ლეა და კახა (თავი 8)
დრო სწრაფად გადიოდა ხუთი თვე ლეა ყოველღამე ნამავდა ბალიშს უაზროდ დასეირნობდა ქუჩებში არც კი იღიმოდა კახას ყოველ გახსენებაზე გული ესერებოდა სისხლი მოძრაობას წყვეტდა ფიქრობდა თუ რა დაუშავა კახას ასეთი რატომ გაწირა მარტოობისა და ტანჯვისთვის.არასოდეს უმართლებდა ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა მამა და მამობილი მერე ეგონა რომ ბედნიერება ეწვია და ისევ ტანჯვა და ტკივილი გაჩნდა მის ცხოვრებაში. -ჩემო პატარავ როგორ მიჭირს ახლა როგორ მჭირდებიან ჩემი გოგოები მათი ჩახუტება.ბებიაშენის თბილი გაღიმება კი ყველა ტკივილს და დარდს გაფანტავდა.იქნებ მამაშენი არ არის ამ ყველაფერში დამნაშავაე იქნებ მე ამერია მისი მზრუნველობა სიყვარულში მან ხომ პირობა მისცა მამას,რომ ჩემზე იზრუნებდა და ზრუნავდა კიდეც,მაგრამ მე სულელს მეგონა რომ შევუყვარდი,მთვრალი თავს ვეღარ მოერია და შენ ჩაისახე,ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. სკაიპზე გოგოები ურეკავდნენ ცრემლები ჩქარა შეიმშრალა და გოგებს უპასუხა. -როგორა ხართ გოგოებო.მომენატრეთ. -ჩვენც მოგვენატრეე.(ნია) -ლეა შენ რა ისევ ტიროდი?(დეა) -ხო ვფიქრობდი და ამეტირა. -რაზე ფიქრობდი ისევ კახაზე?(ნია) -არა მარტო კახაზე ყველაფერზე ვფიქრობდი.ვიფიქრე და მივხვდი რომ კახა არაფერშია დამნაშავე მე მისი მზრუნველობა სიყვარულში ამერია ნასვამებმა კი ვერც კი მივხვდით როგორ აღმოვჩნდით საწოლში. -შენ რა გოგო გაგიჟდი როგორ შეგიძლია კახა გაამართლო სულ გამოშტერდი.(ნია) -ლეა ნია მართალია კახას იმიტომ ამართლებ რომ გიყვარს მაგრამ ეს უკვე ზედმეტია,ექიმთან იყავი? ბავშვი როგორაა? -არა ხვალ ვარ ჩაწერილი,მარტო წასვლა არ მინდა ნეტა აქ იყოთ.ბიჭები როგორ არიან? -მუშაობენ, ჩვენთვის ვეღარ იცლიან კახა სულ გალოთდა მთელი ოფისი ირაკლის და ნიკას ჩააბარა თვითონ მთელი დღეებს ბარებში ატარებს,დედა ძალიან ნერვიულობს ლალი დეიდა კი გაგიჟებაზეა. -კახა გალოთდა? რატომ რა ჭირს? -გვეკითხები კიდეც? სინდისი აწუხებს ყვეგან შენ გხედავს.გუშინ მეუბნება რომ მის ოთახში იჯექი და უყურებდი მაგრამ არ ელაპარაკებოდი(ირაკლი) -ირალი შენ სახლში როდის მოხვედი?(დეა) -ახლა აგვიხსენით რა ბავშვი და რას უმალავთ კახას?(ნიკა) -ბიჭებო გოგოებს არ გაუბრაზდეთ მე ვთხოვე რომ არაფერი ეთქვათ არ მინდა კახა ჩემთან ბავშვის გამო იყოს,გავა დრო და დამივიწყებს მჯერა ბედნიერი იქნება. -ჩვენ არ ვეტყვით მაგრამ კიდევ ერთხელ დაფიქრდი. ……………………… არ ვიცი რატომ მაგრამ კახას ხმის გაგონება მომინდა ტელეფონი ავიღე და დავრეკე. -ალო გისმენთ. -ალო ხმა ამოიღეთ. -ლეა ვიცი შენ ხარ შენს სუნთქვასაც კი ვცნობ გთხოვ მაპატიე და დაბრუნდი.ვიცი არ ვარ პატიების ღირსი უკანასკნელი ნაძირალასავით მოვიქეცი გამოგიყენე,მაგრამ მაპატიე გთხოვ დაბრუნდი ჩემთვის შენი დანახვაც კი საკმარისია,გთხოვ დაბრუნდი იმიტომ რომ.... -რომ რა კახა რა? მე გეტყვი იმიტომ რომ მშვიდად იყო და ხალხმა იფიქროს რომ მამისთვის მიცემულ პირობას ასრულებ? -არა იმიტომ რომ უშენოდ სუნთქვა მიჭირს.....ლეა მე შენ მიყვარხარ. -....………………… -ლეა მე შენ მიყვარხარ გესმის? ლეას ცრემლები წამოუვიდა და ტელეფონი გათიშა.გული ტკიოდა სხეულს თითქოს უსერავდნენ გულს გლეჯდნენ ნელა და მტკივნეულად. -გესმის პატარავ მამამ რა გვითხრა თურმე ვუყვარვარ და ნანობს თავის საქციელს,როგორ ფიქრობს რომ დავბრუნდები ან იმიტომ ვაპატიებ რომ მითხრა ვუყვარვარ თუ ვუყვარვართ რატომ არ შემაჩერა როცა წამოვედი მინდა მჯეროდეს მამაშენის მაგრამ როგორ დავიჯერო. …………………… -გოგოებო იცით ტყუპებს ველოდები ორი პატარა მეყოლება. -რაა? ერთხმად იყვირეს გოგოებმა -ხო ექიმმამ მითხრა რომ აქამდე ეჭვობდა ახლა კი დანამდვილებით იცის რომ ორი პატარა მეყოლება ამიტომაც მქონდა ამხელა მუცელი და ასე ძაანაც მაგიტომ გავსუქდი. -ნეტა ახლა ჩვენთან იყო.იცი დღეს კახა მოწესრიგდა და სამსახურშიც კი წავიდა. -მიხარია რომ მივიწყებს. -ცდები ლეა კახა ვერ გივიწყებს იმიტომ მივიდა დღეს ოფისში რომ მინდობილობა გაეკეთებინა კომპანია ნიკას და ირაკლის გადააბარა ბილეთი იყიდა ხვალ გერმანიაში ბრუნდება,ფიქრობს რომ თუ ის წავა შენ დაბრუნდები. -რა ნია კახა გერმანიაში მიდის? -ხო ლეა ძმასაც ვკარგავ შენთან ერთად. -იცით გუშინ თქვენ რომ დაგემშვიდობეთ კახას დავურეკე არ ვიცი რატომ მოვიქეცი ასე მაგრამ მისი ხმის გაგონება მომინდა და მითხრა რომ ვუყვარვარ,თუ ვუყვარვარ რატომ არ მეძებს უკვე ხუთი თვე გავიდა და ახლა მიხვდა რომ ვუყვარვარ? -დეა მგონი უნდა ვუთხრათ. -რა უნდა მითხრათ ნია? -რა და კახამ დარეკა სადაც ადრე შენ ცხოვრობდი და უთხრეს რომ იქ არ მისულხარ ძაან შეეშინდა ინერვულა ჩვენ ვუთხარით რომ კარგად იყავი მაგრამ მისამართი და ტელეფონის ნომერი არ მივეცით ლალი დეიდასაც ვთხოვეთ არ ეთქვა სამი თვე თითქმის ყოველდღე გვთხოვდა შენს მისამართს მერე დანებდა და დალევას უმატა.გვაპატიე იმიტომ გიმალავდით რომ გვეგონა კახა იმიტომ გეძებდა რომ ყველამ გავკიცხეთ,მაგრამ ახლა ვხვდებით რომ კახას უყვარხარ,მართლა უყვარხარ ლეა. ლეამ მწარედ გაიღიმა ძალა მოიკრიბა და გოგოებს უთხრა: -მესმის ჩემი დაცვა გინდოდათ ტკივილისგან მაგრამ უფრო მატკინეთ უფრო მეტად მატკინეთ გოგოებო მაგრამ გპატიობთ იმიტომ რომ ეს ჩემსგამო გააკეთეთ. ლეამ კომპიუტერი გათიშა სიმძიმეს გრძნობდა გული ტკიოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა გული რამ უფრო ატკინა იმან რომ უმალავდნენ თუ იმან რომ იჩქარა და კახას სიმართლე დაუმალა.ვერ გაერკვია რა ტკენდა ასე გულს თურმე კახას მართლა უყვარს და ეს არ იცოდა ახლა კი მის გამო ოჯახს და კომპანიას ტოვებს და მიდის,ფიქრობდა ლეა და გული უფრო მეტად უკვდებოდა. ……………………… -კახა ისე მითხარი როგორ ახერხებდი ორი თვე ყოველდღე მთვრალის როლის თამაშს. -ეჰ ჩემო ნიკა...შენ არ იცი "სიყვარულო ძალსა შენსა". -არა ისე აღიარე რომ ჩვენც მაგრები ვართ ლეას მისამართი რომ გაგირკვიეთ. -ირაკლი თქვენ საუკეთესოები ხართ ახლა მთავარია ვერავინ გაიგოს რომ ბარსელობნაში მივფრინავ ბერლინის ნაცვლად, ლეას დავარწმუნებ ჩემს სიყვარულში და ერთად დავბრუნდებით. -ხო იმდეია თორემ გოგოების ატანა აღარ შემიძლია მარტო მომენატრას გაიძახიან.(ირაკლი) -გოგოები როგორ დავძრახო მეც რომ მომენატრა ლეა ის ისეთი მხიარული და საყვარელია. მეორე დილით კახა გაფრინდა ბარსელონაში სახლი ლეას გვერდით დაიქირავა ერთისული ქონდა ლეას როდის ნახავდა იდგა და ელოდა რომ გამოსულიყო.ლეა გამოვიდა კახამ ლეა რომ დაინახა ამხელა მუცლით მასთან მიახლოება ვერ მოახერხა სახლში შევარდა და სავარძელში ჩაჯდა. -ეს შეუძლებელია ლეა ბავშვს ელოდება მე.....მე მამა გავხდები კი მაგრამ რატომ მიმალავდნენ ნიკამ და ირაკლიმ თუ არა გოგოებმა მაინც ხომ იცოდნენ,მაგრამ ლეა ისეთი ამაყია არ მოისურვებდა რომ მასთან ბავშვის გამო ვყოფილიყავი,აი თურმე რატომ წამოვიდა საქართველოდან გამოიქცა რომ არ გამეგო ბავშვი გვეყოლებოდა.კახა უზომოდ ბედნიერი იყო უნდოდა ქუჩაში გასულიყო და ეყვირა სიხარულისგან უნდოდა მისი ბედნიერება ვინმესთვის გაეზიარებინა ამიტომ ნიკას და ირაკლის დაურეკა. -ალო კახა როგორ ხარ როგორ იმგზავრე? -კარგად ვიმგზავრე ლეა დავინახე დღეს იცით რა ხდება უბედნიერესი ვარ მალე მამა გავხდები. -ჩვეენ ეგ ორი დღის წინ გავიგეთ გოგოების ლაპარაკს მოვკარით ყური ამიტომ ძალიან მოგვინდა რომ წასულიყავი ლეასთვის მიცემული პირობის გამო ვერ გითხარით სიმართლე. -ისეთი ბედნიერი ვარ ვერც გიბრაზდებით.... -რა მოიფიქრე როგორ შეხვდები?? -გარეთ ვერ დავხვდები რომ შეეშინდეს და ბავშვს რამე მოუვიდეს თავს ვერ ვაპატიებ ამიტომ რამე უფრო კარგი იდეა მჭირდება. -გვირილები გაუგზავნე სახლში რაც შეიძლება ბევრი და ბოლოს შენც დაადექი. -გვირილები რატომ? -ლეას გვირილები უყვარს სულელო. -უი ეგ კიაღარ მახსოვდა.კარგი წავედი და გეტყვით რას მოვიფიქრებ. კახა ფანჯარასთან იდგა და ელოდა ლეას გამოჩენას ფეხმძიმობას უფრო დაემშვენებინა უფრო გალამაზებულიყო.უცებ მისი დანახვისას მოუნდა ჩასულიყო და მაგრად ჩახუტებოდა.მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა არ იცოდა ლეას რა რექცია ექნებოდა,ეშინოდა ცუდად არ გამხდარიყო. …………………… -გოგოებოოო მომენატრეეეთ. -გოგო ნუ კივიხარ მშობიარობა არ დაგეწყოს.(ნია) -ნუ გეშინიათ კარგად ვარ.გოგოებო მოჩვენებები დამეწყო მემგონი. -რა დაინახე ესეთი? -ჩემი ახალი მეზობლის კარებთან კახა იდგა.ეხლა კიდე თითქოს ფანჯრიდან მიყურებდა. -შენ სულ გარეკე ხომ იცი.(დეა) -ვიცი მგონი მართლა გავრეკე. -კახა ალბათ ახლა უკვე ბერლინშია.(ნია) -წავიდა უკვე....მეგონა ვერ გაბედა წასვლას. -კი მაგრამ რატომ გეგონა რომ ვერ წავიდოდა ის ხომ კახაა რომელიც ყოველთვის გაქცევას ამჯობინებს. -მართალი ხარ ნია.კარგით ეხლა წავედი მეძინება. ლეა დაწვა მაგრამ ძილი არ ეკარებოდა სულ დილით ნანახზე ფიქრობდა ნუთუ კახა არ იყო და მოეჩვენა არა და როგორ ცხადად დაინახა..კახაც ვერ იძინებდა იდეებს ალაგებდა გეგმებს აწყობდა თუ როგორ შეხვდებოდა ლეას,ლეას სამზარეულოში შუქი ჩაირთო კახამ გაიღიმა და ჩაილაპარაკა: -მოშივდა ჩემს ღიპუცას,ჩემი პატარა კი უკვე გავს მამას ღამით შივდება. …………… ესეც მერვე თავი იმედია მოგეწონებათ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.