შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი სიტყვა


20-11-2015, 00:44
ავტორი Dreamcatcher
ნანახია 1 384

_შეიძლება დავჯდე?_მორიდებულად მივმართე უცნობს და პასუხის მოლოდინში, ჩვეულებისამებრ, თითები გადავაჯვარედინე, მას კი წარბიც არ შეურხევია.
თანხმობის მიღების პირველმა მცდელობამ რომ წარუმატებლად ჩაიარა, ხმას ოდნავ ავუწიე და კითხვა გავიმეორე, მაგრამ კვლავაც უშედეგოდ.
_იქნებ სმენადაქვეითებულია?_გამოვიტანე დასკვნა და რაკი ვერანაირი ემოცია ვერ შევნიშნე, ხმა კიდევ უფრო ავიმაღლე_უკაცრავად, ყველა ადგილი დაკავებულია და ხელს ხომ არ შეგიშლით?_ლამის ვყვიროდი და ხელითაც ვანიშნებდი.
_მესმის და ნუ ყვირით!_როგორც იქნა, იკადრა თავის აწევა და პასუხის გაცემა, მაგრამ ისეთი ცივი ხმა ჰქონდა, მგონი ჯობდა, ყრუ-მუნჯი აღმოჩენილიყო.
_მე მხოლოდ..._დავიბენი და მივაშტერდი. ახლაღა შევამჩნიე, რომ ,,ჩემი'' უცნობი საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი გახლდათ_მხრებამდე შავი თმით, ასეთივე ფერის თვალებით, ოდნავ მოშვებული წვერითა და ნახევრად გახსნილი პერანგით ჟურნალიდან გადმომხტარ ნამდვილ მოდელს ჰგავდა. მოკლედ, ,,კარგი ტიპი'' ჩანდა, თუმცა ძალიან ბრაზიანი.
,,ყოჩაღ, ნატალი, რა დროს ამაზე ფიქრია, თანაც, ალბათ, ზალიან უფროსია!''_გულში გავუწყერი საკუთარ თავს, ხმამაღლა კი მხოლოდ ერთი სიტყვა_,,გთხოვთ'' გამოვთქვი.
უცნობი დაჟინებით მომაშტერდა, თუმცა მისი გამომეტყველება იმდენად არაფრის მთქმელი იყო, თითქოს არა ადამიანს, არამედ გამჭვირვალე ნივთს უმზერდა. რობოტივით უემოციო სახე ჰქონდა და აშკარა იყო_იმის მიუხედავად, რომ მე მიყურებდა, მისი გონება სულ სხვა მიმართულებით დაქროდა.
_დაჯექი_,,სულერთიას'' ტონით მითხრა რამდენიმე წამის შემდეგ, მეც, იმის შიშით, რომ გადაიფიქრებდა, მაშინვე დავიკავე ადგილი.
_ოღონდ იცოდე, ბევრს სვამ და ძალიან ცოტას ლაპარაკობ!_გამაფრთხილებელად დაამატა წამის შემდეგ და ოფიციანტს ანიშნა...
***
მაღვიძარის შემაწუხებელმა წკრიალმა მაიძულა მორფეოსის საუფლოსგან მოშორება და ნახევრად ღამენათევმა ძლივს მოვახერხე თავის წამოწევა. ნაზად ვაკოცე ჩემს ტანზე მწოლიარე არსებას, რამდენჯერმე დავამთქნარე და ფრთხილად წამოვდექი, რათა მისთვის ძილი არ დამეფრთხო.
თავის მოწესრიგების შემდეგ, როგორც ყოველთვის, ყავა მოვიმზადე და უზარმაზარი ფინჯნით ,,შეიარაღებული'' აივანზე გავედი, თუმცა, ამჯერად არა ჟურნალის თვალიერება, არამედ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოჩენილი თინეიჯერობისდროინდელი დღიურის გადაკითხვა მქონდა განზრახული, რომლისთვისაც აქამდე ვერაფრით მოვიცალე, იმის მიუხედავად, რომ სულ რამდენიმე ჩანაწერისგან შედგებოდა.
აი ისიც_,,პირველი'' გვერდი, რომელიც, ბლოკნოტის სისქის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულაც არაა პირველი, უბრალოდ, ჩანს მისი წინამორბედები შეცდომების მსხვერპლნი გახდნენ და მას დაუთმეს ასპარეზი.
31 აგვისტო, 2010 წელი
,,დღეს ზაფხულის ბოლო დღეა და ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა იგი, თუმცა საათის ისრები მალე თორმეტს მიაღწევს და ეს უდარდელი პერიოდიც ერთი წლით დამემშვიდობება, ჩემთვის კი სრულიად ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება_მე ხომ მალე აბიტურიენტი ვხდები.
დღიური არასოდეს მქონია და კარგად არ ვიცი, როგორ უნდა ვწერო, ამიტომაც ვეღარ ვითვლი, უკვე მერამდენე ფურცელი ამოვხიე, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი ახალი მეგობარი მაპატიებს ამ შეცდომას.
ალბათ, ასე უნდა დამეწყო:
მე ნატალი იოსელიანი ვარ, 17 წლის. მალე სკოლას ვამთავრებ და სტუდენტობისთვის ვემზადები, თუმცა მანამდე უამრავი გამოცდის ჩაბარება მომიწევს. დიდად მონდომებული ვარ ან ვნერვიულობ-მეთქი თუ გეტყვით, მოგატყუებთ, თუმცა ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, რაც ალბათ ნიჭის დამსახურება უფროა, ვიდრე სიბეჯითის. ერთადერთი რამ, რასაც ცხოვრებაში მთელი სერიოზულობით ვეკიდები, არის ცურვა, რომლის გარეშეც ჩემი თავი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ვიცი, რამდენ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო ჟურნალისტიკაში(ჰო, ამ სპეციალობაზე ვაბარებ), მას მაინც ყოველთვის მეორეხარისხოვან საქმედ ჩავთვლი.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ინტროვერტი ვიყავი, მაგრამ რამდენიმე პიროვნებამ დამარწმუნა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება და თურმე არც ისე ცუდი ყოფილა. სინამდვილეში სულაც არ მიჭირს უცნობებთან კომუნიკაცია(უფრო_პირიქით), უბრალოდ ვთვლი, რომ არ შეიძლება ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეს.
ჩემს შესახებ სხვა იმის თქმა შემიძლია, რომ ვგიჟდები წერაზე, მუსიკასა და ისტორიაზე. ვარ საშინლად სულსწრაფი, ეჭვიანი, ამაყი, ამბიციური და რაც მთავარია, ა რ ა პ უ ნ ქ ტ უ ა ლ უ რ ი(ეს არის თვისება, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს).. მოკლედ მე ვარ ერთი ჩვეულებრივი, მინუსებით გადავსებული გოგონა, საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენით.
ვხვდები, რომ მალე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და დიდი გზის გავლა მომიწევს მიზნების მისაღწევად, მაგრამ მე ჯერ კიდევ ახლა ვიწყებ მასზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, ამიტომაც მინდა, ამ დღიურში მოვნიშნო ყოველი მილი, რომელსაც გავივლი, რათა საჭიროების შემთხვევაში მახსოვდეს, საიდან დავიწყე.''
8 სექტემბერი, 2010 წელი
,,იმდენად საშინელი კვირა მქონდა, წერის სურვილი საერთოდ არ გამჩენია. მართალია, რომ ამბობენ, ცუდი ამბები ყოველთვის ერთმანეთის მიყოლებით ხდებაო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და გიორგის პირველი სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ ბევრი სისულელე ვთქვი, მან კი პირდაპირ მითხრა, ცოტა რომ გაიზრდები, მერე დავილაპარაკოთ, მანამდე კი,_ბედნიერებას გისურვებო. ხომ ვიცოდი, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსის გადატანა, მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე. ჰოდა ვიტირე, ავდექი და ოთახში ჩაკეტილმა პატარა ბავშვივით ვიბღავლე და ამის გამო საშინლად მძულს ჩემი თავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცი, თავიდან ბოლომდე მე ვიყავი დამნაშავე.._ეს იყო ოთხშაბათს.
ხუთშაბათს მწვრთნელმა მისაყვედურა, ზედმეტად გამხდარი ხარო, რაზეც ისედაც განერვიულებული, შევეპასუხე და ,,საყვარელი მოწაფე'' დარბაზიდან გამაძევა.
ორი დღის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, ვიკადრე მისვლა და ბოდიშის მოხდა, გასახდელში პირსახოცები აგვერია და ისე ცუდად იმოქმედა, რომ სამი დღე თვალებს ვერ ვახელდი და საწოლიდან არ ავმდგარვარ. ერთადერთი დადებითი, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ის იყო, რომ მაკო და ანა უამრავი შოკოლადით დამადგნენ, გიორგიც ამოვიდა და ბოდიში მომიხადა იმისთვის, რაც არ გაუკეთებია:D
ვარჯიშებზე დაბრუნებულს კარგი ამბავი დამხვდა_თვის ბოლოს ათი დღით თურქეთში გავემგზავრებოდით. ძალიან გამიხარდა, ნამდვილად მეკუთვნის დასვენება ამ დღეების შემდეგ, თუმცა მანამდე ახალი სასწავლო წლისთვის ვარ მოსამზადებელი..''
_დე, გუშინ ხო ა წავალთ ბაღში_კითხვაში, გართულმა, ვერც კი შევამჩნიე, როდის დამადგა თავზე ფეხშიშველა და თმაგაწეწილი ბარბარე.
_გუშინ არა დე!_სიცილით ვუპასუხე და მთელი ძალით ჩავკოცნე._ახლა პირი დავიბანოთ და ჩაი დავლიოთ, კარგი?_თანხმობის ნიშნად რაღაც ჩაიბურტყუნა და თითები გადააჯვარედინა. ყოველთვის მეღიმებოდა მის ამ ქცევაზე, რომელიც ლამის დაბადებიდან დაჰყვა. როგორც გარეგნობით, ისე ჩვევებით, საშინლად მგავდა.
სიცილ-კისკისსა და ჩხუბში ვიბანავეთ და საუზმეს ვამზადებდი, როცა მობილურის ზარის ხმა გაისმა.
_ალო!_დამასწრო ბარბიმ._არა, არ ცალია დედიკოს...ვთამაშობთ!_სრული სერიოზულობით ეუბნებოდა ვიღაცას. როგორც იქნა, მოვრჩი ხელების გამშრალებას და დიდი ხვეწნის შემდეგ გამოვართვი.
_გისმენ, თაკო!
_მოგაცდინე თამაშს?_სიცილით მკითხა._რაღაც უნდა გთხოვო.
_მიდი, ვიცი მე შენი თხოვნები.
_ვიცი, რომ დასვენების დღე გაქვს, მაგრამ ძალიან გთხოვ...სულ ორი საათით მჭირდები საღამოს.
_მაინც უნდა მითხრა და რაღატომ მივლი, მითხარი, სანამ კარგ ხასიათზე ვარ!_ხუმრობით დავცინე.
_მოკლედ დღეს შვიდ საათზე ,,ამირანში'' იმართება რაღაც ახალი ფილმის(საკუთარი სახელების დამახსოვრება თაკოს სუსტი წერტილი იყო) დახურული ჩვენება და ყველა ,,ფეისი'' იქნება, მაგრამ ისეთი საქმე გამომიჩნდა, ვერანაირად ვახერხებ მისვლას, არადა ამის ხელიდან გასვება წარმოუდგენელია. თან, ერთი ქართველიც მონაწილეობს და ჩამოსულია, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. სხვები ,,პროსტა'' ესწრებიან, რა.
_ვა, რა ჰქვია?_ყოველი შემთვხვევისთვის ვიკიტხე.
_არ მახსოვს, ცოტა ხანში მოგაწოდებ დაზუსტებულად, გადაკეთებული აქვს სახელი და გვარი უცხოურად და ნამდვილს არ გეტყვი, თურმე არ მოსწონს და შენი ამბავი რომ ვიცი, არ დაგამაგრდება ენაზე.
_მაგ ბოლო სიტყვების გამო, ხომ ხარ ღირსი, უარი გტკიცო?
_კი ვარ, მაგრამ შენ ისეთი კეთილი მყავხარ, დამინდობ. მიხედე ახლა ბავშვს და 15 წუთში მეილზე გექნება ყველაფერი, გკოცნი.
_მოიცა, ხვალ ხო იქნები?
_ჰო, აბა ახალი შეფის უნახავად რა გამაძლებინებს. საღამოს დაგელაპარაკები, გავარკვიე მაგაზე რაღაცები.
_დროებით, ჭორიკანა!_გავთიშე და თავი გავიქნიე._არა, ეს არ შეიცვლება, ნეტა ,,ვინ საქმე'' გამოუჩნდა?
_ჩემი ჩაი გაფრინდა, დე_ჩაიბუზღუნა უყურადრებობით გაბრაზებულმა ბარბარემ და კვლავ თითები გადააჯვარედინა.
_ჩემო პატარა მეტიჩარა!_წამით მოვეფერე და ,,გაფრენილი'' მადუღარა გამოვრთე.
***
რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ სვამდა, მეც უხმოდ ვაკვირდებოდი და დაბნეული მზერა ხან მასზე, ხან კი ოფიციანტზე გადამქონდა, რომელსაც თითქმის ყოველ წუთს უხდებოდა ახალი შეკვეთის შესრულება.
_რას ელოდები?_მკითხა ცოტა ხნის შემდეგ._თუ სხვა რამე გინდა, შევუკ...
_არა, ეს წესები არ მომწონს!_უცებ შევაწყვეტინე.
_წესები?_გაეცინა. თურმე, ესეც შესძლებია. თანაც, საშინლად უხდებოდა კიდეც. ვაღიარებ, ვერაფრით მოვიშორე მის ზედმეტად იდეალურ გარეგნობაზე ფიქრი.
_ჩუმად დალევას ვგულისხმობ. ასე მალე დავთვრები და ეს პრობლემაა.
_შენი პრობლემა!_დამცინავად დააკონკრეტა._გაგიჟდება კაცი, თითქოს ძალით შემომეთრიოს!_ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
_სხვაგან ადგილი არ იყო, თორემ არც მე მსიამოვნებს თქვენს გვერდით ყოფნა!_ვალში არ დავრჩი და ამჯერად მეც გადავკარი.
_დიდი ბოდიში, თანამოსაუბრედ არ გამოვდგები!_კვლავ ირონიულად მითხრა.
_ბევრს არაფერს გთხოვ, სულ ცოტა ვილაპარაკოთ, რომ არ გავითიშო_ხელით ვაჩვენე, რამხელა იყო ,,ცოტა'', რაზეც გადაიხარხარა.
_კარგი, ნუ ბრაზდები!_სიცილით მომმართა ჩემი სახის დანახვაზე._რა გავაკეთო?
_სამი სიტყვით მიპასუხე ყველაფერზე, რასაც გკითხავ!_ჩემი და გიორგის საყვარელი გასართობის გახსენებაზე გული შემეკუმშა, მაგრამ თავი შევიკავე.
_ვემსახურები მის უდიდებულესობას!_ხელი საფეთქელთან მიიტანა და გაიჯგიმა.
_რა გქვია?
_გიორგი, გიო და...მესამე ვერ მოვიფიქრე_ვითომ ვერ მიხვდა, რომ ეს თამაშგარე კითხვა იყო და სასმელზე მიმითითა. ღმერთო, როგორ მეზიზღებოდა ყველა გიორგი იმ წუთას.
სწრაფად გამოვცალე...
_შენზე რას იტყვი?
_ნატალი, ნატა და...ტლიკინა!_კმაყოფილმა დავაბოლოვე...
_ უ სა სი ა მოვ ნე სი ა - დამარცვლა და უკვე მეატასედ, ოფიციანტი მოიხმო...
***
_შენც მძულხარ თაკო და ეს საცობები ხომ საერთოდ!_ნერვებმოშლილი მივაბიჯებდი და წამდაუწუმ საათზე ვიხედებოდი.
_20 წუთი აკლია, ვინღა მიმაკარებს მსახიობებს._იმედგადაწურულმა ვაჩვენე საშვი დაცვის წევრს, თუმცა ოდნავ მომეშვა, როცა შევამჩნიე, რომ რამდენიმე ჟურნალისტი ჯერ კიდევ ცდილობდა ინტერვიუს მიღებას. ინტუიციით მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ,,ამალა'' ჩემს ინტერესის ობიექტს ეყოლებოდა და ჩამწერი მოვამზადე, თუმცა როცა, როგორც იქნა, შევძელი გზის გაკვლევა და მიახლოება, წინასწარ მომზადებული ყველა კითხვა დამავიწყდა და ერთადერთი სიტყვა წარმოვთქვი:
-გიორგი?!
ერთ ადგილზე გაყინული, გაოგნებული შევცქეროდი ჩემს წარსულს, რომელიც ურჩხულივით გამოვარდნილიყო ღრმა ჯურღმულიდან, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. იმის მიუხედავად, რომ თითქოს საუკუნე გასულიყო ჩვენი ბოლო შეხვედრიდან და საკმაოდ შეცვლილიყო, დეტალურად მახსოვდა მისი ყოველი ნაკვთი, არაფერში ამერეოდა მისი ზღვასავით ლურჯი თვალები და მზერა. ვუყურებდი, როგორ ქცეულიყო ჩამოყალიბებულ მამაკაცად ჩემი პირველი სიყვარული და ვგძნობდი, როგორ აჩქარებულიყო გულისცემა. საბედნიეროდ, შოკურმა მდგომარეობამ სწრაფად გაიარა, გონს წამებში მოვეგე და ჩავახველე.
_მაპატიეთ, ჯორჯ!_გადავაკეთე და თვალი თამამად გავუსწორე._როგორი შეგრძნებაა სამშობლოში დაბრუნება?_ვკითხე, რაც ენაზე პირველად მომადგა.
_არაჩვეულებრივია!_ცივი ღიმილით მიპასუხა._დარწმუნებული ვარ, არ მოვიწყენ, აქ ხომ ყოველ ნაბიჯზე მოგონებებია._ირონიულად დაამატა და თანმხლებ პირებს ანიშნა, წასვლის დროაო.
_წარმატებები!_ვუთხარი წასვლამდე და გულში მთელი მონდომებით შევუკურთხე თაკოს და ბედისწერას.
მთელს სამყაროზე გაბრაზებული, საშინლად ნერვებმოშლილი დავბრუნდი სახლში. თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, ბარბარეს ძიძას დარჩენა ვთხოვე, არ მინდოდა, ჩემს ცუდ ხასიათს მის განწყობაზე ემოქმედა. ოთახში ჩავიკეტე და დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ თაკოს ზარმა გეგმა შემაცვლევინა.
_გისმენ!_ვეცადე, მთელი გაბრაზება ჩამეტია ამ სიტყვებში.
_რა ხმა გაქვს?
_მეძინასავით.
_აბა, როგორ იყოჩაღე?
_ვერც წარმოიდგენ! მოგკლავ, სახელი რომ არ მითხარი.
_რა მიხვედრა უნდოდა, რომ გიორგი ერქმეოდა?_სიცილით მკითხა.
_გვარიც ვიგულისხმე! იცი, რომ საქართველოში ყოველ მესამეს გიორგი ჰქვია?
_მოიცა, რა გჭირს?
_რა და დღეს ჩემი ყოფილის წინ ვიდექი და იდიოტივით ვეკითხებოდი, საქართველოში ყოფნა როგორ მოსწონს.
_რა? რომელი ყოფილის? ბარბის..
_არა, გაგიჟდი? მოკლედ, შენი რა ბრალია, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში აღვმოჩნდი.
_მაპატიე, მე.. სურათები ხომ გამოგიგზავნე, ვერ იცანი?
_ვერ მოვასწარი, ინფოსაც უცებ გადავხედე.
_მის პუნქტუალობა! რით გამოვისყიდო დანაშაული?
_ძილი მაცადე!_ოდნავ გამამხიარულა მასთან საუბარმა.
_კარგი, ახლავე. ხვალ დაგელაპარაკები, იმედია ახალ უფროსთან პირველივე დღეს მაინც არ დააგვიანებ.
_ვეცდები_რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ პირობას ვერ შევასრულებდი._ხვალამდე.
_კარგად, კიდევ ერთხელ ბოდიში!_როგორც კი გამითიშა, მობილური გამოვრთე, რათა აღარავის შევეწუხებინე. რაკი ძილი გამიტყდა, ვიცოდი, რომ ახლა ვეღარ მოვახერხებდი, ამიტომაც ცოტა ხნით თეას და ბარბარეს შევუერთდი, მერე კი დღიურითა და ყავით ხელში კვლავ ოთახში დავბრუნდი, მუსიკა ჩავრთე და დარჩენილი ჩანაწერების გასაცნობად მოვემზადე:
11 სექტემბერი, 2010 წელი
,,ორ დღეში სკოლა იწყება და უკვე ვეღარ ვითმენ. კლასელები მომენატრა, თორემ ვიცი, სწავლის პროცესი ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო. გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი ბოლო სასწავლო წლისადმი. ალბათ, ოდესმე შემიპყრობს კიდეც ნოსტალგია, მაგრამ მგონია, რომ წინასწარ ამაზე წუწუნი აფერისტობაა.
სამაგიეროდ, დღეებს ვითვლი თურქეთში გამგზავრებამდე_20-ში უკვე იქ ვიქნებით და მაქსიმალურად დავისვენებთ. ოქტომბერში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვექნება და მწვრთნელს სურს, მანამდე განტვირთვა მოვახერხოთ. ჩან'ტ წაიტ''
18 სექტემბერი, 2010 წელი
თურქეთამდე ორი დღე რჩება და საკმაოდ Aრელვებული ვარ, თუმცა ამჯერად ამაზე წერას არ ვაპირებ.
შევამჩნიე, რომ გიო ეს დღეები რაღაც უცნაურად იქცევა, თითქოს გათიშული დადის და ჩემთან საუბრისას გონებით სულ სხვაგან არის. რამდენჯერმე ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ ყოველთვის თავი ამარიდა, თუმცა გუშინ თვითონვე გადაწყვიტა საუბარი. ის თეატრალურზე სწავლობს. ჯერ-ჯერობით ერთ ფილმსა და რამდენიმე ვიდეოკლიპში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც გამოცდილი კინომანი, გულწრფელად ვთვლი, რომ ძალიან ნიჭიერია, თუმცა მაინც არ ველოდი, როცა მითხრა, რომ ერთ-ერთ უცხოურ სარეკლამო კომპანიაში, რომელიც მონაცემები ჰქომდა გაგზავილი, მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ეძლეოდა. იმდენად გამიხარდა, გავოცდი, რატომ მიმალავდა ასეთ ამბავს, მაგრამ მოგვიანებით რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ძალიან გამიჭიდებოდა მის გარეშე და საერთოდ, რადიკალურად შეიცვლება ჩვენი ურთიერთობა. უკვე ვუთხარი, რომ მისი წარმატება ყველაზე მეტად მე გამიხარდება და მისი უდიდესი მხარდამჭერი ვიქნები. რა ტქმა უნდა, არ ვაპირებ, რაიმეში ხელი შევუშალო და ნებას არ მივცემ, ამ შანსზე ნებისმიერი მიზეზით უარის თქმას. იმედია, ჩვენი ურთიერთობა შეძელებს ამ გამოცდის გაძლებას, თუ არა და...ამაზე ფიქრი არ მინდა.
ჰო, თურქეთში ალბათ საწერად არ მეცლება, ამიტომაც ყოველი შემთხვევისთვის გემშვიდობები.
20 სექტემბერი, 2010 წელი
აეროპორტში ვზივარ და ჩასხდომის დროს ველოდები. ზოგი ადამიანი აქ ძალიან მაღიზიანებს და რაკი ჩემი მშობლები და გიორგი კატეგორიული მოთხოვნით გავუშვი სახლში, განცალკავებით ვზივარ.
გიომ სიურპრიზი გამიკეთა_აიპოდი მაჩუქა, რომელსაც უკვე რამდენიმე კვირაა, ,,ვუმიზნებდი", თანაც, ჩვენი საყვარელი თითქმის ყველა სიმღერაა ჩაწერილი. ამგვარად, არც გზაში მომიწევს მოწყენა და არც პლაჟზე. აბა, გავიქეცი, დაუვიწყარი დასვენება_მე!"
ეს იყო ბოლპ ჩანაწერი, რომელსაც ჩემს დღიურში დაეკავებინა ადგილი. უკანასკნელ სიტყვებზე სიმწრით გამეღიმა_ნამდვილად არასოდეს დამავიწყდებოდა თურქული არდადეგები. გუშინდელივით მახსოვდა, რა მხიარულად გავატარეთ პირველი რამდენიმე დღე, მერე კი ზედმეტად თავდაჯერებულმა როგორ მოვინდომე ,,გმირობა'', როგორ ვცადე ტალღებთან ბრძოლა ვიღაც ბავშვის გადასარჩენად(მგონი, მისი მშობლები დღემდე ალაჰს სთხოვენ ჩემს დაფარვას) და როგორ გავხდი მაშველების საძებნი. ისიც ნათლად მქონდა აღბეჭდილი მეხსიერებაში, თუ როგორ გააბედნიერა ჩემმა გონზე მოსვლამ მშობლები, რომლებსაც უკვე თურმე გამოტირებული ვყავდი და ისიც, როგორ ვაიძულე ეთქვათ ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
_შვილო, შენი ცურვა დამთავრდა!_მამამ იტვირთა განაჩენის გამოცხადებლის ფუნქცია. ვიგრძენი, როგორ მოკვდა ჩემში რაღაც იმ წუთას. მივხვდი, რომ უკვე აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ბედნიერების უმაღლეს მწევერვალზე მყოფი თითქოს მიწაზე უმოწყალოდ დამანარცხეს მე ერთ დღეში უბრალოდ, უსწრაფესად გავიზარდე...
***
_ჩვენი ,,მის პუნქტულობა" მოწოდების სიმაღლეზეა!_ აფერისტული ღიმილით შემეგება დერეფანში მიმავალს ,,ანჩო'' ნეტა ამას ვინღა ეკითხებოდა?
_დილა მშვიდობისა!_ღიმილით ჩამოვართვი თავხედობა._ მოვიდა უკვე ახალი უფროსი?
_კი და ეგრევე თათბირიო. 11-ზე საკონფერენციოში.
_მადლობა ინფორმაციისთვის, დროებით!_სწრაფად დავემშვდობე და ჩემი კაბინეტისკენ გავემართე, სადაც თაკო უკვე მელოდებოდა.
_დილა მშვიდობის!_გავუღიმე და კომპიუტერთან დავჯექი.
_რა სახე გაქვს?_მკითხა მისალმების ნაცვლად.
_არ მიძინია_უხალისოდ ვუპასუხე.
_რამდენი ლიტრი ყავა დალიე?_მკაცრად შემომხედა.
_არ ვიცი!_მხრები ავიჩეჩე. იმდენ რაღაცაზე ვფიქრობდი, ძილი გამიტყდა.
_ჰმ! გამოვიცნო რაზე? თუ ვიღაცაზე?_ეშმაკურად გამომხედა.
_ძალიან რთული მისახვედრია...არამარტო მაგაზე.
_სარკეში საერთოდ იხედები? ანგელოზივით ქალი ჩონჩხს რომ დაემსგავსე, ვერ ამჩნევ?_ისე მითხრა, თითქოს მე ვწუწუნებდე ყოველდღე მომატებულ ერთნახევარ კილოგრამზე._შენი ყოფილი თბილისში დადის და შეიძლება ნებისმიერ წუთას შეგხვდეს, შენ კი იმის ნაცვლად, რომ თვალები დაუბნელო, ღამეებს ათევ და დაძინებული სახით მოძრაობ.
_ნუ დაიწყე..._ვცადე მისი ლექციებისგან თავის დაღწევა.
_შენი ხმა არ გავიგო_შემაწყვეტინა._სასწრაფოდ მოძებნე კოსმეტიკა ჩემს ჩანთაში და ეგ სიშავეები დაფარე. ჩვენში დარჩეს და ახალი ბოსი ვიღაც 40 წლის ბაბუ კი არა, მაგარი სიმპატიაგა აღმოჩნდა და ეს თმაშეღებილი ღორები უკვე სტარტზე დგანან, დროზე მოიწესრიგე ახლა თავი და დაჩრდილე ყველა, ხო იცი, როგორ მაღიზიანებენ.
_აუ თაკოო!_სიცილი ამიტყდა._ყოველთვის შეგიძლია ჩემი გამხიარულება.
_მიდი ახლა სწრაფად!_თვალები დამიბრიალა და კოსმეტიკის ჩანთა მესროლა._შენს პრინცზე მერე გამოგკითხავ დაწვრილებით.
_არ ღირს მოსაყოლად, ისეთი არაფერია!_ამჯერად ვიცრუე. იმის მიუხედავად, რომ თაკო ძალიან მიყვარს, ნებიამიერი ურთიერთობა ზედმეტად პირადულ საკითხად მიმაჩნია და არ ვთვლი, რომ მათზე საუბარი გამართლებულია. სწრაფად გავედი საპირფარეშოში, რათა აღარ ჩამძიებოდა...

XX
გადავწყვიტე, ერთად დამედო ორი თავი, რადგან პირველი საშინლად არეულად დავწერე ^^ დაწერეთ, რას ფიქრობთ*



№1  offline წევრი LoNdA DM

dzalian mainteresebs shemdeg ra moxdeba giorgi dzalian momwons, magram ragac ver gavige aq ori giorgia, da sainteresoa axali ufrosi vin aris da ratom dashordnen giorgi da es gogo ertmanets

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent