ქიმიური მუხტი [6]
მეორე დღესაც შეხვდა ლაშა ბელას. ამჯერად ყავაზე დაპატიჟა და თანხმობაც მიიღო. სამეგობრო ცოტა არ იყოს უკმაყოფილოდ შეხვდა ამ ამბავს. - ბელაჩკა არ მომწონს და რა ვქნა, ასე ერთი დღის გაცნობილთან ყავაზე სიარული რა „პონტია“. - ლეო ყავაზე დამპატიჟა ცოლად ხომ არ მივყავარ? თან არ ჩანს ცუდი ადამიანი, რა მოხდება თუ გავიცნობ. - კარგი, წადი, არაფერიც არ მოხდება _ უკმაყოფილო იყო ლუკაც. - თუ ასე უნდა იბღვიროთ არ წავალ _ ჩაიფრუტუნა და ბიჭებს შორის ჩაჯდა. - რას ჰქვია არ წახვალ? ამათ ბუზღუნს უსმენ? ადექი, ჩაიცვი და წადი _ თვალები დაუბრიალა ლანამ. - წადი ბელაჩკა წადი, ნუ მოგვაქცევ ყურადღებას _ ოდნავ გაუღიმა ლეომ. - კარგი, წავედი და მალე მოვალ _ ლოყაზე სიცილით აკოცა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. კაფის შესასვლელში ელოდებოდა ლაშა. - მიხარია რომ მოხვედი _ გაუღიმა, ბელამაც ღიმილი შეაგება. _ დავსხდეთ _ წინ შეატარა და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მოკალათდნენ. - რას ინებებთ? _ ღიმილით მიუახლოვდა მიმტანი. - რომელი ყავა გინდა? - ამერიკანო იყოს _ იღიმოდა გოგონა. - ორი ამერიკანო და ორი შოკოლადის ნამცხვარი. - კარგი, ახლავე მოგართმევთ. - აბა ვინ ხარ და რას საქმიანობ? _ გაუცინა ბიჭმა. - სახელი უკვე იცი, ჯერ-ჯერობით სტუდენტი ვარ. - ძალიან კარგი, მე სტუდენტობას გამოვეთხოვე უკვე და დასაქმებული ვარ. - არაჩვეულებრივია, იმედია მეც დავსაქმდები. - ის ახალგაზრდები მეგობრები არიან? - კი, ძალიან ახლო მეგობრები. - კარგია, სად ცხოვრობ? - მე თბილისში ვცხოვრობ. - მე აქ ვცხოვრობ და აქვე ვმუშაობ. - სად მუშაობ? - სასტუმროს მენეჯერი ვარ. - ძალიან კარგია. - შენ სად სწავლობ? - ქართულ ფილოლოგიაზე, მომავალი თაობა უნდა აღვზარდო _ გაეცინა. - სერიოზული განაცხადია, ძალიან გიხდება სიცილი. - მადლობა _ წამიერად დასერიოზულდა, ეს კომპლიმენტი უკვე მოსმენილი ჰქონდა და თითქოს არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა სხვისგან მოსმენა. - რაღაც იდუმალება ჩანს შენს თვალებში, ტკივილიც. - ნათელმხილველი ხარ? _ გაეცინა. - კი, თვალებში ვხედავ ყველაფერს _ ლაშასაც გაეცინა. - ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. - ასე მალე? - ჰო, მეგობრები გამინაწყენდებიან. - კარგი, გაგაცილებ და იმედი მაქვს სხვა დროსაც მექნება შენი ხილვის პატივი. - ვნახოთ _ გაუღიმა და ქურთუკი მოიცვა. კარგი ბიჭი იყო ლაშა. გარეგნულადაც, პირველადი შთაბეჭდილებაც კარგი დაუტოვა. პოზიტიური განწყობით დაუბრუნდა მეგობრებს. გოგოებმა ყველა დეტალი დაწვრილებით მოაყოლეს, ბიჭები კვლავ უკმაყოფილო მზერით უცქრედნენ, ვერ გაეგო რა უნდოდათ. რა მოხდა თუ ყავის დასალევად წავიდა ლაშასთან ერთად. პუფში მოკალათებული მშვიდად მიირთმევდა ცხელ ჩაის და თან მეგობრების საუბარს უსმენდა. - ილიასაც უნდოდა ჩამოსვლა, „პროსტა“ არ გამოვიდა რა _ წუხდა ლუკა. - კარგი იქნებოდა რომ ჩამოსულიყო, მოგვენატრა ეგ საძაგელი _ თბილად ჩაილაპარაკა ლიკამ. - ვინც მეგობრობთ მათ მოგენატრათ _ სრულიად უემოციოდ ჩაილაპარაკა ბელამ. - აუ ბელაჩკა რატომ ამბობ ასე? _ ნაწყენი ტონით იკითხა ლეომ. - რატომ? მეგობრები ასე არ მიდიან ლეო, ერთი სიტყვითაც კი არ უთქვამს რომ წასვლას აპირებდა. - ნაწყენი ხარ ბელაჩკა? _ ჩაეღიმა ლეოს. - არა, რამე შეიძლება ახლობელი ადამიანი გეწყინოს, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენ მისგან ვერ გეწყინება. - ბელა ხომ იცი რომ არ არის სწორი, რასაც შენ ფიქრობ _ ლუკაც ჩაერთო. - მე მხოლოდ იმას ვამბობ, რაც დავინახე ლუკა და საერთოდაც, აღარ გვინდა რა ამაზე ლაპარაკი. სულაც არ მინდა მის გამო თქვენთან ვიკამათო. - კარგი, გვეყოფა, მაგრამ ოდესმე დარწმუნდები რომ არასწორად ფიქრობ. - ოდესმე შეიძლება დავრწმუნდე _ გაუღიმა და ჩაი მოსვა. ერთი კვირა თვალსა და ხელს შუა გაეპარათ. არადა როგორი ბედნიერი იყო, ახლა დაუბრუნდებოდა ისევ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას. ლაშა წამოსვლის დღიდან ეკონტაქტებოდა ტელეფონით. ლელა ისევ დაუბრუნდა მასწავლებლებს, მთელი დღე აქეთ-იქით დადიოდა, საღამოსაც გვიან ბრუნდებოდა სახლში, მხოლოდ ძილი უნდოდა, დილიდან ისევ სამეცადინოს უბრუნდებოდა. გვიან როცა ბურნდებოდა, ლეო აცილებდა. მთელი დღის დაღლილობას უხსნიდა ხუმრობებით და სახლშიც ბედნიერს აბრუნებდა. სახლში დაბრუნებული სულ ტელეფონზე „მესიჯობდა“, ხელიდან არ უშვებდა. თავიდან საეჭვოდ ეჩვენა ბელას, დაელაპარაკა კიდეც, მაგრამ ლელამ დაქალს „ვემესიჯებიო“. ბელაც აღარ ჩააცივდა, თუმცა დაჯერებითაც არ დაუჯერებია. როცა მიხვდა, რომ ბოლო აღარ უჩანდა ლელას შეტყობინებებს, სერიოზულად ლაპარაკი გადაწყვიტა. - ლელა.. - გისმენ _ ტელეფონი გვერდით გადადო. - სალაპარაკო გვაქვს _ ლოგინზე გვერდით მიუწვა და მუცელზე თავი დაადო. - გისმენ _ გაუცინა და მის თმებს გაეთამაშა. - ვის წერ ამდენს? _ მკაცრი ტონი ჰქონდა. - ბელა ხომ გითხარი.. - ლელა, გეყოფა ტყუილები, ხომ იცი ვერ ვიტან. ვხვდები რომ მატყუებ, მაგრამ რატომ ამას ვერ ვხვდები. ჩემზე მეტად ვინმეს შესტკივა შენზე გული? ოდესმე რამე დამიშლია? ვერ ვხვდები რატომ იქცევი ასე, რატომ მიმალავ. შემიძლია პასუხი ამ კითხვაზე შენს ტელეფონშიც ვიპოვო, მაგრამ არც მე ვკადრულობ და არც შენ გკადრებ მაგას, მინდა რომ თვითონ მითხრა სიმართლე. - ბოდიში _ თვალები დახარა. - ბოდიში მიღებული იქნება სიმართლეს თუ მეტყვი. - მრცხვენია, მეშინია რომ ვერ გაიგებ. - ლელა! რატომ მტკენ გულს? ნუთუ ასეთი მონსტრი და ვარ? - არა , არა, შენ საუკეთესო და ხარ. - აბა მაშინ რა უნდა მითხრა ასეთი? - ლეოს ვწერ. - ვიის? - ლეოს. - ჩვენს ლეოს? ბუზღუნას? _ ლოგინზე წამოჯდა. - ჰო, ჩვენს ლეოს, ბუზღუნას _ ხელები აიფარა. - მერე რა, რა მოხდა, ლეოს მეც ხომ ვწერ, ამას მიმალავდი? - ჰო, მაგრამ ბელკა.. აუ როგორ აგიხსნა, მეგობრულად არ ვწერთ. - რა თქვი? ანუ, რისი თქმა გინდა.. - ლეო მომწონს _ გაპარული ხმით ჩაილაპარაკა. - როგორც ვხედავ, არც ლეოა მთლად მეგობრულად განწყობილი. - ჰო. - რამდენი ხანია ეს გრძელდება? - არც ისე დიდი ხანი. - ბაკურიანშიც? - მაგის შემდეგ. - ჰუუ _ ხმაურიანად ამოისუნთქა _ კარგი, კარგია რომ მითხარი, მაგრამ რამდენ ხანს აპირებდი დამალვას? - არ ვიცი. - კარგი. - ლეოს არ უთხრა რა არაფერი. - არაფერს ვეტყვი _ გაეღიმა _ დაველოდები თვითონ როდის მეტყვის. - ჯერ სერიოზულიც არაფერი ხდება. - გასაგებია, არ იდარდო არაფერს ვეტყვი _ თავზე აკოცა _ რომ არ დაგემალა კარგი იქნებოდა _ ლოგინიდან წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. - ბელა, ბოდიში.. - არაუშავს. ღიმილით გავიდა ოთახიდან. დაიკოც გაიზარდა. ახლა ელოდებოდა ლეო როდის დაელაპარაკებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლელამ უთხრა სერიოზული არაფერიაო, მაინც უნდოდა საუბარი. თებერვალიც გავიდა და გაზაფხულიც მოვიდა.. სხვანაირი სურნელი ჰქონდა გაზაფხულს. აპრილში აღდგომა აღნიშნეს, ლეოსთან ერთად გავიდნენ მამამისის საფლავზე, მერე ყველა ერთად იყვნენ ბელას და ლელას მშობლების საფლავზეც. ლეო კვლავ არ ჩქარობდა ბელასთან საუბარს. მაისში ბელას დაბადების დღე იყო. სახლში აპირებდა აღნიშნვნას. მთელი დღე იფუსფუსეს ლელამ და ბელამ, საღამოსთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ. მეორე დღეს ტორტს იყიდიდნენ და მეგობრებთან ერთად იმხიარულებდნენ. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ღამის თორმეტზე დარეკა ბელას ტელეფონმა. - გისმენ ლიკუნ. - აივანზე გამო რა.. - რატომ? მოიცა ახლავე.. _ აივანზე გასულს ბედნიერება შეეგება.. ფრანები მიფრინავდნენ ცისკენ, ქვემოთ ბუშტებით იყო მოფენილი ეზო, ჟივილ-ხივილით იკლებდნენ იქაურობას. ბედნიერებისგან კისკისებდა. _ ამოდით _ ხმდაბლა დაუძახა და ხელით ანიშნა. სანამ მათ ელოდებოდა ტელეფონმა ისევ დარეკა. უცხო ნომერი იყო. _ გისმენთ _ ხმაშიც კი ეტყობოდა ბედნიერება. - დაბადების დღეს გილოცავ ბელო _ ღიმილი სახეზე შეეყინა. - მადლობა _ ჩუმად უპასუხა. - როგორ ხარ ბელო? - არაჩვეულებრივად. - მეც კარგად _ გაიცინა. - ძალიან კარგი, უნდა წავიდე _ პასუხს არც დალოდებია ისე გაუთიშა ტელეფონი. ხმაურით შევიდნენ ახალგაზრდები. - ბელაჩკა, გილოცავ _ ჩაეხუტა ლეო. - გილოცავ ბელაჩკა _ აკოცა ლუკამ. - ბელკაა, გილოცავთ _ ერთად ჩაეხუტნენ ლანა და ლიკა. - მადლობა, როგორ გამახარეთ, რა გადარეულები ხართ. - აბა როგორ. არ დაგირეკეს? _ ინტერესით იკითხა ლუკამ. - ვინ? _ ვითომ ვერ მიხვდა. - ილიამ _ გაუღიმა ლეომ. - ჰო, დამირეკა. - მერე? - არაფერი, მომილოცა და მორჩა _ მხრები აიჩეჩა. - მეტი არაფერი? - არა, გავუთიშე, თქვენც ამოხვედით და, აი ისევ რეკავს ტელეფონი, მოიცა.. გისმენთ.. მადლობა ლაშა.. მადლობა, მადლობა, კარგი, კარგად. - რაო ლაშიკომ? _ უკმაყოფილო ჩანდა ლუკა. - რაო და გილოცავო. ყველაფერი ხვალისთვის მქონდა გამზადებული, მაგრამ გავშლი ახლავე _ გაუცინა და სამზარეულოსკენ წავიდა. - ბელაჩკა _ უკან მიჰყვა ლეოც. - გისმენ ბუზღუნ. - როდის გეცლება? - რა ხდება? - სალაპარაკო მაქვს. - როცა გინდა მაშინ. - კარგი, ამ დღეებში შეგეხმიანები, ოღონდ ისე, რომ მარტოები ვიყოთ. - კარგი _ გაუღიმა და თეფშები გაიტანა. უკვე მეხუთე ჭიქას სვამდნენ, ისევ რომ ამღერდა ტელეფონი, უცნობი მაგრამ უკვე ნაცნობი ნომერი გამოჩნდა. აივანზე გავიდა და ისე უპასუხა. - გისმენთ. - რატომ გამითიშე? - ბავშვები მოვიდნენ. - ბავშვები გაიგებდნენ. - რამე გინდა? - შეიცვალე? - არ ვიცი. - ძილინების ბელო. - კარგად. უცებ დაასერიოზულა საუბარმა, ისევ ეტკინა ის უყურადღებობა, ვერაფრით პატიობდა. არადა რა კარგი მოგონებები ჰქონდა იმ ხუთ დღეზე, მაგრამ.. ახლა აზრიც აღარ ჰქონდა ამაზე ფიქრს. ის იქ იყო, თვითონ აქ.. - ვინ იყო ბელაჩკა? _ ოთახში შებრუნებულს ჰკითხა ლეომ. - არავინ მნიშვნელოვანი. - გასაგებია _ გაეცინა. _ ჩვენი წასვლის დროა, ხვალაც შემოგივლით. - დარჩით ბარემ, გათენდება სადაცაა _ გაუცინა. - არა, წავალთ, გაგვაცილე. - კარგი, მადლობა _ სათითაოდ დაემშვიდობა ყველას. _____ შოკოლადებო ესეც მეექვსე.. ვიცი რომ პატარა თავია, ბოდიში.. მეტი ვერ შევძელი და დაგვიანებაც არ მინდოდა.. ველი შეფასებას და კრიტიკას.. მადლობა რომ ასე მათბობთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.