რა ავირჩიო სიყვარული თუ შურისძიება?(6)
*** ასეთი განადგურებული არასოდეს ყოფილა ერეკლე,მიხვდა რომ სულ მარტო დარჩა,ახლა მიხვდა თურმე როგორ ყვარებია ლილე,საშინლად მოუნდა მასთან ერთად ყოფნა,მაგრამ ახლა ეს შეუძლებელი იყო,მას ქონდა შანსი ყოფილიყო ლილესთან ერთად და ძამკაცებიც გვერდით ყოლოდა, მაგრამ არა,შურისძიების სურვილმა მას გონება დაუბინდა და ვერც მიხვდა როგორ ღრმად შეტოპა,ახლა ლილეც დაიტანჯებოდა და თვითონაც,იმედი ქონდა რომ ლილე არ გაიგებდა ამის შესახებ,გაქრებოდა სულ წავიდოდა ოღონდ არ უნდოდა,რომ ლილეს ეს ყველაფერი ცოდნოდა,სცხვენოდა თავისი საქციელის,ამ დროს გადაწყვიტა რომ წავიდოდა,ქვეყნიდან გადაიკარგებოდა და აღარც ლილეს დატანჯავდა.ასე რომ გადაწყვიტა მეორე დღეს გიორგის და ლაზარეს დალაპარაკებოდა და ისე წასულიყო, ასეც მოიქცა მეორე დღეს სკოლიდან გამოსულებს გადაუდგა და ლაპარაკი თხოვა,ბიჭებმა ერთი ახედეს და უკან გაყვნენ,მალევე ავიდნენ მთაწმინდაზე და მანქანიდან ერთდროულად გადმოვიდნენ -რა გინდა თქვი მალე შენნაირებზე დროის კარგვა არ მიყვარს ისედაც ზედმეტად დავკარგე-უთხრა ლაზარემ და წინ დაუდგა,ეს სიტყვები ისარივით ჩაერჭო გულში ეკეს,მაგრამ იციდა რომ მართალი იყო და ხმა არ ამოუღია -მე...დღეს ღამე მივდივარ და არ მინდოდა ისე წავსულიყავი რომ არ მეთქვა,ბოდიშს ვიხდი ვიცი რომ ეს არაფერს უშველის,მაგრამ.. -მაგრამ არ იქნებოდა,რაც საჭირო იყო ის რომ გეთქვა თავიდანვე,ამიტომაც ახლა აზრი არ აქვს,ჩვენ გაგაფრთხილეთ და შანსი მოგეცით, ახლა კი თუ მხოლოდ ამის სათქმელად ამოგვიყვანე შეგიძლია უკან ჩაგვიყვანო,ხო კოდევ კეთილი მგზავრობა იმედია ამჯერადაც არ მოიტყუები და წახვალ-თქვა გიორგიმ და მანქანისაკენ წავიდა,ლაზარეც მას მიყვა. იმ ღამეს ერეკლემ ბარგი ჩაალაგა,მშობლებს გამოემშვიდობა და აეროპორტში წავიდა,მალევე ჩაჯდა თვითმფრინავში და ლონდონისაკენ გაემართა,სადაც მამის კომპანიაში აპირებდა მუშაობას. *** ლილე გათიშული დადიოდა,მთელი კვირა არც სკოლაში მისულა და არც მასწავლებლებთან,ოთახში იყო ჩაკეტილი და არ გამოდიოდა,ცოტნეს კი ახლოსაც არ იკარებდა,მას აბრალებდა ყველაფერს,მაგრამ რა იცოდა რომ ცოტნე ეკესაგან იცავდა. ერთ დილასაც ,სკოლაში მისულსაც რომ არ დახვსა ეკე,სულ გააფრინა ბავშვებს ეკითხებოდა რა მოხდაო და როდესაც გაიგო რომ ეკე უცხოეთში წავიდა ბოლომდე განადგურდა,ეგრევე სახლში გაიქცა,სასტუმრო ოთახში დაინახა როგორ იჯდნენ ტელევიზორთან ცოტნე,ლაზარე,გიორგი,გიგა,ლუკა და ალექსანდრე,იქ შევარდნილ ატირებულ ლილეს რომ შეხედეს ყველა ძალიან გაოცდნენ -რა დაგემართა ლილე?-თქვა ლუკამ -ყველაფერი თქვენი ბრალია...თქვენი ბრალია-დაუყვირა და აბაზანისკენ გაიქცა,უცბად იპოვა სამართებელი და ხელზე გადასმას აპირებდა როდესაც ოთახში ცოტნე შემოვრდა და სულ გაგიჟდა ლილეს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე -რას აკეთებ გოგო გინდა?-დაუყვირა და ამ ყვირილზე მის უკაბ ბიჭებიც გაჩნდნენ-მიდი მოიკალი ოჯახს ვიღაც ნაბ....რი არჩიე ხო?მიდი საერთოდ არ გეცოდები?მაგ ახ...ს გამო უნდა მოიკლა თავი?გაინტერესებს რატომ ვიჩხუბე?ძალიან გაინტერესებს?გეტყვი ოღონდ მერე უარესად გახდები-ბოლო ხმაზე ღრიალებდა ცოტნე ასეთი ჯერ არასდროს არ ყოფილა ლილე კი კუთხეში იჯდა და ცრემლები სდიოდა-იცი რა უნდოდა?შენი გამოყენება და მოგდება უნდოდა ასე ნელ-ნელა გეპარებოდა მაგრამ თავის სეყვარდბა კი მოასწრო ერთ კვირაში,იცი რატომ?რაში ჭირდებოდა ხო?ფიქრობს რომ მამაჩვენმა მამამისი მოკლა,არადა ასე არ ყოფილა,მამას შეაწერეს ეს დანაშაული მასზე გაიწმინდეს ხელები, ის არ იცის რომ მამამისი მისი სისულელეების გამო მოკვდა,ხოდა ეკეც განრისხებული შურისძიებას გეგმავდა და ძალიან ჭკვიანიც აღმოჩნდა,იმის მიუხედავად რომ ყველაფერი ადრე გავიგე და გავაფრთხილე,შენი გაუბედურება მაინც შეძლო,ახლა აიღე ეს სამართებელი და მოიკალი თავი ხო გინდოდა მაგ არაკაცის გამო სიკვდილი-უყვირა და რამდენიმე წამის წინ გამოგლეჯილი სამართებელი ხელში მიაჩეჩა-მიდი აიღე და მოიკალი,რას გაჩერებულხარ აქამდე ხომ არ გეცოდებოდით ახლა რა გაჩერებს მითხარი-ღრიალებდა ბოლო ხმაზე როცა ლუკა და ლაზარე მივარდნენ და ოთახიდან გაათრიეს, ახლა ისეთ დონემდე იყო მისული ვინმეს რომ არ გაეყვანა ალბათ თითონ გადაუჭროდა ლილეს ვენებს, გოგონა კი ატირებული იჯდა და ნანობდა რომ თავის ძმას ამდენი ხანი ასე ექცეოდა,თურმე როგორ ცდებოდა ბიჭებმა ერთი გახედეს სევდიანი ნაწყენი თვალებით და ისინიც გავიდნენ. დიდხანს ტიროდა ლილე თავის ოთახში შემდეგ კი გარეთ გასვლა დააპირა,ბიჭები უკვე წასულიყვნენ და ცოტნეც არჩანდა ისიც წასულიყო ღამის ოთხ საათამდე ელოდა ლილე ცოტნეს და აი შემოვიდა კიდევაც ოთახში,ძლივს იდგა ფეხზე უბრალოდ მიბარბაცებდა ლილე რომ დაინახა საშინლად გაბრაზდა და დასევდიანდა, ლილე უცბად წამოხტა ხელის შეშველება უნდოდა მაგრამ ცოტნემ ხელი აუქნია -რა გინდა გადაიფიქრე სუიციდი?-უთხრა ირონიულად -ბოდიში ცოტნე ვიცი რომ დამნაშავე ვარ...ძალიან გთხოვ მაპატიე...ამ ერთხ მაპატიე გეხვეწები...ისე დამებინდა გონება რომ ვეღარაფერს ვხვდებოდი... ძალიან გთხოვ მაპატიე რა-აზლუქუნდა ლილე,როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო ცოტნე ვერასდროს უძლებდა დის ცრემლებს,ახლაც მტირალ დას რომ შეხედა უცებ მოეხვია და მაგრად ჩაეხუტა -შენს გარეშე მოვკვდები ლილე,რაც არ უნდა მოხდეს ამის გაკეთება აღარასოდეს გაივლო თავში გთხოვ-უთხრა და ახლა ცოტნეს გადმოვარდა ცრემლები-შენს გარეშე მე ვერ ვიარსებებ ჩვენ ხომ სულ თავიდან ერთად მოვდივართ და შენ თუ თავს მოიკლავ და დაასრულებ სიცოცხლეს მეც უკან გამოგყვები ამიტომ ასე აღარ მოიქცე კარგი? -კარგი -მპირდები? -გპირდები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.