შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭი (თავი 2)


21-11-2015, 09:58
ავტორი კიმ ანა
ნანახია 2 452

თავი 2
მეორე დილით ძვლივს მოვახერხე გაღვიძება,რომ საჭმელი მომემზადებინა და მამასთან წავსულიყავი სავანდმყოფოში.გუშინ საღამოს ბევრი დავლიე უცნობ პირთან ერთად,რომელიც გონებიდან არ ამომდის.დიდი ხანია ასე ხანგრძლივად და ასე სახალისოდ არაფერზე მილაპარაკია.
გზაში მია დამეწია.
- ლენა..!დამელოდე!
- მია...
- გუშინ სად გაქრი?გული გამიხეთქე.ტელეფონიც გამორთული გქონდა.
- მაპატიე,გაფრთხილება ვერ მოვასწარი.
- და... ის კარგი ტიპი იყო?შევამჩნიე დიდხანს საუბრობდით.
- რავი,ნორმალური.
- ნორმალური?სულ ეს არის?დავიჯერო არ მოგეწონა?თან მითხრეს რომ ერთად გახვედით.
- მია რა დროს ეს არის.უბრალოდ სახლამდე მიმაცილა,მეტი არაფერი.
- ჰმ... ერთი ამას დამიხედეთ.სწორედ აქედან იწყება ყველაფერი.
- ნერვებს ნუ მიშლი.ახლა უნდა წავიდე,საღამოს გნახავ.
- ანუ სკოლაში არ მოდიხარ?
- არა.მამას საჭმელი უნდა მივუტანო.დედა სამსახურშია და ვერ ახერხებს.
- მაშინ საღამოს გნახავ.
***
- მამა დილამშვიდობისა.იმედია მოგისწარი.
- ზუსტ დროზე მოხვედი.თან ძალიან მშია.
- მშვენიერია.მოდი ჩემი ხელით გაჭმევ.
- დედა როგორაა?
- კარგად.გუშინ ნერვიულობდა.ძლივს ჩაეძინა.
- მამა ძალიან გთხოვ შეეშვი ამ საქმეს.უარესი რომ დაგემართოს მერე რა ვქნათ მე და დედამ?
- ლენა გპირდები.როდესაც ამ საქმეს გავხსნი,თქვენთან ერთად მშვიდად გავაგრძელებ ცხოვრებას.
- ღმერთმა ქნას.ნეტა ის მაცოდინა რომელმა გესროლა.ჩემი ხელით ვაზღვევინებდი.
- ჩემი გიჟი გოგო ხარ შენ.მადლობ რომ ასე გიყვარვარ.ახლა წადი,ისედაც სკოლა გააცდინე.
- კარგი.კიდევ გინახულებ.ამას აქ დავტოვებ.
პალატიდან რომ გამოვედი ექიმი შემხვდა და მამას მდგომარეობის ამბავი ვკითხე.საბედნიეროდ ყველაფერი რიგზეა,ამან კიდევ ამ დილით ხასიათი გამომიკეთა.
სახლთან უკვე ახლოს ვიყავი,რომ უკნიდან ვიღაცამ სახელით მომმართა.მივიხედე და თვალებს ვერ ვუჯერებდი.
- ლეი?აქ რასაკეთებ?
- უდროოდროს მოვედი?
- ა...არა... არა...
- უბრალოდ გუშინ ცუდ ხასიათზე იყავი და კარგადაც ვერ გამოგემშვიდობე.რასიტყვი სადმე გავიაროთ?
უცბად მუცელში პეპლებმა დამიწყეს ფარფატი.არ ვიცოდი რა მეთქვა.მისი გარეგნობითაც შეუძლებელი იყო მისთვის უარი გეთქვა.
ოდნავ მოზრდილი წაბლისფერი თმა,ღია ყავისფერი თვალები,თხელი ტუჩები და საყვარელი ღიმილი,რა დროსაც მარჯვენა ლოყაზე ნაჩხვლეტი უჩნდებოდა,ჩემზე ერთი თავით მაღალი.მაგრამ ამ ფიქრებიდან მალე უნდა გამოვსულიყავი.
- აბა რას იტყვი?
- კარგი,სიამოვნებით.
- მშვენიერია,აქვე ერთი კარგი ბარი ვიცი.''IMAGINE'' ქვია.
ბარამდე ფეხით გავისეირნეთ,შიგნით შევედით და ფანჯარასთან დავჯექით.
- რას დალევ?
- ახლა მხოლოდ ჩაის.
- კარგი.ორი ჩაი თუ შეიძლება.
- დიახ,ახლავე.
- აბა როგორ ხარ?
- დღეს არამიშავს.მამაც ვინახულე და გუშინდელთან შედარებით კარგააა.
- მიხარია.გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
და...იცი ორ დღეში მეგობრებთან ერთად პიკნიკზე მივდივარ.მიასაც უთხარი და წამოდით.მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.
- კარგი აზრია.შევუთანხმდები და გეტყვი.
ამ საუბარში შეტყობინება მოუვიდა,რამაც მომღიმარი სახე მოუღუშა.
- ყველაფერი რიგზეა?
- კი,რათქმაუნდა...ისევ სკოლაში სწავლობ?
- კი,ბოლო კლასში ვარ.შე რას საქმიანობ?
- მე... იცი მე... ვცეკვავ.ჰო ვცეკვავ უკვე 3-4 წელია.
- მართლა?მეც ძალიან მიყვარს.რა განხრით ცეკვავ?
- უფრო თანამდედროვეს.
- ამის მოსმენა ძალიან გამიხარდა.ერთ დღეს შენს ცეკვას აუცილებლად ვახავ.
- ჰო...კარგი იქნება.
ამ სიტყვებმა დააბნია.მაგრამ მაინც ხალისით განაგრძო საუბარი.
დიდხანს ვისაუბრეთ,ბევრი ვიცინეთ და სახალისო ისტორიები გავიხსენეთ.მაგრამ ალევე უნდა წავსულიყავი,რადგან დედა სამსახურიდან დაბრუნდებოდა.
- მადლობ რომ მომაცილე.
- არაფრის.ეს არ დამზარდება.
საყვრალად ჩაიცინა,მარჯვენა ყოყა ჩაეჩუტა და დასამშვიდობებლად მოყაზე მაკოცა.მეც დებილივით გავუღიმე და სახლისკენ გავბრუნდი.სანამ შევიდოდი უკან მოვიხედე.ლეი ისევ ტელეფონს ჩასჩერებოდა და უკმაყოფილო სახე ქონდა.შემდეგ კი გაბრუნდა და აწვიდა.სახლში შესვლისთანავე ოთახში ავედი,საწოლზე დავენარცხე და პეპლების მოშორებას ვცდილობდი,რომლებმაც ჩემს მუცელში მოიყარეს თავი.ამ მცდელობაში კი დაღლილს ჩამეძინა და უკვე საღამოს დედა მაღვიძებდა ადექი ვახშამი ზად არისო.ავდექი სამზარეულოში ჩავედი და ახალ ამბებში ძარცვის შესახებ აცხადებდნენ.
- დედა,ერთი წუთით აქ მოდი.
- რა ხდება?
- ნახე.იმ ბანდაზე ლაპარაკობენ რომელსაც მამა იძიებს.ნეტავი ეს უბედური შემთხვევა არ ეყოთ?
- არ ვიცი ლენა.უკვე ვნერვიულობ,ძალიან საშიშები გახდნენ.
- იმედი მაქვს ყველას დაიჭერენ და სუფთა ჰაერს ვეღარასდროს ჩაისუნთქავენ.
ამ შემთხვევის შემდეგ ხასიათი ისევ გამიფუჭდა.მამაზე ვფიქრობდი.სავანდმყოფოდან რომ გამოვა ნეტავ რა მოხდება.
- ლენა ტელეფონზე გირეკავენ.მიაა...
- ჰო მია...
- როგორ ხარ დღეს მთელი დღე?ბატონი რეი როგორაა?
- მადლობ,არაუშავს კარგადაა.შენ როგორ ხარ?რაღაც უნდა გკითხო.
- რა ხდება?
- დღეს სახლში რომ ვბრუნდებოდი ჩემს სახლთან ლეი დამხვდა.
- რაა?აიგოო....არ არსებობს...რა უნდოდა?
- როგორც ჩანს გუშინდელზე წუხდა.ზეგ პიკნიკზე დაგვპატიჟა
- აჰ...მანდ ჩემი ძმაც მიდის.მის ძმაკაცებს ხომ იცნობს.
- ჰოდა რას იტყვი,ღირს წასვლა?
- რათქმაუნდა.წარმოიდგინე რამდენი ოპპა იქნება იქ.
- შენ და შენი ოპპები ბია.
- ჰაჰაჰა...კარგი მაშინ გელოდები და შავიდეთ ერთად.
- კარგი დროებით.
სანამ დასაძინებლად დავწვებოდი,დიდხანს ვფიქრობდი მიმეწერა თუ არა ლეისთვის,რომ წასვლას ვაპირებდი.მაგრამ ყოყმანის შემდეგ მაინც მიწერე.
- ''საღამო მშვიდობისა.გადავწყვიტეთ ტომ მოვდივართ პიკნიკზე ^=^''
პასუხი მოგვიანებით,ნახევარ საათში გამცა.
- ''მიხარია.კვირას დილით გელოდებით.''



№1  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

ძაან მაგარია გააგრძელე. უკვე მივხვდი რომ ლეი ბანდის წევრია და ძაან მაინტერესებს რა მოხდება
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№2  offline წევრი marikuna (1)

მალე რა <3

 


№3 სტუმარი Guest თიკო

ძალიან მაგარია დაამატეთ რა კიდევ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent