შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაკოცებ შემოდგომისფრად 4


19-11-2015, 23:03
ავტორი Peke--
ნანახია 2 106

ჩემსკენ მოდიოდა მეკი ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ უკან უკან ვიწევდი, ბოლოს კედელს ავეკარი, მას კი ცოტა დააკლდა რომ მე ამკრობოდა.
-გიორგი (მე)
-რა იყო? (გიო) ისეთი ხმით მითხრა მეგონა გული წამივიდოდა, მინდოდა ჩავხუტებოდი მაგრამ გაშეშებული ვიდექი სწორედ ამ სურვილის გამო.
-გაიწიე (მე) ხმა ჩამწყდარმა ვუპასუხე და თვალებში ჩავაშტერდით ერთმანეთს
-რატომ? (გიორგი) მიყურებდა, ოდნავ ეტყობოდა აფორიაქება თუმცა მაინც მშვიდად ლაპარაკობდა
-ნუ მანანებინებ დღევანდელ ჩემს საქციელს და საერთოდ მადლობა თქვი იმის შემდეგ რაც ქუჩაში გააკეთე სახლში რომ შემოგიშვი. (მე)
ოდნავ ხმას ავუწიე მაგრამ ისევე დავდუმდი როცა მის თვალებს წავაწყდი
-არ უნდა აღიარო რომ ეს შენი ყველაზე საოცარი დაბადებისდღეა? (გიორგი) გამიღიმა და ხელები კედელზე მიაყრდნო, მათ ხელებს შორის კი მე ვიყავი, ამ საქციელმა სულ დამაბნია და ხელები გულმკერდზე მივაბჯინე რომ გაწეულიყო
-როგორ გგონია მომერევი? მართალია ხუთმა კაცმა მცემა, მაგრამ იმის ძალა მაინც მაქვს რომ პატარა ბავშვს მოვერიო (გიორგი) ირონიული ღიმილით დამყურებდა, უცებ ხელები მოვაშორე გულ-მკერდიდან მაგრამ სამაგიეროდ სახეში გავარტყი, არვიცი ასე რატომ მოვიქეცი, მას აღარანაირი ღიმილი აღარ ედო სახეზე, თითქოს იმედგაცრუებული თვალებით შემომხედა და ხელები ჩამოუშვა
-ასე რატომ მოიქეცი? (გიორგი)
დუმილი ვარჩიე და თავი დავხარე, ის კი ოთახიდან გავიდა. მივხვდი ძალიან ეწყინა, მაგრამ მაინც ვარჩიე არაფერი მეთქვა, ოთახიდან აღარ გავედი, კარი გადავკეტე გავიხადე და საწოლში ჩავწექი.
დილით თვალები გავახილე თუარა საათს დავხედე და მეთვითონ გამიკვირდა ესე ადრე როგორ გავიღვიძე, შემდეგ უცებ წუხანდელმა გამიელვა თავში და წამოვხტი,ხალათი ჩავიცვი,დილის პროცესი აღვასრულე და ოთახიდან გავედი, სასტუმრო ოთახს ფეხაკრეფით ჩავუარე და სამზარეულოში შევედი, ჯერ ისევ დილის 7საათი იყო, ყავა დავლიე და მისაღებში გავედი, ეხლა უკვე ხმაურიანად, რომ გაღვიძებოდა ვაჟბატონს, უკვე 8საათი შესრულდა, ვიცი რომ ძალიან ადრეა მაგრამ ვერ ვისვენებდი ესე, ამიტომ გადავწყვიტე გამეღვიძებინა, ოთახთან მივედი და კარზე დავაკაკუნე, პასუხი არ გაუცია, შემდეგ კარი შევაღე, საწოლი წუხანდელ ჩემს დატოვებულს რომ მივამსგავსე ოთახში შევედი, როგორც ჩანს წუხელ არც დარჩენილა, არცკი გამაფრთხილა, თუმცა რა მიკვირს, ისე ვაწყენინე, მაგრამ არა მაინც უნდა გავეფრთხილებინე (ჩემს თავს ველამათებოდი დიდის ამბით) გული საშინლად დამწყდა, მაგრამ რას ვიზამდი, კარი გამოვიხურე და სამსახურისთვის მზადებას შევუდექი
ცხრა საათზე უკვე სახლიდან გავედი, გადავწყვიტე იმ ქუჩიდან აღარასოდეს აღარ მესარგებლა, მე მას ვეღარასდროს ვეღარ ვნახავდი, ის ქუჩა კი სულ გამახსენებდა მას, არა ისედაც მემახსოვრებოდა მაგრამ იმ ქუჩაზე გავლისას განსაკუთრებულად.
სამსახურში მივედი ლაშა მოვინახულე და კაბინეტში გავატარე მთელი დღე...
-როგორც ჩანს წუხელ არ დამთვრალხარ (ლაშა) კაბინეტში შემოვიდა და ეჭვის მზერა მომაპყრო
-რატომ უნდა დავმთვრალიყავი? (მე)
-იმიტომ რომ შენი დაბადების დღე იყო ელენა, ნუ ხარ ესეთი უხასიათო, ცოტა გამხიარულდი, ცხოვრებას სხვა, ლამაზი და პოზიტიური თალით შეხედე (ლაშა)
-ლაშა... (მე) თავი ჩავხარე და ხელებში ჩავრგე
-რა ლაშა ელენა კარგი რა, ეხლაც უარი არ მითხრა თორემ სამსახურს დავტოვებ იცოდე შენი ეს არაფრის მთქმელი და უსიცოცხლო გამომეტყველება კიდევ რომ არ დავინახო (ლაშა) საჩვენებელი თითი დამიქნია და ჩემს წინ ჩამოჯდა
-ეხლა სადმე წამოსვლა არ მთხოვო თორემ გავაფრენ (მე)
თავი არ ამიწევია ისე გამოვთქვი პროტესტი
-აი კიდევ, მე რას გეუბნები და შენ რას ამბობ, გამაგიჟებ შენ (ლაშა)
-კარგი ხო კარგი გისმენ (მე) თავი წამოვწიე და ლაშას მივაჩერდი
-დღეს ოღონდ გვიან რა, ნუ ხვალ,პირველ საათზე კლუბ კრისტალში მივდივართ, გამოგივლი, სანამ რამეს იტყოდე დავამატებ, კლუბს დღეს კეტავენ, ნუ სპეციალური შეკვეთით რა, ჩვენი თანამშრომლები და კიდევ იქნებიან ოღონდ ყაჩაღები და ნარკუშები არა (ლაშა) თვალი ჩამიკრა და მისი ჭკუით დამცინა
-დამცინი ხო? (მე)
-კაი კაი ბოდიში, ხოდა ხო წამოხვალ ? (ლაშა)
-უარის თქმას აზრი აქვს ? (მე)
-მართალია (ლაშა)
ყურებამდე გაღიმებული წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და კარისკენ წავიდა, კართან შეჩერდა თვალი ჩამიკრა და გავიდა
მის ამ სასაცილო საქციელზე სიცილი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი.
სახლში წასვლის დროც მოვიდა, ამჯერად გადავწყვიტე ტაქსით წავსულიყავი, ცენტრალური გზიდან. ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და 10 წუთში უკვე სახლის კარებთან ვიყავი.
***
თავი არ ამიტკიებია იმაზე ფიქრით თუ რა ჩამეცვა, შავ მოკლე კაბაზე შევაჩერე არჩევანი, შავი მაღალ ქუსლიანები, მაკიაჟს ძირითადად არ ვიკეთებ ხოლმე, მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი, თმები გავიშალე და ლაშას მიერ ნათქვამი დროისთვის უკვე მზად ვიყავი.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა
*მოვედი (ლაშა)
*მოვდივაარ (მე)
ჩანთა ავიღე, კარი ჩავკეტე და კიბეებზე ფრთხილად ჩავედი.
-ელენააა, რა საყვარელი ხაააარ, კიდევ კარგი ძმობა შემოგფიცე თორე ჩემი კარგი მ****** იმ თვალით შემოგხედავდი რა, ხო ხვდები (ლაშა)
-გეყოფა, სულ როგორ მაიმუნობის ხასიათზე ხარ არ იღლები?? (მე)
-ღმერთმა მაიმუნობების მიზეზები არ მომიშალოს (ლაშა)
კარი გამიღო მანქანაშ ჩავჯექი შემდეგ თვითონ მომიჯდა გვერდით და კლუბისკენ გავემართეთ.
შემოწმების შემდეგ კლუბში შევედით სადაც იმხელაზე იყო მუსიკა რომ ლამის დავყრუვდი, მაგრამ ეს ვიღას ახსოვდა როდესაც გიორგი დავინახე, რომელსაც ჩემი თანამშრომელი ეჯდა კალთაში და იცინოდნენ, როგორც ჩანს თვითონაც შემამჩნია უცებვე და ის ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე მე რომ მაცოფებს, შევამჩნიე როგორ ამათვალ-ჩამათვალიერა და ვითომ ფეხებზე მეკიდა ისე მივედი ბართან.
-რამე მომეცით თუ შეიძლება(მე)
მივმართე ბარმენს ისე რომ ცოფებს ვყრიდი
-რამე რა? (ბარმენი)
-რამე, რაც ყველაზე დიდ პროცენტ ალკოჰოლს შეიცავს.
არვიცი რა მომაწოდა ბარმენმა მაგრამ ჭიქა ბოლომდე გამოვცალე და ვანიშნე კიდევ დაესხა
-მაპატიეთ მაგრამ გაგთიშავთ (ბარმენი)
-შენი მოვალეობა ის არის რომ სასმელი მომცე ! (მე)
არვიცი ამდენი აგრესიულობა ჩემგან საიადნ მოდიოდა, მაოცებდა ჩემი მდგომარეობა მაგრამ თავსაც ვერაფერს ვერ ვუხერხებდი.
ჭიქა წინ დამიდო, ისიც გამოვცალე და ამ დროს გვერდიდან ნაცნობი ხმა მომესმა
-ისე იეჭვიანე რომ აღარ იცი რა ქნა და დარდს სასმელში ახრჩობ? (გიორგი) კმაყოფილი მზერით მიყურებდა და თითებს ბარზე აკაკუნებდა
-გამარჯობა იდიოტო, კარგად იდიოტო! (მე) შევუღრინე ფარისევლური ღიმილით, წამოვიწიე და წასვლა დავაპირე როცა მაჯაში მწვდა და მისკენ მიმწია
უკნიდან ლადო დავინახე რომელიც სიცილით მიყურებდა ხელით მანიშნებდა მაგარია მიდიო, ამაზე სულ მომეშალა ნერვები
-ხელი გამიშვი რასაკეთებ (მე)
-იცი რაზე ვფიქრობ? როცა გაკოცე ხელი მაშნ არ გამარტყი და ეგ რატომ გააკეთე მაშინ, მგონია რომ ნაადრევად გემატება ასაკი, ჯერ ისევ პატარა ბავშვი ხარ! (გიორგი)
-შენ კი იდიოტი ხარ! რომელსაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს! (მე)
-წამოდი! (გიორგი) ხელი მაჯაში წამავლო და გასასვლელისკენ წავიდა.
როდესაც ძალიან გავუძალიანდი ვერც კი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი მის მხარზე ტომარასავით შემოგდებული.
-რასაკეთებ? დამსვი!! სირცხვილია!! (მე) ვცდილობდი ნერვები მომეთოკა და ისტერიკებში არ ჩავვარდნილიყავი
-ჯიუტი ხარ, ჭკუა უნდა გასწავლო (გიორგი)


გამარჯობაა )) ვცდილობ გაგახაროთ მაგრამ თქვენ რატომღაც აღარ მაძლევთ სტიმულს, იქნებ არ მოგწონთ??



№1 სტუმარი ნანა1111

ძალიან კარგია ♡♡♡

 


№2 სტუმარი Sali

Dzalian momwons mgagrdzele

 


№3  offline წევრი LoNdA DM

haahaa magariaaa

 


№4 სტუმარი mariami

გაგრძელე მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent