შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე3(დასასრული.)


20-11-2015, 16:51
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 3 003

-მართლა გინდა რომ ამ ბიჭის ცოლი იყო?
-ყოველთვის არ ხდება ის რაც ჩვენ გვინდა სანდრო.
გოგოხია შეტრიალდა, ახლა უკვე ისე მყარად, ირაკლიმ ვეღარ შეძლო მისი მობრუნება.
მიდიოდა გოგოხია და სტკიოდა დაკარგული სიყვარული..
სახლში მივიდნენ, ირაკლიმ კოცნა დაუწყო, ნიამ ამას ვერ გაუძლო და ოთახიდან გავიდა, მთელი ღამე სიგარეტს ეწეოდა გოგოხია, ირაკლის ბედნიერს ეძინა, ბედნიერი იყო იმით რომ ყველაზე ლამაზი ცოლი ჰყავდა..
2კვირა გავიდა ასე, გოგოხია მთელი ღამე ან აივანზე იჯდა, ან სამზარეულოში, ირაკლის ეძინა, არაფერი ხდებოდა მათ შორის, ტუჩებშიც კი აღარ კოცნიდნენ ერთმანეთს, ეს მხოლოდ ნიას დამსახურება იყო, რადგან ირაკლის უნდოდა საკუთარ ცოლთან სექსი ჰქონოდა, თუმცა ნია მტკიცე უარზე იდგა და ყოველდღე ახალ-ახალ მიზეზს იგონებდა ირაკლის მოსაშორებლად.
ამ ორი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ გამოჩენილა ალექსანდრე..
არც სახლში იყო და გარეთაც ვერავინ ნახულობდა, ნია არ ნერვიულობდა, იცოდა გაქცევა რომ ყველაზე მეტად უყვარდა ნუცუბიძეს..
3კვირაში ნიას გულის რევები დაეწყო, ბოლოს იმდენად შეაწუხა ამ ამბავმა ექიმთან წასვლა გადაწყვიტა.
-წამოგყვე?
-არა ირაკლი, ტყუილად უნდა გააცდინო სამსახური.
-რომ დაორსულდები მერე გამოგყვები ჩემო პრინცესა, თუ ოდესმე დამთანხმდები სექსზე.
გაიცინა ირაკლიმ და საროჭკის ღილები სწრაფად შეიკრა.
გოგოხიამ ტასოს დაურეკა და საავადმყოფოში წავიდნენ.
-ზუსტად ვიცი რომ ორსულად იქნები.
-ღმერთმა დამიფაროს ანასტასია! მომიწევს.
დიდხანს აწვალა ექიმმა გოგოხია, ბოლოს კი ის უთხრა, რისი გაგებაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა ნიას..
-გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ.
გოგოხიას ცრემლები წამოუვიდა, ჰაერი დააკლდა, ფანჯრიდან გადაეყუდა, თავის მუცელს შეახო ხელი და უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა..
წამოვიდნენ.
-ალექსანდრეს უნდა უთხრა?
-ირაკლის როგორ ვუთხრა ტასო რადროს ალექსანდრეა.. როგორ ვუთხრა რომ ქორწილის წინა დღეს სხვა ბიჭთან ვიწექი.
-არვიცი ნია! დაელაპარაკე.. სხვა გზა მაინც არ გაქვს.
-მეშინია ანასტასია.
ცრემლები წყალივით ჩამოცვივდა გოგოხიას.
-ნუ გეშინია. ლაშასთან ავდივარ, შენც წამოხვალ?
-არა, რა სისულელეა! სახლში წავალ და მოვიფიქრებ რა ვქნა.
-წამოგყვები, არ მინდა შენი მარტო დატოვება.
-ასეთ დროს მარტო ყოფნა მირჩევნია, ხო იცი.
გოგოხია ტაქსის გასაჩერებლად გაიწია, ტასოს აკოცა და მანქანაში მოთავსა.
-თავს გაუფრთხილდი ნია!
გზაში დააწია სიტყვები ანასტასიამ..
სახლში მისული გოგოხია ეგრევე სააბაზანოში შევარდა, იცის როგორ ამშვიდებს წყალი..
საღამომდე ფიქრობდა რა ექნა, ბოლოს გადაწყვიტა ირაკლისთვის სიმართლე ეთქვა და მისი პასუხის მიხედვით გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო.
-რას შვებიი?
კარი ყვირილით შემოაღო ირაკლიმ და ნიასკენ წავიდა, შუბლზე აკოცა, კურტკა გაიხადა და გვერდზე მიუჯდა.
-რა გჭირს? რა გითხრა ექიმმა ჩემო სიცოცხლეე?
-რომ გითხრა, ყველაზე საშინლად მოგექეცი_თქო, ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი_თქო და ისეთი არ ვარ როგორიც შენ გგონივარ_თქო, რას იზავ?
-რა სისულეებს იძახი ნია? რაც არ უნდა მითხრა, ან რაც არ უნდა გაგეკეთებინა, შენ მაინც ჩემი ცოლი იქნები, იმიტომ რომ მე შენ გარდა არავინ მინდა.
-ვიცი, რომ ასე არ იქნება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე სიმართლე გითხრა.
-გისმენ ნია.
ირაკლი დაიძაბა, ნიას მკაცრად ჩახედა თვალებში და ხელი გაუშვა.
-5წლის წინ ერთი ბიჭი გავიცანი, ალექსანდრე ნუცუბიძე, ადამიანი რომელიც ყველაზე საყვარელი და ყველაზე უხეში იყო ერთდროულად, ერთ დღეს შეიძლებოდა სიყვარული აეხსნა, მაგრამ მეორე დღეს საერთოდ აღარ გამოჩენილიყო.. შეეძლო ყველაზე მეტად ყვარებოდი, მაგრამ ელემენტარულზეც კი ისე გეჩხუბებოდა ეჭვი შეგეპარებოდა მის სიყვარულში.
-რაში მაინტერესებს ნია?
-მაცადე ირაკლი, ასეთი გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ შენთან და მინდა რომ ბოლომდე მომისმინო.
-კარგი ნია, გისმენ.
-ჩემი პირველი შეყვარებული იყო ალექსანდრე ნუცუბიძე, თუმცა თითქმის ორი წლის განმავლობაში, როცა ერთად ვიყავით, ტუჩებშიც კი არ უკოცნია ჩემთვის, სხვანაირად გამოხატავდა სიყვარულს.. მთელი დღე რომ არ გამოჩენილიყო, სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ჩემთვის, მაინც ვგრძნობდი რომ ვუყვარდი.. ისე ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა.. აგიჟებდა ეს გრძნობა.. უკეთესობისკენ ცვლიდა.
მეც ვიცვლებოდი, სიყვარული ხომ ყველას ცვლის..
ბედნიერ მომავალს და უამრავ შვილს მპირდებოდა ალექსანდრე..
თვალებში ცრემლი ჩაუდგა გოგოხიას.
-სამუდამო სიყვარულს მპირდებოდა.. მაგრამ ერთ დღეს ადგა და წავიდა, ვიცოდი, წასვლას რომ აპირებდა, მაგრამ არც დამმშვიდობებია, 5წლით წავიდა და ერთი "ნახვამდისაც" კი არ უთქვამს.. პირველი ერთი წელი ტელეფონისთვის ხელი არ გამიშვია, ველოდებოდი.. ყოველ წამს და წუთს ველოდებოდი ალექსანდრეს, შორს იყო, ჩემგან ძალიან შორს და ერთხელაც არ მოვნატრებივარ, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, იმ შორი მანძილიდანაც კი ვგრძნობდი როგორ ვუყვარდი..
მის გარეშე ერთი დღეც კი ისეთი აუტანელი იყო ჩემთვის, ვერ ვხვდები როგორ მოვედი აქამდე..
შენ რომ გაგიცანი, ალექსანდრეზე იმდენს აღარ ვფიქრობდი, ვერც დავივიწყე, თუმცა აღარ ველოდი.. შენ საოცრება ხარ! ყველაზე კეთილი და თბილი, სიმართლე რომ გითხრა, ამხელა სითბოს ვერასდროს მაგრძნობინებს ნუცუბიძე.. შენ შეგიძლია საჩუქრებით, თბილი სიტყვით ან მოფერებით გამოხატო სიყვარული, ალექსანდრეს ეს არ შეუძლია.. უხეშია, ცივი, მაგრამ თვალებში ეტყობა რომ ვუყვარვარ..
შენს თვალებში არასდროს შემინიშნავს ეს, არასდროს..
რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძე ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა კიდევ უფრო შეცვლილი..
გამოჩნდა ირაკლი და მასზე უარის თქმა ვერ შევძელი..
ვერ შევძელი გესმის? შეგიძლია გაიგო?
თავისმა ლაპარაკმა ტირილამდე მიიყვანა გოგოხია.
-მიყვარს ირაკლი, მიყვარს! მასთან ვიწექი იმიტომ რომ.. იმიტომ რომ.. არ შემიძლია აგიხსნა რატომ! არ შემიძლია გავამართლო ჩემი საქციელი, არ შემიძლია..
ირაკლი კრემისფერ კედელს მიაშტერდა, ხმის ამოღების სურვილიც კი არ ჰქონდა.
-არ მინდა რომ შეგზიზღდე, ვერც იმას ვერ გთხოვ რომ გამიგო, უბრალოდ ეცადე.. ეცადე გთხოვ.
-ორსულად ხარ?
ნიას გული გაუყინა მისმა პასუხმა, სულში სიმწარებ გაურბინა და კიდევ უფრო მძაფრად წამოუვიდა ცრემლები.
-ორსულად ვარ ირაკლი.
-ჩემთვის ამ ყველაფრის გაანალიზება და გადატანა რთულია, თუმცა თუ აბორტს გაიკეთებ, გადავიტან. დამამცირე, საშინლად მომექეცი, მაგრამ ამასაც გადავიტან, ოღონდ აბორტი უნდა გაიკეთო, ეგ ნაბი**არი ბავშვი სასწრაფოდ უნდა მოიშორო მუცლიდან.
-თუ აბორტს არ გავიკეთებ?
-ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და წავალ, გამიჭირდება, მაგრამ ვერ ვუყურებ როგორ იზრდება შენი და იმ ყ**ს ნაბი**არი!
-არ ვიცი ირაკლი.
-რა არ იცი გოგო?
ხელი მოუქნია ირაკლიმ ნიას.
-ჩემი სიყვარულის გაგრძელება, ჩემი და ირაკლის შვილი.. ჩემი პირველი შვილი.. ვერ მოვკლავ, არ შემიძლია! ყველა და ყველაფერი რომ დავკარგო მაინც ვერ მოვკლავ ირაკლი არ შემიძლია.
-დაფიქრდი, ხვალ საღამოს მითხარი პასუხი. ჩემთვის უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ამდენ ხანს მატყუებდი.. თუმცა შენ შესანარჩუნებლად ამასაც ავიტან.
ირაკლი ადგა, რამდენიმე წუთის წინ მიგდებული კურტკა აიღო და სახლიდან გავიდა.
ნიამ ეგრევე ანასტასიასთან დარეკა.
-დროზე ამოდი ჩემთან, მალე.
ტელეფონი სადღაც ისროლა და თავის მუცელს ჩაეხუტა.
ანასტასია გიჟივით შევარდა ნიასთან.
-რა მოხდა?
-ყველაფერი ვუთხარი.
გული ამოუვარდა ტირილისგან ნიას.
-მერე? რა გითხრა?
-აბორტის გაკეთებას მთხოვს ტასო.
-რაა?
-თუ მინდა რომ მასთან ერთად ვიყო აბორტი უნდა გავიკეთო, ჩემი და ალექსანდრეს შვილი უნდა მოვკლა.
-რას ფიქრობ?
-ვერ გავაკეთებ.
-მესმის ნია, რთულია, მაგრამ მართალია ირაკლი.. ალექსანდრე სადღაც დაიკარგა, სადღაც გაქრა.. მასთან ერთად მშვიდი ცხოვრება არასდროს გექნება, შენთვის ჯობს რომ ირაკლისთან დარჩე, უფრო დაცულად იქნები.
-შენ გჯერა რომ ალექსანდრეზე მეტად ვინმე დამიცავს?
-სხვა რაღაცას ვგულისხმობ ნია და იცი რასაც.. ბავშვები კიდევ გეყოლება და ალექსანდრესაც ისევ დაივიწყებ.
მთელი ღამე და მთელი დღე იმდენს ეჩიჩინებოდა ანასტასია ნიას, აბორტის გაკეთებაზე დაითანხმა, გონება დაებინდა გოგოხიას, გადაწყვიტა ის გაეკეთებინა, რასაც სხვები სთხოვდნენ..
ირაკლის 8საათისთვის დაურეკა.
-გავიკეთებ.
-აბორტს?
-ხო.
-ძალიან კარგი ნია, იმაში მაინც არ შევმცდარვარ რომ ჭკვიანი გოგო ხარ. ხვალ დილით გამოგივლი და მეთვითონ წაგიყვან.
-კარგი.
ტელეფონი ნიას სახეზე ჩამოცურდა, გაურკვევლობაში და სინანულში ისევ მოაკითხეს ცრემლებმა.
-ნუ ტირი ნია, ეგ ბავშვი მაინც განწირული იყო.. რაც უფრო მალე მოიშორებ, მით უფრო ადრე განთავისუფლდები.. გესმის?
-ჩემი და ალექსანდრეს პატარა.. ჩემი და ალექსანდრეს!
-ტყუილად ფიქრობ, ირაკლის უკვე უთხარი, ცოდოა ის ბიჭიც ნია! ცოდოა.
-შენ არ გესმის.. მე არ ვარ ცოდო? ან ეს ბავშვი არ არის ცოდო?
გოგოხიამ მუცელზე ხელები მოიჭირა.
-მაგ ბავშვის რა გითხრა, მაგრამ შენ მარტო ასე თუ გეშველება.
-ალბათ ეს ერთადერთი საკითხია რომელშიც ვერასდროს დაგეთანხმები.
-მთავარი ის არის რომ მე და ირაკლის დაგვიჯერე.
-წავალ დავიძინებ, იქნებ ცოტა დავმშვიდდე.
-მიდი, ლაშასთან გავალ მე.
-თქვენ მოკლედ აღარ შორდებით ხო ერთმანეთს.
გაიღიმა გოგოხიამ.
-მიყვარს!!
ფეხზე წამოდგა ანასტასია.
-მიდი, მიდი წადი.
ნია დაწვა და მალევე ჩაეძინა ემოციებისგან გადაღლილს.. ანასტასია ლაშასთან ავიდა.
-რა ხდება ტას ნიაზე?
-არაფერი საერთოდ, ალექსანდრე არ გამოჩენილა?
-არა.
-რაღაცას გეტყვი, ოღონდ ნიას არ უთხრა რომ გითხარი, არც სანდროს, საერთოდ არავის არ უთხრა.
-კარგი, მითხარი.
-დამპირდი.
-გპირდები.
-აუუუ, დაიფიცე.
-შენს თავს ვფიცავარ.
-ნია ორსულად არის.
-რაააა? მე კიდე იმედი მქონდა რომ დაშორდებოდნენ ეგ და ის ტიპი.
-ალექსანდრესგან არის ორსულად ლაშა.
-მაგათ?
პირი ღია დარჩა ლაშას.
-ხო ლაშა, იმ დღეს, პირველად რომ შევხვდით.
-ვაიმე საწყალი ნია.. რა უნდა ქნას?
-აბორტის გაკეთებაზე დავითანხმე.
-შენ ხო არ გაგიჟდი? რა აბორტი? ეგ არ გააკეთოს თორემ არ ვიცი რას ვიზავ! გაიგეეე?
-ალექსანდრე დაიკარგა, ირაკლიც რომ დაკარგოს მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს! ყველაზე საყვარელი ბიჭია, ყველაზე კეთილი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ნია იმსახურებს.
-სანდროზე მეტად ვერ ეყვარება.
-სად არის თუ უყვარს? მე ეგეთი სიყვარულის არ მჯერა ლაშა.
-წადი, რაღაც საქმეები მაქვს.
-სახლიდან მაგდებ?
-საქმეები მაქვს_თქო.
-კარგად.
ფეხზე ადგა ანასტასია და სახლიდან წავიდა.
ლაშა გამწარებული წამოდგა, ალექსანდრეს საძინებლის კარი ფეხით შეანგრია და ლოგინს მივარდა.
-ახლავე აა*ვი ამ დედამო***ული ლოგინიდან და ნიას მიხედე!
ალექსანდრე ვისკის ბოთლთან ჩახუტებული იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ლაშას ყვირილს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.
-ალექსანდრეე!
საბანი მოაშორა ნუცუბიძეს აფორიაქებულმა ძმაკაცმა.
-რა გინდააა? შემეშვი რა.
-ნია ორსულადა არის, იქნებ ესეც გკიდია.
ოთახიდან გავიდა ლაშა, ალექსანდრე ფეხზე წამოხტა და ძმაკაცს გაეკიდა.
-ორსულად?
მაიკა გადაიცვა და სიგარეტს მოუკიდა.
-ხო.
-ჩემგან?
-ხო სანდრო, შენგან. მაგრამ ხვალ დილით აბორტის გასაკეთებლად მიდის, გონია რომ სადღაც გაიქეცი და ირაკლის უჯერებს, არადა სამი კვირაა ლოგინიდან არ ამდგარხარ, უმოქმედება არ გიხდება ძმაო.
-ჩემს შვილს ვერავინ მოკლავს!
-ვიცი სანდრო.
-საიდან გაიგე?
-ტასომ მითხრა, კი დავიფიცე არვეტყვი_თქო, მაგრამ საქმე ბავშვის სიხოცხლეს ეხება, შენი შვილის სიცოცხლეს..
-რომელზე მიდიან აბორტის გასაკეთებლად?
-არვიცი.
-უნდა გაიგო! რომელზე და სად.
-არამგონია ანასტასიამ მითხრას, რაღაცას იეჭვებს.
-დააძალე, ან ვაბშე აქ გამოიყვანე და მე დაველაპარაკები.
-ძლივს დავიბრუნე და არ მინდა იმის გამო დავკარგო რომ შენ სიმართლე გითხარი, ამიტომ ისე გავარკვევ ვითომ შენ არაფერი არ იცი.
-რომ ვერ გაარკვიო? რომ დაგვიანდეს? მერე რა ვქნა? ჩემს შვილს ეხება საქმე ლაშა, ჩემს სისხლსა და ხორცს.
-კარგი დავურეკავ.
ლაშამ ანასტასიას მასთან მისვლა თხოვა, ტასოც დათანხმდა და ნახევარ საათში მასთან გაჩნდა, კარი თვითონ ლაშამ გაუღო.
-რა ხდება?
-შემოდი.
ალექსანდრე სავარძელში იწვა, ანასტასია მის დანახვაზე შეხტა.
-ეს გამოჩნდა?
-არც არსად წავსულვარ ტასო, ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი ეს სამი კვირა, ლოთობამ დამღალა. დღეს რაც უთხარი ლაშას, ყველაფერი გავიგე, ჩუმად გისმენდით.
ვერ გაწირა ნუცუბიძემ ძმაკაცი და იცრუა..
ტასომ სახეზე ხელები აიფარა.
-ნია მომკლავს!
ალექსანდრე მიუახლოვდა და ხელი გადახვია.
-სიკვდილისგან შენ ლაშა დაგიცავს, მე ვალდებული ვარ ჩემი შვილი დავიცვა. ახლავე დაურეკე ნიას და გაარკვიე სად და როდის მიდის აბორტის გასაკეთებლად.
-შენ გგონია თვითონ იცის? ირაკლიმ უთხრა გამოგივლი დილითო, არ უთქვამს სად მიდიან ან ზუსტად რომელზე.
-ეგ სი*ი! დაურეკე, პირდაპირ ირაკლის დაურეკე და კითხე.
-რომ მიხვდეს?
-ვითომ უბრალოდ შენს დაქალზე ზრუნავ, გაინტერესებს რომელ ექიმთან მიყავს, რამე ცუდად რომ არ გაუკეთონ.
-ძლივს დავარწმუნე ნია აბორტის გაკეთებაზე, არ შემიძლია სანდრო.. ბედნიერებას იმსახურებს.
-ხოდა თუ ძლივს დაარწმუნე შანსი გეძლევა შენი საქციელის გამოსწორების!
ტონს აუწია ალექსანდრემ.
-დროზე დარეკე!
ანასტასიას სხვა გზა აღარ დარჩა, ტელეფონი ამოიღო და ირაკლისთან დარეკა, ლაშამ ხმამაღალზე ჩაართვევინა.
-გისმენ ტასო.
-როგორ ხარ იკა?
-უკეთესადაც ვყოფილვარ, შენ?
-რავი ნორმალურად.. ძლივს დავარწმუნე ნია აბორტზე და ძალიან მიხარია.
-შენ დაარწმუნე?
-ხო, შვილის მოკვლა მაინც არ უნდოდა, ხო გესმის რა.. მე ყველაფერში გავარკვიე და ამიტომაც დაგთანხმდა.
-ყოველთვის ვიცოდი იმედს რომ არ გამიცრუებდი ჩემო სიცოცხლე.
ლაშამ უსიამოვნოდ შეხედა ანასტასიას და სკამს ხელი ჰკრა.
-მითხრა ნიამ შენ რომ მიგყავს ექიმთან და მაინტერესებს ვისთან, თორემ ხომ იცი, პირველ შვილზე აბორტი რთულია ძალიან..
-ერთი ქალია, ნანა ჰქვია, წლებია აბორტზე მუშაობს, დელისის მეტროსთან აქვს თავისი კლინიკა, პატარა, მაგრამ თბილისსში ყველაზე მაგარი, ყველა მაგასთან დადის.
-ხოო, მეც გამიგია, კარგი მაშინ და ისეე დღეს ნიასთან ვრჩები და ხვალ მაინც რომლისთვის გავაღვიძო?
-11ზე ექიმთან უნდა ვიყოთ და რა ვიცი, 10ზე გააღვიძე.
-კაი იკა და მადლობა.
-შენ მადლობა ჩემს გვერდზე რომ ხარ.
-ხვალამდე.
ანასტასიამ ტელეფონი მოიშორა და შვებით ამოისუნთქა.
-მეგონა რამეს მიხვდებოდა.
-კარგი მსახიობი ხარ ჩემო სულელო.
ლაშა ანასტასიას მოეხვია..
-სულელი რატო ვარ?
მოიწყინა ანასტასიამ.
-აბა როგორ აიძულე ნიას ბავშვის მოკვლა.
-მე მასზე ვზრუნავ, მის ბედნიერ მომავალზე.
-ჩემი შვილის მოკვლით გაბედნიერდება?
-ირაკლისთან გაბედნიერდება ალექსანდრე! ის შენ ბევრად გჯობს და ამის გააზრება არ გინდა.
-რითი მჯობს?
-შენზე ბევრად ყურადღებიანი და თბილია, შენსავით არ გარბის.
-მე მიყვარს.
-გეტყობა.
-კაი გეყოთ რა, დარჩი შენ დღეს აქ.
-ნიასთან გავალ.
-დაიტანჯოს ნია მარტოობით.
ჩაიცინა ალექსანდრემ.
ანასტასია ბიჭებთან დარჩა. თერთმეტის-ნახევარზე გაეღვიძა ნუცუბიძეს და გიჟივით წამოხტა, აბაზანაში შევარდა, სირბილით გამოვიდა, შავი როლინგი ჩაიცვა, ჯინსის შარვალი და გარეთ ისე გავარდა, მოსაცმლის აღებაც კი არ გახსენებია, ისე სწრაფად მიდიოდა, სამჯერ გადაურჩა ავარიას, დელისის მეტროსთან რომ მივიდა, 12ის 15წუთი იყო, მანქანიდან გადმოვიდა და სირბილით მივიდა კლინიკამდე, მეორე სართულამდე აირბინა, ჯერ ერთი კაბინეტის კარი შეაღო, მერე მეორესი, მესამესი, ბოლოს იპოვა გოგოხია ქმართან და ექიმთან ერთად..
თვალებიდან ცრემლები სცვიოდა ნიას, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია..
ნუცუბიძე კაბინეტში გიჟივით შევარდა, ექიმის ხელები მოაშორა ნიას მუცელს, ხელით ფრთხილად ააყენა სკამიდან.
-გარეთ გადი.
-აქ რა გინდა ალექსანდრე?
სახე აუკანკალდა გოგოხიას.
-გარეთ გადი_მეთქი! მალე!
ხელით კარებისკენ გაწია ალექსანდრემ გოგოხია, გარეთ გაიყვანა და კარი შიგნიდან ჩაკეტა.
-უკაცრავად, ვინ მოგცათ აქ შემოჭრის უფლება?
აწიწინდა ექიმი, ნუცუბიძემ ისიც გარეთ გააგდო და ახლა პირისპირ დარჩა ირაკლისთან.
ხელები საყელოში წაავლო და კედელთან აატუზა.
-შენ შენი შვილი მოკალი შე ნაბი**არო! დედასმოგი***ვ შე არაკაცო!
შემოატრიალა, ძირს დააგდო და გიჟივით ურტყავდა წიხლებს, სანამ კარი არ შეუმტვრიეს და გარეთ არ გამოათრიეს.
-პოლიციას გამოვუძახებთ! ახლავე დატოვეთ ჩვენი კლინიკა!
-თქვენ კლავთ ბავშვებს და მე რომ ეს ცხოველი ვცემე იმიტომ იძახებთ პოლიციას? ფუ მოგი**ანთ ადამიანობა.
ექიმს შეაფურთხა ალექსანდრემ და ნიასთან მივიდა, ხელი მკლავში ჩაავლო და გარეთ გაათრია.
-ჩაჯექი მანქანაში.
-ირაკლის რა უქენი ალექსანდრე?
-ჩაჯექი_მეთქი!
გოგოხია მანქანაში ჩაჯდა, ნუცუბიძემ მანქანა დაქოქა და ნიას სახლამდე ისე მივიდნენ, ხმა არ ამოუღიათ.
-არ მაინტერესებს ვისთან ერთად გინდა ცხოვრება, ჩემს შვილს გააჩენ და მერე თუ გინდა 10ქმარი გყავდეს ერთად, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს, მთავარი ეს არის ჩემთვის.
ხელი ნიკაპზე მოკიდა, ნიამ ტირილი დაიწყო, ალექსანდრეს მისი ცრემლები ეცემოდა ხელზე..
-დაიგვიანე.. ისევ დაიგვიანე სანდრო.
მანქანის კარი გააღო ნიამ და გადასვლას შეეცადა, ალექსანდრეს ცხოვრებაში პირველად აუცრემლიანდა თვალები, ცხოვრებაში პირველად დაასუსტა ტკივილმა.
-ჩემი შვილი!!
მაანქანიდან გადავიდა, ჯერ აქეთ-იქით დადიოდა, მერე ნია მანქანიდან გადმოათრია და მანქანის ყველა შუშა ჩალეწა შიშველი ხელებით.
-გეყოფა ალექსანდრე!
-შენ ჩვენი შვილი მოკალი!
იღრიალა ალექსანდრემ და მანქანის ბორბალთან ჩაიკეცა, ნია მიუახლოვდა, დაიხარა და მის დასისხლიანებულ, დაჩეხილ ხელებს მიაშტერდა.
-სახლში შემოდი, იქნებ რამე გიშველო.
-თავი დამანებე ნია.
-შენი ბრალი იყო! შენ ყოველთვის ყველგან აგვიანებ! შენ არ შეგიძლია გაქცევის გარეშე, გაიქეცი და ჩვენი შვილიც თან წაიყოლე.
ალექსანდრემ სისხლიანი ხელი გაარტყა გოგოხიას.
განადგურებული გოგოხია ეგრევე ფეხზე წამოდგა, თმა გაისწორა და სადარბაზოში შევიდა.
ალექსანდრემ ახლა საკუთარ თავს დაუწყო მუშტების რტყმა, ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო შინაგან ტკივილთან..
შვილი დაკარგა, ბავშვი რომლის დაბადებაზეც წლები ოცნებობდა. მასთან ერთად დაკარგა გოგო, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა..
"ნია."
წაიბურტყუნა ტკივილისგან ხმადაკარგულმა და ფეხზე ადგომას შეეცადა, ძლივს წამოდგა, შუშებ ჩალეწილ მანქანაში ჩაჯდა და თავი სავარძელსმიაყრდნო, ხვდებოდა როგორ ანადგურებდა საკუთარ თავს..
"ნია.."
წამოცდა უნებლიეთ და სხვების თვალში ყველაზე უხეშ ბიჭს, ცრემლი ჩამოუგორდა გაფითრებულ ლოყაზე..
გოგოხიამ მეოთხე სართულიდან გადმოიხედა, ალექსანდრეს მანქანა იგივე ადგილას რომ დაინახა, ვეღარ გაძლო, ძალა მოიკრიბა და ქვევით ჩაირბინა, მანქანის კარი გამოაღო და ცოცხალ-მკვდარ სიყვარულს მოეხვია.
-მაპატიე სანდრო!
ალექსანდრე ხმას არ იღებდა, კიდევ ცოტახანს ეხვეოდა ნია ასეთ ურეაქციოს, ბოლოს მოშორდა, ნახა რომ ცოცხალის იერი აღარ დარჩენოდა და ეგრევე სასწრაფოში დარეკა, შუბლზე კოცნიდა, უყვიროდა, თავზე დასტიროდა, თუმცა მაინც ვერაფრით შეძლო მისი გამოცოცხლება..
საავადმყოფოში მიიყვანეს ნუცუბიძე, გოგოხიაც მას გაჰყვა..
დერეფანში მარტო იჯდა ნია როცა მასთან ლაშა და ანასტასია მივარდნენ.
-როგორ არის?
-არვიცი.
-რა მოუვიდა?
-არვიცი.
-ნია რახდება?
-არვიცი.
ლაშამ ექიმი დაინახა და მასთან მივარდა.
-რა ხდება ექიმო? როგორ არის?
-სამწუხაროდ..
-მძიმე მდგომარეობა აქვს?
ანასტასია მხარში ამოუდგა ლაშას და ხელი მაგრად მოუჭირა.
-სამწუხაროდ გარდაიცვალა..
-გარდაიცვალა? კი მაგრამ რითი?
-ხელები დასერილი ჰქონდა, აქ რომ მოიყვანეს უკვე გონზე აღარ იყო, ბევრი სისხლი დაკარგა, შუშისგან გათავისუფლებაც კი ვერ მოვახერხეთ..
ლაშამ ყვირილი მორთო, ანასტასიამ გულში ჩაიკრა, ხელები მოხვია და მის დაწყნარებას შეეცადა.
ნია წამოდგა, ალექსანდრეს პალატისკენ გაიქცა, შიგნით გიჟივით შევარდა, ალექსანდრეს მკვდარ სხეულს მიუახლოვდა, ტუჩებში აკოცა და ხელით ცრემლები მოიწმინდა.
-შენ ყოველთვის აგვიანებდი, მე არ დავიგვიანებ. ყოველთვის მეყვარები.. შენ მართალი ხარ, ჩვენ უკვდავები ვართ! იმიტომ რომ ჩვენი სიყვარულია სამუდამო..
გოგოხიამ იმ ოთახის ფანჯარა გამოაღო, ჯერ ფეხები გადაყო, მერე უკან გაიხედა, ისევ ალექსანდრეს შეხედა, გაუღიმა და თამამად გადაეშვა ძირს..
ვერც გოგოხიას გადარჩენა შეძლეს ექიმებმა..
რა თქმა უნდა, ერთად დაკრძალეს, მათ პანაშვიდზე ირაკლიც კი მივიდა, მომხდარისგან და მათი სიყვარულისგან შეძრწუნებულმა, ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, ტიროდა ყველა, ვინც ამ ორი ადამიანის სიყვარული შესახებ იცოდა..
_____________________
ზუსტად ვიცი რომ არავის მოგეწონებათ ასეთი დასასრული, მაგრამ რა ვქნა?! მიყვარს ეს ტრაგიკულობაა და თქვენ მიყვარხართ კიდევ!!
თუ სიყვარულს ეხება საქმე, არსად და არასდროს არ დაიგვიანოთ! მთელი არსებით იბრძოლეთ თქვენი სიყვარულისთვის რაც არ უნდა მოხდეს!!!



№1  offline წევრი marikuna (1)

მაგარი იყოო <3

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

მადლობა ჩემო საყვარელო!❤

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძალიან ძალიან მაგარი იყო უბრალოდ ძალიან შემეცოდნენ ირაკლიც კი ძალიან ძალიან შემეცოდა ისე თავისან მეგონა რომ ისტორია ანასტასიაზე და ლაშაზე იქნებოდა ნუ ყოჩააღ ძაანნ სევდიანი და მაგარი იყო♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline წევრი Ketacharkviani

მადლობა ჩემო საყვარელო.❤

 


№5 სტუმარი lizazu

ტრაგუკულობაში რას ხედავ კარგს. ჩემი აზრით აქ რომ შემოდიხარ და კითხულობ გინდა ადამიანს რომ განიტვირთო და არა დაიგრუზო. რომ მცოდნოდა ასეთი დასასრული ექნებოდა არც დავიწყებდი კითხვას, დავიგრუზე. recourse angry

 


№6  offline წევრი ♡EPICLOVE♡

lizazu
ტრაგუკულობაში რას ხედავ კარგს. ჩემი აზრით აქ რომ შემოდიხარ და კითხულობ გინდა ადამიანს რომ განიტვირთო და არა დაიგრუზო. რომ მცოდნოდა ასეთი დასასრული ექნებოდა არც დავიწყებდი კითხვას, დავიგრუზე. recourse angry

ტრაგიკული იყო და მეც დავიგრუზე მაგრამ ძალიან მაგრი ისტორია იყო
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№7  offline წევრი Ketacharkviani

Lizazu, ძალიან ვწუხვარ მხოლოდ იმის გამო რომ განტვირთვას აქ ეძებ.. თუ გინდა მომწერე და უამრავ რჩევას მოგცემ განტვირთვისთვის.❤
სათაურშივე მივაწერ ხოლმე დასასრულს და იქნებ ასეთი შეცდომა აღარ მოგივიდეს.❤
Epiclove, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ!❤

 


№8 სტუმარი tikacho

ვაიმე გულიი :(( ეს რა გაკეთეე მე მეგონა კარგი დასასრული ექნებოდა :((მარა ყოჩაღ რაც დაწერე კარგად დაწერე :* ძაან მიმდოდა კარგი დასასრული :-*

 


№9  offline წევრი Ketacharkviani

მადლობა თიკააჩო, ყველაფერს კარგი დასასრული ხომ არ ექნება❤

 


№10  offline წევრი BUBU_2426

Momewona dzaan tavidanve momwonda magram sevdian dasasruls ar velodi magram yvelaferi happy end-it ver dasruldeba ase rom umagresixaaar <3 shemdegic amaze magari motxroba iqneba (imedia dagviwer da ardagviviwyeb cxovreb!) da is happy end-it dagvintavreeee <3 magarixar :****^^

 


№11  offline წევრი Ketacharkviani

აუცილებლად დავდებ და დიდი მადლობა!!❤❤❤

 


№12  offline წევრი qetusia

ეს იყო შეუდარებელი ისტორია! სამწუხაროდ ალექსანდეს მსგავსი ადამიანები რეალობაშიც არიან ვერ უფრთხილდებიან სიყვარულს :( ეს იყო საუკეთესო ისტორია... არა ბოდიში ეს ისტორია არ იყო, ეს იყო, რაღაც რეალურთან ახლოს... ეს არის მწარე ცხოვრების კანონი ვერ უფთხილდებიან იმას, ვინც უყვართ... ალექსანდე არ არის მოგონილი.. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ასეტი ალექსანდე არსებობს რეალობაში, რომელიც გულს ტკენს იმას ვინც სიგიჟმდე უყვარს! :(

 


№13  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა საყვარელო, ძალიან მესიამოვნა შენი კომენტარი..❤❤❤

 


№14 სტუმარი გუგული

უიმე :Dდ მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია

 


№15  offline წევრი Ketacharkviani

ეეგეც საკმარისიააა)))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent