ქიმიური მუხტი [4]
დილით ჩვეულებისამებრ ადრე გაეღვიძა ბელას. ოთახში ვეღარ ისვენებდა, მოემზადა და გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა, ფილტვებში სუფთა ჰაერი ჩაუშვა და კიბეებზე დაეშვა. ხელ-პირი დაიბანა და ხელების ერთმანეთზე გახახუნებას მოჰყვა გასათბობად. შუა ზაფხულში ისე გაეყინა ხელები, თან ცივი წყალიც, სიამოვნებით მიუჯდებდებოდა აგიზგიზებულ ბუხარს. პირველი სართულის კიბეებზე ადიოდა, ოთახიდან ილია რომ გამოვიდა. - დილა მშვიდობის _ ღიმილით მიესალმა, თუმცა ბიჭმა ისე ჩაუარა, თითქოს არავინ დაინახავს და არაფერი გაუგონია. გაოცებულმა გააყოლა თვალი ბელამ. _ ისევ გაბუტულია? _ ჩაიბურტყუნა და მხრების ჩეჩვით შევიდა ოთახში. - დილა მშვიდობის ბელაჩკა _ გაუცინა ლეომ. - დილა მშვიდობის _ ღიმილითვე შეაგება პასუხი. - იცი გუშინ რა მოვიფიქრეთ? _ ტახტზე ოდნავ მიიწია ლუკა და ბელას ანიშნა დამჯდარიყო. - ვიცი _ გაუღიმა. - ხომ კარგი იდეაა? - ჰო, კარგია. - ჰოდა გააღვიძე ის მძინარე მზეთუნახავები, ჩვენ კი ვერ გავაკეთებთ ყველაფერს. - და რას გააკეთებთ თქვენ? - ჩვენ მაგალითად მწვადს შევწვავთ. - კარგი, ვაცადოთ ცოტაც და გაიღვიძებენ. ყავა არ გინდათ? - არ გვინდა, არა _ სწრაფად წამოიძახა ლეომ და გაიცინა. - ოო _ გაეცინა ბელასაც _ ჩემი ბრალი არ ყოფილა. - კარგი, დავლევთ. - გავაკეთებ _ ოთახიდან გასვლისას ისევ შეეჩეხა ილიას _ ყავას დალევ? _ ისე ჰკითხა, თითქოს წეღანდელი შემთხვევა არც მომხდარიყოს. ისევ იგნორი მიიღო პასუხად. „ღმერთო ჩემო, რა ბავშვივით იქცევა“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და სამზარეულოში შევიდა. ყავა მაინც ოთხი ადამიანისთვის მოამზადა, გაიტანა და მაგიდაზე დადგა, ყველა ფინჯანი მათი „პატრონების“ წინ. თვითონაც ლუკას გვერდით მოთავსდა და პირდაპირ მჯდარ ილიას შეხედა. მიმიკასაც კი არ ცვლიდა. _ რამდენი ვიქნებით? - ასე 15-მდე, აუ გააღვიძე რა _ ისევ დაიწუწუნა ილიამ. - კარგი ჰო, გავაღვიძებ _ წამოდგა _ ყავა გაგიცივდებათ _ თითქოს ყველასთვის, არადა ილიას გასაგონად ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. უკან გოგონებთან ერთად დაბრუნდა. ილიას ყავა ისევ მთელი იყო. - ვისია ეს ყავა? _ მთქნარებით იკითხა ლიკამ. - არავისი, დალიე _ უპასუხა ილიამ და ფინჯანი ლიკასკენ მისწია. ეწყინა, ძალიან ეწყინა, შეემჩნა კიდეც, სახე მთლად აელეწა, თვალებშიც გაუჩნდა ბრჭყვიალები, ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა და ფანჯრისკენ გაიხედა. მთელი დღე მზადებაში გაატარეს გოგონებმა. ბელაც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ყველაფერში. საღამოსთვის სუფრა გაშლილი იყო, ლამაზად გაფორმებული. მთელი დღის განმავლობაში ხმაც არ გაუცია ილიას ბელასთვის. - მოვიდნენ _ ლეომ შეიჭყიტა სამზარეულოში. ბოლო შტრიხები დაამატეს გოგონებმა სუფრას და თვითონაც მიუსხდნენ. მხიარული საღამო იყო ყველასთვის, კიდევ უფრო მხიარული იქნებოდა, რომ არა ილიას თვალები, რომლებიც ბელას არ იმჩნევდნენ. - ყველანი ვსვამთ ხომ? - არა, მე არ ვსვამ _ მაშინვე უარყო ბელამ. - აბა, აბა ბელაჩკა ასე არ გამოვა, დღეს ყველა ვსვამთ. - არ, მართლა არ ვსვამ, არც არასდროს დამილევია. - ჰოდა რაღაც ხომ უნდა მოხდეს პირველად _ გაუღიმა მინდიამ და ჭოქა შეუვსო. - მიდი ბელკა, ამ ერთხელ არაფერი მოგივა, ყველამ მოვულხინოთ _ მხარი მიკრა ლიკა. - კარგი, მხოლოდ ამ ერთხელ. - ძალიან კარგი, აბა გაგვიამრჯოს! ბუჩქი, ბუჩქი _ აყვირდა ლეო. მსუბუქად გადაუშვა ყელში პირველი ჭიქა. არც უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვებია გრილ სითხეს. მეორე ჭიქაც რომ შესვა და მესამეც, იგრძნო როგორ დასცხა, ისიც იგრძნო ლოყები რომ შეუფერადდა და თვალები აემღვრა. ბიჭების ხუმრობებზეც გულიანად კისკისებდა. ჭიქების რაოდენობის ზრდასთან ერთად მცირდებოდა ბელას სიფხიზლე. ისედაც ემოციური კიდევ უფრო გულჩვილი გახდა. - უნდა გავიდე _ უჩურჩულა ლიკას და სკამიდან ფრთხილად ადგა. - ცუდად ხომ არ ხარ? - არა, არა, ჰაერზე გავალ ცოტა ხანი. - კარგი, გამოგყვე ხომ არ გინდა? - არა ლიკუ, იყავი _ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. შორს არ წასულა, იქვე კიბეზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ცდილობდა ცოტა მაინც შემატებოდა სიფხიზლე. მალე ილიაც გავიდა, გვერდით ჩაუარა ვითომც არაფერიო და ეზოში, ბალახზე დაჯდა. ბელამ ბიჭს გახედა, როცა მიხვდა რომ ილია მართლა გაბრაზებული იყო და მასთან ლაპარაკს არ აპირებდა, გადაწყვიტა თვითონ დალაპარაკებოდა. ესეც შედეგი ალკოჰოლისა - მთვრალი და გამბედავი ბელა. უხმაუროდ მიუახლოვდა ილიას, ეცადა ასევე ჩუმად ჩამომჯდარიყო მის გვერდით, თუმცა არ გამოუვიდა, მის მხარზე დაყრდნობის გარეშე ვერ მოახერხა მიწაზე მოთავსება. გაკვირვებულმა შეხედა ბიჭმა. ნასვამი იყო ილია, თუმცა არა მთვრალი, რას უზამდა 6-7 ჭიქა, ბიჭი იყო მაინც, აი ბელას კი კისერი მოსწყდა.. კვლავ არაფერი უთქვამს, არც შეუმჩნევია, წამოდგომა და წასვლა დააპირა, ბელას ხმა რომ გაიგონა. - არ წახვიდე რა _ ერთი ჩამოხედა და ისევ დაუბრუნდა მიწას. - რატომ? - ისევ გაბრაზებული ხარ? - ვერ ხვდები? - და რატომ? - მაგასაც ვერ ხვდები? - არ მეგონა სერიოზულად თუ მიიღებდი _ ჩაიბუტყუნა. - მივიღე. - ბოდიში. - არაუშავს.. - არ მინდა რომ გაბრაზებული იყო _ ხმა აუკანკალდა. - ჩათვალე რომ არ ვარ. - მაგრამ მე ვხედავ რომ ხარ. - და გადარდებს? - რომ არ მადარდებდეს ახლა აქ არ ვიჯდებოდი. - ჰოო.. - არ აპირებ რომ შემირიგდე? - დარწმუნებული ხარ რომ ფხიზელი იგივეს გაიმეორებ? - ილია _ დაიჩურჩულა და ეცადა ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი მოეშორებინა. - ჰო _ ისევ უცვლელი იყო ბიჭის ტონი. - არაფერი _ ცრემლი გადმოაგდო და ფეხზე წამოდგა. - მოიცა _ დაუძახა, თუმცა უშედეგოდ, ბელა არ გაჩერებულა. თავი გადააქნია სიცილით და დაედევნა, შეაჩერა და მოაბრუნა. _ რომ დაგიძახე რატომ არ მპასუხობ? _ აცრემლებული თვალებით შეჰყურებდა ბიჭს, მაგრამ ცოცხალი თავით არ იღებდა ხმას. _ ბელა.. _ ისევ არ გასცა პასუხი.. _ ბელოო _ გაუღიმა. ისევ დუმილი.. _ ბელოო, კარგი რა, გამიღიმე მაინც _ აწითლებულ ლოყაზე თითებით მიეფერა. - შენ თვითონ იყავი გაბუტული. - ჰოდა აღარ ვარ _ გაუღიმა და სრულიად მოულოდნელად გულზე მიიკრა გოგონა. მთელი ძალით იხუტებდა, თითქოს ვინმე ართმევდა. _ შევრიგდით? _ ჩურჩულით ჰკითხა. - ჰო _ ჩაიბურტყუნა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, ბიჭის მკლავებიდან თავი დაიძვრინა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ სუფრის ალაგება ნანი ბებოს მოუწია, სხვას აღარავის ჰქონდა ამის თავი. ვის სად ეძინა ისიც არ იცოდნენ, დილით რომ გაეღვიძათ, ყველა პირველ სართულზე იყო. - აუ თავი _ წუწუნით გაიღვიძა ლეომ. - აბა რა გეგონა, ჭიქას რომ არ ტოვებდი _ არანაკლებ პრეტენზიული ტონი ჰქონდა ლუკას. - აუ გეყოთ რა _ დაიწუწუნა ილიამაც. - გაჩუმდით, გვეძინება _ აწუწუნდა ლიკაც და ამ წუწუნში ყველას გაეღვიძა. - ბელაჩკა, შენ როგორ ხარ? _ გაუცინა ლეომ. - მგონი არც ისე ცუდად, მაგრამ კარგადაც არ ვარ _ გაეცინა. - როგორ იქნები კარგად, პირველად დაგილევია და თანაც ამდენი _ ჩაეცინა ლუკასაც. - აქაურობა ბებომ დაალაგა? _ ყოყმანით იკითხა ლანამ. - ალბათ _ დაემოწმა ლიკა. - რა სირცხვილია _ შეწუხდა ბელა. - აუ რა ძალიან წესიერი ხარ _ გაეცინა ბელას. - ჩვეულებრივი ადამიანი ვარ _ გაბრაზებულმა უპასუხა. - ლელაჩკა შენ რა ჩუმად ხარ? - თავი ნაკლებად მტკივა როცა არ ვლაპარაკობ _ ყველას გაეცინა. - აუ ბორჯომი „გაასწორებდა“.. - სულ ტყუილად ოცნებობ _ თვალი ჩაუკრა ლიკამ ილიას. მთელი დღე წუწუნში გალიეს, თავი ვის სტკიოდა, ვის უსკდებოდა, ციტრამონი, ანალგინი, კეტანოლი -ფაქტობრივად ყველა გამაყუჩებელი სცადეს, რაც კი სახლში მოეპოვებოდათ. ნელ-ნელა ყველა გამოკეთდა. საღამოს აღარავინ დადიოდა უკმაყოფილო სახით. - ჩაი არავის გინდათ? _ გადახედა ბელამ. - აუ ბელკა ყველას გვინდა. ყველასთვის მოამზადა, ილიას გარდა, ყველას თავ-თავიანთი ფინჯნები დაუდგა და თვითონაც იქვე ჩამოჯდა. - მე? მეც მინდოდა.. - გუშინ არ მიირთვი ჩემი გაკეთებული. - ოჰ, ამოვიღეთ ხმა? _ ჩაიცინა. - ილია _ შეუბღვირა ლიკამ. - რა? _ მხრები აიჩეჩა _ აქამდე რამეს რომ ამბობდა წითლდებოდა, ახლა კიდევ ძველ ცოდვებსაც მახსენებს. - სულ აღარ გაგცემ ხმას. - აუ მეორე ბალუა ეს _ გაიცინა და წამოდგა _ მე თვითონ გავიკეთებ ჩაის. - არაფერი დაუთმო ბელაჩკა _ გაუცინა ლეომ. - ახლა ჩაის დავლევ და დავიძინებ, შენს რჩევას ხვალიდან გავითვალისწინებ _ გაიცინა და ჩაი მოსვა. - ჩემი ჩაი ბევრად უფრო გემრიელია _ ფინჯნით ხელში შევიდა ილია. - შეგერგოს _ გაუღიმა ბელამ _ ძილინების ბავშვებო. _ წამოდგა და ოთახი დატოვა. მეორე სართულზე ასვლისთანავე შუქი აანთო და ისე დაწვა. ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა, ისე უცებ შეეპარა სითბო და სიმსუბუქის შეგრძნება. მეხუთე დღე გათენდა სოფელში, სოფლისთვის ჩვეული ხმაურობით, საოცარი თავისუფლების, სისუფთავის და სიწმინდის შეგრძნებით. ხელები განზე გაშალა, დაამთქნარა და ლოგინიდან წამოდგა. მოწესრიგდა და კიბეებზე დაეშვა. ვერც ეზოშ და ვერც მისაღებ ოთახში ვერავინ შენიშნა, ანუ ყველას ეძინა, გაუკვირდა, მაგრამ მეორე სართულზე აღარ აბრუნდა, იქვე ტახტზე მოკალათდა და ტელევიზორი ჩართო. ცოტა ხანს უყურა და საძინებლიდან ლეო გამოვიდა თავის ქექვით. - გაიღვიძე ბელაჩკა? დილა მშვიდობის, მოიცა პირს დავიბან და მოვალ ახლავე.. - დილა მშვიდობის _ გაეცინა ბელას. - დავბრუნდი _ ცოტა ხანში დაბრუნდა ლეო. - დაბრძანდი. - აუ ბელაჩკა როგორ მიხარია იცი რომ გაგიცანი? - მეც მიხარია ბუზღუნ _ ლოყები გაუწელა და გაუცინა. - ლიკამ გითხრა რომ ვერ ვიტან ხომ? - რას? - ლოყებზე რომ მეთამაშებიან. - არა, არ უთქვამს, უბრალოდ მე მომეწონა შენი ლოყები.. - გამარჯობა _ ღიმილით შეუერთდა ილია. - გამარჯობა. - აბა რაზე საუბრობთ? - იმაზე, რომ ბელაჩკას ჩემი ლოყები „დაევასა“. - რა „პონტში“? - რავი კარგი გასართობია _ გაეცინა ბელას. - არც მე მაქვს ცუდი ლოყები _ თვალი ჩაუკრა და გაუცინა. - მე ლეოს ლოყები მომწონს _ გაჯიუტდა. - მე შენი თმები მომწონს _ გააგრძელა ილიამ. - მეც მომწონს _ გაუცინა. - რა? - ჩემი თმები. - არ შეიჭრა რა.. - ჯერ არ ვაპირებ. - ჯერ არა, საერთოდ არ შეიჭრა. - კარგი _ გაუცინა. - ოჰ გაუღვიძიათ უკვე _ ხმაურით შევიდა ლანა. - მშვიდობა შენს გამოჩენას ლანაჩკა _ გაუცინა ლეომ. - დიდი ხანია ზამთრის ძილიდან გამოვიღვიძეთ ბალუ? - კი, მტელი გაზაფხული და ზაფხულის ნაწილიც. - აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? - გეგმების დაწყობა გვიჭირს _ გაეცინა ბელას. - არაფერიც, მოვიფიქრებთ რამეს. - კი ბატონო, მოიფიქრეთ . - მოკლედ, დღეს ნამდვილი ბავშებივით გავერთობით. - ეგ როგორ? - როგორ და ეზოში ვითამაშებთ რამეს, თუნდაც დაჭერობანას, დახუჭობანას, წრეში-ბურთს, გავიხსენოთ ძველი დრო.. ნაშუადღევს ყველა ეზოში იყო, დარბოდნენ, იცინოდნენ, მხიარულობდნენ. ბოლოს ასეთი ბედნიერები როდის იყვნენ დები, აღარც ახსოვდათ. ყველაფერი იმდენად კარგად იყო, არა რეალური იქნებოდა მოულოდნელი უბედურების გარეშე. ტელეფონს აქოშინებულმა უპასუხა და თითები გადაიჯვარედინა „ნიჩურიტი“ მაქვსო. ყველა გაჩერდა, დაელოდნენ როდის მორჩებოდა საუბარს. მაგრამ მოულოდნელად წაეშალა სახიდან ბედნიერი ღიმილი, განწირული მზერით შეიცვალა მისი გასხივოსნებული თვალები. ტელეფონი გათიშა, წამიერად მოავლო ყველას სასოწარკვეთილი მზერა და იქვე კიბეზე ჩამოჯდა. - ლეო, რა მოხდა? - ლეო, ხომ მშვიდობაა? _ წამსვე მისკენ დაიძრა ყველა. - რა ხდება აღარ იტყვი? _ შეუბღვირა ლანამ. - ბიძაშვილმა დამირეკა _ შეჩერდა. - მერე?? - გუჯა წავიყვანეთ საავადმყოფოშიო.. - რა თქვი? _ შეშფოთდნენ ბიჭები _ მაგრამ როდის? რატომ? - არ ვიცი, არაფერი ვიცი, ცუდ მდგომარეობაშია ძალიანო და რაც შეიძლება მალე ჩამოდიო.. - რაღას ვუცდით მერე _ გადახედა ბელამ. _ ჩასხედით ჩქარა და წადით. - ჩვენც გვინდა ბელა წასვლა, ყველა ერთად მოვთავსდეთ მაზოს სახლამდე და იქიდან ჩვენი მანქანით წავალთ. ნანი გააფრთხილეს, სწრაფად მოაგროვეს თავიანთი ნივთები, მანქანაშ ჩასხდნენ და ქალაქისკენ წავიდნენ. სახეზე ფერი აღარ ედო ლეოს, ის ხომ განიცდიდა და ლუკა და ილიაც არ იყვნენ მასზე ნაკლებ მდგომარეობაში. - ბუზღუნ აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება _ ცდილობდნენ დაემშვიდებინათ. მანქანებში გადანაწილდნენ. კიდევ დაურეკეს, ჯერ სახლში მოდითო. მაქსიმალურად ჩქარობდნენ, საღამოს უკვე ქალაქში იყვნენ და ლეოს სახლისკენ მიჰქროდნენ. ასე არასდროს არც ერთს გასჭირვებია იმ სამი სართულის ავლა.. მეოთხე სართულზე საკმაოდ ბევრ ადამიანს მოეყარა თავი, ცუდად ენიშნათ, მაგრამ ეცადნენ უარესზე არ ეფიქრათ, სულ ტყუილად.. დედის ტირილი რომ გაიგონა, მაშინვე მიხვდა ყველაფერს, მიხვდა, თუმცა სანამ საკუთარი თვალით არ ნახა მამის ცივი სხეული, არ დაიჯერა. რაღაც არაადამიანური ხმა ამოუშვა, იქვე ჩაკეცილმა პატარა ბავშვივით იტირა, ბოლოს დედას ჩაეხუტა მთელი ძალით. ვერ ამშვიდებნენ.. გოგოებმა დედა შეიყვანეს ოთახში, დამამშვიდებელიც დაალევინეს, ბიჭები მეორე ოთახში ამშვიდებნენ ლეოს, მაგრამ აბა რას გახდებოდნენ.. თვითონაც კარგად იცოდნენ ყველა სიტყვა სრულიად უნუგეშო იქნებოდა. ოდნავ დააკაკუნა კარებზე ბელამ და ოთახში შევიდა. - შეიძლება? _ მორიდებით იკითხა. - შემოდი _ დაბალ ხმაზევე მიუგო ლუკამ. - ლეო _ გვერდით მიუჯდა ბიჭს და ზურგზე მოუთათუნა ხელი. _ ახლა ძლიერი უნდა იყო, ძალიან ძლიერი. _ ჩაწითლებული თვალებით ამოხედა. - როგორ? _ ჩამწყდარი ხმით იკითხა. - უნდა შეძლო.. მე მესმის შენი, ჩემზე უკეთ ალბათ ვერც ვერავინ გაგიგებს, მაგრამ შენ დაგრჩა დედა, პატარა და, მათ შენ უნდა მიხედო, ახლა მათ შენ უნდა ამშვიდებდე ლეო _ აცრემლებული უხსნიდა. - არ შემიძლია.. - შეგიძლია, მე ეს შევძელი, შენ კი ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ, ბევრად, შენ ეს შეგიძლია.. ახლა მე გავალ, შენ ძალები მოიკრიბე და დამშვიდდი, შენს ოჯახს სჭირდები _ მიეხუტა და ოთახიდან გავიდა. ____ ესეც მეოთხე, ბოდიში დამაგვიანდა რამდენიმე საუთი, გაუთვალისწინებელი შემთხვევითობის გამო.. უუღრმესი მადლობა ძალიან მახარებთ ჩემო შოკოლადებო თქვენი შეფასებებით. ველი ველი ველი თქვენს შეფასებებს, კრიტიკას, აზრს, მოკლედ გელით.. მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.