ქიმიური მუხტი [5]
გოგონებთან შევიდა ოთახში. - ლიკა _ დაბალ ხმაზე დაუძახა. - რა მოხდა? _ ოთახიდან გავიდა ლიკა. - სახლში გავალთ ცოტა ხნით, ბაგსაც წავიღებთ, მოვწესრიგდები და მალე დავბრუნდებით. - გადით ბელა, გადით. - კარგი, მალე მოვალთ. სახლში წავიდნენ. მთელი გზა ლეოზე ფიქრობდა, გული ეწვებოდა, მან და ლელამ ხომ ყველაზე უკეთ იცოდნენ რას ნიშნავდა მშობლის დაკარგვა. ნებისმიერი დამამშვიდებელი სიტყვა ფუჭი იქნებოდა, მაგრამ უმოქმედოდაც ვერ მოისვენებდნენ. მამას ვეღარავინ გაუცოცხლებდა და ხომ უნდა გაემხნევებინათ მაინც. რაც შეიძლებოდა სწრაფად დაბრუნდნენ უკან. ბიჭები სადარბაზოშ იდგნენ სხვებთან ერთად და რაღაცაზე საუბრობდნენ. - მოხვედით? _ გადახედა ლუკამ. - ჰო, როგორაა ლეო? - როგორც დატოვე ისე, ოთახშია ჯერ ისევ. პირდაპირ ლეოს ოთახისკენ წავიდა თვითონ, მსუბუქად დააკაკუნა და შევიდა, ბიჭი კვლავ ლოგინზე იყო ჩამომჯდარი, თავი ხელებში ჩაერგო და თითქოს არც კი სუნთქავდა. გვერდით მიუჯდა და ზურგზე ხელი გადაუსვა. - მტკივა ბელა _ თითქოს სული ამოაყოლა ამ სიტყვებს. - ვიცი ლეო, ვიცი _ მხარზე მიეხუტა. - ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა, ჩვეულებრივი მშობელი არასდროს ყოფილა ჩემთვის. - როგორ მესმის შენი ლეო _ ცრემლი მოიწმინდა. _ ადამიანი ყველაფერს უძლებს, შემომხედე, მე ორივე ერთად დავკარგე მაგრამ, მაგრამ შევეგუე, სხვა გზა უბრალოდ არ არის, არიან ადამიანები, რომელთა გამოც უნდა გააგრძელო ცხოვრება, უნდა გამხნევდე და გვერდით დაუდგე. - ასეთ პატარას ამდენი ძალა საიდან გაქვს? - მე ეს ყველაფერი გამოვიარე ლეო, ამან გამაძლიერა. შენც უნდა გაძლიერდე, ახლა დედას და დას სჭირდები ყველაზე მეტად, მათთვის უნდა შეძლო. - მადლობა ბელა _ მთელი ძალით ჩაეხუტა გოგონას და თავზე აკოცა _ კიდევ კარგი გაგიცანი. მთელი კვირა გვერდიდან არ მოშორებიან ლეოს, მის სახლში ათენებდნენ და აღამებდნენ. ყველაფერი ბიჭებმა მოაგვარეს. ყველაზე მძიმე დღე დაკრძალვა აღმოჩნდა, განადგურებული იყო ლეო. გადააგორეს ეს დღეც როგორღაც, გვერდიდან მაინც არ შორდებოდნენ, უბრალოდ საკუთარ სახლებში იძინებდნენ გოგონები, დილიდან ისევ მასთან იყვნენ. ნელ-ნელა ეგუებოდა მთელი ოჯახი, სხვა გზა არც ჰქონდათ, ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ ჩვეულ რიტმს. - წადი ბელაჩკა, წადი, მართლა, ცოდოა ბებიაშენი, გელოდებათ და თქვენ კიდევ ჩემ გამო არ მიდიხართ. - ასე დაგტოვო? მერე წავალთ და ცოტა ხნით დავრჩებით, გაგვიგებს ბებია. - მარტო ხომ არ ვარ? დანარჩენები აქ იქნებიან, თქვენ წადით, დაისვენეთ და რომ ჩამოხვალთ შემეხმიანეთ. - ახლა რომ წავიდეთ აგვისტოს ბოლომდე აღარ გამოგვიშვებს ბებო. - ჰოდა წადით. - კარგი, მაგრამ მერე იქნებ თქვენც ჩამოხვიდეთ ჩვენთან, რამდენიმე დღით, დაიკოც წამოიყვანე, დედიკოც, გულს გადააყოლებენ. - მაგაზე ვიფიქრებ, თქვენ ხვალვე წადით. - კარგი, მაშინ წავალთ, გავემზადებით. - წადით და ბელა, მადლობა _ გაუღიმა და ჩაეხუტა. - ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი ბუზღუნა _ თვითონაც შემოჰხვია ხელები. მეორე დილით სოფელში წავიდნენ. არ უნდოდათ ლეოს დატოვება, მაგრამ ვერც ბებოს ეუბნებოდნენ უარს. მთელი წელი ზაფხულის მოლოდინში იყო ქალი, რომ ჩასვლოდნენ ბებიკოს სიხარულები. ისევ აცრემლებულმა ჩაიკრა გულში შვილიშვილები, ისევ ძველებურად ფაცი-ფუცობდა მათთვის. ივლისი გავიდა, აგვისტო დაიწყო.. პირველ კვირას არაფერი და მეორე კვირას სასიამოვნო სურპრიზი გაუკეთეს მეგობრებმა. ყველა ერთად ეწვია სოფელში ბელას, დების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. - რა კარგები ხართ რომ იცოდეთ _ ყველა გადაკოცნა, მოიკითხა. _ მადლობა _ უჩურჩულა ლეოს, როცა ჩაეხუტა. - მადლობა შენ _ გაუღიმა ბიჭმა. - დედა როგორაა? - უკეთაა. - მოდით სახლში _ შიგნით შეიყვანა. ბებომ სწრაფად მიხედა სუფრას, გოგოები გაშლაში დაეხმარნენ, ყველაფერი რომ მომზადდა, ბიჭებიც მიიწვიეს და თვითონაც დასხდნენ. - ხომ დარჩებით? - კი ბელა, ერთი-ორი დღე დავრჩებით _ გაუღიმა ლუკამ. - მეტი არა? _ უკმაყოფილო იყო ლელა. - მეტი ვერა, საქმეები გვაქვს. - კარგი, კარგია რომ ჩამოხვედით _ ბედნიერი იყო ლელაც. - კარგია ბებო კარგი, გამიხარეთ ბავშვები _ თავზე დაფოფინებდა ბებო ყველას. - ძალიან კარგი ბავშვები გყავთ _ გაუღიმა ლეომ. - მადლობა შვილო, მადლობა. მეორე დღეს წყაროზე წავიდნენ, იქიდან მდინარეზეც ჩაიარეს, პატარა მდინარე იყო, კამკამა, სურათები გადაიღეს, იქიდან ბაღში უნდა გამოევლოთ, სახლისთვის პომიდორი დაეკრიფათ. გოგოებმა აიჩემეს დაგემხარებითო. - არ გინდათ ნუ შემოხვალთ, უცებ დავკრეფ და წავიდეთ. - ბელა, მე მაქვს ერთი იდეა _ ყოყმანით დაიწყო ილიამ. - გისმენ. - ახლა აქედან სიმინდები რომ მოვიპაროთ, ცოტა ვიბავშვოთ რა, „ძაან ტეხავს?“ - რატომ უნდა მოვიპაროთ? ბებოსაც აქვს ბაღში, მოვტეხოთ რა პრობლემაა. - ოო, არა რა, მოპარვას აქვს „მუღამი“, მოპარული ტარო უფრო გემრიელად იწვება. - არა რა _ ცხვირი ჩამოუშვა ბელამ. - აუ, მკლავს რა შენი წესიერება _ ჩაიფრუტუნა ილიამ და ხის ძირში დაჯდა. იმ საღამოს მოპარული არა, მაგრამ ნებართვით მოტეხილი შემწვარი ტაროები მიირთვეს და კმაყოფილებიც დარჩნენ. - აუცილებელი იყო რომ მოგეპარა? ასე ვერ ჭამე? - ის უფრო გემრიელი იქნებოდა, გაგასინჯებ ერთხელ და მიხვდები. ღამით ოთახებში დანაწილდნენ და სიზმრების სამყაროს მიაშურეს. ბელა კი ვერ ისვენებდა, ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და თითოს გარეთ ექაჩებოდა. ვერ გაბედავდა გასვლას თავისი შიშის გამო, რომ არა გარეთ ანთებული ნათურა. აივანს ანათებდა და ეზოში ნაწილდებოდა სინათლე. საღამურებზე თავისი თბილი მოსაცმელი შემოიცვა და ეზოში ჩავიდა. ხეივნის ქვეშ ჩამოკიდებულ ჰამაკში მოკალათდა და ოდნავ გააქანავა, თვითონ თვალმოუშორებლად შესცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. დარწმუნებული იყო, პატარა ბავშვივით ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, რომ დედა და მამა ამ ვარსკვლავებში იყვნენ და ბედნიერი იყო, როცა მათ ხედავდა. - ახლა არ გეშინია? _ თავზე დადგომოდა ილია. - არა, ნათურაც ანათებს, მთვარეც და ვარსკვლავებიც. - გასაგებია, შეიძლება? - მოდი _ ილიაც დასვა. თითქმის ნახევარი საათი გალიეს სიჩუმეში. - შეგცივდა? _ გაუღიმა ილიამ მობუზულ გოგონას. - ცოტა. - მოდი _ ხელები მოჰხვია და მიიხუტა. უხერხულად იგრძნო თავი ბელამ, ისევ აუწითლდა ლოყები, თუმცა არ მოშორებია. _ ძალიან კარგი გოგო ხარ ბელა. - მადლობა _ გაეღიმა. - ძალიან კარგი, მაგრამ სულ ცოტათი შეცვლა არ გაწყენდა, ცოტათი გათამამება _ გაუცინა. - გავითვალისწინებ _ თვითონაც ჩაეცინა. - მეტი დრო რომ იყოს, უფრო მეტსაც მოვინდომებდი. - რას გულისხმობ? - არაფერს ბელო, არაფერს, ზედმეტად კარგი და ზედმეტად პატარა ხარ. - ვერაფერი გავიგე _ გაურკვევლობით სავსე მზერა შეანათა. - არაუშავს, ახლა ვერც ამას გაიგებ, მაგრამ უნდა გავაკეთო _ მოულოდნელად შეეხო ტუჩებზე და ნაზი კოცნა დაუტოვა. - კი, მაგრამ _ მთლად აჭარხლებული ლუღლუღებდა. - ჩშშ _ ტუჩებზე თითი მიადო და გააჩუმა _ მაპატიე _ საფეთქელზე აკოცა და მაშინვე ადგა ჰამაკიდან. გაკვირვებული მზერა გააყოლა, ვერაფერს მიხვდა, ერთბაშად დაეუფლა რაღაც ამოუცნობი, აშკარად უსიამოვნო შეგრძნება, თვალები აუცრემლიანდა და ატირდა. ტირილით გული რომ იჯერა, თავის ოთახს დაუბრუნდა და ეცადა დაეძინა. დილით ოდნავ შესიებული თვალები უძილობას დააბრალა. მოწყენილი იყო, მიდიოდნენ მეგობრები. ყველას დაემშვიდობა, სულ ბოლოს ილია თვითონ დაემშვიდობა, მთელი ძალით ჩაეხუტა და უჩურჩულა: - ნახვამდის ბელო.. დაცარიელდა სოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონზე ყოველ დღე ეხმიანებოდნენ, მაინც მოიწყინეს დებმა. ასე არასდროს მონდომებიათ ქალაქში დაბრუნება. მიხვდა ბელა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ლიკასთან სოფელში წასვლა. მათი სახით კარგი მეგობრები შეიძინა, მიხვდა რა აკლდა მის ცხოვრებას, რატომ იყო ასეთი უკონტაქტო, სწორედ ეს მხიარულება და ერთიანობა. სექტემბრის პირველ რიცხვებში დიდი სიხარულით გაეშურნენ ქალაქში დები. ჩასვლისთანავე დაურეკეს ლიკას და ამცნეს ახალი ამბავი. იმავე საღამოს და-ძმასთან უნდა შეკრებილიყო ყველა. ტკბილეული იყიდა ბელამ და ავიდნენ. ახარებდა მათი ნახვა, ყველასი ერთად. ნელ-ნელა მოგროვდნენ, ბედნიერი ეხუტებოდა ყველას, მაგრამ ილი არ ჩანდა. - ილია სად არის? _ ლელამ იკითხა. თითქოს დაიბნენ. - არ იცით? _ გაკვირვებული დაეკითხა ლუკა. - რა უნდა ვიცოდეთ? _ ჩაერია ბელაც. - ილია წავიდა _ დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა ლეომ. - სად წავიდა? - გერმანიაში. - რაა? _ გაოგნებული იყო ბელა. - არ იცოდი? - არა _ გულში რაღაც ჩასწყდა. - დიდი ხნით წავიდა? _ ყოველთვის იცის რა კითხვა უნდა დასვას, კარგად ესმის დაიკოსი ლელას. - ორი წლით, მაგისტრატურა იქ უნდა გაიაროს. - გასაგებია _ თვალები აუცრემლიანდა, ეცადა არ შეემჩნია, მაგრამ შეემჩნა. უყურადღებობა ეწყინა, არც კი გააფრთხილა. მაგრამ რა ვალდებული იყო? სულაც არა, თუმცა მაინც ეტკინა.. თუ სხვებმა იცოდნენ, რატომ არ შეიძლებოდა ბელასაც ცოდნოდა, ნუთუ ამდენად უმნიშვნელო პერსონად ჩათვალა. - ბელაჩკა, ბოდიში რა _ გვერდით მიუჯდა ლეო. - შენ რა შუაში ხარ ბუზღუნ, შენ რატომ მებოდიშები, არ ჩათვალა ალბათ საჭიროდ რომ მცოდნოდა, არაუშავს _ გაუღიმა და მიეხუტა. - არაა მასე ბელაჩკა _ ახლა ლუკამ სცადა ახსნა. - მოვრჩეთ, მის საქციელს თქვენ არ უნდა მიხსნიდეთ, მე თქვენთან ყოფნა მომენატრა და ამიტომ ამოვედი, თვითონ უკეთ იცის თავის საქმის. მთელი საღამო ცდილობდა არ შეემჩნია დანაკლისი, თუმცა.. სახლში დაბრუნებულმა, ლოგინში მოკალათებულმა გულიანად იტირა. ერთია რომ დააკლდებოდა, მეორე რომ არ გააფრთხილა. ვერ იფიქრებდა ამდენად უმნიშვნელო თუ იყო, აბა რისთვის უნდა დაეკავშირებინა მისი საქციელი იმ ღამით. უკვე ვეღარაფერს ხვდებოდა, ერთადერთი რაც ზუსტად იცოდა, იყო ის, რომ ეწყინა! ძალიან ეწყინა. ერთ კვირაში უნივერსიტეტიც დაიწყო, უკვე მეორე კურსელი იყო. მთელი შემართება სწავლისკენ ჰქონდა მიმართული. ხშრად ახსენდებოდა ილიას სიტყვები - ცვლილებები არ გაწყენდაო, შეცვლას არ ჩქარობდა, მაგრამ ერთ დღეს უბრალოდ ცოტათი შეამოკლა კაბის სიგრძე.. მოგვიანებით მუხლამდეც ავიდა.. კიდევ უფრო მოგვიანებით შარვალიც ჩაიცვა.. გოგონები აღფრთოვანებულები ხვდებოდნენ მის ყოველ ცვლილებას. მთელი ამ დროის მანძლზე ილია ელაპარაკებოდა ბავშებს, ხან ტელეფონით ხან skype-თი, მაგრამ ბელას არასდროს, უფრო სწორად ბელა არიდებდა თავს მაქსიმალურად, როცა ბიჭი რეკავდა, ის უბრალოდ ოთახიდან გადიოდა. არ უნდოდა მასზე არაფრის მოსმენა, ზედმეტად ჩარჩა გულში წყენა. გამოცდებიც დაამთავრეს, შუალედურები.. ახალი წლისთვის ემზადებოდნენ. ბელამ და ლელამ სოფელში აღნიშნეს ბებოსთან ერთად, სხვებმა ქალაქში თავიანთ ოჯახებთან. იანვრიდან ისევ ქალაქს დაურუნდნენ. ფინალური გამოცდები ელოდათ წინ, მთელი კვირა კოსპექტებში და ქსეროქსებში ჰქონდა თავი ჩარგული ბელას, ლელა აქეთ-იქით დადიოდა რეპეტიტორებთან. ტელეფონი აწკრიალდა, ნომერს დახედა და გაეღიმა. - გისმენ ბუზღუნ. - აუ ბელაჩკა სულ დაიკარგეთ რა თქვენ, როგორ შეიძლება ასე, ერთხელ მაინც არ უნდა გვნახოთ, ჩამოხვედით თუ არა სამეცადინო, მასწავლებლები, ესა, ისა, ვერ მოიცალეთ რა. - კარგი რა ბალუ, მიდი შეკრიბე ახლა ხალხი და ჩვენთან გამოდით, თორემ მე სახლიდან გამომსვლელი არ ვარ და ლელა მასწავლებელთანაა. - კარგი, მოვდივართ _ ჩასძახა და გაეცინათ. - გელოდებით.. ღიმილით გააწყო სუფრა, სალათები და ტკბილეული, ნამცხვარი, შოკოლადი, ერთი ბოთლი კონიაკი და დაელოდა როდის მოვიდოდნენ. ლელასაც გააგებინა სტუმრები რომ ეყოლებოდათ. კარებზე კაკუნი გაისმა თუ არა, კმაყოფილი მზერით წავიდა, გააღო, ყველას სათითაოდ ჩაეხუტა და შინ შეუშვა. - ასე მეგობრების დავიწყება გაგონილა? _ იბღვირებოდა ლუკა. - კარგი რა ლუკა, შეენც? _ გაუცინა. - დიახ მეც _ იბღვირებოდა. - კარგი, ბოდიში, პირობას ვდებ აღარ დავიკარგები _ გაუცინა. - ბელა _ გაუკვირდა ლეოსგან ასე მომართვა. - ჰოუ _ მხიარულად უპასუხა. - ილიამ მოგილოცა _ ჩუმად ჩაილაპარაკა და ყველა ჩაწყნარდა, თითქოს ბელას რეაქციას ელოდნენ. - მადლობა გადაეცით _ თითქოს არაფერი უგრძვნია, მშვიდად ჩაილაპარაკა და ლიკას გვერდით მიუჯდა. - ლელა მალე მოვა? - სავარაუდოდ კი. - ძალიან კარგი, მაგრამ ეს ნამცხვარი რომ არ შევჭამო მოვკვდები _ გაეცინა ლეოს. - ჭამე, ჭამე, გემრიელია და სხვათაშორის ჩემი გამომცხვარი. - უჰ, აბა ვნახოთ. ლელაც მოვიდა და მხიარულება გააგრძელეს. ცოტა დალიეს, ცოტაც იმღერეს. მერე ყველა წავიდა და დები ისევ მარტო დარჩნენ, ისევ ქსეროქსებს მიუბრუნდა ბელა. ფინალურებიც ჩააბარეს და ბედნიერი თებერვალიც წინ ჰქონდათ. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს რომ თებერვალიც ერთად გაეტარებინათ ბაკურიანში. კერძო სახლი იქირავეს ერთი კვირით და წავიდნენ მზიარული არდადეგების გასატარებლად. ბედნიერები იყვნენ გადათეთრებული გარემოს შემხედვარე. პირველივე დღეს მოინდომეს თხილამურებზე დადგომა და პირველივე დღეს გაერთხა ბელა თოვლზე. სანამ სხვები მივიდოდნენ, ვიღაცამ მოიფიქრა დახმარების ხელი გაეწოდებინა. წამოდგომაში დაეხმარა. - ხომ არაფერი იტკინეთ? - არა, მადლობა _ გაუღიმა და მუხლებზე ხელი ჩამოისვა. - ბელაჩკა, როგორ ხარ? _ ქოშინით მივარდა ლეო. - კარგად ვარ ლეო, ნუ ღელავ. - უჰ, კიდევ კარგი. - კარგი, დაგტოვებთ მე _ უხერხულად გაუღიმა უცნობმა. - ნახვამდის, მადლობა. - როგორ გეკადრებათ. - შენ სულ რაღაც როგორ უნდა გემართებოდეს, ვინ იყო ეს ბიჭი? _ სიცილით გაუბრაზდა. - რა ვიცი, წავიქეცი, არც ის ვიცი ვინ იყო, უბრალოდ დამეხმარა. - კარგი, წამო, ყველა ჩვენ გველოდება, კაფეა აქვე და ყავა დავლიოთ. - წამო.. სასიამოვნო, მყუდრო გარემო იყო კაფეში. ფანჯარასთან მდგომ მაგიდას მიუსხდნენ, ყავის ფინჯანზე ხელები მოეხვიათ და თბებოდნენ. მშვიდად საუბრობდნენ, მიმტანმა შოკოლადი რომ მიიტანა მათ მაგიდასთან. - ჩვენ არ შეგვიკვეთავს _ გაუღიმა ლეომ. - დიახ, ვიცით, გამოგვატანეს თქვენთან, კერძოდ კი თქვენთან გოგონა _ გაუღიმა. - ჩემთან? _ გაიკვირვა ბელამ. - დიახ, აი იმ ბატონმა _ მოპირდაპირე მაგიდისკენ ანიშნა, იქიდან კი ჯენტლმენი უცნობი უღიმოდა. მსუბუქად დაუკრა თავი მადლობის ნიშნად და თვითონაც გაუღიმა. - აბა არ ვიცნობო? _ ნაწყენი ტონი ჰქონდა ლეოს. - მართლა არ ვიცნობ _ მხრები აიჩეჩა. - და აშკარად მალე გაიცნობ _ გაუცინა ლუკამ. - კიდევ ერთხელ მოგესალმებით _ მათ მაგიდას მიუახლოვდა უცნობი. - გამარჯობა კიდევ ერთხელ და მადლობა _ გაუღიმა ბელამ. - მე ლაშა ვარ. - მე ბელა, ლეო, ლუკა, ლიკა, ლანა და ლელა. - სასიამოვნოა, დაგტოვებთ ახლა და თუ ნებას დამრთავთ სხვა დროსაც მოგიკითხავთ _ ბელა უბრალო ღიმილით შემოიფარგლა. - ნახვამდის. - კარგი ბიჭია ხომ ბელაჩკა? _ როგორც კი ლაშა გავიდა, გოგოებმა გაიცინეს. - ცუდიც არაა _ ბელასაც გაეცინა. - ოხ ბელაჩკა, ბელაჩკა _ ლოყაზე უჩქმიტა ლეომ და თავი გადააქნია. _______________ ესეც მეხუთე.. ვაიმე რომ იცოდეთ როგორ მახარებთ ჩემო შოკოლადებო.. გაბრწყინებული ვზივარ ეკრანთან და ვიღიმი.. მადლობა.. ველი შეფასებას და კრიტიკას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.