შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰაულის მოსიარულე ციხე-სიმაგრე (ნაწილი 1)


22-11-2015, 02:13
ავტორი Skellington
ნანახია 3 167

ქვეყანა ინგარიაში, სადაც სწრაფი, თითქმის მფრინავი ფეხსაცმელები და უჩინმაჩინი ქუდები მართლა არსებობდა, თუკი სამი დიდან ყველაზე უფროსი შენ იქნებოდი, ეს უიღბლობის ტოლფასი იყო, რადგან თუ სამივე შეუდგებოდა ბედნიერების ძებნას, ყველაზე უფროსი პირველი იქნებოდა, რომელიც მაგ ცდას კრახით დაასრულებდა.
სოფი ხათერი ყველაზე უფროსი იყო სამ დის შორის. და ღარიბ ოჯახში რომ დაბადებულიყო, კიდევ ექნებოდა რაიმეს იმედი. პირიქით, სოფის მშობლები ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი იყვნენ. ისინი ქალის ცილინდრებს ამზადებდნენ და საკუთარი მაღაზიაც კი ჰქონდათ მარკეტ-ჩიპინგში. მართალია, სოფის დედა ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ორი წლის იყო, მისი და ლეტი - კი ერთი წლის. მაშინ მამამისი უმცროს გამყიდველ, ქერა ფანიზე დაქორწინდა. ძალიან მალე ფანიმ მესამე და გააჩინა - მართა. ამ ფაქტს სოფი და ლეტი უფროს ბოროტ დებად უნდა ექცია, მაგრამ სინამდვილეში, სამივე ჯანმრთელი, უვნებელი და ლამაზი გაიზარდა, თუმცა ვერავინ ვერ შეიტანდა ეჭვს იმაში, რომ მაგ სამიდან ყველაზე ლამაზი ლეტი იყო. ფანი ყოველთვის ერთნაირად ექცეოდა სამივე გოგონას და არასდროს არაფრით არ გამოარჩევდა მართას.
მისტერ ხათერი ამაყობდა თავისი შვილებით, ამიტომ ქალაქის ყველაზე საუკეთესო სკოლაში შეიყვანა. სოფი ყველაზე ბეჯითი გამოდგა. ის ძალიან ბევრს კითხულობდა და მალევე შეიტყო, თუ როგორი ცოტა საინტერესო მომავლის შანსი ჰქონდა. სოფი ძალიან განაწყენდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო - თვალ-ყურს ადევნებდა დაიკოებს და მართას ბედნიერ ბედთან შესახვედრად ამზადებდა: მან ხომ იცოდა, რას მოიტანდა შეხვედრა. რადგანაც ფანი ყოველთვის მაღაზიის საქმეებით იყო დაკავებული, ყოველთვის სოფი აქცევდა დაიკოებს ყურადღებას. უმცროსები კი ხშირად კამათობდნენ და ხანდახან თმებშიც კი სწვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ლეტი არ ეგუებოდა თავის ბედს, ის ხომ ხვდებოდა, რომ მასაც სოფისავით წარუმატებლობა ელოდა წინ.
- არ ითვლება! - ყვიროდა ის. - მერე რა, რომ მართა უმცროსია? ამის გამო ჩვენ გვჯობია? ჰოდა, პრინცს რომ გავყვები ცოლად, მერე ნახეთ!
საპასუხოდ გაღიზიანებული მართა ფრუტუნებდა, რამეთუ გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ქორწინების გარეშეც შეეძლებოდა გამდიდრება, ისეთი იღბლიანი იყო, ამიტომ სოფი ყოველთვის გამშველებლის როლში იყო, შემდეგ კი დაიკოების კაბების დაკერებაც უწევდა. ნემსის ჭერა კარგად ეხერხებოდა. შარშან მაისის დღესასწაულზე, სულ ცოტახნით ადრე ჩვენი ისტორიის დაწყებამდე, სოფიმ ლეტისთვის მუქი-ვარდისფერი კაბა შეკერა, რაზეც ფანიმ თქვა, რომ კაბა ძალიან ჰგავდა ყველაზე ძვირადღირებული მაღაზია "კინგსბერის" გამომცემლობას.
ცოტახანში ჭაობის ალქაჯზე წავიდა ლაპარაკები, რომელიც, თურმე, იმუქრებოდა, რომ მეფის შვილს მოკლავდა, ამიტომ მეფემ თავის ყველაზე ძლიერ ჯადოქარ სალიმანს უბრძანა, ჭაობებში წასულიყო და ალქაჯი გაესტუმრებინა. თუმცა, სალიმანმა გაისტუმრა კი არა, აქეთ თვითონ გაისტუმრეს, თან ეს ალქაჯის ხელთ იყო გაკეთებული.
ამიტომ, როდესაც რამოდენიმე თვის შემდეგ მარკეტ-ჩოპინგის მახლობლად მდებარე მთაზე, უეცრად დიდი შავი, ოთხი მაღალი, წვრილი კოშკისგან შემდგარი ციხე-სიმაგრე გამოჩნდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ალქაჯი ჭაობებს გამოსცდა და ახლა გარშემო ყველაფრის ტერორირებას შეუდგებოდა, როგორც ამას ორმოცდაათი წლის წინ აკეთებდა.
მარკეტ-ჩოპინგში ყველა შეშინდა. სახლიდან მარტონი არ გადიოდნენ, განსაკუთრებით კი ღამით. ყველაზე შემაძრწუნებელი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ციხე-სიმაგრე ადგილას არ იყო. შავი დიდი ლაქა ხანდახან ჩრდილოეთ-დასავლეთის მხარეს იყო, ხან აღმოსავლეთის მაღლობ ადგილებში, ხანაც ბორცვებიდან ეშვებოდა; ხანდახან კარგად ჩანდა, როგორ მოძრაობდა და როგორ უშვებდა შავ კვამლს. ერთ ხანს ზოგი ფიქრობდა, რომ ციხე-სიმაგრე მალე დაბლობზე დაეშვებოდა და მერი დახმარებისთვის, აპირებდა მეფესთვის მიემართა.
მაგრამ ციხე-სიმაგრე მოშორებით აგრძელებდა ყიალს და მალე გაირკვა კიდეც, რომ ჭაობის ალქაჯი აქ არაფერ შუაში არ იყო: ციხე-სიმაგრე მას კი არა, ჯადოქარ ჰაულს ეკუთვნოდა. ჰაული ძალიან ბოროტი იყო. ბორცვების დატოვებას ჯერ არ ჩქარობდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რითაც ერთობოდა - ახალგაზრდა გოგონებს იტაცებდა და სულს სწოვდა. ზოგი ამობდა, რომ მათი გულებით იკვებებოდა. ჰაული უგულო და უნამუსო იყო: როგორც კი გოგონას გამოიჭერდა, მსხვერპლის საქმეც წასული იყო. სოფის, ლეტის და მართას, როგორც სხვა დანარჩენ გოგონებს, მკაცრად ეკრძალებოდათ გარეთ გასვლა, რამაც ისინი ძალიან გააბრაზა. საინტერესოა, იცინოდნენ ისინი, რად უნდოდა ჰაულს ამდენი მოტაცებული სული.
მაგრამ მალე ეგ თემა სულ აღარ ახსოვდათ, რადგან მისტერ ხათერი ზუსტად მაშინ გარდაიცვალა, როდესაც სოფი, სადაც იყო, სულ მალე გამოემშვიდობებოდა სკოლას სამუდამოდ. მისტერ ხათერი ტყუილად ამაყობდა თავისი შვილებით, რადგან სკოლის გამო მათი მაღაზია ვალებში იძირებოდა.
დაკრძალვის შემდეგ, ფანი სასტუმრო ოთახში დაჯდა - მათი სახლი მაღაზიის გვერდით იყო - და შვილებს აუხსნა.
- ვშიშობ, რომ თქვენი სკოლიდან გამოყვანა მომიწევს, - განაცხადა დაღონებულმა. - ყველაფერი გამოვთვალე და როგორც არ უნდა ატრიალო, ზევიდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ, მაინც მიწევს თქვენი რაიმე კარგ ადგილებში მოწყობა, ვინაიდან და რადგანაც, სამივეს მაღაზიაში ვერ დაგტოვებთ. ამიტომ გადავწყვიტე. ჯერლეტი...
ლეტიმ, სილამაზით და სიჯანსაღით აღსავსე მზერა აღაპრო, რომელიც მწუხარებას ვერ დაებინდა.
- მე სწავლის გაგრძელება მინდა, - თქვა მან.
- გააგრძელებ კიდეც. - დაარწმუნა ფანიმ. - ისე მოვაწყე, რომ ბაზარში მდებარე, ცეზარის საკონდიტროში აგიყვანენ, როგორც მოსწავლეს. მისის ცეზარი კარგი და გამგები მეგობარია, ამიტომ დამთანხმდა.
ლეტის ისე გაეცინა, რომ იმავე წამს გასაგები გახდა: სულ არ გაახარა ამ ამბავმა.
- მადლობა. კიდევ კარგი, რომ ცხობა მაინც მიყვარს.
ფანიმ შვებით ამოისუნთქა. ზოგჯერ ლეტის ძალიან თავისებური ახირებები აწუხებდა.
- ახლა მართა, - აგრძელებდა ის, - მესმის, რომ სამუშაოსთვის ჯერ კიდევ პატარა ხარ, ამიტომ ბევრი ვიფიქრე, სად მომეწყე სწავლის დიდ ხანს და მშვიდად გაგრძელებისთვის, თან გამოსადეგ ადგილას. გახსოვს ჩემი სკოლის მეგობარი ანაბელ ფერფაქსი?
ქერა და გამხდარი მართა ნაცრისფერი თვალებით ჩააშტერდა ფანის, თითქმის ისე, როგორც ლეტი.
- ეს ის არის, გამუდმებით რომ წუწუნებს? - დააზუსტა მან. - ის ხომ ალქაჯია?
- კი, მაგრამ ძალიან საყვარელი სახლი აქვს და მთლიანი მთისწინა დაბლობის მასშტაბით, უამრავი კლიენტიც ჰყავს.
- ჰო, არც ისე ცუდია, - დათანხმდა შეწუხებული მართა. - კარგი.
სოფი ისმენდა ამ ლაპარაკს და ფიქრობდა, რომ ფანიმ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო. ლეტის, შუათანა დას, არც ისე დიდი მომავალი ჰქონდა, ამიტომ ფანი ზუსტად იმ ადგილას უშვებს, სადაც ლეტი, შესაძლოა, ვინმე ახალგაზრდა ყმაწვილს შეხვდეს, ცოლად გაყვეს და იცხოვროს, დიდ ხანს და ბედნიერად. მართას, როგორც ყველაზე იღბლიანს, აუცილებლად გამოადგება გავლენიანი მეგობრები და ჯადოქრობის ნიჭი. რაც შეეხება სოფის, მან უკვე წინასწარ იცოდა რას ეტყოდა ფანი, ამიტომ სულაც არ გაკვირვებია, როდესაც მან თქვა:
- საყვარელო სოფი, სამართლიანი იქნება, თუკი მაღაზიას დაეპატრონები, როდესაც მეც მიწას მივებარები - შენ ხომ ყველაზე უფროსი ხარ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თვითონ აგიყვანო მოსწავლედ და უფრო მეტი გასწავლო. აბა, როგორ მოგწონს ეს იდეა?
სოფის არ ეგონა, რომ მაინცდამაინც ამ საქმისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ მაინც გადაუხადა ფანის მადლობა.
- გადაწყვეტილია! - გაუხარდა ფანის.
მეორე დღეს სოფი მართას ბარგის ჩალაგებაში ეხმარებოდა, დილით კი ყველა მას აცილებდა. ურემზე მომავალი ჯადოქარი იჯდა - პატარა, წელში გამართული, შეშინებული. იქნებოდა კიდეც შეშინებული, როდესაც მართას მგზავრობა ბორცვების გავლით უწევდა. ის აუცილებლად გაივლიდა ჰაულის ციხე-სიმაგრის მახლობლად.
- ყველაფერი კარგად იქნება, - თქვა ლეტიმ. ნივთების ჩალაგების დახმარებაზე მან უარი განაცხადა, ამიტომ როგორც კი მართა თვალს მოეფარა, ლეტიმ ექვსი პენსი გადაუხადა მეზობლის ბავშვს და დაავალა, რომ ბარგი ბაზარში, მისის ცეზარის საკონდიტროში გადაეტანა.
ლეტი იმაზე გახარებული ჩანდა, ვიდრე სოფი მოელოდა. მგონი, ლეტის ერთი სული ჰქონდა იქაურობას რაც შეიძლება მალე მოშორებოდა.
ბავშვმა ლეტის ბატიფეხურით დაწერილი წერილი მოარბენინა, სადაც ეწერა, რომ კაბები გოგონების საერთო ოთახში მოათავსა და ცეზართან ძალიან დიდი მხიარულებაა. ერთი კვირის შემდეგ, მართასგან წერილი მიიღეს, რომელიც აცნობებდათ, რომ მშვიდობიანად ჩააღწია დანიშნულ ადგილას და რომ მისის ფერფაქსი "საყვარელი ქალია. ბალახეულ წამლებში ყოველთვის ურევს თაფლს. მას ფუტკრები ჰყავს." შემდეგ სოფის კარგა ხანი არაფერი სმენია დებზე, რადგან მანაც დაიწყო სწავლა.
სოფი, თავისთავად, კარგად ერკვეოდა სამკერვალო ამბებში. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც უკვე ძაფებითა და ცვილით დარბოდა, და ხილის, ყვავილების, ყელსაბამების ფიგურები/ფორმები გამოყავდა. ის იქ ყველა მომუშავეს იცნობდა. ზოგი იმ დროიდან მუშაობდა მანდ, როცა მამამისი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ის იცნობდა ბესის, ერთადერთ დარჩენილ გამყიდველს. იცნობდა მყიდველებს. ფანი თითქმის უკვე აღარაფერს ასწავლიდა - რადგან სოფის ყველაფერი აეთვისებინა - გარდა მყიდველთა მოთაფვლისა, ცილინდრის საყიდლად.
- მყიდველი ნელ-ნელა უნდა გაიყვანო შესაფერისი ცილინდრისაკენ, საყვარელო, - ამბობდა ფანი. - ჯერ ისინი მოასინჯე, რომლებიც ნაკლებად უხდება, - შემდეგ მაშინვე იგრძნობს განსხვავებას.
საერთოდ, სოფის არც თუ ისე ხშირად უწევდა ცილინდრების გაყიდვა. როდესაც ორი დღე გაატარა სახელოსნოში, შემდეგ კი ფანი ნაჭრების მაღაზიას ეწვია, სოფი დასვა და ცილინდრების მორთვა ასწავლა. სოფი მთელ დღეებს ატარებდა ვარდებისა და ცვილისგან დამზადებული კენკრის ცილინდრებზე მიკერებაში. მას ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.
მას მოსწონდა თავისი საქმიანობა, მაგრამ გადიოდა დრო და ნელ-ნელა ღლიდა ერთფეროვნება. სახელოსნოში მომუშავეებთან ვერ გაერთობოდა: მოხუცები იყვნენ და როგორც უცხოს ისე ექცეოდნენ. ბესიც ასე იქცეოდა. მხოლოდ იმ ფერმერზე ლაპარაკობდა, რომელსაც მაისის დღესასწაულის შემდეგ უნდა გაყოლოდა ცოლად.
უფრო საინტერესო მყიდველების საუბრები იყო. შეუძლებელია ცილინდრი იყიდო და არ იჭორაო. სოფი იჯდა, ნემსით მუშაობდა და ისმენდა, რომ მერს მწვანილის ატანა არ ჰქონდა; რომ ჯადოქარი ჰაულის ციხე-სიმაგრემ კვლავ ბორცვებზე გადაინაცვლა და ნუთუ მაგ არამზადამ მართლა... და ჩურჩული. როდესაც საქმე ჰაულს ეხებოდა, ხმები დაბალ ჟღერადობაზე გადადიოდა, მაგრამ სოფის ყურამდე მაინც მოაღწია ამბავმა, რომ ერთი თვის წინ ვიღაც გოგო დაუჭერია. "ლურჯი წვერი!" - ჩურჩულებდნენ მყიდველები და კვლავ უწევდნენ ტონს - ამ სულელმა ჯეინ ფერ`იემ ისევ რაღაცა საშინელებები დამართა თავის ვარცხნილობას. თვით ჯადოქარი ჰაულიც კი არასდროს დაადგავს თვალს, წესიერ მამაკაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შემდეგ - ჩუმად, შიშით - რამდენიმე სიტყვას ჭაობის ალქაჯზეც ჩამოაგდებდნენ. სოფის ეჩვენებოდა, რომ ჰაულსა და ალქაჯს შორის რაღაც კავშირი იყო.
- როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ცოტაც და, ალბათ, შეაუღლებენ კიდეც, - ეუბნებოდა ის ცილინდრს, რომელზედაც მუშაობდა.
თუმცა, თვის მიწურულს მაღაზიაში მხოლოდ ლეტიზე ჭორაობდნენ. თურმე, ცეზარის საკონდიტროში ღამ-ღამობით ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილი იყრიდა თავს და თითოეული მათგანი ნამცხვრების მთებს ყიდულობდა, თან ითხოვდნენ, რომ ლეტი მომსახურებოდა. უკვე ათჯერ შესთავაზეს ცოლობა, მერის შვილით დაწყებული, იატაკის მწმენდავით დამთავრებული, და მან ყველა უარით გაისტუმრა. თან განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, გამოუცდელია, ამიტომ ვერაფერს გადაწყვეტდა ასე უცებ.
- მისი მხრიდან საკმაოდ აზრიანია, - უთხრა სოფიმ ცილინდრს.
ფანი ძალიან გახარებული იყო ამგვარი ამბებით.
- სხვისი არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, მას მაინც აეწყობა ცხოვრება! - გახარებით წამოიძახა მან. სოფი უცბად დაფიქრდა, როგორი ბედნიერი იქნებოდა ფანი, ლეტი რომ იქ აღარ იყო.
- ლეტი დიდ ზიანს მოუტანდა ვაჭრობას, - აუხსნა სოფიმ ნაჭერს, რომელსაც ცილინდრს ქვევიდან აკერებდა, ზემოდან კი აბრეშუმის მოვარდისფრო-მონაცრისფრო ლენტას უკეთებდა. - შენ რომ დაეხურე თავზე, მაინც ლამაზი იქნებოდა. ქალები როგორც კი შეხედავდნენ, იმედგაცრუების გრძნობა შეიპყრობდა.
გადიოდა კვირები, სოფი კი უფრო ხშირად და ხშირად ესაუბრებოდა ცილინდრებს. სხვა მოსაუბრე არ ჰყავდა. ფანი თითქმის მთელი დღეები იკარგებოდა თავისი საქმეების გადამკიდე, ბესი კი ყველას უძვრებოდა თავისი ზღვარს გადაცილებული ოცნებებით.
- როგორი იდუმალი ბრძანდებით, - ეუბნებოდა ბრჭყვიალა ცილინდრს. - ძალიან მდიდარ ადამიანს გაყვებით ცოლად! - დაპირდა მას, შემდეგ სალათისფერ ბუმბულიან ცილინდრს გახედა და დაარწმუნა: - მაისის ვარდივით ფაფუკი ხართ!
სოფი ვარდისფერ ცილინდრებს აქებდა, თუ როგორი პიკანტურები და მომხიბვლელები იყვნენ ისინი, მოდურ აბრეშუმის ცილინდრებს კი ეუბნებოდა - გონებამახვილნი და უჩვეულონი ხართო. დამამშვიდებელი სიტყვები ლენტიანი ცილინდრისთვისაც გამონახა.
- ოქროს გული გაქვს, - უთხრა მას სოფიმ. - და ერთხელაც, საშინლად ცნობილი პერსონა - გრაფი ან ჰერცოგი - შენიშნავს ამას და შეუყვარდები!
მეორე დღეს მაღაზიაში ჯეინ ფერ`იე შევიდა და ზუსტად ეგ ლენტიანი ცილინდრი იყიდა. ვარცხნილობა მართლა უცნაური ჰქონდა, ფიქრობდა სოფი, - თითქოს შიგნით გრძელი, მოღუნილი რკინა დაემალა. იმ დღეებში კლიენტების რაოდენობამ იმატა. ან ფანის მართლა ჰქონდა კლიენტების მოზიდვის ნიჭი, ან რადგანაც გაზაფხული დგებოდა, ამიტომ იყო ამდენი მსურველი.
- ტყუილად ვიჩქარე ლეტისა და მართას გაგზავნა, - დამნაშავის ხმით ლაპარაკობდა ფანი. - მათ გარეშე გვიჭირს ამდენ მყიდველთან გამკლავება.
აპრილი მიიწურა, მაისის დღესასწაული ახლოვდებოდა და სოფიმ ნაცრისფერი კაბა ჩაიცვა, თუმცა სამუშაო საქმე მაინც არ ელეოდა. ხან ახალი ცილინდრების შესაკერად გარბოდა, ხანაც გვიანობამდე, ლამფის შუქზე იჯდა და რთავდა მათ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა სალათისფერი ცილინდრები, როგორიც მერის მეუღლემ იყიდა, ასევე ვარდისფერი ცილინდრებიც. მაისის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე კი, ერთ-ერთმა მყიდველი ჯეინ ფერ`იესნაირი ცილინდრი მოითხოვა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც ჯეინმა გრაფი კატერაკსკი გაიცნო.
იმ საღამოს, სოფიმ თავის თავს გამოუტყდა, რომ მეტისმეტად მოსაწყენი ცხოვრება ჰქონდა. ის აღარ ელაპარაკებოდა ცილინდრებს და ახლა სარკის წინ იხდენდა მათ. სოფის მომწვანო კაბა სულ არ უხდებოდა, განსაკუთრებით მაშინ როცა ზედმეტი სამუშაოსგან თვალები უწითლდებოდა, და რადგანაც თმა მუქი ყავისფერი ჰქონდა, არ უხდებოდა არც სალათისფერი და არც ვარდისფერი ცილინდრები. ლენტიანი ცილინდრი კი საერთოდ საფრთხობელას ამსგავსებდა.
- შინაბერა ქალს ვგავარ! - ამოიხვნეშა სოფიმ. არ უნდოდა ჯეინ ფერ`იესავით ნადირობა გრაფებზე და ლეტისავით გულების მსხვრევა, მაგრამ უნდოდა რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რაც ცილინდრების კერვას არ შეეხებოდა. ამიტომ სოფიმ გადაწყვიტა მეორე დღეს ლეტისთან გაქცეულიყო ერთი საათით მაინც.
მაგრამ არ გამოუვიდა. ან დრო არ ეყო, ან ძალა. შეიძლება სოფის მოეჩვენა, რომ ბაზარი ცხრა მთას იქით იყო, ან გაახსენდა, რომ მარტო გასვლა ჯადოქარი ჰაულის გამო ეკრძალებოდა, - ასე თუ ისე, გადიოდა დღეები და უფრო ვერ ახერხებდა დის სანახავად წასვლას. ეს ძალიან უცნაური იყო. სოფი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ლეტისნაირი ძლიერი ნების პატრონი იყო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მაშინ შეუძლია რაიმეს გაკეთება, როცა სხვა გზა არც არის.
- სისულელეა! - უთხრა თავის თავს სოფიმ. - ბაზარი ორი უბნის დაშორებითაა! თუკი სირბილით წავალ... - და მანდ გადაწყვიტა, რომ ცეზარის საკონდიტროში მაშინ წავიდოდა, როცა მაღაზია მაისის სადღესასწაულოდ დაიხურებოდა.
მაღაზიამდე ახალმა ჭორებმა მოაღწიეს. ითქვა, რომ მეფეს თავის ძმა, პრინც ჯასტინთან უთანხმოება მოუვიდა, ამიტომ ახლა პრინცი განდევნეს. ჩხუბის მიზეზი არავინ იცოდა, თუმცა პრინცი ორი თვის უკან მარკეტ-ჩიპინგის გავლით იყო, მაგრამ ვერავინ იცნო. გრაფი კატარაკსკი, როგორც გაირკვა, მეფის ბრძანებით ჩავიდა, რათა პრინცი მოეძებნა, ამის მაგივრად კი ჯეინ ფერ`იე შეხვდა. სოფი ისმენდა და იწყენდა. ყოველთვის რაღაც საინტერესო სხვის თავს ხდება. მაგრამ ლეტის ნახვა მაინც უნდოდა.
მაისის დღესასწაულიც დადგა. მზის ამოსთვლისთანავე დაიწყო მხიარულება. ფანი ადრე წავიდა, სოფის კი რამდენიმე ცილინდრი დარჩენოდა დასასრულებლად. მუშაობის დროს ღიღინებდა. ბოლოსდაბოლოს, ახლა ხომ ლეტიც მუშაობს. დღესასწაულებზე ცეზარის საკონდიტრო შუაღამემდეა ღია.
"მათ ცნობილ კრემიან ნამცხვარს ვიყიდი", - გადაწყვიტა სოფიმ. თითქოს ათასი წელი არ ეჭამა ნამცხვარი. ფანჯარაში ფერად სამოსში გამოწყობილ ხალხს ადევნებდა თვალს და დადებითი მუხტი მასაც გადაედო.
მაგრამ როდესაც სოფიმ ის მომწვანო კაბა ჩაიცვა და გარეთ გავიდა, კარგი ხასიათიც ხელიდან გაუსხლტა. გარშემო ხმაური იყო, თავი შევიწროებულად იგრძნო. სოფის მოეჩვენა, თითქოს იქ ჯდომამ მოხუცად აქცია. ეხვეოდა შარფში და ცდილობდა სახლებთან ახლოს ყოფილიყო, ხალხის გროვას რომ არ გაეთელა ან არ წაეღო. უცბად ზევიდან რაღაც ხმა გაისმა და სოფიმ ლამის გონება დაკარგა. თავი ასწია და ბორცვებზე ჰაულის ციხე-სიმაგრე შენიშნა: ის ქალაქთან ძალიან ახლოს იყო და კოშკებიდან ცისფერ ალს უშვებდა, რომელიც ცაში ვარდებოდა და ფეთქდებოდა. მგონი, მაისის დღესასწაული ჯადოქარ ჰაულს არ მოეწონა. ან, პირიქით, მონაწილეობის მიღება სურდა. სოფისთვის სულ ერთი იყო, ისე შეეშინდა. ცეზარამდე ნახევარ გზაზე მეტი რომ არ გაევლო, უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ გზის გაგრძელება სირბილით გადაწყვიტა.
"ნეტავ საიდან მოვიტანე, რომ ცხოვრება საინტერესო უნდა იყოს, იკითხა მან, სანამ მირბოდა. მე ხომ ასეთი მშიშარა ვარ! ყველაფერი კი იმიტომ, რომ ყველაზე უფროსი ვარ!"
ბაზარში დიდი ამბავი იყო. ხალხი ლუდებით ხელში დაიარებდა და ერთმანეთს აბიჯებდნენ. წყვილები სეირნობდნენ და გოგონები იმის მოლოდინში იყვნენ, ნეტა, როდის გამოიწევა ჩემი მეწყვილე საკოცნელადო. მაისის დღესასწაული ჩვეულ რითმში მიდიოდა, მაგრამ სოფი ამანაც კი შეაშინა. როცა მოცისფრო-მონაცრისფრო კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მისკენ გაიწია, სოფი რაღაცა მაღაზიის კარისაკენ გაიქცა და ამოეფარა.
გაურკვევლობაში ჩავარდნილმა ახალგაზრდა მამაკაცმა წარბი ასწია.
- ნუ გეშინია, ნაცრისფერო წრუწუნავ, - თქვა მან, გაეღიმა და საწყლად შეხედა სოფის. - შენი ერთ ჭიქაზე დაპატიჟება მინდოდა. რატომ შეგეშინდა ასე?
სოფიმ შეატყო, რომ მამაკაცი იცოდებდა და ძალიან შერცხვა. ამასთანავე, ეს ახალგაზრდა კარგი გარეგნობისა იყო: წვრილი, ბრძენი სახე - ოცი წლის ზემოთ იქნებოდა, - ქერა თმა. მკლავები გრძელი ჰქონდა, თითქმის მიწას ეხებოდა.
- აჰ, მადლობა, სერ, როგორი თავაზიანი ხართ, - წაილუღლუღა სოფიმ. - მე... მე დის სანახავად მივდივარ.
- რა თქმა უნდა, გაუდექით გზას, - გაეცინა ბიჭს. - ვინ ვარ, რომ ხელი შევუშალო ასეთ მშვენიერ მანდილოსანს და არ გავუშვა თავის დასთან? იქნებ, გაგაცილოთ, თორემ ძალიან შეშინებული ხართ.
ზრახვები ნამდვილად კარგი ჰქონდა, მაგრამ სოფი უფრო შერცხვა.
- არა! არა, მადლობა, სერ! - თქვა მან ერთ ამოსუნთქვაზე და გვერდით ჩაურბინა. ახალგაზრდას სუნამოს სურნელი სოფის ყველგან უთვალთვალებდა. როგორი კარგი სურნელია, ფიქრობდა ის და ცეზარის ფანჯრისაკენ მიიწევდა.
თავისუფალი მაგიდა არ მოიძებნებოდა. შიგნით უჰაერობა და ხმაური იყო. სოფიმ ლეტი მაშინვე შენიშნა. გარშემო ბიჭები შემოხვეოდნენ და სასაცილო ხუმრობებს უშვებდნენ. ცოტა გამხდარიყო, მაგრამ სილამაზე შენარჩუნებული ჰქონდა.
ლეტიმ შენიშნა და. ერთ ხანს სოფის მოეჩვენა, რომ მას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა.
შემდეგ ლეტის გაეღიმა და წამოიყვირა:
- სოფი!
- შეიძლება შენთან ლაპარაკი? - უყვირა სოფიმ. - სადმე მაინც! - უსაშველოდ დაამატა მან.
- ერთი წამით! - იყვირა მან საპასუხოდ. ის სხვა გამყიდველს მიუბრუნდა და რაღაც ჩასჩურჩულა. გამყიდველმა თავი დაუქნია, ნათლად გაიღიმა და ლეტის ადგილას დადგა.
- ჩემით დაკმაყოფილება მოგიწევთ! - შეატყობინა მან ხალხს. - ვინ არის შემდეგი?
- მე კი თქვენთან ლაპარაკი მინდა, ლეტი! - დაიწუწუნა ვიღაცა ფერმერის შვილმა.
- ჯერ ქერის ელაპარაკეთ, - შესთავაზა ლეტიმ. - მე კი ჯერ დას უნდა ველაპარაკო!
არავის გამოუთქვამს პრეტენზია. მყიდველებმა სოფი იქითა მხარეს გაწიეს, საიდანაც ლეტი ხელს უქნევდა. ლეტიმ ხელი წელზე მოხვია და სხვა ოთახში გაიყვანა. ლეტიმ საიდანღაც ორი პატარა სკამი გამოაძვრინა.
- დაჯექი, - თქვა მან. შემდეგ მაგიდისაკენ ხელი წაიღო, კრემიანი ნამცხვარი აიღო და სოფის გაუწოდა. - დაგჭირდება, - რატომღაც დაამატა მან.
სოფი სკამზე დაეშვა და ნამცხვრის არომატი ღრმად შეისუნთქა. იგრძნო, რომ არ იყო წინააღმდეგი ცოტა წაექვითინა.
- ოჰ, ლეტი! - აზლუქუნდა სოფი. - როგორ მიხარია შენი ნახვა!
- მიხარია, რომ ზიხარ, - უპასუხა ლეტიმ. - იცი, მე ლეტი არ ვარ, მე მართა ვარ.



№1  offline წევრი -tiko))

ჩემი უსავარლესი ანიმაციააა love
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent