შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე... (7)


22-11-2015, 18:40
ავტორი Genius))
ნანახია 3 130

სახლიდან არ გავსულვარ მთელი დღე სოფოს სიტყვებზე ვფიქრობდი
+ ის იყო რომ გიორგის სამაგიეროს გადავუხდიდი და დავამცირებდი
- ის იყო რომ მამაჩემს გულს ვატკენდი და არამგონია ჩემი ეს საქციელი დიდი ხანი ეპატიებინა
სოფომ ჩამითრია , ძალიან მინდოდა გამეკეთებინა მაგრამ...
ყოველთვის ეს მაგრად!..
ვიღაც გიორგის გამო მამაჩემთან ურთიერთობას ვერ დავკარგავდი ვერანაურ შემთხვევაში
ჩემი გონებაც და გულიც ერთ აზრზე იყო ეს არ უნდა გამეკეთებინა მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი არც ვიცოდი მისი დანახვისას რას ვიგრძნობდი და შეიძლებოდა ეს მართლაც გამეკეთებინა..
*********************
წყალი გადავივლე და ოახიდან გავედი
-მამა სადაა ? - ვკითხე კატოს
-წავიდა საქმეზე და გვიანობამდე არ დაბრუნდება
-როგორც ჩანს არც მე
-რომ არ ჭირდებოდეს ხომ იცი არ გთხოვდა
-უცხო ბიჭთან როგორ მიშვებს დედა მარტო?
-არც გიშვებდა , მერე ვუთხარი ვინაა გიორგი და..
-კაიი რაა დეე
-რა იყო მარიამ?
-ხომ იცი წასვლა რომ დამეზარებოდა? თან არ მიყვარს ეს საღამოები და რა ვქნა რა!
-რავი დედი მაინც გაგიშვებდა მამაშენი გიორგი ისე ელარაკებოდა
-რა უთხრა?
-რავი ჩემთან არაფერი არ ემუქრებაო და მოვუვლიო რა
-ჰო მომივლის - გამეცინა
-მეც მჯერა მისი , შენ კიდევ მადლობელიც არ ხარ
-კაი რა დედა
-კარგი ბიჭია
-შენთვის ყველა კარგი ბიჭია
-ჰო მაგრამ ეს და ნიკუშა განსაკუთრებით მომწონს - გაეცინა
-კატო დამშვიდი - მე გამეცინა
-შენ და ნიკუშას შორის რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს დე?
-რავიცი გუშინ ყვირილის ხმა გამოდიოდა ოთახიდან
-ნერვები მომიშალა
-და ისე კარგად გექცევა , მოსწონხარ ხო?
-ესე პირდაპირ არ უთქვია რავიცი
-ეტყობა
-ჰო - გამეღიმა
-აბა რას იცმევ დე დღეს?
-არვიცი დე , ვერაფერი ვნახე
-წითელი კაბა?
-რომელი ? - ვკითხე ინტერესით
-ის მამაშენის მეგობრის ქორწილში რომ გეცვა
-ზურას?
-ხოხო
-არარსებობს დედა! მაგ კაბაში თაი ოცდაათი წლის ქალი მგონია
-სამაგიეროდ ძალიან ლამაზას გაქვს და სასწაულად გამოიყურები
-ხო და მაგიტომ მჭამდნენ იმ ქორწილში და მაგიტომ წამოვედი ადრე , აქაც ეგრე ხომ არ ვიზავ
-აქ შენთან გიორგი იქნება
-იქ მამა იყო - ვუთხარი ნიშნისმოგებით და დავეჯღანე
საჭმელი ვჭამე და ბავშვებთან წავედი
ნიკუშა არც მელაპარაკებოდა , ვერაა ეს ხო , რა დავუშავე ვერ გავიგე , ეხლა იმ ბიჭის ჭკუაზე უნდა ვიარო რომელელსაც წესიერად არც კი ვიცნობ?!
სახლში სადღაც შვიდისკენ დავბრუნდი , დედაჩემის დაჟინებული თხოვნით ის კაბა ჩავიცვი და რაც არ უნდა არ მომწონდეს ეს კაბა მართლა ძალიან მიხდება
ზუსტად რვაზე მოვიდა გიორგი
ნუ მე რათქმაუნდა როგორც ვუთხარი ათი წუთი არ ჩამოვსულვარ არადა ჩაცმული ვიყავი
შემდეგ ჩავედი გიორგის დანახვისას ცოტახნით გავჩერდი
ისიც მომაშტერდა და მეც მას
არა რა როგორ უხდევა შავი ფერი!!!
როდესაც მივხვდი რომ უკვე ზედმეტი მომდიოდა გიორგის "ვერ გიტან" მზერა ვესროლე და მასთან მივედი
-წავედით? - ვკითხე და კარი გამოვაღე
-წავედით - პირველი თვითონ გაიჭრა გარეთ
არადა როგორც წესი ჯერ გოგო უნდა გაატარო შე დეგენერატო!
-მოიცა მანქანა შენ უნდა მართო?
-ჰო ბოდიში ლიმუზინით რომ არ გეახლე - გამიღიმა და მანქანაში ჩაჯდა
-სადმე არ დამამტვრიო შენთვის აჯობებს ! - ვუთხარი მკაცრად და სიმღერა ჩავრთე
-ისე დღეს ლამაზი ხარ - შემიქო ჩასცმულობა
-ჰო შენც არაგიშავს რა - გავუღიმე
-მისმინე იქ ცოტა თბილად მოვექცეთ ერთმანეთს რა , არ მინდა მამაშენთან ცუდი ურთიერთობა
-მე და შენ? შენ იცი "თბილად მოქცევის" მნიშვნელობა?
-თუ ბევრს არ იტლიკინებ და ნერვებს არ დამათხრი განახებ როგორი თბილო შემიძლია ვიყო
-ჩემთან?
-გოგო რას გეუბნები ვითამაშოთ ცოტახანი რა - ისე ჩაილაპარკა ვითომც არაფერი
-ხშირად მიწევ მსგავსი თამაში და ალბათ გამომივა
-ძალიან დამავალებ ცოტახანი თუ გაჩერდები , და იქ ქალივით მოიქეცი და არა ცინგლიანი ბავშვივით!
-გიორგიი ძალიან ხომ არ გაითავისე ძიძობა?
-მე შენი ძიძა არ ვარ უბრალოდ ჩემს საქმეზე ვნერვიულობ
ეხლა კი მართლა მომინდა მასზე შური მეძია!
რესტორანთან შევჩერდით ალბათ აქ იყო ის "საღამო"
მანქანიდან რომ გადმოვედით ხელი წელზე მომხვია , გაშვება ვცადე მაგრამ ისე ქონდა მოხვეული ვერ გავაშვებნე
-გიორგი ხელი გამიშვი თორემ!!! - დავემუქრე ჩემიჭკუით
-თორემ რა?
-ვიყვირებ!
-რას გეუბნებოდი გზაში მარიამ? გაიღიმე და წამოდი
-გიორგი!
-გაეღიმე!
სად მქონდა გაღიმების თავი? მას მორჩილად გავყევი რადგან შეწიდააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა
ოთხ კაციან მაგიდასთან მივედით სადაც ქალი და მამაკაცი იჯდნენ
ალბათ ცოლ-ქმარნი
გიორგის დანახვისას ორივე წამოდგა და გადაკოცნა
მე ხელი ჩამომართვეს და მაგიდასთან მოვთავსდით
-ბატონო შალვა ეს მარამია ცოტნეს შვილი , ის დღეს ვერ მოვიდა და მარტოც არ გამომიშვა - გაუღიმა მამაკაცს
-ძალიან ლამაზი შვილი ჰყოლია ცოტნეს - გამიღიმა მამაკაცმა
-უდაოდ - დაეთანხმა გიორგი და გამიკვირდა
-მადლობა - თბილად გავუღიმე
-ეს მაიკოა ჩემი მეუღლე - გამაცნო მის გვერდით მჯდომი ქალბატონი შალვამ
-სასიამოვმოა - გავუღიმე
-ჩემთვისაც მარიამ - ქალმაც თბილად გადმომხედა
მამაკაცმა და გიორგიმ მსუბუქი საჭმელები შეუკვეთეს , და წითელი ღვინო
არა მეტრეველს დახვეწილო გემოვნება ჰქონია ყველაფერში
-მოდი საქმეზე გადავიდეთ - დაიწყო საუბარი შალვამ
-მხოლოდ მე ვილაპარაკებ - თქვა გიორგიმ
-და გოგონამ რა დააშავა?
-იცით ის ახალი ამ საქმეში და ჯერ ბევრი არაფერი იცის - გაუღიმა მამაკაცს და სისხლმა დუღილი დაიწყო
-კეთილი
-ერთი ვიცი ამ ადამიანთან საქმის დაჭერას არ გირჩევთ - ყველამ გაოგნებულმა გამომხედა , გიორგის ხველება აუტყდა
-რატომ? - მკითხა შალვამ
არა მარიამ არ იქნება ეს სწორი! - ვუთხარი ჩემს თავს
-იმდენად კარგია რომ მერე ვეღარ მოშორდებოთ - ნეევიულად გავიცინე
-მაგას რა ჯობია მერე - მითხრა ღიმილით შალვამ და გიორგისთან საუბარი გააგრძელა
გიორგიმ იცოდა რომ სინამდვილეში საერთოდ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი , ისეთი თვალებით მიყურებდა მაშინებდა
-მოდით რა ეხლა ცოტახანი დაივიწყეთ საქმე და ქალებსაც მოგვხედეთ - ჩაერთო საუბარში მაიკო
-მართლია მაიკო - დაენხმა შალვაც
-ერთი კითხა გამიჩნა - მე და გიორგის გამოგვხედა ქალმა - თქვენ ერთად ხართ?
-კი! არა! - ერთდროულას გაისმა ორივე პასუხი და გიორგის გაკვირვებულმა გავხედე
-არა არ ვართ! - ვუთხარი მაიკომ
-ჯერ არ ვართ! - შემოსწორა გიორგიმ
-მარიამ ვერ ხედავ ამ ბიჭს უყვარხარ და ერთს გირჩევ მე გიორგის დიდიხნია ვიცნობ და დამიჯერე ეს გასაშვები ბიჭი არაა!
რომ არა ესეთი სიტუაცია ძალიან მაგრად გამეცინებოდა
მაგრამ ეხლა სირცხვილოსგან არ ვიცოდი სად წავსულოყავი
-თან გეტყობა შენც გიყვარს - გამიღიმა
რა შეგვატყო ეხლა ამ ქალმა ჩვენ სიყვარულის? დავიჯერო ესე კარგად ვთამაშობთ?!
-რა შემატყვეთ? - გამეცინა
-როგორ უყურებთ ერთმანეთს
-ხო თვალებმა გამცეს - მაიკოს გავუღიმე
გიორგის ჩაეცინა
-რომ არა ეს გოგო ცხოვრებას აზრი არ იქნებოდა ჩემთვის - ამყვა თამააშში გიორგი
-და შენ რომ არა ჩემო სიყვარულო? არვიცი ვინ გამართობდა - გამეცინა
-გაღმერთებ ჩემო სიცოცხლე - გამიღიმა , ისე მიყურებდა მისი სიტყვები მეც დავიჯერე - უთხარით რომ მომცეს შანსი რა
-ნუ გამიწვალებ ამ ბიჭს! - თითი ამიწია მაიკომ
-დავფიქრდები - გამეცინა
კიდევ დიდიხანი ვთამაშობდით შეყვარებული წყვილის როლს , რატომღაც ეს მსიამოვნებდა , ისევ გიორგი დაიღალა მასპინძელს მოუბოდიშა და წამოვედით
მანქანაში სიცილით ჩავჯექი , როგორც კი მანქანის კარი მიხურა სერიოზული სახით გამომხედა
აი სად დამერხა!..
-რაო რას ამბობდი შენ? ვისთან არ გირჩევთ საქმის დაჭერასო?
-იარე მიხვდებიამ რომ მოიტყუე
-გეკითხები მარიამ - ხმამაღლა მოუვიდა
-ტონს დაუწიე! - მეც ვუყვირე
-მითხარი!
-რა გითხრა რომ ვერ გიტან და შენთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა?
-ესე? მამაშენსაც რომ ცუდად წაუვიდოდა საქმე მაგას ვერ მიხვდი?
-მაგას რომ მივხვდი ზუსტად მაგიტომ არ ვთქვი შენზე ცუდი
-მარიამ რა გინდა? რატომ მიშლი ნერვებს?
-და შენ რაგინდა გიორგი?! ერთმანეთს თავს რატომ ვერ ვანებებთ?!
-უკვე ვეღარც დავანებებთ!
-არ მინდა შენი ყოველდღე ნახვა - ჩავილაპარაკე საცოდავად
-და მე გგონია მინდა? თან როდესაც არ უნდა გნახო ის ნიკა სულ შენთან არის და კიდევ უფრო მეშლება ნერვები!
-აი ეხლა ნიკა რა შუაშია?!
-პრინციპში არაა შუაში
-გიორგი დისტანცია უნდა დავიცვათ!
ჩემსკენ მოიწია , თვალები ზუსტად თვალების წინ გამიჩერა , მანძილი ჩვენს შორის კი ძალიან ცოტა იყო
-უნდა დავიცვათ? - მკითხა და თვალები არც მოუშორებია
-კი - ძლივს ამოვიღე ხმა
კიდევ უფრო ახლოს მოიწია და....
ველოდი...
ველოდი რომ მაკოცებდა
და არვიცი რატომ მაგრამ მეც ძალიან მინდოდა ეს
ველოდებოდი მისი ტუჩების შეხებას მაგრამ მხოლოდ მაშინ მივხვდი თუ რა დებილი ვიყავი როდესაც ტუჩები ყურთან ცაიღო და გააჩერა
-კარგი - მიჩურჩულა და ღიმილით დაქოქა მანქანა
-რა კარგი? - ვკითხე გაუაზრებლად
-დავიცვათ დისტანცია - გამიღიმა
-ჰო ეგრე აჯობებს - ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე
გული ისე მიცამდა მეგონა რაღაცას ურტყამდნენ და ვეძებდი ადგილს საიდანაც ეს ხმაური მოდიოდა
მეგონა გიორგისაც ესმოდა და მრცხვენოდა
ფაქტიურად დამარცხებას გავდა ეს ყველაფერი
-ჰეიი - ფიქრებიდან გიორგის ხმამ დამაბრუნა
-რა გინდა? - ვკითხე უხეშად
-მოვედით რავიცი - მითხრადა ჩაიცინა
რა გამიკეთა ამ იდიოტმა?! ფანჯარაში ვიყურებიდი და ისიც ვერ გავიგე რომ სახლში მოვედით
-კარგად - მანქანის კარი გავაღე
-მოიცა ერთი წამი სად მიდიხარ?
-რა გინდა გიორგი?
-ხვალ ეს კაბა ჩაიცვი რა
-მოიცა ხვალ რაღა ხდება?
-არაფერი კომოანიაში არ მოდიხარ?
-არვიცი არამგონია
-ვიცი რომ მოხვალ და მაგ კაბით მოდი ერთადერთია რაშიც ლამაზი მეჩვენები
-როგორც თქვენ მეტყვით ბატონო გიორგი
-მოხვალ?
-შენ გიჟი ხარ? - დავსერიოზულდი
-არა
-დახეული ჯინესბით ვაპურებ მოსვლას და შენ თუ არ გესიამოვნება არ მოხვიდე რა
-და შენ გაგიხარდება რომ არ მოვიდე?
-კი გამიხარდება და მაგიტომ გეუბნები
-კარგი - ჩაილაპარაკა
მასთან ლაპარაკის გაგრძელება აღარ მინდოდა ამიტომ მანქანაის კარი გამოვაღე და გადასვლა ვცადე მაგრამ დამიჭირა
-გიორგი! - ვუყვურე და ხელი გავაშვებინე
-მოიცა აქ რაღაცა გაქვს - ჩემსკენ ახლოს მოიწია და ლოყაზე თითი ჩამომისმა
-რა ? სად?
-მოიცა აქაც - მითხრაა და...
და მაკოცა..
ყველაზე საშინელი კი ის იყო რომ მე არ შევწინააღმდეგებივარ
-კარგი ეხლა წადი სუფთა ხარ - მითხრა როგორც კი მომშორდა
გონს მხოლოდ ეხლა მოვეგე და გიორგის სილა გავარტყი
-აუუ - ხელი სახეზე მიიდო
-რამდენს ბედავ? - ვიყვირე
-შენც რომ არ გეკოცნა ბოდიშს მოგიხდიდი მაგრამ...
-მე შენ განახებ! - ჩემი ჭკუით დავემუქრე და მანქანიდან გადავედი
რაღაც მომაძახა მაგრამ აღარ გამიგია ეგრევე სახლში შევედი
ყველაფერს მივცემდი რომ ეხლა დამესვენა მაგრამ როგორც ჩანს ჩემთვის დასვენება არ არსებობს!...
სახლში ნიკუშა მეჯდა და ჩემს მშობლებს რაღაცაზე ელაპარაკებოდა და თან იცინოდნენ
-გამარჯობა - ვთქვი და ყველამ ჩემსკენ შემოიხედა
-ჩემი გოგო მოვიდა - ჩემსკენ წამოვიდა კატო
-აუ ძააან დავიღალე დე - ფეხზე გავიძრე და ოთახისკებ წავედი - ნიკა ჩემთან შემოდი ცოტახანში
მალე გამოვიცვალე რადგან ვიცოდი შემოვუდოდა
კარზე დააკაკუნა და თავი შემოყო
-შეიძლება?
-კი მოდი - გავუღიმე
-აბა გაერთეთ შენ და გიორგი?
-აუ კი - ვუთხარი მხიარულად და სახის გამომეტყველება შეეცვალა
-კარგია
-რასშვები შენ? რამ მოგიყვანა?
-შენი ნახვა მინდოდა
-რამე მოხდა?
-ისე არ შეიძლება შენი ნახვა მარიამ?
-არა უბრალოდ - გამიკვირდა მისი ესეთი საქციელი - რა გჭირს ნიკა?
-მოკლედ შენთან ლაპარაკი მინდა რა
-აქ ვარ მერე და გისმენ
-არც ვიცი როგორ დავიწყო
-თავიდან ნიკა
-მოკლედ გეტყვი
-მითხარი - ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე
-მიყვარხარ
-რა? - იმდენად გამიკვირდა დაუფიქრებლას ვკითხე
-ჰო ვიცი რაღაცნაირად ჟღერს მაგრამ ესეა და გამიხარდება თუ შანს მომცემ
-მეც მიყვარხარ - ვუთხარი უცებ და ჩემი ნათქვამი ნიკასაც გაუკვირდა
-აბა გამიმეორე
-არვარ ბოლომდე დარწყმუნებული მაგრამ რაღაცას ვგრძნობ შენს მიმართ!
-ანუ ვცადოთ?
-ვცადოთ ნიკა
ნიკამ ხელში ამიყვანა და დამატრიალა
-დამსვი გთხოვ რა - გამეცინა
დამსვა და საწოლზე დასაჯდომად მივდიოდი მაგრამ მომაბრუნა და ჩამიხუტა
მეც მოვხვიე ხელები და თვალებში ჩავხედე
გავუღიმე
საკოცნელად წამოიწია მაგრამ თავი გავატრიალე და ლოყაზე მაკოცა
-კარგი წავედი ეხლა მე და ხვალ მნახე კარგი?
-მამაჩემს მივყვები და მერე გნახავ რა
-მოიცა და გიორგი უნდა ნახო?
-არვიცი არამგონია - ვუთხარი მშვიდად
-აუ ეგ ბიჭი ნერვებს მომიშლის ერთხელ
-რა გინდა რას მიშავებს?
-შენ მე დებილი გგონივარ? ვიცი რომ მაგის გამო არ გინდოდა იმ ღამეს წასვლა , ხელზეც მან გაგიკეთა რაღაც
-აუ საიდან მოიტანე ნიკა ეს სისულელე?
-დარწყმუნებული ვარ მაგაში
-არ ვიჩხუბოთ უკვე რა
-კარგი კარგი წავედი - გადამკოცნა და კარისკენ წავიდა - მიყვარხარ - დამიტოვა ბოლო სიტყვა და კარი მიიხურა
გამეღიმა
ეგრევე ტელეფონს ვწვდი და სოფოსთან დავრეკე
**************
-გადმოვიდე? - მკითხა სიცილით
-არა დავიძინებ მალე მოკლედ გეტყვი
-რა ქენი აბა?
-გიორგიზე ხვალ მოგიყვები
-აბა რა უნდა მომიყვე?
-არ მეჩხუბო ოღონდ
-რა ხდება?
-მე და ნიკა ერთად ვართ
-მეღადავები ხომ?
-არა მართლა
-შენ არ იყავი გოგო მასში მეგობარზე მეტს რომ არ ხედავდი
-მიყვარს მგონი
-აუ შენ რა ხარ რა
-არ მომილოცავ?
-არა ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო
-კაი ხვალამდე მეც მიყვარხარ
**************
ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე
არც მე მომწონს ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო , ნიკაში ვნახე გამოსავალი , არა არ მიყვარდა მაგრამ მომწონდა და ხომ მოწონებით იწყება სიყვარული არა?
უბრალოდ ეხლა მეგონა რომ მხოლოდ ნიკა დამიცავდა გიორგისგან
არადა სინამდვილეში სულ სხვა რამის მეშინოდა....
*********************
დილით ყველაზე მაგარ ხასიათზე გავიღვიძე
წყალი გადავივლე ჩავიცვი და მამიკოსთან ჩავედი
-ჩაცმულობაზე არაფერი მითხრა შენც იცი რომ კომფორტის მოყვარული ვარ
-ეს ჯინსები დაგღუპავს შენ
-წავედით მა?
-კი - მითხრა და სახლიდან გავიდა
მინდოდა გიორგი მენახა , რატომ არვიცი მაგრამ მინდოდა
ნახევარ საათში ოფისში ვიყავით მამაჩემს რაღაცაზე გასვლა მოუწია და ცოტახანი მის ადგილად მე დამტოვა თან რამე ისწავლიო
საბუთებში ქექვა დავიწყე
-გუშინ ნიკა ვნახე , ვნახე რა მნახა - გავიგე გიორგის ხმა და გამეღიმა...



№1 სტუმარი darina

Ar miyvars aseti gogoebi roca erti mowont da meirestan arian, mariamma dzalian didi shecdoma daushva daufiqreblad moiqca jer erts akoca da meores utxra miyvarxaro, tan es nikac ar momwons.

 


№2 სტუმარი darina

Ñıås Statusebı
darina
Ar miyvars aseti gogoebi roca erti mowont da meirestan arian, mariamma dzalian didi shecdoma daushva daufiqreblad moiqca jer erts akoca da meores utxra miyvarxaro, tan es nikac ar momwons.

დარინა იცი მეც ეგრე ვფიქრობ და თან მგონია რო ნიკა რაღაცას უწყობს და გიორგი ჯობია რა ..

Ragacnairad nika tavidanve ar momewona da chemi simpatiac ver daimsaxura, mariami ase mgonia rom inanebs tavis gadawyvetilebas.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent