შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 16)


21-11-2015, 19:55
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 254

*
10 საათზე ჩამპინოს (Ciampino) აეროპორტში დაფრინდნენ.
-ლიზ გილბერტის გადამკიდე დიდი მოლოდინები მაქვს იტალიისაგან. აღფრთოვანებულმა მოავლო თვალი აეროპორტის მიდამოს და ლიზის პატარა ხელის მტევანი თავისაში მოიქცია.
-ლიზ გილბერტი ვინაა? შეიცხადა ლევანიმ
-მწერალია, მისი მემუარები Eat Pray Love (ჭამე, ილოცე, შეიყვარე) ჩემი შთაგონების წყარო იყო რამოდენიმე წელიწადი. ჩამოარაკრაკა და აეროპორტიდან თავაწეულმა გააბიჯა.
ცხვირზე მსუბუქი ჰაერი მიელამუნა, სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში, ის ხომ აქამდე არასდროს იყო ნამყოფი საზღვარგარეთ, და იტალიას მხოლოდ ფოტოებით იცნობდა, ახლა კი მწვანე დიდი მინდვრები მის წინ წიგნის ფურცლებივით იშლებოდა და ტაქსის ფანჯრიდან აღარ იცოდა რომელი ერთი დაეთვალირებინა.
დაფრინდნე თუ არა დემეტრესგან მისამართი მოუვიდათ შეტყობინებით და პირდაპირ იქ გაეშურნენ, 20 წუთში, მძღოლმა გრძელ და განიერ ქუჩაზე გადაუხვია და მისამართის კარნახის შემდეგ თეთრ, საყვარელ სახლთან შეჩერდა.
-Buona sorte. (წარმატებებს გისურვებთ). სასიამოვნოდ მოხვდა ყურს ყოველი სიტყვის ბოლოს გაწელილი მარცვალი და კიდევ ერთხელ დარწმუნდა სალომე ,რომ ლიზი მართალი იყო იტალიური ენის შესახებ , რომ ყვებოდა. სასიამოვნოდ ჩაეღიმა და ლევანის დახმარებით ორი ჩემოდნით ხელში კარზე დააკაკუნეს.

*
დილით 7 ზე ფეხზე იდგა უკვე, გამოსაფხიზლებლად აზიდვები გააკეთა და უახლოესი 24 საათიანი სუპერმარკეტისაკენ აიღო გეზი, უამრავი რამ იყიდა, უცნობი თუ ნაცნობი, მზა თუ მოსამზადებელი, 8 იყო ახალი შესრულებული ლიუდა დეიდასთან რომ გადარეკა და საქმის კურსში ჩააყენა და 10 წუთში თვითონაც მის სამზარეულოში ფუსფუსებდა.
სესილის და ინგას მშვიდად ეძინათ, ლიუდას და დემეტრეს კი სამზარეულოში "კულინარიული დუელი მოეწყოთ".
არ იმჩნევდა მაგრამ ბავშვივით უხაროდა უახლოესი ძმაკაცის და მისი შეყვარებულის ჩამოსვლა, და ეს სიურპრიზი არამხოლოდ სესილისათვის არამედ თავისთვისაც იყო ნაწილობრივ.
10მა რომ დაჰკრა მისაღებში ტკბილეულობებით სავსე მაგიდა გაიშალა,( რადგან როგორც ზევით მოგახსენეთ იტალიელები საუზმედ მხოლოდ ტკბილს მიირთმევენ )
მაგიდაზე ყველა ის იტალიური დესერტი იდო რისი გასინჯვაც იტალიაში ყოფნისას აუცილებელია, ტირამისუს რამოდენიმე სახეობა, თეთრი და შავი შოკოლადების პანა-კოტა , იტალიური ნაყინის "semifreddo"-ს რამოდენიმე განსხვავებული პორცია,ერთადერთი და განუმეორებელი საბაიონე, სხვადასხვა ნამცვხრები და ბოლოს, ლიუდას საფირმო კოქტეილი "ბელინი" რომელიც გულგრილს არავის არ დატოვებდა.
ყველაფერი რიგზე და მოგვარებული იყო, ერთადერთი კარზე ზარს ელოდებოდნენ და არც მან დააყოვნა. თითქმის სირბილით გაიქცა დემეტრე და კარის გაღებისთანავე თითი ტუჩებზე აიფარა
-ჩუმად . სესილი არ გავაღვიძოთ.
მერე მგრად მოეხვია,ჯერ მონატრებულ ძმაკაცს დაჰკრა ხელი წელზე, მერე მის გვერდით მდგომ უმშვენიერეს გაზაფხულისამებრ სალომეს მიეხუტა, ბოლოს კი ჩაიკუზა და ბავშვს გაუტოლდა, ცალი ხელით გულთან მიიკრო, მეორე კი კულულებში შეუცურა და ხარბად ჩაისუნთქა ტკბილი სურნელი.
სახლში შემოიპატიჟა,, ლიუდა სალომესაც არ იცნობდა პირადად, მხოლოდ სატელეფონო საუბრებიდან, ამიტომ დისშვილის განუყრელ მეგობარს ლოყები დაუკოცნა და შემდეგ მის თანმხლებ მამაკაცს მიესალმა.
-რა საყვარლები ხართ, მე თქვენ გენაცვალეთ. მერე დემეტრეს ხელში აფართხალებულ პატარა არსებას შეხედა, თეთრ ფითქინა სახეზე ფუმფულა ხელი ჩამოუსვა
-ღმერთმა დაგლოცოს შენ ჩემო პრინცესა.
ბოლოს დემეტრემ გამოართვა ბავშვი, და ფეხაკრეფით ავიდა ხის კიბეებზე,სესილის საძინებლის კარისაკენ შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, ბავშვს ანიშნა ჯერ ხმა არ ამოიღოო და რაც შეეძლო ჩუმად შეაღო კარები.
თეთრ ზეწრებში ახლართულს მშვიდი ძილი მოჰფენოდა სახეზე, გარედან შემომავალი მზის სხივები დათარეშობდნენ მის მოშიშვლებულ ხელებზე და გრძნობდა დემეტრე რომ უკვე ამ სხივებისაც შურდა.
ფრთხილად ჩამოჯდა ლოგინზე და პატარა დედაა მიუწვინა გვერდით.
ლიზიმ დედის დანახვაზე თავი ძლივს შეიკავა არ ეყვირა, ასაკთან შედარებით ჭკვიანი ბავშვი იყო, არც ენას ითრევდა, მართალია ბავშვური ინტონაციით მაგრამ გამართულად ლაპარაკობდა, ამიტომ გიჟდებოდა ყველა მასზე. პატარა თითუკები დედის მზისგან აწითლებულ ლოყას დაუსვა , სახე რაც შეეძლო ახლოს მისწია და ყურთან დაუჩურჩულა
-დედიკოო.
სესილის ჩაეღიმა, ეგონა სიზმარში ხედავდა შვილს. შორიდან და ტკბილად ესმოდა ბავშვის მონატრებული ხმა და თვალების გახელაც არ უნდოდა, მერე ხელზე საშინლად ცხელი და მწველი შეხება იგრძნო და ისევ გააჟრჟოლა თუმცა მაინც არ ინება თვალების გახელა, რადგან არარეალური ეგონა ყველაფერი, თუნდაც დემეტრეს ტუჩები რომელიბიც მის ხელზე დათარეშობდნენ.
ბავშვი რომ არა ნაზ კოცნას ხელის მტევანზე არ დასჯერდებოდა, მაგრამ თავის შეკავება მოუწია და ლიზის დაუთმო დედის გაღვიძების ასპარეზი.
კიდევ ერთხელ დაუჩურჩულა ბავშვმა დედას და შემდეგ პაწუკა ტუჩები ლოყაზე შეახო.
როდესაც კოცნის რეალურობა ცხადად იგრძნო მაშინვე ჭყიტა თვალები, წამიერად გარკვევლობაში მოჰყვა, ეგონა ისევ სიზმარში იყო, მაგრამ იმდენად გაუხარდა შვილის ნახვა, ორივე ხელით აიკრა გულ-მკერდზე და ზედ გადმოიწვია, სახეზე თავისუფალი ადგჰილი არ დაუტოვა, მთელი ლოყები ჩაუკოცნა. თან ცრემლმორეული ჩურჩულებდა
-იცი როგორ მომენატრე? სიგიჟემდე დედას ცხოვრება..
ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა, ამჯერად ბედნიერების ცრემლები იყო.
მაგრამ მას ხომ კიდევ ერთი , თუ ორი სიურპრიზი ელოდა, პირღია იყურებოდა როდესაც ოთახის კარი სალომემ შემოაღო და უკან ლევანი შემოჰყვა,მიუხედავად იმისა რომ პიჟამას მოკლე შორტები ეცვა, საწოლიდან სწრაფად წამოხტა და მონატრებულ დაქალს მოჰხვია ხელი. დემეტრემ შეუმნევლად ტუჩზე იკბინა და კიდევ ერთხელ ინატრა ღამის დადგომა.
-ძალიან მომენატრეეთ , ორივე ხელი შემოჰხვია წყვიილს და ორივე მაგრად ჩაკოცნა, მერე ისევ ლოგინში გაჯგიმმულ შვილთან დაბრუნდა, თუმცა შეგორებამდე წამით შეცერდა, დემეტრეს ზურგიდან აეკრო და კისერში მხურვალედ აკოცა
-შენი დაგეგმილია არა? მაბედნიერებ ჩემო სიყვარულო. ამოიჩურჩულა და როდესაც შვილის მზერას გადაწყდა ისევ მონატრებული სხეული ჩაიკრა გულში და ლოგინზე გადაწვა.
შვილის ხმამაღალ შეძახილებზე გვერდით საძინებელში ინგასაც გამოეღვიძა, ტანსაცმელები ჩაიცვა და სესილის ოთახის ღია კართან გაოცებული შედგა "ხომ არ მეჩვენებაო".
-ვაიმე დედა, ეს რა ბედნიერებაა, შენ გენაცვალე ბებოს ფერია, როდის ჩამოხვედით, თქვენ შემოგევლეთ მე. სალომეს გამოწვდილი ხელები ჩაუკოცნა და მერე შვილისმაგვარი სიყვარულით ჩაიხუტა საყვარელი გოგონა.
-მმ , დღეს რა ჩახუტების დღეა, მეც ჩამეხუტეთ ინგა დეიდა რაა. საყვარლად ამობურცა განზე მდგომმა ლევანიმ ტუჩები და გაწვდილი ხელებით გაექანა ინგასაკეენ.
-ბეებო, როგორ ხარ? აღარ გტკივა გული? ბებიას დანახვაზე გახარებული წამოხტა და მისკენ გაიქცა, ორივე ხელი ფეხებზე მოჰხვია , დემეტრემ ბავშვი ხელში აიტაცა და ბებიასთან ახლოს მიიყვანა, რადგან ჯერ არ შეიძლებოდა ინგასთვის, მძიმეს აწევა და გადატვირთვა.
ბავშვმა პატარა თითუკები შემოჰხვია კისერზე და ორივე ლოყა დაუკოცნა.
იტალიელების ჩვევით, არც ლევანი დარჩა ნასიამოვნები თუმცა ყველაფრის დაგემოვნების შემდეგ უარს არ იტყოდა ყოველდილით ასეთ გემრიელ საუზმეზე.
დიდი ოჯახი შეკრებილიყო მისაღებში, ერთ მაგიდას შემოსხდომოდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ, მითუმეტეს ლიზი რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ყველაფერი რაც შოკოლადთან იყო დაკავშირებული.
იჯდნენ და ერთმანეთის ამბებს ყვებოდნენ.
მგზავრობამ თავისი ქნა და დანაყრების შემდეგ მშვიდად მიეძინა სავარძელზე პატარა ლიზის. დემეტრემ თავის ტორებში მოიქცია ერთი ციდა ბავშვი და კიბეებს აუყვა. სესილის საწოლზე დააწვიან და ფეხზე გახადა, ზეწარს აფარებდა როდესაც ბავშვის პატარა ხელი ჩაებღაუჭა და ნახევრად მძინარემ დასჩურჩულა
-არ წახვიდე ,მამიკო.უცნაური შეგრძნება დაეუფლა, კეფაზე ხელი მოისვა და სიხარულისგან ჩაეღიმა, ბავშვს გვერდით მიუწვა და თითები მის წითურ კულულ თმებში ახლართა, ლიზი მშვიდად სუნთქავდა მაგრამ დემეტრეს ხელს უწინდებურად მაგრად ებღაუჭებოდა.თავს ცოტა უხერხულადაც გრძნობდა მამაკაცი, პირველად დაუძახეს "მამიკო" და ამით უზომოდ ბედნიერი იყო, მაგრამ ეს ბავშვი რომ ლიზი იყო ეს ორმაგად უფრო ბედნიერს ხდიდა და ფიქრებში მასაც მიეძინა ბავშვის გვერდით. .
-დემეტრე რაღაც დიდხანს გაჩერდა. გადაიკისკისა სესილიმ და ხის კიბეებს თავისი საძინებლისაკენ აუყვა, კართან წამით შეჩერდა, ჩამი- ჩუმი არ ისმოდა ამიტომ ფრთხილად შეაღო კარი და თავი ძლივს შეიკავა სიხარულისგან არ დაეკივლა.
დემეტრეს მკლავებში მოქცეული პატარა ლიზიკო რომ დაინახა. კარი ფრთხილად გამოიხურა და კედელს მიეყუდა, ხელის გულები თვალებზე მოისვა და იგრძნო რომ ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ყოფილა.

*
ყველა ერთად იჯდნენ დიდ მისაღებში და სასაცილო ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. ერთ დიდ ოჯახად შეკრებილიყვნენ, ახლა სესილის ორი დედა ჰყავდა, ინგა და ლიუდა, ლიზის ორი ბებია, და სალომეს ორი დეიდა. ზუსტად ასე გრძნობდნენ თავს, გასაოვარია არა? გყავდეს ორი დედა რომელიც იზრუნებს შენზე ორმაგად. სითბოთი აღსავსე თვალებით დაჰყურებდნენ უფროსები თავიანთი ბარტყების ბედნიერებას და სიყვარულისგან დნებოდნენ.
ბოლოს დაღლილ დაქანცულმა "დედებმა" გადაწყვიტეს დასვენება, ახალგაზრდები კი ჯერ ეხლა მოდიოდნენ "მუღამზე".
პატარა ლიზი დიდი სიამოვნებით დარჩა ბებიებთან და სულ მალე ისევ ჩაეძინა, ყველამ ჰაერის გამოცვლას დააბრალა და ასეც იყო, რომის ჰაერი საგრძნობლად თენთავდა პატარა თოჯინას.
"განუყრელი ოთხეული" კი ღამის რომის დასაპყრობად გაემართა, გოგოებმა მკრთალი მაკიაჟი და ტანზე მომდგარი კაბები ჩაიცვეს, ბიჭებმა ნახევრად კლასიკური ლუქები და ერთი სიტყვით ოთხივენი შეუდარებლები იყვნენ.
არჩევანი რომის ერთ-ერთ საუკეთესო ღამის კლუბზე Agrigento-ზე შეაჩერეს, სადაც შესვლას მხოლოდ იმიჯი და 30 $ წარმოადგენდა, რათქმაუნდა ორივე გააჩნდათ და მუქკანიანმა დაკუნთულმა ფეისკონტროლმა უპრობლემოდ შეუშვა მეგობრები.
ხმამაღალი მუსიკა, გაურჩეველი ბგერები, ბიცები რომლის ყოველ ამოხეთქვაზე გული ეკუმშებოდათ, დინამიკებზე მდგარი ნახევრად შიშველი ქალები, შუადარბაზში ერთბრბოდ შეკრული იტალიელები, გაურკვეველი მოძრაობები, მოიასამნისფროდ განათებულ დერეფნებში ერთმანეთზე აკრული წყვილები, ინტიმური გარემო, და რათქმაუნდა ისინი ხომ რომის ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბში იყვნენ. უცხო, უჩვეულო გოგოებისთვის მაგრამ ნაცნობი ლევანისა და დემეტრესთვის, ორივემ თავიანთი პარტნიორის ხელები მოიქციეს ტორებში და მუქ იასამნისფრად განათებულ კიბეებს დაბლა დაუყვნენ, ლაუნჯში.
არცერთი არ ლაპარაკობდა, რადგან აზრი არ ჰქონდათ, მუსიკა იმხელაზე ფეთქავდა მიმიკებით ანიშნებდნენ ერთმანეთს. ლევანი ბარისაკენ წავიდა და უკან 4 პატარა -თი დასაწყებად და -ით გასაგრძელებლად დაბრუნდა.ლიმონჩელო გემრიელად გადავიდა ყელში და ორგანიზმში მოთენთილობა აღძრა, კიდევ ერთი დამთხვევა, ლიზ გილბერტი არც ლიმონჩელოზე ცდებოდა..
სალომე იჯდა თვალებს აქეთ იქით აცეცებდა და გილბერტის თვალით ხედავდა მისივე დანახულ იტალიას, წიგნი თვალწინ ედგა რეალობად გადაქცეული და თავს უზომოდ ბედნიერეად გრძნობდა რომ ერთხელ მაინც შეძლო იმ ატმოსფეროს შესწავლა რაზეც გილბერტი წერდა Eat Pray Love -ში.
სპირტიანი ჰავანა იმაზე ძნელად დასალევი აღმჩნდა ვიდრე სესილი ელოდა, რამოდენიმეჯერ ყოყმანით დადო ჭიქა მაგიდაზე თუმცა დემეტრეს ბიძგით ბოლოს პირთან მიიტანა და ერთი ჩასუნთქვით გადაკრა მწველი სითხე რომელსაც ლიმონჩელოსგან განსხვავებით მწველი გემო ჰქონდა და ორგანიზმში მოთენთილობის ნაცვლად ვნებას აღვიძებდა.
სალომე უკვე კარგად შეზარხოშიანებულიყო, კუთხეში ლევანის მკერდზე მიედო თავი და კიდევ ერთხელ ადარებდა იტალიელ ბიჭებს საყვარელი მწერლის პერსონაჟებს და ჰოპ! გასაოცარია, არც ბიჭებში შემცდარა ლიზი..
ლევანი მოგრძო თითებს სალომეს დახვეულ თმებში ხლართავდა და მამაკცს საშინელი ვნება იპყრობდა დაუფლებოდა ისევ მონატრებულ სხეულს, საშინელი ვნება ბობოქრობდა მასში და ყველანაირ ცდილობდა თავი მოეთოკა, რადგან ისეთი შეგრძნება ჰქონდა ყურადღებას თუ სხვა რამეზე არ გადაიტანდა, აქვე გაანთავისუფლებდა საყვარელ ქალს ზედმეტი სამოსისაგან და კიდევ ერთხელ დააგემოვნებდა ვნებისგან ათრთოლებულ სხეულს.
დეემეტრესაც იგივე სჭირდა თუმცა ლევანისგან განსხვავებით იცოდა როგორ მოეთოკა გრძნობები ამ მომენტში, სესილის წელზე ხელი მოჰხვია და მსუბუქი ბიძგით გაიყვანა დარბაზში, ბრბოს შეერივნენ და მუსიკის რითმას ააყოლეს ტანი, სესილის მიხვრა მოხვრა აგიჟებდა, უკნიდან ეკვროდა ალკოჰოლისაგან გაბრუებულ ქალს ვნებისგან თავბრუსხვევას გრძნობდა.
სესილი ნაზად აყოლებდა ტანს მომენტებში წყნარი მუსიკის ბგერებს ,ხელები ჰაერში ჰქონდა აწეული და კისრის ნაზი რხევით იპყრობდა მამაკაცების და მათშორის მისი სიყვარულის დემეტრეს ყურადღებას.
-კიდევ ერთ ჰავანას დავლევდი დიდი სიამოვნებით. ნიშნისმოგებით ჩასჩურჩულა მის უკან მდგარ დემეტრეს ყურში.
მამაკას სასიამოვნოდ ჩაეღიმა და უსიტყვოდ გაემართა ბარისაკენ.
იმხელა ბრბოში ძლივს გააღწია და ბართან შემოსკუპდა ჰავანას მოლოდინში.
სესილი ისევ ისე ნაზად არხევდა ტანს როდესაც უკნიდან რაღაც საშინლად ცივი შეხება იგრძნო, მიხვდა ეს მისი დემეტრეს თბილი სხეული არიყო ამიტომ სწრაფად მოშორდა დაკუნთულ მამაკაცს და შეინებულმა გაუსწორა მზერა.
მოკლესახელოებიანი პერანგიდან მკლავებზე ტატუები უჩანდა, თვალები მწვანე ჰქონდა, ტუჩები წითელი.
ამაცერად უყურებდა სესილის მიმზიდველ ფორმებს და თვალებში ჭინკები უთამაშებდა.
-Vieni a ballare Bella (მოდი ვიცეკვოთ, ლამაზო) ხრიწიანი ,ბოხი და საოცრა მიმზიდველი ხმა ჰქონდა. ისეთი რომ გარშემო ყველას დაადნობდა, თუმცა სესილი შეწუხებული მზერით უყრებდა და ვერ ხვდებოდა რას ელაპარაკებოდა ეს ტემპერამენტიანი მაამაკაცი.
-Sorry, I have a boyfriend(უკაცრავად, მე შევარებული მყავს). შეეცადა ინგლისურად აეხსნა საწადელი, მუსიკის ბგერების გამო არაფერი ესმოდა მამაკაცს, სესილი რაც შეიძლება ახლოს მიიწია მასთან და ყურში დაუყვირა.
თუმცა სესილის სიტყვებს მამაკაცზე გავლენა არ მოუხდენია, მისი სიახლოვით ისარგებლა და დაკუნთული ხელით ზედ აიკრა შეცბუნებული ქალი, სესილიმ ხელები მკერდზე მიადო რომ თავი დაეღწია, თუმცაიმდენად მაგრად ჩაბღაუჭებოდა იტალიელი ვერაფერს გახდა.
გარშემომყოფებისათვის ეს ჩვეული სსაქციელი იყო, მაგრამ არა სესილისათვის, არა ტურისტისათვის ან უბრალოდ სხვა ეროვნების ადამიანისათვის, აქვე რომ გაეშიშვლებინა ქალი იტალიელს და მისი სხეული დაეგემოვნებინა არავინ არ მიაქცევდა ყურადღებას.
იტალიელი ზედმეტად მოუთმენელი აღმოჩნდა, სესილის ხელებში ჩააფრინდა რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შეძლებოდა და ყელზე მიაკრო ცხელი ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ტუჩები, რომელბიც უხეშად და საშინლად მოქმედებდნენ დაპანიკებულ გოგონაზე.
ყვიროდა მაგრამ მის ყვირილს მუსიკის ხმა ფარავდა და ისევ უძლური რჩებოდა ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ, მაინც არ წყვეტტდა შეწინააღმდეგებას, მთელი ძალით, ხელით ფეხით ტავით, ცდილბდა მოეშორებინა მამაკაცი მაგრამ იტალიელს ეტყობოდა ძალიან მოსწონდა სესილი და მოშორებასაც არ აპირებდა.
დიდი ძალისხმევის შემდეგ იტალიელი მოშორდა ქალს თუმცა არა თავისი ნებით, დიდ ბრბოში გადავარდა და იატაკზე დავარდნილს ზევიდან დემეტრე სწვდა, ურტყავდა გამეტებით, მთელი ძალით და სიბრაზით აღსავსე..
სესილი გონს ვერ მოსულიყო ჯერ, როდესაც იატაკზე გაწოლილი მამაკაცი ნახა და შემდეგ დემეტრესაც მოჰკრა თვალი , ცრემლები დაუგუბდა და საყვარელ მამაკცს ზურგზე აეკრო. სესილის შეხებაზე დემეტრეს ხელი ჰაერში გაუშეშდა, აეწვა ზურგი და ჩვეული სითბო იგრძნო ისევ, ისევ დაუთბა ყველა ძარღვი და უჯრედი , მისკენ შებრუნდა, თავი ხელებში მოიქცია და შეყრილ ბრბოს შუაგულში დააცხრა ტუჩებზე. უკოცნიდა ვნებით აღსსავსე მიმიკებით, ხელს მის ლოყაზე დაასრიალებდა და ალბათ სესილიზე მეტად ეს კოცნა დემეტრეს სიამოვნებდა ახლა..
-ვერ ავიტან სხვა კაცის შეხებს შენს სხეულზე. წარბებშეჭმუხნულმა დაუჩურჩულა ტუჩებთან და მსუბუქი მოძრაობით გაიყვანა კლუბიდან. ლევანის მობილურზე მესიჯი დაუტოვა, დაჯავშნნულ სასტუმროში მივდივართო და ლადა სწრაფად მოსწყდა მიმდებარე ტერიტორიას, სესილი უცნაურად ცუდად გრძნობდა თავს, სცხვენოდა დემეტრესი რადგან ის გახდა ამ სცენის შემსწრე, მერე რა რომ ეს მისი ინიციატივით არ მომხდარა, მერე რა რომ თვითონ არ უნდოდა , მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ ყველაფერს, გაურკვევლად სტკიოდა ,გული ეკუმშებოდა როდესაც დემეტრეს ბრაზნარევ თვალებს იხსენებდა და ისევ თავს ადანაშაულებდა ამაში.
მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, სასტუმროს ნომერში შესული სწრაფად წავიდა აბაზანისაკენ , შესვლისთანავე გაიძრო ზედმეტი ნაჭრები და ავსებულ აბაზანაში ჩაწვა, ორი კურცხალი ცრემლი გადმოვარდა და ოდნავ სიმსუბუქე იგრძნო, მერე საიდანღაც, მონატრებული ლავანდის სურნელი იგრძნო, თავი ფრთხილად წამოსწია და თვალები გაახილა, აბაზანასთან ჩამომჯდარ დემეტრეს გადააწყდა მისი თვალები..მამაკაცი სითხეს წყალში ასხავდა და მეორე ხელით ურევდა..წყალი რომ ბოლომდე ააქაფა, მოურიდებლად გაიძრო რაც კი ტანსაცმელი ეცვა და სესილის უკან მოთავსდ აბაზანაში, ხელის მსუბუქი მოძრაობით ზედ აიკრა გოგონა და სველ მხრებს კოცნით დაუყვა. მოითენთა, ისევ გადაიკარგა სადღაც არარსებულ სამყაროში სესილი, პირიდან გაურკვეველი ბგერები ამოუშვა, მამაკცს ზევიდან მოექცა და ტკივილიანი მზერით დაუკოცნა ტუჩები.
-შენსგარდა არავისი შეხება არ მჭირდება.. ხელები კისერზე შემოჰხვია და ვნების მორევში გადაეშვა..

*
ორივენი კარგად შემთვრალები იყვნენ, უკვე დრო იყო წასასვლელად ,მაგრამ არცერთს ეხალისებოდა აქაურობის დატოვება, ისევ ისე იყვნენ ერთმანეთზე აკრულები და ცეკვავდნენ, მერე მუსიკაც ჩაწყნარდა, ხალხიც ჩაიცალა და ბოლოს ბარმენის თხოვნით მათაც დატოვეს კლუბი...
სასტუმროს ნომერში შესვლისთანავე კედელზე ააკრო სალომეს მოდუნებული სხეული და კისრიდან კოცნით ცამოჰყვა, როდესაც ქალისგანაც დადებითი მუხტი იგრძნო მსუბუქი მოძრაობით მუცელზე შეისვა და საწოლზე გადააწვინა..



აი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, გული არ მიმდიოდა რომ დამეწერა, და უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნითაც არ მინდოდა დაწერა, :9 ბოდიში რომ დავაგვიანე (



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კარგიააა მალე დადე რააა

 


№2 სტუმარი Nana

Gaagrdzele kaia<3

 


№3  offline წევრი kora

მომეწონა, სითბოთი სავსე თავი იყო <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი NataShka()()()

ძალიან კარგია მალე დადე რა 17 .. <3 შესანიშნნავია love
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

მართლა კარგი იყო ყოჩაღ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent