შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭი (თავი 1)


20-11-2015, 00:42
ავტორი კიმ ანა
ნანახია 3 001

სწრაფად 911-ზე დარეკეთ,ორ მხრივ სროლაში პოლიციელი დაიჭრა.დამხმარე რაზმი გამოგზავნეთ რომ შეძლონ ანაბეჭდების აღება.
- ეს უკვე ზედმეტია.კიდევ ერთი ძარცვა და ისევ მოახერხეს გამოძვრენა.სუფთად მუშაობენ.
- დამშვიდდი,ახლა მთავარია კაპიტანი გადარჩეს.ოჯახს დაუკავშირდით?
- კი მაქსიმ.ძალიან არ გვინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო.
- კარგი წამოდი ჩვენც სავადმყოფოში წავიდეთ.აქაურობას დანარჩენები მიხედავენ.
- დედა სწრაფად,მამა ამ პალატაში წევს.
- უკაცრავად მაგრამ დღეს ვერ შეგიშვებთ,პაციენტს დასვენება ჭირდება.
- ჩვენ მისი ოჯახი ვართ.
- გვესმის მაგრამ დღეს მოცდა მოგიწევთ,უკაცრავად.
- დედა ძალიან გთხოვ უთხარი მათ რამე.
- ლენა დაწყნარდი.დღეს აზრი არ აქვს,ხვალამდე მოვიცადოთ.
- ქალბატონო მეი.როგორ ხართ.
- ოჰ,მაქსიმ.ძალიან შეგვეშინდა.მასთან შესვლის უფლებას არ გვაძლევენ.
- დღეს არ შეგიშვებენ,ხვალამდე მოვიცადოთ.
ჩვენ აქვე ვიქნებით,თუ რამე დაგჭირდებათ დაგვიძახეთ.
- მადლობ მაქსიმ.
მთელი ღამე სავადმყოფოში გავატარეთ მე და დედამ.წამით არ მოგვიხუჭავს თვალი მამაზე ფიქრში.ის უკვე სამი წელია ბანდას დასდევს,რომელიც ყოველთვის სუფთად ძვრება საქმიდან.მაგრამ მაინც და მაინც მამა რატომ გახდა ამ ყველაფრის მსხვერპლი.
- ლენა გაიღვიძე ყავა მოგიტანე.
- დედა,მამასთან არ შეგვიშვებენ?
- როგორც კი გაიღვიძებს დაგვიძახებენ.
- არ ფიქრობ რომ უნდა შეეშვას ამ საქმეს?გუშინ ძალიან შევშინდი.ხომ შეიძლებოდა უარესი მოხდარიყო.
- ჰომ იცი აზრი არ აქვს.რამდენჯერ დაველაპარაკე მას ამ თემაზე.არ შეწყვეტს სანამ მათ არ დაიჭრს.
- უკაცრავად,პაციენტმა გაიღვიძა შეგიძლიათ ინახულოთ.
პალატისკენ პირველი გავვარდი სადაც მამა იწვა და დედა უკან მომყვებოდა.
- მამა როგორ ხარ?
- ნელა,ლენა ნელა,მტკივა.
- მაპატიე,უცბად გადამავიწყდა.
- მთელი ღამე აქ იყავით?
- საყვარელო სახლში რა გაგვაჩერებდა.
- ბატონო რეი!
- ოჰ,მაქსიმუს,შენც აქ ხარ?
- დიახ.შემთხვევის შემდეგ პირდაპირ აქ მოვედით მე და ლუკა.
ექიმმა რა გითხრათ.მალე გამოგწერენ?
- ერთი კვირა მაინც მომიწევს დარჩენა.რაც არ უნდა მოხდეს მაინც ვერ დავახწევ აქაურობას თავს.
- მამიკო საჭმელს მე მოგიტან ხოლმე.
- ჰაჰაჰა,აბა რა შვილო.თან აქაური საჭმელები ხომ იცი კოშმარია.
- ჰოდა ამიტომ ყველაფერს გემრიელს მოგიმზადებ.
- უკაცრავად დრო ამოიწურა.დატოვეთ პალატა.
- ლენა წამოდი წავიდეთ.
- კიდევ მოვალ მამიკო.
- ჩვენ მიგიყვანთ სახლამდე.
სავადმყოფოდან სახლამდე უღიმღამოდ მივედი.დილის 11 საათი სრულდებოდა.შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი,რამაც მთელი დღის განმავლობაში მომიცვა.ნერვიულობისგან ჭამაც არ გამხსენებია.საღამოს 7 სთ-სკენ კი სიზმარმა გამომაფხიზლა,სადაც ვიღაც აჩრდილი მამას ესროდა.გულგახეთქილმა გავიღვიძე და სულ დავიწყებული მქონდა,რომ წინა დღით მიას შევპირდი წვეულებაზე მოვალ მეთქი.ტელეფონს რომ დავხედე 15 გამოტოვებული ზარი დამხვდა მისგან.სწრაფად გავემზადე,დედას დავემშვიდობე და მიასთან წავედი.საათნახევრით დაგვიანებით მივედი და მის რისხვასთან შესახვედრად მოვემზადე.
- ლენა,აქამდე სად ხარ?!
- ვაუ,მეი.ამდენ ხალხს არც ველოდი.
- შენ რა მაიგნორებ?გამაგიჟებ.წამოდი ლუდი დავლიოთ.თუ სოჯუ გირჩევნია?
- ორივე ერთად!
- ჰაჰა გიჟო.წამოდი.სხვათაშორის ჩემმა მეგობრებმა შესანიშნავი ოპპები მოიყვანეს თან.ვინმე გაიცანი.
- სიმართლე გითხრა ახლა მაგის თავი არ მაქვს. - თან სასმელს ვასხავ და თან მიას ველაპარაკები. - მამა სავადმყოფოში წევს.
- რა?რატომ?რა დაემართა?
- ორმხრივ სროლაში მოყვა.ეს კი ისევ იმ საშინელი ბანდის ბრალია.
- ისევ ვერ დაიჭირეს?ვინ არიან ასეთები.
- ეგ არ ვიცი მაგრამ სადაცაა მე წავალ მათ დასაჭერად.
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ.
ლენა ფრთხილად.
ამ საუბარში ჩაფიქრებულმა ხელი სოჯუს ბოთლს ვკარი და ვიღაცას მთელს შარვალზე ძალიან უხერხულად გადაესხა.
- ჯანდაბა ... მაპატიეთ არ მინდოდა.უბრალოდ ვერ დავინახე აქ რომ იდგა.
- არა არაფერია,ნუ ღელავ.
- ჰო.მაინც ბოდიში.
- მია,ერთი წუთით აქ მოდი!
- ეხლავე დედა.
- შენ მიას მეგობარი ხარ?
- კი,საუკეთესო მეგობარი.შენც იცნობ?
- არა.აქ შემთხვევით მოვხვდი,ჩემი ძმაკაცები მისი ძმის მეგობრები არიან.მე ლეი მქვია.
- ლენა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც.
- და,დიდხანს დარჩები?სასმელს მე დაგისხავ.
- კი.რადგან ახლა სიმარტოვე გამაგიჟებდა.
- გავიგე რაღაც ბანდაზე ლაპარაკოდით.რამე მოხდა?
- კი მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს.
- კარგი როგორც გინდა.
- მადლობ.
- კიდევ დალევ?
- ჰოო.
ვერც კი შევამჩნიეთ დრო ისე გავიდა საუბარში.ყველა თემაზე ვისაუბრეთ რაც კი შეიძლებოდა.მიუხედავად იმისა,რომ სრულიად უცხო იყო ის ჩემთვის,მასთან თავისუფლად ვახერხებდი საუბარს.
- უკვე თორმეტია.სახლში უნდა წავიდე.დილით ადრე ვარ გასასვლელი.
- გვიანია,მე გაგაცილებ.
- არა,არ არის საჭირო.მეგობრები არ დატოვო.
- ოთხი საათია შენთან ერთად ვარ.არამგონია ამან რამე შეცვალოს.
- ესეც მართალია.
- მაინც არ მეტყვი ასეთი მოწყენილი რატომ ხარ დღეს?
- მამაჩემის გამო.სავადმყოფოში დაჭრილი წევს.
- ცუდია.რა მოხდა?
- პოლიციელია.ბრმა ტყვიამ დაჭრა.
- გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
- ^=^ უკვე მოვედი.მადლობ რომ მომაცილე.
- არაფრის,შეხვედრამდე.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

"ცუდი ბიჭი"
სათაურშივე მივხვდიი რა დამხვდებოდა!
არც შევმცდარვარ!
არ მომეწონა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2 სტუმარი ToxIKo))

აი ძაან მაგარია ძლისვ რაღაცა ბოევიკზე გააგრძელე რა feel

 


№3  offline წევრი კიმ ანა

მე გავაგრძელებ და ეგ არაფერი თუ ვინმეს არ მოგეწონათ ^_^

მე გავაგრძელებ და ეგ არაფერი თუ ვინმეს არ მოგეწონათ ^_^

 


№4  offline წევრი marikuna (1)

აუ მალე რა <3

საღამოს დადე რაა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent