ დღეს... ალბათ, ამის გამო ამოვხეთქე თითოეული გრძნობა და ჩემი და დავაზარალე.. მინდა, რომ ლმობიერად მოვექცე საკუთარ თავს.

ვგრძნობ, რომ ისევ იმის მეშინია, რომ თავს რამე არ ვავნო..

„ალბათ, ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია.. “ - მახსენდება, რომ უსუსური ვარ და ისევ ვიძაბები, სახლიდან გავდივარ და ცას ვუყურებ.

* * *

ადრე ცაც ლამაზი იყო, მდელოც ლამაზი იყო... მგონი, ყველაფერი ლამაზი იყო, როცა რამის მჯეროდა, როცა მუზებით ვიყავი შეპყრობილი და „მისი“ ერთი მოძრაობაც კი გულს საგულედან ძლიერი ძალით ზემოთ ქაჩავდა.

* * *

როცა შენ გარშემო ცხოვრება ბრუნავს და ყირავდება, მაშინ ყველაფრის ხალისი გეკარგება...

რეალობა და ილუზია ერთმანეთთან პროპორციულობაშია - მეთქი გავიფიქრე და ღობეს გავცილდი, ის ადრე არასდროს დამიტოვებია, მაგრამ ახლა გავცილდი. მგონი, იმის იქით რაღაც სხვა რამ ხდება, სხვა რამ, რაც არ ვიცი.

„ისევ შეუცნობლისკენ მიისწრაფი?“ - გავიფიქრე, მაგრამ ეს ფიქრზე მეტი იყო.

ეს კითხვა ხომ ჩემ მთელ წარსულს შიფრავდა...
___
ერთ დროს "წეროსთვის" დაწერილი :დ



№1  offline მოდერი წითური გოგონა

სწორედაც რომ საკონკურსო ნამუშევარს გავდა.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

წითური გოგონა
სწორედაც რომ საკონკურსო ნამუშევარს გავდა.

შენ ყველაფერს ხვდები,წითურო <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ილუზიურ სამყაროში გადამაგდო. ძალიან მომეწონა. მეც კი არარეალურობის ზღვარზე გადამაბიჯებინა, სადაც ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა რაომ მე მე ვიყავი და შენ შენ :დ
გეწერა, რომ რიცხვებით აღარ ვსაზღვრავდი არაფერსო, მაგრამ დავიჭირე, რომ საღამოს ათი საათი იყოო და არ მეძინებოდაო :დ
ამით თავი ამაყი მგონია ახლა!
ეჰ, მეც მქონდა წეროსთვის დაწერილი მოთხრობა, იმას მეც დავდებ, ოღონდ მოგვიანებით, როცა დავასრულებ ისტორიის წერას :დ love
ამაბ-დამაბნია შენმა ნაწერმა უნდა ვწერო
მეც უნდა ვწერო
რადგან მინდა წერო ^_^ :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
ილუზიურ სამყაროში გადამაგდო. ძალიან მომეწონა. მეც კი არარეალურობის ზღვარზე გადამაბიჯებინა, სადაც ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა რაომ მე მე ვიყავი და შენ შენ :დ
გეწერა, რომ რიცხვებით აღარ ვსაზღვრავდი არაფერსო, მაგრამ დავიჭირე, რომ საღამოს ათი საათი იყოო და არ მეძინებოდაო :დ
ამით თავი ამაყი მგონია ახლა!
ეჰ, მეც მქონდა წეროსთვის დაწერილი მოთხრობა, იმას მეც დავდებ, ოღონდ მოგვიანებით, როცა დავასრულებ ისტორიის წერას :დ love
ამაბ-დამაბნია შენმა ნაწერმა უნდა ვწერო
მეც უნდა ვწერო
რადგან მინდა წერო ^_^ :დ

უი ჰო 10 საათიო ნეწერა.
დადე შენც და გავეცნობი <3

 


№5 სტუმარი ნატსლი

აწმყო რაღაცნაირად, გაუშიფრავი და დამაინტრიგებელია... წარსული ლამაზი და აწმყო - ? იდუმალი. კარგი ხარ :)

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

ნატსლი
აწმყო რაღაცნაირად, გაუშიფრავი და დამაინტრიგებელია... წარსული ლამაზი და აწმყო - ? იდუმალი. კარგი ხარ :)

მადლობააა, ჩემო კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent