შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი წარსულიდან (7)


20-11-2015, 16:09
ავტორი kettaketta))
ნანახია 1 674

-იცი გოგა? ერთი თვის წინ რომ მოსულიყავი და ეს სიტყვები გეთქვა დაგიჯერებდი, ჩაგეხუტებოდი და უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი დედამიწის ზურგზე. მაგრამ ახლა? ამდენმა ტანჯვამ შემცვალა იცი? ახლა დაფიქრება მჭირდება. მინდა ყველაფერი გავაანალიზო და შემდეგ გადავწყვიტო როგორ მოვიქცე. არ ვიცი, უბრალოდ მართლა ვეღარავის ვენდობი, მაგრამ შენ, შენ ჩემთვის ნარკოტიკივით ხარ!!! თავიდანვე საოცარ ზემოქმედებას ახდენდი ჩემზე და ახლაც, შეიძლება სხვა დაუფიქრებლად გამეშვა ჩემი ცხოვრებიდან მაგრამ შენ ვერ გთმობ, მაგრამ ამავდოულად საოცრად მეშინია, გამოცდილება მაშინებს, იქნებ ისევ მატყუებ და ერთობი?
-ანკა თვალებში ჩამხედე. ისინი არასოდეს მოგატყუებენ, არც არასოდეს გიღალატებენ...
-სწორედ მაგ თვალებს ვენდე, როცა გული მეტკინა... სწორედ შემდამი ნდობამ, რომ არასოდეს მატკენდი გულს , არ მომატყუებდი და არ მიმატოვებდი, მაიძულა ყველას დავპირისპირებოდი და შენთან ვყოფილიყავი. იცი რა გამოვიარე? არა !!! არაფერი იცი!! გოგა მე აღარ მინდა დავიტანჯო! მეც ხომ ვარ ბედნიერების ღირსი?
-ანკა ისევ გიყვარვარ?-არ ველოდი ამ კითხვას... რა უნდა მეპასუხა?
-შენი აზრით რომ არ მყვარებოდი ამდენ ღამეს ტირილში გავატარებდი? ასე დავიტანჯებოდი იმ ადამიანის გამო ვინც არაფერს ნიშნავს ჩემთვის? შენ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უბედნიერესი წუთები გიკავშირდება გოგა... შენ იქეცი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და შენს გარეშე ანკა ახვლედიანი არაა ანკა ახვლედიანი!! შენს გარეშე მხოლოდ დაღდასმული და უსუსური ვარ!! შენ ხარ ჩემი ბედნიერების დასაწყისიც და დასასრულიც და ეს მაგიჟებს!! ნუთუ შენს გარეშე ვეღარასოდეს ვიქნები სრულყოფილი? ჰააჰ! არამგონია!! როგორ მინდოდა... როგორ მინდოდა დამევიწყებინე, შემძულებოდი და შენთვისაც დამერქვა წარსული, მაგრამ... ეს საოცრად რთული, და შეიძლება ითქვას შეუძლებელიც აღმოჩნდა, თითქოს, შენი გაცნობით სამუდამო სიყვარულის ელექ დავლიე, და დავემონე ამ გრძნობას! არ ვიცი, ამ ყველაფერს რატომ ვამბობ, ალბათ, იმიტომ რომ ვეღარ გაუძლო გულმა ამდენ დუმილს და რაც ამდენი ხანია მინდა გითხრა ახლა გეუბნები!! შენი უნდა მჯეროდეს ისევ? არ ვიცი!!! მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი-ისევ მიყვარხარ... უფრო მიყვარხარ!!!
არ ვიცოდი რას მიპასუხებდა გოგა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე გავთავისუფლდი ამ მძიმე ტვირთისგან!!! ახლა უკვე ყველაფერი ვუთხარი გოგას !!! მეგონა თავის საქციელს ვერასოდეს ვაპატიებდი, მაგრამ გული, გული არ გემორჩილება როცა გიყვარს!! შენ აღარ ხარ დამოუკიდებელი, შენ თითქოს მიჯაჭვული ხარ სხვა ადამიანზე და ის გმართავს!!!
უეცრად, გულში სითბო ჩამეღვარა... ისევ ისეთი თბილი იყო ჩემი გოგა, ისევ ისეთი მოსიყვარულე და მზრუნველი... მის ჩახუტებაში იგრძნობოდა მისი პასუხი ყველაფერზე, მის თბილ კოცნაში ვხედავდი სიტყვას ‘’მიყვარხარ’’ და მისი გულისცემა ამტკიცებდა ამ სიტყვას!!!
-ანკა!!! მორჩა!!! ამ სიტყვებით შენ უკვე აღარ ეკუთვნი შენს თავს!!! შენ სამუდამოდ ჩემი ხარ !!! აღარავის მივცემ უფლებას დაგვაშოროს და გული მოგიკლას! ღმერთო როგორ მენატრებოდა შენთან ჩახუტება ნეტავ იცოდე! შენს გარეშე გატარებული ყოველი დღე წამება იყო ჩემთვის! მაგრამ ახლა ისევ ჩემი ხარ და შემიძლია რამდენჯერაც შემიძლია იმდენჯერ ჩაგეხუტო!!!
-შენ ისევ ჩემი გოგა ხარ!! ეს არაა ილუზია... ღმერთო! ეს რეალობაა!!!

აქამდე, როცა მეუბნებოდნენ სიყვარული გრძნობათა მეფეაო და მის წინაშე ყველა უძლურიაო არ მეჯერა, ვფიქრობდი, ამასაც ისევე აზვიადებდნენ, როგორც ჭიანჭველას აქცევენ სპილოდ ხოლმე თქო და მეცინებოდა... მაგრამ მივხვდი, რომ მართალი ყოფილა-სიყვარულმა დამიმონა და გამაბედნიერა! იმასაც ამბობენ, სანამ არ დაკარგავ ვერ გაიგებ მის ფასსო და ესეც მართალი აღმოჩნდა-ეს ერთი თვე ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა ჩემთვის, ყოველი წამი გოგას გარეშე წამება და სიკვდილის ტოლფასი იყო . კიდევ ამბობენ- დაკარგულის დაბრუნება უდიდესი სიხარულიაო და ესეც სიმართლეა-აი უკვე ნახევარი საათია ჩახუტებული ვარ ჩემს ბიჭს და მის რიტმულ გულისცემას ვუსმენ, რომელიც სწრორედ მაშინ აჩქარდება ხოლმე, როცა თვალებში მიყურებს და მეუბნება , რომ ვუყვარვარ! ვატყობ არც ერთი არ ვაპირებდით ერთმანეთს მოვშორებოდით, ორივე ერთმანეთს ვეკვროდით, ისე როგორც მწყურვალი დაეწაფება ხოლმე წყაროს! რამდენჯერ მინახავს ასეთი სიზმარი, და რამდენჯერ გამომღვიძებია მტირალს! რას წარმოვიდგენდი , თუ ეს სიზმარი რეალობად მექცეოდა ამდენი ტანჯვის შემდეგ! მაგრამ, ფაქტი სახეზეა-გოგა ახლა ჩემს გვერდით იყო და თავის გახურებულ ტუჩებს მაწებებდა შუბლზე... ოოხ ღმერთო!! როგორ მინდოდა ეს წამები მარადიულად გაგრძელებულიყო!
-ვხედავ გვრიტები შერიგებულან!!!
გავიხედე და ყურებამდე გაღიმებული ნიაკო დავინახე, რომელსაც ხელი გიორგის ჰქონდა ჩაკიდებული.
-ვხედავ არც ჩემი ჩიტუნები ყოფილან უსაქმოდ!!-მეც გაკრეჭილმა ვუპასუხე და ვეცადე ნიაასკენ წავსულიყავი და გადავხვეოდი, როცა ვიგრძენი როგორ მიმიკრა უფრო მეტად გოგამ.
-არც გაბედო!!- მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-აღარ ხარ გაბრაზებული ჩემზე? მიკვირს არ მლანძღავ!!! შენ ხომ ვეღარ მოგატყუებთ!!-სიცილით მითხრა გიომ და როდესაც ჩემგან ღიმილი მიიღო დააყოლა-ანკა სიმართლე გითხრა არ მეგონა გოგას ცოცხალს თუ დატოვებდი !
-შენი ძმაკაცი ყოველთვის ახერხებდა ჩემი გულის მოგებას და ახლაც შეძლო !!!
-კარგია რომ ძველი დრო დაბრუნდა, მომენატრე გოგა, მაგრამ არ გეწყინოს-ეს მხიარული ანკა უფრო მომენატრა და არა მარტო მე, ყველას! რაც შენ წახვედი მწუხარების სავანედ იქცა!
-სამაგიეროდ ახლა ამოხეთქავს ერთიანად!!!-უთხრა გოგამ და ცხვირზე მომითათუნა ხელი.
-მოდი სადმე წავიდეთ!!! გავიხსენოთ ძველი დრო, ჩვენი გაცნობა და სიყვარული!-შემოგვთავაზა წინადადება გიომ!
-კარგი აზრია!!! ჩემს გოგოსთან დაბრუნება ჩვეულებრივი ამბავი არაა და უნდა აღინიშნოს! ‘’გრილ ბარში’’ წავიდეთ და იქნებ ახლა მაინც მეცეკვო პატარა ჯიუტო!-შემომხედა გოგამ და წარბები აათამაშა.
-წავიდეთ! მაგრამ უკვე ცხრაა ასე რომ... ერთი საათი გვაქვს! ისედაც ძალიან დავაგვიანე და ჩუბი არ ამცდება! გუშინაც გამაფრთხილა მამაჩემმა!
-მამაშენს მე დაველაპარაკები! დღეს ვერავინ შეგვზღუდავს!-განაცხადა გოგამ და ‘’გრილ ბარისკენ’’ წამიყვანა.
ბარში ბევრი, ბევრი ვიცეკვეთ და გავერთეთ, ვილაპარაკეთ ჩვენზე, მართლაც ბევრი რამ იყო მოსაყოლი, ერთი თვის მანძილზე ბევრი რამ გადაგვხდა თავს… გოგამ და გიომ ტაქსით გამოგვიშვეს, რადგან მათ ძმაკაცს რაღაც პრობლემები ჰქონდა და მასთან წავიდნენ. დამშვიდობებისას გოგა ისევ ისე მხურვალედ ჩამეხუტა, როგორც ადრე, აღარ მიშვებდა მაგრამ იძულებულები ვიყავით დაგვეთმო ერთმანეთი....
სახლში რომ მივედი ზუსტად 12-ის ნახევარი იყო. ვიცოდი რაც მელოდა-მამაჩემს ვერც იმას ვეტყოდი, რომ შეყვარებული მყავდა(ვიცი რომ მომკლავდა, დედას გარდაცვალების შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა ჩემს ზრუნვაზე საკუთარ თავზე აიღო და მკაცრადაც მაკონტროლებდა) და ვერც იმას რომ მეგობრებთან ვიყავი, ამიტომ იძულებული ვიყავი ჩემი დაგვიანების მიზეზად სასკოლო პროექტი მიმეჩნია.
-მე გუშინ გაგაფრთხილე მგონი!!! მითხარი, ჩემი რომელი სიტყვა ვერ გაიგე სწორად?
-მამა იციი....
-შენი არც ერთი სიტყვის გაგონება არ მინდა! შეიძლება მიზეზი გქონდა, მაგრამ არსებობს ტელეფონი და შეგეძლო დაგერეკა ან აგეღო მაინც! რამდენი ვინერვიულე იცი?
-ხმა გამორთული მქონდა და...
-არაფერი მაინტერესებს! ახლა ახვალ, გამოიცვლი და დაიძინებ ! ხვალიდან კი ფეხს ვეღარსად გაადგამ!
თავი დავხარე და ჩემი ოთახისკენ წავედი... ცრემდები წამომივიდა, ჯერ ხომ ახლა შევურიგდი გოგას და ახლა მისი ნახვის საშუალებაც კი არ მქონდა! მაგრამ დარწმუნებული ვარ მაინც მოვახერხებ მის ნახვას! აუცილებლად მოვახერხებ!
კარი ჩავკეტე და საწოლზე გავწექი, მივხვდი როგორი დაღლილი ვიყავი, მაგრამ უფრო ემოციურად, ვიდრე ფიზიკურად. ტელეფონი ჩავრთე, თურმე გოგას ურეკია. მისი ნომერი, სიხარულით ავკრიფე და დავურეკე!
-ალო გოგა... მირეკავდი?
-კი ჩემი გოგო. რა ხდება, მშვიდობით მიხვედი?
-თუ ამას მშვიდობა ჰქვია კი!
-რამოხდა?
-მამაჩემი გარეთ გამოსვლის უფლებას აღარ მაძლევს!
-მამაშენს მე დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევ! ხომ გითხარი არავის მივცემ ჩვენი დაშორების უფლებასთქო!
-არა გოგა!! მამაჩემმა შენი არსებობის შესახებ არც კი იცის!!! და თუ გაიგებს...
-და თუ გაიგებს ხელს ჩამომართმევს ღიმილით, როგორც მომავალ სიძეს-მითხრა და გულიანად გაიცინა.
ზუსტად წარმომედგინა ახლა მისი სახე, გუშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ დღეს ისევ გოგას გოგო მერქმეოდა და ჩემს ტკივილს ოლო მოეღებოდა მაგრამ ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე!
-ნეტავ იცოდე როგორ მომენატრაა ჩემი ბიჭი!
-და შენ ვერც კი წარმოიდგენ შენს ბიჭს როგორ მოენატრე, როგორ უჭირდა შენი ნაზი ღიმილის გარეშე ცხოვრება!
-შენი გოგოც განადგურებული იყო და რაც შეეხება მამაჩემს ჯერ მე თვითონ ვეცდები მოვაგვარო კარგი?
-კარგი მაგრამ თუ ხვალ ვერ გნახე მოვკვდები! ისედაც დიდხანს ვითმინე!
-მეც მინდა შენი ნახვა ასე რომ ყველანაირად ვეცდები შევთანხმდე..
-აუუ ანკა! ახლა შოთას ვეხმარებით მე და გიო და ცოტა ხანში დაგირეკავ კარგი? მიყვარხარ ყველაზე მეტად! ჩემი ცხოვრება ხარ !
-მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ! კარგი დროებით!
ტელეფონი გავთიშე და მივხვდი, რომ არ მეძინებოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ ნიას დავურეკე, ვიცოდი, ისიც უბედნიერეი იქნებოდა, ის ხომ შეურიგდა თავის სიყვარულს, რომლის გარეშეც ვიცოდი არ შეეძლო!
-ნია გძინავს?-დაბალი ხმით ვუთხარი.
-არა! ვერ დავიძინე , ჯერ გიოს ველაპარაკე და მითხრა შოთას საქმეს მოვაგვარებ და დაგირეკავო, შენ რას შვები?
-მეც ახლა ველაპარაკე გოგას. აუუ ნიაკოო მიდი ჩემთან გადმოდი რაა გთხოვ შენებს თხოვე რომ დაგტოვონ. ტაქსიი გამიძახე და მოდი!
-აუუ კაი! იმდენი რამე მინდა გითხრა რომ... თან ხვალ კვირაა სკოლაც არაა და...
-მიდი მიდი მალე!
ხუთ წუთში ნიამ დამირეკა გამოვდივარ და კარი გამიღე შენები არ გავაღვიძოო!
დაბლა რომ ჩავედი მამა და მარი მისაღებში ფილმს უყურებდნენ.
-მეგონა გეძინა ქეთუს!-გამიღიმა მარიმ.
-ვიძინებდი, მერე ნიას დავურეკე და მოვა, ჩვენთან რჩება დღეს!
-ღამე არ გაათენოთ მალე დაიძინეთ!-ჩაერთო მამა.
-აუცილებლად! მარი შენ კი დილის შვიდზე არ გაგვაღვიძო! კვირაა ხვალ!-სიცილით ვუთხარი.
-არა კალენდარს შევხედე შენი რჩევით!-მანაც სიცილით მომიგო.
-კაი წავალ კარს გავაღებ, თორემ ალბათ ნია ერთი საათია კართან დგას და ვერ აკაკუნებს იმის შიშით რომ არ გაგაღვიძოთ-გავიცინე.
ნია მართლაც დამხვდა კართან. თხლად ეცვა და შემეცოდა, ვაითუ დიდხანს ვალოდინე მეთქი.
-არა არა! ამწამს მოვედი მართლა!
-კაი წამო ჩემს ოთახში ავიდეთ!
ნია ჩემებს მიესალმა და ცუნცულით გამომყვა.
-აბა მომიყევი როგორ შერიგდით, პირველ რიგში ეს მაინტერესებს. არა არა მოიცა მანამდე პიჟამოებს და ხალათს მოგცემ და ჩაიცვი კომფორტულად რომ იყო ! - და კარადიდან დაპირებული ნივთები გამოვუღე.
-როგორ და... -მითხრა ნიამ როცა პიჟამოებში გამოეწყო- როცა ცალკე გავედით ისევ თავიდან ამიხსნა ყველაფერი, რომ ამ თამაშისა და გართობის დროს შევუყვარდი და ვერც კი მიხვდა ამას, ანკა იცი? მის თვალებში ისეთი გულწრფელობა და ტკივილი იგრძნობოდა ჩემთვის გულისტკენით გამოწვეული, რომ შეუძლებელიც კი აღმოჩნდა მისთვის არ დამეჯერებინა და მეპატიებინა. თანაც ხომ იცი როგორ მიყვარს გიო? ის ჩემი ცხოვრებაა!! მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ(თუ ვინ) მაფერხებდა...
-ზურა ხომ? -შევაწყვეტინე.
-კი ზურა. ის ხომ ისე მენდობოდა, ისე ვუყვარდი, არც კი ვიცოდი რა მექნა-გულის ხმას ავყოლოდი თუ გიორგი უარით გამესტუმრებინა, რათა ზურასთვის გული არ მეტკინა, მაგრამ დავფიქრდი, ნუთუ მეც არ ვარ ბედნიერების ღირსი? ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოვდივართ და ნუთუ არ ვარ იმის ღირსი მასთან ვიყო ვინც მიყვარს? მე ხომ ზურას იმიტომ დავთანხმდი შეყვარებულობაზე, რომ მინდოდა გიოსთვის სამაგიერო გადამეხადა, ვიცი არასწორად მოვიქეცი, მაგრამ მეც დაბნეული ვიყავი, რა მექნა? თანაც ზურას მიმართ გარკვეული სიმპატიები გამაჩნდა დამეგონა შემიყვარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ვიცი გულს ვატკენ, მაგრამ მეც ხომ მაქვს იმის უფლება ბედნიერი ვიყო?
-მართალი ხარ ნია. მაგრამ ახლა რა უნდა ქნა? ზურას როგორ აუხსნი ამ ყველაფერს? მას ხომ ისე ეტკინება გული...
-ვიცი ანკა ვიცი! ყველაფერს მე და გიო მოვაგვარებთ! ყველაფერს ავუხსნი! არც ისე დიდი ხანია ერთად ვართ და ალბათ, ყველაფერს მალე გადაიტანს.
-იმედია! ახლა ის მოვიფიქროთ მეგობრებს როდის ვუთხრათ ეს ამბავი!
-ალბათ ჯერ ზურას ვეტყვი, შემდეგ დანარჩენებს, ზურას თავიდანვე ავუხსნი ყველაფერს, შენ რას იტყვი?
-მართალი ხარ! არასწორი იქნება ზურას კიდევ თავისი შეყვარებული ეგონო, როცა სხვებმა ყველაფერი იციან!
-მაშ ხვალვე ვეუბნები ზურას ყველაფერს! შენ და გოგაც შერიგდით! როგორ მიხარია! ისევ ძველი ანკა ხარ! თვალები გიბრწყინავს ბედნიერებისგან!
-აუ ნია შენც უბედნიერესი ხარ! მაგრამ ვერ დაგიმალავ რაღაც უნდა გითხრა აუცილებლად!
-რა ხდება ნუ მაშინებ!
-არ ვიცი როგორ დავიწყო...
-მიიდი მალე მითხარი!
-მაშინ დამპირდი, რომ არ გეწყინება და ბოლომდე მომისმენ!
-ვაიიმე ანკა! ნუ მანერვიულებ! სწრაფად მითხარი!
-მაშ კარგი! ვთქვა ანუ? მზად ხარ?
-კი კი მიდი!
-მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!-ვუთხარი, ავარხარდი და ჩავეხუტე.
-გიჟიიი ხაააააარ! ჩემი სულელი გოგო! ხომ გითხარი შენ მხოლოდ გოგა გაბედნიერებს თქო.
-მაბედნიერებს კი არა მაგიჟებს ნია! მისი ღიმილი, ჩახუტება, შეხება, შუბლზე კოცნა... ყველაფერი მაგიჟებს და სიცოცხლის აზრს მაძლევს! მიყვარს! მიყვარს! მიყვარს!
თითქოს იგრძნო, როგორ მენატრებოდა გოგამ დარეკა და უმალ გაისმა გიოს ზარიც.
მე და ნიამ ერთმანეთს გავხედეთ და გადავიკისკისეთ. ორივემ ვუპასუხეთ ტელეფონს და მთელი ღამე მონატრებულ ბიჭებს ველაპარაკებოდით... ეს წამები უბედნიერესი იყო!! გვერდით მყავდა საუკეთესო მეგობარი, და ველაპარაკებოდი ჩემს სიცოცხლეს! და მე უკვე ღრმად დავრწმუნდი რომ ჩემს სიყვარსულს უკვე ერქვა სახელი დიდი ხანია და ეს სახელი იყო-გ ო გ ა !!!
____________________________________________________
ვინმე კითხულობს საერთოდ ვისთვისაც უნდა ვწერო? გავაგრძელო თუ სულ შევწყვიტო ვერ ვიგებ :( ამიტომ გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებით მითხრათ <3 თქვენი ქეთა



№1  offline წევრი kettaketta))

MegMorgan
მე ვკითხულობ და ძალიან მაინტერესებს, ამიტო ველოდები შემდეგ თავს ♥ love

გენათალე შენ ! მალე დავდებ ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent