შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამკიდე ხელი (8)


22-11-2015, 15:37
ავტორი zak
ნანახია 1 630

-ადექით ბებო,გეიღვიძეთ,გარეთ ისეთი ამინდია რა გაჩერებთ სახლში...დილით ნაზი ბებიას ქოთქოთმა გააღვიძათ გოგონები.მოხუცი თან მსუბუქად უჯავრდებოდა მათ და თან კარადაში რაღაცას ეძებდა.
-რას ეძებ ბა?...ჰკითხა უჩვეულოდ ხმაჩახლეჩილმა ანიმ და საკუთარი ხმის გაგონებაზე ოდნავ შეკრთა.
-თქვენ რა გითხარით მე,ასე ორივე როგორ გამიცივდით ბებო,სირცხვილი და თავის მოჭრა მე...კვლავ განაგრძო ქალმა ქოთქოთი და სასურველი წამლის პპოვნის შემდეგ ღიმილით გაემართა ჯერ მაგიდისაკენ,საიდანაც ფინჯანი აიღო და შემდეგ გოგონებისაკენ გაემართა.ხელის გულზე წამლის ოთხი აბი ედო.ორ-ორი გაუწოდა ჯერ ისევ ბურანში მყოფ გოგონებს და ცივი წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა მათ.ოდნავ გამოფხიზლდნენ,მაგრამ სუნთქვა ჯერ კიდევ უჭირდათ.
-ანი,ყელი მტკივა სასტიკად...ამოიკნავლა ლიკამ და თავი უკეთ მოათავსა მის მხარზე.
-აბა რა გეგონა შუა მინდორში შემაცდინე,ჰა...შეეცედა ეხუმრა,მაგრამ ზედმეტად დაჰბოხებოდა და სიცილის მაგივრად როხროხი ამოუშვა.
-სულ მამაშენივით გეიცინე ახლა,შენ გენაცვალა შენი ბებია მალე...ღიმილით მიმართა ნაზი ბებიამ ანის და თავზე თბილად გადაუსვა ხელი...ასე დაიწყებდა ხოლმე ხარხარს და უკვე ყველამ იცოდა,რომ ახლო მახლოს იყო.ხომ იცი ბებო,რა თვალადი იყო,ჰა,თვალები სჩებოდათ ხოლმე ქალებს რომ გაივლიდა,რომ იცინოდა ანათებსო ასე ამბობდნენ,ბებო...ცრემლი გაურია ქალმა ხმაში...გოგონას უნდა მივხედო ბებო ახლა,წავედი მე...სწრაფად მოიწმინდა ცრემლები ფართუკით და გარეთ გავიდა.
-ლიკუ,რა მოუვიდა მამაშენს?...შეპარვით დაუსვა კითხვა ქალს და თვალებში ჩააჩერდა.
-გული გაუსკდა...დანანებით ამოთქვა ეს სიტყვები...მაგრამ ისეთი მამობილი მყავდა,საერთოდ დამავიწყა თითქმის ეს ფაქტი.
-ვწუხვარ...ამით დაასრულეს საუბარი.კიდევ ორი კვირა დაჰყეს სოფელში.მოინახულეს უდაბნო,საყინულე,შაორის წყალსაცავზეც ჩავიდნენ ამჯერად საბანაოდ,მაგრამ დიდიხანს არ დაჰყეს წყალში.ნაზი ბებომ ორივე მკაცრად გააფრთხილა,რომ შეიძლებოდა გრიპი შეჰბრუნებოდათ.მეორე კვირის ბოლოს ნიკორწმინდის ტაძრის მონახულება გადაწყვიტეს.
-ლიკუ,აქ ერთი ნაცნობი მღვდელი მყავს,მინდა რომ რაღაც ვკითხო,მისი პასუხის მოსმენის შემდეგ კი შენ თან მექნება კითხვა...ღიმილით მიმართა გოგონას და წინ წაუძღვა მას.ტაძარს შემოუარეს და იქვე ხის სკამზე დამჯდარ,ანაფორმაში გამოწყობილს მამაკაცს მიუახლოვდნენ.
-მამა თორნიკე,როგორ ხართ?...ღიმილით წავიდა მოძღვარისაკენ ანი და ჯერ მამაკაცს შემდეგ კი მის ჯვარს ეამბორა.
-ახლა,როდესაც ჩემი უმშვენიერესი ნათლული ვნახე,არაჩვეულებრივად.ასე არ შეიძლება ანი,თავი ძალიან მომანატრე...ღიმილით ჩაიკრა ქალი მამაომ და ღიმილით დატუქსა იგი...მხოლოდ მობილურზე საუბარი მონატრებას ვერ უხშობს ადამიანს...გააგრძელა მან და მას შემდეგ რაც ნათლული მოისიყვარულა ლიკას გადაჰხედა...ეს ალბათ ლიკაა?...ღიმილით მიუბრუნდა გოგონას.ლიკა მორცხვად გაემართა მამაკაცისაკენ და ხელის ჩამორთმევის შემდეგ მის ჯვარს ეამბორა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...ღიმილით მიმართა ლიკამ მოძღვარს და ანის გვერდით აიტუზა.
-თორნიკე,მე შენთან ერთი კითხვა მაქვს და მინდა ამ კითხვაზე პასუხი ლიკას წინაშე გამცე...ნერვიულად მიმართა ნათლიას ანიმ და როგორც კი მისი მომლოდინე მზერა შენიშნა საუბარი განაგრძო...მაინტერესებს,არის თუ არა შესაძლებლობა რომ მე და ლიკამ ჯვარი დავიწეროთ,ეკლესია გმობს ამას?...ინტერესით მიუბრუნდა გაოცებულ კაცს და შემდეგ ასევე გოცებულ ლიკას გადახედა ღიმილით.
-ანი,მე ამ საკითხთან დაკავშირებით,ჩემს ზე მდგომ ადამიანს უნდა ვესუბრო,ცოტა რთული შემთხვევაა?...ყოყმანით მიუგო კაცმა და ხელები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
-სიყვარული ცოდვაა?...კვლავ მიმართა მამაკაცს და მისი პასუხის მოლოდინში ადგილზე აცკმუტებულ ლიკას ძლიერად ჩასჭიდა ხელი,დასამშვიდებლად.
-არა,რა თქმა უნდა...კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა,მაგრამ ანიმ შეაჩერა.
-მაშინ შენ შეგიძლია,ლიკას თანხმობის შემდთხვევაში ჯვარი დაგვწერო,ხომ მართალი ვარ?...კიდევ ერთხელ გადახედა ჩაფიქრებულ მღვდელს და მისი პასუხის მოლოდინში გასუსულმა ძლიერად ჩასჭიდა ხელი ლიკას.კარგა ხნის დუმილის შემდეგ,მღვდელმა მშვიდი ღიმლით გადახედა წყვილს და ამ ჟეშტით მიახვედრა ისინი ყველაფერს.როგორც კი მღვდლის ღიმილი შენიშნა ანიმ,გაბადრული შებრუნდა ლიკასაკენ და ახლა ორივე ხელში მოიქცია მისი თითები.
-ჩემო თვალებხატულა,ჩემო ანგელოზო,თუ შენც გინდა რომ ცხოვრების ამ გზაზე,რომელზეც უამრავი წინაღობა შეგვხვდება,ერთად ვიაროთ და გავიკვალოდ იგი,უბრალოდ დამთანხმდი და მამა თორნიკე ჯვარს დაგვწერს,ახლავე და აქვე...ოდნავ დამშვიდდა და შემდეგ ისევ გააგრძელა საუბარი...როგორც კი ქალაქში დავბრუნდებით ხელსაც მოვაწერთ და შემდეგ შევიტანთ განცხადებას...ლიკა უბრალოდ ძლიერად ჩაეკრა ტრფობის ობიექტს და ბედნიერმა ღიმილმა გაუპო სახე.
-რა თქმა უნდა,დიდი სიამოვნებით გავატარებ მთელს დარჩენილ ცხოვრებას შენთან ერთად...მამა თორნიკე კი ღიმილით უყურებდა გოგონებს.
-ანი,მეჯვარეები თუ გყავთ?...დაეკითხა ბოლოს და გაკვირვებულ წყვილს შეხედა.
-ჩვენ...აშკარად დაბნეული ჩანდა ანი და მამა თორნიკეც მიხვდა რომ ხელის მომკიდეების ძებნა მოუწევდა.
-არაუშვას,ქალბატონ მარინეს,სანთლების გამყიდველ,ყოველთვის სტუმრობენ მეგობრები,დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვიან...ღიმილით შეატყობინა გოგონებს სასიამოვნო ამბაბი და ტაძრისაკენ გაუძღვა მათ...
მალე ორივე გოგონა მამა თორნიკეს წინ,თავდახრილნი იდგნენ და მოუთმენლად ელოდნენ კიდევ რამოდენიმე წუთის გასვლას,რომელთა გალევის შემდეგაც ისინი უფლის წინაშე სამუდამოდ დაუკავშრებდნენ ერთმანეთს საკუთარ ბედს...
როგორც იქნა ჯვრისწერა დამთავრდა და გოგონებიც ღიმილით გამოვიდნენ ტაძრიდან.ღიმილით გაემართნენ სკამისაკენ და ჩამოჯდნენ,ამ დროის განმავლობაში ძლიერად ხლართავდნენ ერთმანეთის თითებში თითებს და მხოლოდ ერთმანეთის გაბადრულ სახეებს ხედავდნენ.
-ანი,წარმოგიდგენია,ჩვენ ჯვარი დავიწერეთ,ჩვენ ახლა უფლის წინაშე ვართ წყვილი...აღტაცებული იყო ლიკა და ძლიერად ეკვროდა ქალს.ანი ხმისამოუღებლად იკრავდა გოგონას და შიგა-შიგ თითებზე კოცნიდა მას.რამოდენიმე წუთში თორნიკე მიუახლოვდათ და ღიმილით მიულოცა წყვილს გაბედნიერება,შემდეგ კი ნაღვლიანი ღიმილით გაეშურა კვლავ ტაძრისაკენ.
-ანი,რატომ გადაწყვიტა თორნიკემ რომ მღვდელი ყოფილიყო?არ ჩანს ისეთი ადამიანი,რომელიც თავის დროზე ხორციელ სიამოვნებაზე უარს იტყოდა...ინტერესით დაეკითხა ქალს და მის პასუხს დაელოდა.
-თან სახლში წავიდეთ და თან მოგიყვები,ცოტა გრძელი ამბავია...ნელა გაუყვნენ სოფლისაკენ მიმავალ გზას,დღეს ფეხით გადაწყვიტეს გასეირნება,ამიტომ ავტომობილი სახლში დატოვეს...მამაჩემი და თორნიკე ბავშვობის მეგობრები იყვნენ,სწორედ ამიტომ მომნათლა მან.ნიკორწმინდა იცი როგორი სოფელია?!მიუხედავათ იმისა რომ სოფელში მსგავსი დიდებული ტაძარია,ამ სოფლის თითოეული მაცხოვრებელი ნარკომანი ან ლოთია,თორნიკეც აქაურია.ადრე მამაჩემი ხშირად ეკამათებოდა ამის გამო,მაგრამ თორნიკეს არაფერი აინტერესებდა.ერთხელ ჩვენს სოფელში ჩამოვიდნენ.თორნიკეს ცოლი და სამი,არაჩვეულებრივი ბავშვი ჰყავდა,მაგრამ ნარკოტიკსა და მოსაწესვ ვერ ეშვებოდა.იმ საღამოს დალიეს,არაჩვეულებრივად მახსოვს მამაჩემი როგორი მთვრალი იყო,საკუთარი ხელით შევიყვანე საძინებელში.დილით კი სკოლიდან რომ დავბრუნდი,მკვდარი დამხვდა.თურმე სისხამზე თორნიკეს,მამაჩემს და კიდევ ორ მეზობელს ნარკოტიკი მიუღიათ,ნაბახუსევზე ლიკუ,ხვდები რამდენად დიდი შეცდომა დაუშვეს?!მესმის მამაჩემი იშვიათად იკეთებდა,მაგრამ თორნიკე?ის ხომ რეგულარული მომხმარებელი იყო,ნუთუ იმდენს ვერ მიხვდა რომ...ნუ რა აზრი აქვს.თორნიკე გათიშულა,მამას უნერვიულია და როგორც კი თორნიკე აზრზე მოვიდა მამაჩემი გადაბრუნდა.განერვიულებულ ნათლიაჩემს კი ოჯახი აუყრია და განერვიულებულზე მთელი ოჯახით სალოს კლდეს შეეჯახნენ,ვერავინ გადარჩა.ამის შემდეგ მღვდლად აღიკვეცა და დამსახურებული პიროვნებაცაა.ადრე ხმას არ ვცემდი,მამაცემის სიკვდილს მას ვაბრალებდი,მაგრამ ახლა ვხვდები რომ მამაჩემს ეს რომ არ სდომებოდა ვერავინ ვერაფერს დააძლებდა.ნათლიასთან კი ისევ არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს...დაასრულა საუბრალი ანიმ და თვალჩრემლიან ლიკას გულაჩუყებულმა გადახედა.
-ანი,ეს ისეთი თემაა.ვწუხვარ...ამოთქვა ბოლოს და ქალს ჩაეხუტა.ცოტა ხანში სახლსაც მიადგნენ.ნაზი დიდი აღტაცებით შეხვდა ამ ამბავს და სასწრაფოდ შეახურა ღუმელი.ბავშვებსაც შეატყობინეს.ბოლოსათვის გიგი მოიტოვეს.
-მართლა,ტოო,აუუ და ჩვენ მოგვტეხეთ ხო პონტიდან.დღესვე დაგადგებით მთელი სასტავი და ნახეთ მერე თქვენ რა გიქნათ,ნაზიკოს უთხარი ლობიანები დამიცხოს,არ მიყვარს მე ხაჭაპურები...პასუხის თქმა არ დააცადა გოგონებს და მობილური გათიშა.
-ვითომ ჩამოვა?...სიცილით დაეკითხა ლიკა ანის და როგორც კი ნაზი ოთახიდან გასული დაიგულა მაშნვე ვნებიანად აკოცა ქალს ტუჩებზე.
-მოდი ოთახში ავიდეთ,თორემ კარგა ხანს აღარ გვეღირსება განმარტოვება...ვნებიანად უჩურჩულა გოგონას და მის ყურის ბიბილოს ძლიერად მოსდო კბილები.
-მე არ ვარ წინააღმდეგი...მაცდური ღიმილით გასცა პასუხი ქალს და მის მაისურს დაეპოტინა.სწრაფად აირბინეს კიბეები და საწოლზე გადაწვნენ.ვნებიანად ეალერსებოდნენ ერთმანეთის სხეულებს და სიამოვნებისაგან წამოძახილებს ვერ იკავებდნენ.მხოლოდ მაშნ იკადრეს საწლოლიდან წამოდგომა მანქანის ხმა რომ გაიგეს და სწრაფად მოემზადნენ ბავშვების დასხვედრად.ღიმილით ჩაირბინეს მეორე სართულის კიბეები და სიცილით შემოვარდნილ ბავშვებს ჩაეხუტნენ.გიგიმ სწრაფად გაარღვია ახლაგაზრდების ბრბო და ორივე გოგონა ღიმილით დაატრიალა ჰაერში.
-რა მაგრაია,ტოოო,აი ყველაზე კარგს და ყველაზე მაგარს გისურვებთ ორივეს.იცოდეთ თუ ხელის მოწერაზეც ასე მომტეხავთ,მოგტეხავთ ფეხებს და ნახეთ მერე როგორ უნდა ჩემი დავიწყება...მოჩვენებითი წყრომით მიმართა გოგონებს და შემდეგ ისიც ბრბომ გიტაცა.
-მიგვიშვი,ჩვენც გვინდა რომ მივულოცოთ...სწრაფად გამოხტა წინ ნეკა და გოგონებს ჩაეკრა.ყველა რომ მოისიყვარულეს ნაზის გაშლილ სუფას მიუჯდნენ და გემრიელად შეექცნენ რაჭულ ლობიანს.
-მეც მაქვს რაღაც სათქმელი...ღიმილით წამოდგა ნეკა სკამიდან და ანცად გადახედა მეუღლეს.კაცის სახეძე გაკვირვება გამოიხატა...მალე დეიდები გახდებით...ამის თქმა და მეორე გვრიტის წამოხტომა ერთი იყო.ძლიერდ ჩიკრა მეუღლე გულში და ორივე ლოყა დაუკოცნა მას.კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი და კიდევ ერთი ბედნიერი დღე მათ სამეგობროში.

************

თუ კიდევ კითხულობთ,გთხოვთ დატოვეთ თქვენი კომენტარი ისტორიაზე,თუნდაც უარყოფითი,ასე მუზები გამირბიან...



№1 სტუმარი Nini

Dzalian kargia

 


№2  offline წევრი zak

Nini
Dzalian kargia

ვაიმე შენ არ იცი როგორ გამახარე იმით რომ კომენტარი დატოვე,ცოტა მწყინს რომ მიუხედავატ ცოტა მნახველებისა კომენტარები არ არის.აი ძალიან,ძალიან მადლობელი ვარ რომ კითხულობ love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent